საზოგადოებრივი
104.5 FM
ყიზილაჯლოს ინციდენტის დროს დაშავებული ერთ-ერთი პაციენტი მის მიმართ რაიმე სახის მუქარას ვერ იხსენებს და მომხდარს ვერაფერს უკავშირებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 19:44:00
მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსიდან“ ორი პაციენტი სახლში გაწერეს. მათგან მედიასთან მცირე კომენტარი მხოლოდ ერთმა გააკეთა და აღნიშნა, რომ უჭირს ინციდენტის დეტალების გახსენება, არ იცის ვინ ისროლა და რატომ. მოქალაქე ამბობს, რომ პირადად მის მიმართ რაიმე სახის მუქარას ვერ იხსენებს და მომხდარს ვერაფერს უკავშირებს. „მართლა არაფერი დამინახავს, ყოველდღიურ თათბირს ვატარებდით და იმ წუთას გაისროლეს. მე იქ არაფერი გამიგია, საავადმყოფოში რომ ვიყავი, მაშინ გავიგე, რომ სხვა ბიჭებიც დაჭრილები არიან“, - განაცხადა პაციენტმა.დაჭრილებიდან ორი კვლავ რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს და მის თანმხლებ პირებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ყიზილაჯლოში გუშინ ღამით ესროლეს. 
წაკითხვა
საია ყიზილაჯლოში მომხდარის მოტივის დადგენასა და ფაქტის დროულ გამოძიებას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 10:53:00
„ყიზილაჯლოში მომხდარი არის შემაშფოთებელი და ეს არის ყველაზე მძიმე შემთხვევა, რაც ამ დროისთვის დაფიქსირებულა“, - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. საია მოტივის დადგენასა და ფაქტის დროულ გამოძიებას ითხოვს „წინასაარჩეევნო პერიოდში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება და რამდენიმე ადამიანის დაჭრა შემაშფოთებელია. მნიშვნელოვანია, რომ რეაგირება მოხდა ძალიან სწრაფად. ასევე მნიშვნელოვანი იქნება, რომ ზოგადად ყველა გამოვლენილ ინციდენტთან მიმართებით იყოს მყისიერი რეაგირება და პირველი პირების დონეზე იყოს აყვანილი არჩევნებთან დაკავშირებით გამოვლენილი დარღვევების გამოძიება“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. საია-ს თავმჯდომარის თქმით, საზოგადოებისთვის დანაშაულის კვალიფიკაცია უკვე ცნობილია და ახლა მნიშვნელოვანია, დროულად გაირკვეს მოტივი. როგორც ნაცვლიშვილი ამბობს, სახელმწიფოს მხრიდან დროულ გამოძიებას ელოდებიან.მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს და მის თანმხლებ პირებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ყიზილაჯლოში გუშინ ღამით ესროლეს. მაჟორიტარობის კანდიდატსა და მისი თანმხლები პირებიდან ერთს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ.ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაჭრილთაგან ორი მათგ
წაკითხვა
თეა წულუკიანი - ყიზილაჯლოში მომხდარის პოლიტიზება ვერ მოხდება მხოლოდ იმის გამო, რომ ერთ-ერთ დაჭრილს მაჟორიტარობის კანდიდატის სტატუსი აქვს
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 10:18:00
არჩევნებთან და პოლიტიკასთან დაკავშირების გარეშე უნდა დავაკვირდეთ და ამ ამბავს და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდართან დაკავშირებით განაცხადა. თეა წულუკიანი, ამ ეტაპზე, პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავს. იუსტიციის მინისტრმა სხვა რეგიონებზეც ისაუბრა, სადაც არჩევნების დღეს დაძაბულობაა მოსალოდნელი. მისი თქმით, შესაბამისი სტრუქტურები ინფორმირებული არიან და სრულად გააკონტროლებენ სიტუაციას, რათა ყოველგვარი დაძაბულობა თავიდან აიცილონ.„აუცილებელია, ყველამ გავითავისოთ, რომ, ამ ეტაპზე, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რაიმე ვერსიებზე საუბარი, რადგან მიმდინარეობს გამოძიება. ამ საკითხის ვერავითარი პოლიტიზება ვერ მოხდება მარტო იქიდან გამომდინარე, რომ ერთ-ერთ დაჭრილ პირს კანდიდატის სტატუსი აქვს.ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ თემის არჩევნებთან და პოლიტიკასთან დაკავშირების გარეშე უნდა დავაკვირდეთ პროცესს და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. რაც შეეხება ქვემო ქართლსა და იმ რეგიონებს, სადაც შეიძლება იყოს გარკვეული დაძაბულობის ნიშნები, რა თქმა უნდა, იქ როგორც ყველა წინა არჩევნებზე, შესაბამისი სტრუქტურები ფლობენ ინფორმაციას და აქვთ პრევენციული გეგმა იმისათვის, რომ ამომრჩეველმა მისთვის სასურველ პარტიასა და კანდიდატს ხვალ დილიდან ხმა მისცეს მშვიდ გარემოში" - განაცხადა თეა წულუკიანმა.მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.  „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს და მის თანმხლებ პირებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ყიზილაჯლოში გუშინ ღამით ესროლეს. მაჟორიტარობის კანდიდატსა და მისი თანმხლები პირებიდან ერთს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ.ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაჭრილთაგან ორი მათგანის ოპერაცია დასრულდა და მხოლოდ ერთის მდგომარეობა რჩება მძიმე.
წაკითხვა
მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარზე შსს ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 09:48:00
შინაგან საქმეთა სამინისტრო მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.„მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, გვიან ღამით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა.დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მომხდარიდან მალევე ჩავიდა შემთხვევის ადგილზე და მიმდინარე გამოძიების დეტალებს, ასევე, დაჭრილი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას პირადად გაეცნო“, - აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს და მის თანმხლებ პირებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მაჟორიტარობის კანდიდატსა და მისი თანმხლები პირებიდან ერთს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ.&
წაკითხვა
ირაკლი კოვზანაძე - პარლამენტში მთავრობის მიერ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია 14 ნოემბრამდე შემოვა
გამოქვეყნებულია: 2017-10-16 15:24:00
პარლამენტში მთავრობის მიერ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია 14 ნოემბრამდე შემოვა, - ეს განცხადება საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ გააკეთა. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობს."ბიუჯეტის განხილვის პირველ ეტაპს დღეს ვამთავრებთ. ბიუჯეტი 4.5%-ის ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი. ეს იმას ნიშნავს, რომ 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 40 მილიარდ 400 მილიონი სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული. ასიგნებები 950 მილიონით იზრდება. პრიორიტეტები ინფრასტრუქტურა, განათლება და ჯანდაცვაა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება პრაქტიკულად 570 მილიონით იზრდება. სავალუტო ფონდთან შეთანხმება მიღწეულია და ბიუჯეტის დეფიციტი, რომელზეც ჩვენ კითხვები გვქონდა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით არის. კითხვები არა მარტო ოპოზიციას, არამედ უმრავლესობის წევრებსაც აქვთ. გარკვეული მიმართულებით ხარჯების გაზრდას ითხოვენ. ეს კითხვები ჩვენს კომიტეტშია გადმოგზავნილი. ყველა ეს კითხვა ჩვენს პროექტში იქნება ასახული, რომელსაც მთავრობას გადავუგზავნით. მთავრობას აქვს, დრო, რომ გადამუშავებული ვერსიით 14 ნოემბრამდე დაგვიბრუნდეს. უმრავლესობის მიმართულებით კითხვებია, რომ არა მარტო ჯანდაცვის კუთხით, არამედ გარემოს დაცვასთან დაკავშირებით სხვადასხვა მიმართულებითაც თანხები, რომ დაემატოს. ასეთი მოთხოვნა მაჟორიტარ დეპუტატებსაც აქვთ. მთავრობას გარკვეული დასაბუთება აქვს და ვფიქრობ, რომ გადამუშავებულ ვერსიაში ეს კითხვები და სურვილები ასახული იქნება", - განაცხადა კოვზანაძემ. 
წაკითხვა
საკონსტიტუციო ცვლილებები - 15 კვალიფიციური პარტიის საკოორდინაციო საბჭო კონფერენციას მართავს
გამოქვეყნებულია: 2017-07-05 12:05:00
15 კვალიფიციური პარტიის საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით, საკონსტიტუციო ცვლილებების თემაზე კონფერენცია მიმდინარეობს.   კონფერენციაში პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, არასამთავრობო სექტორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები მონაწილეობენ.   შეხვედრაზე მონაწილეები აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას პოლიტიკური კონსენსუსის და დიალოგის აუცილებლობასთან დაკავშირებით.   შორენა ხვიჩია განავრცობს თემას.
წაკითხვა