საზოგადოებრივი
104.5 FM
თურქეთში ავარიის დროს დაშავებულთა შორის ერთი ქართველია
გამოქვეყნებულია: 2017-08-05 13:54:00
თურქეთში მომხდარი ავარიის დროს დაშავებულთა შორის ერთი ქართველია. ინფორმაცია ამის შესახებ „მოამბეს“ საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა.დაშავებული ქართველი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მკურნალობა უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელიათურქეთში სამგზავრო ავტობუსი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 5 და დაშავებულია 36 ადამიანი.ავტობუსი სტამბოლიდან სამსუნში ასრულებდა რეისს. ავარია ქალაქ მერზიფონში მოხდა. დაშავებულები ადგილობრვ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. ადგილობრივი მედია შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს.
წაკითხვა
ხონში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-05 13:47:00
35 წლის მამაკაცი საკუთარ ავტოფარეხში ჩამომხრჩვალი იპოვეს.ადგილობრივები ყვებიან, რომ ავტოფარეხში ახალგაზრდა მამაკაცი ავტოტექმომსახურეობის მიმართულებით მუშაობდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წაკითხვა
წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი ძლიერი ინტოქსიკაცია გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-04 16:03:00
ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც საზოგადოებრივის ჟურნალისტი ზუგდიდიდან იუწყება, არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი, რომელიც GEM Fest-ზე იმყოფებოდა, ძლიერი ინტოქსიკაციით ანაკლიიდან გადაიყვანეს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, სადაც გარდაიცვალა. მასთან ერთად, ამავე სიმპტომებით საავადმოყოფოში გადაყვანილია კიდევ ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთა მდგომარეობა მძიმეა, ისინი  ამ დრომდე რჩებიან რეანიმაციულ განყოფილებაში.გარდაცვლილის  ცხედარი უკვე გადასვენებულია სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზაზე. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
წაკითხვა
შსს-ში GEM FEST-ზე მყოფი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ
გამოქვეყნებულია: 2017-08-04 15:03:00
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ანაკლიაში მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალ  GEM FEST-ზე მყოფი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ. უწყებაში სხვა დეტალებზე განმარტებას არ აკეთებენ. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წაკითხვა
სტამბის ფინანსური მენეჯერი - ხანძარი სავარაუდოდ მოკლე ჩართვამ გამოიწვია
გამოქვეყნებულია: 2017-08-02 22:21:00
პოლიგრაფიული სტამბის ტერიტორიაზე ხანძარი სავარაუდოდ მოკლე ჩართვამ გამოიწვია და სპირტი აალდა, - ამის შესახებ შპს „შარავანდის“ ფინანსურმა მენეჯერმა, ლადო ჭანტურიამ განაცხადა, რომელიც ამბობს, რომ ხანძრის გაჩენის დროს ტერიტორიაზე დაახლოებით 10 თანამშრომელთან ერთად იმყოფებოდა.მისი თქმით, ცეცხლი წაეკიდა მეორად ინვენტარს, რომელიც შენობის გარეთ იყო განლაგებული და გასატანად გამზადებული.ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობაზე სტამბის თანამშრომელს საუბარი უჭირს. მისი თქმით, სამაშველო სამსახურს დროულად დაუკავშირდნენ და მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კახეთის გზატკეცილზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 
წაკითხვა
ხანძარი კახეთის გზატკეცილზე - ფოტოამბავი
გამოქვეყნებულია: 2017-08-02 22:05:00
კახეთის გზატკეცილზე, პოლიგრაფიულ სტამბაში ხანძრის შედეგად, 800 კვ.მ-მდე ფართობია დამწვარი. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე მუშაობენ. 
წაკითხვა
სამგორის გამგებელი - ხანძრის გაჩენის მომენტში საწყობის ტერიტორიაზე არავინ იმყოფებოდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-02 21:54:00
ხანძრის გაჩენის მომენტში, სამუშაო საათების ამოწურვის გამო, საწყობის ტერიტორიაზე არავინ იყო და შესაბამისად არავინ დაშავებულა, - ამის შესახებ სამგორის რაიონის გამგებელმა, გიორგი ბაგრატიონმა განაცხადა. მისი თქმით, კახეთის გზატკეცილზე 30 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 150 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. გიორგი ბაგრატიონის თქმით, პოლიგრაფიული სტამბის ტერიტორიაზე ცეცხლის ახალი კერები აღარ არსებობს.
წაკითხვა
კახეთის გზატკეცილზე ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, დამწვარია 800 კვ.მ. ფართობი [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-08-02 21:44:00
კახეთის გზატკეცილზე, სტამბის შენობაში 800 კვადრატულ მეტრამდე გარე სასაწყობე მეურნეობა დაიწვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, სტამბის შენობაში ხანძარს არ შეუღწევია. გარე სასაწყობე მეურნეობის ტერიტორიაზე კი საღებავები, ქაღალდები და სპირტის ავზები იყო განთავსებული. მისი თქმით, შეტყობინება სამაშველო სამსახურში 20:07 შევიდა და ცეცხლის ლიკვიდირება მაშველებმა მალევე შეძლეს. მისი ინფორმაციით, დაშავებული არავინაა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, მისი ლიკვიდირებისთვის ადგილზე 30-მდე სახანძრო ჯგუფი და 150-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. 
წაკითხვა
კახეთის გზატკეცილზე, ხანძრის ადგილას დამატებითი ჯგუფების მობილიზება ხდება
გამოქვეყნებულია: 2017-08-02 21:02:00
კახეთის გზატკეცილზე 20 სახანძრო ჯგუფი მუშაობს და დამატებითი ჯგუფების მობილიზება ხდება, - ამის შესახებ საზოგადოებრივს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სტამბის შენობას უკიდია. არიან თუ არა დაშავებულები და არსებობს თუ არა ხანძრის გავრცელების საფრთხე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ვერ აკონკრეტებენ. საზოგადოებრივის ჯგუფი შემთხვევის ადგილზე მუშაობს და დამატებით ინფორმაციას უახლოეს წუთებში მოგაწვდით.
წაკითხვა
ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სავარაუდოდ გაზის გაჟონვის მიზეზით, ორ დღეში მეორე ხანძარი გაჩნდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-02 10:59:00
ვაჟა-ფშაველას პირველ ჩიხში, საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე დღეს დილით გაჩენილი ხანძრის შედეგად, დაახლოებით 50 კვ.მ. ფართია დამწვარი. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. ამის საზოგადოებრივს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს. ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. საზოგადოებრივის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. სავარაუდოდ აღნიშნული მიზეზით, ხანძარი ვაჟა-ფშაველას გამზირზე გუშინაც გაჩნდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მომხმარებლებიც წერდნენ.
წაკითხვა
გოგონამ 18 თვის წინ გარდაცვლილი დედა Google Earth-ზე იპოვა
გამოქვეყნებულია: 2017-07-31 19:26:00
ამერიკელ გოგონას, რომელიც ახლა ბრიტანეთში ცხოვრობს, უცნაური ამბავი შეემთხვა. გოგონამ 18 თვის წინ გარდაცვლილი დედა Google Earth-ზე "აღმოაჩინა".​დენის ანდერჰილმა, რომელიც აშშ-ის შტატ ფლორიდიდან საცხოვრებლად ბრიტანეთში გადავიდა, Google Earth-ზე დედამისის, ბერილ ტარონის გამოსახულება აღმოაჩინა. გოგონამ სახლთან რამდენიმეთვიანი განშორების შემდეგ გადაწყვიტა საკუთარი სახლი Google Earth-ის აპლიკაციაში მოენახულებინა. ამ პროცესში დასახმარებლად მან აპლიკაციის Street View ფუნქცია გამოიყენა. ამ დროს მან სახლთან ერთად დედამისის გამოსახულება დაინახა, რომელიც ყვავილებს რწყავდა. "უდიდესი სიურპრიზის წინაშე აღმოვჩნდი. ასეთ რამეს არ ველოდი, საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი", - ჰყვება Independent-თან ინტერვიუში დენის ანდერჰილი.ცოტა ხნის შემდეგ მან გაანალიზა, რომ აპლიკაციას უბრალოდ ძველი გამოსახულება ჰქონდა დამახსოვრებული და დედამისს რეალურ დროში არ ხედავდა.  გოგონას თქმით, თითქოს ვიღაცას უნდოდა, რომ მას ეს ფოტოები ენახა."გაოცებული ვიყავი. ამ მოვლენამ თითქოს ჩემი ცხოვრება შეცვალა. ეს ყველაფერი ძალიან რეალური იყო", - ამბობს დენის ანდერჰილი. როგორც წესი, Google Earth თავის მონაცემებს ყოველწლიურად აახლებს. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ხარვეზი გაიპარა ან გოგონას უბრალოდ გაუმართლა. 
წაკითხვა
სოფელ ვაჩნაძიანში მგლებმა 70 წლის მამაკაცი დაგლიჯეს
გამოქვეყნებულია: 2017-07-30 21:14:00
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში თანასოფლელებმა მგლებისგან დაგლეჯილი 70 წლის მამაკაცი იპოვეს. ცხედარი ვენახში მდგარ საყარაულო ჯიხურში აღმოაჩინეს. თვითმხილველების თქმით, მგლებმა ჯერ დარაჯის ძაღლები დაგლიჯეს, შემდეგ კი ფანჯრიდან საყარაულო ჯიხურში შეღწევა მოახერხეს და მამაკაცი დაგლიჯეს. მამაკაცის ცხედარი გურჯაანის პროზექტურაში გადაასვენეს. სოფელ ვაჩნაძიანის მოსახლეობა მგლების შემოსევას რამდენიმე კვირის წინაც უჩიოდა. როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 
წაკითხვა
თბილისიდან ეკატერინბურგში მიმავალი ავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და გადატრიალდა - დაღუპულია ერთი ადამიანი [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-07-30 13:39:00
თბილისიდან ეკატერინბურგში მიმავალი ავტობუსი სარატოვში, მსუბუქ ავტომობილთან შეჯახების შედეგად, გადატრიალდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაიღუპა. მძიმე მდგომარეობაშია ავტობუსის მძღოლი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 10 მგზავრი დაშავდა. ისინი ამბულატორიულ მკურნალობას გადიან. როგორც რუსული მედია იტყობინება, ავტობუსში 36 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის იყო ხუთი ბავშვი. „ეხო მასკვის“ ინფორმაციით, ისინი ავარიას უვნებლად გადაურჩნენ. მგზავრთა ნაწილი თბილისიდან რუსეთში, ნათესავის ქორწილში მიემგზავრებოდნენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გამოყოფილია ავტობუსი, რომელიც მგზავრებს დანიშნულების ადგილას გადაიყვანს. 
წაკითხვა
ექიმი - გვირაბის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულ 52 წლის მამაკაცს თავის ტრავმა, ქალა ძვლებისა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა აღენიშნება
გამოქვეყნებულია: 2017-07-29 13:15:00
კლინიკა „ლანცეტის“ ექიმის ნიკოლოზ დემეტრაძის ინფორმაციით, ხარაგაულში გვირაბის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 52 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე ლაპარაკი არ არის, თუმცა როგორც ექიმი აცხადებს, მიღებული დაზიანებებიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული პაციენტის მდგომარეობა გართულდეს.კლინიკის ექიმის თქმით, მამაკაცს, რომელიც გვირაბის მშენებლობაზე იყო დასაქმებული გამოკვლევები ჩაუტარდა.„პაციენტს აღენიშნება თავის ტრავმა, ქალა ძვლების მოტეხილობა, ცხვირის ძვლების მოტეხილობა, არის სისხლჩაქცევა თავში. პაციენტი გადავა განყოფილებაში შემდეგი მკურნალობისთვის, პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური, თუმცა დაზიანებებიდან გამომდინარე, მაინც ითვლება როგორც მძიმე, მკურნალობა არის აუცილებელი",-აცხადებს ექიმი ნიკოლოზ დემეტრაძე.ამასთან, ინციდენტის შედეგად დაშავებული მეორე მამაკაცი, რომელმაც შემხთვევის შედეგად მსუბუქი დაზიანებები მიიღო, სტაციონარიდან უკვე გაწერეს.ხარაგაულში, სოფელ ანეულასთან, გვირაბის ჩამონგრევის საქმესთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო. მშენებარე გვირაბის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად, ნანგრევებში ორი მუშა მოჰყვა. 
წაკითხვა
ქემერში ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ხანძრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან
გამოქვეყნებულია: 2017-07-29 12:53:00
თურქეთის კურორტ ქემერში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ხანძრის შედეგად, საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.ამის შესახებ საზოგადოებრივს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 14-მა ადამიანმა კვამლის ინტოქსიკაცია მიიღო.ქემერში, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროდან ხანძრის გამო, 400 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.თურქული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი სამზარეულოში გაჩნდა და სასტუმროს დანარჩენ ნაწილსაც მოედო.შემთხვევის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წაკითხვა
ხარაგაულში, სოფელ ანეულასთან გვირაბის ჩამონგრევის საქმესთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-07-29 12:50:00
ხარაგაულში, სოფელ ანეულასთან, გვირაბის ჩამონგრევის საქმესთან დაკავშირებით  შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში საზოგადობრივს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამთო-სამშნებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას.მშენებარე გვირაბის ნაწილის ჩამოინგრევის შედეგად, ნანგრევებში ორი მუშა მოჰყვა. ერთი დაშავებული კლინიკა „ლანცეტშია“ მოთავსებული. მეორემ, შემთხვევის შედეგად, მსუბუქი დაზიანებები მიიღო.ხარაგაულში, სოფელ ანეულასთან სარკინიგზო გვირაბების მშენებლობა მიმდინარეობს, გვირაბის ნაწილი ჩამოინგრა.
წაკითხვა
ხარაგაულში მშენებარე სარკინიგზო გვირაბის ჩამონგრევის შედეგად ორი მუშა დაშავდა
გამოქვეყნებულია: 2017-07-29 11:46:00
ხარაგაულში, სოფელ ანეულასთან, სადაც სარკინიგზო გვირაბების მშენებლობა მიმდინარეობს, გვირაბის ნაწილი ჩამოინგრა.როგორც საზოგადოებრივს ხარაგაულის გამგებელმა, ნიკოლოზ თოფურიძემ განუცხადა, მშენებარე გვირაბის ნაწილის ჩამოინგრევის შედეგად, ნანგრევებში ორი მუშა მოჰყვა.მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და ის ხაშურიდან თბილისში, კლინიკა „ლანცეტში“ გადაიყვანეს.მეორე დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. 
წაკითხვა
შსს-მ გორში 25 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
გამოქვეყნებულია: 2017-07-28 13:20:00
შსს-მ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ნ.თ., ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას, 1993 წელს დაბადებულ მ.ს.-ს თავისა და სახის არეში რამდენიმე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით).
წაკითხვა
მდინარე მტკვარში 13 წლის მოზარდი დაიხრჩო
გამოქვეყნებულია: 2017-07-28 12:45:00
მდინარე მტკვარში 13 წლის მოზარდი დაიხრჩო. უბედური შემთხვევა გორის რაიონის სოფელ ტინისხიდში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი წყლის დინებამ გაიტაცა და მდინარიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო. მაშველებმა რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ მოზარდი შემთხვევის ადგილიდან 5 კილომეტრის მოშორებით, სოფელ ხიდისთავთან იპოვეს.
წაკითხვა
ვაზისუბანში შუახნის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2017-07-27 22:48:00
ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში შუახნის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილის მეუღლე საზღვარგარეთ იმყოფება, მამაკაცი კი სახლში მარტო ცხოვრობდა. მათივე ცნობით, შუახნის მამაკაცი ორი დღის განმავლობაში არ გამოჩენილა, რის გამოც მათ პოლიცია და სამაშველო სამსახური გამოიძახეს. გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ გულის შეტევა გახდა. როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, მამაკაცი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. 
წაკითხვა