საზოგადოებრივი
104.5 FM
ხელვაჩაურში ნანგრევებიდან 19 წლის მამაკაცი ამოიყვანეს
გამოქვეყნებულია: 2017-02-02 12:53:00
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა განთიადში გორგაძეების სახლის ნანგრევებიდან 19 წლის ლადო გორგაძე ამოიყვანეს. მაშველები მას 4 საათის განმავლობაში ეძებდნენ. სახლი დიდთოვლობის გამო დღეს, დილის საათებში დაინგრა. ასევე, ნანგრევებიდან 5-სულიანი ოჯახის 3 წევრი ამოიყვანეს. გადარჩენილებს შორისაა ორსული ქალი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დედათა და ჩვილ ბავშვთა სახლში გადაიყვანა. ოჯახის ერთ-ერთი წევრი, 60 წლის თამაზ გორგაძე კი გარდაცვლილი იპოვეს.
წაკითხვა
ხელვაჩაურში დანგრეულ სახლში ოჯახის ხუთი წევრი მოყვა
განახლებულია: 2017-02-02 12:20:00
მორიგი უბედური შემთხვევა აჭარაში - დიდთოვლობის გამო, ხელვაჩაურში, სოფელ განთიადში დღეს, დილის საათებში სახლი დაინგრა. როგორც საზოგადოებრივის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, სახლში 5 ადამიანი იმყოფებოდა. მომხდარის შედეგად, 60-წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. ასევე, დაშავებულია 3 ადამიანი.ამ დროისთვის, მაშველები ნანგრევებში 19-20 წლის ასაკის ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.უბედური შემთხვევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ფერიაში გუშინაც მოხდა - ქართველიშვილების ოჯახის საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად, 44 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
წაკითხვა
მეტროში დიდუბე-ვარკეთილის მონაკვეთზე მოძრაობა 40 წუთით შეფერხებული იყო
გამოქვეყნებულია: 2017-01-31 19:26:00
თბილისის მეტროს დიდუბე-ვარკეთილის მონაკვეთზე ტექნიკური შეფერხების გამო, მოძრაობა 40 წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო, ამის შესახებ საზოგადოებრივს მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია. შეფერხების დროს, მგზავრები მატარებლის ვაგონებიდან უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით გამოიყვანეს. როგორც მეტროპოლიტენის პრესსამსახურში ამბობენ, მომხდართან დაკავშირებით, ვრცელ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.
წაკითხვა
ვანში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2017-01-31 18:46:00
ვანის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი გაიყინა.შსს-ში მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ. როგორც უწყებაში განაცხადეს, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და გარდაცვალების ზუსტი მიზეზი გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. 
წაკითხვა
დანაწევრებული შვლები ავტომობილის საბარგულში - საქმე შსს-ს გადაეცა
გამოქვეყნებულია: 2017-01-31 18:11:00
სოფელ სამწვერისის ტერიტორიაზე, დევნის განხორციელების შედეგად, გაჩერებული ავტომანქანის საბარგულში გატყავებული და დანაწევრებული ორი შველი იპოვეს, ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა შველზე ნადირობის ფაქტი ბოლნისის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს. „ექსპერტიზამ, რომელიც ხორციდან აღებულ ნიმუშებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოლეკულურ-გენეტიკურ ლაბორატორიაში ჩაუტარდა, დაადასტურა, რომ გადაგზავნილი ორი ნიმუში შვლის ინდივიდს მიეკუთვნება.სამართალდამრღვევები მიიმალნენ, თუმცა მანქანაში ნაპოვნი მართვის მოწმობისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, მძღოლისა და უკანონო ნადირობაში მონაწილე სხვა პირების ვინაობა დადგინდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ავტომანქანა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლნისის რაიონულ სამმართველოში გადაიყვანეს და დალუქეს" - აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 10 000 (ათი ათასი) ლარი შეადგინა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლნისის რაიონულ სამმართველოში.
წაკითხვა
გალის რაიონის სოფელ მახუნჯიადან ​მამაკაცი გაიტაცეს - ოჯახი დახმარებას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2017-01-31 15:15:00
გალის რაიონის სოფელ მახუნჯიადან 48 წლის გ.ც. გაიტაცეს, ამის შესახებ ადგილიდან „მოამბის" ჟურნალისტი იუწყება. შემთხვევა ოთხი დღის წინ მოხდა.ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ექვსმა პირმა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან იარაღის მუქარით გაიყვანა მამაკაცი. იმ დროისათვის, ოჯახში მამაკაცის მოხუცი დედა და მეუღლე იმყოფებოდნენ. როგორც გ.ც-ს დამ და მეუღლემ „მოამბესთან" ინტერვიუში განაცხადეს, გამტაცებლებმა დაიბარეს, რომ თუ 200 ათას რუსულ რუბლს არ გადაიხდიან, მამაკაცს ცოცხალს ვერ ნახავენ. გატაცებულის ოჯახი დახმარებას ითხოვს. მისი ადგილსამყოფელი, ამ დრომდე, უცნობია. 
წაკითხვა
ავარია რუსთავში - სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს ავტომობილი შეეჯახა
გამოქვეყნებულია: 2017-01-31 14:55:00
რუსთავში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს „მერსედესის" მარკის ავტომობილი შეეჯახა. როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა, დაახლოებით, 40 წუთის წინ, მშენებელთა ქუჩაზე მოხდა. შსს-ს ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი გაფორმდა. 
წაკითხვა
ვინ აუნაზღაურებს მატერიალურ დანაკარგს ხანძრის შედეგად დაზარალებულებს
განახლებულია: 2017-01-30 20:10:00
ვინ აუნაზღაურებს მატერიალურ დანაკარგს ხანძრის შედეგად დაზარალებულებს - ამ შეკითხვაზე პასუხი, ამ დრომდე არ არსებობს. როგორც ირკვევა, დაზღვეული იყო მხოლოდ სავაჭრო ცენტრის შენობა. თუმცა ეს მოიჯარეებს, რომლებსაც ფართები ჰქონდათ ნაქირავები, არ ეხებათ. მოვაჭრეთა ნაწილი დაკარგული ქონების კომპენსაციას ხელისუფლებისგან ითხოვს, თბილისის მერი კი დაზარალებულებსა და შენობის მფლობელ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებების შინაარსით ინტერესდება. არსებობს თუ არა ზარალის ანაზღაურების მექანიზმი მსგავს შემთხვევებში და რა პოზიცია აქვთ შენობის მფლობელებს? - ნახეთ მარიამ აფციაურის სიუჟეტი  
წაკითხვა
დაზარალებულები „ბავშვთა სამყაროს“ შენობიდან გადარჩენილი პროდუქციის გამოტანას ითხოვენ
გამოქვეყნებულია: 2017-01-30 20:05:00
დამწვარი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ხმაურია. დაზარალებულები შენობაში შესვლას და გადარჩენილი პროდუქციის გამოტანას ითხოვენ. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ადგილზე მობილიზებული ბრიგადები დამწვარ სავაჭრო ცენტრში შესვლის ნებართვას არ იძლევიან. ადგილზე მერიის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. მომხდარს ეხმაურება პრემიერრმინისტრიც. სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიიდან თეონა ხუბულავა გვერთვება.
წაკითხვა
„ბავშვთა სამყაროში“ პირველ სართულზე ცეცხლი კვლავ აალდა - დაზარალებულები ხელისუფლებას მიმართავენ
გამოქვეყნებულია: 2017-01-30 20:00:00
„ბავშვთა სამყარო“ განადგურებულია. დამწვარია 13 000 კვადრატული მეტრი. ასობით დაზარალებული მოვაჭრე დახმარებას ითხოვს. სახანძრო ბრიგადები ხანძრის კერების ჩაქრობას დილის 5 საათიდან ცდილობენ. ოფიციალური ცნობით, საცავებში დაცული ძვირფასეულობა გადარჩენილია. თუმცა ექსპერტები მათი შენობიდან გამოტანას ჯერ ვერ ახერხებენ. მიზეზი სავაჭრო ცენტრის ჩამონგრევის მაღალი რისკია. ხანძრის ლიკვიდაციის 16 საათიანი ოპერაცია #მოამბეში.
წაკითხვა
„ბავშვთა სამყაროში“ ცეცხლი კვლავ აალდა
გამოქვეყნებულია: 2017-01-30 18:39:00
„ბავშვთა სამყაროს“ შენობაში ცეცხლი კვლავ აალდა. ამის შესახებ „მოამბის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.ჟურნალისტის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი.ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.ცეცხლი სავაჭრო ცენტრის მარჯვენა შესასვლელში, პირველ სართულზე აალდა.ადგილზე იმყოფებიან ხანძრისგან დაზარალებული მოვაჭრეები, რომელთაც შენობაში შესვლა სურთ, თუმცა სამართალდამცავები მათ შენობასთან მიახლოების უფლებას არ აძლევენ.
წაკითხვა
„ბავშვთა სამყაროში“ ცეცხლის ცალკეული კერების დამუშავება მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-01-30 18:22:00
„ბავშვთა სამყაროს“ შენობაში ცეცხლის ცალკეული კერების დამუშავება მიმდინარეობს.როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.მასშტაბური ხანძარი „ბავშვთა სამყაროში“ გვიან ღამით გაჩნდა. 10 ათასზე მეტი კვადრატული მეტრის ფართობი მთლიანად განადგურდა. ჩამონგრეულია შენობის ნაწილი. ზარალი დიდია, ზიანი1000 -ზე მეტ მეწარმეს მიადგა. დაზარალებულები ტერიტორიაზე შესვლას და საკუთარი ქონების გამოტანას ცდილობდნენ, თუმცა საშიშროების გამო სამაშველო სამასხურმა მათ ამის საშუალება არ მისცა.    ამასთან, სავაჭრო ცენტრის  შენობის იმ ნაწილის დემონტაჟი მოხდება, სადაც სეიფებია მოთავსებული.
წაკითხვა
„ბავშვთა სამყაროს“ შენობის იმ ნაწილის დემონტაჟი მოხდება, სადაც სეიფებია მოთავსებული
გამოქვეყნებულია: 2017-01-30 18:02:00
თბილისის ვიცე-მერი იმ კომპანიასთან გამართავს მოლაპარაკებებს, რომელიც „ბავშვთა სამყაროს“ შენობის ნაწილის დემონტაჟს განახორციელებს.ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი შენობიდან დაზარალებულთა ნივთების გამოტანა.აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შენობა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებმა დაათვალიერეს. მერიის პრესსამსახურის ცნობით, მოხდება  იმ ნაწილის დემონტაჟი სადაც სეიფებია, რადგან ადგილზე შესვლა უსაფრთხო იყოს.ვიცე-მერის ლაშა აბაშიძის თქმით, დემონტაჟთან დაკავშირებული დეტალები დღის ბოლომდე გაირკვევა.„იყვნენ შესულები ექსპერტები. საცავი გადარჩენილია, საიდანაც უნდა მოხდეს ქონების გამოტანა, ახლა გვაქვს შეხვედრა მეპატრონეებთან“,- განაცხადა აბაშიძემ.მასშტაბური ხანძარი „ბავშვთა სამყაროში“ გვიან ღამით გაჩნდა. 10 ათასზე მეტი კვადრატული მეტრის ფართობი მთლიანად განადგურდა. ჩამონგრეულია შენობის ნაწილი. ზარალი დიდია, ზიანი1000 -ზე მეტ მეწარმეს მიადგა. დაზარალებულები ტერიტორიაზე შესვლას და საკუთარი ქონების გამოტანას ცდილობდნენ, თუმცა საშიშროების გამო სამაშველო სამსახურმა მათ ამის საშუალება არ მისცა.   
წაკითხვა
ექსპერტების თქმით, წინასწარი დათვალიერებით „ბავშვთა სამყაროს“ საცავებში დაცული ოქრო-ვერცხლი გადარჩენილია
გამოქვეყნებულია: 2017-01-30 18:00:00
საცავებში დაცული ოქრო-ვერცხლი წინასწარი დათვალიერებით გადარჩენილია. „ბავშვთა სამყაროს“ დამწვარი შენობა სპეციალურმა ჯგუფმა ცოტა ხნის წინ დატოვა. ადგილზე, სადაც ასობით დაზარალებული მოვაჭრე რჩება, ექსპერტთა მეორე ნაკადს ელოდებიან, რომლებმაც უნდა დაადგინონ, როდის იქნება შესაძლებელი ნივთების უსაფრთხოდ გამოტანა. სამაშველო ბრიგადები დამწვარი ნაგებობის სრულად ჩამონგრევის მაღალ რისკზე საუბრობენ. ცეცხლის ძირითადი კერები ამ დროისათვის ლიკვიდირებულია. მასშტაბური ხანძრის შედეგად, სავაჭრო ცენტრის 10 000 კვადრატული მეტრის ფართობი მთლიანად განადგურებულია.
წაკითხვა
მერიის პრესსამსახური: „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად სეიფები დაზიანებული არ არის
გამოქვეყნებულია: 2017-01-30 16:24:00
მერიის პრესამსახურის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“  საგანგებო სამსახურისა და ოქროს ბირჟის საცავის წარმომადგენლები შევიდნენ. როგორც თამარ ბოდოკია „ფეისბუქზე“ წერს, სეიფები დაზიანებული არ არის. „ახლა საგანგებო სამსახურისა და ოქროს ბირჟის საცავის წარმომადგენლები შევიდნენ დამწვარ შენობაში. საბედნიეროდ, სეიფები დაზიანებული არ არის“,- წერს ბოდოკია.მასშტაბური ხანძარი „ბავშვთა სამყაროში“ გვიან ღამით გაჩნდა. 10 ათასზე მეტი კვადრატული მეტრის ფართობი მთლიანად განადგურდა. ჩამონგრეულია შენობის ნაწილი. ზარალი დიდია, ზიანი1000 -ზე მეტ მეწარმეს მიადგა. დაზარალებულები ტერიტორიაზე შესვლას და საკუთარი ქონების გამოტანას ცდილობდნენ, თუმცა საშიშროების გამო სამაშველო სამახურმა მათ ამის საშუალება არ მისცა.    
წაკითხვა
ხანძარი „ბავშვთა სამყაროს" შენობაში - ზიანი1000 -ზე მეტ მეწარმეს მიადგა
განახლებულია: 2017-01-30 16:07:00
რამდენიმე წუთის წინ, „ბავშვთა სამყაროს“ შენობის მცირე ნაწილი ჩამოიშალა.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ამ წუთებშიც ცდილობს წყლის ჭავლით ხანძრის შედეგად გაჩენილი კერების ჩაქრობას.მასშტაბური ხანძარი „ბავშვთა სამყაროში“ გვიან ღამით გაჩნდა. 10 ათასი კვადრატული მეტრის ფართობი მთლიანად განადგურდა. ჩამონგრეულია შენობის ნაწილი. ზარალი დიდია, ზიანი1000 -ზე მეტ მეწარმეს მიადგა. დაზარალებულები ტერიტორიაზე შესვლას და საკუთარი ქონების გამოტანას ცდილობდნენ, თუმცა საშიშროების გამო სამაშველო სამახურმა მათ ამის საშუალება არ მისცა.    
წაკითხვა
„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია
გამოქვეყნებულია: 2017-01-30 16:00:00
12 საათიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, თუმცა ადგილზე მაინც რჩებიან სახანძრო ბრიგადები.  ცეცხლისგან განადგურებული სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან დაზარალებულებიც.  სადაზღვევო კომპანია „ალდაგის" განცხადებით, მათთან მხოლოდ „ბავშვთა სამყაროს" შენობა-ნაგებობა იყო დაზღვეული და არა მოვაჭრეების ქონება.   რა ვითარებაა ადგილზე? - ბოლო ინფორმაციას ნოდარ ჩაჩუა მოგვაწვდის. 
წაკითხვა
"ალდაგის" განცხადებით, მათ კომპანიაში მხოლოდ შენობაა დაზღვეული და არა მოვაჭრეების ქონება
გამოქვეყნებულია: 2017-01-30 14:01:00
"ალდაგის" განცხადებით, მათ კომპანიაში მხოლოდ "ბავშვთა სამყაროს" შენობა-ნაგებობაა დაზღვეული და არა მოვაჭრეების ქონება. ამის შესახებ განცხადება „ალდაგის“ ქონებრივი ზარალების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ვახტანგ ებიტაშვილმა გააკეთა."ჩვენი ჯგუფები ინფორმაციის მიღებისთანავე ჩართულები არიან ზარალის რეგულირების პროცესში. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან. ამ ეტაპზე შენობის შიგნით შესვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიზეზების და ასევე ზიანის ოდენობის დასადგენად. ჩვენი მხრიდან უმოკლეს დროში მოხდება მოცემული სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზარალის ანაზღაურება“, - განაცხადა ებიტაშვილმა. როგორც ირკვევა, "ბავშვთა სამყარო" დაზღვეულია 6 მილიონ ლარად. ამ მომენტში კომპანია ექსპერტიზის პასუხებს ელოდება. სწორედ პასუხების მიხედვით გახდება ცნობილი შემდეგი ნაბიჯები. „ზიანის ოდენობა გვეცოდინება ექსპერტიზების დასრულების შემდეგ, რაც გულისხმობს ასევე შენობის გარემონტებას მისი აღდგენის შემთხვევაში, ხოლო თუ შენობა ავარიული გახდა და მისი აღდგენა ფიზიკურად შეუძლებელია, ბუნებრივია, სრულ ზიანზე იქნება საუბარი“, - განაცხადა ებიტაშვილმა.
წაკითხვა
ალიბეგაშვილი: ეს ადამიანები მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფოს მხრიდან თანადგომას იგრძნობენ
გამოქვეყნებულია: 2017-01-30 12:23:00
ამ წუთებში სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის კერების ჩაქრობითი სამუშაოები გრძელდება.ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან მოვაჭრეები, რომლებიც გადარჩენილი საქონლის გატანის უფლებას ითხოვენ, თუმცა ამის საშუალებას მათ საპატრულო პოლიცია უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე არ აძლევს.ტერიტორიაზე ამ წუთებში იმყოფება საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ასევე ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე. სამწუხარო უწოდა ალიბეგაშვილმა მომხდარ შემთხვევას. მან თანაგრძნობა გამოხატა იმ მოვაჭრეების მიმართ, ვინც ამ ტერიტორიაზე ვაჭრობდა.როგორც ალიბეგაშვილმა აღნიშნა, ეს ადამიანები მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფოს მხრიდან თანადგომას იგრძნობენ.მიუხედავად იმისა, რომ დავით ნარმანიამ მომხდარზე პასუხისმგებლობა ბაზრობის ადმინისტრაციას დააკისრა, ალიბეგაშვილი გამოძიების დასრულებამდე დასკვნების გამოტანისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ხალხის მეტად გაღიზიანებას გამოიწვევს მისი მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთება.ირაკლი აბესაძე დაზარალებულების დახმარების ვალდებულებას ხელისუფლებას აკისრებს.მისი თქმით, ხელისუფლებამ დროულად უნდა გამოუყოს ალტერნატიული სავაჭრო ფართები დაზარალებულებს, უნდა მოხდეს მინიმალური კომპენსაციების გაცემა და ბანკებთან ურთიერთობებში დახმარების აღმოჩენა.
წაკითხვა
შსს-მ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
განახლებულია: 2017-01-30 12:00:00
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.„ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად, სრულადაა დამწვარი სავაჭრო ცენტრი და მიმდებარე საწყობები. ადგილზე ათეულობით სახანძრო ბრიგადა ცეცხლს რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდა. ადგილზე შეკრებილები არიან დაზარალებული მოვაჭრეები, რომელთა ნაწილი გადარჩენილი ნივთების მოძიებას ცდილობს. ისინი პრეტენზიას გამოთქვამენ, რომ ხანძრის ჩაქრობა რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ მოხერხდა. ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვდა თბილისის მერი. დავით ნარმანია დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდა. 
წაკითხვა