საზოგადოებრივი
104.5 FM
გიორგი მღებრიშვილი - ვიმედოვნებთ, რომ აბასთუმნის ტყეში ხანძრის ქრობის პროცესში დღის მეორე ნახევრამდე კონკრეტულ შედეგებს მივიღებთ
გამოქვეყნებულია: 2017-08-30 09:26:00
ვიმედოვნებთ, რომ აბასთუმნის ტყეში ხანძრის ქრობის პროცესში დღის მეორე ნახევრამდე კონკრეტულ შედეგებს მივიღებთ, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აბასთუმანში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ხანძრის ქრობის პროცესი. "ცოცხალი ძალა ამ დროისთვისაც რჩება ტყეში. 1000 კაცამდე უკვე ტყეშია. დღეს დილიდან უკვე დამატებითი ძალები გაიგზავნა. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის გაიჭრა დაახლოებით 4დან 5 კილომეტრამდე ახალი გზა ტყეში, იმისთვის, რომ სპეცტექნიკამ მოახერხოს და ადგილამდე მივიდეს ხანძრის კერებთან. ასევე მოწყობილი იქნა ხელოვნურად ავზები, რათა ავიაციამ მოახერხოს და აიღოს წყალი. ჩვენ ველოდებით უკვე დამატებითი ძალებით ვერტმფრენებს და ავიაციის ჩართვას, ერთი ვერტმფრენი უკვე მუშაობს", - განაცხადა მინისტრმა.მისივე თქმით, სრულ კოორდინაციაშია ყველა სახელმწიფო უწყება, ვისაც ხელეწიფება ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლა."გამართული გვაქვს კავშირგამბულობის სისტემა, რამეთუ ტყეში მობილური კავშირი არ არის, მაგრამ რაციების მეშვეობით ვუკავშირდებით ერთმანეთს და მთელი სისტემა პრაქტიკულად აწყობილია. ხდება წყლის უწყვეტი მიწოდება ტყეში.ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დღის მეორე ნახევრამდე კონკრეტულ შედეგებს დავდებთ", - განაცხადა გიორგი მრებრიშვილმა. 
წაკითხვა
ბარათაშვილის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევისას სამი ადამიანი დაშავდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-26 20:14:00
სამი ადამიანი დაშავდა ბარათაშვილის ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
წაკითხვა
სოფელ თვალივში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენია ჩართული (ვიდეო)
გამოქვეყნებულია: 2017-08-24 11:45:00
დუშეთის რაიონში, სოფელ თვალივში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენია ჩართული, - ამის შესახებ პირველ არხს დუშეთის რაიონის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა განუცხადა. როგორც გამგებელმა განაცხადა, ხანძარი დაახლოებით ორ ჰექტრამდე ტერიტორიაზე გავრცელდა. "ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები, ჩართულები არიან რეინჯერები, საგანგებო სიტუაციების სააგენტოს თანამშრომლები. ძალიან დაგვეხმარა ვერტმფრენი. მას შემდეგ, რაც მოხდება ხანძრის კერების ლოკალიზება, სალიკვიდაციო სამუშაოები ჩაერთვება ცოცხალი ძალა", - განაცხადა გამგებელმა. მისივე ინფორმაციით, დღის ბოლოსთვის ხანძარი სრულად ლოკალიზებული იქნება. 
წაკითხვა
ლაგოდეხში ხანძარი ლოკალიზებულია
გამოქვეყნებულია: 2017-08-24 02:03:00
ლაგოდეხში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ხანძრის ლოკალიზება ლაგოდეხისა და ყვარლის სახანძრო სამაშველო სამსახურის ჯგუფებმა თითქმის ორსაათიანი მუშაობის შედეგად მოახერხეს. ხანძრის შედეგად, ხუთი ჰექტარზე ბუჩქნარი დაიწვა, მაგრამ ახლოს მდებარე ვენახებისა და თხილის ბაღების გადარჩენა მოხერხდა. ლაგოდეხის სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ხანძრის კვლავ გაღვივების პრევენციისთვის, მთელი ღამის განმვლობაში ადგილზე სამაშველო სამსახურის ერთი ბრიგადა რჩება. ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.
წაკითხვა
წეროვანში ხანძარი ლოკალიზებულია [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 22:12:00
წეროვანში ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი დაახლოებით 8-10 ჰექტარზე ბალახსა და ბუჩქნარს მოედო.  ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახურის სამი ეკიპაჟი და ამჟამად მცირე კერების ჩაქრობა მიმდინარეობს. ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა. ​მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზურაბ აბესაძის განცხადებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ მოსახლეობის დაუდევრობა გახდა.
წაკითხვა
ქვემო ქართლში მამაკაცის წამებისა და გაუპატიურების ბრალდებით ხუთი პირია დაკავებული
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 21:21:00
წამებისა და გაუპატიურების ფაქტი ქვემო ქართლში - არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სოფელში 40 წელს გადაცილებული მამაკაცი ხუთმა პირმა გააუპატიურა. ფაქტი სავარაუდოდ ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. დაზარალებული მამაკაცი საავადმყოფოშია მოთავსებული. ახლობლების განმარტებით, ის უგონო მდგომარეობაშია. როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც წამებას გულისხმობს. უწყების ცნობით, ფაქტზე ხუთი პირია დაკავებული. როგორც დაზარალებულის ახლობლები და თანასოფლელები აცხადებენ, ფაქტში 15-მდე პირი მონაწილეობდა. მამაკაცის ახლობლები ყველა მათგანის დასჯას ითხოვენ.
წაკითხვა
გიორგი მღებრიშვილი - ვერ დავადასტურებ, რომ ყველა დამსვენებელს კითხავენ, მაგრამ ვინც ინტერესის ობიექტია, ყველასთან მიდის საგამოძიებო მოქმედებები
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 18:47:00
ვერ დავადასტურებ, რომ ბორჯომში ყველა დამსვენებელს კითხავენ, მაგრამ ყველასთან მიდის საგამოძიებო მოქმედებები, ვინც ინტერესის ობიექტია, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა. შს მინისტრი ბორჯომის ხეობაში დამსვენებლების შემოწმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ვინც გამოძიების ინტერესს წარმოადგენს, მასთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები"ვერ დავადასტურებ ინფორმაციას, რომ ყველა დამსვენებელს კითხავენ, მაგრამ ყველასთან მიდის საგამოძიებო მოქმედება ვინც ინტერესის ობიექტია. ჩვენი საქმე ეჭვიანობაა", - განაცხადა მღებრიშვილმა. 
წაკითხვა
ზურაბ ალავიძემ და ლევან იზორიამ სტიქიის ზონა ვერტმფრენით დაათვალიერეს [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 18:47:00
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასა და გენერალური შტაბის უფროს ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, სტიქიის ზონა ვერტმფრენით დაათვალიერა. მინისტრებმა და გენშტაბის უფროსმა კერების ზუსტი მდებარეობა დააფიქსირეს და სამოქმედო გეგმა დასახეს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო ტექნიკა დაბნელებამდე იმუშავებს და მაქსიმალური ინტენსივობით მოხდება დაფიქსირებულ კერებზე წყლის დაფრქვევა. შეგახსენებთ, სტიქიის ზონაში ცეცხლის გავრცელების არეალი შემცირებულია, თუმცა ქარის გამო, ხანძრის კერა კვლავ გაძლიერდა.
წაკითხვა
გიორგი მღებრიშვილი - მიუხედავად რთული მეტეოროლოგიური პირობებისა, სტიქიის ზონაში ხანძრის ყველა კერაზე მუშაობა აქტიურად გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 18:18:00
ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში, მიუხედავად რთული მეტეოროლოგიური პირობებისა, ხანძრის ყველა კერაზე მუშაობა აქტიურად გრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს ქარი საკმაოდ ძლიერია, რაც ხანძრის ჩაქრობის პროცესს ხელს უშლის. "ყველა კერაზე ვმუშაობთ მიუხედავად გართულებული მეტეოროლოგიური პირობებისა, ვხედავთ, რომ ძლიერი ქარია, ასეთი ქარი არც გუშინ და არც გუშინწინ არ ყოფილა. ახალი კერები ამ ეტაპზე არ გვაქვს გარდა ერთი გამონაკლისისა. ამ კერასთანაც უკვე გაჭრილია გზა და მისულები არიან მეხანძრე-მაშველები. მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზება. გამოძიება დაწყებულია და მუშაობს ყველა ვერსიაზე", - განაცხადა მღებრიშვილმა. 
წაკითხვა
ხანძარი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალივში - ადგილზე 40-მდე მეხანძრე და რეინჯერი მუშაობს
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 17:46:00
ხანძარია დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალივში. ცეცხლი ტყის მასივს უკიდია. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ვაჟა ჩოხელის ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით ორ ჰექტარზეა გავრცელებული. მისივე განცხადებით, რთული რელიეფის გამო, ადგილზე მძიმე ტექნიკა ვერ მიდის, შესაბამისად, ხანძარს 40-მდე მეხანძრე და რეინჯერი სპეციალური აღჭურვილობით ებრძვის. მეხანძრეებს ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება. დუშეთის გამგებელი არ გამორიცხავს, რომ ხანძრის ლიკიდაციისთვის ვერტმფრენის გამოყენება გახდეს საჭირო. ვაჟა ჩოხელის ინფორმაციით, ხანძარი გუშინ გაჩნდა და დილისთვის ლოკალიზებული იყო, თუმცა ქარმა ცეცხლის კერების კვლავ გაღვივება გამოიწვია. 
წაკითხვა
ქარის შედეგად, სტიქიის ზონაში ხანძრის კიდევ ერთი კერა გაღვივდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 14:58:00
ქარის შედეგად, ბორჯომის ხეობაში, წაღვერის მთაზე ხანძრის კიდევ ერთი კერა გაღვივდა. ეს ტერიტორია მთის ფერდობზე, საავტომობილო გზიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით მდებარეობს. მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, თუმცა რთული რელიეფური პირობების გამო, ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს. როგორც მეხანძრე-მაშველებმა პირველ არხს განუცხადეს, კერა დაახლოებით 15 წუთის წინ გაღვივდა. ამ კერას ვერტმფენიდან რამდენჯერმე დაასხეს წყალი, თუმცა მეხანძრეების თქმით, ქარმა ვითარება კვლავ გაართულა.
წაკითხვა
ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში ბენზინით სავსე 20-ლიტრიანი ბიდონი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 13:14:00
ბორჯომის ტყეში, სტიქიის ზონაში ბენზინით სავსე 20-ლიტრიანი ბიდონი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ფაქტის გამოძიება ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბასთან ხანძრის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდება.  მომხდარის შესახებ დამატებით კომენტარს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკეთებენ. ფოტო სოციალური ქსელის მომხმარებელმა გაავრცელა, რომელიც, როგორც თავად წერს, ამ წუთებში ბორჯომის პოლიციაში ჩვენების მისაცემად იმყოფება. 
წაკითხვა
თბილისის ზღვასთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 13:06:00
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. თბილისის შემოვლით გზაზე ერთმანეთს „ჰონდასა“ და „მერსედესის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. „ჰონდას“ მარკის ავტომობილის საჭესთან მჯდარი ქალბატონი საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა. როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წაკითხვა
ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში 15 ჰექტარზე მეტია დამწვარი
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 12:56:00
ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი თორნიკე გვაზავა ბორჯომის ხეობაში ძლიერი ხანძრის შედეგად დამწვარი ტერიტორიის ზუსტ ფართობს ვერ ასახელებს, თუმცა ვარაუდობს, რომ დამწვარი 15 ჰექტარზე მეტია.როგორც პირველ არხს გვაზავამ განუცხადა, ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში ექვსი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი მუშაობს, ასევე სამაშველო სამუშაოებში ჩართული არიან მაშველები, მეხანძრეები, სატყეო სამსახური. „ცეცხლს ინტენსიურად ვებრძვით და იმედი გვაქვს, რომ საღამოსთვის ხანძრის ლოკალიზება მოხდება, თუმცა ხელს ქარი გვიშლის. დამწვარი 15 ჰექტარზე მეტია, მაგრამ კვამლის გამო, ზუსტ ციფრს ვერ ვასახელებთ“, - აცხადებს გვაზავა.ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ 15 ჰექტარიდან დამწვარი ტერიტორიის 2/3 ის ნაწილია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც დაიწვა. „ძველი და ახალი ტერიტორიები გამიჯნული არ არის, მაგრამ ცეცხლის ლიკვიდაცია რომ მოხდება, ოფიციალურ ინფორმაციას ვიტყვით. ხანძარი ტყის მასივზეც არის გადასული და ამ რეჟიმში ზუსტად ვერ გეტყვით, რომელი რა არის“, - დასძინა გვაზავამ.
წაკითხვა
სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოებში ბელარუსული ვერტმფრენი ძალიან მალე ჩაერთვება
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 10:26:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის განცხადებით, სტიქიის ზონაში წარმოებულ სამაშველო სამუშაოებში ბელარუსული ვერტმფრენი ძალიან მალე ჩაერთვება. როგორც პირველ არხს ზურაბ ალავიძემ განუცხადა, ამ დროისთვის, ბორჯომის ხეობაში ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება. „ცოტა ქარი ამოვარდა და მდგომარეობას ვაკვირდებით. ყველა ლოკაციაზე მობილიზებული ვართ. ამ წუთში ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ და სიტუაცია უკეთესობისკენ მიდის. მთავარია, დღის განმავლობაში ხელი ქარმა არ უნდა შეგვიშალოს“, - განაცხადა ალავიძემ.რაც შეეხება ხანძრის შედეგად დამწვარ ფართობს, ალავიძის ცნობით, ბორჯომის ხეობაში დამწვარია ათეულობით ჰექტარი.​ბელარუსული ვერტმფრენი ამ დროისთვის ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტშია.ბელარუსმა საქართველოში მი-26-ის ტიპის ვერტმფრენი გამოგზავნა, რომელსაც 15 ტონამდე წყლის ზიდვა შეუძლია. 
წაკითხვა
აჭარა-გურიის გზაზე მიკროავტობუსების შეჯახების შედეგად, 28 ადამიანი დაშავდა
განახლებულია: 2017-08-23 09:23:00
28 ადამიანი დაშავდა აჭარა-გურიის გზაზე, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა.დაშავებულები არიან ორივე მიკროავტობუსის მგზავრები. ისინი სხვადასხვა დაზიანებით ქობულეთის კლინიკებში არიან გადანაწილებულნი. ოთხი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
წაკითხვა
გიორგი მღებრიშვილი - ბელარუსის ვერტმფრენი მალე შემოგვიერთდება, იმედიანად ვართ, კლიმატური პირობებიც ხელს გვიწყობს
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 09:17:00
გუშინდელთან შედარებით დღეს უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. ქარი არ არის, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეფექტურად ვიმუშაოთ ტექნიკა მუშაობს სრული დატვირთვით, - ამის შესახებ საქართველო შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბორჯომის ხეობაში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ადგილზე უკვე მუშაობს ხუთი ვერტმფრენი, ძალიან მალე ბორჯომის ხეობაში ბელარუსის ვერტმფრენიც ჩაფრინდება. "ბელარუსის ვერტმფრენი კოპიტნარშია, დაიმატებს საწვავს და მალევე შემოგვიერთდება. ასევე შემოგვიერთდა აზერბაიჯანელი და სომეხი კოლეგები ტექნიკით, აზერბაიჯანიდან 11 ერთეული ტექნიკაა ჩამოყვანილი, 13 ერთეულია - სომხეთიდან, აქედან 4-4 მაღალი გამავლობის მანქანებია, რომლებსაც ტყეში მუშაობის პრობლემა არ აქვთ. იმედიანად ვართ, რაც მთავარია კლიმატური პირობები ხელს გვიწყობს, რათა მთელი ეს რესურსი ეფექტურად გამოვიყენოთ", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. რაც შეეხება გამოძიებას და ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, მინისტრი აცხადებს, რომ ამაზე ჯერ ვერ უპასუხებს. "ხანძრის სრული ლიკვიდაციის შემდეგ მოხდება ამ დეტალებზე საუბარი", - აღნიშნა მინისტრმა. 
წაკითხვა
ატენის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრეებს ელოდებიან
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 21:06:00
​ატენის ხეობაში, ზემო ბოშურში ამ წუთებში ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრეებს ელოდებიან. ამის შესახებ პირველ არხს სოფელ ბოშურში გორის გამგებლის წარმომადგენელი კახა თინიკაშვილი ესაუბრა. მისი ინფორმაციით, ხანძარი ერთ ჰექტარ ტერიტორიაზეა გავრცელებული. "ველოდებით მეხანძრეებს. ამ წუთებში ჩვენი რესურსით ვცდილობთ ხანძრის შეჩერებას. დაახლოებით 20 კაცი ვმუშაობთ", - განაცხადა კახა თინიკაშვილმა. მისივე თქმით, ადგილზე ძალიან რთული რელიეფია და როგორც წესი, ქრის ქარი. ეს ყველაფერი კი სამუშაოებს გაართულებს. "ხანძარი საცხოვრებელ სახლებთან ერთი კილომეტრითაა დაშორებული და ამიტომ მისი ლოკალიზება დროულად უნდა მოხერხდეს", - ამბობს კახა თინიკაშვილი.
წაკითხვა
გიორგი მღებრიშვილი - სტიქიის ზონაში თურქული თვითმფრინავი დღეს სავარაუდოდ ერთ შემოფრენას განახორციელებს
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 20:19:00
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, თურქული თვითმფრინავი სავარაუდოდ დღეს ერთ შემოფრენას განახორციელებს. როგორც პირველ არხს გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა, თურქული თვითმფრინავი უკვე ბორჯომის რაიონისკენ მიემართება, მან უნდა აიღოს წყალი ტაბაწყურის ტბაზე და შემდგომ ალბათ მოასწრებს ერთ შემოფრენას. "ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ბევრად უფრო ეფექტურები ვიქნებით თვითმფრინავით, ვიდრე ვერტმფრენებით. ვიდრე დაბნელდება ერთ შემოფრენას მოასწრებს", -განაცხადა მღებრიშვილმა. მისივე თქმით, ხანძრის ლოკალიზებისთვის ამჟამად ხუთი ვერტმფრენი მუშაობს. "ხუთი ვერტმფრენი იღებს მონაწილეობას ხანძრის ქრობაში, ორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენია, ერთი აზერბაიჯანის და ორი თურქული მხარის ვერტმფრენები. ჩვენ ასევე კომუნიკაცია გვქონდა ბელარუსელ კოლეგებთან და ვერტმფრენი უკვე გზაშია. საკმაოდ დიდი ვერტმფრენია, იმედით ველოდებით. 15 ტონა წყალი შეუძაია ერთიანად ამოიღოს და დაასხას ხანძრის კერებს, ეს არის მი-26 ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვერტმფრენი მსოფლიოში", - განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, ბორჯომის ხეობის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და პანიკის საფუძველი არ არსებობს. 
წაკითხვა
ბორჯომის ხეობაში თურქულმა ვერტმფრენებმა მუშაობა დაიწყეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 18:30:00
ბორჯომის ხეობაში თურქულმა ვერტმფრენებმა მუშაობა დაიწყეს.ამის შესახებ პირველ არხს ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს. სტიქიის ზონაში ორი ვერტმფრენი მუშაობს. ისინი თურქეთიდან ჯერ ბათუმში ჩაფრინდნენ, ბათუმიდან კი ბორჯომის ხეობაში. ქართული მხარე თურქეთისგან თვითმფრინავით დახმარებასაც ელოდება. 
წაკითხვა