საზოგადოებრივი
104.5 FM
თელავის შესასვლელში ავტოსახელოსნოში ავტომობილი დაიწვა
გამოქვეყნებულია: 2017-02-10 17:20:00
თელავის შესასვლელში მდებარე ერთ-ერთ ავტოშემკეთებელ სახელოსნოში ავტომანქანა დაიწვა, ამის შესახებ „მოამბის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. სახელოსნოს ბოქსში მდგარ ტოიოტას მარკის მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი მაშინ გაუჩნდა, როცა სახელოსნო დაკეტილი იყო. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. ხანძრის გამომწვევ მიზეზად გაუმართავი ელექტროსისტემა სახელდება.ავტომანქანის დაწვის შედეგად არავინ დაშავებულა.
წაკითხვა
რუსი სამხედროების მიერ გატაცებული სამი პირი გაათავისუფლეს
განახლებულია: 2017-02-10 16:30:00
რუსი სამხედროების მიერ გატაცებული სამი პირი გაათავისუფლეს, ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ კირბალთან საქართველოს სამი მოქალაქე გუშინ გაიტაცეს. ლაშა დოსიაშვილი, ჯემალ ავალაკი და ავთანდილ თაყაძე რუსმა სამხედროებმა მაშინ აიყვანეს, როდესაც ისინი შეშის მოსატანად მიდიოდნენ. 
წაკითხვა
რუსთავში ბუნებრივი არის ნამწვით ინტოქსიკაციის ორი შემთხვევა დაფიქსირდა
გამოქვეყნებულია: 2017-02-10 11:52:00
რუსთავში ბუნებრივი არის ნამწვით ინტოქსიკაციის ორი შემთხვევა დაფიქსირდა, ამის შესახებ „მოამბის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. ერთ შემთხვევაში, ოთხი და ექვსი წლის ბავშვები მსუბუქად მოიწამლნენ. ისინი რუსთავის ცენტრალურ ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისათვის, ორივე მცირეწლოვანი კლინიკიდან გაწერილია.მეორე შემთხვევაში, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია ერთმა მოხუცმა და ორმა შუა ხნის ქალმა მიიღო. ისინი კლინიკა „რუსთავში" გადაიყვანეს. როგორც „მოამბესთან" ინტერვიუში ექიმმა განაცხადა, სამივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
წაკითხვა
რუსთავში ავტომობილი ამოტრიალდა
გამოქვეყნებულია: 2017-02-08 12:42:00
რუსთავში, თავგორაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა. ავტოავარიის შედეგად, არავინ დაშავებულა.როგორც ავტომანქანის მძღოლი აცხადებს, მას საჭესთან ჩაეძინა და ავარიაც ამის გამო მოხდა.ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების სამსახური. ავარიის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
წაკითხვა
რუსთავის გზატკეცილზე ხანძარს 75 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-02-08 12:22:00
ხანძარი რუსთავის გზატკეცილზე - გარდაცვლილია 75 წლამდე მამაკაცი. დამწვარია 130-მდე კვადრატული მეტრის ფართი. ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გვიან ღამით გაჩნდა. დაიწვა მის გვერდით მდებარე შენობის სახურავიც. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადის ექვსი ეკიპაჟი და სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ხანძრის შედეგად დაზარალებულია სამი ოჯახი, რომლებმაც ღამე სასტუმროში გაათენეს. შემთხვევის ადგილზე კრწანისის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი და დეპუტატი ბექა ოდიშარია მივიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, ასევე სიცოცხლის მოსპობას. 
წაკითხვა
ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში - მსუბუქი ავტომობილი მდინარეში გადავარდა
განახლებულია: 2017-02-08 12:14:00
ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში - სოფელ ცაიშში მდინარე ჯუმზე არსებულ ხიდთან მსუბუქი ავტომობილი მდინარეში გადავარდა, ამის შესახებ „მოამბის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. მდინარეში გადავარდნილი ავტომობილიდან მძღოლის ამოყვანას სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების შეფასებით, დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც „მოამბის" ჟურნალისტი იუწყება, მდინარიდან ავტომობილის ამოყვანას სპეციალური ტექნიკა სჭირდება და, სავარაუდოდ, სწორედ ამ ტექნიკის ადგილზე მიყვანის შემდეგ გახდება შესაძლებელი ავტომობილის ამოყვანა. ავარიის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო ზუგდიდი-სენაკის ცენტრალური ავტომაგისტრალი და მოძრაობა შესაძლებელი იყო შემოვლითი გზით.როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
წაკითხვა
რუსთავის გზატკეცილზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი
გამოქვეყნებულია: 2017-02-07 23:40:00
რუსთავის გზატკეცილზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით, რომელსაც მამაკაცი ემსხვერპლა, ახალი დეტალები გახდა ცნობილი.როგორც „მოამბესთან" ინტერვიუში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ დავით გელაშვილმა განაცხადა,  ცეცხლი ლიკვიდირებულია. მისი ინფორმაციით, ხანძარი, დაახლოებით 130 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაჩნდა, იწვოდა ერთი ბარაკული ტიპის სახლი და მის გვერდით მდებარე შენობის ორი სახურავი.შემთხვევის ადგილზე კრწანისის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი და დეპუტატი ბექა ოდიშარია მივიდნენ. როგორც კოპალეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხანძრის შედეგად სამი ოჯახი დაზარალდა. მისი თქმით დაზარალებული 11 ადამიანი ღამეს სასტუმროში გაათევს. როგორც კრწანისის გამგებელმა აღნიშნა, ხვალ ზარალის ოდენობას დაითვლიან და მიიღებენ გადაწყვეტილებას, როგორ დაეხმარებიან დაზარალებულ ოჯახებს. როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, ჩადენილი ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
წაკითხვა
ხანძარი რუსთავის გზატკეცილზე - გარდაცვლილია 70 წლამდე ასაკის მამაკაცი
გამოქვეყნებულია: 2017-02-07 23:00:00
რუსთავის გზატკეცილზე ბარაკული ტიპის საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 70 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა, ამის შესახებ საზოგადოებრივს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს. უწყების ცნობით, ცეცხლი ბარაკული ტიპის საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. დამწვარია ასევე მეორე სახლის სასხვენო გადახურვა.საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი ლოკალიზებულია. ადგილზე 6 სახანძრო მანქანაა მობილიზებული. როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროშ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. კანონის მიხედვით, თუ იგივე ქმედება ჩადენილია ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით,  რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
წაკითხვა
თელავში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს
გამოქვეყნებულია: 2017-02-07 19:06:00
თელავში დაკარგული 57 წლის მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.თელაველ 57 წლის დავით ხოკერაშვილს 13 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ის 25 იანვარს დაკარგული პირუტყვის საძებნელად სახლიდან ცივის მთის მიმართულებით წავიდა და მას შემდეგ, მისი კვალი დაიკარგა.როგორც ხოკერაშვილის ახლობლები აცხადებენ, გარდაცვლილს ძალადობის ან ნადირის მიერ დაგლეჯის კვალი არ აღენიშნება. მიმდინარეობს გამოძიება.
წაკითხვა
ქუთაისში, არხში მამაკაცის ცხედარი ნახეს
გამოქვეყნებულია: 2017-02-07 14:14:00
ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.სავარაუდოდ, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი მდინარე ოღასკურას არხში ადგილობრივებმა დღეს დილით ნახეს.მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ გარდაცვლილის ვინაობა მათთვის უცნობია. მათ დასახმარებლად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დარეკეს. მიცვალებული სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადაყვანილი.
წაკითხვა
ბათუმში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს
გამოქვეყნებულია: 2017-02-07 11:45:00
ბათუმში, კიკვიძის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. 50-წლამდე ასაკის მამაკაცის გარდაცვალების შესახებ პოლიციას მეზობლებმა შეატყობინეს.გარდაცვალების მიზეზის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. „მოამბის“ გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე მუშაობს.
წაკითხვა
ეკატერინბურგი-თბილისის რეისზე მგზავრი გარდაიცვალა
გამოქვეყნებულია: 2017-02-07 11:08:00
ავიარეისის ეკატერინბურგი-თბილისის ​მგზავრი თვითმფრინავის დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა. ამის შესახებ „ურალის ავიახაზების“ პრესსამსახურში აცხადებენ.​„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრის თანმხლებმა განაცხადა, რომ მას პულსი აღარ ესინჯებოდა და არ სუნთქავდა“, - განაცხადეს ავიაკომპანიაში. თბილისში მედიკოსებმა მგზავრის გარდაცვალების ფაქტის კონსტატაცია მოახდინეს.რუსი სამართალდამცველები ფაქტს იძიებენ.
წაკითხვა
გლდანში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა
გამოქვეყნებულია: 2017-02-04 14:21:00
გლდანში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის, ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაზე, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გაფორმდება.
წაკითხვა
ბათუმში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა
განახლებულია: 2017-02-04 12:14:00
ბათუმში შაფათავას ქუჩაზე საცხოვრებელი სახლს ხანძარი გაუჩნდა, ამის შესახებ „მოამბის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. ცეცხლი კერძო სახლის სხვენში გაჩნდა. მთლიანად დაზიანდა ერთი კედელი.შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან რამდენიმე წუთში 4 სახანძრო ბრიგადა მივიდა. ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
წაკითხვა
ბათუმში დაკავებულების ახლობლები პოლიციას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ
განახლებულია: 2017-02-04 12:11:00
ბათუმის ბულვარში წვრილმანი ხულიგნობისთვის დაკავებული შვიდი ახალგაზრდას ახლობლები სამართალდამცველებს დაკავებულების მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ, ამის შესახებ „მოამბის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. შვიდი პირი ბათუმში გუშინ დააკავეს. როგორც მათი ახლობლები ამბობენ, პოლიციამ დაკავების მომენტში ახალგაზრდებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც შესაბამისი განცხადებით მათ გენერალურ ინსპექციას უკვე მიმართეს. ბრალდებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი. სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.შინაგან საქმეთა სამინისტროში ძალადობის ფაქტს არ ადასტურებენ და განმარტავენ, რომ დაკავების მომენტში ახალგაზრდებმა პოლიციელს წინააღმდეგობა გაუწიეს. უწყების ინფორმაციით შვიდივე პირი კანონის სრული დაცვით დააკავეს. ახალგაზრდები ადმინისტრაციული კოდექსის ორი მუხლით არიან დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
წაკითხვა
სოფელ მანდაეთში ქალმა საკუთარ სახლში იმშობიარა
გამოქვეყნებულია: 2017-02-03 17:47:00
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში გუშინ ქალმა საკუთარ სახლში იმშობიარა, ამის შესახებ „მოამბის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დანიშნულების ადგილამდე მისვლა დიდთოვლობის გამო ვერ შეძლო. „მოამბის" ჟურნალისტის ინფორმაციით, გამგეობამ ოჯახს სპეცტექნიკა გაუგზავნა და სწორედ მისი დახმარებით გადაიყვანეს დედა და ახალშობილი ჭიათურის სამშობიაროში.როგორც ექიმებმა საზოგადოებრივს განუცხადეს, დედა-შვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
წაკითხვა
რა ვითარებაა გვირაბში, სადაც სატვირთო ავტომობილი დაიწვა (ვიდეო)
გამოქვეყნებულია: 2017-02-03 14:06:00
ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბში სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, ამის შესახებ „მოამბის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. ხანძარი, ამ დროისათვის, ლოკალიზებულია, თუმცა სატვირთო ავტომობილი მთლიანად დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის მიზეზი, სავარაუდოდ, ტექნიკური გაუმართაობა გახდა. ამ დროისათვის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახურის ბრიგადები. 
წაკითხვა
შსს-მ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო აქციის ორი მონაწილე დააკავა
გამოქვეყნებულია: 2017-02-03 13:56:00
თამარ მეფის გამზირის გადაკეტვის გამო სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს, ამის შესახებ საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ცნობით, პოლიციამ აქციის ორი მონაწილე ადმინისტრაციული წესით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 173-ე მუხლით დააკავა, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ”ბავშვთა სამყაროს” მოვაჭრეებმა თამარ მეფის გამზირი რამდენიმე წუთით გადაკეტეს, თუმცა ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა აღნიშნულ გზაზე აღდგენილია. 
წაკითხვა
ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბში სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
გამოქვეყნებულია: 2017-02-03 13:44:00
ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბში სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, ამის შესახებ „მოამბის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. ხანძარი, ამ დროისათვის, ლოკალიზებულია, თუმცა სატვირთო ავტომობილი მთლიანად დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის მიზეზი, სავარაუდოდ, ტექნიკური გაუმართაობა გახდა. ამ დროისათვის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახურის ბრიგადები. 
წაკითხვა
ბუკნარში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
გამოქვეყნებულია: 2017-02-03 09:44:00
გვიან ღამით, ქობულეთის რაიონის სოფელ ბუკნარში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
წაკითხვა