საზოგადოებრივი
104.5 FM
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-06 08:50:00
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. 
წაკითხვა
თელავში, სოფელ ართანასთან ხანძარია
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 21:22:00
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის მახლობლად ხანძარია. ადგილობრივმა მოსახლეობამ ცეცხლი კოხტას მთის მიდამოებში შუადღისას შენიშნეს. როგორც მათ პირველ არხს განუცხადეს, სახანძრო სამაშველო სამსახურის სპეციალური მანქანებით ხანძრის კერამდე მისვლა შეუძლებელია.ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი მიუვალ კლდეებზე, სავარაუდოდ, ხმელ ბალახსა და ფოთოლს უკიდია.თელავის სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის კერა ვერტმფრენით დაათვალიერეს და ცეცხლის კერების გავრცელების საფრთხე, მისი მდებარეობის გათვალისწინებით, არ არის.
წაკითხვა
წალენჯიხაში ბამბის საწარმო დაიწვა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 17:46:00
წალენჯიხაში ბამბის საწარმოს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო მანქანაა მობილიზებული. ადგილზე დიდი დაკვამლიანებაა. წალენჯიხის გამგებლის ბესიკ ფარცვანიას თქმით, საწარმო ყოფილ ყრუ-მუნჯთა საზოგადოების შენობაში იყო განთავსებული. მეხანძრეებმა შენობის გადარჩენა მოახერხეს, თუმცა საწყობში არსებული ბამბა სრულად დაიწვა. ხანძარი წალენჯიხის გარეუბანში, სოხუმის ქუჩაზე მომხდარი ხანძრისას არავინ დაშავებულა. ბამბის საწარმო კერძო საკუთრებაა და მეპატრონეები ზარალს ტავად დაითვლიან.ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
წაკითხვა
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 15:43:00
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ - „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ საგარეჯოში, ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩნდა ხანძარი.შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ შსს-ს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ცეცხლის ქრობა დაუყოვნებლივ დაიწყეს. მეხანძრე-მაშველთა ოპერატიული მოქმედების შედეგად, ხანძარს მასიურ ტყემდე არ მიუღწევია.მომხდარის შედეგად, დაიწვა ტყის ქვედა საფარი. ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები და ნიადაგის პრევენციული დამუშავების პროცესი“, - აცხადებენ უწყებაში. 
წაკითხვა
ციხისძირთან, საქორწინო ესკორტი ავარიაში მოყვა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 15:28:00
ციხისძირის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად, სამი მსუბუქი ავტომობილი და ერთი ტრაილერი დაზიანდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ქორწილის ესკორტის მანქანა, რომელშიც ნეფე-პატარძალი იმყოფებოდა, ტრაილერს დაეჯახა და გზიდან გადავარდა. ავარიის ადგილიდან საავადმყოფოში ოთხი ადამიანია გადაყვანილი. თავდაპირველად, ორი დაშავებული საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადის ადგილზე მისვლამდე გადაიყვანეს. სასწრაფო დახმარებამ რამდენიმე პირს ადგილზეც აღმოუჩინა დახმარება.ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. ადგილზე საპატრულოსა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ. მომხდარ ფაქტს შსს იძიებს.
წაკითხვა
დიდი ჩაილურის ტყეში ხანძარია
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 14:22:00
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის ტყეში ხანძარია. ცეცხლი ტყის მასივს გუშინ, საღამოს გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ცეცხლი ხმელ ფოთლებს უკიდია.ადგილზე ოთხი მუნიციპალიტეტის სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგადებია მობილიზებული და ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია, ხანძრის შედეგად რამდენი ჰექტარი ფართობი დაიწვა. ხანძრის გაჩენის მიზეზს გამოძიება დაადგენს.
წაკითხვა
საფრანგეთში დააკავეს ქართველი, რომელმაც 12 ბოთლი ვისკი მოიპარა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 04:49:00
საფრანგეთში 12 ბოთლი ვისკის ქურდობისთვის ქართველი მამაკაცი დააკავეს. ფრანგული მედიის ცნობით, შემთხვევა ნენ-იუ-ბევრონის მუნიციპალიტეტში მოხდა. პოლიციამ ქურდობის შესახებ შეტყობინება სუპერმარკეტ Carrefour-დან მიიღო. მაღაზიაში განაცხადეს, რომ ორმა პირმა ერთი ყუთი ალკოჰოლური სასმელი გაიტაცა. ბოროტმოქმედები შავი ფერის "ვოლკსვაგენ გოლფით" მიიმალნენ. საპატრულო პოლიციამ მანქანა ახლომდებარე რაიონში შენიშნა. ქურდებს პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი დაედევნა. 16 პოლიციელის ალყაში მოქცეული 44 წლის მამაკაცი სამართალდამცავებს ჩაბარდა. ის სასამართლოს წინაშე უახლოეს დღეებში წარდგება.
წაკითხვა
სოფელ ჭითაწყართან მომხდარი კიდევ ერთი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 20:52:00
ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ ჭითაწყრის მონაკვეთზე კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მოპედი გაჩერებულ ტრაილერს შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა მოპედის მძღოლი. გარდაცვლილი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ამავე მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეული წევრი თამაზ ჟორჟოლიანი ემსხვერპლა. 
წაკითხვა
სოფელ ჭითაწყარში ავარიას ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეული წევრი თამაზ ჟორჟოლიანი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 19:26:00
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში ​- ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ერთმანეთს „მიცუბიში პაჯეროსა“ და „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მომხდარის შედეგად, ადგილზე დაიღუპა მსუბუქ ავტომობილში მყოფი ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეული წევრი თამაზ ჟორჟოლიანი. რაც შეეხება „ფორდ ტრანზიტში“ მყოფ სამ მგზავრს, ისინი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. ექიმების ინფორმაციით, ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები და  ექსპერტ-კრიმინალისტები. საკრებულოს წევრად არჩევამდე, თამაზ ჟორჟოლიანი ზუგდიდის გამგებლის მოადგილე იყო. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. 
წაკითხვა
ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 21:40:00
ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე ოთხი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი ბოძს შეეჯახა.სავარაუდოდ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს. 
წაკითხვა
გრიგოლეთთან ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 22:05:00
გრიგოლეთთან ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ერთმანეთს „შკოდას“ მარკის ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმმა მაკა ლატარიამ განაცხადა, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მგზავრი საშუალო სიმძიმის დაზიანებებით ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ავარიის მიზეზს გამოძიება დაადგენს. 
წაკითხვა
რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ხანძარია [ფოტო, ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 16:37:00
რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ხანძარია. გოგოლის ქუჩაზე ცეცხლი ერთ-ერთ საწარმოს ტერიტორიაზე თივის ზვინს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია რუსთავის სახანძრო სამსახურის რანდენიმე ეკიპაჟი. ცეცხლის დასახლებულ პუნქტზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს, თუმცა მის ჩაქრობას ხელს ძლიერი ქარი უშლის. ცეცხლის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. 
წაკითხვა
შარტავას ქუჩაზე ავტომობილი შუახნის ქალს დაეჯახა
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 21:40:00
შუახნის ქალი დაშავდა შარტავას # 14-ში, თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება. თვითმხილველის ინფორმაციით, ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. 
წაკითხვა
ახმეტაში შეშით დატვირთული სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 18:59:00
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენის ტყეში შეშით დატვირთული სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა. სავარაუდოდ, მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შედეგადაც დაშავდა მძღოლი. ის სხეულის სხვადასხვა მოტეხილობით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.შემთხვევის ადგილზე სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებული. ისინი  ხევში გადავარდნილი მანქანის ამოტანას ცდილობენ. როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. რაც ტრანსპორტით მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წაკითხვა
თელავში შუახნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 13:14:00
თელავში, აღმაშენებლის გაზირზე 50 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც პირველ არხს საავადმყოფოს ექიმმა განუცხადა, პაციენტს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.მამაკაცს უკვე ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
წაკითხვა
ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 13:04:00
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავმა „სუბარუს“ მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გადატრიალდა.შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებული. თვითმხილველთა განცხადებით, მსუბუქ ავტომობილში ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
წაკითხვა
მამაკაცი, რომლის ცხედარი გონიოს საზღვაო აკვატორიაში 28 ოქტომბერს იპოვეს, თურქეთის მოქალაქე აღმოჩნდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 11:58:00
მამაკაცი, რომლის ცხედარი სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა გონიოს საზღვაო აკვატორიაში 28 ოქტომბერს იპოვეს, თურქეთის მოქალაქე აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მამაკაცი 16 ოქტომბერს დაიკარგა. თურქული მედიის ცნობით, იგი შეშის შეგროვების დროს ზღვის ტალღებმა გაიტაცა და მას ამ დრომდე უშედეგოდ ეძებდნენ, გვამი დაკარგვის ადგილიდან 64 კილომეტრში ბათუმის სამხრეთით აღმოაჩინეს და გარდაცვლილს სამშობლოში მალე გადაასვენებენ.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურეს. უწყების ცნობით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აღმოჩენილი გარდაცვლილი მამაკაცი ნამდვილად თურქეთის მოქალაქეა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევა თურქეთში მოხდა და ცხედარი დინებამ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოიტანა.
წაკითხვა
ჩაქვის გვირაბთან ავტოავარიის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-29 21:46:00
ექვსი ადამიანი დაშავდა ჩაქვის გვირაბთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებულთაგან ორი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული, ოთხი კი მკურნალობის კურსს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაივლის. მათგან ერთი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულს ქალა-ტვინის დაზიანება აღენიშნება. სხვა დაშავებულები, მედიკოსთა ინფორმაციით, კონტაქტურები არიან. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წაკითხვა
ქედაში ექსკურსიაზე დაშავებული ექვსი ბავშვიდან ოთხი სამედიცინო ცენტრში რჩება
გამოქვეყნებულია: 2017-10-29 12:01:00
ქედაში ავარიის შედეგად, ექსკურსიაზე დაშავებული ექვსი ბავშვიდან ერთს, გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა, ექიმების თქმით, სტაბილურია. ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში კიდევ ოთხი მოზარდი რჩება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კიდევ ერთი მოსწავლე კი ქედის რაიონულ კლინიკაში გადის მკურნალობას. როგორც ჰოსპიტალის მენეჯერმა განმარტა, ბავშვს მსუბუქი დაზიანებები აქვს. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეები ხულოდან ბათუმში ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ავტობუსის კარი გაიღო და ბავშვები გადმოცვივდნენ. შემთხვევის დროს ავტობუსში იმყოფებოდნენ პედაგოგები და მშობლები. ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
წაკითხვა
თურქეთში ავარიის შემდეგ ქართველი მძღოლი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-29 09:26:00
თურქეთში ავარიის შემდეგ ქართველი მძღოლი დააკავეს. თურქული მედიის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა კაისერის რაიონში მოხდა. პინარბაში-მალათეას ავტომაგისტრალზე, ერთ-ერთ გზაჯვარედინზე მოძრავ ორ მანქანას, რომელშიც თურქი სამხედროები ისხდნენ, ტრაილერი დაეჯახა, რომელსაც ქართველი მძღოლი მართავდა. ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, კიდევ სამმა მძიმე დაზიანებები მიიღო. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქართველი მძღოლი პოლიციამ დააკავა.
წაკითხვა