საზოგადოებრივი
104.5 FM
მსოფლიოს 7 გასაოცარი მიკროსახლი - იფიქრე განსხვავებულად
გამოქვეყნებულია: 2017-05-16 17:00:00
ადამიანები, რომლებიც დიდ ქალაქებში ცხოვრობენ კარგად აფასებენ სივრცის საჭიროებას. ხშირად, რთულია დიდი ფართის მოძიება სასურველ ფასად, ამიტომ გვიწევს არსებულ მასშტაბებს მოვერგოთ და სახლი ჩვენ გემოზე მოვაწყოთ. ამ დროს მთავარი კრეატიული მიდგომაა, თუ ყველაფერს სწორად გათვლით, შესაძლებელია პატარა სივრცე ნამდვილ საოცრებად აქციოთ. ეს ამსტერდამის სასტუმროა, სახელწოდებით - Zoku Hotel. ერთ ოთახში განლაგებულია საძინებელი, სამზარეულო, სააბაზანო და მისაღები ოთახი. ეს  All I Own House-ის პროექტია. სახლი მადრიდში მდებარეობს. მოძრავი თაროების საშუალებით, საძინებელი და სამზარეულო ერთიანდება ან ერთმანეთისგან ცალკევდება.Darlinghurst-ის აპარტამენტი, სიდნეი, ავსტრალია. მოძრავი კარების დახმარებით, ოთახში ერთმანეთისგან გამოყოფილია პირადი და სასტუმრო სივრცეები.<
წაკითხვა
მსოფლიოს 10 საოცარი მეტროსადგური - მეტრო, როგორც ხელოვნების ნიმუში
გამოქვეყნებულია: 2017-05-15 19:53:00
​ახალგაზრდა ფოტოგრაფმა კრის ფორსიზმა მსოფლიოს გასაოცარი მეტროსადგურები გადაიღო. ერთი შეხედვით, თუ მეტროს მხოლოდ სამოქალაქო ტრანსპორტად აღვიქვამთ, ის სინამდვილეში შესაძლოა ხელოვნების ნიმუშიც იყოს. ფოტოგრაფმა მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა და ყველაზე საინტერესო მეტროსადგურები დააფიქსირა. მის ობიექტივში ძირითადად მგზავრებისგან დაცლილი მეტროსადგურები მოხვდა. კრის ფორსიზმა ჯამში 150 ადგილი გადაიღო და პროექტი საკუთარ ვებგვერდზე განათავსა. ​მისმა ნამუშევარმა მალევე მიიქცია მსოფლიო მედიის ყურადღება და მათ შორის, ქართული მედიისაც. Marienplatz, მიუნხენიOlympia-Einkaufszentrum, მიუნხენიStadion, სტოკჰოლმიSolna centrum, სტოკჰოლმი<
წაკითხვა
კალიფორნიელმა წყვილმა ქორწილი ევერესტზე გადაიხადა - ფოტოამბავი
გამოქვეყნებულია: 2017-05-10 17:37:00
​ამბობენ რომ სიყვარულს მთების გადაადგილება შეუძლია, თუმცა კალიფორნიელმა წყვილმა დაამტკიცა რომ სიყვარულს მთაზე ასვლაც შესძლებია. ეშლი შმეიდერმა და ჯეიმს სისონმა საკუთარი ქორწილი ნამდვილ საოცრებად აქციეს. მათ გადაწყვიტეს ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ევერესტზე აღენიშნათ. წყვილმა ქორწილი მსოფლიოს ყველაზე მაღალ ადგილზე გადაიხადა. მათი ქორწილის ფოტოები საოცარი გამოვიდა. ​წყვილმა მთელი წელი დახარჯა იმისათვის, რომ ევერესტზე ქორწილის აღნიშვნის იდეა დაეგეგმათ. ეშლი და ჯეიმსი ნეპალში მარტის თვეში ჩავიდნენ და სწორედ ამ დროიდან დაიწყო მათი მთასვლელობის ამბავიც. მათ ევერესტზე ასასვლელად სრული სამი კვირა დასჭირდათ. მწვერვალზე ასვლის შემდეგ მათ საქორწილო სამოსი მოირგეს და ამით ცერემონიაც დაიწყო.
წაკითხვა
Vogue თბილისის მოდის კვირეულის შესახებ: ქუჩის სტილის საუკეთესო ნიმუშები
გამოქვეყნებულია: 2017-05-10 16:56:00
გამოცემა Vogue, რომელიც მოდის ბიბლიადაა აღიარებული, თბილისის მოდის კვირეულის შესახებ წერს. გამოცემა თბილისის მოდის კვირეულის ქუჩის სტილით დაინტერესდა და ვრცელი ფოტომასალა შემოგვთავაზა. კითხვაზე, თუ რატომ უნდა დაინტერესდეთ თბილისის ქუჩის სტილით, პასუხს თავად Vogue სცემს - დემნა გვასალია, პასუხი ხომ ასე მარტივია. 
წაკითხვა
ფაქტები, რომლებიც თამარა გაჩეჩილაძის შესახებ უნდა იცოდეთ
გამოქვეყნებულია: 2017-05-09 22:04:00
რამდენიმე საათში ევროვიზია 2017 წლის ნახევარფინალური შოუ დაიწყება. საქართველოს წარმომადგენელი თამარა გაჩეჩილაძე კონკურსზე მეორე ნომრად გამოვა. სანამ ევროფესტივალი დაიწყება, გთავაზობთ, საინტერესო ფაქტებს, რომლებიც თამარა გაჩეჩილაძის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
წაკითხვა
„თუ გიყვარს - გაუშვი“ - ბრედ პიტის პირველი ინტერვიუ ანჯელინასთან განშორების შემდეგ
გამოქვეყნებულია: 2017-05-05 17:14:00
53 წლის ჰოლივუდელი მსახიობი ბრედ პიტი ამერიკული GQ-ის გაზაფხული-ზაფხულის გამოცემის გარეკანს დაამშვენებს. მსახიობი ერთდროულად ჟურნალის სამ ნომრის ყდის მთავარი გმირი იქნება. ანჯელინა ჯოლისთან განშორების შემდეგ ეს ბრედ პიტის პირველი გულახდილი ინტერვიუა. მსახიობი გულახდილად საუბრობს ჯოლისთან განშორებაზე და საკუთარ თავს ბევრ რამეში სდებს ბრალს. ის ყოველივეს სასმელზე დამოკიდებულებას აბრალებს და ამბობს, რომ ჯოლიმ ამას ვერ გაუძლო. იხსენებს იმ დღეებსაც, როცა ნარკოდამოკიდებული იყო.ბრედ პიტსა და ჟურნალის რედაქტორს, რაიან მაკგინლის შორის შეხვედრა ლოს-ანჯელესში, მსახიობის 1994 წელს აშენებულ სახლში შედგა."ამ სახლში ქაოსი და სიგიჟე სუფევდა, ყველა მხრიდან ისმოდა ხმები, ახლა კი ყველა დღე, როგორც ხედავ... ხელოვანისაა, ძალიან ჩუმი. არ ვიცი, მე, უბრალოდ, მუდმივად მჭირდება რაღაცის შექმნა. თუ არ ვმუშაობ, რაღაცით აუცილებლად მჭირდება დაკავება. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ, მთელ დღეებს ჩემს მოქანდაკე მეგობართან ვატარებდი სტუდიაში. 10 წლის განმავლობაში ვოცნებობდი, ამ საქმეში თავი მეცადა და, აი, შანსიც გამოჩნდა.ბრედ პიტის თქმით, წარსულს ჩაბარდა ის დღეები, როცა მსახიობი წამალდამოკიდებული იყო.„წარსულს ჩაბარდა დღეები, როცა ნარკოდამოკიდებული ვიყავი, როცა ნარკომანი ხარ, სულელური იდეები გებადება. ღვინო ძალიან მიყვარს, თუმცა ასე ცხოვრება აღარ მინდა. ყოველივე წვენებითა და მინერალური წყლით ჩავანაცვლე“.
წაკითხვა
მაგიური წიგნების მაღაზია - თავშესაფარი წიგნების მოყვარულთათვის
გამოქვეყნებულია: 2017-05-02 14:47:00
ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქ ხანჩჟოუში მდებარე წიგნების მაღაზია თქვენ "ალისას საოცრებათა ქვეყანაში" აღმოგაჩენთ. წიგნის მაღაზიას მრუდე კედლები და სარკის ეფექტის მქონე იატაკი აქვს. მაღაზია გვირაბის მოყვანილობისაა და ისეთი ეფექტებითაა აღჭურვილი, რომ მომხმარებელს უსასრულობის განცდა უჩნდება.​მაღაზიის ზოგიერთი კედელი თეთრ და შავ ფერებშია წარმოდგენილი, რაც გვიქმნის ილუზიას თითქოს წიგნები ღვიმეში ინახებოდეს. ​დიზაინერი ლი ხიანგი თავისი ქმნილებით ამაყობს. ის შენობას მკითხველთა თავშესაფარს უწოდებს. დიზიანერის თქმით, მას სურდა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი და კომფორტული წიგნების მაღაზია შეექმნა. 
წაკითხვა
ფოტოგრაფმა ადამიანების ნამდვილი და საოცნებო პროფესიები შეადარა - ფოტოპროექტი
გამოქვეყნებულია: 2017-04-28 22:56:00
ბავშვობაში ყველა ჩვენგანი ოცნებობდა კონკრეტულ პროფესიაზე, თუმცა ხშირად ოცნებაზე უარის თქმა გვიწევს. ექიმობა, მომღერლობა, მსახიობობა, წამყვანობა, მეხანძრეობა - ბავშვების ფანტაზია უკიდეგანოა და სხვადასხვა უცნაურ პროფესიას წვდება ხოლმე. ხშირად, ზრდასრულ ასაკში ვხვდებით, რომ საოცნებო პროფესიის არჩევა, უფრო გაგვაბედნიერებდა. სწორედ ეს გახდა, ინდოელი სტუდენტის ინსპირაცია, როდესაც მან საოცარი ფოტოპროექტი შემოგვთავაზა, სახელწოდებით - "სიზმრების მჭერი".​დეკშა რასორიმ 12 ადამიანი გადაიღო. თითო მათგანი ორ სიტუაციაშია ასახული. პირველი ფოტო დოკუმენტურია და ადამიანის ნამდვილ პროფესიულ საქმიანობას ასახავს, ხოლო მეორე, მათ საოცნებო პროფესიას წარმოაჩენს. 
წაკითხვა
რა მოხდება, თუ ცნობილი ტილოების გმირები, "ჰიპსტერები" გახდებიან
გამოქვეყნებულია: 2017-04-28 17:51:00
რა მოხდება, თუ მონა ლიზა საკუთარი იმიჯით დაიღლება და თანამედროვე სამოსს მოირგებს? - ამაზე პასუხის ძიებაში, დრო და ენერგია იაპონელმა გრაფიკულმა დიზაინერმა შუსაკუ ტაკაოკამ დახარჯა. მან ცნობილი მხატვრული ტილოების გაცოცხლება გადაწყვიტა და მათი გმირები თანამედროვე ადამიანებად აქცია. ხელოვანის ინსპირაციის წყარო ძირითადად ვან გოგი და მონა ლიზა იყვნენ. შუსაკუ ისტორიის ჰიპსტერულ მომენტებად გადაქცევაში ნამდვილი ექსპერტია. მისი ნამუშევრები ბუნებრივია, სადაც ისტორია და თანამედროვეობა იდეალურადაა შერწყმული. მისი ნამუშევრების ნახვა დიზიანერის ინსტაგრამ გვერდზეც შეგიძლიათ.​
წაკითხვა
"მან მაქცია ისეთად, როგორიც ვარ" - ემანუელ მაკრონისა და მისი ცოლის სიყვარულის ამბავი
გამოქვეყნებულია: 2017-04-24 19:38:00
​საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ემანუელ მაკრონი მედიის ყურადღების ცენტრში ბოლო წლებია მოექცა. ის აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით არ გამოირჩეოდა. მისი გამოჩენა ფრანგული პოლიტიკისათვის ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა. ეს სიურპრიზი დიდ წარმატებაში გადაიზარდა. ემანუელ მაკრონი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ლიდერია. მისი წარმატების კვალდაკვალ, მედია ახალგაზრდა პოლიტიკოსის პირადი ცხოვრებითაც დაინტერესდა. მთავარი აქცენტი მის ცოლზე ბრიჯიტ ტრონიეზე კეთდება. 64 წლის ქალისა და 39 წლის პოლიტიკოსის ურთიერთობა ტაბლოიდების მთავარი თემაა. სიმპათიურმა და ამბიციურმა პოლიტიკოსმა 24 წლით უფროს ქალთან ოჯახი 2007 წელს შექმნა, როცა ბრიჯიტის შვილები მისი ტოლები იყვნენ. მედიის ინფორმაციით, როდესაც ემანუელი 17 წლის გახდა, ბრიჯიტს უთხრა, როგორც უნდა ეცადოთ, ზურგი მაქციოთ, მაინც მოგიყვანთ ცოლადო. მედიაში წერენ, რომ ამის გამგონე ქალს გაეცინა, ის ხომ გათხოვილი იყო და სამ შვილს ზრდიდა. თუმცა, რამდენიმე წელში, 2007 წელს ბრიჯიტი მოულოდნელად გაეყარა ქმარს და ემანუელს გაჰყვა ცოლად. რადგან საკუთარი შვილები ემანუელს არ ჰყავს, ცოლის შვილიშვილებს უვლის და ამბობენ, რომ აღმერთებს მათ."ვერავინ ვერ გაიგებს, რა მომენტიდან გადაიზარდა ჩვენი ურთიერთობა სიყვარულში. ეს გრძნობა ჩვენ გვეკუთვნის. ეს ჩვენი საიდუმლოა", - განუცხადა ბრიჯიტმა ჟურნალისტ ანა ფულდას, წიგნში - "ემანუელ მაკრონი - შესანიშნავი ახალგაზრდა მამაკაცი".​მედიის ცნობით, მაკრონის მშობლები ამ ურთიერთობას ეწინააღმდეგებოდნენ. ისინი გაკვირვებულები იყვნენ, რატომ იყო მაკრონი დაინტერესებული უფროსი მასწავლებლით და არა მისი 30 წლის ქალიშვილით.​მაკრონის მშობლების ჩარევა უშედეგო გამოდგა. წყვილი 2007 წელს დაქორწი
წაკითხვა
ფოტოგრაფმა აქტიური ვულკანი ირმის ნახტომთან კომბინაციაში გადაიღო
გამოქვეყნებულია: 2017-04-24 16:20:00
​ალბერტ დროსი ლანდშაფტის ფოტოგრაფია. მისი ნამუშევრების უმრავლესობა ბუნების საოცარი ფოტოებია. ის არ სჯერდება სტანდარტულ ფოტოებს და მუდამ, საინტერესო და კრეატიულ ადგილებს ეძებს. ამჯერად მან გადაწყვიტა აქტიური ვულკანი გადაეღო, თანაც ირმის ნახტომის ხილვადობის პერიოდში. ​ალბერტი აღნიშნული გადაღებისათვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა. მან სპეციალურად შეისწავლა ირმის ნახტომისა და ვულკანის გადაღების ტექნოლოგიები. დარეკა გვატემალას ამინდის პროგნოზის სადგურში და მოამზადა ტექნიკური საშუალებები. შემდეგ ის ჩავიდა გვატემალაში, აქტიური ვულკანის ფუეგოს გადასაღებად. ​მისი ნამუშევრების საოცარი შედეგის ნახვა, ქვემოთ შეგიძლიათ.
წაკითხვა
ცხოველები, რომლებიც საყვარელი სათამაშოების გარეშე არ იძინებენ
გამოქვეყნებულია: 2017-04-23 16:18:00
ცხოველები ხშირად ბავშვებს გვანან და იგივე მოვლას საჭიროებენ. გარდა კვებისა და დაბანვისა, ისინი ბავშვების სხვა ჩვევებსაც ითვისებენ. მაგალითად, ზოგიერთი მათგანი საყვარელი რბილი სათამაშოს გარეშე არ იძინებს. ცხოველები მათ ეთამაშებიან და მათთან ერთადაც იძინებენ. ჩვენ გთავაზობთ, შინაური ცხოველების ფოტოებს, რომლებიც ძილის დროს, საყვარელ სათამაშოებთან ერთად არიან დაფიქსირებულები.
წაკითხვა
30 ქალაქი, სადაც ცხოვრება 30 წლამდე ადამიანებს სურთ
გამოქვეყნებულია: 2017-04-21 16:29:00
ონლაინპორტალი Nestpick მსოფლიოს ტოპ 30 ქალაქის რეიტინგს აქვეყნებს. საიტი გვთავაზობს იმ ქალაქების ჩამონათვალს, სადაც ცხოვრება 30 წლამდე ადამიანების სურვილია. რეიტინგი 16 კრიტერიუმზე დაყრდნობითაა შედგენილი. კრიტერიუმების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება: ცხოვრების საფასური, საჯარო ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა, დასაქმება, ინტერნეტის სიჩქარე, გენდერული თანასწორობა, ლუდის ხელმისაწვდომობა, Apple-ის მაღაზიების რაოდენობა და ა.შ.რეიტინგში აქცენტი 30 წლამდე ადამიანებზეა. საიტის კვლევის მიხედვით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე, ამ ქალაქებში დიდი სიამოვნებით იცხოვრებდა. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში ე.წ. ათასწლოვანი ქალაქები მოხვდნენ, რომელთაც განვითარების სხვადასხვა ეტაპები გაიარეს.
წაკითხვა
ცნობილი „სელფები", რომლებიც სმარტფონებამდეა გადაღებული
გამოქვეყნებულია: 2017-04-18 20:30:00
თავდაპირველად, სელფი უჩვეულო მოვლენად ითვლებოდა და მსგავს ფოტოებს ბევრგან ვერ შევხვდებოდით. ახლა ეს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიებმა ერთი დეტალი შეცვალა. დღეს წინა კამერა გვაქვს და შესაბამისად კამერის შემოტრიალება აღარ გვჭირდება. ყოველდღიურად სოციალურ ქსელში ასიათასობით სელფი-ფოტო იდება, რაც ამ ქცევის მოდურობაზე მეტყველებს. ​თუმცა, იყო პერიოდი, როდესაც ცნობილი ადამიანები სელფის სტანდარტებს ამკვიდრებდნენ. მართალია, ისინი წინა კამერით გადაღებას ვერ ახერხებდნენ, თუმცა ამგვარ ფოტოზე უარს ვერ ამბობდნენ.როუენ ატკინსონი, 1987მადონა, 1982პოლ მაკარტნი, 1959მერლინ მონრო, 1962ფრენკ სინატრა, 1930
წაკითხვა
11 ყველაზე საშიში ტურისტული მიმართულება მსოფლიოში
გამოქვეყნებულია: 2017-04-17 20:15:00
​მოგზაურობა რელაქსაციისათვის ყველაზე კარგი საშუალებაა. თუმცა, არიან ისეთი მოგზაურები, რომლებიც უბრალო დასვენებას, ექსტრემალურ და თავგადასავლებით სავსე ტურს არჩევენ. დღეს შემოგთავაზებთ მსოფლიოს ყველაზე საშიშ ტურისტულ მიმართულებებს, რომლებიც სხვადასხვა კონტინეტზეა გადანაწილებული. მაშ ასე, დავიწყოთ მოგზაურობა ყველაზე სახიფათო ტურისტულ მარშრუტებზე. 
წაკითხვა
ჰარი სტაილის პირველი სოლო სიმღერა ჩარტების ლიდერია
გამოქვეყნებულია: 2017-04-16 18:52:00
ჰარი სტაილის პირველი სოლო სიმღერა Sign of the Times ჩარტების ლიდერი გახდა. მომღერალმა ედ შერენის 13 კვირიანი ლიდერობა დაასრულა. შესაბამისად, ჩარტებში ედ შერენის სიმღერამ Shape of You მეორე ადგილზე გადაინაცვლა.​ჯგუფ One Direction-ის დაშლის შემდეგ, ჰარი ზაიან მალიკის კვალს გაყვა და დამოუკიდებელ სოლო არტისტად ჩამოყალიბდა. როგორც ჩანს, მისი სოლო კარიერა ძალიან წარმატებული იქნება. ამაზე კრიტიკოსების შეფასებებიც მეტყველებს. მათი თქმით, ჰარის პირველი სიმღერა მუსიკალურ ინდუსტრიაში ნამდვილი აფეთქებაა. ჰარის პირველი ალბომი დღის სინათლეს აპრილის ბოლოს იხილავს. როგორც ჩანს, მისი პირველი ალბომი სიმღერის Sign of the Times შედეგს გაიმეორებს და ტოპ ჩარტებში ლიდერ პოზიციებზე მოექცევა. 
წაკითხვა
მუზეუმის დამთვალიერებლების მიერ დაკაწრული Lamborghini
გამოქვეყნებულია: 2017-04-14 22:36:00
დანიაში, ქალაქ ორჰუსის ნატიფი ხელოვნების მუზეუმში $170 ათასიანი Lamborghini Gallardo დამთვალიერებელმა დაკაწრა - წერს Daily Mail.გამოცემის ცნობით, ავტომობილი მუზეუმში შარშან, სექტემბერში გამოჩნდა და ადმინისტრაციამ თავად მისცა დამთვალიერებლებს უფლება, მანქანაზე სასურველი წარწერები დაეტოვებინათ. წარწერებს შორისაა, სიყვარულის ახსნა, სახელები და ა.შ. იდეის ავტორის განცხადებით, ასე Lamborghini ხელოვნების ნიმუშად იქცა და სრულყოფილი სახე მიიღო. ამასთან, აქციით იმის დემონსტრირება მოხდა, თუ როგორ მოქმედებს თითოეული სიტყვა იმ საზოგადოებაზე, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს.ავტომანქანის მფლობელი არ აპირებს, დაკაწრული ავტომობილი გადაღებოს.
წაკითხვა
16 კრეატიული იდეა სააღდგომო კვერცხების შესაღებად
გამოქვეყნებულია: 2017-04-14 22:36:00
აღდგომის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტრადიცია კვერცხების შეღებვაა. ბუნებრივია, კვერცხები წითლად იღებება. თუმცა, ზოგჯერ ადამიანების ნაწილი კრეატიულ გზას მიმართავს და კვერცხების ნაწილს დეკორატიულად აფორმებს. ჩვენ გთავაზობთ კვერცხების გაფორმების 16 კრეატიულ იდეას. 1. ომბრე2. დროებითი ტატუები3. ორგვერდიანი კვერცხი4. ხილის ეფექტით
წაკითხვა
მსოფლიოს ყველაზე საშიში საცურაო აუზი - გზატკეცილიდან 152 მეტრის სიმაღლეზე [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-04-11 22:14:00
საცურაო აუზი, რომელსაც ახლა გიჩვენებთ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ აუზად დასახელდა. ის აშშ-ში, ტეხასის შტატ, ქალაქ ჰიუსტონის ცათამბჯენზე მდებარეობს. ის გზატკეცილიდან 152 მეტრის სიმაღლეზეა და აუზის ფსკერის ხედი პირდაპირ ქუჩაზე იყურება. აუზი 42-ე სართულზეა განლაგებული და მას ძირითადად ექსტრემელაური სპორტის მოყვარულები იყენებენ. აუზში ჩასვლას ყველა მომხმარებელი ვერ ბედავს. როგორც აუზის დამპროექტებლები ამბობენ, აუზის გამოყენება სრულიად უსაფრთხოა და დაპროექტების ყველა სტანდარტი დაცულია. 
წაკითხვა
Workplace - როგორ გამოვიყენოთ უფასოდ ფეისბუქის ახალი პლატფორმა
განახლებულია: 2017-04-10 17:21:00
Workplace - ეს ფეისბუქის ანალოგი სივრცეა, თუმცა არა პირადი მოხმარებისათვის. მსოფლიოს ყველაზე დიდმა სოციალურმა ქსელმა კომპანიების თანამშრომლებისათვის ახალი, ვირტუალური სამუშაო სივრცე შექმნა. პროექტის ჩაშვების დროს, 2016 წლის ოქტომბერში Workplace ფასიანი სერვისი გახლდათ, თუმცა მომხმარებლების მოზიდვის მიზნით ფეისბუქმა სტრატეგია შეცვლა და ვირტუალური სივრცე უფასო გახადა. რა ფუნქციები აქვს Workplace-ს?Workplace ფუნქციებითა და დიზაინით ფეისბუქის მსგავსია, თუმცა მორგებულია სამუშაო სივრცეზე. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს სოციალურ ქსელს მეგობრები, სიახლეები, უამრავი კონტენტი მოშორდეს და მხოლოდ თქვენი კოლეგები და სამუშაო ჯგუფები დარჩეს. ​აქ თქვენ ქმნით თემატურ სამუშაო ჯგუფებს, აგზავნით დიდი ზომის ფაილებს, გეგმავთ დღეს, აკეთებთ ლაივებს. არსებობს პრემიუმ და უფასო პაკეტები. პრემიუმ პაკეტები დამატებით ფუნქციებს გვთავაზობს, რომლებიც მეტად მრავალფეროვან სამართავ პანელს წარმოგვიდგენს.თუმცა, უფასო ვერსიის მეშვეობით თქვენ ყველა საჭირო სერვისზე გექნებათ წვდომა. ასე რომ, ახლა ფეისბუქის ახალი პლატფორმა მუშაობას უფრო გაგიადვილებთ და "ნიუსფიდიდან" მაცდურ სიახლეებს თვალსაც მოაშორებთ.​გზამკვლევი​როგორ გამოიყურება Workplace - მთავარი გვერდი 
წაკითხვა