საზოგადოებრივი
104.5 FM
სპეცოპერაცია ვარკეთილში - ფოტო/ვიდეო
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 18:21:00
ვარკეთილში სპეცოპერაციის შედეგად, ორი პირია დაკავებული. გამოძიება მათ გამოძალვას ედავება. სპეცოპერაცია ვარკეთილში მდებარე კაფე „თეისთში“ ჩატარდა. როგორც პირველ არხს ადგილზე მყოფმა სამართალდამცველმა განუცხადა, დაკავებულები კვების ობიექტში ისხდნენ და სადილობდნენ, რა დროსაც მათი დაკავება მოხდა. 
წაკითხვა
თამარ მეფის ხიდთან ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა - დაშავებულია ერთი ადამიანი [ფოტო/ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-10-02 02:47:00
ერთი ადამიანი დაშავდა თამარ მეფის ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, „სუბარუს“ მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბორდიურსა და ავტობუსის გაჩერების აღმნიშვნელ ნიშანს შეეჯახა და ამოტრიალდა. პირველ არხს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, რომ დაშავებული მძღოლი მრავლობითი დაზიანებებით ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. 
წაკითხვა
ნიკა სირაძე - წაღვერში ხანძრის სამი კერა რჩება, რომლის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ
გამოქვეყნებულია: 2017-09-25 09:17:00
წაღვერში ხანძრის სამი კერა რჩება, რომლის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ, - ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა. ნიკა სირაძის თქმით, დილიდან მუშაობა განაახლეს ქართულმა და აზერბაიჯანულმა ვერტმფრენებმა. „რამდენიმე წუთში სავარაუდოდ შემოგვიერთდება ორი თურქული ვერტმფრენი, რომელიც მუშაობაში ჩაერთვება. დილიდან მუშაობა განაახლა ქართულმა და აზერბაიჯანულმა ვერტმფრენებმა. მთელი ღამის განმავლობაში ეპიცენტრში 550 მეხანძრე და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მუშაობდნენ“, - განაცხადა ნიკა სირაძემ. საგანგებო შტაბში ცოტა ხანში კიდევ ერთი თათბირი გაიმართება, სადაც დღის გეგმას გაწერენ.
წაკითხვა
სოფელ შალაურში სამი მამაკაცი სავარაუდოდ თანასოფლელმა დაჭრა
გამოქვეყნებულია: 2017-09-24 19:30:00
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში სამი მამაკაცი სავარაუდოდ თანასოფლელმა დაჭრა. თვითმხილველების განცხადებით, ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა და ახალგაზრდა მამაკაცმა სამ თანასოფლელს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. მათ ამ წუთებში გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდებათ. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
წაკითხვა
ოზურგეთის საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-09-24 14:16:00
ოზურგეთის საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ამის შესახებ პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს. ინციდენტი ოზურგეთის #6 საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში წუხელ მოხდა. ცესკო-ს ცნობით, ​შემტვრეულია შენობის კარი, დაზიანებულია ინვენტარი და ჩამოხეულია  ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია (კედლის სია). 
წაკითხვა
ადიგენში, დერცელის მთაზე ხანძარია
გამოქვეყნებულია: 2017-09-21 21:49:00
ადიგენის რაიონში, დერცელის მთაზე ხანძარია. ადგილობრივებმა დაკვამლიანება საღამოს შენიშნეს. მათივე ინფორმაციით, ხანძრის კერა დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 8-10 კილომეტრშია.პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, რომ ადგილზე რამდენიმე სახანძრო ჯგუფია გასული და დამატებითი ინფორმაცია სპეციალისტების ხანძრის კერასთან მისვლის შემდეგ გახდება ცნობილი. 
წაკითხვა
ადგილი, რომელიც ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაიწვა [ვიდეოკადრები]
გამოქვეყნებულია: 2017-09-20 16:00:00
​ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ოფიციალური მონაცემებით, იწვოდა 1500-დან 2000 კვ/მ-მდე ტერიტორია. ცეცხლი ბალახებსა და ბუჩქებს მოედო. ბენზინგასამართ სადგურ „ფრეგოს“ მიმდებარედ ხანძრის მიზეზად ნავთობკომპანიის წარმომადგენლები დაუდევრობას ასახელებენ. თუმცა, თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი მამუკა ყირიმელი წინასწარი შეფასებისგან თავს იკავებს.  მისი თქმით, ხანძრის ზუსტ მიზეზს გამოძიება და შესაბამისი უწყებები დაადგენენ. „იყო საშიშროება, რომ ცეცხლი მეტ ფართობზე გავრცელებულიყო, მაგრამ ოპერატიული ქმედებების შედეგად მოხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. ამჟამად, ხანძარი ლიკვიდირებულია“, - განაცხადა თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა მამუკა ყირიმელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
წაკითხვა
შავნაბადას მონასტერში კელიებს ცეცხლი გაუჩნდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-14 11:22:00
შავნაბადას მონასტერში, კელიებს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი ორსართულიან ხის ნაგებობაში გაჩნდა. როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. მათივე ცნობით, ადგილზე 25-ზე მეტი მეხანძრე მაშველი შესაბამის სახანძრო ტექნიკით მუშაობს.
წაკითხვა
თვითმხილველების ინფორმაციით, ორთაჭალაში მოკლული მამაკაცი და სავარაუდო მკვლელი ერთ-ერთ რესტორანში ერთად იმყოფებოდნენ
განახლებულია: 2017-09-12 09:20:00
ორთაჭალაში მოკლული მამაკაცი და სავარაუდო მკვლელი, მკვლელობის მომენტამდე, ერთ-ერთ რესტორანში ერთად იმყოფებოდნენ, - ამის შესახებ პირველ არხს თვითმხილველებმა განუცხადეს. მათი ინფორმაციით, რესტორანში ჯერ მოკლული მამაკაცი მივიდა, შემდეგ კი სავარაუდო მკვლელი. „დაახლოებით 40-50 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ რესტორანში, რა დროსაც ხმადაბლა კამათობდნენ, შემდეგ რესტორნის ტერიტორია დატოვეს და კონფლიქტი გარეთ გაგრძელდა“, - აცხადებს მომხდარის თვითმხილველი პირველ არხთან. თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილზე ორმხრივ სროლას ჰქონდა ადგილი. მათი თქმით, სულ შვიდი-რვა გასროლა განხორციელდა. როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა პირველ არხს განუცხადა, სავარაუდო მკვლელის მხრიდან პირველი გასროლის შემდეგ, მამაკაცი „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში ჩაჯდა, სადაც სავარაუდოდ იარაღი ჰქონდა და მანქანიდან საპასუხო გასროლა განახორციელა, რასაც ავტომანქანის გარეთ მყოფი სავარაუდო მკვლელის მხრიდან კიდევ მოჰყვა რამდენიმე გასროლა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მოკლულის ავტომანქანას მინიმუმ ორი ნატყვიარი ემჩნევა, ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი გვერდით მდგომ ავტომობილსაც. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინილისტები. შეგახსენებთ, ორთაჭალაში მკვლელობა რამდენიმე საათის წინ მოხდა. 
წაკითხვა
შუახევში ხანძარი ლოკალიზებულია
გამოქვეყნებულია: 2017-09-12 05:45:00
შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ დარჩიძეების ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია, - ამის შესახებ პირველ არხს შუახევის გამგებელმა, ტარიელ ებრალიძემ განუცხადა. მისი თქმით, დამწვარია 300 კვადრატული მეტრამდე ბუჩქნარი. შუახევის გამგებლის ინფორმაციით, ადგილზე რჩებიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც დილიდან, ხანძრის სრულად ლიკვიდაციის მიზნით, ტერიტორიას კიდევ ერთხელ შეამოწმებენ. შუახევში, სოფელ დარჩიძეების ტყეში ხანძარი 11 სექტემბერს, საღამოს გაჩნდა. ცეცხლის კერა სოფლიდან დაახლოებით რვა კილომეტრის დაშორებით, მიუვალ ადგილზე იყო. მეხანძრე-მაშველები ადგილზე ფეხით მივიდნენ და ხანძრის ლოკალიზება რამდენიმე საათში შეძლეს. 
წაკითხვა
ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბორითთან ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-09-07 15:28:00
ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 167-ე კილომეტრზე ერთმანეთს ორი მსუბუქი და ერთი სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. 
წაკითხვა
ხანძარია თემქაზე [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-09-07 15:03:00
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, კოლეჯ „მერმისთან“ ხანძარია.როგორც პირველ არხს თვითმხილველმა აცნობა, კოლეჯის უკანა მხარეს ცეცხლი უკიდია ბალახს, სტადიონსა და ხეებს. ხანძარი დაახლოებით ერთი საათის წინ შენიშნეს. ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი და დამწვარი ფართობი.
წაკითხვა
„ალგანში“ ჯერ არ აქვთ ინფორმაცია, არის თუ არა მათი თანამშრომელი მამაკაცი, რომელმაც „პიქსელის“ შენობაში მეუღლე დაჭრა
გამოქვეყნებულია: 2017-09-06 13:05:00
დაცვის სამსახურ „ალგანში“ ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია, არის თუ არა მათი თანამშრომელი მამაკაცი, რომელმაც „პიქსელის“ შენობაში მეუღლე დაჭრა. როგორც პირველ არხს დაცვის სამსახურში განუცხადეს, კომენტარს ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ გააკეთებენ. შეგახსენებთ, როგორც პირველ არხს შემთხვევის ადგილზე თვითმხილველებმა განუცხადეს, მამაკაცი, რომელმაც „პიქსელის“ შენობაში მეუღლე დაჭრა, ამავე სავაჭრო ცენტრის დაცვაში მუშაობს. მათივე ცნობით, მამაკაცი კერძო დაცვის სამსახურ „ალგანის“ თანამშრომელია და „ალგანში“ მუშაობს მისი მეუღლეც.შემთხვევა თბილისში, ვაკეში მდებარე სავაჭრო ცენტრ „პიქსელის“ შენობაში ცოტა ხნის წინ მოხდა. ქმარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა და თავადაც თვითდაზიანება მიიყენა. ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 
წაკითხვა
მყინვარწვერზე პოლონელი ტურისტი დაიღუპა
გამოქვეყნებულია: 2017-09-06 12:22:00
ყაზბეგში, მყინვარზე პოლონელი ტურისტი დაიღუპა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში პირველ არხს განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაა აღძრული, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.მომხდარის სხვა დეტალები უცნობია, საქმეზე ტურისტული ჯგუფის სხვა წევრებს სამართალდამცავები ადგილობრივ პოლიციაში დღეს დაკითხავენ.
წაკითხვა
მტკვარში ახალგაზრდა ქალს ეძებენ
გამოქვეყნებულია: 2017-09-05 19:32:00
თბილისში, გალაკტიონის ხიდიდან ახალგაზრდა ქალი გადახტა, - ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.როგორც უწყებაში განმარტავენ, შეტყობინების მიღებისთანავე სამძებრო სამუშაოებში შესაბამისი უწყებები ჩაერთვნენ. მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები.
წაკითხვა
სოფელ ვანთაში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს
გამოქვეყნებულია: 2017-09-04 22:42:00
თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვანთის ხიდთან 25 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები გულმკერდისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, დადგენილია ბრალდებულის ვინაობაც და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარის მიზეზად წარსულში არსებული კონფლიქტი სახელდება. 
წაკითხვა
ართანაში, კოხტას მთაზე და თუშეთში, ხახაბოს ტყეში ხანძრის ქრობის პროცესი განახლდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-04 08:09:00
კახეთში ხანძრის ორ კერაზე - ართანაში, კოხტას მთაზე და თუშეთში, ხახაბოს ტყეში ხანძრის ქრობის პროცესი დილიდან განახლდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მობილიზიებულ ცოცხალ ძალას დღეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 400 თანამშრომელი შეუერთდება, რომლებიც 10.00 საათისთვის უკვე მივლენ  ცეცხლის კერამდე. ქართულმა ვერტმფრენებმა მეხანძრეების გადაყვანა უკვე დაიწყეს ართანაში, სადაც შედარებითი რთული ვითარებაა.  კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, ამის შემდეგ, ქართული ვერტმფრენი დაიწყებს ხახაბოს ტყეზე წყლის დასხმის პროცესს. თუშეთში 120  მაშველი და მოხალისეები მუშაობენ, ორი ირანული ვერტმფრენი კი ართანის ხანძრის ლოკალიზაციაში ჩაერთვება. ქადაგიშვილის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია შილდაში, თუმცა მონიტორინგის და სრული ლიკვიდაციის მიზნით, მაშველები იქაც იმუშავებენ. ხანძრის კერის ადგილას რთული რელიეფის გამო, გუბერნატორი არ გამორიცხავს, სამაშველო ოპერაციები ხვალაც გაგრძელდეს.
წაკითხვა
თბილისის შემოსასვლელთან ერთმანეთს ოთხი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა - დაშავებულია სამი ადამიანი
გამოქვეყნებულია: 2017-09-03 21:54:00
სამი ადამიანი დაშავდა ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, თბილისის შემოსასვლელთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ერთმანეთს ოთხი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. როგორც პირველ არხს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, ორი დაშავებული მცხეთაში, ხოლო ერთი თბილისში გადმოიყვანეს. მომხდარის გამო, მცხეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობა შეფერხდა. ადგილზე რამდენიმეკილომეტრიანი საცობია. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
წაკითხვა
ქობულეთში, ზღვაში 12 წლის მოზარდს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ
გამოქვეყნებულია: 2017-09-02 14:03:00
ქობულეთში ზღვაში 12 წლის მოზარდს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, სამძებრო სამუშაოებში ჩართულები არიან როგორც მაშველები, ისე საზღვაო ტექნიკაც. არსებული ინფორმაციით, მოზარდი ზღვაში დედასთან ერთად იყო შესული, რა დროსაც მშობელს ბავშვი ტალღამ გასტაცა.
წაკითხვა
მთაწმინდაზე ხანძარია
გამოქვეყნებულია: 2017-09-01 13:59:00
თბილისში, მთაწმინდაზე ხანძარია. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ცეცხლი, სავარაუდოდ, ჭონქაძის ქუჩის უკანა მხარეს ფერდობზე გაჩნდა. სხვა ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია. &
წაკითხვა