საზოგადოებრივი
104.5 FM
მესენჯერს რეაქციები დაემატა - Dislike ფუნქცია ფეისბუქისგან
გამოქვეყნებულია: 2017-03-10 15:47:00
Facebook-ის ტექსტურ, თუ ვიზუალურ კონტენტზე დამოკიდებულების გამოხატვა Like-ის გარდა, სხვადასხვა რეაქციებითაც შეგვიძლია. ეს სოციალური ქსელის მომხმარებლისათვის ახალი ამბავი არაა. სიახლე შემდეგში მდგომარეობს. Facebook-მა რეაქციები უკვე მესენჯერის პლატფორმაში დაამატა. ეს ფუნქცია ჯერ შეზღუდული რაოდენობის მომხმარებელს უჩანს. სოციალური ქსელი, როგორც ყოველთვის ფუნქციას ჯერ დატესტავს და გამართლების შემთხვევაში მასობრივად ჩაუშვებს.მესენჯერში სხვადასხვა რეაქციებთან ერთად ფეისბუქი Dislike-ის ფუნქციასაც ამატებს. გემახსოვრებათ, ამ ფუნქციის დამატებას პოსტებზე რეაქციის გამოსახატავად მომხარებლები დიდი ხანია ითხოვდნენ. მართალია, ეს ფუნქცია პოსტებზე არ ამოქმედებულა, თუმცა მესენჯერში უკვე ჩაეშვა.
წაკითხვა
რა მოხდება, თუკი ცნობილი კომპანიები, სახელების ნაცვლად, კალორიებს მიუთითებენ
განახლებულია: 2017-03-07 13:51:00
ვებგვერდ Calorie Brands-ზე წარმოდგენილია კვების პოპულარული პროდუქტები, თუმცა ერთი განსხვავებით, ლოგოტიპის ნაცვლად, მითითებულია ამა თუ იმ პროდუქტის კალორიულობა. საიტის თანახმად, სწორედ ასე უნდა გამოიყურებოდეს ბრენდები, რათა ადამიანებს უფრო გაუადვილდეთ დღის რაციონის შედგენა.როგორც ვიცით, ქალბატონებისთვის ყოველდღიურად მისაღები კალორიების ნორმაა, დაახლოებით - 1940, ხოლო მამაკაცებისთვის - 2550. ამ ფოტოების შემდეგ დღის რაციონის შედგენა კიდევ უფრო გაგიადვილდებათ.
წაკითხვა
წყვილი, რომელიც მუდამ ერთნაირად იმოსება - თანაცხოვრების 37 წელი
გამოქვეყნებულია: 2017-03-07 13:02:00
იაპონელი წყვილის თანაცხოვრების ისტორია 37 წელს ითვლის. ისინი სოციალურ ქსელ "ისნტაგრამში" პოპულარულები არიან. მათი ნიკნეიმი bonpon511 - წყვილის სახელების და ქორწინების თარიღის გაერთიანებითაა მიღებული. "ინსტაგრამზე" წყვილს 65 ათასზე მეტი ფოლოვერი ჰყავს. საინტერესოა, რომ ქორწინების 37 წლის მანძილზე ისინი მუდამ ერთნაირად იმოსებიან. მათი სტილი გამორჩეულია და ფოლოვერების მოწონებასაც იმსახურებს.
წაკითხვა
როჯერ ფედერერი მოშვებული წვერით უკაცრიელ კუნძულზე - ახალი რეკლამა
გამოქვეყნებულია: 2017-03-07 12:22:00
ლეგენდარული ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი რობინზონ კრუზოს პაროდიაში - სპორტსმენი შვეიცარიული კომპანიის სარეკლამო რგოლში გამოჩნდა. სარეკლამო ვიდეორგოლის თანახმად, ფედერერი უკაცრიელ კუნძულზეა, სადაც ინტერნეტისა და მობილური კავშირგაბმულობის წყალობით, სასურველ პროდუქციას თუ მომსახურებას უკვეთავს. 
წაკითხვა
სატვირთო კონტეინერებისაგან აგებული სასტუმრო გუდაურში - ფოტოამბავი
გამოქვეყნებულია: 2017-03-07 11:32:00
გუდაურში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე აშენებული სასტუმრო-კოტეჯი Quardum უცხოური მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. Boredpanda-ზე სასტუმროს შესახებ მულტიმედია მასალა ქვეყნდება. მთების ინსპირაციით შექმნილი კოტეჯი დამსვენებლის ყურადღებას მყისიერად იპყრობს. განსხვავებული და კრეატიული ნაგებობა ქართველი არქიტექტორების სანდრო რამიშვილისა და ირაკლი ერისთავის ნამუშევარია.​სასტუმრო სატვირთო კონტეინერებისაგანაა შექმნილი და მისი ვიზუალი პირამიდას მოგვაგონებს. სასტუმრო მინიმალისტურია და ადგილობრივ რელიეფს იმეორებს.კონტეინერებისგან დამზადებული, 11 ნომრიანი სასტუმრო, გუდაურში, 2017 წლის 15 თებერვალს გაიხსნა. სასტუმრომ უკვე მოახერხა ტურისტების დიდი რაოდენობით მოზიდვა.
წაკითხვა
ცნობილი ადამიანების ბავშვობის ფოტოები - მათი ცნობა თითქმის შეუძლებელია
გამოქვეყნებულია: 2017-03-06 18:31:00
ცნობილი ადამიანები შესაშურად გამოიყურებიან. მათი გარეგნობა თვალშისაცემია. სელებრითების ნებისმიერი ფოტოს დანახვისას, მათი ამოცნობა არ გვიჭირს. თუმცა, იმავეს ვერ ვიტყვით მათი ბავშვების ფოტოებზე. ზოგიერთი მათგანი ბავშვობაში რადიკალურად განსხვავებული იყო. ადელიანჯელინა ჯოლიფრედი მერკურიელაიჯა ვუდი
წაკითხვა
Top 10 გაცნობის საიტი - მეორე ნახევარი ინტერნეტიდან
გამოქვეყნებულია: 2017-03-06 17:34:00
მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იყენებს გაცნობის საიტებსა თუ აპლიკაციებს. მათი მიზანი მეგობრის, მეორე ნახევრის ან უბრალოდ პარტნიორის პოვნაა. გაცნობის ონლაინ მეთოდი ევროპასა და აშშ-ში აპრობირებული მეთოდია და ხშირია დაოჯახების შემთხვევებიც. ზოგჯერ, მანძლსაც არ აქვს მნიშვნელობა და ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები უკავშირდებიან.​ჩვენ გაცნობის Top 10 საიტს შემოგთავაზებთ, რომლებიც დღესდღეისობით მსოფლიოში ყველაზე დიდი პოპულარულობით სარგებლობენ.Zoosk - ცნობილი გაცნობის საიტი, რომელიც პარტნიორს თვისებების მიხედვით გაპოვნინებთ.Match - მსოფლიოს გაცნობის ყველაზე დიდი პლატფორმა, მრავალრიცხოვანი მომხმარებლითelitesingles.com - საიტი პროფესიონალი მარტოხელებისათვის
წაკითხვა
გამოცემა "სმიტსონიანის" ფოტოკონკურსი - 2017 წლის ფოტოსაოცრება
გამოქვეყნებულია: 2017-03-05 16:22:00
​ამერიკული შემეცნებითი გამოცემა "სმიტსონიანის" ფოტოკონკურსი დაიწყო. რიგით მე-14 კონკურში უამრავი ფოტოხელოვანი იღებს მონაწილეობას. მათი ნამუშევრები ბუნების საოცარ ფოტოებს წარმოგვიდგენს. წელს კონკურსში 146 ქვეყნიდან 48 ათასი ფოტონამუშევარი შევიდა. ჟიურის გამარჯვებულის გამოსავლენად რთული ეტაპების გავლა მოუწევს. როგორც გამოცემის წარმომადგენლები ამბობენ, წელს ნამდვილად მძიმე კონკურსი ელით, ვინაიდან მათ წინაშე ძლიერი ნამუშევრები წარსდგა. ხმის მიცემა 27 მარტს შეწყდება. გამარჯვებულს ჟიურისთან ერთად ხალხიც გამოავლენს. მანამდე კი, ვიხილოთ კონკურსის გამორჩეული ფოტოები. ხმის მიცემა თქვენთვის სასურველ ფოტოზე, ამ ლინკზე შეგიძლიათ.
წაკითხვა
სარა ჯესიკა პარკერის ხუმრობას რუსეთის საგარეო უწყებამ „ტვიტერზე“ უპასუხა
გამოქვეყნებულია: 2017-03-04 18:04:00
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა პოსტი, რომ აშშ-ში რუსეთის ელჩი სერგეი კისლიაკი მსახიობ სარა ჯესიკა პარკერთან შეხვედრით მოხარული იქნება. რუსეთის საგარეო უწყების მიპატიჟებას წინ უძღოდა  ცნობილი ამერიკული სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ მსახიობის, სარა ჯესიკა პარკერის მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტი. კერძოდ, პარკერმა გამოაქვეყნა თავისი გმირის, კერი ბრედშოუს ფოტო, მინაწერით: „მაინტერესებს... რუსეთის ელჩი ჩემ გარდა ყველას ხვდება?“
წაკითხვა
რა რაოდენობის შაქარს შეიცავს ტკბილი გაზიანი სასმელები
გამოქვეყნებულია: 2017-03-04 14:10:00
დიეტების უმრავლესობა კვების რაციონიდან შაქრისა და მისი შემცველი პროდუქტების მთლიანად აკრძალვას გულისხმობს. ამის გამო, ხშირად, დიეტაზე მყოფი ადამიანების ნაწილი, შაქრის დანაკლისის შევსებას ტკბილი წვენებითა და გაზიანი სასმელებით ცდილობს, ვინაიდან ფიქრობენ, რომ, ამ გზით, ნაკლები რაოდენობის შაქარს აწვდიან ორგანიზმს. თუმცა CNN-ის მიერ მომზადებული მასალის მიხედვით, თქვენ დარწმუნდებით, რომ ტკბილ სასმელში შაქრის რაოდენობა არ ჩამოუვარდება, მაგალითად, დონატებში შაქრის შემცველობას. კოკა-კოლის 950 მლ-იანი ბოთლი იმავე რაოდენობის შაქარს შეიცავს, რამდენსაც ხუთი ცალი შოკოლადის ტკბილი ხვეულა ნამცხვარი. პეპსის 950 მლ-იანი ბოთლი 69 გრამ შაქარს შეიცავს.ვაშლის 450 მლ-იან წვენში შაქრის მოცულობა 49 გრამია, რაც 10 ცალ ორეოში არსებული შაქრის რაოდენობის ტოლია. ფორთოხლის 475 მლ-იანი წვენი 28 გრამ შაქარს შეიცავს, ამიტომ მისი დალევის შემდეგ იმავე რაოდენობის შაქარს მიიღებთ, რამდენსაც 6 ცალი ორეოს შეჭმის შემდეგ. 
წაკითხვა
კანადის პრემიერის ახალგაზრდობის ფოტოები ინტერნეტის Top სიახლედ იქცა
გამოქვეყნებულია: 2017-03-03 12:48:00
კანადის პრემიერის ჯასთინ ტრიუდოს ახლაგაზრდობის ფოტოები ინტერნეტის Top სიახლედ იქცა. კანადის პრემიერი თავისი აქტიური ცხოვრებით მსოფლიოს ყურადღების ქვეშ ხშირად ექცევა. ის ყო ქალთა მარშის მხარდამჭერი, ის პერსონალურად დახვდა აეროპორტში სირიელ დევნილებს, ის ტორონტოს გეი მარშშიც იღებდა მონაწილეობას. ეს ქმედებები მის იმიჯზე ყოველთვის კარგ გავლენას ახდენდა.მის საქმიანობასთან ერთად, ყურადღების ცენტრში ტრიუდოს გარეგნობაც ხშირად ხვდება. ამ ბოლო დროს, განსაკუთრებული პოპულარულობით მისი ახალგაზრდობის ფოტოები გამოირჩევა.
წაკითხვა
მოულოდნელი თოვლი ისლანდიაში - ფოტოგრაფის მიერ დაჭერილი საოცარი კადრები
გამოქვეყნებულია: 2017-03-01 15:43:00
"ღამის განმავლობაში ისეთ თოვა იყო, რომელიც ჩემი სიცოცხლის მანძილძე არ მინახავს" , - წერს ისლანდიელი ფოტოგრაფი, რომელმაც არაჩვეულებრივი ფოტოები გადაიღო. როგორც ირკვევა, 28 თებერვლის ღამეს მან შემთხვევით, ღამის 3 საათზე გაიღვიძა და გარეთ, უჩვეულოდ დიდი თოვლი შენიშნა. თოვლი ისლანდიაში არაა უცხო, თუმცა, ამჯერად ის განსაკუთრებული სიუხვით გამოირჩეოდა.​რამდენიმე საათში თოვლის საფარმა 1 მეტრს მიაღწია. ფოტოგრაფმა მომენტით ისარგებლა და არაჩვეულებრივი კადრები გადაიღო.
წაკითხვა
ახალდაბადებული სიცოცხლის პირველი წუთები - ფოტოკონკურსის გამარჯვებული კადრები
გამოქვეყნებულია: 2017-02-27 12:24:00
ე.წ. ახალდაბადებულ ბავშვთა საერთაშორისო პროფესიონალ ფოტოგრაფთა ასოციაციამ 2017 წლის გამარჯვებულები გამოავლინა. ფოტოებზე დედები მშობიარობის პროცესში არიან ასახულნი. ახალი სიცოცხლის დაბადება კი, ფოტოპროექტის მთავარი არსია. ​როგორც ასოციაციის გვერდზე ვკითხულობთ, ახალი ფოტოები გამაოგნებელი და ემოციურია. კადრებზე გულწრფელი და ცოცხალი ემოციებია ასახული. ეს არის დოკუმენტური ფოტოგრაფია, სადაც მშობლების ემოციებთან ერთად ახალდაბადებული ბავშვების პირველი კადრებია აღბეჭდილი. 
წაკითხვა
როდესაც რეალობა უფრო ლამაზია, ვიდრე ფოტოშოპი - კაპადოოკიის საოცარი ფოტოები
გამოქვეყნებულია: 2017-02-22 18:46:00
კაპადოკია თურქეთის ერთ-ერთი ულამაზესი რეგიონია, რომელიც ვულკანური წარმოშობის ლანდშაფტით გამოირჩევა. აქ მდებარეობს მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის პერიოდს მიეკუთვნება. აქ ასევე გვხვდება ულამაზესი სამონასტრო კომპლექსი. ისტორიის მიხედვით, ეს ადგილი პირველი ქრისტიანების ადგილსამყოფელი გახლდათ.ხალხი კაპადოკიაში ცხოვრობდა და ცხოვრობს საოცარი ფორმის მოჩუქურთმებულ თავშესაფრებში. ქვის სვეტები, რომელიც კაპადოკიაში გვხდება ვულკანური წარმოშობისაა. ადგილზე ულამაზესი ხედები იშლება. ტურისტებისათვის ეს ადგილი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად ითვლება.
წაკითხვა
ყველაზე მოსაწყენი სამუშაოები - ახალი კვლევის შედეგი
გამოქვეყნებულია: 2017-02-22 02:38:00
თქვენი სამუშაო, შესაძლოა, ძალიან სტრესული, რთული და ცოტა გაუგებარიც კი იყოს, მაგრამ ყველაზე ცუდია, თუ ის მოსაბეზრებელია. ასეთ შემთხვევაში, სამუშაო დღე ძალიან ნელა და უინტერესოდ გადის. Independent აქვეყნებს Emolument-ის სტატისტიკურ მონაცემებს, რომელია მსოფლიოში ყველაზე მოსაწყენი სამსახურები. 1. იურიდიული სამსახურები2. პროექტების მენეჯმენტი3. მხარდაჭერის ფუნქციები4. ფინანსური კონტროლი5. მრჩეველი და აღმრიცხველი6. ფინანსური მომსახურება და საბანკო საქმე7. საინჟინრო საქმე8.
წაკითხვა
ქართველი ბიჭი, რომელმაც Google-ში მუშაობა დაიწყო - ჩემთვის ეს ადგილი ყოველთვის საოცნებო იყო
გამოქვეყნებულია: 2017-02-20 15:19:00
გიორგი მეგრელი ქართველი პროგრამისტია. მან ბევრი ადამიანის ოცნება აისრულა და Google-ს ქართველი თანამშრომელი გახდა. მისი წარმატების გზა ჯერ კიდევ ბავშვობიდან იწყება. ვეკუას ფიზიკა-მათემატიკის სკოლა, ინფორმატიკის სკოლა "მზიური" და შემდეგ უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს მისი წარმატების შემადგენელი ინგრედიენტებია. სწორედ ამ სასწავლებლებში მიღებულმა ცოდნამ ჩამოაყალიბა გიორგი პროფესიონალად და შესაბამისად გზაც გაუხსნა, მსოფლიოს უდიდესი კომპანიისაკენ, რომელსაც ყველა ჩვენგანი კარგად იცნობს. ჩვენ მას ლონდონში დავუკავშირდით, სადაც ამჟამად Google-ს ოფისში მუშაობს. გიორგი მეგრელი საკუთარი წარმატებების შესახებ გვესაუბრება.
წაკითხვა
როგორ ესალმებიან ადამიანები ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყანაში
გამოქვეყნებულია: 2017-02-20 14:40:00
წაკითხვა
10 ყველაზე ერთგული ძაღლის ჯიში - შეარჩიეთ სასურველი მეგობარი [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-02-17 20:50:00
ძაღლი რომ ადამიანის ნამდვილი მეგობარია, ეს უკვე ფაქტია. თუმცა, ჩვენი საყვარელი მეგობრის შერჩევისას ხშირად ვორჭოფობთ ხოლმე. არ ვიცით, რომელი მათგანი უფრო დაიპყრობს ჩვენი და გარშემომყოფების გულს. სწორედ ამიტომ ჩვენ სპეციალური ვიდეო მოვამზადეთ, სადაც 10 ყველაზე ერთგულ ძაღლს გიჩვენებთ.
წაკითხვა
ცნობილი ქალაქების უცნობი რაკურსები - ის, რაც აქამდე არ გინახავთ
გამოქვეყნებულია: 2017-02-15 17:50:00
​საყვარელ ქალაქებში მოგზაურობისას, ჩვენთვის სასურველ ადგილებს ყოველთვის ვაფიქსირებთ ან მათ უბრალოდ, ჩვენს მახსოვრობაში ვიტოვებთ. ჩვენ ქალაქის კონკრეტულ ადგილებს ვიღებთ და ის ამა თუ იმ ქალაქის გახსენებაში გვეხმარება. შენობების და ადგილების მიხედვით ქალაქებზე წარმოდგენა გვექმნება. თუმცა, არასდროს გვინახავს ჩვენი ქალაქის მთლიანი სურათი, სადაც მისი გეომეტრიული "თვისებებიცაა" წარმოდგენილი.​რუსი ფოტოგრაფების გუნდმა "ეარპანომ" სპეციალური ფოტოპროექტი შექმნა და ცნობილი ქალაქების ზედხედი შემოგვთავაზა. ფოტოებზე ქალაქები "ხელის გულივით" მოჩანს.დელი, ინდოეთიბარსელონა, ესპანეთიდუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროებიპარიზი, საფრანგეთიამსტერდამი, ნიდერლანდებიდუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროებისიეტლი, აშშპრამბანანი, ინდონეზიააგრა ფორტი, ინდოეთი
წაკითხვა
იმგზავრე უსაფრთხოდ - ახალი აპლიკაცია, რომელიც თანხას გვირიცხავს
გამოქვეყნებულია: 2017-02-15 16:34:00
​თიუდორ კობალასი ცოტა ხნის წინ ავარიაში მოჰყვა, ის ტელეფონზე მესიჯობდა და ავარიაც სწორედ ამის შედეგია. ამ შემთხვევის გამო, მან გადაწყვიტა ტელეფონი სახიფათო იარაღიდან, უსაფრთხო მგზავრობის საშუალებად გადაექცია.​თიუდორი 30 წლისაა, ის რუმინეთიდანაა. მან სპეციალური აპლიკაცია SafeDrive დააპროექტა, რომელიც მძღოლებს ავტომანქანით მგზავრობის დროს ეხმარება დააიგნორონ საკუთარი მობილური ტელეფონი.როგორ მუშაობს აპლიკაცია?​როდესაც მძღოლი მგზავრობისას 10 კილომეტრს გადააჭარბებს, ტელეფონში აპლიკაციის გამშვები ღილაკი გამოჩნდება. აპლიკაციის გაშვებისას ტელეფონი დაიბლოკება. ამ დროს, აპლიკაცია დაიწყებს ქულების შეგროვებას, ეს უკანასკნელი კი სავაჭრო მონეტებად გადაიქცევა, რომელსაც სპეციალურ მარკეტზე ნივთების შესაძენად გამოიყენებთ. რაც უფრო მეტ ხანს არ გამოიყენებთ ტელეფონს მგზავრობის დროს, მით უფრო მეტი ქულა დაგერიცხებათ.აპლიკაცია ჯერჯერობით მხოლოდ იდეაა, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით უკვე მიიზიდა 100 000 მომხმარებლის და 30 კომერციული კომპანიის ყურადღება. თიუდორ კობალასმა ასევე დააპროექტა სპეციალური აპლიკაცია Milez, რომელიც თინეიჯერებზეა გათვლილი. ამ აპლიკაციის მეშვეობით თინეიჯერები უსაფრთხო მგზავრობასთან ერთად, მოგზაურობის წესებსაც ეცნობიან. და რაც მთავარია, თუ თინეიჯერები უსაფრთხოდ იმგზავრებენ და მგზავრობისას ტელეფონს არ გამოიყენებენ, მათ თანხა ნათესავებისგან და მეგობრებისგან ჩაერიცხებათ.წყარო: BBC
წაკითხვა