საზოგადოებრივი
104.5 FM
ფოთში, მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი რვა თვის ბავშვი გარდაიცვალა
გამოქვეყნებულია: 2017-10-18 19:27:00
რვა თვის ბავშვი, რომელიც დაახლოებით ერთ საათის წინ ფოთში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა. ჩვილი ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „პაციენტი პოლიტრავმით, სიცოცხლისათვის შეუთავსებებლი დაზიანებებით შემოიყვანეს. მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებებისა, შედეგი ლეტალურია. პაციენტი გარდაიცვალა“ - განაცხადა ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.საავადმყოფოსთან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან. მიმდინარეობს მოკვლევა.
წაკითხვა
ფოთში, საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან რვა თვის ბავშვი გადმოვარდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-18 19:00:00
ფოთში, სამეგრელოს ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან 8 თვის ბავშვი გადმოვარდა. როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ჩვილი ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.ამავე თემაზე - ფოთში, მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი რვა თვის ბავშვი გარდაიცვალა
წაკითხვა
ზესტაფონში, სოფელ კვალითში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-10-18 17:50:00
უბედური შემთხვევა ზესტაფონში. სოფელ კვალითში, ბოჭორიშვილების ოჯახში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობროვების თქმით, ცეცხლმოდებული სახლიდან მეზობლებმა სახლის პატრონი გამოიყვანეს, თუმცა სტუმრად მყოფი მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.გამოძიება 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
წაკითხვა
ყვარლის ერთ-ერთ სოფელში 30 წლამდე ასაკის ქალი გარდაცვლილი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-18 11:13:00
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 30 წლამდე ასაკის ქალი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს.წინასწარი ინფორმაციით, ქალის გარდაცვალების მიზეზი სუიციდია.როგორც პირველ არხს სოფელ შილდაში გამგებლის წარმომადგენელმა ლევან ხუციშვილმა განუცხადა, ქალს მცირეწლოვანი შვილი დარჩა.შსს-ს განცხადებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წაკითხვა
თამარაშვილის გამზირზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა
გამოქვეყნებულია: 2017-10-17 22:36:00
თბილისში, თამარაშვილის გამზირზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. როგორც MBW-ს მძღოლმა პირველ არხს განუცხადა, მან საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა მოცურდა და წინ მიმავალ ავტომობილს შეეჯახა. ავარიის დროს სულ სამი ავტომობილი დაზიანდა.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.ადგილზე მობილიზებულია საპატრული პოლიცია. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზს გამოძიება დაადგენს.
წაკითხვა
მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ 45 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა
გამოქვეყნებულია: 2017-10-17 19:25:00
მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ 45 წლამდე  ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, უცხოელი მამაკაცი ცუდად გახდა. ისინი ეჭვობენ, რომ მამაკაცს გულის შეტევა ჰქონდა. როგორც პირველი არხის კორესპონდენტს თვითმხილველებმა განუცხადეს, სასწრაფოს ექიმებმა პაციენტისთვის დახმარების აღმოჩენა დააგვიანეს. ამას კატეგორიულად უარყოფენ თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრში. როგორც პირველ არხს თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს, მათ წარმომადგენლებს პროტოკოლი არ დაურღვევიათ და ადგილზე მისულ ექიმებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
წაკითხვა
შსს-ს მაშველებმა ადიდებული მტკვრიდან მამაკაცი გამოიყვანეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-17 19:20:00
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის მოულოდნელად ადიდების გამო, მსუბუქ ავტომობილში მყოფი 30 წლამდე მამაკაცი მდინარეში აღმოჩნდა. შსს-ს მეხანძრე მაშველებმა მისი უვნებლად გამოყვანა მოახერხეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი - 112-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის მოულოდნელად ადიდების გამო, მსუბუქ ავტომობილში მყოფი 30 წლამდე მამაკაცი, რომელიც ადგილზე სამშენებლო დანიშნულების ტრაქტორს დარაჯობდა, მდინარეში აღმოჩნდა. მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა და დახმარებას საჭიროებდა.შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გორის სამაშველო განყოფილების მაშველთა ჯგუფი შემთხვევის ადგილზე მივიდა.შსს-ს მაშველები ადიდებულ მდინარეში, სწრაფი დინების მიუხედავად, ნავით შევიდნენ და განსაცდელში მყოფი მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.ამ დროისთვის, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, - აცხადებენ შსს-ში. 
წაკითხვა
რუსთავში, ქარმა სარეკლამო ბანერი ჩამოაგდო - დაზიანებულია ავტომობილი
გამოქვეყნებულია: 2017-10-17 13:03:00
ძლიერი ქარის შედეგად, რუსთავში, შარტავას გამზირზე რკინის კონსტრუქცია ჩამოვარდა, რომელზეც სარეკლამო ბანერი იყო განთავსებული.კონსტრუქცია „ნისანის“ მარკის ავტომობილს დაეცა და დააზიანა.ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
წაკითხვა
შსს-ს მაშველებმა ოზურგეთში მწყემსს დახმარება აღმოუჩინეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-17 09:30:00
შსს-ს მაშველებმა ოზურგეთში მწყემსს დახმარება აღმოუჩინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი - 112-დან შევიდა შეტყობინება, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თოვლიან მთაზე მყოფ მწყემსს გადაუდებელი დახმარება სჭირდებოდა. სამაშველო ჯგუფი ოზურგეთიდან, შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე გავიდა. შსს-ს მაშველები, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, მთაზე ქვეითად ავიდნენ. ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ მწყემსმა, დიდთოვლობის და მთაზე არსებული დაბალი ტემპერატურის გამო, გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო, კარავი გაშალა და ცეცხლი დაანთო, თუმცა კვამლმა მას მხედველობა დაუზიანა, რის გამოც გადაადგილებას ვერ ახერხებდა.შსს-ს მაშველებმა მამაკაცი მთიდან საკაცით ჩამოიყვანეს. ამჟამად მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, - აცხადებენ შსს-ში. 
წაკითხვა
ავტოავარიას ქვემო ქართლში ორი ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-10-16 16:17:00
ავტოავარიას ქვემო ქართლში ორი ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, შემთხვევა თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 26 კმ-ზე მოხდა. „ნისანისა“ და „ბმვ“-ს მარკის ავტომობილების შეჯახების შედეგად ერთი გოგონა ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე  მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ანექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წაკითხვა
თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებულები დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-16 14:35:00
თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ორი პირი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრი გადაიყვანეს. კლინიკის ინფორმაციით, ერთი პაციენტი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, მეორე კი უკვე გაწერეს.„ჩვენთან აფეთქების შედეგად დაშავებული ორი პაციენტი შემოიყვანეს. ერთი უკვე გავწერეთ, მეორე კი საავადმყოფოში რჩება. მდგომაროება რთულია, უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით", - განუცხადა პირველ არხს გუგა ქაშიბაძემ.აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მსუბუქად დაშავდა, შემთხვევის დეტალებს იხსენებს. „უცბად მოხდა აფეთქება, წნევა დაეცა და ერთ კომპრესორი აფეთქდა. სამი ადამიანი ვიყავით ერთად ოთახში, მე შიგნით მყოფებს ვეხმარებოდი“,- განუცხადა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა დაშავებულმა.თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა.  აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია.როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. მათივე ცნობით, ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
წაკითხვა
თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-16 13:50:00
თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა.საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანია დაშავებული, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.მათივე ცნობით, ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. „აფეთქების შედეგად შენობის სახურავი და დანადგარი დაზიანდა. ცეცხლი დიდ ფართობზე არ გავრცელებულა“,- განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.ადგილზე „ყაზტრანსგაზის“ და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებიც მუშაობენ.
წაკითხვა
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე სროლის შედეგად დაჭრილს ოპერაცია უტარდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-15 18:35:00
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე სროლის შედეგად დაჭრილ ლევან ქუჩულორიას ოპერაცია უტარდება. როგორც დაჭრილის ახლობლები აცხადებენ, დაჭრილს რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი მათ შორის მუცლის არეში. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე 108-ე მუხლით აღიძრა, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი პირად კონფლიქტს უკავშირდება. 
წაკითხვა
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე სროლა იყო
გამოქვეყნებულია: 2017-10-15 17:57:00
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე სროლა იყო. თვითმხილველების ინფორმაციით, პირებმა, რომლებიც ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ ლევან ქუჩულორიას ესროლეს. ლევან ქუჩულორია საკუთარ სახლის ეზოში იმყოფებოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. 
წაკითხვა
გერმანიაში ორმა ქართველმა ალბანელი მამაკაცი სცემა
გამოქვეყნებულია: 2017-10-15 13:55:00
გერმანიაში ორმა ქართველმა ალბანელი მამაკაცი სცემა.ინციდენტის 14 ოქტომბერს ღამით ქალაქ ჰაიდელბერგთან ახლოს მდებარე ლტოლვილთა ბანაკთან მოხდა. როგორც გერმანული გამოცემა Bild წერს, ბანაკთან ახლოს ჩხუბი გვიან ღამით დაიწყო. ორმა ქართველმა ახალგაზრდამ 46 წლის ალბანელს სცემა. დაპირისპირების მიზეზი ჯერ უცნობია. მომხდართან დაკავშირებით, პოლიციამ დააკავა 23 და 25 წლის მამაკაცი.
წაკითხვა
ქალი, რომელიც მეხუთე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა
გამოქვეყნებულია: 2017-10-14 14:27:00
ახალგაზრდა ქალი, რომელიც ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულიდან გადავარდა, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ „მოამბის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი აივანზე საბანს ფენდა, რა დროსაც გადმოვარდა. თვითმხილველები პირველ არხთან აცხადებენ, რომ გადმოვარდნის დროს ქალი შველას ითხოვდა.უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. 
წაკითხვა
ზუგდიდში მეხუთე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-14 13:21:00
უბედური შემთხვევა მოხდა ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე. საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა. როგორც თვითმხილველები პირველ არხთან აცხადებენ, ის აივანზე   საბანს ფენდა,  რა დროსაც გადმოვარდა და შველას ითხოვდა.ქალი უგონო მდგომარეობაში გადაყვანილია ზუგდიდის რეფერალურ სააფადმყოფოში. მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
წაკითხვა
რუსთავში სპეცოპერაციის შედეგად ნარკორეალიზატორი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-13 18:30:00
რუსთავში, ბათუმის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.როგორც „მოამბის“ ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე რჩებიან სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები. სპეცოპერაციის სხვა დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.
წაკითხვა
რუსთავში, ბათუმის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-13 18:26:00
რუსთავში ბათუმის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ „მოამბის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.ამ წუთებში ადგილზე მობილიზებული არიან სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები.სპეცოპერაციის სხვა დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია. პირველი არხი სპეცოპერაციის დეტალებს არკვევს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.
წაკითხვა
ცენტრალურ ავტომაგისტრალზე სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-13 16:45:00
ცენტრალური ავტომაგისტრალის გომი-ოსიაურის მონაკვეთზე ფოთიდან მომავალი სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ამის შესახებ „მოამბის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. არსებული ინფორმაციით, ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. როგორც „მოამბის“ ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევის შედეგად მძღოლი არ დაშავებულა.ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზს გამოძიება დაადგენს.
წაკითხვა