საზოგადოებრივი
104.5 FM
ნინი ცნობილაძე უკრაინულ "ახალ ხმას" მეოთხედფინალიდან გამოეთიშა [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-04-10 16:09:00
ქართველი მომღერალი ნინი ცნობილაძე უკრაინულ "ახალ ხმას" გამოეთიშა. მომღერალმა პირველი და მეორე ტურები წარმატებით გადალახა და გუშინ, პირდაპირ ეთერში მეოთხედფინალში იმღერა. ნინი ცნობილაძე რეპერ პატაპის გუნდში მღეროდა. მან ნახევარფინალში RadioHead-ის ცნობილი სიმღერა Creep შეასრულა, თუმცა ნახევარფინალში გადასვლა ვერ შეძლო. ​მიუხედავად იმისა, რომ ნინი ცნობილაძე პროექტს გამოეთიშა, მისი შესრულება პროექტში ერთ-ერთ საუკეთესო გამოსვლად შეაფასეს. მის ვიდეოს Youtube-ზე, ყველა კონკურსანტს შორის ყველაზე მეტი, 77,949 ნახვა აქვს. ​ნინი ცნობილაძის გამოთიშვას მწვრთნელებიც გამოეხმაურნენ. ევროვიზიის გამარჯვებულმა და "ახალი ხმის" ერთ-ერთმა მწვრთნელმა ჯამალამ ქართველ მომღერალს საკუთარ კონცერტზე გამოსვლა შესთავაზა. ასე რომ, ნინი ცნობილაძე "ევრომაიდანზე" ჯამალასთან ერთად იმღერებს. "ახალი ხმის" პირდაპირი ეთერი უკრაინის დროით, გუშინ საღამოს 9 საათზე გადაიცა.
წაკითხვა
ტრამპი უზარმაზარი ჰალსტუხებით - ინტერნეტის ახალი ტრენდი
გამოქვეყნებულია: 2017-04-10 14:09:00
​​ინტერნეტში ტრამპის ჰალსტუხები ვირუსული ტრენდი გახდა. ინგლისური სიტყვა - Tie, რომელსაც ორმაგი მნიშვნელობა აქვს - ჰალსტუხი და კავშირი, ამ ამბის მთავარ თემად იქცა. ტრამპის ახლო კავშირებს რუსეთთან ბოლო პერიოდში აქტიურად უსვამენ ხაზს. სწორედ ამიტომ ფოტოგრაფებმა გადაწყვიტეს მისი სურათები დაეკორექტირებინათ. ტრამპის ჰალსტუხები ყველა იმ ფოტოშია დაგრძელებული, სადაც ის დასავლეთ ქვეყნების ლიდერებს ხვდება. 
წაკითხვა
ახალი ზოოპარკი მაისიდან დაიწყებს ფუნქციონირებას
გამოქვეყნებულია: 2017-04-08 20:45:00
ახალი ზოოპარკი მაისიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. გისოსების ნაცვლად თხრილები და წყლის ბარიერი - თბილისის ზღვაზე მდებარე ზოოლოგიური პარკი ძველისგან განსხვავებული იქნება  და სტუმრებს  მრავალფეროვან სიახლეებს შესთავაზებს.რაც შეეხება ძველ ზოოპარკს, მერიის განმარტებით, ტერიტორია მთლიანად შეინარჩუნებს რეკრეაციულ ფუნქციას.                                                                                                                                                                              
წაკითხვა
მოგზაური წყვილი, რომელიც ინსტაგრამის ერთ პოსტში 9000$-ს იღებს
გამოქვეყნებულია: 2017-04-04 20:33:00
​ჯეკ მორისი და ლაურენ ბულენი მოგზაური წყვილია. მათ ერთმანეთი გასულ წელს ფიჯიზე გაიცვნეს. მას შემდეგ ჯეკისა და ლაურენის გზები გადაიკვეთა. ისინი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობენ და საინტერესო ფოტოებს იღებენ. გარდა იმისა, რომ წყვილი დოკუმენტალისტიკითაა გატაცებული, ისინი ერთ ფოტოში დაახლოებით 9000$-მდე იღებენ.​ჯეკს ინსტაგრამზე 2 მილიონი, ხოლო ლაურენს 1.2 მილიონი გამომწერი ჰყავს. ისინი შეკვეთებს სხვადასხვა კომპანიისგან იღებენ და ამაში სოლიდურ სარგოსაც იმსახურებენ. მათი ფოტოები მიმზიდველი და ორიგინალურია. მათი დამკვეთი კომპანიის უმრავლესობა ტურისტულია, შესაბამისად ეს მათ მოგზაურობას კიდევ უფრო ახალისებს. ​
წაკითხვა
პატარა მოცეკვავების საოცარი ფოტოები New Your Time-ის ყველაზე რეიტინგული ავტორისაგან
გამოქვეყნებულია: 2017-04-02 20:39:00
New Your Time-ის საუკეთესოდ გაყიდვადმა ავტორმა და ცეკვის ფოტოგრაფმა ჯორდან მეთერმა არაჩვეულებრივი ნამუშევრები გამოაქვეყნა. მან წარმოგვიდგინა პატარა მოცეკვავეების ფოტოები, რომლებმაც განსხვავებული პერფორმანსები მოაწყვეს. მათი ცეკვა სხვადასხვა ლოკაციასა და სიტუაციაშია წარმოდგენილი და მაქსიმალურად ბუნებრივია.​მის ნამუშევარს "მოცეკვავები ჩვენს შორის" ჰქვია და ბავშვობის საოცარი მომენტების დაფიქსირებას ეძღვნება.​ფოტოებში პატარა მოცეკვავეები ცდილობენ საკუთარი ცხოვრება წარმოაჩინონ.
წაკითხვა
"ქართული ხმების" ჰანგები ათენი-ბრიუსელის რეისზე [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-03-28 18:25:00
საქართველოს დელეგაცია ათენიდან ბრიუსელში ჩაფრინდა. თვითმფრინავით მგზავრობის დროს, "ქართულმა ხმებმა" ევროპის ცაზე ქართული სიმღერა შეასრულეს. ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება აქვს.
წაკითხვა
რეაქციები უვიზო რეჟიმზე: "გააღვიძე იტალია, ჩექმა უნდა გავხადო" - სოციალური ქსელი
გამოქვეყნებულია: 2017-03-28 03:36:00
საქართველოს მოქალაქეები ევროპაში მოგზაურობას დღეიდან, 28 მარტიდან ვიზის გარეშე შეძლებენ. ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ გადაადგილების უფლება ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანაში ექნებათ.სოციალურ ქსელში ქართველები უვიზო რეჟიმის შემოღებას ეხმიანებენ. ჩვენ ფიესბუქში გამოქვეყნებული სტატუსები ერთ პოსტში გავაერთიანეთ.
წაკითხვა
საუკეთესო სამსახური მსოფლიოში - 10 000$ თვიურად და მოგზაურობა მსოფლიოს მდიდრულ სახლებში
გამოქვეყნებულია: 2017-03-25 01:40:00
კომპანია 3RD HOME უჩვეულო ვაკანსიას აცხადებს. ის ეძებს ადამიანს, რომელიც მსოფლიოს გარშემო მდიდრულ სახლებში იმოგზაურებს და მათ შესახებ საინტერესო სტატიებს დაწერს. მთავარი მოთხოვნაა კანდიდატს შეეძლოს კარგად წერა, ფოტოების გადაღება და ქვეყნის გარეთ მინიმუმ 3 თვით ცხოვრება. მნიშვნელობა არ აქვს კანდიდატის ახლანდელ საცხოვრებელ ადგილს. კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია, რა თქმა უნდა, თუ ის ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ​კანდიდატი ასევე უნდა ერკვეოდეს ინტერიერსა და დიზაინში. ბლოგებთან ერთად უნდა იღებდეს ვლოგებს და კარგად ფლობდეს სოციალური მედიის ინსტრუმენტებს. ​თქვენს მონაცემებთან ერთად, დამსაქმებელ კომპანიას უნდა გაუგზავნოთ ერთწუთიანი ვიდეო, თუ რატომ ხართ შემოთავაზებულ ვაკანსიაზე, საუკეთესო კანდიდატი.​ხო, აუცილებლად უნდა იყოთ 18 წელს გადაცილებული და კიდევ ერთი, მოგზაურობის დროს შინაური ცხოველები არ დაიშვებიან.​აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადა 30 მარტია.იხილეთ კომპანიის მიერ ფეისბუქში გამოქვეყნებული ვაკანსიის ლინკი:
წაკითხვა
14 ულამაზესი ხე მსოფლიოში - ფოტოამბავი
გამოქვეყნებულია: 2017-03-24 23:51:00
ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს იმისათვის, რომ ხეები გვიყვარდეს. ისინი ჟანგბადს გამოიმუშავებენ და ჩვენს სუნთქვაზე ზრუნავენ. ისინი მცხუნვარე დღეებში მზისგან გვიცავენ. ისინი იდეალურ თავშესაფარს წარმოადგენენ ბევრი ცხოველისა თუ ფრინველისათვის. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, ჩვენს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ყველაზე ორიგინალური ხეების ფოტოები შევაგროვეთ.125 წლის როდოდენდრონები, კანადა144 წლის ცის ვაზი, გლიცინია, იაპონიაძლიერი ქარისგან ერთმანეთში შერწყმული ხეები, ახალი ზელანდიაიაპონური ნეკერჩხალი, ორეგონის შტატი, აშშხავსით დაფარული, სამხრეთ სანაპიროს ხე, ორეგონი, აშშ
წაკითხვა
მსოფლიოს 15 საუკეთესო უნივერსიტეტის კამპუსი
გამოქვეყნებულია: 2017-03-22 18:10:00
არსებობს მსოფლიოს საოცნებო უნივერსიტეტები, სადაც სწავლა ყველა სტუდენტის სურვილია. მათი კამპუსები შთამბეჭდავი და ორიგინალურია. ჩვენ გთავაზობთ ტურს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების კამპუსებში.
წაკითხვა
ნინი ცნობილაძემ უკრაინული "ახალი ხმის" რინგზე კონკურენტი დაამარცხა [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-03-21 21:30:00
​ნინი ცნობილაძე უკრაინულ "ახალ ხმაში" მონაწილეობას წარმატებით განაგრძობს. პირველი მოსმენის შემდეგ, ქართველმა მომღერლმა რინგის ტურში მოწინააღმდეგე ელვირა პანამარევა დაამარცხა. მომღერლებმა სიმღერა Lost on You დუეტში შეასრულეს.​მათი მწვრთნელის პატაპის გადაწყვეტილებით შემდეგ ტურში ნინი ცნობილაძე გადავიდა. ქართველი მომღერლის შესრულებამ "ახალ ხმაში" ფურორი მოახდინა.​ერთ-ერთი ჟიურის წევრის, ჯამალას თქმით, ნინის შესრულება საუკეთესო იყო და მისმა ნამღერმა მსოფლიო გააჩერა.
წაკითხვა
სცადე და ეს ნივთები ისე დაათვალიერე, რომ ყიდვა არ მოგინდეს
გამოქვეყნებულია: 2017-03-20 13:32:00
​დიზაინერები ჩვენს გაოცებას განაგრძობენ. ისინი თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით კრეატიულ ნივთებს ქმნიან, რომლებიც მათი ყიდვის სურვილს აღგვიძრავენ.​ჩვენ რამდენიმე მათგანი ერთ სიაში მოვაქციეთ. ვნახოთ, როგორია დიზაინერების უახლესი ნამუშევრები.​მოსახერხებელი კარაქის დანა​მოსახერხებელი კარაქის დანა. მას ადვილად შეუძლია კარაქის ფენის აღება.​გაჯეტი, რომელიც თქვენს ტელეფონს რეტრო ტელევიზორად გადააქცევსპატარა ორიგინალური ყუთის მეშვეობით თქვენი სმარტფონი ტელევიზორად გადაიქცევა, სადაც თქვენ ფილმებისა და შოუების ნახვას შეძლებთ.​მაგნიტური ტელეფონის დამჭერი
წაკითხვა
"მზეთუნახავი და ურჩხული" - ფილმმა ერთ კვირაში 350 მილიონი დოლარი გამოიმუშავა
გამოქვეყნებულია: 2017-03-20 13:03:00
დისნეის ცნობილი ანიმაციის "მზეთუნახავისა და ურჩხულის" რიმეიქმა მხოლოდ ამ კვირაში 350 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.​მხოლოდ 170 მილიონი დოლარი ჩრდილოეთ ამერიკიდან შემოვიდა. ფილმმა ყველანაირი რეკორდი მოხსნა და "ბეტმენისა და სუპერმენის" შემოსავლებსაც აჯობა. 2017 წლისათვის ეს ჯერჯერობით საუკეთესო მაჩვენებელია. "მზეთუნახავი და ურჩხული" - დისნეის ახალი სტრატეგიის შედეგია, რომლის მიხედვითაც კომპანია ცნობილი მულტფილმების ფილმად გადაქცევას ცდილობს. ეს მცდელობა კი საკმაოდ წარმატებული გამოდის.​ფილმში მთავარ როლებს დენ სტივენსი, ლიუკ ევანსი, ემა უოთსონი, ევან მაკგრეგორი და გუგუ ემბატა-რო ასრულებენ.
წაკითხვა
რატომ არსებობს მსოფლიოში მხოლოდ ოთხი ფერის პასპორტი? - მიზეზები
გამოქვეყნებულია: 2017-03-19 22:27:00
​მსოფლიოში მხოლოდ ოთხი ფერის პასპორტი არსებობს და თითოეულ ქვეყანას პასპორტის ფერის არჩევის საკუთარი მიზეზი აქვს. ჩვენ შევეცდებით ამ მიზეზებზე მოგითხროთ.წითელიეს ფერი ყველაზე ხშირად გამოყენებადია. წითელი პასპორტი მეტწილად იმ ქვეყნებში შეგხვდებათ, სადაც კომუნისტური სისტემა არსებობდა ან ახლაც არსებობს. სლოვაკეთის, ჩინეთის, სერბეთის, რუსეთის, ლატვიის, რუმინეთის, პოლონეთისა და საქართველოს მოქალაქეებს წითელი პასპორტები აქვთ. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც, ხორვატიის გარდა, იყენებენ წითელი ან შინდისფერი შეფერილობის პასპორტებს. ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ევროკავშირში შესვლით, მაგალითად, თურქეთი, მაკედონია და ალბანეთი ცვლიან საკუთარი პასპორტის ფერებს. ეს ქვეყნები რამდენიმე წლის წინ წითელ შეფერილობაზე გადავიდნენ. სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ნაწილის: ბოლივიის, კოლუმბიის, ეკვადორის და პერუს პასპორტის ფერებიც შინდისფერი შეფერილობისაა.
წაკითხვა
უსახლკარო მოხუცს ქუჩაში 25 წლიანი ცხოვრების შემდეგ იმიჯი შეუცვალეს - საოცარი გარდასახვა
გამოქვეყნებულია: 2017-03-17 14:42:00
ესპანეთში, მალიორკაზე მცხოვრებ უსახლკარო მოხუცს, ხოსე ანტონიოს ადგილობრივ სალონში იმიჯი რადიკალურად შეუცვალეს. იმიჯის შეცვლის შემდეგ, სარკეში ჩახედვისას ხოსემ ცრემლები ვერ შეიკავა. სარკეში მან სხვა ადამიანი აღმოაჩინა, რომელიც საგრძნობლად გაახალგაზრდავებულიყო.​მას შემდეგ რაც ადგილობრივმა სალონმა ვიდეო გააზიარა, ხოსე ცნობილი გახდა. მის ვიდეოს სოციალურ ქსელ ფეისბუქში 2 დღეში 400 000-ზე მეტი ნახვა ჰქონდა."ეს წარმოუდგენელია, ეს მე ვარ?", - ეს იყო ხოსეს პირველი რეაქცია სარკეში ჩახედვის შემდეგ."ძალიან განსხვავებული ვარ. ვერავინ ვერ მცნობს, სანამ არ ვეტყვი, რომ მე ვარ", - განაცხადა ხოსე ანტონიომ.​ხოსე ანტონიო 25 წელია უსახლკაროა და ის ადგილობრივებს მანქანების პარკირებაში ეხმარება.პაოლა ბოკარდო დიდი ხანია ხოსეს იცნობს. ის მას მანქანის პარკირებაში ეხმარება ხოლმე. პაოლას თქმით, ტრანსფორმაციის შემდეგ ხოსე ვერ იცნო.​
წაკითხვა
რას აკეთებენ ქალები, როცა არავინ უყურებთ - სახალისო ილუსტრაციები
გამოქვეყნებულია: 2017-03-17 13:35:00
2015 წლის აპრილში, ახალგაზრდა ილუსტრატორმა სალი ნიქსონმა ახალი პროექტი, სახელწოდებით "365" დაიწყო. სალი მთელი წლის განმავლობაში ყოველდღიურად ქმნიდა ილუსტრაციებს. სალის ინსპირაცია საკუთარი ცხოვრება და ყოველდღიური, რუტინული პროცესები გახდა. არტისტს სურდა ეჩვენებინა ქალის ბუნებრივი სახე და არა ისეთი, როგორსაც "ინსტაგრამის" თუ "სნეპჩეთის" ფოტოებში ვხედავთ.​ქალები ნიქსონის ილუსტრაციებში რუტინულ პროცესებში არიან - ბანაობა, ჭამა, ტელევიზორის ყურება და ასე შემდეგ. მათ არ აქვთ იდეალური სხეული და კარგი მანერები. ისინი არიან ისეთები, როგორებიც რეალურ ცხოვრებაში.
წაკითხვა
რამდენ სერიანი იქნება "სამეფო კარის თამაშები" - დეტალები პრემიერამდე
გამოქვეყნებულია: 2017-03-13 14:05:00
"სამეფო კარის თამაშების" ბოლო სეზონი ყველაზე მოკლე იქნება. სერიალის შემქმნელების თქმით, მე-7 სეზონი სულ 6 სერიას გააერთიანებს. ​შემქმნელების განცხადებით, ბოლო სეზონის სცენარი სულ 140 გვერდიანია. სცენარისტების მოლოდინის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბოლო სეზონი ყველაზე რეიტინგული იქნება.ახალი სეზონის პრემიერა 16 ივლისს გაიმართება. როგორც ირკვევა, ბოლო სეზონში სწორედ ერთ-ერთი მთავარი გმირის ჯონ სნოუს ქმედებები წაიყვანს ფილმს ფინალისაკენ.​როგორც უკვე ცნობილია, "სამეფო კარის თამაშების" ბოლო სეზონში ბრიტანელი მუსიკოსი ედ შერანიც გამოჩნდება. 
წაკითხვა
როგორ შეიცვალნენ "ბინდის" ვარსკვლავები 9 წლის შემდეგ
გამოქვეყნებულია: 2017-03-12 23:28:00
"ბინდის" საგა თინეიჯერების და არა მარტო მათი საყვარელი ფილმია. მსახიობები, რომლებიც ამ ფილმებში მონაწილეობდნენ ცნობილები მალევე გახდნენ. მათი წარმატებული სამსახიობო კარიერა სწორედ ამ ფილმებს უკავშირდება. თუმცა, პირველი ფილმის გამოსვლიდან უკვე 9 წელი გავიდა, შესაბამისად მსახიობებიც შეიცვალნენ. ჩვენ "ბინდის" ცნობილი მსახიობების სახეცვლილებას გიჩვენებთ. მათი ახლანდელი იმიჯი მართლაც რომ რადიკალურად განსხვავებულია.კრისტენ სტიუარტირობერტ პატისონიტეილორ ლოტნერიანა კენდრიკიბილი ბარკიეშლი გრინინიკი რიდიპიტერ ფეისინელიკელან ლათზიჯექსონ რათბოუნი
წაკითხვა
თეთრი სახლის წარმომადგენელი ბრიფინგზე უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა
გამოქვეყნებულია: 2017-03-11 00:22:00
თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი შონ სპაისერი ჟურნალისტების წინაშე უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა. ბრიფინგზე გამოსულ სპაისერს აშშ-ის დროშის გამოსახულებიანი გულსაბნევი უკუღმა ეკეთა - ამის შესახებ The Washington Post წერს.ჟურნალისტებმა სპაისერს მიანიშნეს, რომ გულსაბნევი არასწორად ეკეთა და მან ის შეისწორა.„ბანქოს სახლი?“ - ხუმრობით ჰკითხა მას ჟურნალისტმა.„ეს პრომო არ არის“ - განუცხადა ჟურნალისტს თეთრი სახლის წარმომადგენელმა.მედია წერს, რომ გულსაბნევი მართლაც ძალიან გავდა დროშას სერიალ „ბანქოს სახლიდან“, რომელშიც პერსონაჟები - კონგრესმენი და მისი მეუღლე ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ვაშინგტონში საკუთარი პოლიტიკური გავლენები გააფართოვონ. რაც შეეხება პრომოს, ცნობილია, რომ 30 მაისს სერიალის ახალი - მეხუთე სეზონი გამოდის. Sean Spicer's flag pin was just upside down. Reporter asks if it is a distress call.Spicer says he's fine. pic.twitter.com/jbHOv43Rdv— Steve Kopack (@SteveKopack) March 10, 2017ამავე თემაზე: სერიალი - ბანქოს სახლი
წაკითხვა
Youtube-ს პოპულარული არხები, რომლებიც მილიონებს გამოიმუშავებენ
გამოქვეყნებულია: 2017-03-10 21:18:00
წაკითხვა