საზოგადოებრივი
104.5 FM
ქედაში, ავტომანქანიდან გადმოვარდნის შედეგად დაშავებული სამი ბავშვი სტაციონარში რჩება
გამოქვეყნებულია: 2017-10-28 23:21:00
ქედაში, ავტომანქანიდან გადმოვარდნის შედეგად დაშავებული სამი ბავშვი ამბულატორიული დახმარების აღმოჩენის შემდეგ, გაწერეს, სამი კი კვლავ სტაციონარში რჩება. როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ორი პაციენტი ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში რეანიმობილით გადაიყვანეს, ერთი კი, კვლავ ქედის საავადმყოფოს სტაციონარშია, თუმცა მალე მასაც ბათუმში გადაიყვანენ. დაშავებულები აჭარის განათლების მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მოინახულეს.„სამი ბავშვი უკვე გაეწერა, მათ უმნიშვნელო დაზიანებები აღენიშნებოდათ, სამი კი სტაციონალურ მკურნალობას განაგრძობს. ორი მოსწავლე უკვე გადმოყვანილია ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში, მათ უტარდებათ გამოკვლევა. ერთ-ერთ დაშავებულს თავის ტვინის ტრავმა აღენიშნება, მოსწავლეებს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე აღენიშნებათ ნაკაწრები, თუმცა ყველას მდგომარეობა სტაბილურია და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ვინაიდან ქედაში არ არის ბავშვთა სტაციონარი, იქ დარჩენილ მოსწავლესაც მალე გადმოიყვანენ“ - განაცხადა პირველ არხთან საუბრისას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლელა სურმანიძემ.შემთხვევა ქედაში, ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე დღეს, საღამოს მოხდა. ბათუმის მეექვსე საჯარო სკოლის 20-მდე მოსწავლე სხალთიდან სახლში მიკროავტობუსით ბრუნდებოდა. ჯერჯერობით უცნობი მიზეზის გამო, ავტომანქანის კარი გაიღო და მოსწავლეთა ნაწილი მიკროავტობუსიდან გადმოვარდა, რის შედეგადაც, ექვსი მათგანი დაშავდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
წაკითხვა
ქედაში ექსკურსიაზე მყოფი არასრულწლოვნები ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდნენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-28 21:51:00
ქედაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ექსკურსიაზე მყოფი ექვსი არასრულწლოვანი დაშავდა. ხულოდან, სხალთიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანის კარი შემთხვევით გაიღო, რის გამოც ბავშვები გზის სავალ ნაწილზე გადაცვივდნენ.ავტომანქანაში ბათუმის მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ. შემთხვევა ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ გობრონეთთან მოხდა. დაშავებულები ქედის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც, რამდენიმე მათგანი ბათუმის დედათა და ბავშცვთა ჯანდაცვის ცენტრში გადაყავთ. როგორც პირველ არხს ბათუმის მე-6 სკოლის დირექტორმა ზურაბ ზაქარაძემ განუცხადა, ერთ-ერთი ბავშვის ტრანსპორტირება, რომლის მდგომარეობაც მძიმე არ არის, თავის დაზღვევის მიზნით, რეანიმობილით ხორციელდება. სკოლის დირექტორის თქმით, სხალთაში ექსკურსიაზე 20 ბავშვი იმყოფებოდა. მისთვის უცნობია, რა გახდა მომხდარის მიზეზი. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
წაკითხვა
თბილისში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს შეეჯახა
გამოქვეყნებულია: 2017-10-28 17:54:00
თბილისში, პეკინის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითს შეეჯახა. როგორც პირველი არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მოქალაქე გზაზე გადადიოდა. უწყების ცნობით, დაშავებული ქვეითი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
წაკითხვა
თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე, მედიაჰოლდინგ „CLIP Art”-ის ოფისი გაქურდეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-28 15:51:00
თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე, მედიაჰოლდინგ „CLIP Art”-ის ოფისი გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. როგორც ცნობილია, ოფისში დოკუმენტაცია იყო მიმოფანტული და კარები გატეხილი. ჯერ უცნობია, რა წაიღეს მედიაჰოლდინგიდან. გამოძიებამ, სავარაუდოდ, უკვე ამოიღო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.
წაკითხვა
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში შვიდსულიანი ოჯახის საცხოვრებელი დაიწვა
გამოქვეყნებულია: 2017-10-28 15:28:00
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში, სადაც თვითნებურად შეჭრილი მოსახლეობა ცხოვრობს, ბოლქვაძეების ფიცრულს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი, ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია.პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ნაგებობა მთლიანად დაიწვა, განადგურდა საოჯახო ტექნიკა და ავეჯი. ბოლქვაძეების შვიდსულიანი ოჯახი „ოცნების ქალაქში“ რამდენიმე წელია ცხოვრობს. ხანძრის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.
წაკითხვა
კლდიდან გადავარდნილ მამაკაცს შსს–ს მაშველები დაეხმარნენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-28 14:34:00
შსს–ს მაშველებმა კლდიდან გადავარდნილ მამაკაცს დახმარება აღმოუჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შსს-ს მაშველებმა დაშავებული ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია.„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ პანკისის ხეობაში, რკინის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდა მამაკაცი კლდიდან გადავარდა, დაშავდა და მაშველების დახმარებას საჭიროებდა.შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს მაშველები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ და 20-წლამდე მამაკაცი უმოკლეს დროში ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია.ახმეტიდან დაშავებული, მკურნალობის გაგრძელების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
წაკითხვა
გონიო-კვარიათის საზღვაო აკვატორიაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-28 13:17:00
სანაპირო დაცვის კატარღამ გონიო-კვარიათის საზღვაო აკვატორიაში მამაკაცის ცხედარი იპოვა. პირველი არხის ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. ამ დროისთვის, მისი იდენტიფიკაცია მიმდინარეობს. წინასწარი ვერსიით, შესაძლოა, გარდაცვლილი თურქეთის მოქალაქე იყოს, ის საქართველოს აკვატორიაში, სავარაუდოდ, დინებამ შემოიტანა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წაკითხვა
ტყიბულის შახტში გარდაცვლილის ოჯახს მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვს და გამოძიების დასრულებას ელოდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-28 11:15:00
ტყიბულის შახტში გარდაცვლილი დავით ფორჩხიძის ოჯახის წევრები გამოძიების დასრულებას ელოდებიან. მათ ტყიბულის შახტაში მომხდართან დაკავშირებით, ჯერჯერობით, დეტალური ინფორმაცია არ აქვთ.დაღუპულის მეუღლე მაია ფორჩხიძე პირველ არხთან საუბრისას ამბობს, რომ მისი მეუღლე შახტაში წამყვან სპეციალისტად ცხრა წლის განმავლობაში მუშაობდა. ოჯახი უსაფრთხოების ნორმების შესაძლო დარღვევაზე საუბრობს და ამბობს, მწყობრიდან გამოსული ტექნიკის გამო, დაზღვეული არავინ არის.გარდაცვლილის ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ, რადგან დავით ფორჩხიძეს სამი შვილი დარჩა, მეშახტე ოჯახის ძირითადი მარჩენალი იყო.ოჯახს უკვე შეხვდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები.ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში დავით ფორჩხიძე გუშინ დაიღუპა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.კომპანიამ „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი“ გუშინ განცხადება გაავრცელა. კომპანიამ მწუხარება გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით და დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა.
წაკითხვა
ფრანგული მედიის ცნობით, საფრანგეთში 50 წლის ქართველი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-28 09:04:00
საფრანგეთში 50 წლის ქართველი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ფრანგული მედიის ცნობით, შემთხვევა საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ პუატიეში მოხდა. გარდაცვლილი მამაკაცი ადგილობრივი საავადმყოფოს ავტოსადგომზე გაჩერებულ ავტომობილში იპოვეს. როგორც გარდაცვლილის მეგობრები ყვებიან, სასწრაფო დახმარების ცენტრის თავშესაფარში ადგილების სიმცირის გამო, მამაკაცს ღამის გათენებამ მანქანაში მოუწია. შემთხვევის ადგილზე შეკრებილი 15 ქართველი მომხდარში ცენტრის თანამშრომლებს ადანაშაულებს. მათი თქმით, მამაკაცის ავადმყოფობის გამო, მისი გარეთ დატოვება დაუშვებელი იყო. მათივე მტკიცებით, ცენტრის თანამშრომელთა ნაწილი თავშესაფარში მყოფ ადამიანებს მკაცრად ექცეოდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
წაკითხვა
„საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი“ მეშახტის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 21:03:00
კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი“ ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში ერთი ადამიანის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანია მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და დაღუპულის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, 270-ე ჰორიზონტზე, მიწისქვეშა სამუშაოების დროს (გამკვეთისა და შტრეკის შეუღლების გამაგრებითი სამუშაობის შესრულებისას), რაც ნახშირის მოპოვებით სამუშაოების უძღვის წინ, ჩამოიშალა სამთო მასა. გარდაცვლილია მე-6 უბნის გამყვანი დავით ფორჩხიძე. მეშახტე ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს. კომპანია მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით. თანავუგრძნობთ ოჯახს, მეგობრებსა და ჩვენი კომპანიის თითოეულ წევრს“, - აღნიშნულია „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ განცხადებაში. ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დღეს ერთი ადამიანი დაიღუპა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
წაკითხვა
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ერთი ადამიანი დაიღუპა
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 20:25:00
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ერთი ადამიანი დაიღუპა, ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, შემთხვევა დღეს მოხდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.მომხდარის შესახებ, სხვა დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია. მეშახტის გარდაცვალების მიზეზს გამოძიება დაადგენს.
წაკითხვა
ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმე - ტრაგიკულად დაღუპულის ძმა პატრულის თანამშრომლებს უკანონო ქმედებებში ადანაშაულებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 20:10:00
კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა, სადაც ასევე პატრულის თანამშრომლები ფიგურირებენ. დეპუტატის შვილის, ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე მოწმეების დაკითხვა დაიწყო. დღევანდელ პროცესზე ჩვენება მისცა ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდის ძმამ, რომელმაც პატრულის თანამშრომლები უკანონო ქმედებებში დაადანაშაულა. თავად პატრულის თანამშრომლები ბრალს ამ დრომდე არ აღიარებენ. მათი ადვოკატი რამდენიმე საეჭვო გარემოებაზე საუბრობს და აინტერესებს, იყო თუ არა ბექა ხახუბია ავტოსაგზაო შემთხვევამდე მთაწმინდის საპატრულო პოლიციის მიერ დაკავებული და რა ვითარებაში მოხდა მისი გათავისუფლება. შეგახსენებთ, რომ გორის გვირაბთან ავარია 17 მაისს მოხდა. საგამოძიებო მასალების მიხედვით, ხახუბიას მანქანა იმ ტრაილერს დაეჯახა, რომელიც ახალგაზრდის შესაჩერებლად პატრულის თანამშრომლებმა გვირაბთან ახლოს დააყენეს. პროკურატურა საპატრულო პოლიციის სამ თანამშრომელს გაუფრთხილობლობით სიცოცხლის მოსპობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს. ამავე თემაზე, იხილეთ ჩართვა „მოამბის“ 18-საათიანი საინფორმაციო გამოშვებიდან.
წაკითხვა
რა გახდა პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების მიზეზი - თბილისში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას პროკურატურა, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები სწავლობენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 20:05:00
ამ დრომდე პასუხგაუცემელი რჩება თბილისში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გარშემო დაგროვილი კითხვები. თვენახევარში გახდება ცნობილი, გადაამეტეს თუ არა უფლებამოსილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე 34 წლის მამაკაცის დაკავებას ცდილობდნენ. გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ოჯახი გამოძიების დასრულებამდე დუმს. მმართველი გუნდის ერთ-ერთ წევრზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ შესაძლოა არსებობდეს საქმის მთავარი მტკიცებულება - პატრულის სამხრე კამერების ჩანაწერები. პროკურატურის პარალელურად ტრაგიკულ შემთხვევას სახალხო დამცველი და სამი არასამთავრობო ორგანიზაციაც სწავლობენ.    ამავე თემაზე, იხილეთ ჩართვა „მოამბის“ 18-საათიანი საინფორმაციო გამოშვებიდან.
წაკითხვა
ქუთაისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-26 19:10:00
ქუთაისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთმა მძღოლმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა.შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.
წაკითხვა
ვაშლიჯვარში, გოძიაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოპროფილაქტიკაში ხანძარი ლოკალიზებულია
გამოქვეყნებულია: 2017-10-26 17:54:00
ვაშლიჯვარში, გოძიაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოპროფილაქტიკაში, ე.წ. ბოქსში ხანძარი ლოკალიზებულია. მომხდარის შედეგად ორი პირი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სტაციონარში გადაიყვანეს. ხანძარი 300-400 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. დაიწვა ორი ტრაილერი. ადგილზე მუშაობს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა უკვე შვიდი ჯგუფი. ჯამში, დაახლოებით, 35 მეხანძრე-მაშველი.
წაკითხვა
პანკისის ხეობაში ახალგაზრდა მამაკაცი კლდიდან გადმოვარდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-26 16:48:00
პანკისის ხეობაში 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი კლდიდან გადმოვარდა. დაშავებული ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახმეტის საავადმყოფოში გაიყვანა. დავით შეთეკაური ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში სხეულის მრავლობითი დაზიანებებით მოათავსეს. როგორც პირველ არხს ახმეტის საავადმყოფოს ხელმძღვანელმა გიორგი უძილაურმა განუცხადა, პაციენტი კომური მდგომარეობით შემოვიდა და მას პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.  "მამაკაცს აღენიშნება მარჯვენა ზედა კიდურის მსხვრევადი მოტეხილობა და ამ წუთებში ის უკვე ვერტმფრენით ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს", - აღნიშნა უძილაურმა.მისი თქმით,  დავით შეთეკაურის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ავადმყოფის მდგომარეობა სტაბილურია.
წაკითხვა
ექიმის ინფორმაციით, სოფელ მუჟავაში დაღუპულ ჯარისკაცს ყბის არეში, ნიკაპთან ერთი ჭრილობა აღენიშნებოდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-26 16:32:00
წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავადან გადმოყვანილ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცს ყბის არეში, ნიკაპთან ერთი ჭრილობა აღენიშნებოდა, - ამის შესახებ ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა, მაია ესებუამ განაცხადა. მისივე თქმით, საავადმყოფოში შეყვანისას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო და მას სასიცოცხლო მაჩვენებლები არ აღენიშნებოდა. „როდესაც შემოასვენეს, სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობა. აღენიშნებოდა ერთი ჭრილობა ყბის არეში, ნიკაპთან“, - აღნიშნა მაია ესებუამ. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, დაღუპული ჯარისკაცი ქუთაისში ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს. შეგახსენებთ, წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცი დაიღუპა. 
წაკითხვა
სოფელ მუჟავაში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცი დაიღუპა
გამოქვეყნებულია: 2017-10-26 15:48:00
წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცი დაიღუპა. პირველი არხის ინფორმაციით, ერთ-ერთ ჯარისკაცს იარაღი გაუვარდა და მიღებული ჭრილობის შედეგად, მეორე ჯარისკაცი დაიღუპა. ჯარისკაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფოში შეყვანის მომენტში ის უკვე გარდაცვლილი იყო. მომხდარი ფაქტი პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 
წაკითხვა
დაკავების დროს გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახი აცხადებს, რომ გამოძიების შედეგებს ელოდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-26 14:29:00
დაკავების დროს გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ოჯახი გამოძიების შედეგებს ელოდება. ისინი თბილისის პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებიან. ისინი კომენტარისგან თავს იკავებენ. გარდაცვლილის მეუღლემ პირად საუბარში ჟურნალისტებს სთხოვა, გაეხმოვანებინათ ოჯახის პოზიცია, რომლის მიხედვითაც, ახლობლები გამოძიების შედეგებს ელოდებიან. ამ დროისთვის გარდაცვლილის დედას კითხავენ, რის შემდეგაც ჩვენება ოჯახის დანარჩენმა წევრებმა და თვითმხილველმა მეზობლებმა უნდა მისცენ. შეგახსენებთ, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე დაკავების მომენტში ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება და ვიდეომასალა გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ერთ-ერთი თვითმხილველის 
წაკითხვა
დაკავების დროს გარდაცვლილი მამაკაცის დედა და მეზობლები დაკითხვაზე დაიბარეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-26 13:58:00
ნუცუბიძის პლატოზე, დაკავების დროს გარდაცვლილი 34 წლის მამაკაცის დედა და მეზობლები დაკითხვაზე დაიბარეს. როგორც ერთ-ერთმა მეზობელმა, თამარ ნატბელაძემ პროკურატურაში წასვლამდე განაცხდა, ის მომხდარით შეშფოთებულია. „პაატა პავლიაშვილს ორი წლის წინ ძმა გარდაეცვალა. ის ძალიან ნერვიულობდა და სვამდა, მაგრამ არანაირი ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონია და არც ფსიქოტროპულ მედიკამენტებს სვამდა“, - განაცხადა თამარ ნატბელაძემ, რომელიც თბილისის პროკურატურაში ფაქტის თვითმხილველ სხვა მეზობლებთან ერთად წავიდა. როგორც ცნობილია, გარდაცვლილის დედა დაკითხვაზე უკვე მიიყვანეს. შეგახსენებთ, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე დაკავების მომენტში ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება და ვიდეომასალა 
წაკითხვა