საზოგადოებრივი
104.5 FM
მსოფლიოს ყველაზე მისტიური და საშიში შენობები
გამოქვეყნებულია: 2017-01-04 13:50:00
გგონია რომ მსოფლიოში ყველა გასაოცარი შენობა იცი? ან სულაც გინდა რომ ყველაზე უცნაური და საშიში შენობები ნახო? - მაშინ, მოგვყევი. ჩვენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ყველაზე მისტიურ შენობებს დაგათვალიერებინებთ, რომლებიც დამთვალიერებლების ყურადღებას ყოველთვის იპყრობენ. #1 ფილადელფიის ქალაქის ჰოლი, აშშ#2 მაჰანახონის ცათამბჯენი, ბანგოკი, ტაილანდი#3 პოლიგონ რივიერა, საფრანგეთი#4 ექსპერიმენტული მედიცინის ცენტრი, ბერლინი, გერმანია#5 Buzludzha, ბულგარეთი#6 რივერსაიდის მუზეუმი, გლაზგო, დიდი ბრიტანეთი
წაკითხვა
"შერლოკი" ახალ სეზონში თბილისში მომხდარ მოვლენას იძიებს
გამოქვეყნებულია: 2017-01-03 17:48:00
ცნობილი ბრიტანული სერიალის "შერლოკის" მეოთხე სეზონის პირველ ეპიზოდში მთავარი გმირი თბილისში, 6 წლის წინ მომხდარ შემთხვევას იძიებს. შერლოკი ინტერესდება, თუ რატომ ანადგურებენ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის თაბაშირის ბიუსტებს, ძიებას კი დოქტორ უოტსონის ცოლის, მერი უოტსონის წარსულთან მივყავართ.ყოფილი პრემიერის ბიუსტების განადგურება და მის გარშემო განვითარებული ბუნდოვანი მოვლენები  საქართველოში მომხდარ ამბებს უკავშირდება.ეპიზოდში, საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ჩანს, სადაც უკანა ფონზე საქართველოს დროშის ამოცნობაც არ გაგიჭირდებათ.
წაკითხვა
რას ვიყიდი, როცა მილიონერი გავხდები - 21 საინტერესო ნივთი
გამოქვეყნებულია: 2017-01-03 14:54:00
"რას ვიყიდი, როცა მილიონერი გავხდები" - ამ სათაურით სტატიას პოპულარული გამოცემა Brightside.me აქვეყნებს. პოსტში 21 კრეატიული ნივთია მოყვანილი, რომლის ყიდვასაც მხოლოდ მაშინ შევძლებთ, თუ მილიონრები გავხდებით.საყვარელი ხის სახლი - ბავშვობის ოცნების ასასრულებლადსარწეველა საწოლი - ყველაზე ტკბილი ძილისათვისტანსაცმლის კარადაში დამალული წყლის სლაიდი - გარდაქმენი საწოლი ოთახი აუზადსახლის კინოთეატრიკოსმიური საწოლიწყალსზედა საწოლისაწოლი ოთახი, მოძრავი კედლებითმაგიური ნათურა თქვენს ოთახს აღმოსავლური ცივილიზაციის სასახლედ აქცევსშიდა და გარე აუზიკატების გადაადგილების სისტემასახლი მინებით - ხედი ტბას გ
წაკითხვა
რონალდუს მუსიკალური მილოცვა სააბაზანოდან - საახალწლო ვიდეოჰიტი
გამოქვეყნებულია: 2017-01-01 02:49:00
მადრიდის რეალის თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ საახალწლო მილოცვა „ინსტაგრამის“ მეშვეობით გაავრცელა. ვიდეო მან სააბაზანოში გადაიღო, სადაც მღერის - We wish you a Merry Christmas. ვიდეო უკვე 5,7 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა ნახა. Desejo a todos o melhor do mundo em 2017. Bom ano!  I wish you all the best in the world in 2017! Happy New Year. A video posted by Cristiano Ronaldo (@cristiano) on
წაკითხვა
როგორ ხვდებიან ახალ წელს პოლიტიკოსები - პარლამენტარების საახალწლო სამზადისი
გამოქვეყნებულია: 2016-12-31 15:39:00
ისევე, როგორც ყველა ქართული ოჯახი, პარლამენტარებიც განსაკუთრებულად ემზადებიან ახალი წლისათვის. საახალწლო მზადება, სუფრა, ტრადიციები, სასიამოვნო მოგონებები, ის თემებია, რომელზეც პარლამენტარები საზოგადოებრივთან საუბრისას ჰყვებიან. მოდით, ვნახოთ როგორ ემზადებიან პოლიტიკოსები საახალწლოდ.  მანანა კობახიძე: ახალ წელს ოჯახში ვხვდები. არაფერი განსაკუთრებული. როგორც ყველა ქართულ ოჯახშია, ჩვენც ისე ვემზადებით საახალწლოდ. განსაკუთრებით, 12 საათიდან ვცდილობთ ხოლმე რომ ყველას შევეხმიანოთ და მივულოცოთ. ესენი იქნებიან მეზობლები, ნათესავები თუ უბრალოდ, ახლობლები. საახალწლო სუფრა: პირადად ვამზადებ ყველაფერს. ეს გარკვეული სიამოვნებაცაა ჩემთვის. ყველაზე კარგად ალბათ საცივი გამომდის. ეს მაინც ტრადიციული კერძია, რომელსაც ყველა ოჯახში ამზადებენ და ყველას თავისი საიდუმლო რეცეპტი აქვს. 
წაკითხვა
როგორ ამოვიცნოთ ცნობილი მხატვრების ნამუშევრები - სახალისო ფოტოკოლაჟი
გამოქვეყნებულია: 2016-12-30 14:24:00
1. რემბრანდტი - თუ ნახატზე გამოსახული ყველა ადამიანი მაწანწალას ჰგავს და ნამუშევარი ქუჩის განათების მსგავსად მკრთალად არის განათებული, მაშინ ეს რემბრანდტია.2. რუბენსი - თუ ნახატზე გამოსახულ ყველა ადამიანს უზარმაზარი საჯდომი აქვს, მაშინ ეს რუბენსია.3. სალვადორ დალი - თუ ნახატზე ხედავ ისეთ რამეს, რაც გასულ ღამეს ჰალუცინაციების დროს დაინახე, ეს სალვადორ დალია.4. კარავაჯიო - თუ ნახატზე ყველა მამაკაცი ხბოსთვალებიანი ხვეულთმიანი ქალივით გამოიყურება, ეს კარავაჯიოა.5. პაბლო პიკასო - თუ ხედავთ ბევრ თვალსა და ცხვირს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ადამიანია, ნახატი პიკასოს მიერ იქნება შესრულებული. 
წაკითხვა
ყველაზე იაფი საახალწლო ტურები - როგორ მოვიწყოთ იდეალური დასვენება
გამოქვეყნებულია: 2016-12-30 13:23:00
საუკეთესო დასვენება ქვეყნის გარეთ გასვლა და დაუვიწყარი ადგილების მონახულებაა. მოგზაურობა ხომ რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. ბოლო დროს, საქართელოდან გასვლა და დაუვიწყარი არდადეგების მოწყობა საზღვარგარეთ არც ისეთი ძვირი ფუფუნებაა. მთავარია, სწორად დაგეგმო მოგზაურობა და ყველაზე იაფი გზები მონახო. ამჯერად, ჩვენ კონკრეტულ ტურებს და ფასებს შემოგთავაზებთ. თუმცა არ დავასახელებთ ტურისტულ კომპანიებს. მათი ნახვა ყველგან შეგიძლიათ, რადგან ფასები თითქმის ყველგან ერთი და იგივეა.დუბაიქართულ ტურისტულ კომპანიებში ტურების ფასები 300 დოლარიდან იწყება და 700 დოლარამდე ადის. ტურის ხანგრძლივობა ერთი კვირაა და შეიცავს: ორმხრივ ავიაბილეთს, სასტუმროში განთავსებას, ჯგუფურ ტრანსფერს, სამოგზაურო დაზღვევას და კვებას.ბუდაპეშტი - ვენა - პრაღაერთკვირიანი ტურის ფასი 139 ევროდან იწყება და 500 ევრომდე ადის. გააჩნია სასტუმროს და კვებას. პაკეტი შეიცავს: ორმხრივ ავიაბილეთს, სასტუმროში განთავსებას, ჯგუფურ ტრანსფერს, სამოგზაურო დაზღვევას. ფასს ემატება სავიზო მოსაკრებელი 58 ევრო.მილანიმილანში 4 დღიანი ტურის ღირებულება ქართულ ტურისტულ კომპანიებში 99 ევროდან იწყება და 230 ევრომე ადის. პაკეტი შეიცავს: ორმხრივ ავიაბილეთს, სასტუმროში განთავსებას, ჯგუფურ ტრანსფერს, სამოგზაურო დაზღვევას. ფასს ემატება სავიზო მოსაკრებელი 58 ევრო.ბერლინი-ლისაბონიბერლინი-ლისაბონის მარშრუტზე ფასები ქართულ ტურისტულ კომპანიებში 199 ევროდან იწყება და 400 ევრომდე ადის. ტური 4 დღიანია და მოიცავს: ორმხრივ ავიაბილეთს, სასტუმროში განთავსებას, ჯგუფურ ტრანსფერს, სამოგზაურო დაზღვევას. ფასს ემატება სავიზო მოსაკრებელი 58 ევრო.რომი-ფლორენცია-მილანი
წაკითხვა
10 ცხოველის ისტორია, რომელიც ადამიანებმა სიკვდილისგან იხსნეს
გამოქვეყნებულია: 2016-12-30 12:24:00
ადამიანები ხშირად საოცარ თვისებებს ავლენენ და ადამიანურობის რწმენას გვიმყარებენ. უანგაროდ ჩადენილი საქციელი გვაფიქრებინებს, რომ კეთილი საქმე არასდროს იკარგება. ჩვენ ცხოველების იტორიები შევაგროვეთ, რომლებიც ადამიანებმა გარდაუვალ სიკვდილს გადაარჩინეს.#1 ძაღლს ადამიანების შეხების ეშინოდა და უკვე ქვის იერსახეს იღებდა, თუმცა ის შეიფარეს და ადამიანური სიყვარული უჩვენეს#2 ალეპო ომშია, თუმცა ეს ადამიანი ქალაქში მხოლოდ იმისთვის დარჩა, რომ უპატრონო კატებისთვის მიეხედა#3 ძაღლი, რომელიც ცეცხლისგან გადაარჩინეს, მეხანძრე გახდა#4 ვეფხვი, რომელიც თავისი ნორმალური წონის 1/4-ს იწონიდა, ცირკიდან იხსნეს და ახლა ის შესანიშნავად გრძნობს თავს#5 კუს, რომელსაც ჯავშანი ჰქონდა დაზიანებული, ის აღუდგინეს და მსოფლიოში პირველად მის ზურგზე 3D პრინტერი გამოიყენეს#6 სამხრეთ კორეელმა ქალბატონმა 200 ძაღლი გაზარდა, მან ისინი გაყიდვისგან გადაარჩინა#7 ეს ბიჭი მხოლოდ ცალი თვალი ხედავს. მან ასევე ცალი თვალით მხედველი ლეკვი აიყვანა, რომელიც არავის უნდოდა#8 იმამმა კატებს მეჩეთის კარები გაუღო, რათა ისინი თბილად ყოფილიყვნენ#9 ჩიტმა ბუდე პოლიციის მანქანის ხუფზე გაიკეთა. პოლიციელმა მანქანაზე ქოლგა დაამაგრა, რათა ჩიტი კომ
წაკითხვა
Kissenger - მალე აპლიკაციის მეშვეობით კოცნის გაზიარებას შევძლებთ
გამოქვეყნებულია: 2016-12-29 17:53:00
ლონდონის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეყვარებული წყვილებისათვის საინტერესო აპლიკაცია შექმნა. მომხმარებლებს ახალი აპლიკაციის მეშვეობით საშუალება ექნებათ ერთმანეთს კოცნა გაუგზავნონ. პროცედურა კი ძალიან მარტივია. ჩვენს სმარტფონებს სპეციალური მოწყობილება შეურთდება, რომლის საშუალებითაც კოცნის გაზიარებას შევძლებთ.აპლიკაციის სახელწოდება კი ორი სიტყვის შეერთებითაა მიღებული. Kiss + Messenger-ის გაერთიანებით კომპანიამ მარტივი სახელი Kissenger მიიღო. გაჯეტი ძალიან მარტივად მუშაობს. კოცნის გამგზავნი გაჯეტს უკავშირებს საკუთარ სმარტფონს, კოცნის სპეციალურ სენსორულ ზედაპირს, რომელიც იღებს მისი ტუჩის ანაბეჭდებს და ინტერნეტის მეშვეობით უგზავნის ადრესატს, რომელსაც ანალოგიურ მოწყობილობასთან აქვს საკუთარი სმარტფონი დაკავშირებული. იგი საკუთარი ტუჩებით ეხება სენსორულ პანელს რომელზეც იგრძნობა კოცნა, რომელიც გამოუგზავნეს.თუ გამოხმაურებებით ვიმსჯელებთ, აპლიკაცია პოპულარული მალევე გახდება და იგი შეყვარებული წყვილების უცვლელი ატრიბუტი იქნება. ასე რომ, შორი დისტანცია, დღეს ასეთი შორი აღარ არის.
წაკითხვა
12 სელებრითი, რომელმაც ფოტოგრაფს რეალური სახე უჩვენა
გამოქვეყნებულია: 2016-12-29 13:22:00
ყველა ადამიანს აქვს საჯარო იმიჯი და პირადი მე, რომელიც ყოველთვის ნამდვილია. არც სელებრითები არ არიან გამონაკლისები. ფოტოგრაფმა ენდრიუ ვოლქერმა ცნობილ ადამიანებს სთხოვა ჯერ ეპოზიორათ ისე, როგორც ამას კამერებთან აკეთებენ ხოლმე. ხოლო, ცოტა ხნის შემდეგ მისი სურვილი შეიცვალა და ვარსკვლავებს სთხოვა ყოფილიყვნენ ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არიან. შედეგი კი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა.#1 ენნ ჰეტევეი#2 სიგურნი უივერი#3 იენ მაქრეგორი#4 ჯეისონ სადეიკი#5 ემი ადამსი#6 რამი მალეკი#7 ლუპიტა ნიონგი#8 დაკოტა ფანნინგი#9 ჯერარდ ბატლერი#10 რიჩარდ გირი#11 გაელ გარსია ბერნარი
წაკითხვა
10 სელებრითი, რომლებმაც პაპარაცებს მახვილგონივრულად უპასუხა
გამოქვეყნებულია: 2016-12-29 13:06:00
ვარსკვლავები მუდამ პაპარაცების ყურადღების ქვეშ არიან. ფოტოგრაფის ობიექტივი მათ ყველგან დაყვება. ხშირად ეს გამაღიზიანებელია და სელებრითები მომაბეზრებელ ჟურნალისტებს აგრესიულად პასუხობენ ხოლმე. თუმცა, არიან ისეთი სელებრითები, რომლებიც პაპარაცებთან ურთიერთობაში სახალისო გზებს არჩევენ ხოლმე. ჩვენ იმ ვარსკვლავების ფოტოები შევკრიბეთ, რომლებიც პაპარაცებს სახალისოდ უმკლავდებიან.ჰარისონ ფორდიუმა თურმანიჯიმ ქერირაიან გოსლინგიკეტი პერიჯერარდ ბატლერი
წაკითხვა
საუკეთესო საჩუქრები ახალი წლისათვის - იყავი კრეატიული
გამოქვეყნებულია: 2016-12-28 20:30:00
ახალი წელი, ეს ის დროა, როცა საჩუქარს ყველა ადამიანი იმსახურებს. კრეატიული და ორიგინალური საჩუქრის პოვნა კი არც ისე მარტივი პროცედურაა. ამისთვის, დრო და ენერგია გვჭირდება. თუმცა, ამ შემთხვევაში ჩვენ ამ ორი ასპექტის გახარჯვის გარეშე გთავაზობთ პოსტს, სადაც კრეატიულ საჩუქრების სერიას გავაერთიანებთ. აქ ყველაფერია იმისათვის, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი გააბედნიეროთ.პერსონალური საოჯახო ჭიქებიამ ნივთის ყიდვა ამ ლინკზე შეგიძლიათ. მისი ღირებულება 30$-ია.საოჯახი წერილების ალბომიამ ნივთის ყიდვა ამ ლინკზე შეგიძლიათ. ღირებულება - 40$.ნაყინის მანქანა ოჯახისათვისამ ნივთის ყიდვა ამ ლინკზე შეგიძლიათ. ღირებულება 140$.საოჯახო სახატავი ხის ჩხირებიამ ნივთის ყიდვა ამ ლინკზე შეგიძლიათ. მისი ღირებულება 18 დოლარია.საოჯახი კარავი
წაკითხვა
13 "ტვიტი" რომელიც გვიჩვენებს, თუ რა ჩაიდინა 2016-მა წელმა
გამოქვეყნებულია: 2016-12-28 19:55:00
სოციალურ ქსელში, წელს ძალიან აქტუალურია წლის შემაჯამებელი "მემეები", სახელწოდებით - "მე წლის დასაწყისში და ახლა". ადამიანები ფოტოებს ტვირთავენ და ზედ სახალისო წარწერებს ურთავენ. ასე ისინი საკუთარ თავს წლის დასაწყისსა და დასასრულთან აკავშირებენ. ამ პოსტების დათვალიერება ნამდვილად ღიმილს მოგგვრით.
წაკითხვა
რა ჩაიდინეს ქართველებმა ბაქოში - გადადით ლინკზე და...
გამოქვეყნებულია: 2016-12-28 18:51:00
"ცხოვრებაში პირველად" - ასეთი ამბებიც ხდება. 11 საათია, ზუგზაკმოკიდებული ბაქოს ავტობუსთან ავეყუდე. ანუ, ცხოვრებაში პირველად არ დავაგვიანე. ეს უკვე კარგის ნიშანი იყო. ავტობუსი ნელ-ნელა ივსებოდა და ახალი სახეებიც ჩნდებოდნენ. არ მშიოდა, მაგრამ მარიამის შემოთავაზებული ფუმფულა ხაჭაპური მაინც ავიღე. გემრიელი იყო. წინასწარ შეკრული "მეორე მარშუტკის სასტავი" უკანა რიგებში გადავედით და კონიაკი დავაგემოვნეთ. ბაქოს ტური დაიწყო..."მე არასოდეს" - მგზავრობის პირველი ხიბლი თამაში იყო. გასტრონომიული საკითხებიდან ინტიმურ თემებამდე მივედით და აი, ჯგუფიც შეიკრა. კომპლექსები ავტობუსის საბარგულში მოვისროლეთ და ყველაზე გიჟური ტურიც დაიწყო.თუმცა, მერე ჩაგვეძინა და თამთა-თამარიმ სიტუაციით ისარგებლა.პირველი კულტურული შოკი საზღვართან მივიღეთ. შენ თუ ოდესმე სომხეთში ყოფილხარ და განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, აზერბაიჯანელი მესაზღვრეებისათვის კარგი ლუკმა ხდები. მართალია, მოსაზღვრე ისლამური ქვეყნის ტერიტორიაზე მაინც გიშვებენ, თუმცა, ეჭვები რომ საქართველოში დაგტოვებენ, ტვინს გიღრნის. ეს არაფერია. საზღვარზე გადასვლის შემდეგ, აზერბაიჯანის პირველი ხიბლი უკვე ქვეყნის პირველ ბიჯებზე ვიგრძენით. დანაგვიანებული და გაუმართავი საბაჟო The walking Dead-ის პერსონაჟად გაგრძნობინებთ თავს. მითუმეტეს მაშინ, როცა "ზომბები" "მანათი-დოლარის" ძახილით გარეთ გელოდებიან. ბაქოში ვალუტის გადამცვლელი პუნქტები არ არსებობს, ამიტომ თუ ფულის გადახურდავება საქართველოში ვერ მოასწარით, ეს საზღვარზე უნდა გააკეთოთ.
წაკითხვა
2016 წლის გულისამაჩუყებელი ფილმები, რომლებიც ცრემლს მოგგვრით
გამოქვეყნებულია: 2016-12-28 14:01:00
2016 წელი დატვირთული იყო ახალი პრემიერებით. მათ შორის, განსაკუთრებული პოპულარულობით მელოდრამები სარგებლობდა. სიყვარული - ეს ხომ ყოველთვის საინტერესო თემაა კინომოყვარულთათვის. სწორედ ამიტომ ჩვენ 2016 წლის საუკეთესო მელოდრამებს შემოგთავაზებთ. ასე რომ, ჯერ თუ არ გინახავთ აღნიშული ფილმები, დროა მოკალათდეთ და რომანტიულ განწყობაზე დადგეთ.#1 მთვარის შუქი - Moonlightფილმი სამ ნაწილად, რომელიც მოგვითხრობს აფროამერიკელი ჰირონის ისტორიას ბავშვობისას, მოზარდობისას და ზრდასრულ ასაკში. მის განცდებსა და კონფლიქტებზე თანატოლებთან და საკუთარ თავთან მისი ორიენტაციის გამო.#2 la la la Land მოსმენებს შორის ყავის დამტარებელისა და ღარიბი ჯაზ-მომღერალის სიყვარულის ისტორია. მათი ერთობლივი წარმატება მათ ურთიერთობას გამოცდას უწყობს.#3 მონსტრის ძახილიკონორის ისტორია, რომელსაც უკიდეგანო ფანტაზია აქვს. ღამით , როდესაც ყველა იძინებს ხე, მის ფანჯარასთან, ცოცხლდება და მონსტრად გადაიქცევა, რომელიც ისტორიებს უამბობს.#4 დედოფალი ქათვეუგანდელი გოგონა საკუთარ ცხოვრებას რადიკალურად ცვლის მას შემდეგ, რაც ჭადრაკის თამაშს შეისწავლის#5 მე შენამდე 
წაკითხვა
ადამიანები, რომლებმაც ნარკოტიკებს დაანებეს თავი - Before & After ფოტოები
გამოქვეყნებულია: 2016-12-28 13:16:00
წამალდამოკიდებულება დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. სქესს, ასაკს თუ ეროვნებას აქ მნიშვნელობა არა აქვს. მისი მოხმარება ორგანიზმს აზიანებს და ეს ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ფოტოამბავშიც ჩანს. სოციალურ ქსელში ადამიანები ორი სახის ფოტოებს აქვეყნებს. ერთი - გადაღებულია წამალდამოკიდებულების პერიოდში და მეორე, ნარკოტიკებზე თავის დანებების შემდეგ. ფოტოებს შორის განსხვავება მართლაც რომ საოცარია.#1 - 4 წელი მას შემდეგ, რაც ნარკოტიკებს თავი დაანება#2 - 8 თვე მას შემდეგ, რაც ნარკოტიკებს თავი დაანება#3 - 3 თვის შემდეგ#4 - 826 დღე მას შემდეგ, რაც ნარკოტიკებს თავი დაანება#5 - 6 წელი ნარკოტიკების შემდეგ#6 - 6 წელი მას შემდეგ რაც კოკაინსა და ჰეროინს დაანება თავი#7 - 8 თვის შემდეგ#8 - 3 წლის შემდეგ, სრულიად ჯანმრთელი#9 - 4 წლისა და 4 თვის შემდეგ#10 - 6 თვის შემდეგ&
წაკითხვა
მსოფლიოს ცნობილი ვარსკვლავები ჯორჯ მაიკლის გარდაცვალებას ეხმაურებიან
გამოქვეყნებულია: 2016-12-27 20:04:00
2016 წელს დადუმებულ ტალანტთა რიცხვს პოპ შემსრულებელი ჯორჯ მაიკლიც მიემატა. მისმა გარდაცვალებამ მსოფლიო საზოგადოება განაცვიფრა და გული დაწყვიტა. სოციალურ ქსელში, ვარსკვლავები და ჯორჯის მეგობრები მის გარდაცვალებას ეხმაურებიან. მათი რეაქციები სევდიანი და გულისამაჩუყებელია.მადონაგემშვიდობები ჩემო მეგობარო! კიდევ ერთი დიდებული არტისტი გვტოვებს. მაილი საირუსიუკვე მენატრები! დიდი მადლობა შენი თავდადებული აქტივობისათვის ლგბტ თემში. ყოველთვის მეყვარები! ელტონ ჯონიმე ღრმა შოკში ვარ. მე ჩემი საუკეთესო მეგობარი დავკარგე - უკეთილშობილესი, გენიალური და არაჩვეულებრივი სულის პატრონი.რაიან რეინოლდსიჯორჯ მაიკლი კეთილი და ნაზი სულის პატრონი იყო.კრის ჯენერიცუდი ნიუსის გაგების გავიღვიძე - ჯორჯ მაიკლმა დაგვტოვა. წარმოუდგენელი ნიჭის არტისტი წავიდა.რობი უილიამსი
წაკითხვა
ბრიტნი სპირსი არ მომკვდარა - Sony Music-ის ბოდიში მომღერალს
გამოქვეყნებულია: 2016-12-27 14:45:00
კომპანია Sony Music-მა ამერიკელ მომღერალს ბრიტნი სპირსს ბოდიში მოუხადა, მის მიერ გავრცელებული ტვიტის გამო, თითქოს პოპვარსკვლავი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ წერს. როგორც ირკვევა, Sony Music Global-ის „ტვიტერის“ გვერდი გატეხეს და დაწერეს, რომ ბრიტნი სპირსი გარდაიცვალა. ცოტა ხანში, ეს ინფორმაცია გვერდიდან წაშალეს. Sony Music-ში აცხადებენ, რომ ბოდიშს უხდიან როგორ მომღერალს, ასევე მის ფანებს. 
წაკითხვა
ონლაინკურსები, რომელთაც მსოფლიოს ცნობილი ვარსკვლავები უძღვებიან
გამოქვეყნებულია: 2016-12-26 18:52:00
მღერი და გსურს კრისტინა აგილერას მასტერ კლასები გაიარო? ან წერ და გინდა New Yourk Times-ის ცნობილი ბესტსელერების ავტორისგან, ჯეიმს პატერსონისგან მიიღო საუკეთესო რჩევები? - მაშინ, საჭირო სტატიას კითხულობ.თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილი კურსები არაფერია იმ არჩევანთან, რომელიც საიტ MasterClass.com-ზე გელოდება. აქ შენ, შემდეგ ცნობილ მასწავლებლებს შეხვდები:სერენა უილიამსი - ჩოგბურთის კურსებიაშერი - სასცენო წარმოდგენის ხელოვნებაკევინ სპეისი - მსახიობის ოსტატობაკრისტინა აგილერა - სიმღერის კურსებიშონდა რაიმსი - ტელევიზიისათვის სცენარის დაწერაენნ ლეიბოვიტსი - ფოტოგრაფიის ხელოვნებაეს მხოლოდ მცირე ნაწილია. საიტს ცნობილი მასწავლებელბი კიდევ დაემატებიან.თითოეული კურსი 90 დოლარის ღირებულებისაა და ათეულობით ვიდეო გაკვეთილს შეიცავს. სულ ცოტა ხნის წინ მსგავსი მასტერკლასი დააანონსა კომპოზიტორმა ჰანს ციმერმაც და როგორც კურსის აღწერაში ვკითხულობთ, მასში ჩართული ადამიანებისთვის 30-ზე მეტი ვიდეოგაკვეთილი იქნება ხელმისაწვდომი, წიგნთან ერთად PDF ფორმატში. მოსწავლეებს თავიანთი ნამუშევრების ატვირთვაც შეეძლებათ, რათა თანაკურსელებისგან მიიღონ შეფასებები, ხოლო ზოგიერთ გამორჩეულ სტუდენტს თავად ჰანს ციმერი შეაფასებს და რჩევებსაც მისცემს.
წაკითხვა
როგორ გამოიყურებიან 50 წლის ქალები სხვადასხვა ქვეყანაში
გამოქვეყნებულია: 2016-12-26 15:31:00
სილამაზეს ასაკი არ აქვს. თუმცა, ყველა ქვეყანაში ის განსხვავებულია. ამ განსხვავებას კი ქვეყნის კულტურა, ტრადიციები და სხვა მრავალი ელემენტი განაპირობებს. ჩვენ ინსტაგრამში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ქალბატონის ფოტოები მოვაგროვეთ. ყველა მათგანი 50 წლისაა და ბუნებრივია, ყველა განსხვავებული სილამაზის მატარებელია. ბრაზილია ინდოეთიინდონეზიაიტალიაესპანეთიკანადასენეგალისერბეთირუსეთიაშშსაფრანგეთიპოლონეთიინგლისი
წაკითხვა