საზოგადოებრივი
104.5 FM
ყიზილაჯლოში დაჭრილებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 18:00:00
სოფელ ყიზილაჯლოში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრილი ხუთი პირიდან, ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯეიჰუნ შოვდაროვი და ქართული ოცნების კიდევ ერთი წევრი, მართვითი სუნთქვის აპარატზე, მარნეულის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი შესაძლოა ბიზნესინტერესებს უკავშირდებოდეს. „ქართული ოცნების“ მარნეულის ფრთაში არსებულ სავარაუდო შიდა განხეთქილებაზე საუბრობს ოპოზიცია. სროლის შედეგად წუხელ სულ 5 მოქალაქე დაიჭრა. გურამ როგავას ჩართვა მარნეულიდან. 
წაკითხვა
ყიზილაჯლოში დაჭრილი „ქართული ოცნების“ ორი წევრი კვლავ მართვით სუნთქვაზეა
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 16:00:00
ყიზილაჯლოში დაჭრილი „ქართული ოცნების“ ორი წევრი კვლავ მართვით სუნთქვაზეა. განსაკუთრებით მძიმე მაჟორიტარობის კანდიდატის მდგომარეობაა. თავდასხმის დროს დაშავებულ ორ პირს კი, საავადმყოფოდან დღის ბოლომდე გაწერენ. დაჭრილები თანაგუნდელებმა მოინახულეს. ყიზილაჯლოს მოსახლეობა მომხდარის ორ ვერსიაზე საუბრობს. დეტალებით გურამ როგავა. 
წაკითხვა
რა განცხადებები კეთდება მარნეულში მომხდარ ინციდენტზე
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 12:14:00
მარნეულში მომხდარ დაჭრის ფაქტს ეხმაურებიან პოლიტიკოსები - მიშა ფეიქრიშვილი გაგვაცნობს თუ რა განცხადებები გაკეთდა ამ დროისთვის.  
წაკითხვა
თავდასხმა „ქართული ოცნების“ ოფისთან - როგორია დაჭრილების მდგომარეობა
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 12:08:00
შემთხვევა მარნეულში გვიან ღამით მოხდა. ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს თანმხლებ პირებთან ერთად ცეცხლი გაუხსენეს. დაშავებულები ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე გვიან ღამით შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდა. გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. #მოამბის რეპორტაჟი. 
წაკითხვა
მარნეულში დაჭრილი „ქართული ოცნების“ წევრები ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 12:00:00
მარნეულში დაჭრილი ქართული ოცნების წევრები ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან. ორი მათგანი მართვით სუნთქვაზეა, ორის მდგომარეობა კი - სტაბილურია. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ ოფისთან თავდასხმა მოხდა. მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატს და მის თანმხლებ პირებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. გურამ როგავა იმყოფება შემთხვევის ადგილზე. 
წაკითხვა
ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 11:52:00
ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს „ოპელისა“ და „ტოიოტას“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. დაშავებულები „ოპელის“ მარკის ტაქსიში ისხდნენ. ისინი ზესტაფონის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის მიზეზი უცნობია. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
წაკითხვა
ექიმის ინფორმაციით, სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილთაგან ორი პირის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 04:25:00
სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილთაგან ორის პირის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, რჩებიან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, დაცვითი ნარკოზის ქვეშ, - ამის შესახებ მარნეულის საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმმა, თეა ზარიძემ განაცხადა. „დაახლოებით 23:30 საათზე შემოვიდა ოთხი პაციენტი. ოთხივეს მიყენებული ჰქონდა ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით. ორ მათგანს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. ამჟამად იმყოფებიან რეანიმაციულ განყოფილებაში. სტაბილურად მძიმე რჩება მათი მდგომარეობა. რჩებიან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, დაცვითი ნარკოზის ქვეშ. ორივე პაციენტის შემთხვევაში, რომელთაც ოპერაციები ჩაუტარდათ, არის მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობები, ნაწლავების დაზიანებით, მთლიანობის დარღვევით. მათი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. პროგნოზს ვერ გავაკეთებთ, რადგან სულ რამდენიმე საათია გასული“, - განაცხადა თეა ზარიძემ. რაც შეეხება კიდევ ორ დაჭრილს, ექიმის თქმით, მათ კიდურების არეში აქვთ ჭრილობები. „დანარჩენ ორ პაციენტს აღენიშნება რბილი ქსოვილების დაზიანება, არასისხლმდენი ჭრილობები. მსუბუქად არიან დაშავებული და რჩებიან მეთვალყურეობის ქვეშ“, - აღნიშნა თეა ზარიძემ. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი მარნეულიდან იუწყება, მეხუთე დაჭრილი „ავერსის“ კლინიკაში იყო გადაყვანილი და მან საავადმყოფო უკვე დატოვა. შეგახსენებთ, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში თავდასხმა რამდენიმე საათის წინ მოხდა. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს და მის თანმხლებ ოთხ პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს
წაკითხვა
სოფელ ყიზილაჯლოში, თავდასხმის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ [ფოტო/ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 03:32:00
სოფელ ყიზილაჯლოში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან, თავდასხმის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. სამართალდამცველებს შემთხვევის ადგილი ამკრძალავი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული. მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში თავდასხმა რამდენიმე საათის წინ მოხდა. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს და მის თანმხლებ პირებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მაჟორიტარობის კანდიდატს და მისი თანმხლები პირებიდან ერთს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაჭრილია სულ ხუთი პირი, ორი მათგანის ოპერაცია დასრულდა და მხოლოდ ერთის მდგომარეობა რჩება მძიმე. ადგილზე ჩავიდა და კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა. მარნეულში ასევე ჩავიდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.
წაკითხვა
დავით სერგეენკო - ყიზილაჯლოში დაჭრილთაგან ორი პირის ოპერაცია დასრულდა, ერთის მდგომარეობა მძიმეა, მეორის - საშუალო სიმძიმის
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 02:58:00
სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილთაგან ორი პირის ოპერაცია დასრულდა, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მეორის საშუალო სიმძიმის, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მარნეულის საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც დაშავებულთა მდგომარეობას გაეცნო. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დაჭრილთა თბილისში გადაყვანა ამ ეტაპზე არ იგეგმება. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სულ ხუთი პირია დაჭრილი. „ორი ოპერაცია ახლა დასრულდა. ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მეორის საშუალო სიმძიმის. რაც შეეხება დანარჩენი ორი პირის მდგომარეობას, ვინც ამ კლინიკაში არიან, ისინი მსუბუქად არიან დაშავებული. სულ ხუთი ადამიანია დაშავებული. მეხუთე პირი სხვა კლინიკაშია. მათ შესაბამისი დახმარება ჩაუტარდათ. ორ პაციენტს, რომლებსაც ჩაუტარდათ ოპერაცია, დასჭირდებათ ინტენსიურ თერაპიაში მკურნალობა, ყოველსაათობრივი გადაფასება. რაც შეეხება თბილისში მათ გადაყვანას, ამ ეტაპზე არ იგეგმება, რადგან გადაყვანის შემთხვევაში, რისკი უფრო არსებობს. აქ ყველაფერია, რაც მათთვისაა საჭირო, რომ კვალიფიციური მკურნალობა ჩაუტარდეთ. ერთი სათხოვარი მაქვს, ნურავინ ნუ იჩქარებს პოლიტიკური ახსნა-განმარტების გაკეთებას. ეს არის გამოძიების საქმე. უნდა დაველოდოთ გამოძიებას“ - განაცხადა სერგეენკომ. მისივე ინფორმაციით, დაზარალებულებს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული, მათ შორის მუცლის არეში. შეგახსენებთ, მარნეულის რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს და მის თანმხლებ პირებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მაჟორიტარობის კანდიდატს და მისი თანმხლები პირებიდან ე
წაკითხვა
მარნეულში დაჭრილი პირების მდგომარეობას დავით სერგეენკო ადგილზე ეცნობა
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 02:18:00
მარნეულში ჩავიდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. სერგეენკო ამ წუთებში მარნეულის ცენტრალური საავადმყოფოს შენობაშია და სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილების მდგომარეობას ადგილზე ეცნობა. მასთან ერთად იმყოფება ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი ნემსაძე.შეგახსენებთ, მარნეულის რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს და მის თანმხლებ პირებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მაჟორიტარობის კანდიდატს და მისი თანმხლები პირებიდან ერთს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ადგილზე ჩავიდა და კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა. მარნეულში ასევე ჩავიდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე. 
წაკითხვა
მარნეულში დაჭრილი პირებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა და მისი თბილისში გადმოყვანა იგეგმება
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 01:11:00
მარნეულში დაჭრილი პირებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ამ წუთებში მარნეულის ცენტრალურ საავადმყოფოსთან რეანომობილია მობილიზებული და დაჭრილის თბილისში გადმოყვანა იგეგმება. ამ დროისთვის უცნობია, საუბარია მაჟორიტარობის კანდიდატზე თუ მის თანმხლებ პირთაგან ერთ-ერთზე. შეგახსენებთ, მარნეულის რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს და მის თანმხლებ სამ პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მაჟორიტარობის კანდიდატს და მისი თანმხლები პირებიდან ერთს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. 
წაკითხვა
გიორგი მღებრიშვილი მარნეულში გაემგზავრა
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 00:24:00
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მარნეულში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის დაჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შეგახსენებთ, მარნეულის რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს და მის თანმხლებ სამ პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. 
წაკითხვა
მარნეულში დაჭრილ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 00:21:00
მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს, ჯეიხუნ ჩოვდაროვს და მის თანმხლებ პირს მარნეულის ცენტრალურ საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია უტარდება, კიდევ ორი პირი კი მსუბუქადაა დაშავებული, - ამის შესახებ პირველ არხს „ქართული ოცნების“ მარნეულის საარჩევნო შტაბის ხელმძღვბანელმა, ამირან გიორგაძემ განუცხადა. მისივე თქმით, თავდასხმა მარნეულში, „ქართული ოცნების“ ყიზილაჯლოს საარჩევნო შტაბზე დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. „ჯერ ერთი გასროლა იყო, რასაც ავტომატის ჯერი მოჰყვა“, - აცხადებს გიორგაძე. შეგახსენებთ, მარნეულის რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს და მის თანმხლებ სამ პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. 
წაკითხვა
მარნეულის რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-19 23:52:00
მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში ​ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს, ​ჯეიხუნ ჩოვდაროვს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. პირველი არხის ინფორმაციით, კანდიდატის გარდა, დაჭრილია მისი თანმხლები სამი პირი. მომხდარის შესახებ სხვა ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. პირველი არხი ცდილობს, მომხდარის დეტალები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პარტია „ქართულ ოცნებაში“ დააზუსტოს.
წაკითხვა
ზესტაფონში, სოფელ ილემის საბავშვო ბაღიდან კიდევ ექვსი ბავშვია საავადმყოფოში გადაყვანილი
გამოქვეყნებულია: 2017-10-19 22:42:00
ზესტაფონში, კლინიკა „ფერომედში“ კიდევ ექვსი ბავშვია ინტოქსიკაციით შეყვანილი. ექიმის ინფორმაციით, ექვსივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათი მოწამვლა ტორტმა გამოიწვია. იმავეს ადასტურებს ააიპ ბაღების გაერთიანება. რაც შეეხება „ჯეო ჰოსპიტალში“ მოთავსებულ რვა პაციენტს, ხუთი ბავშვი უკვე გაწერეს, დირექტორი, პედაგოგი და აღსაზრდელის ბებია კი საავადმყოფოში რჩებიან. შეგახსენებთ, სოფელ ილემის ბაღში სულ 14 ადამიანი მოიწამლა.
წაკითხვა
ზესტაფონში, სოფელ ილემის საბავშვო ბაღში რვა ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ხუთი ბავშვი
გამოქვეყნებულია: 2017-10-19 21:47:00
რვა ადამიანი მოიწამლა ზესტაფონში, სოფელ ილემის საბავშვო ბაღში. მათგან ხუთი მცირეწლოვანია, სამი კი ზრდასრული. ინტოქსიკაციით კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალში“ სამიდან ხუთ წლამდე ასაკის ხუთი ბავშვი, ბაღის დირექტორი, პედაგოგი და აღსაზრდელის ბებია შეიყვანეს. ექიმის განმარტებით, პაციენტები საავადმყოფოში კვებითი ინტოქსიკაციით შევიდნენ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. არსებული ინფორმაციით, რვა ადამიანი ტორტით მოიწამლა.
წაკითხვა
ბათუმის ბულვარში ღამის კლუბი დაიწვა
გამოქვეყნებულია: 2017-10-19 21:09:00
ბათუმის ბულვარში, უნივერსიტეტის წინ, სანაპიროზე კლუბი Boom Boom Beach-ი დაიწვა. ხანძარი გამვლელებმა შეამჩნიეს და სახანძრო სამსახურს შეატყობინეს. სანაპიროზე კლუბი ამ დროისთვის დაკეტილი იყო. ხის დროებითი კონსტრუქცია მთლიანად დაიწვა. „ხუთი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. დროებითი ხის კონსტრუქციას ცეცხლი სწრაფად მოედო, ამიტომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის მთლიანად დაიწვა, თუმცა სხვა სახის ზარალი არ დაფიქსირებულა, რადგან კლუბი სეზონურად მუშაობს, ავეჯი და ყველა სახის ინვენტარი გატანილი იყო“, - განაცხადა პირველ არხთან სახანძრო სამსახურის უფროსმა, ხუსეინ სირაბიძემ. ხანძარი ამ დროისთვის მთლიანად ლიკვიდირებულია. მიმდინარეობს გამოძიება.
წაკითხვა
თელავში ახალაგაზრდა მამაკაცი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა
განახლებულია: 2017-10-19 16:13:00
უბედური შემთხვევა მოხდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში. 45 წლის მამაკაცს ხე დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის დროს მამაკაცი ხის მოჭრას ცდილობდა.გარდაცვლილი გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. როგორც შსს-ში განმარტავენ, გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
წაკითხვა
ფოთში, მშვიდობის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა
გამოქვეყნებულია: 2017-10-19 14:50:00
ქალაქ ფოთში, მშვიდობის ქუჩაზე ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელ სახლში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ე.წ ბარაკების ტიპის ბინაში, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე შვიდი ოჯახი ცხოვრობს, აქედან ორი მრავალშვილიანია. მათი განცხადებით შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და წვიმის დროს შენობაში წყალი ჩადის.„ყოველი წვიმის დროს წყალი ჩამოდის. ღამით ნორმალურად არ გვძინავს, გვეშინია ჭერი ბავშვებს არ დაეცეს თავზე“, - განაცხადა ადგილობრივმა, თამარ კაკაურიძემ.ფოთის მერიაში აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ საკითხის შესახებ ინფორმირებულები არიან და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.
წაკითხვა
თბილისში მაღაზია „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ გაქურდეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-18 21:42:00
თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე მაღაზია „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ გაქურდეს. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დადგენილია დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი და სამართალდამცავები შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. მომხდარის სხვა დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია. 
წაკითხვა