საზოგადოებრივი
104.5 FM
როგორ გამოიყურებიან ჩვენი საყვარელი სარეკლამო გმირები ახლა - ფოტოამბავი
გამოქვეყნებულია: 2017-01-29 14:26:00
წაკითხვა
თევზის თვალები - ის რაც მძიმე დღის შემდეგ გჭირდებათ
გამოქვეყნებულია: 2017-01-29 13:22:00
გქონდათ ცუდი დღე? - ან თქვენი შვილები თქვენს ნერვებზე თამაშობენ? - მაშინ სცადეთ "თევზის თვალები" - წერს AliaGraceDolls. ონლაინ მაღაზია თევზებს უშვებს, რომელიც თვალებზე უნდა დაიდოთ. როგორც შემქმნელები გვეუბნებიან, ჯადოსნური თევზები ჩვენს დასვენებაზე იზრუნებენ."როგორც კი თვალებს დახუჭავთ, თქვენთვის საოცარ სამყაროში აღმოჩნდებით. თევზის თვალები განტვირთვის და დასვენების საუკეთესო საშუალებაა", - ვკითხულობთ ონლაინ მაღაზიის ვებგვერდზე.თევზები ხელნაკეთი ნივთების ონლაინ მაღაზია Etsy-ში იყიდება. 
წაკითხვა
რა "მოიპარა" La La Land-მა - ვიდეოამბავი "ოსკარების" 14 ნომინაციის პრეტენდენტ ფილმზე
გამოქვეყნებულია: 2017-01-27 14:18:00
"ლა ლა ლენდი" წელს "ოსკარების" მთავარ ტრიუმფატორად განიხილება. იგი 14 ნომინაციით უპირობო ლიდერია. დემიენ შაზელის 2016 წლის მიუზიკლმა მსოფლიო აუდიტორიის ყურადღება მიიპყრო. კინოექსპერტების შეფასებით, ფილმი ბოლო დროის გენიალურ ნამუშევრებს შორის გარანტირებულ ადგილს იკავებს.არაჩვეულებრივი მიუზიკლის უკან ისეთი კადრები იმალება, რომელიც სხვა ფილმებში მრავალგზის გვინახავს. ვიდეოედითორმა სარა პრესიადომ სპეციალური ვიდეო შექმნა, სადაც "ლა ლა ლენდი" სხვადასხვა მიუზიკლებსაა შედარებული და არის "რეფერენსი". ფილმში ვხვდებით ისეთ კადრებს, რომლის მსგავსი, სხვა ცნობილ მიუზიკლებში უკვე გვინახავს. სარა პრესიადოს "რეფერენს" ვიდეო:La La Land - Movie References from Sara Preciado on Vimeo.
წაკითხვა
როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდები ერთმანეთის შეფუთვაში - კრეატიული ილუსტრაციები
გამოქვეყნებულია: 2017-01-25 19:39:00
"ატომიკ სტუდიომ" ახალი ილუსტრაციების სერია შექმნა. "ცნობილი ბრენდების მიქსი" - ასეთია პროექტის სახელწოდება. შინაარსი კი შემდეგში მდგომარეობს. ბრენდები შეფუთვას იცვლიან და ერთმანეთის "ტყავში" ჯდებიან. ილუსტრაციებში თქვენ აღმოაჩენთ სარეცხი ფხვნილის კოლოფში მოთავსებულ პეპსის, ლიმონათის ბოთლში მოთავსებულ "ტაიდის", პაშტეტის ყუთში მოთავსებულ "მალბოროს" და ასე შემდეგ.
წაკითხვა
#Sadmelania - სოციალური ქსელი სევდიან მელანიაზე ღელავს
გამოქვეყნებულია: 2017-01-24 19:56:00
წაკითხვა
"ოსკარების" ნომინანტები: სრული სია და რეკორდსმენი "ლა ლა ლენდი"
გამოქვეყნებულია: 2017-01-24 18:07:00
ოსკარების ნომინანტები დასახელდნენ. წელს რეკორდსმენი ფილმი, ახალგაზრდა რეჟისორის დემიენ შაზელის ნამუშევარი - "ლა ლა ლენდი" აღმოჩნა. მხატვრული სურათი 14 ნომინაციაშია წარდგენილი."ლა ლა ლენდს" 8 ნომინაციით, "ჩამოსვლა" და "მთვარის შუქი" მიჰყვებიან, ხოლო 6-6 ნომინაცია "სინდისის ქენჯნამ", "ლომმა" და "მანჩესტერი ზღვასთან" მიიღო."ოსკარების" დაჯილდოების ცერემონიალი 26 თებერვალს გაიმართება.გთავაზობთ ნომინანტების სრულ სიას:საუკეთესო ფილმი: ჩამოსვლა - Arrivalწინაღობანი - Fencesსინდისის ქეჯნა - Hacksaw Ridgeნებისმიერ ფასად - Hell or High waterდამალული ფიგურები - Hidden Figuresლა ლა ლენდი - La La Landლომი - Lion მანჩესტერი ზღვასთან - Manchester By The Seaმთვარის შუქი - Moonlight
წაკითხვა
ტესტი: როგორ აღგიქვამს ხალხი და როგორი ხარ რეალურად
გამოქვეყნებულია: 2017-01-24 16:31:00
წესები მარტივია, გამოგვყევი და გაიგე როგორ გხედავენ გარშემომყოფები და როგორი ხარ სინამდვილეში. მზად ხარ? - მაშინ დავიწყოთ.ინსტრუქციები:აიღე ფურცელი და კალამი ჩამოწერე სამი ცხოველი, შემდეგი წესების დაცვით:#1 შენი საყვარელი ცხოველი#2 ცხოველი, რომელსაც სახლში აცხოვრებდი#3 შენი მეორე საყვარელი ცხოველი, თუნდაც გარეულიახლა ქვემოთ შეხედე ცხოველების ლისტს და აღმოაჩინე შენი თვისებები, შემდეგი ინსტრუქციის მიხედვით:პირველი ცხოველის თვისებები - აი, ასეთი ხარ რეალურადმეორე ცხოველის თვისებები - ასე გხედავს ხალხიმესამე ცხოველის თვისებები - ასეთი გგონია შენი თავიკატა: დამოუკიდებელი, სექსუალური, თავისუფლად მოაზროვნე, ღამის ცხოვრების მოყვარული, ლიდერი, მომთხოვნიდათვი: ღრმად მოაზროვნე, მფარველი, მეოცნებე, წყნარი, მესაიდუმლემაიმუნი: სანდო, მხიარული, სასაცილო, პრაქტიკული, მრავალმხრივი, მარჯვე, გაიძვერაძაღლი:  ლოიალური, თავმდაბალი, მეგობრული, მამაცი, დამცველი, დამჯერი, მესაიდუმლეთაგვი:  შრომისმოყვარე, საიმედო, მორიდებული, მორცხვი, უბრალოკურდღელი: თავმდაბალი, ეშმაკი, სწრაფი, ნერვიული, ჩუმიენოტი: მოძრავი, პასუხისმგებლიანი, ეჭვიანი, ინტელექტუალი, ღამის ცხოვრების მოყვარულისპილო: თვითდარწმუნებული, მშვიდობიანი, დამცველი, გამტანი, ჯიუტილომი: ძლიერი, მომთმენი, დამცველი, თვითდაჯერებული, მშვიდი, ოჯახური ღირებულებების მატარებელიმელია: მა
წაკითხვა
ოსკარების თაიმლაინი - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
გამოქვეყნებულია: 2017-01-24 14:21:00
წაკითხვა
4 გზა, თუ როგორ დავუჭიროთ მხარი "მის სამყაროზე" საქართველოს წარმომადგენელს
გამოქვეყნებულია: 2017-01-24 12:31:00
წელს "მის სამყაროზე" საქართველოს ნუკი ყარალაშვილი წარადგენს. სილამაზის კონკურსი ფილიპინებში გაიმართება და Fox-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა. სილამაზის საერთაშორისო კონკურსი სტარტს 29 იანვარს აიღებს, მანამდე კი, მსოფლიოს ლამაზმანები რთულ მოსამზადებელ ეტაპს გადიან.კონკურსში წელს 86 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. "სილამაზის გვირგვინის მფლობელი მხოლოდ ერთი მათგანი გახდება, რაც მის ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის", - ვკითხულობთ ღონისძიების ოფიციალურ გვერდზე."მის სამყაროს" გამოსავლენად ხალხის გამოკითხვაც მიმდინარეობს. ჩვენ გთავაზობთ 4 გზას, თუ როგორ შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელს.
წაკითხვა
ტრამპი ხალხს ინაუგურაციაზე დასწრებას სთხოვს, ხალხის პასუხები საოცარია
გამოქვეყნებულია: 2017-01-20 16:43:00
სოციალურ ქსელში მაიკ პენსი ტრამპის ვიდეოს ავრცელებს, სადაც ის საზოგადოებას საკუთარ ინაუგურაციაზე პატიჟებს. ტრამპის თქმით, ინაუგურაცია ფანტასტიური იქნება. "ჩვენ ვაპირებთ, რომ რაღაც წარმოუდგენელი გავაკეთოთ", - ამბობს ტრამპი ვიდეომიმართვაში. თუმცა, ამერიკელების კომენტარები არაერთგვაროვანია. მათი დიდი ნაწილი, ინაუგურაციაზე დასწრებას არ აპირებს და ამას, სხვადასხვა სახალისო მიზეზით ხსნის. ჩვენ საუკეთესო კომენტარებს შემოგთავაზებთ."არ შემიძლია ამის გაკეთება, მაგრამ მე აუცილებლად ჩავერთვები იმპიჩმენტის პროცედურებში""იმასთან ერთად, რომ ჩემს ძაღლს ანალური ჯირკვლები აღმოაჩნდა, დაკავებული ვარ. ჩემს სტუდენტებს ვასწავლი მნიშვნელობას ზედსართავ სახელისა და ზმნიზედისა, რათა არასდროს იხმარონ სიტყვა "ძალიან მნიშნვნელოვნად"."არა! დაკავებული ვიქნები, საღამოს მერილ სტრიპის ფილმს უნდა ვუყურო".
წაკითხვა
სად იცხოვრებენ ობამები თეთრი სახლის დატოვების შემდეგ - ფოტოამბავი
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 18:54:00
დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, ობამების ოჯახი თეთრ სახლს დაემშვიდობება და ძველ ცხოვრებას დაუბრუნდება. თუმცა, ისინი ძველ სახლში ვერ დაბრუნდებიან, რადგან მათი უფროსი ქალშვილი საშა ჯერ კიდევ ვაშინგტონში სწავლობს, ამიტომ ობამებს რამდენიმე წელი კვლავ დედაქალაქში მოუწევთ ცხოვრება.ობამები კალორამაში გადაცხოვრდებიან, რომელიც Washington DC-ისგან სულ რამდენიმე მილის დაშორებით მდებარეობს. ამ ადგილას ძირითადად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ცხოვრობენ.ობამები 9 საძინებლიან და 8 აბაზანიან ბინას ქირაობენ. ადრე ამ ბინაში კლინტონის პრეს-მდივანი და მისი მეუღლე ცხოვრობდნენ, რომლებიც აპარტამენტში 5.3 მილიონ დოლარს იხდიდნენ.ახლა კი, გადავხედოთ ბინას, სადაც ობამები იცხოვრებენ.
წაკითხვა
სინათლის სვეტები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან - არაჩვეულებრივი ფოტოამბავი
გამოქვეყნებულია: 2017-01-16 17:30:00
როდესაც ჩვენ გვძინავს, გარეთ შეიძლება საოცარი ამბები ხდებოდეს. ფოტოგრაფი ტიმოთი ჯოზეფ ელზინა ერთ ღამესაც 2 წლის შვილმა გააღვიძა, რომელიც ღამის ნათებით იყო გაოცებული. ტიმოთიმ მალევე მოიმარჯვა კამერა და არაჩვეულებრივი ფოტოები გადაიღო. მან ამ მოვლენას "სინათლის სვეტები" უწოდა."თავდაპირველად ვიფიქრე, რომ ეს ჩრდილოეთის ნათება იყო, ვინაიდან ჩვენ ამ დრომდე კანადაში ვცხოვრობდით", - განაცხადა ტიმოთიმ. მისი თქმით, სინათლის სვეტები ძალიან მკვეთრი იყო და ფოტოებიც არაჩვეულებრივი გამოვიდა.სინათლის სვეტები ეს არის ატმოსფერული ოპტიკური ფენომენი, რომელიც სინათლისა და ყინულის კრისტალების ურთიერთქმედებით მიიღება. ჩვენ სხვადასხვა ადგილას გადაღებული "სინათლის ფოტოები" ერთ პოსტში გავაერთიანეთ.ტიმოთის მიერ გადაღებული ფოტოები ჩრდილოეთ ონტარიოში:იხილეთ ვიდეო:სინათლის სვეტები ალასკაშისინათლის სვეტები ნორვეგიაშისინათლის სვეტები რუსეთშისინათლის სვეტები ფინეთშისინათლის სვეტები მიჩიგანშიფინეთი
წაკითხვა
ბავშვი ბერები ჰიმალაიზე - ფოტოებით ნაამბობი ტიბეტური ტრადიცია
გამოქვეყნებულია: 2017-01-13 12:48:00
ჰიმალაიზე ახალგაზრდა და ახალბედა ბერები ცხოვრობენ. ისინი მეწამულ სამოსში არიან შემოსილები და მომავალი ცხოვრებისთვის ემზადებიან. სწავლობენ და ახალ ცხოვრებას ეჩვევიან. პატარა ბერები მე-15 საუკუნის მონასტერში ცხოვრობენ. ამ მიწას - ლეჰ ინ ლადახ-ს უწოდებენ. ეს მიწა მეორენაირად ცნობილია, როგორც მიწის მაღალი უღელტეხილი, ინდოეთის ადმინისტრაციაში შემავალი - ქაშმირი. ეს მიწა პაკისტანსა და ინდოეთს შორის სადავო ტერიტორიაზე მდებარეობს.მონასტერი 3000 მემტრის სიმაღლის კლდეზე მდებარეობს. მონასტრიდან ულამაზესი ხედები იშლება. თავად რელიგიურ კომპლექს ტიქსი ეწოდება, სადაც ე.წ. ყვითელქუდიანები არიან გაერთიანებულნი. ეს უკანასკნელნი ტიბეტური ბუდიზმის წარმომადგენლები არიან.ტიბეტური ბუდიზმი ეს არის რელიგია დევნილობაში. როდესაც ტიბიტელებმა ჩინეთის დაპყრობების გამო საკუთარი მიწა დაკარგეს, ბევრი ტიბეტელი ოჯახი ინდოეთში გადასახლდა. ახლა ტიბეტელები ოჯახიდან მხოლოდ ერთ შვილს აგზავნიან მონასტერში, რათა მათ ისწავლონ საკუთარი რელიგია, ისტორია, ენა და კულტურა.
წაკითხვა
„საქართველო, მზად ხარ 20 მაისისთვის?“ – „აეროსმიტის“ ოფიციალური განცხადება
გამოქვეყნებულია: 2017-01-12 17:41:00
„საქართველო, მზად ხარ 20 მაისისთვის?“ – „აეროსმიტის“ ოფიციალურ „ facebook გვერდზე კიდევ ერთი ანონსი დაიდო. საიტზე უკვე იყიდება ტურის მაისურები, რომლებზეც ტურნეს მთავარი ფრაზაა გამოსახული – „Aero-Vederci, Baby“. 2017 წლის 20 მაისს, შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული ამერიკული როკ-ჯგუფი „აეროსმიტი“ კონცერტს გამართავს. კონცერტი იმ ტურნეს ფარგლებში გაიმართება, რომელიც ამ წლის განმავლობაში ჯგუფს ევროპის მასშტაბით აქვს.
წაკითხვა
ირანელი ქალების მისტიკური თავსაბურავები - ქალი ირანში
გამოქვეყნებულია: 2017-01-11 17:41:00
ისლამი ქალს ავალდებულებს საზოგადოებაში სახე და სხეულის ნაწილები დამალოს. ეს ტრადიცია ისლამის რელიგიად ჩამოყალიბების პირველივე წლებიდან იღებს სათავეს. ქალის თავსაბურავები სხვადასხვა სახის არსებობს: ჰიჯაბი - ჩანს სახე და იფარება თმა, ყურები და მხრების ნაწილები.ამირას ჰიჯაბი - ეს თავსაბურავი ორი ნაწილისგან შედგება და ქალის მხრებსაც ფარავს.ხიმარი - ეს არის მოსასხამი, რომელშიც სახე ჩანს. ჩამოდის მუცლის ბოლომდე. ჩადრი - გრძელი მოსასხამი, რომელიც ფარავს მთელ ტანს.ნიქაბი - თავსაბურავი, რომელიც მთლიანად ფარავს სახეს, ჩანს მხოლოდ თვალები.ფარანჯა - მთლიანად ფარავს სხეულს და სახეს, თვალების ჭრილი დაფარულია მჭიდრო ბადით.BBC სპეციალურ მასალას აქვეყნებს, სადაც ირანელი ქალის თავსაბურავების მისტიკური და საინტერესო სახეობებია წარმოდგენილი. 
წაკითხვა
თბილისი 21 საუკეთესო ქალაქს შორის მოხვდა - მსოფლიოს უცნობი ქალაქები
გამოქვეყნებულია: 2017-01-11 16:56:00
წაკითხვა
„ფოტოგრაფები კომბლესავით ვაგროვებთ ფოტოებს და ჭერში ვაწყობთ“ - ვახო ხეთაგური პროექტში #თქვი
გამოქვეყნებულია: 2017-01-10 16:39:00
პროექტ #თქვის სტუმარი ამჯერად ვახო ხეთაგურია. ახალგაზრდა ფოტოგრაფი რამდენიმე წუთით საკუთარ კამერას გვერდზე დებს და ჩვენი ობიექტივის პირისპირ რჩება. რეალურსა და ირეარულ სამყაროს შორის გაჭედილი ხელოვანის მთავარი სათქმელი გადაცემის მთავარი თემაა. ის ლაპარაკობს ყველაფერზე, რაც უხარია და რაც აწუხებს. კადრში დაჭერილი სამყარო, თანამედროვე ფოტოგრაფიის გამოწვევები და უბრალოდ, ხელოვანის თვალით დანახული სამყარო სულ რამდენიმე წუთს წაგართმევთ. ასე რომ, თქვენს წინაშეა #თქვის შემდეგი სტუმარი, ვახო ხეთაგური.
წაკითხვა
ფისომოყვარულები სოციალურ ქსელში - გაიცანით "ქართველი" კატები
გამოქვეყნებულია: 2017-01-05 14:47:00
ცოტა თქვენგანმა თუ იცის, რომ სოციალურ ქსელში ფისომოყვარულთათვის სპეციალური ჯგუფია შექმნილი. კატების პატრონები ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ. ჯგუფს დიდი ხნის ისტორია აქვს. ის წლების განმავლობაში არსებობს და საკმაოდ აქტიურიცაა. ჯგუფი 30 000-მდე ფისომოყვარულს ითვლის. ეს მათთვის ინფორმაციის მიღების მთავარი პლატფორმაა. აქ ათასობით "ქართველი" კატის ფოტო იყრის თავს.მოდით, ჯგუფშიც შევიხედოთ და პოსტებს გადავხედოთ.რჩევები, კატის შესახებ ინფორმაციის გაზიარება, ფისოების ყიდვა-გაჩუქება, დახმარება, შეჯვარება  - ეს ყველაფერი ამ ჯგუფშია შესაძლებელი. ასე რომ, თქვენ თუ ფისოს პატრონი ხართ და არ იცით, საიდან მიიღოთ ინფორმაცია, ეს ჯგუფი ნამდვილად დაგეხმარებათ.
წაკითხვა
მსოფლიოს ყველაზე მისტიური და საშიში შენობები
გამოქვეყნებულია: 2017-01-04 13:50:00
გგონია რომ მსოფლიოში ყველა გასაოცარი შენობა იცი? ან სულაც გინდა რომ ყველაზე უცნაური და საშიში შენობები ნახო? - მაშინ, მოგვყევი. ჩვენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ყველაზე მისტიურ შენობებს დაგათვალიერებინებთ, რომლებიც დამთვალიერებლების ყურადღებას ყოველთვის იპყრობენ. #1 ფილადელფიის ქალაქის ჰოლი, აშშ#2 მაჰანახონის ცათამბჯენი, ბანგოკი, ტაილანდი#3 პოლიგონ რივიერა, საფრანგეთი#4 ექსპერიმენტული მედიცინის ცენტრი, ბერლინი, გერმანია#5 Buzludzha, ბულგარეთი#6 რივერსაიდის მუზეუმი, გლაზგო, დიდი ბრიტანეთი
წაკითხვა
"შერლოკი" ახალ სეზონში თბილისში მომხდარ მოვლენას იძიებს
გამოქვეყნებულია: 2017-01-03 17:48:00
ცნობილი ბრიტანული სერიალის "შერლოკის" მეოთხე სეზონის პირველ ეპიზოდში მთავარი გმირი თბილისში, 6 წლის წინ მომხდარ შემთხვევას იძიებს. შერლოკი ინტერესდება, თუ რატომ ანადგურებენ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის თაბაშირის ბიუსტებს, ძიებას კი დოქტორ უოტსონის ცოლის, მერი უოტსონის წარსულთან მივყავართ.ყოფილი პრემიერის ბიუსტების განადგურება და მის გარშემო განვითარებული ბუნდოვანი მოვლენები  საქართველოში მომხდარ ამბებს უკავშირდება.ეპიზოდში, საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ჩანს, სადაც უკანა ფონზე საქართველოს დროშის ამოცნობაც არ გაგიჭირდებათ.
წაკითხვა