საზოგადოებრივი
104.5 FM
ბათუმში მატარებელი 44 წლის ქალს დაეჯახა
გამოქვეყნებულია: 2017-08-15 14:03:00
ბათუმში მატარებელი 44 წლის ქალს დაეჯახა. შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ ბარცხანის დასახლებაში მოხდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. სასწრაფო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ ქალი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო და მას დაზიანებები თავის არეში ჰქონდა მიყენებული.„შემთხვევა ბარცხანის დასახლებაში მოხდა. ჩვენი ბრიგადა ადგილზე გამოძახებიდან რამდენიმე წუთში მივიდა. ქალი დაახლოებით 44 წლისაა. ის სავარაუდოდ, ადგილობრივი არ არის, დამსვენებელია. ერთ-ერთი ვერსიით, მას ფეხი რკინიგზის ლიანდაგზე დაუცდა და წაიქცა, რის შემდეგაც იგი მატარებელმა, სავარაუდოდ, ვერ შენიშნა. პაციენტი ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი. მას დაზიანებები სახის არეში ჰქონდა. პირველადი მონაცემებით, მდგომარეობა რთულია", - განაცხადა ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ.
წაკითხვა
გონიოს სანაპიროზე მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-14 11:11:00
გონიოს სანაპიროზე მაშველებმა 35 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს. როგორც თვითმხილველები ყვებიან, იგი ზღვაში გუშინ საღამოს შევიდა და გაუჩინარდა. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ცხედარი შეტყობინებიდან დაახლოებით ერთ საათში იპოვეს.  გარდაცვლილი ადგილობრივი არ არის.წინასწარი ინფორმაციით, ზღვაში ნასვამ მდგომარეობაში შევიდა და გულის პრობლემა შეექმნა. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გონიოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვლილი ქალის ცხედარი იდენტიფიცირებულია.
წაკითხვა
ავჭალის შემოვლით გზაზე, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია
გამოქვეყნებულია: 2017-08-11 17:29:00
თბილისში, ავჭალის შემოვლით გზაზე, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია.როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი ბალახებსა და ბუჩქებს უკიდია.ადგილზე  სამი სახანძრო ბრიგადა მუშაობს და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში იმედოვნებენ, რომ ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხდება.რა ფართობზეა ხანძარი გავრცელებული, ჯერ დაზუსტებული არ არის.
წაკითხვა
სოფელ შროშაში ავტომაგისტრალზე ტრაილერი გადაბრუნდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-09 14:47:00
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში ავტომაგისტრალზე ტრაილერი გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალების ავზიდან მხოლოდ საწვავი დაიღვარა. საწვავი გზიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა გადარეცხეს. სატრანსპორტო საშუალება აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა.
წაკითხვა
წალენჯიხაში უბედურ შემთხვევას 30 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-08-09 10:37:00
უბედური შემთხვევა მოხდა წალენჯიხის რაიონში. სატყეო მეურნეობის უბან ოხაჩქუეში 30 წლის რინოს მიქავა ხეს ჭრიდა, მამაკაცმა ხე სიმძიმის გამო ვერ დაიმორჩილა და ხის ქვეშ მოჰყვა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარს უკვე ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 116- ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
წაკითხვა
მერაბ მალანია - მთაწმინდაზე ხანძრის შედეგად დამწვარია დაახლოებით ორი ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია
გამოქვეყნებულია: 2017-08-09 00:07:00
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის,  მერაბ მალანიას განცხადებით, მთაწმინდაზე ხანძრის შედეგად დამწვარია დაახლოებით ორი ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია.მისივე ინფორმაციით, ადგილზე 8 მანქანა და 70 მეხანძრე მუშაობს.„მთაწმინდაზე ხანძრის შედეგად დამწვარია დაახლოებით ორი ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია.  ცეცხლი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს, მხოლოდ პატარა კერებია დარჩენილი. ადგილზე მუშაობს  70 მეხანძრე,  8 მანქანა და ცეცხლი  რამდენიმე წუთში ჩაქრება, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება“, - აღნიშნა მალანიამ პირველ არხთან საუბრისას. 
წაკითხვა
ხანძარი მთაწმინდაზე - ფოტო და ვიდეომასალა მოვლენათა ეპიცენტრიდან
განახლებულია: 2017-08-08 23:38:00
მთაწმინდაზე ხანძარი დაახლოებით 22:00 საათზე გაჩნდა. ცეცხლი ძნელად მისადგომ ფერდობზე ბალახსა და ხეებს უკიდია. ცეცხლი ტერიტორიაზე სწრაფად ვრცელდება. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებული. მეხანძრეებს რთული რელიეფის გამო ხანძრის ლოკალიზება უძნელდებათ. მთაწმინდის პარკიდან, „ეშმაკის ბორბლის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა - ამის შესახებ ადგილზე მყოფ „მოამბის“ ჟურნალისტს სამართალდამცველებმა განუცხადეს. მათი განმარტებით, ხალხის გაყვანა უსაფრთხოების მიზნით მოხდა. ფოტოები შემთხვევის ადგილიდან:
წაკითხვა
მთაწმინდაზე ხანძარი ძლიერდება [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-08-08 22:29:00
თბილისში, მთაწმინდაზე ცეცხლი ძნელად მისადგომ ფერდობზე ბალახსა და ხეებს უკიდია. ცეცხლი ტერიტორიაზე სწრაფად ვრცელდება. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებული. მეხანძრეებს რთული რელიეფის გამო ხანძრის ლოკალიზება უძნელდებათ. როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, ხანძართან დაკავშირებით ინფორმაციას აზუსტებენ. ადგილზე „მოამბის“​ გადამღები ჯგუფი იმყოფება.ამავე თემაზე - მთაწმინდაზე ხანძარია [ვიდეო]
წაკითხვა
ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში ორი ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-08 12:47:00
ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანის ცხედარია აღმოჩენილი. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილები ახალგაზრდა ბიჭები არიან.  როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საგამოძიებო ღონიძიებები ადგილზე ამ წუთებში მიმდინარეობს,  გამოძიება 115-ე  მუხლით დაიწყო. ოჯახის ახლობლების თქმით, ბიჭები ბოლოს ოთხი დღის წინ ნახეს.
წაკითხვა
თბილისის ზოოპარკში მომხდარი შემთხვევის დროს, არავინ დაშავებულა [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-08-07 19:32:00
თბილისისი ზოოპარკში ხანძარი, რომელიც გადატეხილი ხის ძველ ატრაქციონზე დაცემის შედეგად გაჩნდა, ლიკვიდირებულია.ადგილზე ორი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. როგორც „მოამბის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ხანძარი არ იყო ძლიერი. თვითმხილველის თქმით, ხეს მოულოდნელად დიდი ზომის ტოტი მოწყდა და ძველ ატრაქციონს დაეცა, რამაც ხანძარი გამოიწვია. საზოგადოებრივი მაუწყებელი ზოოპარკის პრესსამსახურს დაუკავშირდა. მზია შარაშიძის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
წაკითხვა
თბილისის ზოოპარკში ორი სახანძრო ბრიგადა მუშაობს [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-08-07 19:18:00
თბილისში, ზოოპარკში, სადაც გადატეხილი ხის ძველ ატრაქციონზე დაცემის შედეგად ხანძარი გაჩნდა, სახანძრო ბრიგადა მივიდა. როგორც „მოამბის“ ჟურნალისტია ადგილიდან იუწყება, ხანძარი არ არის ძლიერი და მეხანძრეები სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში შეძლებენ ხანძრის ჩაქრობას. თვითმხილველის თქმით, ხეს მოულოდნელად დიდი ზომის ტოტი მოწყდა და ძველ ატრაქციონს დაეცა, რამაც ხანძარი გამოიწვია. საზოგადოებრივი მაუწყებელი ზოოპარკის პრესსამსახურს დაუკავშირდა. მზია შარაშიძის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.ავტორი: ზაალ ჩხეიძე
წაკითხვა
იმერეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-08-07 14:28:00
თერჯოლის მუნიციპალიტეტ სოფელ ჩხარში,  ღამის 02:00 საათზე მაღალი სიჩქარით მოძრავი "სუბარუს" მარკის ავტომობილი ხეს დაეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა ავტომობილში მყოფი ორი 16 წლის ახალგაზრდა. საჭესთან მყოფი 28 წლის მძღოლი კი მრავლობითი მოტეხილობებითა და დაზიანებებით თერჯოლის რაიონულ სააადმყოფოში, დღეს დილით კი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. თვითმხილველების თქმით, მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.
წაკითხვა
მდინარე ენგურში სამძებრო სამუშაოები განახლდა [ფოტო/ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-08-07 08:33:00
უშგული-კალას საავტომობილო გზის მონაკვეთზე, მდინარე ენგურში სამძებრო სამუშაოები განახლდა. სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები, სპეციალური ბრიგადები, მათ შორის მთამსვლელები ჩაერთვნენ. ისინი მდინარეში გადავარდნილ მანქანასთან მიახლოებას ცდილობენ. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ვინმე მანქანაში. ადგილზე მოსახლეობა და მანქანის მეპატრონის ოჯახის წევრები იმყოფებიან. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, მდინარე ენგურში ჩავარდნილ ავტომობილში მხოლოდ ერთი პირი - ავტომანქანის მძღოლი იმყოფებოდა. გამგებლის ინფორმაციით, ის 40 წლამდე ასაკის მამაკაცია. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები გუშინ, საღამოს შეჩერდა. მდინარე ენგურში ჩავარდნილი ავტომობილი შემთხვევით გამვლელებმა გუშინ აღმოაჩინეს.
წაკითხვა
​ხანძარი აბაშიძის ქუჩაზე - ორი ადამიანი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი
გამოქვეყნებულია: 2017-08-05 23:41:00
​ხანძარი აბაშიძის ქუჩაზე - ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, ორი ადამიანი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი. ერთ-ერთს სავარაუდოდ მეორე ხარისხის დამწვრობა აქვს, ხოლო მეორეს ზედა კიდურები აქვს დამწვარი. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. როგორც აბაშიძის ქუჩის #86-ში მცხოვრებლებმა საზოგადოებრივის კორესპონდენტს განუცხადეს, ხანძარი სავარაუდოდ საძინებელ ოთახში გაჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 50 კვადრატული მეტრის ფართი. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 
წაკითხვა
ბახმაროში ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა - მამაკაცი ადგილზე დაიღუპა
გამოქვეყნებულია: 2017-08-05 22:56:00
უბედური შემთხვევა მოხდა ბახმაროში - სანატორიუმის მიმდებარედ 60 წლამდე ასაკის მამაკაცს ავტომანქანა დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. თვითმხილველების განცხადებით, მომხდარის მიზეზი სავარაუდოდ მანქანის დაგორება გახდა. ჩოხატაურის გამგებლის, ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლი დაკავებულია. როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ​მიმდინარეობს მოკვლევა და დამატებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
წაკითხვა
მდინარე სუფსაში ორი მოზარდი დაიხრჩო
გამოქვეყნებულია: 2017-08-05 22:43:00
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში, მდინარე სუფსაში ორი მოზარდი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, 12 წლის ასაკის გოგონები მდინარეში საბანაოდ შევიდნენ და დინებამ გაიტაცა. ძიმითში ოზურგეთის გამგებლის წარმომადგენელის, დავით ხინიკაძის ინფორმაციით, გოგონები ახლო ნათესავები იყვნენ. მისივე თქმით, შემთხვევის დროს ახლოს არავინ იმყოფებოდა, რათა გოგონებს დახმარებოდა. როგორც საზოგადოებრივს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მაშველებმა ერთი გოგონას ცხედრის ამოყვანა შეძლეს. რამდენიმესაათიანი სამძებრო სამუშაოების მიუხედავად, მეორე მოზარდის პოვნა დღეს ვერ მოხერხდა. ცუდი ხილვადობის გამო, ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები შეჩერებულია, თუმცა, სააგენტოს ცნობით, სამუშაოები გამთენიისას, ხილვადობის აღდგენისთანავე განახლდება. „სამუშაოებში ჩართულები იყვნენ როგორც წყალზე მაშველები, ისე წყალზე სამაშველო ტექნიკა - კატერები, სკუტერები, ასევე ჩაერთნენ მყვინთავი მაშველები. დღეს მხოლოდ ერთი გოგონას მოძიება მოხერხდა. ხილვადობის აღდგენისთანავე ანალოგიური შემადგენლობით 
წაკითხვა
სურამში ავტოსაგზაო შემთხვევას დედა-შვილი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-08-05 19:17:00
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სურამში, რის შედეგადაც გარდაცვლილია დედა-შვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეითად მოსიარულეებს ავტომობილი დაეჯახა. მძღოლი გამოკითხვაზეა გადაყვანილი. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-7 ნაწილით, რაც ავტომობილის მოძრაობის ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.
წაკითხვა
ხანძარი მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე
გამოქვეყნებულია: 2017-08-05 16:09:00
მახათას მთისა და კუკიის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც საზოგადოებრივს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი ბალახს უკიდია. უწყების ცნობით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. 
წაკითხვა
ყაზბეგში ქმარმა ცოლი მოკლა
გამოქვეყნებულია: 2017-08-05 15:31:00
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ქალი ყელის არეში ცივი იარაღით  მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. დანაშაულის მოტივი სავარუდოდ ეჭვიანობა გახდა. როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 108-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 
წაკითხვა
Gem Fest-დან გადაყვანილი პაციენტებიდან ზუგდიდის რეფარალურ ჰოსპიტალში მხოლოდ ერთი რჩება
გამოქვეყნებულია: 2017-08-05 15:18:00
Gem Fest-დან გადაყვანილი პაციენტებიდან ზუგდიდის რეფარალურ ჰოსპიტალში მხოლოდ ერთი რჩება, -  ამის შესახებ საზოგადოებრივს კლინიკის ექიმმა ლაშა გრიგოლაიამ განუცხადა.მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასაც უახლოეს საათებში გაწერენ.ზუგდიდის რეფარალური ჰოსპიტალის ექიმების ინფორმაციით,  GEM Fest-იდან საავადმყოფოში სულ 8 ახალგაზრდა გადაიყვანეს, ერთი მათგანი 4 აგვისტოს გარდაიცვალა.
წაკითხვა