საზოგადოებრივი
104.5 FM
მარიამ მამადაშვილი კიევში ევროვიზიაზე საპატიო სტუმრად მიიწვიეს
გამოქვეყნებულია: 2017-05-10 20:48:00
საბავშვო „ევროვიზიის“ 2016 წლის კონკურსის გამარჯვებული მარიამ მამადაშვილი კიევში, „ევროვიზიის“ შოუზე დასასწრებად იმყოფება. ის „ევროვიზიის“ 2017 წლის ორგანიზატორებმა საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვიეს.საქართველოს წარმომადგენელი თამარა გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველ ნახევარფინალში მე-2 ნომრად გამოვიდა, თუმცა ნახევარფინალური ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა. ევროფესტივალის გრანდიოზული ფინალი 13 მაისს ჩატარდება და კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება. ქვეყანა, რომელსაც გამარჯვებული წარმოადგენს რიგით 63-ე ევროფესტივალის მასპინძლის სტატუსს მოიპოვებს.საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული 2016 წელს მესამედ გახდა და საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა. წელს საბავშვო „ევროვიზიას" საქართველო მასპინძლობს.
წაკითხვა
თამარა გაჩეჩილაძე 2017 წლის ევროფესტივალს გამოეთიშა
გამოქვეყნებულია: 2017-05-10 01:13:00
თამარა გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველ ნახევარფინალში მე-2 ნომრად გამოვიდა, თუმცა ნახევარფინალური ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა. მისი საკონკურსო სიმღერა ნახევარფინალის ათ საუკეთესო ნომერს შორის ვერ მოხვდა. ევროვიზიის პირველი ნახევარფინალი კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში 9 მაისს გაიმართა. პირველ ნახევარფინალურ საღამოზე 18 კონკურსანტიდან ფინალში 10 მათგანი გადავიდა. ეს ქვეყნებია:მოლდოვა, აზერბაიჯანი, საბერძნეთი, შვედეთი, პორტუგალია, პოლონეთი, სომხეთი, ავსტრალია, კვიპროსი, ბელგია.მეორე ნახევარფინალი 11 მაისს გაიმართება.ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნის (უკრაინა) და ე. წ. დიდი ხუთეულის - გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები. დანარჩენი 20 შემსრულებელი ნახევარფინალური ტურებიდან შეირჩევა.  ევროფესტივალის გრანდიოზული ფინალი 13 მაისს ჩატარდება და კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება. ქვეყანა, რომელსაც გამარჯვებული წარმოადგენს რიგით 63-ე ევროფესტივალის მასპინძლის სტატუსს მოიპოვებს.
წაკითხვა
საქართველოს წარმატებული ევროსტარტი - ექსკლუზიური კადრები კულისებიდან
გამოქვეყნებულია: 2017-05-10 00:09:00
​ევროვიზია 2017-ზე საქართველოს წარმომადგენელი თამარა გაჩეჩილაძე მეორე ნომრით გამოვიდა. მის გამოსვლას დარბაზი ოვაციებითა და შეძახილებით შეხვდა. ქართველი მომღერლის გამოსვლას კულისებში თვალყურს საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები და თაყვანისმცემლები ადევნებდნენ.​"მოამბე" ევროვიზიის კულისებიდან ექსკლუზიურ კადრებს გთავაზობთ. ვიდეოკადრებში ევროვიზიის სცენამდე გასვლის მოსამზადებელი პერიოდია დაფიქსირებული.
წაკითხვა
საქართველოს ხმის ემოციური შესრულება - თამარა გაჩეჩილაძის Keep the Faith
გამოქვეყნებულია: 2017-05-09 23:25:00
თამარა გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველ ნახევარფინალში მე-2 ნომრად გამოვიდა. კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში პირველი ნახევარფინალური საღამოს დასასრულს გაირკვევა, გადავა თუ არა ქართველი მონაწილე ფინალში. პირველი ნახევარფინალის მონაწილეები საერთაშორისო ჟიურიმ გუშინ შეაფასა. დღეს კონკურსანტებს მაყურებელი შეაფასებს. შოუს დასასრულს ჟიურისა და მაყურებლის ხმის მიცემის შედეგები პროპორციულად (პრინციპით 50/50%-ზე) დაჯამდება. პირველი ნახევარფინალის მონაწილე 18 კონკურსანტიდან ფინალში -10 რჩეული შემსრულებელი გადავა. 
წაკითხვა
ევროვიზიის პირველ ნახევარფინალში თამარა გაჩეჩილაძე მეორე ნომრად გამოვიდა
გამოქვეყნებულია: 2017-05-09 23:17:00
თამარა გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველ ნახევარფინალში მე-2 ნომრად გამოვიდა. კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში პირველი ნახევარფინალური საღამოს დასასრულს გაირკვევა, გადავა თუ არა ქართველი მონაწილე ფინალში. პირველი ნახევარფინალის მონაწილეები საერთაშორისო ჟიურიმ გუშინ შეაფასა. დღეს კონკურსანტებს მაყურებელი შეაფასებს. შოუს დასასრულს ჟიურისა და მაყურებლის ხმის მიცემის შედეგები პროპორციულად (პრინციპით 50/50%-ზე) დაჯამდება. პირველი ნახევარფინალის მონაწილე 18 კონკურსანტიდან ფინალში -10 რჩეული შემსრულებელი გადავა. რიგით 62-ე ევროფესტივალის პირველი ნახევარფინალის კონკურსანტები კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში, სცენაზე შემდეგი თანმიმდევრობით გამოვლენ: 1.შვედეთი2.საქართველო3.ავსტრალია4.ალბანეთი5.ბელგია6.მონტენეგრო7.ფინეთი8.აზერბაიჯანი9.პორტუგალია10.საბერძნეთი11.პოლონეთი12.მოლდოვა13.ისლანდია14.ჩეხეთის რესპუბლიკა15.კვიპროსი16.სომხეთი17.სლოვენია18.ლატვიაევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნის (უკრაინა) და ე. წ. დიდი ხუთეულის - გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები. დანარჩენი 20 შემსრულებელი ნახევარფინალური ტურებიდან შეირჩევა. მეორე ნახევარფინალი 11 მა
წაკითხვა
ფაქტები, რომლებიც თამარა გაჩეჩილაძის შესახებ უნდა იცოდეთ
გამოქვეყნებულია: 2017-05-09 22:04:00
რამდენიმე საათში ევროვიზია 2017 წლის ნახევარფინალური შოუ დაიწყება. საქართველოს წარმომადგენელი თამარა გაჩეჩილაძე კონკურსზე მეორე ნომრად გამოვა. სანამ ევროფესტივალი დაიწყება, გთავაზობთ, საინტერესო ფაქტებს, რომლებიც თამარა გაჩეჩილაძის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
წაკითხვა
ევროვიზიის მონაწილე, რომელიც გულის გადანერგვის რიგში დგას - "მოამბის" ინტერვიუ
გამოქვეყნებულია: 2017-05-09 19:00:00
​სალვადორ სობრალი ევროვიზია 2017-ის პორტუგალიელი მონაწილეა. სალვადორი კონკურსზე დის, ლუსია სობრალის მიერ დაწერილ სიმღერას შეასრულებს. ევროფესტივალის პორტუგალიელი მონაწილე მედიის ყურადღების ქვეშ მარტივად მოექცა. არაჩვეულებრივ სიმღერასთან ერთად, მისი პერფორმანსი საოცრად მგრძნობიარეა.​თუმცა, მას გულის პრობლემები აქვს. იგი გულის გადანერგვის რიგში დგას და მისი მდგომაროება საკმაოდ რთულია. "მოამბემ" სალვადორთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა."მე უბრალოდ მთელი გულით ვმღერი. რაიმე სპეციალური მომზადება არაა საჭირო, მე მიყვარს სიმღერა, ეს არის რასაც ვაკეთებ. ეს მშვენიერი სიმღერა ჩემმა დამ დაწერა. ეს არის გულის განმგმირავი, არაჩვეულებრივი ისტორია", - განაცხადა საზოგადოებრივთან საუბრისას სალვადორ სობრალმა.სალვადორის საევროვიზიო პერფორმანსი:
წაკითხვა
რამდენიმე საათი ევროვიზიის ნახევარფინალამდე - თამარა გაჩეჩილაძე მეორე ნომრად გამოვა
გამოქვეყნებულია: 2017-05-09 12:18:00
ევროფესტივალის ქართველი მონაწილე თამარა გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith მაყურებლის წინაშე დღეს, 9 მაისს, პირველ ნახევარფინალურ საღამოზე მე-2 ნომრად წარდგება. კონკურსის დასასრულს გაირკვევა, გადავა თუ არა ქართველი მონაწილე ფინალში. პირველი ნახევარფინალის მონაწილეები საერთაშორისო ჟიურიმ გუშინ შეაფასა. დღეს კონკურსანტებს მაყურებელი შეაფასებს. შოუს დასასრულს ჟიურისა და მაყურებლის ხმის მიცემის შედეგები პროპორციულად (პრინციპით 50/50%-ზე) დაჯამდება. პირველი ნახევარფინალის მონაწილე 18 კონკურსანტიდან ფინალში -10 რჩეული შემსრულებელი გადავა. ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნის (უკრაინა) და ე. წ. დიდი ხუთეულის - გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები. დანარჩენი 20 შემსრულებელი ნახევარფინალური ტურებიდან შეირჩევა. მეორე ნახევარფინალი 11 მაისს გაიმართება. ევროფესტივალის გრანდიოზული ფინალი კი 13 მაისს ჩატარდება და კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება. ქვეყანა, რომელსაც გამარჯვებული წარმოადგენს რიგით 63-ე ევროფესტივალის მასპინძლის სტატუსს მოიპოვებს.2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველი ნახევარფინალური ტურის პირდაპირი ტრანსლირება კიევიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე 23:00 საათიდან დაიწყება. შოუს მსვლელობისთვის თვალყურის დევნება შესაძლებელი იქნება ონლაინ სივრცეში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე.  2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირდაპირ ეთერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე ჟურნალისტი დემეტრე ერგემლიძე და ანრი ჯოხაძე გაუძღვებიან. 
წაკითხვა
თამარა გაჩეჩილაძე ევროვიზიის პირველ ნახევარფინალში ხვალ იმღერებს
განახლებულია: 2017-05-08 18:30:00
ევროფესტივალის ქართველი მონაწილე თამარა გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith მაყურებლის წინაშე 9 მაისს, პირველ ნახევარფინალურ საღამოზე მე-2 ნომრად წარდგება.2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველი ნახევარფინალური ტურის პირდაპირი ტრანსლირება კიევიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, 23:00 საათიდან, განხორციელდება. შოუს მსვლელობისთვის თვალყურის დევნება შესაძლებელი იქნება ონლაინ სივრცეში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე.რიგით 62-ე ევროფესტივალის პირველი ნახევარფინალის კონკურსანტები კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში, სცენაზე შემდეგი თანმიმდევრობით გამოვლენ: 1.შვედეთი2.საქართველო3.ავსტრალია4.ალბანეთი5.ბელგია6.მონტენეგრო7.ფინეთი8.აზერბაიჯანი9.პორტუგალია10.საბერძნეთი11.პოლონეთი12.მოლდოვა13.ისლანდია14.ჩეხეთის რესპუბლიკა15.კვიპროსი16.სომხეთი17.სლოვენია18.ლატვია18 კონკურსანტიდან 10 რჩეულ შემსრულებელს, მაყურებელი და ჟიური ერთობლივად გამოავლენენ. მეორე ნახევარფინალი 11 მაისს გაიმართება. ევროფესტივალის გრანდიოზული ფინალი კი 13 მაისს ჩატარდება.ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურ
წაკითხვა
ევროვიზია 2017 - თამარა გაჩეჩილაძე გულშემატკივრებსა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2017-05-08 12:28:00
ევროვიზია 2017 წლის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი. კიევში ფესტივალის მონაწილეები წითელ ხალიჩაზე შეიკრიბნენ. საქართველოს წარმომადგენელი თამარა გაჩეჩილაძე დელეგაციასთან ერთად, გულშემატკივრებსა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. წითელ ხალიჩაზე რიგით 62-ე ევროფესტივალის 42 მონაწილე კამერების წინაშე პოზირებდა.გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი 13 მაისს ჩატარდება. შოუს პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.
წაკითხვა
კიევში „ევროვიზია 2017“ ოფიციალურად გაიხსნა - ქართულმა დელეგაციამ წითელ ხალიჩაზე ჩაიარა
გამოქვეყნებულია: 2017-05-07 19:05:00
7 მაისს, კიევში „ევროვიზია 2017“ ოფიციალურად გაიხსნა. ტრადიციულად, გახსნის ცერემონიის დაწყებამდე ევროფესტივალის მონაწილეებს წითელ ხალიჩაზე ხვდებიან. 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენელი - თამარა გაჩეჩილაძე, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, წითელ ხალიჩაზე გულშემატკივრებისა და მედიის წინაშე უკვე წარდგა.რიგით 62-ე ევროფესტივალის 42 მონაწილის მიღება წითელ ხალიჩაზე ამ წუთებში მიმდინარეობს.გაჩეჩილაძე ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალურ შოუზე, 9 მაისს, მეორე ნომრად იმღერებს. საკონკურსო სიმღერის Keep the Faith მუსიკის ავტორია ანრი ჯოხაძე, ხოლო ტექსტის თამარა გაჩეჩილაძე.ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსი კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში ჩატარდება. შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს. 9, 11 და13 მაისს, 23:00 საათზე, „ევროვიზია 2017“ პირველი არხის პირდაპირ ეთერშია.
წაკითხვა
„ევროვიზია 2017-ის“ ქართველმა მონაწილემ მეორე რეპეტიცია გაიარა
განახლებულია: 2017-05-04 12:10:00
2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენელმა თამარა გაჩეჩილაძემ კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში, ევროფესტივალის სცენაზე მეორე რეპეტიცია დღეს, 4 მაისს გაიარა. ქართველი კონკურსანტის სცენოგრაფიაზე ცნობილი შვედი რეჟისორი საშა ჟან-ბაპტისტი მუშაობდა. გაჩეჩილაძის სასცენო იმიჯზე ლაშა ჯოხაძემ იზრუნა.თამარა გაჩეჩილაძემ რეპეტიციის შემდეგ, პრესკონფერენციაზე მედიის შეკითხვებს უპასუხა. საქართველოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისთვის კონკურსში მონაწილეობა დიდი პატივია. ის მოხარულია, რომ საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-15 კონკურსი წელს საქართველოში გაიმართება.„ევროვიზია 2017-ის“ ქართველმა მონაწილემ პირველი რეპეტიცია ევროფესტივალის სცენაზე 30 აპრილს გაიარა.გაჩეჩილაძე ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალურ შოუზე, 9 მაისს, მეორე ნომრად იმღერებს. საკონკურსო სიმღერის Keep the Faith მუსიკის ავტორია ანრი ჯოხაძე, ხოლო ტექსტის თამარა გაჩეჩილაძე.ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს.
წაკითხვა
„ევროვიზია 2017“ - უკრაინაში საქართველოს საელჩომ ჟურნალისტებს თამარა გაჩეჩილაძე წარუდგინა
განახლებულია: 2017-05-03 12:20:00
უკრაინაში საქართველოს საელჩომ პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენლებს ევროვიზიის ქართველი კონკურსანტი თამარა გაჩეჩილაძე წარუდგინა. მომღერალმა ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხა. მომღერალი თამარა გაჩეჩილაძე ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალურ შოუზე, 9 მაისს, კიევში მეორე ნომრად იმღერებს. ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსში წელს 42 ქვეყანა მონაწილეობს. შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს. 9, 11 და13 მაისს, 23:00 საათზე, ევროვიზია 2017 პირველი არხის პირდაპირ ეთერშია
წაკითხვა
თამარა გაჩეჩილაძე საქართველოს საელჩოში უკრაინაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება
გამოქვეყნებულია: 2017-05-02 08:54:00
2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენელი თამარა გაჩეჩილაძე უკრაინაში საქართველოს საელჩოში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს დღეს შეხვდება. „ევროვიზია 2017-ის“ ქართველი მონაწილე საქართველოს ელჩთან უკრაინაში, მიხეილ უკლებასთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს. გაჩეჩილაძე ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალურ შოუზე, 9 მაისს, მეორე ნომრად იმღერებს. საკონკურსო სიმღერის Keep the Faith მუსიკის ავტორია ანრი ჯოხაძე, ხოლო ტექსტის თამარა გაჩეჩილაძე.ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. კონკურსში წელს 42 ქვეყანა მონაწილეობს (რუსეთი კონკურსს გამოეთიშა). შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს. 9, 11 და13 მაისს, 23:00 საათზე, „ევროვიზია 2017“ პირველი არხის პირდაპირ ეთერშია.
წაკითხვა
„ევროვიზია 2017-ის“ ქართველმა მონაწილემ პირველი რეპეტიცია გაიარა
გამოქვეყნებულია: 2017-04-30 12:32:00
2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენელმა თამარა გაჩეჩილაძემ კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში, ევროფესტივალის სცენაზე პირველი რეპეტიცია გაიარა. ქართველი კონკურსანტის სცენოგრაფიაზე ცნობილი შვედი რეჟისორი საშა ჟან-ბაპტისტი მუშაობდა.გაჩეჩილაძე ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალურ შოუზე, 9 მაისს, მეორე ნომრად იმღერებს. საკონკურსო სიმღერის Keep the Faith მუსიკის ავტორია ანრი ჯოხაძე, ხოლო ტექსტის თამარა გაჩეჩილაძე.ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. კონკურსში წელს 42 ქვეყანა მონაწილეობს (რუსეთი კონკურსს გამოეთიშა). შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს. 9, 11 და13 მაისს, 23:00 საათზე, „ევროვიზია 2017“ პირველი არხის პირდაპირ ეთერშია.კულისებში - თამარა პირველ რეპეტიციამდე(eurovision.tv)
წაკითხვა
თამარა გაჩეჩილაძე ევროფესტივალზე ხუთი ბექ-ვოკალისტის თანხლებით წარდგება
გამოქვეყნებულია: 2017-04-18 13:42:00
ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსის ქართველი მონაწილე თამარა გაჩეჩილაძე სცენაზე ხუთი ბექ-ვოკალისტის - მარიამ აკობიას, მარიამ ჯომარდიძის, ნათია ოქრუაშვილის, გიორგი ცხვარიაშვილისა და გური პასიკაშვილის თანხლებით წარდგება.მარიამ აკობია2007 - "ანა-ბანა“ 2008/2009 - საბავშვო ევროვიზიის ეროვნული კონკურსი 2009 - "ქოლგა", უკრაინა 2011 - "ნიჭიერი"2013 - "ახალი ხმა“ 2016 - "X ფაქტორი" ტელეკომპანია "იმედი", გადაცემა "ახალი ხმა" - ბექ-ვოკალისტიჰყავს საკუთარი მუსიკალური ბენდი, მუშაობს სხვადასხვა კლუბებშიმარიამ ჯომარდიძე2013/2015 - ტელეკომპანია "იმედი", კონკურსი "ორი ვარსკვლავი" - ბექ-ვოკალისტი 2012 - ტელეკომპანია "რუსთავი 2", გადაცემა "ნიჭიერი"- ბექ-ვოკალისტი2012 - ტელეკომპანია "მაესტრო",სატელევიზიო შოუ "მაგთიფანი" - ბექ-ვოკალისტი2011 - სატელევიზიო კონკურსი "ჯეოსტარი" - მესამე ადგილის მფლობელი2010 - "5 ვეგას" მფლობელი2009 - სატელევიზიო კონკურსი "ხმა საქართველოდან" - გამარჯვებული2009 - გოგი დოლიძის სახელობის კონკურსი - ლაურეატი2008 - ნანი ბრეგვაძის სახელობის კონკურსი - მეორე ადგილის მფლობელი2007 - საბავშვო ევროვიზიის შიდაშესარჩევი კონკურსის ფინალისტი2006 - კონკური "ანშლაგი" - გამარჯვებული2005 - სატელევიზიო კონკურსი "იმედის მტრედები" - პირველი ადგილის მფლობელი1999 - კონკური "ძეკინოდორო" - გამარჯვებული<
წაკითხვა
თამარა გაჩეჩილაძე ევროფესტივალზე ხუთი ბექ-ვოკალისტის თანხლებით წარდგება
გამოქვეყნებულია: 2017-04-18 12:05:00
ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსის ქართველი მონაწილე თამარა გაჩეჩილაძე სცენაზე ხუთი ბექ-ვოკალისტის - მარიამ აკობიას, მარიამ ჯომარდიძის, ნათია ოქრუაშვილის, გიორგი ცხვარიაშვილისა და გური პასიკაშვილის თანხლებით წარდგება.მარიამ აკობია2007 - "ანა-ბანა“2008/2009 - საბავშვო ევროვიზიის ეროვნული კონკურსი2009 - "ქოლგა", უკრაინა2011 - "ნიჭიერი"2013 - "ახალი ხმა“2016 - "X ფაქტორი"ტელეკომპანია "იმედი", გადაცემა "ახალი ხმა" - ბექ-ვოკალისტიჰყავს საკუთარი მუსიკალური ბენდი, მუშაობს სხვადასხვა კლუბებშიმარიამ ჯომარდიძე2013/2015 - ტელეკომპანია "იმედი", კონკურსი "ორი ვარსკვლავი" - ბექ-ვოკალისტი 2012 - ტელეკომპანია "რუსთავი 2", გადაცემა "ნიჭიერი"- ბექ-ვოკალისტი2012 - ტელეკომპანია "მაესტრო",სატელევიზიო შოუ "მაგთიფანი" - ბექ-ვოკალისტი2011 - სატელევიზიო კონკურსი "ჯეოსტარი" - მესამე ადგილის მფლობელი2010 - "5 ვეგას" მფლობელი2009 - სატელევიზიო კონკურსი "ხმა საქართველოდან" - გამარჯვებული2009 - გოგი დოლიძის სახელობის კონკურსი - ლაურეატი2008 - ნანი ბრეგვაძის სახელობის კონკურსი - მეორე ადგილის მფლობელი2007 - საბავშვო ევროვიზიის შიდაშესარჩევი კონკურსის ფინალისტი2006 - კონკური "ანშლაგი" - გამარჯვებული2005 - სატელევიზიო კონკურსი "იმედის მტრედები" - პირველი ადგილის მფლობელი1999 - კონკური "ძეკინოდორო" - გამარჯვებული1997 - საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო კონკურსი "თალპიონი" - გამარჯვებულინათია ოქრუაშვილი2014/2015 - "რუსთავი 2" - ბექ-ვოკალისტი2015 - ბავშვთა ვოკალური სტუდია "ჩიკო" - ხელმძღვანელის ასისტენტი, გუნდის პედაგოგი2016/2017 - თბილისის საახალწლო კონცერტი - ბექ-ვოკალისტი2015 - გია ყანჩელის კონცერტი - ბექ-ვოკალისტი2016 - მაია ჯაბუას კონცერტი - ბექ-ვოკალისტი2016 - ქუთაისის დღეები, ბენდი Lost in music - პიანისტი, ბექ-ვოკალისტი2015/2017 - ბენდი Urban Sound - პიანისტი, ბექ-ვოკალის ხელმძღვანელი2017 - ბენდი Escape - პიანისტი, ბექ-ვოკალისტი2016 - "VII კავკაზ ჯაზ-ფესტივალი"ლუვილის უნივერსიტეტის ჯეიმი ეიბერსოლდის ჯაზპროგრამის სერტიფიკატი (ვორქშოფში)"გოგი დოლიძე 2006"ანშლაგი - "ოქროს დისკი""მელოდია 2007""იმედის მტრედები"
წაკითხვა
„ევროვიზია 2017“-ის პირდაპირ ეთერს საზოგადოებრივზე დემეტრე ერგემლიძე გაუძღვება
გამოქვეყნებულია: 2017-04-18 11:46:00
2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირდაპირ ეთერს საზოგადოებრივზე ჟურნალისტი დემეტრე ერგემლიძე გაუძღვება. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი 13 მაისს ჩატარდება. კონცერტების პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს. დემეტრე ერგემლიძე 2016 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირდაპირ ეთერს პირველად გასულ წელს უძღვებოდა, როდესაც მარიამ მამადაშვილმა საქართველოს რიგით მესამე გამარჯვება მოუტანა.დემეტრე ერგემლიძე, 2006 წლიდან, მუშაობდა საინფორმაციო სააგენტოებში, გაზეთებსა და ონლაინ მედიაში. 2011 წელს იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო პროექტის "პილოტის" მონაწილე. ბოლო წლებში, მუშაობს პირველ საზოგადოებრივსა და საზოგადოებრივ რადიოში კორესპონდენტის, პროდიუსერის და წამყვანის პოზიციებზე. ამჟამად უძღვება სატელევიზიო ჟურნალს "ფერმა" და რადიოგადაცემას საზოგადოებრივი რადიო ერთის დილის ეთერში; აქტიურად თანამშრომლობს ევროვიზიის საპროდიუსერო გუნდთან.თამარა გაჩეჩილაძე საქართველოს 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს,სიმღერით - Keep the Faith. საქართველოს დელეგაცია კიევში 29 აპრილს გაემგზავრება. თამარა გაჩეჩილაძე პირველ რეპეტიციას 30 აპრილს გაივლის, რის შემდეგაც ჟურნალისტებს შეხვდება. გაჩეჩილაძე ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალურ შოუზე, 9 მაისს, მეორე ნომრად იმღერებს.ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს.
წაკითხვა
რუსეთის პირველმა არხმა ევროვიზიის ტრანსლირებაზე უარი თქვა
გამოქვეყნებულია: 2017-04-13 20:02:00
რუსეთის პირველმა არხმა ევროვიზიის წლევანდელი კონკურსის ტრანსლირებაზე უარი თქვა. ტელეარხი გადაწყვეტილების მიზეზების შესახებ განცხადებასაც ავრცელებს და უკრაინას კონკურსის პოლიტიზებაში ადანაშაულებს. „ევროპის მაუწყებელთა კავშირმა შეგვატყობინა, რომ ვერ შეძლო დაერეგულირებინა იულია სამოილოვას კონკურსში მონაწილეობის საკითხი. პირველი არხი შექმნილ ვითარებაში შეუძლებლად მიიჩნევს „ევროვიზია 2017-ის“ ტრანსლირებას. ჩვენ ვთვლით, რომ უკრაინის უარი სრულიად დაუსაბუთებელია, ამის მიზეზი კი უდავოდ არის, უკრაინის მხრიდან იმ კონკურსის პოლიტიზების მცდელობა, რომლის მიზანიც 62-წლიანი ისტორიის განმავლობაში ხალხის გაერთიანება იყო“, - ნათქვამია ტელეარხის განცხადებაში. შეგახსენებთ, რუს კონკურსანტს უკრაინამ ქვეყნის ტერიტორიაზე 3 წლით აუკრძალა შესვლა. სამოილოვა ანექსირებულ ყირიმში კონცერტებს ატარებდა და ყირიმს რუსეთის შემადგენელ ნაწილად მოიხსენიებდა. ევროვიზიის კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტმა იულია სამოილოვას დისტანციურად სიმღერა შესთავაზა, თუმცა საკითხზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. 
წაკითხვა
ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის Keep the Faith კლიპის პრეზენტაცია "C სტუდიაში" გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-04-06 16:02:00
2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენლის, თამარა გაჩეჩილაძის სიმღერის - Keep the Faith ვიდეორგოლის პრეზენტაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა "C სტუდიაში" დღეს გაიმართა.სიმღერის Keep the Faith ვიდეორგოლის რეჟისორი არის თემურ კვირკველია. ის ევროვიზიის ჯგუფთან მეხუთედ თანამშრომლობს. საზოგადოებრივი მაუწყებლის რეჟისორმა გადაიღო 2013 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენლების, სოფო გელოვანისა და ნოდიკო ტატიშვილის სიმღერის - Waterfall ვიდეორგოლი. მასვე ეკუთვნის 2016 წლის ევროფესტივალის ქართველი მონაწილეების, ნიკა კოჩაროვისა და ჯგუფის Young Georgian Lolitaz სიმღერის - Midnight Gold კლიპი. ასევე, 2011 წლის ევროფესტივალში საქართველოს საკონკურსო სიმღერის - One More Day კლიპი და 2012 წლის საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის - Funky Lemonade ვიდეორგოლი.ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის Keep the Faith მუსიკის ავტორია ანრი ჯოხაძე, ხოლო ტექსტის თამარა გაჩეჩილაძე.საქართველოს დელეგაცია კიევში 29 აპრილს გაემგზავრება. თამარა გაჩეჩილაძე პირველ რეპეტიციას 30 აპრილს გაივლის, რის შემდეგაც ჟურნალისტებს შეხვდება. გაჩეჩილაძე ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალურ შოუზე, 9 მაისს, მეორე ნომრად იმღერებს.ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი 13 მაისს ჩატარდება.
წაკითხვა