საზოგადოებრივი
104.5 FM
ფეისბუქი ჯვრის ემოციის დამატებაზე უარს ამბობს
გამოქვეყნებულია: 2017-07-04 18:29:00
სოციალური ქსელი ფეისბუქი უარს ამბობს, ჯვრის ემოციის დამატებაზე. გამოცემა "ინდეფენდენთის" ინფორმაციით, მსგავსი მოთხოვნით ქრისტიანი ევანგელისტები მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც ფეისბუქში LGBT აღლუმისთვის მხარდასაჭერად, ცისარტყელის ფერის ემოცია გაჩნდა. ერთ-ერთმა აქტივისტმა ამ მოთხოვნით პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც 9 ათასი გაზიარება და 23 ათასი რეაქცია მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხარებელთა ნაწილი თვლის, რომ ინიციატივა დიკრიმინაციულია და თუ ჯვრის ემოცია გაჩნდება, მაშინ სხვა რელიგიების სიმბოლოებიც უნდა შეიქმნას. ნაწილი კი ფიქრობს, რომ ჯვრის ემოცია უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე რელიგიას. ფეისბუქის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Huffington Post-თან განაცხადა, რომ მსგავსი ემოცია ფეისბუქზე არ არსებობს და მის შექმნაზე მუშაობა არც მიმდინარეობს. 
წაკითხვა
ჭკვიანი საწოლი, რომელიც წყვილის ურთიერთობას გადაარჩენს - უფრო იაფი, ვიდრე განქორწინება
გამოქვეყნებულია: 2017-07-04 13:14:00
​თუ ძილში დისკომფორტს განიცდით და ტემპერატურა ხელს გიშლით, ნუ ინაღლვებთ, ეს პრობლემა მოგვარებულია. წყვილებისათვის ახალი საწოლი გამოიგონეს, რომელსაც ტემპერატურის ინდივიდუალური მარეგულირებელი ექნება. ​ხშირად, პარტნიორის სასურველ ტემპერატურას ვერ ვირგებთ. მაგალითად, ჩვენი მეწყვილე თუ თავს კომფორტულად გრძნობს, შეიძლება ეს ჩვენთვის სულაც არ იყოს მოსახერხებელი კონდიცია. ამიტომ ახალი საწოლის დახმარებით, შეგვიძლია ჩვენი საწოლი ადგილის ტემპერატურა დამოუკიდებლად ვცვალოთ. მაგალითისთვის, შეგვიძლია საწოლის ჩვენი მხარე მინუს ტემპერატურაზე დავაყენოთ, ხოლო პარტნიორის მხარე კი, სითბოზე. ასე, დისკომფორტსაც თავიდან ავიცილებთ და ოჯახურ კონფლიქტსაც თავს ავარიდებთ.ტემპერატურა სპეციალური ანდროიდ აპლიკაციის დახმარებით იმართება, რომლის გამოყენება ძალიან მარტივია. ​კომპანიამ საწოლის იდეა საიტ indiegogo-ზე ატვირთა. მისი რეალიზებისათვის კი 20 000$ მოითხოვა. თუმცა ამ დროის მონაცემებით, შეგროვებულმა თანხამ 486,865$ შეადგინა. საწოლი ანდროიდ აპლიკაციის დახმარებით იმართება
წაკითხვა
უჩვეულო გამოგონებები, რომელთა არსებობა არარეალურად მოგეჩვენებათ
გამოქვეყნებულია: 2017-06-30 11:15:00
თანამედროვე მსოფლიო ხშირად ძალიან უცნაურია. ამ უცნაურობის შესახებ წარმოდგენებს არარეალური გამოგონებებიც გვიდასტურებენ. მაგალითად, გინახავთ თავზე დამაგრებული ქაღალდის რგოლი, რომელსაც გაციების დროს გამოვიყენებთ? - თუ არა, ამ მასალის წაკითხვის შემდეგ, თქვენი პასუხი დადებითი იქნება. ​წარმოგიდგენთ საინტერესო და უცნაურ გამოგონებებს, რომელიც ამავდროულად ძალიან მარტივია. ვინ იცის, იქნებ, შემდეგი გამოგონება თქვენს ანგარიშზეა. 
წაკითხვა
გეპარდების კნავილი - ახალი ინტერნეტჰიტი
გამოქვეყნებულია: 2017-06-30 10:25:00
სოციალური ქსელების მომხმარებლები მოიხიბლნენ ახალი ვიდეოთი, რომელშიც გეპარდები კნავიან. ვიდეო Twitter-ზე გამოქვეყნდა და ახალ ინტერნეტჰიტად იქცა. სავარაუდოდ, ვიდეო საფარის დროსაა გადაღებული. გეპარდები ავტომანქანასთან სხედან, კამერას უღრენენ და კნავიან. „არ ვიცოდი, რომ გეპარდები კნავიან“ - წერს „ტვიტერის“ მომხმარებელი.
წაკითხვა
ორსული სერენა უილიამსი Vanity Fair-ის ყდაზე გამოჩნდა
გამოქვეყნებულია: 2017-06-27 18:03:00
ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი Vanity Fair-ის ყდაზე გამოჩნდა. სპორტსმენი ორსულობის მეშვიდე თვეშია.ჩოგბურთელის თქმით, ბავშვის გაჩენის შემდეგ, კორტებს მალევე დაუბრუნდება.
წაკითხვა
ტატუები, რომელთაც მხოლოდ ჰარი პოტერის ფანები გაიგებენ
გამოქვეყნებულია: 2017-06-26 15:23:00
დღეს ჰარი პოტერის პირველი წიგნის გამოსვლიდან ზუსტად 20 წელი გავიდა.,,20 წლის წინ პირველად ხელში დავიჭირე წიგნი, რომელიც ჩემთვის ყველაფერია'', - ამბობს BBC-თან ინტერვიუში ბრიტანელი მწერალი ჯოან როულინგი. ,,ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა''​ 1997 წელს გამოიცა. ჰარი პოტერის ყველა წიგნი, რომელიც ჯოან როულინგმა დაწერა მსოფლიო ბესტსელერად იქცა. მისმა გაყიდვებმა რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა და ბევრი ჩვენგანის სამაგიდო წიგნი გახდა.ჯოან როულინგის წიგნების საერთო ტირაჟი 400 მილიონ ეგზემპლარს აღემატება. 2004 წელს ჟურნალმა ,,ფორბსმა'' მისი ქონება 576 მილიონ ბრიტანულ სტერლინგად შეაფასა. იგი პირველია ქალია, რომელმაც წიგნების წერით 1 მილიარდი დოლარი იშოვა. ჰარი პოტერი ცნობილია, როგორც ყველაზე სწრაფად გაყიდვადი წიგნი მსოფლიოში.​ჩვენ გთავაზობთ ტატუებს, რომელიც ჰარი პოტერის ისტორიებიდანაა ინსპირირებული. 
წაკითხვა
როგორ ჩნდება ფეისბუქზე ჰარი პოტერის ჯადოსნური ჯოხი
გამოქვეყნებულია: 2017-06-26 14:46:00
​დღეს ფეისბუქი ჰარი პოტერის ფანებს განსაკუთრებულად ანებივრებს. სოციალური ქსელის მომხმარებლებს რამდენიმე სიტყვის გამოყენებით ჰარი პოტერის ჯადოსნური ჯოხის ხილვა შეუძლიათ. ამისთვის ჩვენთვის ნაცნობი სიტყვების ფეისბუქზე დაპოსტვა არის საჭირო. მაგალითად: Harry Potter, Slytherin, Gryffindor​. ​ჰარი პოტერის ჯოხის გამოჩენა ფეისბუქზე შემთხვევითი არ არის. დღეს ჰარი პოტერის პირველი წიგნის გამოსვლიდან ზუსტად 20 წელი გავიდა.,,20 წლის წინ პირველად ხელში დავიჭირე წიგნი, რომელიც ჩემთვის ყველაფერია'', - ამბობს BBC-თან ინტერვიუში ბრიტანელი მწერალი ჯოან როულინგი. ,,ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა''​ 1997 წელს გამოიცა. ჰარი პოტერის ყველა წიგნი, რომელიც ჯოან როულინგმა დაწერა მსოფლიო ბესტსელერად იქცა. მისმა გაყიდვებმა რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა და ბევრი ჩვენგანის სამაგიდო წიგნი გახდა.ჯოან როულინგის წიგნების საერთო ტირაჟი 400 მილიონ ეგზემპლარს აღემატება. 2004 წელს ჟურნალმა ,,ფორბსმა'' მისი ქონება 576 მილიონ ბრიტანულ სტერლინგად შეაფასა. იგი პირველია ქალია, რომელმაც წიგნების წერით 1 მილიარდი დოლარი იშოვა. ჰარი პოტერი ცნობილია, როგორც ყველაზე სწრაფად გაყიდვადი წიგნი მსოფლიოში.
წაკითხვა
მამა-შვილობის ამსახველი ემოციური კადრები - 19 ივნისს მამის დღე აღინიშნება
გამოქვეყნებულია: 2017-06-18 19:33:00
​მსოფლიო 19 ივნისს მამების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულს საქართველო წელს მეორედ შეუერთდება. მამის დღე - ყოველწლიურად აღინიშნება მამობის აღსანიშნავად და მამებისთვის პატივის მისაგებად. მრავალ ქვეყანაში ის აღინიშნება ივნისის მესამე კვირა დღეს. ზოგიერთ ქვეყანაში ის მიესადაგება წმინდა იოსების ხსენების დღეს.დღესასწაული პირველად აღინიშნა აშშ-ში 1910 წლის 19 ივნისს, ვაშინგტონის შტატის პატარა ქალაქ სპოკანში. მისი ინციატორი იყო სონორა სმარტ დოდი (Sonora Smart Dodd) არკანზასის შტატიდან, რომელიც გამოცხადდა სპოკანში ახალგაზრდა კაცთა ქრისტიანული ასოციაციის (The Young Men's Christian Association) შეკრებაზე, მამის — უილიამ სმარტის (William Jackson Smart) პატივსაცემად, რომელსაც მეუღლე გარდაეცვალა მეექვსე ბავშვის გაჩენის შემდეგ და რომელმაც მარტომ გაზარდა ექვსი შვილი.დროთა განმავლობაში ამ დღეს აღნიშნავენ სხვა ქვეყნებშიც, გამოხატავენ რა პატივისცემას მამის, როგორც მშობლის მიმართ.მამების დღე პირველად საქართველოში 2016 წლის 19 ივნისს აღინიშნა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის Campus Lions Club Tbilisi-სა და სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ორგანიზაცია Happy Father's Day in Georgia-ს მიერ.​ჩვენ გთავაზობთ გასაოცარ ფოტოებს, სადაც მამა-შვილობის ამსახველი ემოციური კადრებია აღბეჭდილი.მამას ჯარში აცილებსმამა სამსახურში მიდისშვილი ხელში პირველად აიყვანამამა-შვილს ერთად სძინავსმამა-შვილობა ყველაფერზე ძლიერიაროცა ბედნიერება მომენტებშიაროცა ერთდროულად
წაკითხვა
ოქტომბერში Super Mario-ს ახალი ნაწილი გამოვა
გამოქვეყნებულია: 2017-06-14 17:22:00
მოემზადეთ, ოქტომბერში Super Mario ახალი თამაშით ბრუნდება - "სუპერ მარიო ოდისეა". თამაშს ტრადიციულად კომპანია Nintendo გამოუშვებს. თამაშის ახალი ვარიანტი ბევრად განსხვავებული და დახვეწილი იქნება. თამაშის მთავარი გმირი "მარიო" ახალი თავგადასავლებითა და დახვეწილი დიზაინით წარსდგება მომხმარებლების წინაშე. გმირის ვიზუალი თითქმის უცვლელია. უბრალოდ, ის უფრო თანამედროვედ გამოიყურება.კომპანიამ ახლახანს თამაშის ტრეილერიც გამოუშვა, სადაც "სუპერ მარიოს" ახალი ვარიანტის შესახებ საინტერესო დეტალებს გაიგებთ. ​თამაშში ერთ-ერთი მთავარი როლი მარიოს ქუდს ექნება, რომლის დახმარებითაც ჩვენს საყვარელ გმირს ტრანსფორმირების საშუალება მიეცემა. ის ხან ირბენს და ხანაც ზეცაში აფრინდება. ამასთან, მარიო უამრავ ადგილას გამოგზაურებთ. ​თამაშის გამოსვლის თარიღი უკვე ცნობილია. "სუპერ მარიო ოდისეა" დღის სინათლეს 2017 წლის 27 ოქტომბერს იხილავს. 
წაკითხვა
"სამეფო კარის თამაშები" - ახალი ფოტოები გადასაღები მოედნიდან
გამოქვეყნებულია: 2017-06-14 13:57:00
HBO-ს პოპულარული სერიალის "სამეფო კარის თამაშების" მეშვიდე სეზონის გამოსვლამდე ერთი თვე რჩება. მანამდე სერიალის გულშემატკივრები ინტერესს ახალი ტრეილერითა და ფოტოებით იკმაყოფილებენ. "სამეფო კარის თამაშების" გადაღებებიდან ახალი ფოტოები ვრცელდება. ფოტოებში ჩანს, რომ დაინერესის დრაკონები გაიზარდნენ და ბრძოლისათვის მზად არიან. ფოტოებიდან შეგვიძლია ახალი სეზონის სცენარის ბევრი დეტალიც კი ამოვიცნოთ."სამეფო კარის თამაშების" ბოლო სეზონი ყველაზე მოკლე იქნება. სერიალის შემქმნელების თქმით, მე-7 სეზონი სულ 6 სერიას გააერთიანებს. ​შემქმნელების განცხადებით, ბოლო სეზონის სცენარი სულ 140 გვერდიანია. სცენარისტების მოლოდინის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბოლო სეზონი ყველაზე რეიტინგული იქნება.ახალი სეზონის პრემიერა 16 ივლისს გაიმართება. როგორც ირკვევა, ბოლო სეზონში სწორედ ერთ-ერთი მთავარი გმირის ჯონ სნოუს ქმედებები წაიყვანს ფილმს ფინალისაკენ.​როგორც უკვე ცნობილია, "სამეფო კარის თამაშების" ბოლო სეზონში ბრიტანელი მუსიკოსი ედ შერანიც გამოჩნდება. სამეფო კარის თამაშები
წაკითხვა
ხელნაკეთი გლობუსები, რომლებიც ანტიკური ტექნიკის გამოყენებით იქმნება
გამოქვეყნებულია: 2017-06-09 19:05:00
თანამედროვე ეპოქაში, გლობუსებისა და რუკების ხელით მოხატვა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშია შემორჩენილი. ერთ-ერთი მათგანი, კომპანია Bellerby & Co Globemakers-ია, რომელიც ლონდონში დიდი პოპულარობით სარგებლობს.სტუდია პირველად 2008 წელს გაიხსნა, როდესაც პიტერ ბელერბმა გადაწყვიტა მამისთვის 80 წლის იუბილეზე განსაკუთრებული საჩუქრი გადაეცა. დიდი ხნის ძიების შედეგად უხარისხო ხელნაკეთ, ძალიან ძვირადღირებულ ანტიკვარულ გლობუსებს მიაგნო. ამიტომ პიტერ ბელერბმა გადაწყვიტა, თავისივე ხელით შეექმნა ისეთი გლობუსი, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ეძებდა. კეთების პროცესი იმაზე ბევრად რთული და ძვირადღირებული აღმოჩნდა, ვიდრე მას წარმოედგინა. ორი წლის მონდომებისა და დიდი შრომის შედეგად იდეალური ხელნაკეთი შედევრი შექმნა. ბელერბის გლობუსების ხელით მოხატვის იდეა წარმატებული ბიზნესად იქცა. დღეს გლობუსების შექმნაზე რამდენიმე კაცისგან შემდგარი გუნდი მუშაობს. კომპანია Bellerby & Co Globemakers მხოლოდ შეკვეთის მიღების შემთხვევაში ქმნის ბურთს, რომელიც საბოლოოდ პატარა დედამიწად გადაიქცევა, პიტერ ბელერბის და მისი გუნდის მიერ შექმნილი გლობუსი, ნებისმიერ ინტერიერს ამშვენებს. 
წაკითხვა
მსოფლიოს 15 საუკეთესო სკულპტურათა შორის "ალი და ნინო" მოხვდა
განახლებულია: 2017-06-09 15:29:00
​პოპულარული საიტი brightside.me მსოფლიოს საუკეთესო სკულპტურათა ტოპ 15-ეულს აქვეყნებს. "მიესალმე თანამედროვე მსოფლიოს" - ასეთია სტატიის მთავარი ლოზუნგი. ჩამონათვალში ქართველი მხატვრისა და მოქანდაკის თამარ კვესიტაძის "ალი და ნინო", მსოფლიოს ისეთი ცნობილი სკულპტურების გვერდით მოხვდა, როგორიცაა, კანადის "საოცრებათა ქვეყანა", აშშ-ის "კარმა", ავსტრალიის "ბრილიანტები" და ა.შ.მარადიული სიყვარულისა და ერთა შორის ურთიერთგაგების არსის მატარებელი ქანდაკება "ალი და ნინო" ბათუმის ერთ-ერთ უმშვენიერეს სიმბოლოდ იქცა. 8 მეტრის სიმაღლის ქალისა და მამაკაცის მოძრავი ქანდაკება ცნობილი ქართველი მხატვრისა და მოქანდაკის თამარ კვესიტაძის საავტორო ნამუშევარია. ძეგლი ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის ყურბან საიდის რომან "ალი და ნინოს" სახელს ატარებს. 2010 წელს შექმნილი ქანდაკება, სიყვარულთან ერთად, ევროპისა და აზიის გადაკვეთის, დაკავშირების და შეერთების სიმბოლოდაც იქცა.​გთავაზობთ ტოპ 15-ეულს:კანადა, "საოცრებათა ქვეყანა"აშშ, კარმააშშ, "საიდუმლო სერობა"
წაკითხვა
მსოფლიოს უხუცესი პანდა 34 წლის ასაკში მოკვდა
გამოქვეყნებულია: 2017-06-08 17:36:00
მსოფლიოს უხუცესი პანდა, ზედმეტსახელად სუსუ 34 წლის ასაკში მოკვდა. ინფორმაციას ჩინეთის ქალაქ ჩენდუს პანდების კვლევის ცენტრი ავრცელებს.სუსუს გარდაცვალების მიზეზი შინაგანი ორგანოების პარალიზება გახდა. 2017 წლის დასაწყისიდან, პანდას უმადობა აღენიშნებოდა და ნაკლებად აქტიური გახდა. ის ვეტერინარების მუდმივი დაკვირვების ქვეშ იყო.სუსუ ველურ ბუნებაში 1986 წელს იპოვეს, რომელსაც ცალი თვალი არ ჰქონდა. პანდა სუსუს საკმაოდ ბევრი შთამომავალი დარჩა.მისი 5 შვილი იაპონიის სხვადასხვა ზოოპარკში არიან განთავსებული. პანდას სიცოცხლის ხანგრძლივობის 34 წელი ადამიანის 100 წელთან არის გაიგივებული.
წაკითხვა
93 წლის ქალბატონი საქორწილო კაბის შერჩევაში დახმარებას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2017-06-07 00:02:00
93 წლის ქალბატონი ინტერნეტმომხმარებლებს საქორწილო კაბის შერჩევაში დახმარებას სთხოვს. 93 წლის სილვია მარტინი დიდი ხნის მეგობარ, 88 წლის ფრანკ რეიმონდს ცოლად მიჰყვება. ქორწილი ივლისშია დაგეგმილი, სილვიას კი ჯერაც არ აქვს გადაწყვეტილი, რომელი კაბა ჩაიცვას. ამიტომ პატარძალი დახმარებას ინტერნეტმომხმარებლებს სთხოვს. სილვია ინტერნეტში ოთხი კაბის ფოტოს აქვეყნებს და ადამიანებს მოუწოდებს საუკეთესო მათგანს ხმა მისცენ.​სილვია ოთხივე კაბის ფოტოს ირგებს და სოციალურ ქსელში შემდეგი თანმიმდევრობით ანთავსებს: 1) - A2) - B3) - C4) - Dფრანკი დიდი ხნის განმავლობაში სთხოვდა სილვიას ხელს, თუმცა ქალბატონი წინააღმდეგი იყო. როგორც იქნა, სილვიამ თანხმობა განაცხადა და საქორწილო კაბის შერჩევაც დაიწყო.
წაკითხვა
კანგაცლილი მსოფლიო ლიდერების სახეები - "განსხვავება კანის ერთი მილიმეტრია"
გამოქვეყნებულია: 2017-06-02 18:42:00
"​ის რაც ადამიანებს ერთმანეთისგან განასხვავებს, კანის ერთი მილიმეტრია", - ასეთია პროექტ "1 მილიმეტრის" კრეატიული დირექტორის მარკუს ბირნის მოსაზრება. მან სპეციალური ფოტოპროექტი შექმნა და მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერებს სახიდან კანი მოაცილა. მისი თქმით, პოლიტიკოსების ქმედებებს, რიტორიკას შეუძლია ადამიანები ერთმანეთს დაახლოვოს ან დააშოროს, სინამდვილეში კი, ადამიანებს კანის ერთი მილიმეტრი განასხვავებთ. მარკუს ბირნი პროექტით შეეცადა საზოგადოებისათვის ეჩვენებინა, რომ მსოფლიო ლიდერები იმავე რასის წევრები არიან, რომელსაც ადამიანურ რასაც ვუწოდებთ. მისი თქმით, ფოტოპროექტი გვაჩვენებს, რომ რეალურად მნიშვნელობა არ აქვს ჩვენს პოლიტიკურ შეხედულებებს, ეროვნებას, კანის ფერს და სხვა განმასხვავებელ ნიშნებს. ​ფოტოპროექტში რამდენიმე ქვეყნის მსოფლიო ლიდერია წარმოდგენილი.დონალდ ტრამპივლადიმერ პუტინიანგელა მერკერიკიმ ჩენ ინიტერესა მეიმალკოლმ ტერნბულისი ძინპინიჯეიკობ ზუმანარენდრა მოდი
წაკითხვა
რა მოხდება თუ ყველა ემიგრანტის ოცნება ახდება და ნიუ იორკში აღმოჩნდება
გამოქვეყნებულია: 2017-06-01 20:03:00
​"ემიგრანტების ოცნება ამერიკაა" - ეს ფრაზა ახალგაზრდა უნგრელი ფოტოგრაფის ფლორა ბორსის ინსპირაციად იქცა. მან სპეციალური ფოტოპროექტი შემოგვთავაზა - რა მოხდება თუ ყველა ემიგრანტის ოცნება ახდება და აშშ-ში აღმოჩნდება. ფოტოგრაფმა სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ძველი ფოტოებიდან ამოჭრა და თანამედროვე ნიუ იორკის ცენტრში ჩასვა. ​ფლორა ბორსი აღნიშნული პროექტით დონალდ ტრამპის პოლიტიკასაც შეეხო, რომელიც ემიგრანტებისათვის აშშ-ში ჩასვლას ართულებს. "ეს არ არის ისტორია, ეს დღევანდელობა", - ამბობს ფლორა ბორსი.როგორია მუშაობის პროცესი = ფოტოგრაფის შენიშვნაკვლევა
წაკითხვა
პილოტმა ჰაერში ყოფნის დროს არაჩვეულებრივი ფოტოები გადაიღო - მსოფლიოს საუკეთესო ხედი
გამოქვეყნებულია: 2017-05-30 17:30:00
ჰოლანდიელი პილოტი კრისტიან ვან ჰეისტი ფოტოგრაფიითა გატაცებული. ის ავიაციის ფოტოგრაფად იქცა და არაჩვეულებრივი ფოტოების გადაღება დაიწყო. ერთ დღეს აღმოაჩინა, რომ მსოფლიოში ყველაზე მაგარი ხედის მქონე ოფისი აქვს, ამიტომ ეს შანსი გამოიყენა. კრისტიანი წლების განმავლობაში იღებს ფოტოებს საკუთარი კაბინიდან და საოცარ ნამუშევრებს გვთავაზობს. ​კრისტიანის თქმით, ის ბედნიერი ადამიანია, რადგან მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და საოცარ კადრებს აგროვებს. მან საკუთარი გულშემატკივრებისათვის სპეციალური საიტიც კი შექმნა, სადაც მისი ფოტოების დათვალიერება შეგიძლიათ.კრისტიანი 20 წლის იყო, როდესაც თვითმფრინავის მართვა დაიწყო, უკვე 13 წელიწადია პილოტია და საკუთარ პროფესიას ემსახურება. ​\
წაკითხვა
10 მილიარდერი, რომელსაც უმაღლესი განათლება არ აქვს
გამოქვეყნებულია: 2017-05-29 22:14:00
განათლება მთავარი პირობაა წარმატების მისაღწევად, თუმცა ხშირად პრაქტიკული მაგალითები გვაჩვენებს, რომ ეს, ასე არ არის. სულაც არ არის საჭირო უმაღლესი განათლება იმისათვის, რომ მაგალითად მილიარდერი გახდე. მეტწილად, სასურველი წამის დაჭერა უფრო სასარგებლოა, ვიდრე უნივერსიტეტის დიპლომი. ასე რომ, წარმოგიდგენთ 10 მილიარდერს, რომელსაც უმაღლესი განათლება არ აქვს.რიჩარდ ბრენსონიგანათლება: არასრული საშუალო განათლებაინგვარ კამპრადიგანათლება: საშუალო სკოლაჰენრი ფორდიგანათლება: საშუალო სკოლა
წაკითხვა
საქორწილო ბეჭედი - მარცხენა თუ მარჯვენა ხელზე?
გამოქვეყნებულია: 2017-05-28 18:38:00
ტრადიციებს ჩვენს ცხოვრებაში დიდი ძალა აქვს. ხშირად მათ ისე მივდევთ, რომ არც ვუფიქრდებით, რა ისტორია იმალება კონკრეტული ტრადიციის უკან. საქორწილო ბეჭდის შემთხვევაშიც ასეა. საუკუნეების განმავლობაში ადამიანები მეორე ნახევარს ბეჭდის საშუალებით ნიშნავენ. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ქვეყნის ტრადიციებია, რიგ ქვეყნებში საქორწილო ბეჭედი მარცხენა ხელზე, ზოგან კი, პირიქით, მარჯვენა ხელზე თავსდება. ძველი რომაელებისა და ეგვიპტელების რწმენით, ბეჭდის თითს აქვს ნერვი ან ვენა, რომელიც პირდაპირ ადამიანის გულს უკავშირდება. სწორედ ამიტომ მათ ამ თითს სპეციალური სახელი - "სიყვარულის ვენა" დაარქვეს. თუ ადამიანი თითზე საქორწილო ბეჭედს გაიკეთებდა, ეს ნიშნავდა, რომ მისი გული უკვე "დაპყრობილია". საქორწილო ბეჭედი მარჯვენა ხელზე - ისტორია, ქვეყნები, ჩვეულებაძველი რომაელები პირველები იყვნენ, რომლებიც საქორწილო ბეჭედს მარჯვენა ხელზე ატარებდნენ. მათი რწმენით, მარცხენა ხელი უბედურებისა და არასტაბილურობის მომტანი იყო.ინდოელები დიდი ხნის განმავლობაში საქორწილო ბეჭედს მარჯვენა ხელზე იკეთებდნენ. მათი რწმენით, მარცხენა ხელი ურთიერთობებისათვის არასანდო იყო. თუმცა, დღეს ინდოელები ამ ტრადიციას ყურადღებას აღარ აქცევენ და საქორწილო ბეჭედს ნებისმიერ ხელზე იკეთებენ.გერმანიასა და ნიდერლანდებში ნიშნობის ბეჭედს მარცხენა ხელზე ატარებდნენ, თუმცა საქორწილო ბეჭედს უკვე მარჯვენა ხელზე. ეს მათი სოციალური სტატუსის შეცვლის მანიშნებელი იყო. ​ქვეყნები, სადაც საქორწილო ბეჭედს მარჯვენა ხელზე ატარებენ: ნორვეგია, დანია, ავსტრია, პოლონეთი, ბულგარეთი, რუსეთი, პორტუგალია, ესპანეთი, ბელგია, საქართველო, სერბეთი, უკრაინა, საბერძნეთი, ლატვია, უნგრეთი, კოლუმბია, კუბა, პერუ, ვენესუელა.საქორწილო ბეჭედი მარცხენა ხელზე - ისტორია, ქვეყნები, ჩვეულება​
წაკითხვა
ახალი ფოტოები "სამეფო კარის თამაშების" გადაღებებიდან - დრაკონები გაიზარდნენ
გამოქვეყნებულია: 2017-05-28 17:07:00
HBO-ს პოპულარული სერიალის "სამეფო კარის თამაშების" მეშვიდე სეზონის გამოსვლამდე თვენახევარი რჩება. მანამდე სერიალის გულშემატკივრები ინტერესს ახალი ტრეილერითა და ფოტოებით იკმაყოფილებენ. ახლახანს გამოცემა Entertainment Weekly-მ "სამეფო კარის თამაშების" გადაღებებიდან ექსკლუზიური ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოებში ჩანს, რომ დაინერესის დრაკონები გაიზარდნენ და ბრძოლისათვის მზად არიან. ფოტოებიდან შეგვიძლია ახალი სეზონის სცენარის ბევრი დეტალიც კი ამოვიცნოთ.\
წაკითხვა