საზოგადოებრივი
104.5 FM
ევროვიზიის გამარჯვებული პორტუგალია გახდა
განახლებულია: 2017-05-14 12:14:00
რიგით 62-ე ევროფესტივალის გამარჯვებული პორტუგალიის წარმომადგენელი სალვადორ სობრალი გახდა სიმღერით - Amar Pelos Dois.„ევროვიზიის“ სიმღერის რიგით 62-ე კონკურსის ფინალი კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში 13 მაისს გაიმართა. შოუს პირდაპირი ტრანსლირება საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" ეთერში განხორციელდა.ევროფესტივალის ფინალისტები იყვნენ: ისრაელი, პოლონეთი, ბელარუსი, ავსტრია, სომხეთი, ნიდერლანდები, მოლდოვა, უნგრეთი, იტალია, დანია, პორტუგალია, აზერბაიჯანი, ხორვატია, ავსტრალია, საბერძნეთი, ესპანეთი, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, კვიპროსი, რუმინეთი, გერმანია, უკრაინა, ბელგია, შვედეთი, ბულგარეთი, საფრანგეთი.2017 წლის „ევროვიზიის“ კონკურსის ფინალში, საქართველოდან ჟიურის ხმის მიცემის შედეგი  ევროპას ნიკა კოჩაროვმა გააცნო.წლევანდელმა გამარჯვებულმა ქვეყანამ რიგით 63-ე ევროფესტივალის მასპინძლის სტატუსი მოიპოვა.საქართველოს წარმომადგენელი თამარა გაჩეჩილაძე სიმღერით Keep the Faith „ევროვიზიის სიმღერის“ კონკურსის პირველ ნახევარფინალში გამოვიდა, თუმცა ნახევარფინალური ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა.
წაკითხვა
სალვადორ სობრალი - ​გამარჯვება სასიამოვნოა, მაგრამ არა მთავარი, დღეს გაიმარჯვებ, ხვალ არავის ახსოვხარ
გამოქვეყნებულია: 2017-05-14 03:50:00
„​გამარჯვება სასიამოვნოა, მაგრამ არა მთავარი, დღეს გაიმარჯვებ, ხვალ არავის ახსოვხარ“, - საკუთარი წარმატების შესახებ საუბრისას აღნიშნა ევროვიზიის გამარჯვებულმა სალვადორ სობრალმა. პორტუგალიის წარმომადგენელმა მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ ​მისთვის მთავარი სიმღერაა, ამიტომ აპირებს, მეორე ალბომზე იმუშაოს და საკონცერტო ტურნეც გამართოს. მომღერლის თქმით, ჰარმონიული მუსიკა სულ სხვაა, რომელსაც ბოლო დროს აღარ უსმენენ. მან აღნიშნა, რომ რადიოების მეშვეობით ადამიანებს ერთსა და იმავე სიმღერას მრავალჯერ ასმენინებენ, რათა ისინი მოაწონონ. ​სალვადორ სობრალის თქმით, ის ბედნიერი იქნება, თუკი ამ ყველაფერს შეცვლის, რაშიც და - ლუიზა დაეხმარება. რიგით 62-ე ევროფესტივალის გამარჯვებული პორტუგალიის წარმომადგენელი სალვადორ სობრალი გახდა. სალვადორ სობრალმა საფინალო კონცერტის დასასრულს სიმღერა Amar Pelos Dois ამჯერად დასთან, ლუიზა სობრალთან ერთად შეასრულა. სიმღერის ავტორი სწორედ ლუიზა სობრალია. ცნობილია, რომ სალვადორ სობრალს გულის პრობლემები აქვს. იგი გულის გადანერგვის რიგში დგას და მისი ჯანმრთელობის მდგომაროება საკმაოდ რთულია. რეპეტიციების დროს კი, მას და ეხმარებოდა. უმაღლესი 12 ქულა პორტუგალიას შემდეგი ქვეყნების ჟიურიმ მისცა: შვედეთი, სან მარინო, ლატვია, ისრაელი, ესპანეთი, საფრანგეთი, ლიტვა, სომხეთი, ისლანდია, შვეიცარია, ჰოლანდია, საქართველო, უნგრეთი, ბულგარეთი, სლოვენია, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი. მაყურებელმა პორტუგალიას 376 ქულა მისცა, ჯამში კი, გამარჯვებულმა 758 ქულა დააგროვა.
წაკითხვა
რა რეაქცია მოჰყვა პორტუგალიის გამარჯვებას - ექსკლუზიური კადრები კულისებიდან
გამოქვეყნებულია: 2017-05-14 03:19:00
რიგით 62-ე ევროფესტივალის გამარჯვებული პორტუგალიის წარმომადგენელი სალვადორ სობრალი გახდა სიმღერით - Amar Pelos Dois, რასაც კულისებში ოვაციები მოჰყვა. სალვადორ სობრალმა საფინალო კონცერტის დასასრულს სიმღერა Amar Pelos Dois ამჯერად დასთან, ლუიზა სობრალთან ერთად შეასრულა. სიმღერის ავტორი სწორედ ლუიზა სობრალია. ცნობილია, რომ სალვადორ სობრალს გულის პრობლემები აქვს. იგი გულის გადანერგვის რიგში დგას და მისი ჯანმრთელობის მდგომაროება საკმაოდ რთულია. რეპეტიციების დროს კი, მას და ეხმარებოდა. უმაღლესი 12 ქულა პორტუგალიას შემდეგი ქვეყნების ჟიურიმ მისცა: შვედეთი, სან მარინო, ლატვია, ისრაელი, ესპანეთი, საფრანგეთი, ლიტვა, სომხეთი, ისლანდია, შვეიცარია, ჰოლანდია, საქართველო, უნგრეთი, ბულგარეთი, სლოვენია, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი. მაყურებელმა პორტუგალიას 376 ქულა მისცა, ჯამში კი, გამარჯვებულმა 758 ქულა დააგროვა.
წაკითხვა
ევროვიზიის გამარჯვებული სიმღერა და-ძმა სობრალებმა ერთად შეასრულეს
გამოქვეყნებულია: 2017-05-14 02:49:00
რიგით 62-ე ევროფესტივალის გამარჯვებულმა, პორტუგალიის წარმომადგენელმა სალვადორ სობრალმა საფინალო კონცერტის დასასრულს სიმღერა Amar Pelos Dois ამჯერად დასთან, ლუიზა სობრალთან ერთად შეასრულა. სიმღერის ავტორი სწორედ ლუიზა სობრალია. ცნობილია, რომ სალვადორ სობრალს გულის პრობლემები აქვს. იგი გულის გადანერგვის რიგში დგას და მისი ჯანმრთელობის მდგომაროება საკმაოდ რთულია. რეპეტიციების დროს კი, მას და ეხმარებოდა. „ევროვიზიის“ სიმღერის რიგით 62-ე კონკურსის ფინალი კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში 13 მაისს გაიმართა. შოუს პირდაპირი ტრანსლირება საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" ეთერში განხორციელდა.ევროფესტივალის ფინალისტები იყვნენ: ისრაელი, პოლონეთი, ბელარუსი, ავსტრია, სომხეთი, ნიდერლანდები, მოლდოვა, უნგრეთი, იტალია, დანია, პორტუგალია, აზერბაიჯანი, ხორვატია, ავსტრალია, საბერძნეთი, ესპანეთი, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, კვიპროსი, რუმინეთი, გერმანია, უკრაინა, ბელგია, შვედეთი, ბულგარეთი, საფრანგეთი.წლევანდელმა გამარჯვებულმა ქვეყანამ რიგით 63-ე ევროფესტივალის მასპინძლის სტატუსი მოიპოვა.საქართველოს წარმომადგენელი თამარა გაჩეჩილაძე სიმღერით Keep the Faith „ევროვიზიის სიმღერის“ კონკურსის პირველ ნახევარფინალში გამოვიდა, თუმცა ნახევარფინალური ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა.
წაკითხვა
მარიამ მამადაშვილი ევროვიზიის წამყვანის ამპლუაში - გეპატიჟებით საქართველოში საბავშვო ევროვიზიაზე
გამოქვეყნებულია: 2017-05-14 01:42:00
„ევროვიზიის“ ფინალურ კონცერტზე წამყვანმა სცენაზე საბავშვო „ევროვიზიის“ 2016 წლის კონკურსის გამარჯვებული მარიამ მამადაშვილი მიიწვია, რომელმაც მაყურებელი საქართველოში, თბილისში, საბავშვო „ევროვიზია 2017“-ზე დაპატიჟა. საბავშვო „ევროვიზიის“ 2016 წლის კონკურსის გამარჯვებული მარიამ მამადაშვილი კიევში, „ევროვიზიის“ შოუზე დასასწრებად ორგანიზატორებმა საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვიეს.რამდენიმე დღის წინ, კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში საბავშვო ევროვიზიის ლოგოსა და სლოგანის პრეზენტაცია გაიმართა. საერთაშორისო მედიის შეკითხვებს ევროვიზიის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ, ევროპის მაუწყებელთა კავშირის სატელევიზიო პროექტის მენეჯერმა და გასული წლის გამარჯვებულმა მარიამ მამადაშვილმა უპასუხეს. საბავშვო „ევროვიზიას“ საქართველო ნოემბერში უმასპინძლებს. ფესტივალის სლოგანი იქნება "ანათე". რიგით მე-15 საბავშვო „ევროვიზიის“ კონკურსი 26 ნოემბერს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. საზოგადოებრივი მაუწყებელი მეთერთმეტედ წარადგენს მონაწილეს საბავშვო ევროფესტივალზე. 2016 წელს საქართველო საბავშვო „ევროვიზიის“ გამარჯვებული მესამედ გახდა და საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა. მსგავსი შედეგი ამ დრომდე არცერთ ქვეყანას ჰქონია. 
წაკითხვა
„ევროვიზია 2017“-ის პრესის რჩეულები უკვე ცნობილია
გამოქვეყნებულია: 2017-05-13 23:47:00
„ევროვიზია 2017“-ის პრესის რჩეული იტალიელი მონაწილე ფრანჩესკო გაბანი გახდა, საუკეთესო არტისტი - პორტუგალიელი სალვადორ სობრალი, საუკეთესო კომპოზიტორის ტიტული კი ლუიზა სობრალმა დაიმსახურა სიმღერისთვის - Amar Pelos Dois. ლუიზა სობრალი სალვადორ სობრალის დაა.ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსის ფინალი კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში ამ წუთებში იმართება. შოუს პირდაპირი ეთერი საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველ არხზე" გადაიცემა.
წაკითხვა
ფაქტები, რომლებიც თამარა გაჩეჩილაძის შესახებ უნდა იცოდეთ
გამოქვეყნებულია: 2017-05-09 22:04:00
რამდენიმე საათში ევროვიზია 2017 წლის ნახევარფინალური შოუ დაიწყება. საქართველოს წარმომადგენელი თამარა გაჩეჩილაძე კონკურსზე მეორე ნომრად გამოვა. სანამ ევროფესტივალი დაიწყება, გთავაზობთ, საინტერესო ფაქტებს, რომლებიც თამარა გაჩეჩილაძის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
წაკითხვა
ევროვიზიის მონაწილე, რომელიც გულის გადანერგვის რიგში დგას - "მოამბის" ინტერვიუ
გამოქვეყნებულია: 2017-05-09 19:00:00
​სალვადორ სობრალი ევროვიზია 2017-ის პორტუგალიელი მონაწილეა. სალვადორი კონკურსზე დის, ლუსია სობრალის მიერ დაწერილ სიმღერას შეასრულებს. ევროფესტივალის პორტუგალიელი მონაწილე მედიის ყურადღების ქვეშ მარტივად მოექცა. არაჩვეულებრივ სიმღერასთან ერთად, მისი პერფორმანსი საოცრად მგრძნობიარეა.​თუმცა, მას გულის პრობლემები აქვს. იგი გულის გადანერგვის რიგში დგას და მისი მდგომაროება საკმაოდ რთულია. "მოამბემ" სალვადორთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა."მე უბრალოდ მთელი გულით ვმღერი. რაიმე სპეციალური მომზადება არაა საჭირო, მე მიყვარს სიმღერა, ეს არის რასაც ვაკეთებ. ეს მშვენიერი სიმღერა ჩემმა დამ დაწერა. ეს არის გულის განმგმირავი, არაჩვეულებრივი ისტორია", - განაცხადა საზოგადოებრივთან საუბრისას სალვადორ სობრალმა.სალვადორის საევროვიზიო პერფორმანსი:
წაკითხვა
თამარა გაჩეჩილაძე ევროფესტივალზე ხუთი ბექ-ვოკალისტის თანხლებით წარდგება
გამოქვეყნებულია: 2017-04-18 13:42:00
ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსის ქართველი მონაწილე თამარა გაჩეჩილაძე სცენაზე ხუთი ბექ-ვოკალისტის - მარიამ აკობიას, მარიამ ჯომარდიძის, ნათია ოქრუაშვილის, გიორგი ცხვარიაშვილისა და გური პასიკაშვილის თანხლებით წარდგება.მარიამ აკობია2007 - "ანა-ბანა“ 2008/2009 - საბავშვო ევროვიზიის ეროვნული კონკურსი 2009 - "ქოლგა", უკრაინა 2011 - "ნიჭიერი"2013 - "ახალი ხმა“ 2016 - "X ფაქტორი" ტელეკომპანია "იმედი", გადაცემა "ახალი ხმა" - ბექ-ვოკალისტიჰყავს საკუთარი მუსიკალური ბენდი, მუშაობს სხვადასხვა კლუბებშიმარიამ ჯომარდიძე2013/2015 - ტელეკომპანია "იმედი", კონკურსი "ორი ვარსკვლავი" - ბექ-ვოკალისტი 2012 - ტელეკომპანია "რუსთავი 2", გადაცემა "ნიჭიერი"- ბექ-ვოკალისტი2012 - ტელეკომპანია "მაესტრო",სატელევიზიო შოუ "მაგთიფანი" - ბექ-ვოკალისტი2011 - სატელევიზიო კონკურსი "ჯეოსტარი" - მესამე ადგილის მფლობელი2010 - "5 ვეგას" მფლობელი2009 - სატელევიზიო კონკურსი "ხმა საქართველოდან" - გამარჯვებული2009 - გოგი დოლიძის სახელობის კონკურსი - ლაურეატი2008 - ნანი ბრეგვაძის სახელობის კონკურსი - მეორე ადგილის მფლობელი2007 - საბავშვო ევროვიზიის შიდაშესარჩევი კონკურსის ფინალისტი2006 - კონკური "ანშლაგი" - გამარჯვებული2005 - სატელევიზიო კონკურსი "იმედის მტრედები" - პირველი ადგილის მფლობელი1999 - კონკური "ძეკინოდორო" - გამარჯვებული<
წაკითხვა
„ევროვიზია 2017“-ის პირდაპირ ეთერს საზოგადოებრივზე დემეტრე ერგემლიძე გაუძღვება
გამოქვეყნებულია: 2017-04-18 11:46:00
2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირდაპირ ეთერს საზოგადოებრივზე ჟურნალისტი დემეტრე ერგემლიძე გაუძღვება. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი 13 მაისს ჩატარდება. კონცერტების პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს. დემეტრე ერგემლიძე 2016 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირდაპირ ეთერს პირველად გასულ წელს უძღვებოდა, როდესაც მარიამ მამადაშვილმა საქართველოს რიგით მესამე გამარჯვება მოუტანა.დემეტრე ერგემლიძე, 2006 წლიდან, მუშაობდა საინფორმაციო სააგენტოებში, გაზეთებსა და ონლაინ მედიაში. 2011 წელს იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო პროექტის "პილოტის" მონაწილე. ბოლო წლებში, მუშაობს პირველ საზოგადოებრივსა და საზოგადოებრივ რადიოში კორესპონდენტის, პროდიუსერის და წამყვანის პოზიციებზე. ამჟამად უძღვება სატელევიზიო ჟურნალს "ფერმა" და რადიოგადაცემას საზოგადოებრივი რადიო ერთის დილის ეთერში; აქტიურად თანამშრომლობს ევროვიზიის საპროდიუსერო გუნდთან.თამარა გაჩეჩილაძე საქართველოს 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს,სიმღერით - Keep the Faith. საქართველოს დელეგაცია კიევში 29 აპრილს გაემგზავრება. თამარა გაჩეჩილაძე პირველ რეპეტიციას 30 აპრილს გაივლის, რის შემდეგაც ჟურნალისტებს შეხვდება. გაჩეჩილაძე ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალურ შოუზე, 9 მაისს, მეორე ნომრად იმღერებს.ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს.
წაკითხვა
რუსეთის პირველმა არხმა ევროვიზიის ტრანსლირებაზე უარი თქვა
გამოქვეყნებულია: 2017-04-13 20:02:00
რუსეთის პირველმა არხმა ევროვიზიის წლევანდელი კონკურსის ტრანსლირებაზე უარი თქვა. ტელეარხი გადაწყვეტილების მიზეზების შესახებ განცხადებასაც ავრცელებს და უკრაინას კონკურსის პოლიტიზებაში ადანაშაულებს. „ევროპის მაუწყებელთა კავშირმა შეგვატყობინა, რომ ვერ შეძლო დაერეგულირებინა იულია სამოილოვას კონკურსში მონაწილეობის საკითხი. პირველი არხი შექმნილ ვითარებაში შეუძლებლად მიიჩნევს „ევროვიზია 2017-ის“ ტრანსლირებას. ჩვენ ვთვლით, რომ უკრაინის უარი სრულიად დაუსაბუთებელია, ამის მიზეზი კი უდავოდ არის, უკრაინის მხრიდან იმ კონკურსის პოლიტიზების მცდელობა, რომლის მიზანიც 62-წლიანი ისტორიის განმავლობაში ხალხის გაერთიანება იყო“, - ნათქვამია ტელეარხის განცხადებაში. შეგახსენებთ, რუს კონკურსანტს უკრაინამ ქვეყნის ტერიტორიაზე 3 წლით აუკრძალა შესვლა. სამოილოვა ანექსირებულ ყირიმში კონცერტებს ატარებდა და ყირიმს რუსეთის შემადგენელ ნაწილად მოიხსენიებდა. ევროვიზიის კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტმა იულია სამოილოვას დისტანციურად სიმღერა შესთავაზა, თუმცა საკითხზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. 
წაკითხვა
სიმღერის Keep the Faith ვიდეორგოლის პრეზენტაცია „C სტუდიაში“ 6 აპრილს შედგება
გამოქვეყნებულია: 2017-04-05 14:40:00
2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენლის, თამარა გაჩეჩილაძის სიმღერის - Keep the Faith ვიდეორგოლის პრეზენტაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა "C სტუდიაში" 6 აპრილს  შედგება.სიმღერის Keep the Faith ვიდეორგოლის რეჟისორია თემურ კვირკველია. საზოგადოებრივი მაუწყებლის რეჟისორმა თემურ კვირკველიამ გადაიღო  2013 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენლების სოფო გელოვანისა და ნოდიკო ტატიშვილის სიმღერის - Waterfall ვიდეორგოლი, მასვე ეკუთვნის 2016 წლის ევროფესტივალის ქართველი მონაწილეების ნიკა კოჩაროვისა და ჯგუფის Young Georgian Lolitaz
წაკითხვა
საბავშვო ევროვიზიისთვის მზადების ფარგლებში, ტურიზმის ადმინისტრაცია ბაზრის კვლევას ატარებს
გამოქვეყნებულია: 2017-03-29 12:08:00
საბავშვო ევროვიზიის თბილისში ჩასატარებლად მზადება დაწყებულია. მე-15 საიუბილეო კონკურსი 26 ნოემბერს თბილისში გაიმართება. ტურიზმის ადმინისტრაცია სარეკლამო კომპანიებისთვის, დამოუკიდებელი დიზაინერებისთვის ატარებს ბაზრის კვლევას, სადაც ევროფესტივალის - კონცეფციის, სლოგანისა და ლოგოს შემუშავების სავარაუდო ღირებულებას და ვადებს დაადგენს. შესაბამისი გამოცდილებისა და მონაწილეობის სურვილის მქონე პირებს შეუძლიათ გააგზავნონ საკუთარი კონცეფცია არაუგვიანეს 3 აპრილისა.
წაკითხვა
თამარა გაჩეჩილაძემ სიმღერის Keep the Faith განახლებული ვერსია ვიზალიბერალიზაციისადმი მიძღვნილ კონცერტზე შეასრულა
გამოქვეყნებულია: 2017-03-27 22:28:00
თამარა გაჩეჩილაძემ ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის - Keep the Faith განახლებული ვერსია ვიზალიბერალიზაციისადმი მიძღვნილ კონცერტზე შეასრულა. ვიზალიბერალიზაციისადმი მიძღვნილი კონცერტი ევროპის მოედანზე მიმდინარეობს. შოუს პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებს.სიმღერის Keep the Faith ავტორები ანრი ჯოხაძე და თამარა გაჩეჩილაძე არიან. Keep the Faith ახალი არანჟირებით „ბრავო სტუდიაში“ ჩაიწერა. ბექ-ვოკალში წარმოდგენილია ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალისტთა 25-კაციანი გუნდი, ვახტანგ გაბიძაშვილის დირიჟორობით. რამდენიმე დღეში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სიმღერის Keep the Faith კლიპის პრეზენტაცია შედგება. ვიდეორგოლს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეჟისორი თემურ კვირკველია იღებს, მუშაობა თითქმის დასრულებულია. ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. ევროფესტივალში წელს 43 ქვეყანა მონაწილეობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი 13 მაისს ჩატარდება.2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენელი თამარა გაჩეჩილაძე პირველ ნახევარფინალურ საღამოზე 9 მაისს, კონცერტის პირველ ნახევარში, იმღერებს.
წაკითხვა
ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის Keep the Faith ვიდეორგოლის გადაღება რამდენიმე დღეში დასრულდება
გამოქვეყნებულია: 2017-03-21 15:30:00
2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენლის, თამარა გაჩეჩილაძის სიმღერის - Keep the Faith ვიდეორგოლის გადაღება რამდენიმე დღეში დასრულდება. კლიპში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის რეჟისორი თემურ კვირკველია იღებს, ოცზე მეტი პერსონაჟი მონაწილეობს. კასტინგი ტიპაჟების შესარჩევად რამდენიმე დღეს მიმდინარეობდა. ვიდეორგოლთან ერთად, საზოგადოება სიმღერის Keep the Faith ახალ არანჟირებასაც მოისმენს. ვიდეორგოლის პრეზენტაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში უახლოეს პერიოდში გაიმართება.თამარა გაჩეჩილაძის სცენოგრაფიაზე ცნობილი შვედი რეჟისორი საშა ჟან-ბაპტისტი იმუშავებს. რეპეტიციებისთვის რეჟისორი თბილისში 23 მარტს ჩამოვა და რამდენიმე დღე დარჩება.საშა ჟან-ბაპტისტი ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენლებთან უკვე მესამე წელია, თანამშრომლობს. მან 2015 წლის იმუშავა ნინა სუბლატთან,  2016 წელს  - ნიკა კოჩაროვთან და ჯგუფთან Young Georgian Lolitaz.თამარა გაჩეჩილაძე პრომო ტურში აპრილის დასაწყისში გაემგზავრება.  პრომო ტურის ფარგლებში, მომღერალი ისრაელში ევროვიზიისადმი მიძღვნილ კონცერტში მიიღებს მონაწილეობას, შემდეგ ამსტერდამს ესტუმრება და სხვა კონკურსანტებთან ერთად, ევროვიზიის წვეულებაზე წარდგება. 16 აპრილს თამარა გაჩეჩილაძე ესპანეთს ეწვევა. ის მადრიდში, სხვა კონკურსანტებთან ერთად, კონცერტში მიიღეებს მონაწილეობას. 29 აპრილს მომღერალი ქართულ დელეგაციასთან ერთად, კიევში გაემგზავრება. 30 აპრილს ევროვიზიის სცენაზე პირველ რეპეტიციას გაივლის.თამარა გაჩეჩილაძე 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველ ნახევარფინალურ საღამოზე 9 მაისს, კონცერტის პირველ ნახევარში, იმღერებს.
წაკითხვა
სად ჩატარდება საბავშვო ევროვიზია საქართველოში და რა ფინანსურ დანახარჯებზეა საუბარი - სერგი გვარჯალაძე „მოამბეს“ შეკითხვებს პასუხობს
გამოქვეყნებულია: 2017-02-01 19:28:00
საბავშვო ევროვიზია წელს საქართველოში ჩატარდება. დეტალების შესახებ "მოამბესთან" 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ ისაუბრა.„ამ ღონისძიებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენი ბავშვებისათვის. მათ გასახარებლად კეთდება ეს პროექტი. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა ექნება ტურიზმისა და ტელეინდუსტრიის განვითარებისთვისაც. მსგავსი შოუ საქართველოში ჯერ არ ყოფილა. მე ვფიქრობ, ჩვენი შოუ გამორჩეული იქნება. ამაში არაერთი ჯგუფი იქნება ჩართული, მათ შორის, უცხოური დელეგაცია", - განაცხადა სერგი გვარჯალაძემ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი პროექტის ჩასატარებლად საჭირო ფინანსებია. სერგი გვარჯალაძის თქმით, კრეატიული მიდგომით ფინანსების მინიმალურ დანახარჯს მივიღებთ. "ყველა მსგავსი ღონისძიება გარკვეულ ფინანსურ გამოწვევებს მოითხოვს. ჩვენ გარკვეული გამოცდილება მეზობელი ქვეყნების მაგალითზე უკვე ვიცით. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ეს ძალიან კარგად გავაკეთოთ. ამაში კრეატიული მიდგომა დაგვეხმარება. კრეატივით მინიმალურ დანახარჯებს მივიღებთ“, - აცხადებს გვარჯალაძე. მისი თქმით, მთავარი გამოწვევა ლოჯისტიკა და ბავშვების უსაფრთხოებაა. "რაც შეეხება ყველაფერ დანარჩენს. ქვეყანაში უკვე არის გარკვეული გამოცდილება მსგავსი ღონისძიებების ჩატარების, თუნდაც ახალგაზრდული ოლიმპიადა რომ ავიღოთ", - აცხადებს გვარჯალაძე. ყველაზე აქტუალური კითხვაა, სად გაიმართება საბავშვო ევროვიზია საქართველოში. გვარჯალაძის თქმით, საქართველოში ე.წ. ვენიუების პრობლემა არსებობს. თუმცა, 6-დან 10 შენობამდე უკვე შერჩეულია და უახლოეს მომავალში ყველაზე ოპტიმალური მათგანი აირჩევა.
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი მარიამ მამადაშვილს 2016 წლის საბავშვო ევროვიზიაში გამარჯვებას ულოცავს
გამოქვეყნებულია: 2016-11-20 22:42:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი მარიამ მამადაშვილს 2016 წლის საბავშვო ევროვიზიაში გამარჯვებას ულოცავს.„ვულოცავ მარიამს და მთელ საქართველოს საბავშვო ევროვიზიის 2016 წლის კონკურსში გამარჯვებას!“,- აღნიშნულია გიორგი კვირიკაშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.2016 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული საქართველოს წარმომადგენელი მარიამ მამადაშვილი გახდა. მამადაშვილმა 239 ქულა მიიღო და კონკურსის გამარჯვებული გახდა. გამარჯვებული პროფესიონალმა ჟიურიმ და საბავშვო ჟიურიმ, ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს. 2016 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველო მარიამ მამადაშვილმა ბოლო, მე-17 ნომრად წარადგინა, სიმღერით "მზეო". საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ვალეტა, მალტა მასპინძლობდა. კონკურსი 20 ნოემბერს ჩატარდა. შოუს პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განახორციელა. პირდაპირ ეთერს დემეტრე ერგემლიძე უძღვებოდა.
წაკითხვა
„დიდი მადლობა ყველა ჩემ გულშემატკივარს...ყველას მადლობა ჩემ გვერდით რომ ხართ“ - ევროვიზიის გამარჯვებულის მიმართვა პრესკონფერენციაზე
გამოქვეყნებულია: 2016-11-20 22:27:00
2016 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული საქართველოს წარმომადგენელი მარიამ მამადაშვილი გახდა. კონკურსის დასრულების შემდეგ, გაიმართა პრესკონფერენცია.„დიდი მადლობა ყველა ჩემ გულშემატკივარს...ყველას მადლობა ჩემ გვერდით რომ ხართ“ - საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულმა ამ სიტყვებით მიმართა ყველა მის მხარდამჭერს პრესკონფერენციაზე.2016 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული საქართველოს წარმომადგენელი მარიამ მამადაშვილი გახდა. კონკურსის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციის დაწყებამდე გამარჯვებულმა ყველა მხარდამჭერს და გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა. მარიამ მამადაშვილმა 239 ქულა მიიღო და კონკურსის გამარჯვებული გახდა. მეორე ადგილზე სომხეთის წარმომადგენელი გავიდა. საქართველომ ევროვიზიის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა. ქვეყანამ კონკურსი მესამედ მოიგო. მსგავსი შედეგი ამ დრომდე არავის ქონია.გამარჯვებული პროფესიონალმა ჟიურიმ და საბავშვო ჟიურიმ, ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს.2016 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველო მარიამ მამადაშვილმა ბოლო, მე-17 ნომრად წარადგინა, სიმღერით "მზეო". საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ვალეტა, მალტა მასპინძლობდა. კონკურსი 20 ნოემბერს ჩატარდა.შოუს პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივმა
წაკითხვა
მარიამ მამადაშვილი საბავშვო ევროვიზია 2016-ის გამარჯვებულია
განახლებულია: 2016-11-20 21:25:00
საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-14 კონკურსის გამარჯვებული საქართველოს წარმომადგენელი მარიამ მამადაშვილი გახდა. მან 239 ქულა მოიპოვა.მეორე ადგილზე აღმოჩნდა სომხეთის წარმომადგენელი, 232 ქულით, ხოლო მესამე ადგილი იტალიამ დაიკავა, 209 ქულით. გამარჯვებული პროფესიონალმა ჟიურიმ და საბავშვო ჟიურიმ, ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს.საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული 2016 წელს მესამედ გახდა და საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა. მსგავსი შედეგი ამ დრომდე არცერთ ქვეყანას ჰქონია.საქართველომ საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში პირველად გამარჯვება 2008 წელს მოიპოვა, როცა ჯგუფმა "ბზიკებმა" კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში პირველი ადგილი დაიმსახურა. მეორედ, 2011 წელს ჯგუფი Candy, სიმღერით Candy Music საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული გახდა.2016 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ვალეტა, მალტა მასპინძლობდა. კონკურსი 20 ნოემბერს ჩატარდა.შოუს პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განახორციელა. პირდაპირ ეთერს დემეტრე ერგემლიძე უძღვებოდა.საკონკურსო სიმღერაზე "მზეო" მარიამ მამადაშვილთან ერთად კომპოზიტორმა გიგა კუხიანიძემ იმუშავა. ემოციური დასასრული - გამარჯვებული სიმღერა "მზეო" სცენაზე 17-ვე ქვეყნის წარმომადგენელმა შეასრულა. 
წაკითხვა
"თბილისი 2015" დასრულდა - დასკვნითი საღამო ოლიმპიურ სოფელში
გამოქვეყნებულია: 2015-08-01 21:04:00
ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დასრულებულია. თბილისი 6 დღის განმავლობაში 14-დან 18-წლამდე ასაკის ევროპის 50 ქვეყნის სპორტსმენთა ფესტივალს მასპინძლობდა.  ქართულ დელეგაციას შეჯიბრის ბოლო დასკვნით დღეს 3 მედალი შეემტა.  სპორტსმენთა სოფელში "თბილისი 2015-ის" დასკვნითი საღამო იმართება. ნინო გაბელიას რეპორტაჟი.
წაკითხვა