საზოგადოებრივი
104.5 FM
ადელის ემოციური სიმღერა ჯორჯ მაიკლს - ტექნიკური ხარვეზის გამო შეწყვეტილი მუსიკა
გამოქვეყნებულია: 2017-02-14 12:54:00
დეკემბერში ჯორჯ მაიკლის უცაბედმა გარდაცვალებამ ლეგენდარული მომღერლის ფანებს გული დასწყვიტა. ბუნებრივია, ჯორჯ მაიკლი გრემიზე არ დავიწყებიათ. წლევანდელი დაჯილდოება ჯორჯ მაიკლის ხსოვნას მიეძღვნა. 5 გრემის მფლობელმა ადელმა სცენაზე ჯორჯ მაიკლის სიმღერა "Fastlove" შეასრულა. პირველი ნოტების აღების დროს, ტექნიკური ხარვეზის გამო მას სიმღერის შეჩერება მოუწია, თუმცა რამდენიმე წუთში პრობლემები მოგვარდა და ადელმა სიმღერა ხელახლა დაიწყო. 
წაკითხვა
ვალენტინობა - ამბავი შეყვარებულების დღეზე
გამოქვეყნებულია: 2017-02-14 12:20:00
წაკითხვა
ადელმა გრემი ორად გაყო, რათა ის ბიონსესთვის გადაეცა - მომღერლის ამაღელვებელი გამოსვლა
გამოქვეყნებულია: 2017-02-13 18:03:00
"მე არ შემიძლია ამ ჯილდოს აღება.... ბიონსეს ალბომი "ლიმონათი"(Lemonade) უბრალოდ გასაოცარია".​ადელმა 5 გრემთან ერთად, ერთ-ერთი ჯილდო წლის საუკეთესო ალბომისათვის აიღო. მან სცენაზე სიტყვით გამოსვლის დროს ბიონსეს მიმართა, საკუთარი ჯილდო ორ ნაწილად გაყო და ერთი მათგანი ბიონსეს გადასცა. ადელის შეფასებით, ბიონსეს ალბომი "ლიმონათი" უბრალოდ გასაოცარია და ეს ჯილდოს სწორედ მას ეკუთვნის. ​ადელი კულისებში შესვლისას კიდევ ერთხელ შეეხო ამ თემას. "მე მეგონა რომ წლევანდელი გრემის ტრიუმფატორი ბიონსე იქნებოდა", - აღნიშნა მომღერალმა. როგორც უკვე ვიცით, ადელის პროგნოზები არ გამართლდა და წლევანდელი გრემის ტრიუმფატორი, 5 ჯილდოთი თავად ადელი გახდა.
წაკითხვა
Sobrino de Botín - მსოფლიოს უძველესი რესტორანი [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-02-12 16:50:00
მადრიდის შუაგულში ერნესტ ჰემინგუეის საყვარელი რესტორანია, Sobrino de Botín.1725 წელს ამ ადგილას ფრანგმა მზარეულმა ჟან ბოტინმა სასტუმრო გახსნა. მოგვიანებით სასტუმრო რესტორანი გახდა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნმა მსოფლიოს უძველეს რესტორნად დაასახელა. რესტორნის თავდაპირველი სახელწოდება Casa botin (ბოტინის სახლი) იყო, ბოტინის გარდაცვალების შემდეგ რესტორანი მისმა ძმისშვილმა გადაიბარა და სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელი - Sobrino de Botin, რაც ბოტიის ძმისშვილს ნიშნავს.რესტორანი ამჯერად BBC Travel-ის ობიექტივის ყურადღების ქვეშ მოექცა.ჰემინგუეის ბოტინის შემწვარი გოჭი ძალიან უყვარდა, სწორედ ეს კერძი უკვდავყო მან წიგნში "The sun also rises" . 
წაკითხვა
10 რამ, რასაც ყოველდღე არასწორად ვაკეთებთ
გამოქვეყნებულია: 2017-02-10 19:00:00
წაკითხვა
აშშ-ის პრეზიდენტები ახალგაზრდობაში - ფოტოამბავი
გამოქვეყნებულია: 2017-02-08 15:22:00
აშშ-ის პრეზიდენტები ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან. ისინი ხშირ შემთხვევაში ყველაზე ახლოს არიან ხალხთან და უფრო ხელშესახებები არიან. ჩვენ აშშ-ის პრეზიდენტობის ახალგაზრდობის ფოტოებს გთავაზობთ. მათი უმრავლესობა პრეზიდენტობამდე უბრალო სამუშაოზე მუშაობდა და ცხოვრების საკმაოდ რთული გზა ჰქონდათ. მაგალითად, ჰარი ტრუმენი მატარებლის კონტროლიორი იყო, ხოლო ენდრიუ ჯონსონი მკერავი.ბარაკ ობამა, 18 წლისთეოდორ რუზველტი, 20 წლისჯონ კენედი, 21 წლის და 20 წლისჟერარდ ფორდი, 18 და 20 წლისაბრაამ ლინკოლნი, 30 წელს გადაცილებული
წაკითხვა
ანჯელინა ჯოლიმ Netflix-თან ერთად ახალი ფილმი გადაიღო - ტრეილერი
გამოქვეყნებულია: 2017-02-08 15:04:00
ანჯელინა ჯოლიმ ახალი ფილმი გადაიღო. ეს მსახიობის რიგით მესამე რეჟისორული ნამუშევარია. მართალია, მისი ფილმები ოსკარების ნომინანტი ჯერ ვერ გახდა, თუმცა კრიტიკოსების დადებითი შეფასებები უკვე დაიმსახურა. ანჯელინამ Netflix-თან ერთად ახალი ფილმი First They Killed My Father გადაიღო. ფილმი კომუნისტურ პარტიას, Khmer Rouge-ს შეეხება, რომელმაც კამბოჯაში 1970 წლიდან დღემდე ორ მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. სიუჟეტი კამბოჯელი აქტივისტის, ლუნგ ანგის ამავე სახელწოდების მემუარებს ეყრდნობა. ფილმი 2000-ზე მეტ ნამდვილ ისტორიაზე ინება დაფუძნებული. 
წაკითხვა
შავი ზღვა გაიყინა - კადრები ოდესიდან
გამოქვეყნებულია: 2017-02-08 11:22:00
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოდესის სანაპიროსთან, შავი ზღვა ყინულის ფენით დაიფარა. შესაბამის ფოტო და ვიდეომასალას ადგილობრივების სოციალურ ქსელებში ავრცელებენ.
წაკითხვა
როგორი იქნებოდა ცნობილი ფილმები, რუსეთში რომ გადაეღოთ
გამოქვეყნებულია: 2017-02-07 21:43:00
წაკითხვა
ბარაკ ობამა სერფინგით ერთობა - ყოფილი პრეზიდენტის მხიარული თავგადასავალი
გამოქვეყნებულია: 2017-02-07 19:32:00
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა მილიონერ მეგობართან, რიჩარდ ბრენსონთან ერთად ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე სერფინგით ერთობა.ბარაკ ობამასთან ერთად ვირჯინიის კუნძულებზე ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამაც ისვენებს. ახლა უკვე ობამას აღარ აქვს სახელმწიფო პირის შეზღუდვები, შესაბამისად მას თავისუფლად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სათავგადასავლო აქტივობებში. 
წაკითხვა
პირველი ვერტიკალური ტყე აზიაში - 3 000 მცენარე და უხვი ჟანგბადი
გამოქვეყნებულია: 2017-02-07 12:55:00
ვერტიკალური ტყე ჩინეთის ახალი საოცრებაა. ნანიინგის პროვინციაში მდებარე შენობები, მწვანე საფარითაა დაფარული. ისინი დღეში 132 გირვანქა (60კგ) ჟანგბადს გამოიმუშავებენ.ამ კომპლექსს ნანიინგის ტყეს ეძახიან და მისი სრულად დასრულება 2018 წლისათვისაა დაგეგმილი. ეს იქნება აზიაში პირველი ვერტიკალური ტყე. პროექტი იტალიელმა არქიტექტორმა სტეფანო ბოერიმ დააპროექტა. ყველაზე მაღალ შენობებში განთავსებულია ოფისები, მუზეუმები, მწვანე არქიტექტურის სკოლა, კლუბები, აუზები და ასე შემდეგ. აივნებიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედები, რომელიც ნებისმიერ ადამიანს მონუსხავს. არქიტექტორი სტეფანო ცნობილია მწვანე შენობებით, მან უკვე დააპროექტა მსგავსი შენობები იტალისა და შვეიცარიაში.
წაკითხვა
როგორ შეიყვარეს ჩეხებმა ხაჭაპური - პრაღის ქართული გემო
გამოქვეყნებულია: 2017-02-06 20:26:00
წაკითხვა
სახალისო ფოტოები - ფოტოგრაფიისა და "ფოტოშოპის" კრეატიული სინთეზი
გამოქვეყნებულია: 2017-02-06 18:58:00
ფოტოხელოვანმა ჯეიმს პოპსისმა კრეატიული ფოტოების სერია შექმნა. მისი აზრით, ყოველდღიური ფოტოგრაფია უკვე მოსაწყენი გახდა, ამიტომ მას გახალისება სჭირდება. სწორედ ამიტომ ფოტოხელოვანმა ფოტოები დაამუშავა და ფოტოშოპის მეშვეობით ახალი შედევრები შექმნა. რეალურ სამყაროს ამსახველ კადრებს მხიარული ელემენტები შემატა და ამით კრეატივს მარილიც მოაყარა.მისი ნამუშევრების უმრავლესობა ლონდონში, სიდნეისა და ახალ ზელანდიაშია გადაღებული. #1 ცხოვრება სიმაღლეზე#მთვარეზე გასეირნება#3 "ვაიფაის" გარეშე#4 პარასკევი#5 დინების საპირისპიროდ#6  გასეირნება სადილის დროს#7 შეხვევა#8 შეჭრასხვა ფოტოები იხილეთ ფოტოხელოვანის ინსტაგრამ გვერდზე.
წაკითხვა
ჩაკეტე გასაღებით სოციალური ქსელი - ორმაგი დაცვა ფეისბუქისგან
გამოქვეყნებულია: 2017-02-06 16:45:00
სოციალური ქსელი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამაზე უკვე აღარ ვდაობთ. შესაბამისად ჩვენი ანგარიშების უსაფთრხოება ინტერნეტში წინა პლანზე იწევს. ვის გვინდა, ერთ დღესაც სოციალური ქსელის ანგარიში გაგვიტეხონ და ჩვენი პირადი ინფორმაცია მოიპარონ? - ბუნებრივია, არავის.სწორედ ამიტომ, Facebook დიდ ყურადღებას უთმობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ამბებს. რამდენიმე კვირის წინ მან სპეციალური პორტალიც კი შესთავაზა ამ მხრივ ყველაზე საყურადღებო და საფრთხილო სეგმენტს – მშობლებსა და თინეიჯერებს.facebook ანგარიშებისთვის არსებობს ე.წ. ორნაბიჯიანი დაცვა, რომელიც მობილურზე sms-ად მოსულ კოდს მოითხოვს, მაგრამ ეს ხელსაწყო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას ვერ აგვარებს.Facebook – მა გადაწყვიტა უსაფრთხოების მაქსიმალურად დასაცავად ხელშესახები გასაღები შეექმნა. Login approvals – ორსაფეხურიანი დაცვის სისტემაა, რომელიც თქვენს პირად ანგარიშს იცავს უცხო ხელში აღმოჩენისგან. ნაკლებად სავარაუდოა, ყოველ წამს მობილურზე გვქონდეს წვდომა – შეიძლება დაჯდეს, დაიკარგოს ან უბრალოდ არ ფუნქციონირებდეს. ამ დროს უცხო desktop-იდან თქვენს ანგარიშზე შესვლა დამატებით ძალისხმევასა და დროს მოითხოვს.Facebook – ის შემოთავაზება, ,,ხელშესახები გასაღები”, მომხმარებლს დამატებით უსაფრთხოებასა და კომფორტს სთავაზობს. თქვენ შეგიძლიათ, ანგარიშს დაუკავშიროთ ახალი ხელსაწყო, რომელიც USB-სთან იქნება ინტეგრირებული.Facebook Security Settings -ში შესვლის შემდეგ, როგორც ამას ქვემოთ ხედავთ, შეძლებთ გაააქტიუროთ ფუნქცია. მნიშვნელოვანია, რომ ხელშესახები გასაღები არა მხოლოდ facebook ანგარიშისთვის, არამედ google, dropbox და სხვა პლატფორმებისთვისაც იმუშავებს. ფუნქციის გამოსაყენებლად არ დაგავიწყდეთ chrome-ის უახლესი ვერსიის დაყენება.გასაღების შეძენა შეგიძლიათ ამ ლინკზე.წყარო: socialsharks
წაკითხვა
ევროპის ქვეყნები ერთმანეთს მეორე ადგილის დასაკავებლად ეჯიბრებიან - ვირუსული ვიდეოები ტრამპის წინააღმდეგ
გამოქვეყნებულია: 2017-02-05 15:46:00
ინტერნეტში ახალი ვირუსული ვიდეოები გამოჩნდა. ეს უკანასკნელი კი ტრამპის წინააღმდეგაა მიმართული. მისი საარჩევნო მესიჯი "ამერიკა პირველი" - ვირუსული კამპანიის მაპროვოცირებელი გახდა. ევროპის ქვეყნები ამერიკას პირველ ადგილში არ ეცილებიან, ისინი საკუთარი ვიდეოებით ცდილობენ მეორე ადგილი დაიკავონ.​პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი ვიდეო შექმნა ნიდერლანდები იყო, მას სხვა ევროპულმა ქვეყნებმაც მიბაძეს. ვიდეოების შექმნა ჯერ კიდევ გრძელდება. #1 ლიტვა#2 ნიდერლანდები#3 შვეიცარია#4 პორტუგალია#5 გერმანია#6 დანია#7 ბელგია
წაკითხვა
რა არის შენი ბედნიერება? - ქუჩის გამოკითხვა [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-02-03 21:42:00
საზოგადოებრივის მულტიმედია ჯგუფი ქუჩაში პოზიტიური კითხვით გავიდა. რა არის შენი ბედნიერება? - ეს კითხვა სხვადასხვა ასაკისა და სქესის ადამიანებს დავუსვით. მათი პასუხები სპონტანური და საინტერესოა. "სიყვარული, შვილები, ჭამა, ვარჯიში" - ეს პასუხების მცირე ჩამონათვალია. ვნახოთ, რა აგრძნობინებთ ადამიანებს ბედნიერებას. 
წაკითხვა
გაიცანით მსოფლიოში ყველაზე მოხუცი ქირურგი, რომელიც დღეში 4 ოპერაციას აკეთებს
გამოქვეყნებულია: 2017-02-03 14:31:00
თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ასაკში ხართ და პროფესიულ მოვალეობას ვეღარ შეასრულებთ, ე.ი. თქვენ ალა ლევუშკინას არ შეხვედრიხართ. ეს არის 89 წლის რუსი ქირურგი, რომელიც დღეში 4 ოპერაციას ატარებს. იგი მოსკოვის მახლობლად, ქალაქ რიაზანის საავადმყოფოში მუშაობს. 89 წლის ალა რიაზანში ცხოვრობს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დისშვილსა და 8 კატას უვლის. ის უკვე 67 წელია ქირურგია და ჯამში 10 000-ზე მეტი ოპერაცია აქვს ჩატარებული. "იყო ექიმი, ეს არაა პროფესია, ეს ცხოვრების სტილია", - ამბობს 89 წლის ალა ლევუშკინა.როდესაც მას ეკითხებიან, აპირებს თუ არა პენსიაში გასვლას, ის პასუხობს: "კი მაგრამ, მე თუ არა გავაკეთე ოპერაციები, სხვა ვინ გააკეთებს"რა არის მისი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო? - ამაზე ალას პასუხი არა აქვს. ის უბრალოდ ამბობს, რომ ჭამს ყველაფერს, იცინის და ტირის ბევრს.
წაკითხვა
„წიგნების თაროს“ ახალი რეკორდსმენი ჰყავს - ინტერვიუ თორნიკე კობალაძესთან
გამოქვეყნებულია: 2017-02-01 17:57:00
საზოგადოებრივის გადაცემას „წიგნების თაროს“ რეკორდსმენი ჰყავს. თორნიკე კობალაძემ ბლიცის ახალი რეკორდი დაამყარა. თორნიკე პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა. 6 წლიდან აქტიურად კითხულობს მხატვრულ ლიტერატურას. ახლა 16 წლისაა და ჯამში წიგნების კითხვის 10-წლიანი გამოცდილება დაუგროვდა. მის ცხოვრებაში ლიტერატურას დიდი ადგილი უკავია. კითხვა საშუალებაა, რომლითაც შემეცნების ახალ გზებს პოულობს.თორნიკე კობალაძე: ლიტერატურასთან ჩემი შეხება 6 წლიდან იწყება. პირველი წიგნი „სალამურას თავგადასავალი“ იყო.  ლიტერატურასთან დაახლოება ტელევიზიის დამსახურებაცაა. სანდრო ლორთქიფანიძის გადაცემას „სარჩევს“ ვუყურებდი ხოლმე, რამაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე.
წაკითხვა
ფოტოები, რომლებიც ირანელ ქალებზე არსებულ სტერეოტიპებს დაამსხვრევს
გამოქვეყნებულია: 2017-02-01 14:06:00
დღეს, 1 თებერვალს, მსოფლიო ჰიჯაბის დღეს აღნიშნავს. ეს დღე პირველად 2013 წელს აღინიშნა, რათა მსოფლიოს გაეგო, თუ რატომ ატარებენ მუსლიმი ქალები თავსაბურავს. დღემდე დიდი კამათი მიმდინარეობს ქალთა უფლებებზე აღმოსავლეთის ქვეყნებში. დასავლეთში თვლიან, რომ ქალები ჰიჯაბს ძალდატანებით ატარებენ. თუმცა, ეს მათი კულტურის და იდენტობის გამოხატულებაა. ადამიანების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქალები რომლებიც ჰიჯაბს ატარებენ უბედურები და სუსტები არიან. ეს ბუნებრივია სტერეოტიპია. ჩვენ შევეცდებით თანამედროვე ირანელი ქალის სახე დაგანახოთ. ფოტოები გვაჩვენებს, რომ ჰიჯაბი არ გამორიცხავს იყო ძლიერი, თანამედროვე და მოდური ქალი.
წაკითხვა
ფოტოგრაფმა 6 ებრაელი გოგონა 5 წლიან შუალედში გადაიღო
გამოქვეყნებულია: 2017-01-30 20:38:00
2011 წელს ფოტოგრაფმა ნეთა დრორმა 6 ებრაელი გოგონა 15 წლის ასაკში გადაიღო. 5 წლის შემდეგ ის ისრაელში დაბრუნდა, იპოვა გოგონები და ისინი უკვე 16 წლის ასაკში გადაიღო.დოკუმენტური ფოტოები გვანახებს, თუ როგორ შეიცვალნენ ებრაელი გოგონები. ფოტოგრაფის თქმით, ვიზუალურ ცვლილებებზე მეტად პიროვნული ცვლილებებია საინტერესო. თუ როგორ ხედავენ ეს ადამიანები საკუთარ თავს და როგორ პოზირებენ კამერის წინ.ნეთა დრორმა აღნიშნული ფოტოები პირველად გაასაჯაროვა.#1 აჰიონამი, 11 და 16 წლის ასაკში#2 კაილა, 11 და 16 წლის ასაკში#3 ნაომი, 11 და 16 წლის ასაკში#4 ტაირი, 11 და 16 წლის ასაკში#5 დანა, 11 და 16 წლის ასაკში#6 ზივი, 11 და 16 წლის ასაკში
წაკითხვა