საზოგადოებრივი
104.5 FM
რას უწოდებენ თოვლის ბაბუას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
გამოქვეყნებულია: 2016-12-26 15:02:00
ყველა ქვეყანაში განსაკუთრებულად ელოდებიან ახალი წლის მოსვლას. ამ დღესასწაულის მთავარი გმირი კი, თოვლის ბაბუა, იგივე სანტა კლაუსია. ყველასათვის საყვარელ სანტას სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ. მშობლები მის როლზე ბავშვებს ყოველთვის ესაუბრებიან და სწორედ სანტას არსებობის დაჯერებით იწყება, სასწაულების დაჯერებაც. ასე რომ, წარმოგიდგენთ ჩვენთვის საყვარელი გმირის სახელწოდებას სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე. © relativelyinteresting.com  
წაკითხვა
2016 წლის ყველაზე სახალისო Coub ანიმაციები - შექმენი შენი საახალწლო განწყობა
გამოქვეყნებულია: 2016-12-23 19:10:00
Coub-ში ახალი ანიმაციების შექმნა ბევრისთვის საყვარელ საქმიანობად იქცა. სოციალურ ქსელში მათი რაოდენობა დღითიდღე მატულობს. ისინი მარტივი, მოძრავები და სახალისოები არიან. სულ მალე 2016 წელიც დასრულდება, ასე რომ ამ წლის შეჯამება ამჯერად "ქუბების" დახმარებით შევეცდებით. ჩვენ გთავაზობთ 2016 წლის ყველაზე სახალისო ანიმაციებს, რომელთაც თქვენი ყურადღება წლის სხვადასხვა მომენტში მიიქციეს.
წაკითხვა
როგორ დავტიოთ სახლში 20 ფუტის სიმაღლის ნაძვის ხე - ოჯახის კრეატიული გადაწყვეტილება
გამოქვეყნებულია: 2016-12-23 12:23:00
"თვითერის" ერთ-ერთმა მომხმარებელმა @aidanswalt სოციალურ ქსელში უზარმაზარი ნაძვის ხის ფოტო გამაოქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, მას ძალიან სურდა დიდი ნაძვის ხე, შესაბამისად საახალწლოდ 20 ფუტის სიმაღლის ხე შეიძინა. თუმცა, ერთი პრობლემა არსებობდა, როგორ დაეტია სახლში ნაძვის ხე. ამიტომ მარტივი ხერხი მოიძია - სახლის სახურავის ნაწილი ამოჭრა და ნაძვის ხის ზემოთა მხარე სახურავზე განათავსა. შედეგი ასე გამოიყურება:
წაკითხვა
მსოფლიოს 10 ყველაზე პოპულარული ქალაქი ტურისტების მიხედვით
გამოქვეყნებულია: 2016-12-22 14:52:00
კომპანია MasterCard ტურისტების რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე რეიტინგული ქალაქების სიას აქვეყნებს.სწორედ ამ ქალაქებს სტუმრობდა მსოფლიო ტურისტების უმრავლესობა 2016 წელს. გთავაზობთ Top ათეულს.10) სეული, სამხრეთ კორეა - 10.20 მილიონი საერთაშორისო ტურისტი9) ტოკიო, იაპონია - 11.70 მილიონი საერთაშორისო ტურისტი8) სტამბული, თურქეთი - 11.95 მილიონი საერთაშორისო ტურისტი7) კუალა ლუმპური, მალაიზია - 12.02 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი6) სინგაპური - 12.11 მილიონი საერთაშორისო ტურისტი5) ნიუ იორკი, აშშ - 12.75 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი4) დუბაი, გაერთანებული არაბული ემირატები - 15.27 მილიონი საერთაშორისო ტურისტი3) პარიზი, საფრანგეთი - 18.03 მილიონი საერთაშორისო ტურისტი2) ლონდონი, ინგლისი - 19.88 მილიონი საერთაშორისო ტურისტი1) ბანგკოკი, ტაილანდი - 21.47 მილიონი საერთაშორისო ტურისტი
წაკითხვა
ზღაპრული ბორჯომი ქართველი ფოტოგრაფის ობიექტივში - ზამთრის კარგი მხარე
გამოქვეყნებულია: 2016-12-22 14:09:00
ქართველმა ფოტოგრაფმა რობი სმიტიმ საკუთარ მომხარებელს ბორჯომის ზღაპრული ფოტოები შესთავაზა. ფოტოგრაფი ნაცნობ ქალაქს ახალი რაკურსით გვიჩვენებს და მის საახალწლო ჯადოსნურობაში გვარწმუნებს.ფოტოები ბორჯომის პარკსა და ქალაქშია გადაღებული. ფოტოები გვარწმუნებს, რომ ბორჯომი ახალი წლის ღამის გასატარებლად იდეალური ადგილია. 
წაკითხვა
გამოაქანდაკე საკუთარი თავი - ქართველი ბიჭის ამერიკული პროექტი - SculpMe
გამოქვეყნებულია: 2016-12-21 15:20:00
წაკითხვა
როგორია ახალი წლის აღნიშვნა შინაურ ცხოველებთან ერთად - სახალისო ილუსტრაციები
გამოქვეყნებულია: 2016-12-21 12:56:00
ახალი წელი ჩვენს საყვარელ ცხოველებთან ერთად კიდევ უფრო ორიგინალური ხდება. ხშირად მათთაც ვმოსავთ საახალწლო სამოსში და ჩვენს საახალწლო განწყობაზე გადმოგვყვავს. თუმცა, არ ვეკითხებით, სურთ თუ არა ეს მათ. ან რომც ვკითხოთ, როგორ გვიპასუხებენ. სწორედ ამიტომ ლინგვისტოვმა შესანიშნავი ილუსტრაციების სერია შექმნა. აქ თქვენ ცხოველების დამოკიდებულებას გაეცნობით ახალი წლის მიმართ.მადლობა ღმერთო, შენ სახლში ხარ! საახალწლო ხეს კი გული წაუვიდა! ის ძალიან კაშკაშაა! მე მას მოვკლავ!მე ნამდვილი ვარსკვლავი ვარ!არაფერია, ისინი იფიქრებენ რომ ეს ყველაფერი სანტამ შეჭამა!კატები საკუთარ ნაძვის ხეს ქმნიან.
წაკითხვა
რუსული რეალითი შოუ, სადაც გაუპატიურება და მკვლელობა ნებადართული იქნება
გამოქვეყნებულია: 2016-12-19 20:09:00
რუსული რეალითი შოუ Game2, სადაც გაუპატიურება და მკვლელობა ნებადართული იქნება, შემდეგი წლიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას The Independent Siberian Times-ზე დაყრდნობით ავრცელებს.ზამთარში, სატელევიზიო შოუ Game2-ში, 30 კაცი და ქალი კონკურსანტი შეეცდება გადარჩეს ციმბირის ტყეში, სადაც გარეული ცხოველებიც იქნებიან, მათ შორის დათვი და მგელი. შოუს პრიზი 1.6 მილიონი ამერიკული დოლარია და ის 9 თვის განმავლობაში გაგრძელდება.შოუში მონაწილეობის მისაღებად, მონაწილე ვალდებულია დაეთანხმოს რეალითი შოუს წესებს.შოუს 2 ათასი კამერა 900 ჰექტარზე დააკვირდება. “ბრძოლა, ალკოჰოლი, მკვლელობა, გაუპატიურება, მოწევა, ყველაფერი ნებადართულია”- ნათქვამია შოუს სარეკლამო რგოლში.თუმცა, მონაწილეები ვალდებულები იქნებიან დაექვემდებარონ რუსეთის კანონმდებლობას. შესაბამისად მკვლელობა, გაუპატიურება თუ სხვა დანაშაულებები რუსეთის კანონების მიხედვით დაისჯება.თამაში ძალიან ჰგავს ცნობილი ფილმის, "შიმშილის თამაშების" სცენარს და სწორედ მის პრინციპებზეა დამყარებული.
წაკითხვა
10 კრეატიული ხის ნაძვის ხე თქვენი საახალწლო ინსპირაციისათვის
გამოქვეყნებულია: 2016-12-19 18:08:00
დროა, დავივიწყოთ სტანდარტული ნაძვის ხეები და საკუთარ თავს კრეატიულობის საშუალება მივცეთ. ხის ნაძვის ხეები საკუთარი ინსპირაციით - საუკეთესო საშუალებაა კრეატიული ნაძვის ხის შესაქმნელად. ჩვენ სპეციალურად თქვენთვის ინტერნეტში ფოტოები მოვიძიეთ, რომლებიც თქვენი ინსპირაციის წყაროდ შეიძლება იქცეს.
წაკითხვა
კრეატიული საჩუქრები საახალწლოდ - წინდები ხელოვნების ნიმუშებით
გამოქვეყნებულია: 2016-12-19 16:48:00
ფირქობთ საახალწლო საჩუქარზე და არ იცით, რა შეიძლება იყოს კრეატიული და ეკონომიური იდეა? - პასუხი მარტივია - წინდები, რომელზეც ხელოვნების ნიმუშებია დატანილი.ჩვენ ინტერნეტში კრეატიული წინდების ფოტოები მოვიძიეთ. მათი ყიდვა კი ონლაინ საიტებზე ან სულაც, საქართველოში შეგიძლიათ.წინდებზე სხვადასხვა მხტავრის ნახატებია დატანილი. ასე რომ, ლეონარდო და ვინჩის ნამუშევრებიდან დაწყებული ვან გოგის ნამუშევრებით დამთავრებული უამრავი ნახატის პოვნა შეგიძლიათ.
წაკითხვა
როგორ გარდავქმნათ წვერი ნაძვის ხედ - სახალისო ფოტოები
გამოქვეყნებულია: 2016-12-19 16:34:00
აქამდე წვერის განსხვავებულ ფუნქციაზე ალბათ არც გიფიქრიათ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა წვერს საახალწლო განწყობის მოტანაც შეუძლია. მისი მეშვეობით დღეიდან საახალწლო ნაძვის ხეც კი შეიძლება ჩავანაცვლოთ. მართალია ეს მოძრავი ხე იქნება, თუმცა უფრო კრეატიული და სახალისო. ​ასე, ინგლისელ მამაკაცს მშვენიერი იდეა მოუვიდა და საკუთარი წვერი მანათობელ ნაძვის ხედ გარდაქმნა. ვნახოთ, ფოტოები.
წაკითხვა
10 განსხვავება ქალსა და მამაკაცს შორის - სახალისო ფოტოები
გამოქვეყნებულია: 2016-12-16 17:02:00
ბუნებრივია, ყველა ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავდება და ეს განსხვავებები მხოლოდ ჩვენს გენდერზე არაა დამოკიდებული. თუმცა, არსებობს გარკვეული საკითხები, სადაც კაცისა და ქალის განსხვავება შეიგრძნობა - არა ყოველთვის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში. ეს განსხვავებები მხოლოდ სიტუაციურია და არ ასახავს გენდერულ სხვაობებს. დამოკიდებულია ინდივიდის ხასიათზე.ჩვენ რამდენიმე სახალისო ფოტო შევკრიბეთ, რომელიც კაცისა და ქალის განსხვავებულ ბუნებას სახალისო კონტექსტში წარმოგვიჩვენს.რეაქცია, როდესაც მეგობარს ეუბნები, რომ შეყვარებული ხარმაცივარიამბის თხრობადესკტოპისაძინებელი ოთახი
წაკითხვა