საზოგადოებრივი
104.5 FM
ანტალიის ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
გამოქვეყნებულია: 2017-09-07 23:41:00
ანტალიის ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. თურქული მედიის ინფორმაციით, მამაკაცი სასტუმროში მუსიკოსად მუშაობდა.მათივე ცნობით, 59 წლის მამაკაცი ნომერში შეუძლოდ გახდა. მისმა მეგობარმა დახმარებისთვის სამედიცინო ჯგუფს მიმართა, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. ერთ-ერთი ვერსიით, სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკული ნივთიერების გადაჭარბებული დოზა გახდა.
წაკითხვა
თემქაზე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია
გამოქვეყნებულია: 2017-09-07 18:15:00
თემქაზე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ძლიერი ქარის გამო შესაძლებელია კერების გაღვივება. როგორც პირველ არხს მერის მოადგილემ გიგა ნიკოლეიშვილმა განუცხადა, დამწვარია დაახლოებით ჰექტარ-ნახევარი ფართობის ტერიტორია და ახალი ნარგავები. ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო მანქანაა მობილიზებული და 40-მდე მეხანძრე მუშაობს. ადგილზე მისული არინ მოხალისეებიც. ცეცხლის კიდევ ერთი კერა იყო დღეს გურამიშვილის გამზირზე, სადაც ცეცხლი ბალახებს წაეკიდა. ცეცხლის ლოკალიზება 2 საათში მოხერხდა.
წაკითხვა
ცეცხლის ორი ახალი კერა დედაქალაქში - ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ
გამოქვეყნებულია: 2017-09-07 16:03:00
ცეცხლის ორი ახალი კერა დედაქალაქში. ხანძარი გურამიშვილის გამზირზე, კოლეჯ „მერმისთან“ და თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გაჩნდა. ორივე ადგილას ცეცხლი ბალახს, სტადიონსა და ხეებს უკიდია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ. 
წაკითხვა
ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბორითთან ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-09-07 15:28:00
ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 167-ე კილომეტრზე ერთმანეთს ორი მსუბუქი და ერთი სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. 
წაკითხვა
ხანძარია თემქაზე [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-09-07 15:03:00
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, კოლეჯ „მერმისთან“ ხანძარია.როგორც პირველ არხს თვითმხილველმა აცნობა, კოლეჯის უკანა მხარეს ცეცხლი უკიდია ბალახს, სტადიონსა და ხეებს. ხანძარი დაახლოებით ერთი საათის წინ შენიშნეს. ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი და დამწვარი ფართობი.
წაკითხვა
სოფელ კურდღელაურის სასაფლაოზე ხანძარია
გამოქვეყნებულია: 2017-09-07 15:01:00
ხანძარია ამ წუთებში თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურის სასაფლაოზე. ცეცხლის ჩაქრობას თელავის სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობს. ამავე ტერიტორიაზე ორი დღის წინაც იყო ხანძარი, მაგრამ მისი ჩაქრობა მალევე მოხერხდა.
წაკითხვა
ნატახტართან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-09-07 12:42:00
ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მერვე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სამგზავრო ავტობუსი შეეჯახნენ. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. სომხური მედიის ინფორმაციით, ავტობუსი საქართველოში სომხეთიდან მოდიოდა. დაღუპულები არიან მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და მგზავრი. შინაგან საქმეთა სამინისტროში პირველ არხს განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. მომხდარის ამსახველ ფოტომასალას სომხური მედია ავრცელებს. 
წაკითხვა
ვაკეში დაჭრილი ცოლ-ქმარი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან
გამოქვეყნებულია: 2017-09-07 12:03:00
ვაკეში დაჭრილი ცოლ-ქმარი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან. მედიკოსების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია და პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, როდის გაწერენ დაზარალებულებს კლინიკიდან, ამ დროისთვის უცნობია. მკურნალი ექიმის თქმით, ასევე უცნობია, როდის დაჰკითხავენ მათ სამართალდამცავები. შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ მოხდა. 
წაკითხვა
სოფელ ბადიაურში ავარიას 17 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-09-06 22:50:00
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, საპირისპიროდ მოძრავი honda-სა და ford-ის მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ. honda-მარკის ავტომობილის მგზავრი ადგილზე დაიღუპა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
წაკითხვა
ლაგოდეხში წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ხანძარი გაჩნდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-06 22:25:00
ლაგოდეხში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში ხანძარი გაჩნდა. როგორც პირველ არხთან თვითმხილველები აცხადებენ, ცეცხლი და დაკვამლიანება ეკლესიის შიგნით სწრაფად გავრცელდა.ადგილზე მობილიზებულმა ლაგოდეხის სახანძრო სამაშველო სამსახურის ეკიპაჟმა ამ დროისათვის ცეცხლის ჩაქრობა შეძლო. დამწვარია ტაძარში არსებული ხატები და სხვა ნივთები. დაზიანებულია ეკლესიის ჭერი. დაწვას გადაურჩა ტაძრის სახურავი. ერთ-ერთი ვერსიით,ხანძარი საცეცხლურიდან გადმოყრილი ნამწვიდან გაჩნდა.ამასთან, ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი ელექტროენერგიის გაყვანილობის გაუმართაობამ გამოიწვია.
წაკითხვა
„ალგანში“ ჯერ არ აქვთ ინფორმაცია, არის თუ არა მათი თანამშრომელი მამაკაცი, რომელმაც „პიქსელის“ შენობაში მეუღლე დაჭრა
გამოქვეყნებულია: 2017-09-06 13:05:00
დაცვის სამსახურ „ალგანში“ ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია, არის თუ არა მათი თანამშრომელი მამაკაცი, რომელმაც „პიქსელის“ შენობაში მეუღლე დაჭრა. როგორც პირველ არხს დაცვის სამსახურში განუცხადეს, კომენტარს ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ გააკეთებენ. შეგახსენებთ, როგორც პირველ არხს შემთხვევის ადგილზე თვითმხილველებმა განუცხადეს, მამაკაცი, რომელმაც „პიქსელის“ შენობაში მეუღლე დაჭრა, ამავე სავაჭრო ცენტრის დაცვაში მუშაობს. მათივე ცნობით, მამაკაცი კერძო დაცვის სამსახურ „ალგანის“ თანამშრომელია და „ალგანში“ მუშაობს მისი მეუღლეც.შემთხვევა თბილისში, ვაკეში მდებარე სავაჭრო ცენტრ „პიქსელის“ შენობაში ცოტა ხნის წინ მოხდა. ქმარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა და თავადაც თვითდაზიანება მიიყენა. ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 
წაკითხვა
მყინვარწვერზე პოლონელი ტურისტი დაიღუპა
გამოქვეყნებულია: 2017-09-06 12:22:00
ყაზბეგში, მყინვარზე პოლონელი ტურისტი დაიღუპა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში პირველ არხს განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაა აღძრული, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.მომხდარის სხვა დეტალები უცნობია, საქმეზე ტურისტული ჯგუფის სხვა წევრებს სამართალდამცავები ადგილობრივ პოლიციაში დღეს დაკითხავენ.
წაკითხვა
კახეთში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2017-09-06 09:01:00
მეხუთე დღეა, კახეთში ხანძარს ებრძვიან. თუშეთში, ხახაბოს მთის ფერდობზე ხანძრის ცალკეული უბნები ლოკალიზებულია, დარჩენილ კერებზე კი მეხანძრე-მაშველები კვლავ ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას. ამ დროისთვის ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი რჩება. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესამსახურში აცხადებენ, რომ თუშეთში ავიაციის ჩართვა აუცილებლობას არ წარმოადგენს. ართანაში ხანძრის კერა კვლავ აქტიურია, ხანძრის ქრობაში დილიდან მხოლოდ ერთი ვერტმფრენია ჩართული. ართანაში, კოხტას მთაზე მობილიზებულია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის 500 თანამშრომელი. რამდენიმე საათში ხანძრის ქრობაში ორი ირანული ვერტმფრენი ჩაერთვება. ხანძარი ლიკვიდირებულია შილდის ტყეში.
წაკითხვა
ხანძარი თელავში - ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ეკიპაჟი მუშაობს
გამოქვეყნებულია: 2017-09-05 21:07:00
თელავში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მეაბრეშუმეობის სასელექციო სადგურის ყოფილ ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც „მოამბის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ამ დროისთვის“, ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე მობილიზებულია თელავის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ეკიპაჟი. ხანძრის მიზეზი უცნობია.
წაკითხვა
მტკვარში ახალგაზრდა ქალს ეძებენ
გამოქვეყნებულია: 2017-09-05 19:32:00
თბილისში, გალაკტიონის ხიდიდან ახალგაზრდა ქალი გადახტა, - ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.როგორც უწყებაში განმარტავენ, შეტყობინების მიღებისთანავე სამძებრო სამუშაოებში შესაბამისი უწყებები ჩაერთვნენ. მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები.
წაკითხვა
ართანაში ხანძარს 500 მეხანძრე-მაშველი ებრძვის
გამოქვეყნებულია: 2017-09-05 10:24:00
ართანაში, კოხტას მთაზე გაჩენილი ხანძრის ცალკეული კერების ლოკალიზება მოხერხდა. გუშინდელთან შედარებით, ამ კუთხით დღეს პროგრესი გვაქვს, - განუცხადა პირველ არხს ეროვნული სატყეო სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა დავით ხატიაშვილმა. მისი თქმით, ართანაში ხანძრის ლოკალიზებაზე დღეს 500 ერთეული ცოცხალი ძალა მუშაობს. ცოტა ხანში ხანძართან ბრძოლის პროცესში ჩაერთვება ორი ირანული ვერტმფრენიც. დავით ხატიაშვილი ხანძრის ლოკალიზების სავარაუდო დროს და დამწვარი ტყის მასშტაბს ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს.
წაკითხვა
კახეთში მეოთხე დღეა, ტყის ხანძარს ებრძვიან
გამოქვეყნებულია: 2017-09-05 09:04:00
მეოთხე დღეა, კახეთში ტყის ხანძარს ებრძვიან. ამ დროისთვის, ცეცხლი უკიდია ართანაში, კოხტას მთაზე არსებულ ტყეს. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ჯგუფები, განსდაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და მოხალისეთა მობილური ჯგუფები. კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ართანაში წყლის ავზებით მომარაგება მოხერხდა, რაც ხელს შეუწყობს მაშველებს, ხანძრის ლოკალიზებისთვის საჭირო აპარატები ეფექტურად გამოიყენონ.დილიდან საქართველოს კუთვნილი ვერტმფრენი უკვე გაფრინდა ხანძრის კერების დაზვერვაზე. როგორც კი კვამლი და ნისლი გაიფანტება, ორი ირანული ვერტმფრენი ჩაერთვება სამუშაოებში. ართანის ტყეში სულ სამი ვერტმფრენი იმუშავებს.ამასთან, მაშველები რჩებიან თუშეთშიც, სადაც ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა მხრჩოლავი ადგილების მონიტორინგი ხორციელდება, რათა თავიდან იყოს აცილებული ცეცხლის გაღვივება. ანალოგიური სიტუაციაა სოფელ შილდის ტყეშიც. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, შილდაში ცეცხლი ხევში ნეშომპალას უკიდია, არის მხრჩოლავი კერები და აქაც მუშაობენ მაშველები.გუბერნატორის შეფასებით, კრიტიკული ვითარება არცერთ ლოკაციაზე არ არის და ცეცხლის მასშტაბების გაზრდა არ შეინიშნება.
წაკითხვა
სოფელ ვანთაში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს
გამოქვეყნებულია: 2017-09-04 22:42:00
თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვანთის ხიდთან 25 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები გულმკერდისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, დადგენილია ბრალდებულის ვინაობაც და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარის მიზეზად წარსულში არსებული კონფლიქტი სახელდება. 
წაკითხვა
ართანაში, კოხტას მთაზე და თუშეთში, ხახაბოს ტყეში ხანძრის ქრობის პროცესი განახლდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-04 08:09:00
კახეთში ხანძრის ორ კერაზე - ართანაში, კოხტას მთაზე და თუშეთში, ხახაბოს ტყეში ხანძრის ქრობის პროცესი დილიდან განახლდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მობილიზიებულ ცოცხალ ძალას დღეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 400 თანამშრომელი შეუერთდება, რომლებიც 10.00 საათისთვის უკვე მივლენ  ცეცხლის კერამდე. ქართულმა ვერტმფრენებმა მეხანძრეების გადაყვანა უკვე დაიწყეს ართანაში, სადაც შედარებითი რთული ვითარებაა.  კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, ამის შემდეგ, ქართული ვერტმფრენი დაიწყებს ხახაბოს ტყეზე წყლის დასხმის პროცესს. თუშეთში 120  მაშველი და მოხალისეები მუშაობენ, ორი ირანული ვერტმფრენი კი ართანის ხანძრის ლოკალიზაციაში ჩაერთვება. ქადაგიშვილის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია შილდაში, თუმცა მონიტორინგის და სრული ლიკვიდაციის მიზნით, მაშველები იქაც იმუშავებენ. ხანძრის კერის ადგილას რთული რელიეფის გამო, გუბერნატორი არ გამორიცხავს, სამაშველო ოპერაციები ხვალაც გაგრძელდეს.
წაკითხვა
სოფელ არცევთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია
განახლებულია: 2017-09-03 21:56:00
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ძლიერი ხანძარია. პირველი არხის ინფორმაციით, ძლიერი ცეცხლია მოდებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ არცევთან.ინფორმაციის გადასამოწმებლად პირველი არხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც დაადასტურეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამ დროისთვის ძლიერი ხანძარია. პირველი არხი დეტალების დადგენას ცდილობს.ჯერ უცნობია რა ფართობზეა ცეცხლი მოდებული და არის თუ არა ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოს.
წაკითხვა