საზოგადოებრივი
104.5 FM
გიორგი კვირიკაშვილი მარიამ მამადაშვილს 2016 წლის საბავშვო ევროვიზიაში გამარჯვებას ულოცავს
გამოქვეყნებულია: 2016-11-20 22:42:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი მარიამ მამადაშვილს 2016 წლის საბავშვო ევროვიზიაში გამარჯვებას ულოცავს.„ვულოცავ მარიამს და მთელ საქართველოს საბავშვო ევროვიზიის 2016 წლის კონკურსში გამარჯვებას!“,- აღნიშნულია გიორგი კვირიკაშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.2016 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული საქართველოს წარმომადგენელი მარიამ მამადაშვილი გახდა. მამადაშვილმა 239 ქულა მიიღო და კონკურსის გამარჯვებული გახდა. გამარჯვებული პროფესიონალმა ჟიურიმ და საბავშვო ჟიურიმ, ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს. 2016 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველო მარიამ მამადაშვილმა ბოლო, მე-17 ნომრად წარადგინა, სიმღერით "მზეო". საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ვალეტა, მალტა მასპინძლობდა. კონკურსი 20 ნოემბერს ჩატარდა. შოუს პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განახორციელა. პირდაპირ ეთერს დემეტრე ერგემლიძე უძღვებოდა.
წაკითხვა
გამარჯვებული სიმღერა „მზეო“ ევროვიზიის სცენაზე 17-ვე ქვეყნის წარმომადგენელმა შეასრულა - კონკურსის ემოციური დასასრული
გამოქვეყნებულია: 2016-11-20 22:37:00
2016 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული საქართველოს წარმომადგენელი მარიამ მამადაშვილი გახდა. გამარჯვებულმა კონკურსის დასრულების შემდეგ სიმღერა "მზეო" კვლავ შეასრულა. თუმცა ემოციები ვერ შეიკავა, სიმღერის გაგრძელება ვერ შეძლო და მას ევროვიზიის კონკურსანტები დაეხმარნენ. გამარჯვებული სიმღერა სცენაზე 17- ვე ქვეყნის წარმომადგენელმა შეასრულა. მარიამ მამადაშვილმა 239 ქულა მიიღო და კონკურსის გამარჯვებული გახდა. გამარჯვებული პროფესიონალმა ჟიურიმ და საბავშვო ჟიურიმ, ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს. 2016 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველო მარიამ მამადაშვილმა ბოლო, მე-17 ნომრად წარადგინა, სიმღერით "მზეო". საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ვალეტა, მალტა მასპინძლობდა. კონკურსი 20 ნოემბერს ჩატარდა. შოუს პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განახორციელა. პირდაპირ ეთერს დემეტრე ერგემლიძე უძღვებოდა.
წაკითხვა
„დიდი მადლობა ყველა ჩემ გულშემატკივარს...ყველას მადლობა ჩემ გვერდით რომ ხართ“ - ევროვიზიის გამარჯვებულის მიმართვა პრესკონფერენციაზე
გამოქვეყნებულია: 2016-11-20 22:27:00
2016 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული საქართველოს წარმომადგენელი მარიამ მამადაშვილი გახდა. კონკურსის დასრულების შემდეგ, გაიმართა პრესკონფერენცია.„დიდი მადლობა ყველა ჩემ გულშემატკივარს...ყველას მადლობა ჩემ გვერდით რომ ხართ“ - საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულმა ამ სიტყვებით მიმართა ყველა მის მხარდამჭერს პრესკონფერენციაზე.2016 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული საქართველოს წარმომადგენელი მარიამ მამადაშვილი გახდა. კონკურსის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციის დაწყებამდე გამარჯვებულმა ყველა მხარდამჭერს და გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა. მარიამ მამადაშვილმა 239 ქულა მიიღო და კონკურსის გამარჯვებული გახდა. მეორე ადგილზე სომხეთის წარმომადგენელი გავიდა. საქართველომ ევროვიზიის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა. ქვეყანამ კონკურსი მესამედ მოიგო. მსგავსი შედეგი ამ დრომდე არავის ქონია.გამარჯვებული პროფესიონალმა ჟიურიმ და საბავშვო ჟიურიმ, ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს.2016 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველო მარიამ მამადაშვილმა ბოლო, მე-17 ნომრად წარადგინა, სიმღერით "მზეო". საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ვალეტა, მალტა მასპინძლობდა. კონკურსი 20 ნოემბერს ჩატარდა.შოუს პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივმა
წაკითხვა
მარიამ მამადაშვილი საბავშვო ევროვიზია 2016-ის გამარჯვებულია
განახლებულია: 2016-11-20 21:25:00
საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-14 კონკურსის გამარჯვებული საქართველოს წარმომადგენელი მარიამ მამადაშვილი გახდა. მან 239 ქულა მოიპოვა.მეორე ადგილზე აღმოჩნდა სომხეთის წარმომადგენელი, 232 ქულით, ხოლო მესამე ადგილი იტალიამ დაიკავა, 209 ქულით. გამარჯვებული პროფესიონალმა ჟიურიმ და საბავშვო ჟიურიმ, ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს.საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული 2016 წელს მესამედ გახდა და საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა. მსგავსი შედეგი ამ დრომდე არცერთ ქვეყანას ჰქონია.საქართველომ საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში პირველად გამარჯვება 2008 წელს მოიპოვა, როცა ჯგუფმა "ბზიკებმა" კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში პირველი ადგილი დაიმსახურა. მეორედ, 2011 წელს ჯგუფი Candy, სიმღერით Candy Music საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული გახდა.2016 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ვალეტა, მალტა მასპინძლობდა. კონკურსი 20 ნოემბერს ჩატარდა.შოუს პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განახორციელა. პირდაპირ ეთერს დემეტრე ერგემლიძე უძღვებოდა.საკონკურსო სიმღერაზე "მზეო" მარიამ მამადაშვილთან ერთად კომპოზიტორმა გიგა კუხიანიძემ იმუშავა. ემოციური დასასრული - გამარჯვებული სიმღერა "მზეო" სცენაზე 17-ვე ქვეყნის წარმომადგენელმა შეასრულა. 
წაკითხვა
რამდენიმე საათი საბავშვო ევროვიზიის კონკურსამდე - მარიამ მამადაშვილი მე-17 ნომრად გამოვა
გამოქვეყნებულია: 2016-11-20 13:28:00
რამდენიმე საათი რჩება 2016 წლის საბავშვო ევროვიზიის ფინალამდე - კონკურსში საქართველოს მარიამ მამადაშვილი მე-17 ნომრად წარადგენს, სიმღერით "მზეო".ქართველმა შემსრულებელმა ვალეტას საკონფერენციო ცენტრის (Mediterranean Conference Centre) სცენაზე კოსტიუმირებული, გენერალური რეპეტიცია უკვე გაიარა. მალტაში შოუსთვის ყველაფერი მზად არის. საბავშვო ევროვიზია 2016-ის პირდაპირი ტრანსლაცია პირველ საზოგადოებრივზე  20 ნოემბერს, 19:00 საათიდან (ადგილობრივი დროით) განხორციელდება. პირდაპირ ეთერს დემეტრე ერგემლიძე გაუძღვება. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის "ევროვიზია ჯუნიორი" წარმატების მომტანი აღმოჩნდა. საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული ორჯერ გახდა - 2008 წელს პირველი ადგილი ჯგუფ "ბზიკებს" ერგო, ხოლო 2011 წელს ფინალისტი ჯგუფი "ქენდი" გახდა.ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) და მალტის მაუწყებელმა (TVM) საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-14 კონკურსის წესებში მნიშვნელოვანი ცვლილებები გაახმიანეს.საბავშვო ევროვიზია, გასულ წლებში შაბათობით, როგორც წესი, საღამოს საათებში ტარდებოდა. კონკურსის ორგანიზატორებმა საღამოს და ღამის საათებში აქტიურობა ბავშვებისთვის შეუფერებლად ჩათვალეს. მათი გადაწყვეტილებით, საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-14 კონკურსი მალტის რესპუბლიკის დედაქალაქ ვალეტაში კვირას, 20 ნოემბერს დღის პირველ ნახევარში გაიმართება. მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება კონკურსანტი ბავშვების ასაკს უკავშირდება. კონკურსში თავდაპირველად 8-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები მონაწილეობდნენ, თუმცა 2007 წლიდან წლოვანების ლიმიტი 10-დან 15 წლამდე შეიცვალა. 2016 წელს ამოქმედებული ცვლილების თანახმად,
წაკითხვა
"თბილისი 2015" დასრულდა - დასკვნითი საღამო ოლიმპიურ სოფელში
გამოქვეყნებულია: 2015-08-01 21:04:00
ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დასრულებულია. თბილისი 6 დღის განმავლობაში 14-დან 18-წლამდე ასაკის ევროპის 50 ქვეყნის სპორტსმენთა ფესტივალს მასპინძლობდა.  ქართულ დელეგაციას შეჯიბრის ბოლო დასკვნით დღეს 3 მედალი შეემტა.  სპორტსმენთა სოფელში "თბილისი 2015-ის" დასკვნითი საღამო იმართება. ნინო გაბელიას რეპორტაჟი.
წაკითხვა
ევროვიზია 2015 შვედეთის წარმომადგენელმა მოიგო, ნინა სუბლატი კი მე-11 ადგილზე გავიდა
გამოქვეყნებულია: 2015-05-24 21:06:00
წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური კონკურსის, ევროვიზიის გამარჯვებული შვედეთის წარმომადგენელი მენს ზელმერლოუ გახდა, სიმღერით - Heroes. მეორე ადგილი რუსეთმა, მესამე კი იტალიამ დაიკავა. რაც შეეხება საქართველოს, საერთაშორისო პრესისა და კრიტიკოსების მაღალი შეფასების მიუხედავად, ნინა სუბლატი 27 კონკურსანტს შორის, ხმის მიცემის შედეგად, მე-11 ადგილზე გავიდა. ევროვიზიის კონკურსს ვენის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საკონცერტო დარბაზი „სთეით ჰოლი“ მასპინძლობდა. კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა განახორციელა.
წაკითხვა
ნინა სუბლატის ფან-კლუბი კუს ტბაზე
გამოქვეყნებულია: 2015-05-23 20:42:00
ნინა სუბლატის ფან-კლუბი კუს ტბაზე. როგორია ნინა სუბლატის გულშემატკივრების განწყობა - მარიკა შალიკაშვილი დეტალებით..
წაკითხვა
23 საათზე ვენაში საიუბილეო, მე-60 კონკურსის დასკვნითი საღამო დაიწყება
გამოქვეყნებულია: 2015-05-23 20:40:00
საქართველო ევროვიზიის ფინალში - 23 საათზე ვენაში  საიუბილეო, მე-60 კონკურსის დასკვნითი საღამო დაიწყება. ნინა სუბლატი  ფინალის ლიდერებს შორის არის. ევროვიზიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ კონცერტს პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. ლიზა წიკლაური დეტალებით ვენიდან
წაკითხვა
ევროვიზიის საიუბილეო კონკურსის დასკვნით შოუმდე რამდენიმე საათი რჩება
განახლებულია: 2015-05-23 16:57:00
ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ევროკონკურსის დასკვნით შოუმდე რამდენიმე საათი რჩება. ევროვიზიის საიუბილეო, მე-60 კონკურსის ფინალისთვის ვენის “სთეით ჰოლში” დილიდან ემზადებიან. მზადებაა თბილისშიც. ქართველი კონკურსანტის ნინა სუბლატის საგულშემატკივროდ კლუბ "ოტიუმში" გაიხსნება ფანკლუბი, სადაც სუბლატის გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ შეიკრიბონ და ერთად ადევნონ თვალი ევროკონკურსის ფინალის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხის ეთერში. ლიზა წიკლაური დეტალებით ავსტრიის დედაქალაქიდან.  
წაკითხვა
ევროვიზიის ფინალს ირაკლი ღარიბაშვილი ეხმიანება
გამოქვეყნებულია: 2015-05-23 12:38:00
ევროვიზიის ფინალს  Facebook-ის  საკუთარ გვერდზე საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმიანება. პრემიერი თხოვნით მიმართავს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს და საქართველოს მეგობრებს მხარი დაუჭირონ და უგულშერმატკივრონ ნინა სუბლატს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ნინა სუბლატის მხარდაჭერა დღეს საქართველოს მხარდაჭერაა. 
წაკითხვა
ირაკლი ღარიბაშვილი საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს თხოვნით მიმართავს, მხარი დაუჭირონ და უგულშემატკივრონ "ევროვიზიის" ფინალში ნინა სუბლატს
გამოქვეყნებულია: 2015-05-23 10:51:00
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს და საქართველოს მეგობრებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ და უგულშემატკივრონ "ევროვიზიის" ფინალში ნინა სუბლატს."მინდა გულითადად მივესალმო საქართველოს სახელით "ევროვიზიის" კონკურსში მონაწილე ჩვენს ნიჭიერ მომღერალს - ნინა სუბლატს, რომელმაც უკვე მოუტანა წარმატება ჩვენს ქვეყანას და ათ საუკეთესოთა შორის ფინალში გავიდა. ნინას მთელი საქართველო ვგულშემატკივრობთ. ის უკვე დასახელდა "ევროვიზიის" საუკეთესო მომღერალთა შორის და დიდი იმედი გვაქვს, რომ ფინალში ქართველი მომღერალი, რომელმაც ღირსეულად წარმოაჩინა ჩვენი ქვეყანა, გამარჯვებული გახდება. მინდა თხოვნით მივმართო საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს და საქართველოს მეგობრებს მხარი დაუჭირონ და უგულშემატკივრონ ნინა სუბლატს. ნინას მხარდაჭერა დღეს საქართველოს მხარდაჭერაა. ჩვენ, ყველას გამარჯვების დიდი იმედი გვაქვს და გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, ღირსეული მასპინძლობა გავუწიოთ "ევროვიზიას" საქართველოში", - აღნიშნულია პრემიერმინისტრის განცხადებაში. წყარო: "ინტერპრესნიუსი"
წაკითხვა
ერთი დღე ევროვიზიის ფინალამდე
გამოქვეყნებულია: 2015-05-22 20:52:00
ერთი დღე რჩება ევროვიზიის ფინალამდე. შაბათს ევროპის პრესტიჟული მუსიკალური კონკურსი გამარჯვებულს გამოავლენს. ნინა სუბლატს დასკვნით ტურში 26 კონკურენტი ეყოლება. თუმცა მანამდე ქართველმა კონკურსანტმა
წაკითხვა
ნინა სუბლატი ევროვიზიის ფინალში 23-ე ნომრად იმღერებს
გამოქვეყნებულია: 2015-05-22 17:36:00
ნინა სუბლატი ევროვიზიის ფინალში 23-ე ნომრად იმღერებს. ფინალისტების სრული სია უკვე ცნობილია. მეორე ნახევარფინალური ტური ავსტრიის დედაქალაქში გუშინ  გაიმართა. მონაწილე 17 ქვეყნიდან ფინალში ისრაელის, სლოვენიის, ლიტვის, ნორვეგიის, შვედეთის, კვიპროსის, მონტენეგროს, პოლონეთის, ლატვიის და აზერბაიჯანის წარმომადგენლები გადავიდნენ. ტელეკომპანია „ბი-ბი-სიზე“ მიმდინარე ტრანსლაციას, წამყვანებთან ერთად, ევროფესტივალის ფავორიტი კონკურსანტები, მათ შორის ნინა სუბლატი უძღვებოდა. დღეს 27 ფინალისტი გენერალურ რეპეტიციას გაივლის. ევროვიზია 2015-ის დასკვნითი შოუ ხვალ არის ჩანიშნული და 23 საათზე მას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.   
წაკითხვა
ევროვიზია 2015-ის ფინალისტების სრული სია ცნობილია
გამოქვეყნებულია: 2015-05-22 13:06:00
ევროვიზია 2015-ის ფინალისტების სრული სია უკვე ცნობილია. მეორე ნახევარფინალური ტური ავსტრიის დედაქალაქში გუშინ, ღამით გაიმართა. მონაწილე 17 ქვეყნიდან ფინალში ისრაელის, სლოვენიის, ლიტვის, ნორვეგიის, შვედეთის, კვიპროსის, მონტენეგროს, პოლონეთის, ლატვიის, და აზერბაიჯანის წარმომადგენლები გადავიდნენ. ტელეკომპანია "ბი-ბი-სიზე" მიმდინარე ტრანსლაციას, წამყვანებთან ერთად, ევროფესტივალის ფავორიტი კონკურსანტები, მათ შორის ნინა სუბლატი უძღვებოდა. დღეს 27 ფინალისტი გენერალურ რეპეტიციას გაივლის. ევროვიზია 2015-ის დასკვნითი შოუ ხვალ არის ჩანიშნული და 23 საათზე მას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.   
წაკითხვა
საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზიის ფინალში - ნინა სუბლატი თექვსმეტი კონკურსანტიდან საუკეთესო ათეულში
განახლებულია: 2015-05-20 16:33:00
საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზიის ფინალში - ნინა სუბლატი თექვსმეტი კონკურსანტიდან საუკეთესო ათეულში  მოხვდა.პირველი ნახევარფინალის გამარჯვებულები ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ერთად გამოავლინეს. მეორე ნახევარფინალი იქნება ხვალ, რომელზეც უკვე ევროვიზიის სხვა კონკურსანტები იმღერებენ. ლიზა წიკლაურის სიუჟეტი.
წაკითხვა
ნინა სუბლატი ევროვიზიის ფინალში იმღერებს
გამოქვეყნებულია: 2015-05-20 10:05:00
ნინა სუბლატი ევროვიზიის ფინალში იმღერებს –  ქართველმა კონკურსანტმა ნახევარფინალური ტური წარმატებით გაიარა და საუკეთესო ათეულში მოხვდა. სუბლატი ევროპელი მსმენელის წინაშე ბოლო, მე-16 ნომრად წარდგა. პირველი ნახევარფინალური ტურის გამარჯვებულები ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა, ხმის მიცემის შედეგად, ერთობლივად   გამოავლინეს. საიუბილეო, ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-60 კონკურსს ვენა, ავსტრია მასპინძლობს. მეორე ნახევარფინალი 21 მაისს გაიმართება და ტურს საუკეთესო შემსრულებლები გადალახავენ. ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის შესაბამისად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნისა და „დიდი ხუთეულის“ (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია) წარმომადგენლები. ფინალი 23 მაისს შედგება, სადაც 2015 წლის ევროვიზიის გამარჯვებული გამოვლინდება.
წაკითხვა
ნინა სუბლატი 2015 წლის ევროფესტივალის ფინალში იმღერებს
გამოქვეყნებულია: 2015-05-20 00:56:00
ნინა სუბლატმა, 2015 წლის ევროფესტივალის ქართველმა მონაწილემ, 19 მაისს პირველი ნახევარფინალური ტური წარმატებით გაიარა და საუკეთესო ათეულში მოხვდა.ნინა სუბლატი ევროპელი მსმენელის წინაშე Wiener Stadthalle-ის სცენაზე ბოლო, მე-16 ნომრად წარდგა, საკონკურსო სიმღერით Warrior.პირველი ნახევარფინალური ტურის გამარჯვებულები კომპეტენტურმა ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად, ერთობლივად (50%/50%) გამოავლინეს.საიუბილეო, ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-60 კონკურსს ვენა, ავსტრია მასპინძლობს.მეორე ნახევარფინალი 21 მაისს გაიმართება და ტურს საუკეთესო შემსრულებლები გადალახავენ.ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის შესაბამისად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნისა და „დიდი ხუთეულის“ (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია) წარმომადგენლები.ფინალი 23 მაისს შედგება. ფინალურ საღამოზე 2015 წლის ევროფესტივალის გამარჯვებული გამოვლინდება.
წაკითხვა
სამი საათი ევროვიზიის კონკურსის დაწყებამდე - ნინა სუბლატი მეთექვსმეტე ნომრად წარდგება
გამოქვეყნებულია: 2015-05-19 20:05:00
სამ საათში ავსტრიის დედაქალაქი მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცევა. 48-წლიანი პაუზის შემდეგ ვენა ევროვიზიის კონკურსს ისევ მასპინძლობს. თბილისის დროით 23 საათზე პირველი ნახევარფინალური ტური იწყება, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. სიმღერას Warrior ქართველი კონკურსანტი მეთექვსმეტე ნომრად შეასრულებს და მას Wiener Stadthalle არენაზე შეკრებილი 11 000-მდე ადამიანი მოისმენს. სწორედ დღევანდელ ტურზეა დამოკიდებული, მოხვდება თუ არა ნინა სუბლატი ფინალში, რომელიც 23 მაისსაა დაგეგმილი. წინასწარი პროგნოზები დამაიმედებელია - 20 წლის ქართველი კონკურსანტი წლევანდელი ევროვიზიის ერთ-ერთ ფავორიტადაა მიჩნეული. სუბლატი მედიის გამოკითხვებშიც ლიდერობს. ასეთი შეფასებების მიუხედავად, საქართველოს სახელით მონაწილე მომღერალს დღეს განსაკუთრებული გულშემატკივრობა სჭირდება.  ,,მოამბის” გადამღები ჯგუფი უკვე ვენაშია, ლიზა წიკლაური დეტალებით Wiener Stadthalle დარბაზიდან, სადაც ევროვიზიის წამყ
წაკითხვა
ევროვიზია 2015 - ნინა სუბლატი დღეს მაყურებლის წინაშე პირველ ნახევარფინალურ ტურში წარდგება
განახლებულია: 2015-05-19 17:10:00
ევროვიზია 2015-ის ქართველმა კონკურსანტმა ნახევარფინალურ ტურამდე ერთი დღით ადრე გენერალური რეპეტიცია გაიარა. ნინა სუბლატი მაყურებლის წინაშე დღეს პირველ ნახევარფინალურ ტურში მე-16 ნომრად წარდგება სიმღერით Warrior. პერფორმანსის მთავარი ელემენტია - ქართული გზავნილი ევროპას, მებრძოლი ქალის სახით. რიგით მე-60 საიუბილეო კონკურსი ავსტრიის დედაქალაქ ვენის Wiener Stadthalle-ს სცენაზე ჩატარდება. შოუს პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მაყურებელი 23.00 საათზე ნახავს. წლევანდელ კონკურსში ევროპის 40 ქვეყანა მონაწილეობს. ნახევარფინალური ტურები 19 და 21 მაისსაა დანიშნული. ფინალი კი 23 მაისს გაიმართება. უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს საშუალება აქვთ მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა და ზარების მეშვეობით მხარი დაუჭირონ ქართველ მონაწილეს. 
წაკითხვა