საზოგადოებრივი
104.5 FM
სარფის გამშვებ პუნქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც ჩანთით 14 წლის ბავშვის გადმოყვანას ცდილობდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-26 13:16:00
თურქეთ-საქართველოს საზღვარზე, სარფის გამშვებ პუნქტზე მებაჟეებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც საზღვარზე ჩანთით 14 წლის ბავშვის გადმოყვანას ცდილობდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული სააგენტო Milliyet ავრცელებს. თურქული მედიასაშუალების ცნობით, ბავშვი საქართველოში მშობლების სანახავად უნდა ჩაეყვანათ.
წაკითხვა
ნუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილი მამაკაცის მეზობლის განცხადებით, შსს-ს ინტერვიუ საკუთარი ნებით მისცა
გამოქვეყნებულია: 2017-10-26 12:20:00
ნუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილი მამაკაცის მეზობელი აცხადებს, რომ შსს-ს ინტერვიუ საკუთარი ნებით მისცა. ნოდარ შანიძემ, რომელმაც სამინისტროსთვის მიცემულ ვიდეოინტერვიუში აღნიშნა, რომ 34 წლის მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მედიკამენტებს იღებდა, დღეს ჟურნალისტებთანაც იგივე გაიმეორა. მისი თქმით, შსს-ს გადამღები ჯგუფი სადარბაზოსთან დახვდა და საკუთარი ნებით მიაწოდა ინფორმაცია გარდაცვლილი მამაკაცის შესახებ. რაც შეეხება შეკითხვას, საიდან ჰქონდა ინფორმაცია, რომ მამაკაცი ფსიქიკურად იყო დაავადებული, მან აღნიშნა, რომ გარდაცვლილის ოჯახი მისი კარის მეზობელია. შეგახსენებთ, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე დაკავების მომენტში ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება და ვიდეომასალა გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცველებს სთხოვდა, გაეთავისუფლებინათ, რადგან ცუდად იყო, თუმცა პოლიციელებმა ეს არ გაითვალისწინეს.
წაკითხვა
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აფეთქება მოხდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-26 11:03:00
​აფეთქება გაბრიელ სალოსის ქუჩაზე - არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ბინაში აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, აფეთქება სათავსოში დაგროვილმა ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. უწყების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. მათივე თქმით, აფეთქებას ნგრევა არ გამოუწვევია. 
წაკითხვა
შსს ნუცუბიძის პლატოზე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე ვიდეომასალას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 22:54:00
შინაგან საქმეთა სამინისტროზე თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე ვიდეომასალას ავრცელებს. ვიდეომასალაში გარდაცვლილის მეზობლები შემთხვევის დეტალებზე საუბრობენ.ვიდეოს გავრცელებამდე, შსს-მ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა. უწყებაში განმარტეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება.„მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, საღამოს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის ფაქტზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.შემთხვევის ადგილზე მისულმა პატრულ-ინსპექტორებმა კონფლიქტი განმუხტეს და კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება დაიწყეს, რა დროსაც მათთან, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა. იგი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქეს, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ასევე, გარშემო მყოფ პირებს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს არაერთგზის მოუწოდეს წესრიგისა და კანონის დაცვისკენ, თუმცა იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და კიდევ უფრო აგრესიული გახდა. აღნიშნული პირის, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, იგი უეცრად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“, - აცხადებენ შსს-ში. 
წაკითხვა
თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 19:59:00
თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. შსს-ში განმარტავენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება.„მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, საღამოს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის ფაქტზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.შემთხვევის ადგილზე მისულმა პატრულ-ინსპექტორებმა კონფლიქტი განმუხტეს და კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება დაიწყეს, რა დროსაც მათთან, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა. იგი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქეს, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ასევე, გარშემო მყოფ პირებს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს არაერთგზის მოუწოდეს წესრიგისა და კანონის დაცვისკენ, თუმცა იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და კიდევ უფრო აგრესიული გახდა. აღნიშნული პირის, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, იგი უეცრად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“, - აცხადებენ შსს-ში. 
წაკითხვა
რუისპირში მომხდარი ავტოავარიისას, სამი ადამიანი დაშავდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 20:10:00
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, ორხიდიანი „გაზ-66“-ის მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდეჯერმე ამოტრიალდა.ავარიის დროს მანქანაში მჯდომი სამი ადამიანიდან, ერთი მანქანიდან გადმოვარდა, ორი კი, ავტომანქანიდან სამაშველო ბრიგადის დახმარებით ამოიყვანეს. სამივე დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ორს ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია უტარდება, ერთის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. ერთ-ერთი ვერსიით, ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი მართავდა. მიმდინარეობს გამოძიება.
წაკითხვა
გორში ახალგაზრდა მეოთხე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 12:31:00
გორში, ჭალის დასახლებაში 25 წლის ახალგაზრდა საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. ის ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილის მეზობლები მომხდართან დაკავშირებით ვერსიებზე ვერ საუბრობენ. ფაქტზე გამოძიება შსს-მ სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წაკითხვა
მკვლელობა საგარეჯოში
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 12:20:00
მკვლელობა საგარეჯოში. სოფელ ქეშალოში ახალგაზრდა მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი გადაუხდელი ვალი გახდა. როგორც შსს-ში განაცხადეს, მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია და დაკავებისთვის მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
წაკითხვა
თამაზ მეჭიაურის ინფორმაციით, მისი პარტიის შტაბიდან გასულ ორ პირს თავს დაესხნენ და მანქანა დაუწვეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 01:30:00
პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ თიანეთის მერობის კანდიდატის თამაზ მეჭიაურის ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" წარმომადგენლებს თავს დაესხნენ და მანქანა დაუწვეს.როგორც მეჭიაურმა პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, მისი პარტიის შტაბიდან გასულ მახარე სისაურსა და რამაზ ღვალაძეს უცნობმა პირებმა ჟინვალის ტერიტორიაზე მანქანის გაჩერება მოსთხოვეს.მეჭიაურის ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი, რომელსაც დღეს თავს დაესხნენ, სწორედ იმ უბანზე ესწრებოდა ხმის დათვლის პროცესს, სადაც მისივე თქმით, ბიულეტენები გაყალბდა.თიანეთის მერობის კანდიდატის ინფორმაციით, მახარე სისაური და რამაზ ღვალაძე მისი პარტიის წევრები არ არიან. მეჭიაურის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა არჩევნებზე დახმარების სურვილი თავად გამოთქვეს.„ჩვენი შტაბიდან გასულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" წარმომადგენლებმა მახარე სისაურმა და რამაზ ღვალაძემ, რომლებიც ესწრებოდნენ საარჩევნო პროცესებს, გვაცნობეს, რომ მათ ჟინვალის გზაზე თავს დაესხნენ და დაუწვეს მანქანა.შემთხვევის ადგილზე მოვედი. როგორც სისაური და ღვალაძე ყვებიან, ჩვენი პარტიიდან გასულებს უკან მანქანა მიჰყვებოდათ. როდესაც ჟინვალის ტერიტორიაზე იყვნენ, მოსთხოვეს მანქანის გაჩერება. ავტომობილიდან ერთი პირი გადმოვიდა, მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი ცეცხლმოკიდებული ბოთლი მანქანას ესროლა. თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ“,- განაცხადა მეჭიაურმა.როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით გულისხმობს.უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
წაკითხვა
საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 22:45:00
საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, მაჯით მამედოვს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი ვალი გახდა. მათივე თქმით, მხარეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მამედოვმა მოვალისგან თანხა მოითხოვა, უარის მიღების შემდეგ კი ძვირფასი ნივთების წამოღება სცადა. როგორც შსს-ში პირველ არხს განუცხადეს, მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია და დაკავებისთვის მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
წაკითხვა
სპეცოპერაცია ვარკეთილში - ფოტო/ვიდეო
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 18:21:00
ვარკეთილში სპეცოპერაციის შედეგად, ორი პირია დაკავებული. გამოძიება მათ გამოძალვას ედავება. სპეცოპერაცია ვარკეთილში მდებარე კაფე „თეისთში“ ჩატარდა. როგორც პირველ არხს ადგილზე მყოფმა სამართალდამცველმა განუცხადა, დაკავებულები კვების ობიექტში ისხდნენ და სადილობდნენ, რა დროსაც მათი დაკავება მოხდა. 
წაკითხვა
გამოძიების ინფორმაციით, ვარკეთილში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულებს ბიზნესმენისთვის თანხის გამოძალვას ედავებიან
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 17:44:00
კაფე, რომელშიც სპეცოპერაცია ჩატარდა, დაკავებულებს არ ეკუთვნოდათ, - ამის შესახებ პირველ არხს ადგილზე მყოფმა სამართალდამცველმა განუცხადა. მისი თქმით, დაკავებულები კვების ობიექტში ისხდნენ და სადილობდნენ, რა დროსაც მათი დაკავება მოხდა. მისივე ცნობით, დაკავებულებს გამოძიება ერთ-ერთი ბიზნესმენისთვის თანხის გამოძალვას ედავება. დაკავებულები ჯერ ისევ კაფეს შენობაში ჰყავთ. მათ სამართალდამცველები სავარაუდოდ რამდენიმე წუთში გამოიყვანენ. შეგახსენებთ, სპეცოპერაციის შედეგად, ორი პირია დაკავებული. სპეცოპერაცია ვარკეთილში მდებარე კაფე „თეისთში“ ჩატარდა. 
წაკითხვა
ვარკეთილში, სპეცოპერაციის შედეგად, ორი პირია დაკავებული
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 17:24:00
ვარკეთილში, სპეცოპერაციის შედეგად, ორი პირია დაკავებული. მათ გამოძალვა ედებათ ბრალად. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ორივე პირი სასამართლოს განჩინების საფუძველზეა დაკავებული. სპეცოპერაცია ვარკეთილში კაფე „თეისთში“ ჩატარდა. პირველი არხის ინფორმაციით, დაკავება ერთ-ერთი ბიზნესმენისთვის ფულის გამოძალვის ფაქტს უკავშირდება. პარალელურად, ჩხრეკა მიმდინარეობს წულუკიძის ქუჩაზე მდებარე სახლში, რომელშიც სავარაუდოდ დაკავებულები ცხოვრობენ. ამ დროისთვის სამართალდამცველები რჩებიან კაფე „თეისთის“ მიმდებარე ტერიტორიაზეც. ადგილზე ამკრძალავი ლენტია გაბმული. 
წაკითხვა
ვარკეთილში სპეცოპერაცია ერთ-ერთ კაფეში მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 17:03:00
ვარკეთილში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, კაფე „თეისთში“ სპეცრაზმელები არიან მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, გამოძალვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. თვითმხილველების განცხადებით, ობიექტი რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცს ეკუთვნის, თუმცა რა მიზნით ტარდება სპეცოპერაცია, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
წაკითხვა
თბილისში, წულუკიძის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 16:38:00
სპეცოპერაცია თბილისში - პირველი არხის ინფორმაციით, სამართალდამცველები წულუკიძის ქუჩაზე არიან მობილიზებულნი.  სპეცოპერაციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა დამატებითი დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს. 
წაკითხვა
ავარიის შედეგად დაშავებული „ჩიხურას“ ფეხბურთელის, შოთა კაშიას ოპერაცია წარმატებით დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 16:05:00
„ჩიხურას“ ფეხბურთელის, შოთა კაშიას ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ფეხბურთელი ხაშურის გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა და ლავიწის ძვალი მოიტეხა. კაშია მოედანს დაახლოებით სამ-ოთხ თვეში დაუბრუნდება.პირველ არხს ავტოავარიაში დაზარალებულ ფეხბურთელზე ბოლო სიახლეები “ჩიხურას” პრეს-ატაშემ, თორნიკე შალამბერიძემ შეატყობინა.„შოთას ოპერაცია საათნახევარი გრძელდებოდა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა და კაშია ახლა უკვე პალატაში გადაიყვანეს. სავარაუდოდ, კლინიკას ხვალ, 24 ოქტომბერს დატოვებს. ერთი თვე ხელი არ უნდა ამოძრავოს და მერე ვარჯიშს მსუბუქად განაახლებს. მოედანს კი, მაქსიმუმ 3-4 თვეში დაუბრუნდება და დიდი დატვირთვით ვარჯიშსაც უპრობლემოდ შეძლებს“, – განაცხადა შალამბერიძემ.შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონის 9 ფეხბურთელი ბათუმის "დინამოსთან" გამართული ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩის შემდეგ თბილისში მიემგზავრებოდა. "ჩიხურას" მიკროავტობუსი ღამის 02:00 საათზე, ხაშურის რაიონის სოფელ გომთან ავარიაში მოყვა. საჩხერელთა კაპიტანს, შოთა კაშიას ლავიწის ძვალი დაუზიანდა. შემთხვევის შედეგად, მის გარდა, სხვა არავინ დაშავებულა.
წაკითხვა
საფეხბურთო კლუბ “ჩიხურას“ მიკროავტობუსი ავტოავარიაში მოყვა
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 11:42:00
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხაშურთან ახლოს. საჩხერის საფეხბურთო კლუბ "ჩიხურას" მიკროავტობუსი ავტოავარიაში მოყვა.პირველი არხი ესაუბრა გუნდის ხელმძღვანელობას და მათი განცხადებით, სერიოზიული დაზიანება ფეხბურთელებს არ მიუღიათ. ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი გუნდის კაპიტანს შოთა კაშიას, რომელსაც თბილისში ოპერაცია უტარდება.ბათუმში ეროვნული ლიგის მორიგი ტურის მატჩი ჩატარდა, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი "დინამო" და "ჩიხურა" დაუპირისპირდნენ. მატჩი სტუმართა გამრჯვებით 2-1 დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ საჩხერული კლუბი თბილისში ბრუნდებოდა, რა დროსაც მოხდა ავარია.
წაკითხვა
თბილისში დაკარგული 12 წლის გოგონა იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 22:36:00
თბილისში დაკარგული 12 წლის ქეთევან ქურდოვანიძე ნაპოვნია. ამის შესახებ პირველ არხს ოჯახის ახლობლებმა აცნობეს. ბავშვი 20 ოქტომბერს, საღამოს 19:00 საათისთვის სავარაუდოდ, უიარაღოს ქუჩიდან გადასასვლელი ხიდის მიმართულებით გავიდა სახლიდან და ამ დრომდე იძებნებოდა.გოგონას ფოტო და ინფორმაცია ოჯახის თხოვნით პირველმა არხმა გაავრცელა.
წაკითხვა
თბილისში 12 წლის გოგონას ეძებენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 13:33:00
თბილისში 12 წლის ქეთევან ქურდოვანიძეს ეძებენ. გოგონა ნაძალადევის რაიონში ცხოვრობს.ოჯახის ინფორმაციით, ბავშვი 20 ოქტომბერს, საღამოს 19:00 საათისთვის სავარაუდოდ, უიარაღოს ქუჩიდან გადასასვლელი ხიდის მიმართულებით გავიდა სახლიდან და ამ დრომდე არ გამოჩენილა.თუ ვინმეს გაგაჩნიათ რაიმე ინფორმაცია, გთხოვთ, დარეკოთ შემდეგ ნომრებზე - 593209901  591934112 2960799გოგონას ფოტო და ინფორმაცია ოჯახის თხოვნით ვრცელდება.ამავე თემაზე - თბილისში დაკარგული 12 წლის გოგონა იპოვეს
წაკითხვა
სროლა „ქართული ოცნების“ შტაბთან და ხუთი დაჭრილი - რა ვერსიებზე საუბრობენ მარნეულში თავდასხმის შემდეგ
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 20:00:00
მარნეულში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულს ამ წუთებშიც ეძებენ. სოფელ ყიზილაჯლოში ,,ქართული ოცნების” საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი და საარჩევნო შტაბის წევრი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან. დანარჩენი ორი დაჭრილის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია.    ოპოზიციური პარტიების ნაწილი მომხდარს მმართველი პარტიის მარნეულის ოფისში არსებულ შიდა კონფლიქტს და მერობის კანდიდატის შეცვლას უკავშირებს, რასაც სახელისუფლებლო გუნდი გამორიცხავს. ვერსიებს შორის სახელდება ბიზნეს-დავაც. დიპლომატები და არასამთავრობო ორგანიზაციები ფაქტის დროულად გამოძიებას ითხოვენ. სოფელ ყიზილაჯლოში ,,ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბთან სროლის ხმა გუშინ გვიან ღამით გაისმა.გურამ როგავას რეპორტაჟი. 
წაკითხვა