საზოგადოებრივი
104.5 FM
ევროპელი ჟურნალისტები საქართველოში საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-18 12:28:00
ევროპელი ჟურნალისტები საქართველოში საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნენ.    ბრიტანელი, გერმანელი, ჰოლანდიელი, ბელარუსი და უკრაინული  მედიასაშუალებების წარმომადგენლები საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით  ეწვივნენ.  ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა ტურისტული ღირსშესანიშნაობები  დაათვალიერეს და ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. 
წაკითხვა
საბავშვო ევროვიზიის ქართული სიმღერა შერჩეულია
გამოქვეყნებულია: 2017-10-06 16:16:00
საბავშვო ევროვიზიის ქართული სიმღერა შერჩეულია. ჟიურიმ ცხრა კომპოზიციიდან არჩევანი ერთხმად გიგა კუხიანიძის სიმღერაზე გააკეთა. კენჭისყრის პროცესში კომპოზიტორთა ვინაობა წესების თანახმად ანონიმური იყო. 26 ნოემბერს საბავშვო ევროვიზიის კონცერტზე გრიგოლ ყიფშიძე სწორედ აღნიშნულ სიმღერას შეასრულებს. კონკურსი ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. 
წაკითხვა
ევროვიზია 2017 - ევროფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი საქართველოშია
განახლებულია: 2017-10-04 16:16:00
ევროფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი საქართველოშია. ჯგუფი 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის ორგანიზატორებთან მართავს შეხვედრას. სამი გამარჯვების შემდეგ, 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი 26 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თბილისში 16 ქვეყნის ახალგაზრდა მომღერალი ჩამოვა.
წაკითხვა
საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წამყვანები ელენე კალანდაძე და ლიზი ჯაფარიძე იქნებიან
გამოქვეყნებულია: 2017-10-03 13:56:00
საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წამყვანების ვინაობა ცნობილია. ამჟამინდელი ინფორმაციით, 26 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილ ევროფესტივალს მომღერალი ელენე კალანდაძე და 2014 წლის საბავშვო ევროვიზიის მონაწილე ლიზი ჯაფარიძე (LIZI POP) გაუძღვებიან. სამი გამარჯვების შემდეგ 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს საქართველო მასპინძლობს. საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი 26 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, თბილისს ევროპის 16 ქვეყნის წარმომადგენელი ახალგაზრდა ვარსკვლავი ეწვევა.
წაკითხვა
ჟიურის გადაწყვეტილებით, ევროვიზიის სიმღერის შესარჩევი კონკურსის ვადა გაგრძელდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-28 12:30:00
ჟიურის გადაწყვეტილებით, 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის შესარჩევი კონკურსის ვადა 5 ოქტომბრამდე გაგრძელდა. 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის შესარჩევად 12-დან 25 სექტემბრამდე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, წარმოდგენილი კომპოზიციებიდან, ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული არ გამოვლინდა და განაცხადების მიღების ვადა 5 ოქტომბრამდე გაგრძელდა. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, ავტორებმა და კომპოზიტორებმა ელექტრონულ მისამართზე [email protected] უნდა გამოაგზავნონ სპეციალურად ამ კონკურსისთვის შექმნილი სიმღერა და ავტობიოგრაფია. სიმღერის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს, ხოლო ტექსტი უნდა იყოს ქართულ ენაზე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ eurovision-georgia.ge; დაგვიკავშირდით ნომერზე - 2409110. ჟიურის შემადგენლობაში არიან მოწვეული წევრები: პროდიუსერი - ზაზა შენგელია, მომღერალი - მაია ბარათაშვილი, მუსიკოსი - დავით ევგენიძე; საზოგადოებრივი მაუწყებლიდან: მუსიკალური რედაქტორი - ელისო შენგელია და ხმის რეჟისორი - გიორგი ასანიშვილი.
წაკითხვა
2017 წლის საბავშვო ევროვიზიაზე პრესის და ფანების აკრედიტაციის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიარონ
გამოქვეყნებულია: 2017-09-13 17:26:00
მედიის წარმომადგენლებს და ფანებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, მიიღონ აკრედიტაცია 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, რეგისტრაცია უნდა გაიარონ არაუგვიანეს 27 ოქტომბრისა (12:00 CET) შემდეგ ბმულზე: eurovisionfamily.tv (რეგისტრაციის შემდეგ, მიყვნენ ინსტრუქციას და მოითხოვონ შესაბამისი აკრედიტაცია). შეგახსენებთ, რომ პრესის წარმომადგენლების და ფანების აკრედიტაცია არ გულისხმობს უშუალოდ საბავშვო ევროვიზიის კონცერტზე დასწრებას (აკრედიტაცია არ არის კონცერტის ბილეთი). აკრედიტებულ ჟურნალისტებს და ფანებს შეეძლებათ, მათი აკრედიტაციის შესაბამის ზონებში მუშაობა/გადაადგილება.
წაკითხვა
საბავშვო ევროვიზია 2017-ზე საქართველოს წარმომადგენლის შესარჩევი კონკურსი - ფოტოამბავი
გამოქვეყნებულია: 2017-09-08 14:41:00
საბავშვო ევროვიზია 2017-ზე, რომელიც წელს პირველად თბილისში გაიმართება, საქართველოს გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს. ჟიურიმ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ყველა კონკურსანტს მოუსმინა.მონაწილეებმა საკუთარი რეპერტუარიდან თითო სიმღერა შეასრულეს. კონკურსანტების ღია მოსმენა პირველი არხის პავილიონში გაიმართა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ მოწვეული წევრები: პროდიუსერი - ზაზა შენგელია, მომღერალი - მაია ბარათაშვილი, მუსიკოსი - დავით ევგენიძე; საზოგადოებრივი მაუწყებლიდან: მუსიკალური რედაქტორი - ელისო შენგელია და ხმის რეჟისორი - გიორგი ასანიშვილი.შერჩეული კონკურსანტისთვის სპეციალურად ახალი სიმღერა დაიწერება, რომლის კომპოზიტორიც ასევე, კონკურსის მეშვეობით შეირჩევა.საბავშვო ევროვიზია 2017 საქართველოში 26 ნოემბერს ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. გასულ წელს მალტაში გამარჯვება ქართველმა კონკურსანტმა მარიამ მამადაშვილმა მოიპოვა სიმღერით „მზეო“.
წაკითხვა
საბავშვო ევროვიზია 2017-ზე საქართველოს გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს
გამოქვეყნებულია: 2017-09-08 12:48:00
საბავშვო ევროვიზია 2017-ზე, რომელიც წელს პირველად თბილისში გაიმართება, საქართველოს გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს. ჟიურიმ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ყველა კონკურსანტს მოუსმინა. მონაწილეებმა საკუთარი რეპერტუარიდან თითო სიმღერა შეასრულეს. კონკურსანტების ღია მოსმენა პირველი არხის პავილიონში გაიმართა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ მოწვეული წევრები: პროდიუსერი - ზაზა შენგელია, მომღერალი - მაია ბარათაშვილი, მუსიკოსი - დავით ევგენიძე; საზოგადოებრივი მაუწყებლიდან: მუსიკალური რედაქტორი - ელისო შენგელია და ხმის რეჟისორი - გიორგი ასანიშვილი.შერჩეული კონკურსანტისთვის სპეციალურად ახალი სიმღერა დაიწერება, რომლის კომპოზიტორიც ასევე, კონკურსის მეშვეობით შეირჩევა.საბავშვო ევროვიზია 2017-ის დამდგმელი რეჟისორი გორდონ ბონელო იქნება. ბონელო უკვე 4 წელია თანამშრომლობს ევროპის მაუწყებელთა კავშირთან და 2014 წლიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში საბავშვო ევროკონკურსის მასშტაბურ შოუს დგამს. ასევე, რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება შოუს წამყვანების ვინაობაც. კასტინგი გორდონ ბონელომ პროექტის საპროდიუსერო ჯგუფთან ერთად ჩაატარა. საბავშვო ევროვიზია 2017 საქართველოში 26 ნოემბერს ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. გასულ წელს მალტაში გამარჯვება ქართველმა კონკურსანტმა მარიამ მამადაშვილმა მოიპოვა სიმღერით „მზეო“.
წაკითხვა
ვინ წარადგენს საქართველოს საბავშვო ევროვიზია 2017-ზე, დღეს გახდება ცნობილი
გამოქვეყნებულია: 2017-09-08 11:43:00
დღეს გახდება ცნობილი, თუ ვინ წარადგენს საქართველოს საბავშვო ევროვიზია 2017-ზე, რომელიც წელს პირველად თბილისში გაიმართება. საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში რამდენიმე წუთში კომპეტენტური ჟიური კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებს მოუსმენს. მონაწილეები საკუთარი რეპერტუარიდან თითო სიმღერას შეასრულებენ.კონკურსანტების ღია მოსმენა პირველი არხის პავილიონში გაიმართება. საუკეთესოს საუკეთესოთა შორის კომპეტენტური ჟიური შეარჩევს, რომლის შემადგენლობაშიც არიან მოწვეული წევრები: პროდიუსერი - ზაზა შენგელია, მომღერალი - მაია ბარათაშვილი, მუსიკოსი - დავით ევგენიძე; საზოგადოებრივი მაუწყებლიდან: მუსიკალური რედაქტორი - ელისო შენგელია და ხმის რეჟისორი - გიორგი ასანიშვილი.შერჩეული კონკურსანტისთვის სპეციალურად ახალი სიმღერა დაიწერება, რომლის კომპოზიტორიც ასევე, კონკურსის მეშვეობით შეირჩევა.საბავშვო ევროვიზია 2017-ის დამდგმელი რეჟისორი გორდონ ბონელო იქნება. ბონელო უკვე 4 წელია თანამშრომლობს ევროპის მაუწყებელთა კავშირთან და 2014 წლიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში საბავშვო ევროკონკურსის მასშტაბურ შოუს დგამს. ასევე, რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება შოუს წამყვანების ვინაობაც. კასტინგი გორდონ ბონელომ პროექტის საპროდიუსერო ჯგუფთან ერთად ჩაატარა. საბავშვო ევროვიზია 2017 საქართველოში 26 ნოემბერს ოლიმპიურ სასახლეში
წაკითხვა
საბავშვო ევროვიზია 2017-ის დამდგმელი რეჟისორი გორდონ ბონელო იქნება
გამოქვეყნებულია: 2017-09-07 16:16:00
საბავშვო ევროვიზია 2017-ის დამდგმელი რეჟისორი გორდონ ბონელო იქნება. ბონელო უკვე 4 წელია თანამშრომლობს ევროპის მაუწყებელთა კავშირთან და 2014 წლიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში საბავშვო ევროკონკურსის მასშტაბურ შოუს დგამს. ასევე, რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება შოუს წამყვანების ვინაობაც. კასტინგი დღეს გორდონ ბონელომ პროექტის საპროდიუსერო ჯგუფთან ერთად ჩაატარა. საბავშვო ევროვიზია 2017 საქართველოში 26 ნოემბერს ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. შეგახსენებთ, გასულ წელს მალტაში გამარჯვება ქართველმა კონკურსანტმა მარიამ მამადაშვილმა მოიპოვა სიმღერით მზეო.
წაკითხვა
ევროვიზიის გამარჯვებული პორტუგალია გახდა
განახლებულია: 2017-05-14 12:14:00
რიგით 62-ე ევროფესტივალის გამარჯვებული პორტუგალიის წარმომადგენელი სალვადორ სობრალი გახდა სიმღერით - Amar Pelos Dois.„ევროვიზიის“ სიმღერის რიგით 62-ე კონკურსის ფინალი კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში 13 მაისს გაიმართა. შოუს პირდაპირი ტრანსლირება საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" ეთერში განხორციელდა.ევროფესტივალის ფინალისტები იყვნენ: ისრაელი, პოლონეთი, ბელარუსი, ავსტრია, სომხეთი, ნიდერლანდები, მოლდოვა, უნგრეთი, იტალია, დანია, პორტუგალია, აზერბაიჯანი, ხორვატია, ავსტრალია, საბერძნეთი, ესპანეთი, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, კვიპროსი, რუმინეთი, გერმანია, უკრაინა, ბელგია, შვედეთი, ბულგარეთი, საფრანგეთი.2017 წლის „ევროვიზიის“ კონკურსის ფინალში, საქართველოდან ჟიურის ხმის მიცემის შედეგი  ევროპას ნიკა კოჩაროვმა გააცნო.წლევანდელმა გამარჯვებულმა ქვეყანამ რიგით 63-ე ევროფესტივალის მასპინძლის სტატუსი მოიპოვა.საქართველოს წარმომადგენელი თამარა გაჩეჩილაძე სიმღერით Keep the Faith „ევროვიზიის სიმღერის“ კონკურსის პირველ ნახევარფინალში გამოვიდა, თუმცა ნახევარფინალური ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა.
წაკითხვა
სალვადორ სობრალი - ​გამარჯვება სასიამოვნოა, მაგრამ არა მთავარი, დღეს გაიმარჯვებ, ხვალ არავის ახსოვხარ
გამოქვეყნებულია: 2017-05-14 03:50:00
„​გამარჯვება სასიამოვნოა, მაგრამ არა მთავარი, დღეს გაიმარჯვებ, ხვალ არავის ახსოვხარ“, - საკუთარი წარმატების შესახებ საუბრისას აღნიშნა ევროვიზიის გამარჯვებულმა სალვადორ სობრალმა. პორტუგალიის წარმომადგენელმა მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ ​მისთვის მთავარი სიმღერაა, ამიტომ აპირებს, მეორე ალბომზე იმუშაოს და საკონცერტო ტურნეც გამართოს. მომღერლის თქმით, ჰარმონიული მუსიკა სულ სხვაა, რომელსაც ბოლო დროს აღარ უსმენენ. მან აღნიშნა, რომ რადიოების მეშვეობით ადამიანებს ერთსა და იმავე სიმღერას მრავალჯერ ასმენინებენ, რათა ისინი მოაწონონ. ​სალვადორ სობრალის თქმით, ის ბედნიერი იქნება, თუკი ამ ყველაფერს შეცვლის, რაშიც და - ლუიზა დაეხმარება. რიგით 62-ე ევროფესტივალის გამარჯვებული პორტუგალიის წარმომადგენელი სალვადორ სობრალი გახდა. სალვადორ სობრალმა საფინალო კონცერტის დასასრულს სიმღერა Amar Pelos Dois ამჯერად დასთან, ლუიზა სობრალთან ერთად შეასრულა. სიმღერის ავტორი სწორედ ლუიზა სობრალია. ცნობილია, რომ სალვადორ სობრალს გულის პრობლემები აქვს. იგი გულის გადანერგვის რიგში დგას და მისი ჯანმრთელობის მდგომაროება საკმაოდ რთულია. რეპეტიციების დროს კი, მას და ეხმარებოდა. უმაღლესი 12 ქულა პორტუგალიას შემდეგი ქვეყნების ჟიურიმ მისცა: შვედეთი, სან მარინო, ლატვია, ისრაელი, ესპანეთი, საფრანგეთი, ლიტვა, სომხეთი, ისლანდია, შვეიცარია, ჰოლანდია, საქართველო, უნგრეთი, ბულგარეთი, სლოვენია, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი. მაყურებელმა პორტუგალიას 376 ქულა მისცა, ჯამში კი, გამარჯვებულმა 758 ქულა დააგროვა.
წაკითხვა
რა რეაქცია მოჰყვა პორტუგალიის გამარჯვებას - ექსკლუზიური კადრები კულისებიდან
გამოქვეყნებულია: 2017-05-14 03:19:00
რიგით 62-ე ევროფესტივალის გამარჯვებული პორტუგალიის წარმომადგენელი სალვადორ სობრალი გახდა სიმღერით - Amar Pelos Dois, რასაც კულისებში ოვაციები მოჰყვა. სალვადორ სობრალმა საფინალო კონცერტის დასასრულს სიმღერა Amar Pelos Dois ამჯერად დასთან, ლუიზა სობრალთან ერთად შეასრულა. სიმღერის ავტორი სწორედ ლუიზა სობრალია. ცნობილია, რომ სალვადორ სობრალს გულის პრობლემები აქვს. იგი გულის გადანერგვის რიგში დგას და მისი ჯანმრთელობის მდგომაროება საკმაოდ რთულია. რეპეტიციების დროს კი, მას და ეხმარებოდა. უმაღლესი 12 ქულა პორტუგალიას შემდეგი ქვეყნების ჟიურიმ მისცა: შვედეთი, სან მარინო, ლატვია, ისრაელი, ესპანეთი, საფრანგეთი, ლიტვა, სომხეთი, ისლანდია, შვეიცარია, ჰოლანდია, საქართველო, უნგრეთი, ბულგარეთი, სლოვენია, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი. მაყურებელმა პორტუგალიას 376 ქულა მისცა, ჯამში კი, გამარჯვებულმა 758 ქულა დააგროვა.
წაკითხვა
ევროვიზიის გამარჯვებული სიმღერა და-ძმა სობრალებმა ერთად შეასრულეს
გამოქვეყნებულია: 2017-05-14 02:49:00
რიგით 62-ე ევროფესტივალის გამარჯვებულმა, პორტუგალიის წარმომადგენელმა სალვადორ სობრალმა საფინალო კონცერტის დასასრულს სიმღერა Amar Pelos Dois ამჯერად დასთან, ლუიზა სობრალთან ერთად შეასრულა. სიმღერის ავტორი სწორედ ლუიზა სობრალია. ცნობილია, რომ სალვადორ სობრალს გულის პრობლემები აქვს. იგი გულის გადანერგვის რიგში დგას და მისი ჯანმრთელობის მდგომაროება საკმაოდ რთულია. რეპეტიციების დროს კი, მას და ეხმარებოდა. „ევროვიზიის“ სიმღერის რიგით 62-ე კონკურსის ფინალი კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში 13 მაისს გაიმართა. შოუს პირდაპირი ტრანსლირება საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" ეთერში განხორციელდა.ევროფესტივალის ფინალისტები იყვნენ: ისრაელი, პოლონეთი, ბელარუსი, ავსტრია, სომხეთი, ნიდერლანდები, მოლდოვა, უნგრეთი, იტალია, დანია, პორტუგალია, აზერბაიჯანი, ხორვატია, ავსტრალია, საბერძნეთი, ესპანეთი, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, კვიპროსი, რუმინეთი, გერმანია, უკრაინა, ბელგია, შვედეთი, ბულგარეთი, საფრანგეთი.წლევანდელმა გამარჯვებულმა ქვეყანამ რიგით 63-ე ევროფესტივალის მასპინძლის სტატუსი მოიპოვა.საქართველოს წარმომადგენელი თამარა გაჩეჩილაძე სიმღერით Keep the Faith „ევროვიზიის სიმღერის“ კონკურსის პირველ ნახევარფინალში გამოვიდა, თუმცა ნახევარფინალური ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა.
წაკითხვა
ინციდენტი ევროვიზიის კონცერტზე - სცენაზე ასული მამაკაცი დაცვამ გაიყვანა
გამოქვეყნებულია: 2017-05-14 02:30:00
ევროვიზიის საფინალო კონცერტის მსვლელობის დროს, მცირე ინციდენტი მოხდა. კიევში გამართულ კონცერტზე კონკურსის წინა წლის გამარჯვებულის ჯამალას გამოსვლისას, სცენაზე უცნობი მამაკაცი ავიდა.მამაკაცმა, რომელსაც ავსტრალიის დროშა ჰქონდა შემოხვეული, სცენაზე ასვლის შემდეგ, შარვალი ჩაიწია. დაცვამ ის მალევე გაიყვანა ტერიტორიიდან. ჯამალამ სიმღერა I believe in U ევროვიზიაზე მიწვეული სტუმრის სტატუსით შეასრულა.
წაკითხვა
მარიამ მამადაშვილი ევროვიზიის წამყვანის ამპლუაში - გეპატიჟებით საქართველოში საბავშვო ევროვიზიაზე
გამოქვეყნებულია: 2017-05-14 01:42:00
„ევროვიზიის“ ფინალურ კონცერტზე წამყვანმა სცენაზე საბავშვო „ევროვიზიის“ 2016 წლის კონკურსის გამარჯვებული მარიამ მამადაშვილი მიიწვია, რომელმაც მაყურებელი საქართველოში, თბილისში, საბავშვო „ევროვიზია 2017“-ზე დაპატიჟა. საბავშვო „ევროვიზიის“ 2016 წლის კონკურსის გამარჯვებული მარიამ მამადაშვილი კიევში, „ევროვიზიის“ შოუზე დასასწრებად ორგანიზატორებმა საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვიეს.რამდენიმე დღის წინ, კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში საბავშვო ევროვიზიის ლოგოსა და სლოგანის პრეზენტაცია გაიმართა. საერთაშორისო მედიის შეკითხვებს ევროვიზიის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ, ევროპის მაუწყებელთა კავშირის სატელევიზიო პროექტის მენეჯერმა და გასული წლის გამარჯვებულმა მარიამ მამადაშვილმა უპასუხეს. საბავშვო „ევროვიზიას“ საქართველო ნოემბერში უმასპინძლებს. ფესტივალის სლოგანი იქნება "ანათე". რიგით მე-15 საბავშვო „ევროვიზიის“ კონკურსი 26 ნოემბერს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. საზოგადოებრივი მაუწყებელი მეთერთმეტედ წარადგენს მონაწილეს საბავშვო ევროფესტივალზე. 2016 წელს საქართველო საბავშვო „ევროვიზიის“ გამარჯვებული მესამედ გახდა და საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა. მსგავსი შედეგი ამ დრომდე არცერთ ქვეყანას ჰქონია. 
წაკითხვა
„ევროვიზია 2017“-ის პრესის რჩეულები უკვე ცნობილია
გამოქვეყნებულია: 2017-05-13 23:47:00
„ევროვიზია 2017“-ის პრესის რჩეული იტალიელი მონაწილე ფრანჩესკო გაბანი გახდა, საუკეთესო არტისტი - პორტუგალიელი სალვადორ სობრალი, საუკეთესო კომპოზიტორის ტიტული კი ლუიზა სობრალმა დაიმსახურა სიმღერისთვის - Amar Pelos Dois. ლუიზა სობრალი სალვადორ სობრალის დაა.ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსის ფინალი კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში ამ წუთებში იმართება. შოუს პირდაპირი ეთერი საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველ არხზე" გადაიცემა.
წაკითხვა
რიგით 62-ე ევროფესტივალის ფინალამდე რამდენიმე საათი რჩება
გამოქვეყნებულია: 2017-05-13 10:00:00
ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსის ფინალი კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში 13 მაისს გაიმართება. შოუს პირდაპირი ტრანსლირება საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" ეთერში 23:00 საათიდან დაიწყება.ევროფესტივალის ფინალისტების სცენაზე გამოსვლის რიგითობა შოუს პროდიუსერებმა განსაზღვრეს. ქვეყნების თანმიმდევრობა ასეთია: 1.ისრაელი2.პოლონეთი3.ბელარუსი4.ავსტრია5.სომხეთი6.ნიდერლანდები7.მოლდოვა8.უნგრეთი9.იტალია10.დანია11.პორტუგალია12.აზერბაიჯანი13.ხორვატია14.ავსტრალია15.საბერძნეთი16.ესპანეთი17.ნორვეგია18.დიდი ბრიტანეთი19.კვიპროსი20.რუმინეთი21.გერმანია22.უკრაინა23.ბელგია24.შვედეთი25.ბულგარეთი26.საფრანგეთინიკა კოჩაროვი 2017 წლის ევროვიზიის კონკურსის ფინალში, 13 მაისს, ევროპას გააცნობს - საქა
წაკითხვა
ევროვიზიის მეორე ნახევარფინალი კიევში ჩატარდა - ფინალისტების სრული სია ცნობილია
გამოქვეყნებულია: 2017-05-12 01:11:00
ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსის ფინალისტების სრული სია უკვე ცნობილია. მეორე ნახევარფინალური ტური კიევში 11 მაისს გაიმართა. 18 კონკურსანტიდან ფინალში 10 მათგანი გადავიდა. ეს ქვეყნებია: ბულგარეთი, ბელარუსი, ხორვატია, უნგრეთი, დანია, ისრაელი, რუმინეთი, ნორვეგია, ნიდერლანდები, ავსტრია.9 მაისს, ევროვიზიის პირველი ნახევარფინალის მონაწილე ქვეყნებიდან ფინალში გადავიდნენ: მოლდოვა, აზერბაიჯანი, საბერძნეთი, შვედეთი, პორტუგალია, პოლონეთი, სომხეთი, ავსტრალია, კვიპროსი, ბელგია.ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნის (უკრაინა) და ე. წ. დიდი ხუთეულის - გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები. დანარჩენი 20 შემსრულებელი ნახევარფინალური ტურებიდან შეირჩა.  ევროფესტივალის გრანდიოზული ფინალი 13 მაისს ჩატარდება და კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება. ქვეყანა, რომელსაც გამარჯვებული წარმოადგენს რიგით 63-ე ევროფესტივალის მასპინძლის სტატუსს მოიპოვებს.თამარა გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith, ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველ ნახევარფინალში გამოვიდა, თუმცა ნახევარფინალური ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა.
წაკითხვა
ევროვიზიის მეორე ნახევარფინალი დღეს გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-05-11 12:08:00
ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსის მეორე ნახევარფინალური ტური კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში 11 მაისს გაიმართება. შოუს პირდაპირი ტრანსლირება საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" ეთერში 23:00 საათიდან დაიწყება.2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალის მონაწილე ქვეყნებია:სერბეთიავსტრიამაკედონიამალტარუმინეთინიდერლანდებიუნგრეთიდანიაირლანდიასან მარინოხორვატიანორვეგიაშვეიცარიაბელარუსიბულგარეთილიტვაესტონეთიისრაელიმეორე ნახევარფინალის კონკურსანტებიდან ფინალში 10 მათგანი, ჟიურისა და მაყურებლის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ხმის მიცემის შედეგად, გადავა.  ევროვიზიის პირველი ნახევარფინალი კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში 9 მაისს გაიმართა. თამარა გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველ ნახევარფინალში მე-2 ნომრად გამოვიდა, თუმცა ნახევარფინალური ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა. პირველ ნახევარფინალურ საღამოზე 18 კონკურსანტიდან ფინალში 10 მათგანი გადავიდა. ეს ქვეყნებია: მოლდოვა, აზერბაიჯანი, საბერძნეთი, შვედეთი, პორტუგალია, პოლონეთი, სომხეთი, ავსტრალია, კვიპროსი, ბელგია
წაკითხვა