საზოგადოებრივი
104.5 FM
მზადება ევროვიზიის კონკურსისთვის - ნინა სუბლატი გამოკითხვებში ლიდერ პოზიციებზეა
გამოქვეყნებულია: 2015-05-18 11:16:00
ავსტრიის დედაქალაქში ევროვიზიის ფინალისა და ნახევარფინალებისათვის მზადება თითქმის დასრულებულია. დღეს „ვენა არენაზე“ კონკურსანტების გენერალური რეპეტიცია გაიმართება. ქართველი მომღერალი ნინა სუბლატი ჟიურისა და მსმენელის წინაშე 19 მაისს, ნახევარფინალურ კონკურსზე წარდგება. წინასწარი გამოკითხვებით, ქართველი კონკურსანტი პირველ ხუთეულში შედის და ევროვიზიის წინა წლის გამარჯვებულის, კონჩიტა ვურსტის სიმპათიასაც იმსახურებს. კონჩიტა ვურსტი ექსკლუზიურად „მოამბემ“ ჩაწერა.
წაკითხვა
მიღება ევროვიზიის კონკურსანტებისთვის
გამოქვეყნებულია: 2015-05-17 21:31:00
ამ წუთებში ვენის ოპერის თეატრთან ევროვიზიის მონაწილეებისთვის წითელი ხალიჩაა გაშლილი, სადაც სტუმრებს ავსტრიის დედაქალაქის მერი პირადად ხვდება. ოფიციალური მიღება თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. ხალიჩაზე პირველი ევროვიზია 2014-ის გამარჯვებული კონჩიტა ვურსტი გამოჩნდა. წითელ ხალიჩაზე დღეს ევროვიზიის კონკურსის ყველა მონაწილე ჩაივლის, მათ შორის უკვე გამოჩნდნენ ქართველი კონკურსანტი ნინა სუბლატი და ქართული დელეგაციის წევრები, რომელთაც ნიკოლოზ რაჭველიც შეუერთდა. ხვალ ვენაში ევროვიზიის კონკურსის გენერალური რეპეტიცია გაიმართება და 15 ქვეყნის წარმომადგენელს ჟიური შეაფასებს. 19 მაისს ნინა სუბლატი ნახევარფინალურ საღამოზე იმღერებს. კონცერტის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ. კონკურსის ფინალი 23 მაისს გაიმართება.
წაკითხვა
ნინა სუბლატი ვენაში გულშემატკივრებს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2015-05-17 17:08:00
ნინა სუბლატი ვენაში ფანკლუბის წევრებსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. გულშემატკივართა გუნდის ჩამოყალიბების ინიციატივა საქართველოს საელჩოს და ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციას ეკუთვნის. საღამოზე დამსწრეებს საშუალება მიეცათ, ნინა სუბლატის შემოქმედებას ცოცხალი შესრულებით გაცნობოდნენ.
წაკითხვა
ნინა სუბლატის წარმატებული გამოსვლა ვენაში - რა გამოხმაურება მოჰყვა პირველ რეპეტიციას
გამოქვეყნებულია: 2015-05-13 20:54:00
ევროვიზიის ქართველი კონკურსანტის წარმატებული გამოსვლა ვენაში - მედიის გამოკითხვით, ნინა სუბლატი პირველ ადგილს იკავებს. ქართველმა მომღერალმა ავსტრიის დედაქალაქში პირველი რეპეტიცია უკვე გაიარა. „ევროვიზია 2015-ზე“ საქართველოს სახელით ნინა სუბლატი პირველად 19 მაისს იმღერებს. ევროპის წლის გრანდიოზულ მუსიკალურ სანახაობას პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. მანამდე კი ვნახოთ, რა გამოხმაურება მოჰყვა ქართველი მომღერლის პირველ რეპეტიციას.
წაკითხვა
ნინა სუბლატის პირველი რეპეტიცია ვენაში
გამოქვეყნებულია: 2015-05-13 11:15:00
ნინა სუბლატმა ვენაში, ევროვიზიის კონკურსის წინ პირველი რეპეტიცია გაიარა. საქართველოს დელეგაციის წევრების განცხადებით, რეპეტიცია მაღალ დონეზე ჩატარდა და ქართველი კონკურსანტის გამოსვლამ ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა. „ევროვიზია 2015-ზე“ საქართველოს სახელით ნინა სუბლატი პირველად 19 მაისს იმღერებს. 19, 21 და 23 მაისს, 23:00 საათიდან პირველი არხი ევროპის წლის გრანდიოზულ მუსიკალური სანახაობას პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
წაკითხვა
ევროვიზიისთვის ქართველი კონკურსანტის მზადება თითქმის დასრულებულია - ნინა სუბლატი ვენაში 2 დღეში გაემგზავრება
გამოქვეყნებულია: 2015-05-08 20:50:00
ევროვიზიისთვის ქართველი კონკურსანტის მზადება თითქმის დასრულებულია. ნინა სუბლატი და საქართველოს  დელეგაცია ვენაში 2 დღეში გაემგზავრება. უკვე მზადაა კოსტიუმები, რომელთა შექმნის დროს დიზაინერებმა სიმღერის შინაარსი გააითვალისწინეს. ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ კი, პრომო-აქციის ფარგლებში, პრესტიჟული კონკურსის ყველა მონაწილისთვის სპეციალური საჩუქრები მოამზადა.
წაკითხვა