საზოგადოებრივი
104.5 FM
რას ვიყიდი, როცა მილიონერი გავხდები - 21 საინტერესო ნივთი
გამოქვეყნებულია: 2017-01-03 14:54:00
"რას ვიყიდი, როცა მილიონერი გავხდები" - ამ სათაურით სტატიას პოპულარული გამოცემა Brightside.me აქვეყნებს. პოსტში 21 კრეატიული ნივთია მოყვანილი, რომლის ყიდვასაც მხოლოდ მაშინ შევძლებთ, თუ მილიონრები გავხდებით.საყვარელი ხის სახლი - ბავშვობის ოცნების ასასრულებლადსარწეველა საწოლი - ყველაზე ტკბილი ძილისათვისტანსაცმლის კარადაში დამალული წყლის სლაიდი - გარდაქმენი საწოლი ოთახი აუზადსახლის კინოთეატრიკოსმიური საწოლიწყალსზედა საწოლისაწოლი ოთახი, მოძრავი კედლებითმაგიური ნათურა თქვენს ოთახს აღმოსავლური ცივილიზაციის სასახლედ აქცევსშიდა და გარე აუზიკატების გადაადგილების სისტემასახლი მინებით - ხედი ტბას გ
წაკითხვა
როგორ ხვდებიან ახალ წელს პოლიტიკოსები - პარლამენტარების საახალწლო სამზადისი
გამოქვეყნებულია: 2016-12-31 15:39:00
ისევე, როგორც ყველა ქართული ოჯახი, პარლამენტარებიც განსაკუთრებულად ემზადებიან ახალი წლისათვის. საახალწლო მზადება, სუფრა, ტრადიციები, სასიამოვნო მოგონებები, ის თემებია, რომელზეც პარლამენტარები საზოგადოებრივთან საუბრისას ჰყვებიან. მოდით, ვნახოთ როგორ ემზადებიან პოლიტიკოსები საახალწლოდ.  მანანა კობახიძე: ახალ წელს ოჯახში ვხვდები. არაფერი განსაკუთრებული. როგორც ყველა ქართულ ოჯახშია, ჩვენც ისე ვემზადებით საახალწლოდ. განსაკუთრებით, 12 საათიდან ვცდილობთ ხოლმე რომ ყველას შევეხმიანოთ და მივულოცოთ. ესენი იქნებიან მეზობლები, ნათესავები თუ უბრალოდ, ახლობლები. საახალწლო სუფრა: პირადად ვამზადებ ყველაფერს. ეს გარკვეული სიამოვნებაცაა ჩემთვის. ყველაზე კარგად ალბათ საცივი გამომდის. ეს მაინც ტრადიციული კერძია, რომელსაც ყველა ოჯახში ამზადებენ და ყველას თავისი საიდუმლო რეცეპტი აქვს. 
წაკითხვა
ყველაზე იაფი საახალწლო ტურები - როგორ მოვიწყოთ იდეალური დასვენება
გამოქვეყნებულია: 2016-12-30 13:23:00
საუკეთესო დასვენება ქვეყნის გარეთ გასვლა და დაუვიწყარი ადგილების მონახულებაა. მოგზაურობა ხომ რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. ბოლო დროს, საქართელოდან გასვლა და დაუვიწყარი არდადეგების მოწყობა საზღვარგარეთ არც ისეთი ძვირი ფუფუნებაა. მთავარია, სწორად დაგეგმო მოგზაურობა და ყველაზე იაფი გზები მონახო. ამჯერად, ჩვენ კონკრეტულ ტურებს და ფასებს შემოგთავაზებთ. თუმცა არ დავასახელებთ ტურისტულ კომპანიებს. მათი ნახვა ყველგან შეგიძლიათ, რადგან ფასები თითქმის ყველგან ერთი და იგივეა.დუბაიქართულ ტურისტულ კომპანიებში ტურების ფასები 300 დოლარიდან იწყება და 700 დოლარამდე ადის. ტურის ხანგრძლივობა ერთი კვირაა და შეიცავს: ორმხრივ ავიაბილეთს, სასტუმროში განთავსებას, ჯგუფურ ტრანსფერს, სამოგზაურო დაზღვევას და კვებას.ბუდაპეშტი - ვენა - პრაღაერთკვირიანი ტურის ფასი 139 ევროდან იწყება და 500 ევრომდე ადის. გააჩნია სასტუმროს და კვებას. პაკეტი შეიცავს: ორმხრივ ავიაბილეთს, სასტუმროში განთავსებას, ჯგუფურ ტრანსფერს, სამოგზაურო დაზღვევას. ფასს ემატება სავიზო მოსაკრებელი 58 ევრო.მილანიმილანში 4 დღიანი ტურის ღირებულება ქართულ ტურისტულ კომპანიებში 99 ევროდან იწყება და 230 ევრომე ადის. პაკეტი შეიცავს: ორმხრივ ავიაბილეთს, სასტუმროში განთავსებას, ჯგუფურ ტრანსფერს, სამოგზაურო დაზღვევას. ფასს ემატება სავიზო მოსაკრებელი 58 ევრო.ბერლინი-ლისაბონიბერლინი-ლისაბონის მარშრუტზე ფასები ქართულ ტურისტულ კომპანიებში 199 ევროდან იწყება და 400 ევრომდე ადის. ტური 4 დღიანია და მოიცავს: ორმხრივ ავიაბილეთს, სასტუმროში განთავსებას, ჯგუფურ ტრანსფერს, სამოგზაურო დაზღვევას. ფასს ემატება სავიზო მოსაკრებელი 58 ევრო.რომი-ფლორენცია-მილანი
წაკითხვა
10 ცხოველის ისტორია, რომელიც ადამიანებმა სიკვდილისგან იხსნეს
გამოქვეყნებულია: 2016-12-30 12:24:00
ადამიანები ხშირად საოცარ თვისებებს ავლენენ და ადამიანურობის რწმენას გვიმყარებენ. უანგაროდ ჩადენილი საქციელი გვაფიქრებინებს, რომ კეთილი საქმე არასდროს იკარგება. ჩვენ ცხოველების იტორიები შევაგროვეთ, რომლებიც ადამიანებმა გარდაუვალ სიკვდილს გადაარჩინეს.#1 ძაღლს ადამიანების შეხების ეშინოდა და უკვე ქვის იერსახეს იღებდა, თუმცა ის შეიფარეს და ადამიანური სიყვარული უჩვენეს#2 ალეპო ომშია, თუმცა ეს ადამიანი ქალაქში მხოლოდ იმისთვის დარჩა, რომ უპატრონო კატებისთვის მიეხედა#3 ძაღლი, რომელიც ცეცხლისგან გადაარჩინეს, მეხანძრე გახდა#4 ვეფხვი, რომელიც თავისი ნორმალური წონის 1/4-ს იწონიდა, ცირკიდან იხსნეს და ახლა ის შესანიშნავად გრძნობს თავს#5 კუს, რომელსაც ჯავშანი ჰქონდა დაზიანებული, ის აღუდგინეს და მსოფლიოში პირველად მის ზურგზე 3D პრინტერი გამოიყენეს#6 სამხრეთ კორეელმა ქალბატონმა 200 ძაღლი გაზარდა, მან ისინი გაყიდვისგან გადაარჩინა#7 ეს ბიჭი მხოლოდ ცალი თვალი ხედავს. მან ასევე ცალი თვალით მხედველი ლეკვი აიყვანა, რომელიც არავის უნდოდა#8 იმამმა კატებს მეჩეთის კარები გაუღო, რათა ისინი თბილად ყოფილიყვნენ#9 ჩიტმა ბუდე პოლიციის მანქანის ხუფზე გაიკეთა. პოლიციელმა მანქანაზე ქოლგა დაამაგრა, რათა ჩიტი კომ
წაკითხვა
Kissenger - მალე აპლიკაციის მეშვეობით კოცნის გაზიარებას შევძლებთ
გამოქვეყნებულია: 2016-12-29 17:53:00
ლონდონის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეყვარებული წყვილებისათვის საინტერესო აპლიკაცია შექმნა. მომხმარებლებს ახალი აპლიკაციის მეშვეობით საშუალება ექნებათ ერთმანეთს კოცნა გაუგზავნონ. პროცედურა კი ძალიან მარტივია. ჩვენს სმარტფონებს სპეციალური მოწყობილება შეურთდება, რომლის საშუალებითაც კოცნის გაზიარებას შევძლებთ.აპლიკაციის სახელწოდება კი ორი სიტყვის შეერთებითაა მიღებული. Kiss + Messenger-ის გაერთიანებით კომპანიამ მარტივი სახელი Kissenger მიიღო. გაჯეტი ძალიან მარტივად მუშაობს. კოცნის გამგზავნი გაჯეტს უკავშირებს საკუთარ სმარტფონს, კოცნის სპეციალურ სენსორულ ზედაპირს, რომელიც იღებს მისი ტუჩის ანაბეჭდებს და ინტერნეტის მეშვეობით უგზავნის ადრესატს, რომელსაც ანალოგიურ მოწყობილობასთან აქვს საკუთარი სმარტფონი დაკავშირებული. იგი საკუთარი ტუჩებით ეხება სენსორულ პანელს რომელზეც იგრძნობა კოცნა, რომელიც გამოუგზავნეს.თუ გამოხმაურებებით ვიმსჯელებთ, აპლიკაცია პოპულარული მალევე გახდება და იგი შეყვარებული წყვილების უცვლელი ატრიბუტი იქნება. ასე რომ, შორი დისტანცია, დღეს ასეთი შორი აღარ არის.
წაკითხვა
12 სელებრითი, რომელმაც ფოტოგრაფს რეალური სახე უჩვენა
გამოქვეყნებულია: 2016-12-29 13:22:00
ყველა ადამიანს აქვს საჯარო იმიჯი და პირადი მე, რომელიც ყოველთვის ნამდვილია. არც სელებრითები არ არიან გამონაკლისები. ფოტოგრაფმა ენდრიუ ვოლქერმა ცნობილ ადამიანებს სთხოვა ჯერ ეპოზიორათ ისე, როგორც ამას კამერებთან აკეთებენ ხოლმე. ხოლო, ცოტა ხნის შემდეგ მისი სურვილი შეიცვალა და ვარსკვლავებს სთხოვა ყოფილიყვნენ ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არიან. შედეგი კი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა.#1 ენნ ჰეტევეი#2 სიგურნი უივერი#3 იენ მაქრეგორი#4 ჯეისონ სადეიკი#5 ემი ადამსი#6 რამი მალეკი#7 ლუპიტა ნიონგი#8 დაკოტა ფანნინგი#9 ჯერარდ ბატლერი#10 რიჩარდ გირი#11 გაელ გარსია ბერნარი
წაკითხვა
საუკეთესო საჩუქრები ახალი წლისათვის - იყავი კრეატიული
გამოქვეყნებულია: 2016-12-28 20:30:00
ახალი წელი, ეს ის დროა, როცა საჩუქარს ყველა ადამიანი იმსახურებს. კრეატიული და ორიგინალური საჩუქრის პოვნა კი არც ისე მარტივი პროცედურაა. ამისთვის, დრო და ენერგია გვჭირდება. თუმცა, ამ შემთხვევაში ჩვენ ამ ორი ასპექტის გახარჯვის გარეშე გთავაზობთ პოსტს, სადაც კრეატიულ საჩუქრების სერიას გავაერთიანებთ. აქ ყველაფერია იმისათვის, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი გააბედნიეროთ.პერსონალური საოჯახო ჭიქებიამ ნივთის ყიდვა ამ ლინკზე შეგიძლიათ. მისი ღირებულება 30$-ია.საოჯახი წერილების ალბომიამ ნივთის ყიდვა ამ ლინკზე შეგიძლიათ. ღირებულება - 40$.ნაყინის მანქანა ოჯახისათვისამ ნივთის ყიდვა ამ ლინკზე შეგიძლიათ. ღირებულება 140$.საოჯახო სახატავი ხის ჩხირებიამ ნივთის ყიდვა ამ ლინკზე შეგიძლიათ. მისი ღირებულება 18 დოლარია.საოჯახი კარავი
წაკითხვა
რა ჩაიდინეს ქართველებმა ბაქოში - გადადით ლინკზე და...
გამოქვეყნებულია: 2016-12-28 18:51:00
"ცხოვრებაში პირველად" - ასეთი ამბებიც ხდება. 11 საათია, ზუგზაკმოკიდებული ბაქოს ავტობუსთან ავეყუდე. ანუ, ცხოვრებაში პირველად არ დავაგვიანე. ეს უკვე კარგის ნიშანი იყო. ავტობუსი ნელ-ნელა ივსებოდა და ახალი სახეებიც ჩნდებოდნენ. არ მშიოდა, მაგრამ მარიამის შემოთავაზებული ფუმფულა ხაჭაპური მაინც ავიღე. გემრიელი იყო. წინასწარ შეკრული "მეორე მარშუტკის სასტავი" უკანა რიგებში გადავედით და კონიაკი დავაგემოვნეთ. ბაქოს ტური დაიწყო..."მე არასოდეს" - მგზავრობის პირველი ხიბლი თამაში იყო. გასტრონომიული საკითხებიდან ინტიმურ თემებამდე მივედით და აი, ჯგუფიც შეიკრა. კომპლექსები ავტობუსის საბარგულში მოვისროლეთ და ყველაზე გიჟური ტურიც დაიწყო.თუმცა, მერე ჩაგვეძინა და თამთა-თამარიმ სიტუაციით ისარგებლა.პირველი კულტურული შოკი საზღვართან მივიღეთ. შენ თუ ოდესმე სომხეთში ყოფილხარ და განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, აზერბაიჯანელი მესაზღვრეებისათვის კარგი ლუკმა ხდები. მართალია, მოსაზღვრე ისლამური ქვეყნის ტერიტორიაზე მაინც გიშვებენ, თუმცა, ეჭვები რომ საქართველოში დაგტოვებენ, ტვინს გიღრნის. ეს არაფერია. საზღვარზე გადასვლის შემდეგ, აზერბაიჯანის პირველი ხიბლი უკვე ქვეყნის პირველ ბიჯებზე ვიგრძენით. დანაგვიანებული და გაუმართავი საბაჟო The walking Dead-ის პერსონაჟად გაგრძნობინებთ თავს. მითუმეტეს მაშინ, როცა "ზომბები" "მანათი-დოლარის" ძახილით გარეთ გელოდებიან. ბაქოში ვალუტის გადამცვლელი პუნქტები არ არსებობს, ამიტომ თუ ფულის გადახურდავება საქართველოში ვერ მოასწარით, ეს საზღვარზე უნდა გააკეთოთ.
წაკითხვა
ონლაინკურსები, რომელთაც მსოფლიოს ცნობილი ვარსკვლავები უძღვებიან
გამოქვეყნებულია: 2016-12-26 18:52:00
მღერი და გსურს კრისტინა აგილერას მასტერ კლასები გაიარო? ან წერ და გინდა New Yourk Times-ის ცნობილი ბესტსელერების ავტორისგან, ჯეიმს პატერსონისგან მიიღო საუკეთესო რჩევები? - მაშინ, საჭირო სტატიას კითხულობ.თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილი კურსები არაფერია იმ არჩევანთან, რომელიც საიტ MasterClass.com-ზე გელოდება. აქ შენ, შემდეგ ცნობილ მასწავლებლებს შეხვდები:სერენა უილიამსი - ჩოგბურთის კურსებიაშერი - სასცენო წარმოდგენის ხელოვნებაკევინ სპეისი - მსახიობის ოსტატობაკრისტინა აგილერა - სიმღერის კურსებიშონდა რაიმსი - ტელევიზიისათვის სცენარის დაწერაენნ ლეიბოვიტსი - ფოტოგრაფიის ხელოვნებაეს მხოლოდ მცირე ნაწილია. საიტს ცნობილი მასწავლებელბი კიდევ დაემატებიან.თითოეული კურსი 90 დოლარის ღირებულებისაა და ათეულობით ვიდეო გაკვეთილს შეიცავს. სულ ცოტა ხნის წინ მსგავსი მასტერკლასი დააანონსა კომპოზიტორმა ჰანს ციმერმაც და როგორც კურსის აღწერაში ვკითხულობთ, მასში ჩართული ადამიანებისთვის 30-ზე მეტი ვიდეოგაკვეთილი იქნება ხელმისაწვდომი, წიგნთან ერთად PDF ფორმატში. მოსწავლეებს თავიანთი ნამუშევრების ატვირთვაც შეეძლებათ, რათა თანაკურსელებისგან მიიღონ შეფასებები, ხოლო ზოგიერთ გამორჩეულ სტუდენტს თავად ჰანს ციმერი შეაფასებს და რჩევებსაც მისცემს.
წაკითხვა
რას უწოდებენ თოვლის ბაბუას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
გამოქვეყნებულია: 2016-12-26 15:02:00
ყველა ქვეყანაში განსაკუთრებულად ელოდებიან ახალი წლის მოსვლას. ამ დღესასწაულის მთავარი გმირი კი, თოვლის ბაბუა, იგივე სანტა კლაუსია. ყველასათვის საყვარელ სანტას სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ. მშობლები მის როლზე ბავშვებს ყოველთვის ესაუბრებიან და სწორედ სანტას არსებობის დაჯერებით იწყება, სასწაულების დაჯერებაც. ასე რომ, წარმოგიდგენთ ჩვენთვის საყვარელი გმირის სახელწოდებას სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე. © relativelyinteresting.com  
წაკითხვა
მსოფლიოს 10 ყველაზე პოპულარული ქალაქი ტურისტების მიხედვით
გამოქვეყნებულია: 2016-12-22 14:52:00
კომპანია MasterCard ტურისტების რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე რეიტინგული ქალაქების სიას აქვეყნებს.სწორედ ამ ქალაქებს სტუმრობდა მსოფლიო ტურისტების უმრავლესობა 2016 წელს. გთავაზობთ Top ათეულს.10) სეული, სამხრეთ კორეა - 10.20 მილიონი საერთაშორისო ტურისტი9) ტოკიო, იაპონია - 11.70 მილიონი საერთაშორისო ტურისტი8) სტამბული, თურქეთი - 11.95 მილიონი საერთაშორისო ტურისტი7) კუალა ლუმპური, მალაიზია - 12.02 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი6) სინგაპური - 12.11 მილიონი საერთაშორისო ტურისტი5) ნიუ იორკი, აშშ - 12.75 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი4) დუბაი, გაერთანებული არაბული ემირატები - 15.27 მილიონი საერთაშორისო ტურისტი3) პარიზი, საფრანგეთი - 18.03 მილიონი საერთაშორისო ტურისტი2) ლონდონი, ინგლისი - 19.88 მილიონი საერთაშორისო ტურისტი1) ბანგკოკი, ტაილანდი - 21.47 მილიონი საერთაშორისო ტურისტი
წაკითხვა
ზღაპრული ბორჯომი ქართველი ფოტოგრაფის ობიექტივში - ზამთრის კარგი მხარე
გამოქვეყნებულია: 2016-12-22 14:09:00
ქართველმა ფოტოგრაფმა რობი სმიტიმ საკუთარ მომხარებელს ბორჯომის ზღაპრული ფოტოები შესთავაზა. ფოტოგრაფი ნაცნობ ქალაქს ახალი რაკურსით გვიჩვენებს და მის საახალწლო ჯადოსნურობაში გვარწმუნებს.ფოტოები ბორჯომის პარკსა და ქალაქშია გადაღებული. ფოტოები გვარწმუნებს, რომ ბორჯომი ახალი წლის ღამის გასატარებლად იდეალური ადგილია. 
წაკითხვა
გამოაქანდაკე საკუთარი თავი - ქართველი ბიჭის ამერიკული პროექტი - SculpMe
გამოქვეყნებულია: 2016-12-21 15:20:00
წაკითხვა
როგორია ახალი წლის აღნიშვნა შინაურ ცხოველებთან ერთად - სახალისო ილუსტრაციები
გამოქვეყნებულია: 2016-12-21 12:56:00
ახალი წელი ჩვენს საყვარელ ცხოველებთან ერთად კიდევ უფრო ორიგინალური ხდება. ხშირად მათთაც ვმოსავთ საახალწლო სამოსში და ჩვენს საახალწლო განწყობაზე გადმოგვყვავს. თუმცა, არ ვეკითხებით, სურთ თუ არა ეს მათ. ან რომც ვკითხოთ, როგორ გვიპასუხებენ. სწორედ ამიტომ ლინგვისტოვმა შესანიშნავი ილუსტრაციების სერია შექმნა. აქ თქვენ ცხოველების დამოკიდებულებას გაეცნობით ახალი წლის მიმართ.მადლობა ღმერთო, შენ სახლში ხარ! საახალწლო ხეს კი გული წაუვიდა! ის ძალიან კაშკაშაა! მე მას მოვკლავ!მე ნამდვილი ვარსკვლავი ვარ!არაფერია, ისინი იფიქრებენ რომ ეს ყველაფერი სანტამ შეჭამა!კატები საკუთარ ნაძვის ხეს ქმნიან.
წაკითხვა
რუსული რეალითი შოუ, სადაც გაუპატიურება და მკვლელობა ნებადართული იქნება
გამოქვეყნებულია: 2016-12-19 20:09:00
რუსული რეალითი შოუ Game2, სადაც გაუპატიურება და მკვლელობა ნებადართული იქნება, შემდეგი წლიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას The Independent Siberian Times-ზე დაყრდნობით ავრცელებს.ზამთარში, სატელევიზიო შოუ Game2-ში, 30 კაცი და ქალი კონკურსანტი შეეცდება გადარჩეს ციმბირის ტყეში, სადაც გარეული ცხოველებიც იქნებიან, მათ შორის დათვი და მგელი. შოუს პრიზი 1.6 მილიონი ამერიკული დოლარია და ის 9 თვის განმავლობაში გაგრძელდება.შოუში მონაწილეობის მისაღებად, მონაწილე ვალდებულია დაეთანხმოს რეალითი შოუს წესებს.შოუს 2 ათასი კამერა 900 ჰექტარზე დააკვირდება. “ბრძოლა, ალკოჰოლი, მკვლელობა, გაუპატიურება, მოწევა, ყველაფერი ნებადართულია”- ნათქვამია შოუს სარეკლამო რგოლში.თუმცა, მონაწილეები ვალდებულები იქნებიან დაექვემდებარონ რუსეთის კანონმდებლობას. შესაბამისად მკვლელობა, გაუპატიურება თუ სხვა დანაშაულებები რუსეთის კანონების მიხედვით დაისჯება.თამაში ძალიან ჰგავს ცნობილი ფილმის, "შიმშილის თამაშების" სცენარს და სწორედ მის პრინციპებზეა დამყარებული.
წაკითხვა