საზოგადოებრივი
104.5 FM
დავით გელაშვილი: „ბავშვთა სამყაროს“ შენობა ამჟამად ავარიულია
გამოქვეყნებულია: 2017-01-30 11:16:00
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილის დავით გელაშვილის ინფორმაციით, ამჟამად „ბავშვთა სამყაროს“ შენობა ავარიულია.როგორც გელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხანძრის შედეგად მოხდა მეორე, მესამე და მეოთხე სართულებს შორის გადახურვის ჩამონგრევა.მისივე თქმით, შენობაში მუშაობა ამ მომენტისთვის საფრთხეს წარმოადგენს.„04:10 წუთზე შემოვიდა შეტყობინება. დაახლოებით, სამ წუთში მოვიდა პირველი დანაყოფი, 3000კვ.მ-ზე იყო ხანძარი. გამოძახებაზე სულ მოვიდა 31 სახანძრო-სამაშველო დანაყოფი. ხანძრის ქრობიდან ხუთ წუთში ცეცხლი გავრცელდა „ბავშვთა სამყაროს“ მთლიან შენობაზე, რომლის ფართობი შეადგენს დაახლოებით 10 000 კვ.მ-ს, მოსვლიდან 10-15 წუთში უკვე 13 000 კვ.მ ზე იყო ღია ცეცხლი გაჩენილი.ამ მომენტისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს ცალკეული კერების ჩაქრობითი სამუშაოები.მაღალი ტემპერატურის შედეგად, შენობის გარკვეულმა ფრაგმენტებმა მიიღო დაზიანება, მოხდა მეორე, მესამე და მეოთხე სართულებს შორის გადახურვის ჩამონგრევა. ამ მომენტისთვის შენობა, შეიძლება ითქვას, რომ ავარიულია.შიგნით მუშაობა დიდ საფრთხეს წარმოადგენს“,- განაცხადა გელაშვილმა.მისივე თქმით, იყო საშიშროება ხანძარი ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე მიწისქვეშა გადასასვლელიდან მეტროს ჩასასვლელისკენ გავრცელებულიყო. გელაშვილის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ეს საფრთხე მოხსნილია.როგორც გელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მსუბუქად დაშავდა ერთი მეხანძრე-მაშველი.
წაკითხვა
„ბავშვთა სამყარო“ ხანძრის შემდეგ - ფოტორეპორტაჟი
გამოქვეყნებულია: 2017-01-30 10:42:00
„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად, სავაჭრო ცენტრი და მიმდებარე საწყობები სრულად დაიწვა. ადგილზე ათეულობით სახანძრო ბრიგადა ცეცხლს რამდენიმე საათი აქრობდა. სავაჭრო ცენტრთან შეკრებილები არიან დაზარალებული მოვაჭრეები. ვითარებას გაეცნო და დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვდა თბილისის მერი. დავით ნარმანია დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდა. ხანძრის გაჩენის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.ფოტოები შემთხვევის ადგილიდან
წაკითხვა
ხანძრის შედეგად „ბავშვთა სამყაროს“ შენობის ზედა ნაწილი ჩამოიშალა
განახლებულია: 2017-01-30 10:06:00
„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად სავაჭრო ცენტრის შენობის ზედა ნაწილი ჩამოიშალა.ამის შესახებ ადგილიდან „მოამბის„ კორესპონდენტი იუწყება.მისივე ინფორმაციით, ნანგრევებში ერთი მეხანძრე მოყვა, თუმცა არ დაზარალებულა, მან საკუთარი ფეხით შეძლო ნანგრევებიდან გამოსვლა.დაზარალებულებმა სავაჭრო ცენტრიდან საკუთარი ნივთების გამოტანა ცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება სახანძრო-სამაშველო სამსახურმა შენობის ნაწილის ჩამოშლის შემდეგ არ მისცეს.ხანძარი სრულად ლოკალიზებული ამ დრომდე არ არის.„ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად, სრულადაა დამწვარი სავაჭრო ცენტრი და მიმდებარე საწყობები. ადგილზე ათეულობით სახანძრო ბრიგადა ცეცხლს უკვე რამდენიმე საათია ებრძვის. ადგილზე შეკრებილები არიან დაზარალებული მოვაჭრეები. ისინი პრეტენზიას გამოთქვამენ, რომ ხანძრის ჩაქრობა რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ მოხერხდა. ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და დაზარალებულ მოვაჭრეებს
წაკითხვა
„ბავშვთა სამყაროს" შენობაში ცეცხლის ლოკალიზებას მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ
გამოქვეყნებულია: 2017-01-30 10:02:00
ამ დრომდე ვერ ხერხდება ცეცხლის ჩაქრობა სადგურის მოედანზე. გაჩენილი ხანძრის შედეგად, სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო“ და მიმდებარე საწყობები მთლიანად დაიწვა, ჩამოიშალა შენობის ნაწილი. რა ვითარებაა ადგილზე? - ბოლო ინფორმაციას თეონა ხუბულავა მოგვაწვდის.  
წაკითხვა
ბათუმში ხანძრის შედეგად დაზარალებულები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან
განახლებულია: 2017-01-29 16:16:00
ხანძარი იყო დღეს ბათუმში. თამარის დასახლებაში ბარაკული ტიპის სახლები დაიწვა.„მოამბის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ღია ცის ქვეშ 12 ოჯახი, სულ 70-მდე ადამიანი დარჩა.ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  ერთ-ერთ ვერსიად ელექტროგაყვანილობის გაუმართაობა სახელდება.დაზარალებულები მოითხოვენ ბათუმის მერიისა და აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას. ისინი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.თუ დროული რეაგირება არ იქნება, ხანძრისგან დაზარალებულები პროტესტის ნიშნად დღევანდელ ღამეს ღია ცის ქვეშ გაათენებენ.
წაკითხვა
ვიდეო: რუსეთის ერთ-ერთ აეროპორტში თვითმფრინავი მოცურდა
გამოქვეყნებულია: 2017-01-27 15:49:00
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ მოცურდა ყინულზე ნოვოსიბირსკის აეროპორტში თვითმფრინავი. რუსული მედიის ინფორმაციით, Airbus A320, რომელსაც ინციდენტი შეემთხვა, ასრულებდა რეისს პეკინი-ნოვოსიბირსკი. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. 
წაკითხვა
სასწრაფოდ
რუსთაველზე მომხდარი ავარიის შესახებ, შსს განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-01-27 13:56:00
თბილისში, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე დღის წინ მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კანონის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალეული პირის გამოკვეთა და მისთვის ბრალის წარდგენა მხოლოდ შესაბამისი ექსპერტიზების დასრულების შემდეგაა შესაძლებელი.შსს-ს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სამივე მძღოლი პოლიციის მიერ მოწმის სახით გამოიკითხა.„მიმდინარე წლის 24 იანვარს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.გამოძიების ფარგლებში, დაინიშნა ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები, რომელთა დასკვნების საფუძველზე, საგამოძიებო ორგანოს ექნება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რათა ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე პირის მიმართ განხორციელდეს კანონის შესაბამისი ღონისძიებები.რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სამივე მძღოლს, მომხდართან დაკავშირებით ისინი პოლიციის მიერ მოწმის სახით გამოიკითხნენ.საზოგადოების ინფორმირებისთვის კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ, კანონის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალეული პირის გამოკვეთა და მისთვის ბრალის წარდგენა მხოლოდ შესაბამისი ექსპერტიზების დასრულების შემდეგაა შესაძლებელი.შს სამინისტრო მიმართავს მაქსიმალურ ძალისხმევას, რომ აღნიშნული საქმე დროულად იქნას გამოძიებული და დამნაშავე წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
წაკითხვა
გახშირებულ ავარიებზე გამოკითხვისას, „მოამბის“ ჟურნალისტი ავარიას შეესწრო
გამოქვეყნებულია: 2017-01-27 12:36:00
თბილისში, ვეფხვისა და მოყმის ძეგლთან ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ორივე მანქანა დაზიანებულია, თუმცა მგზავრები არ დაშავებულან. ავარიას ადგილზე "მოამბის" კორესპონდენტი შეესწრო, რომელიც გამოკითხვას გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებზე აკეთებდა.
წაკითხვა
სასწრაფოდ
ავარია კახეთში - დაშავებულია ორი ადამიანი
გამოქვეყნებულია: 2017-01-27 12:15:00
გურჯაანის რაიონის სოფელ კახიფართან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.როგორც საზოგადოებრივის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, სავარაუდოდ, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად, სავარაუდოდ, ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წაკითხვა
ავარია რუსთაველის გამზირზე - გარდაცვლილია ერთი ადამიანი
განახლებულია: 2017-01-25 12:18:00
რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო სამი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივ მაუწყებელს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა.როგორც შსს-ში განმარტეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსს 276-ე მუხლით მიმდინარეობს  რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. უწყების ცნობით, დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს. 
წაკითხვა
იტალიაში ვერტმფრენი ჩამოვარდა - გარდაცვლილია ექვსი ადამიანი
გამოქვეყნებულია: 2017-01-24 20:00:00
ექვსი ადამიანი გარდაიცვალა ცენტრალურ იტალიაში სამაშველო ვერტმფრენის მთებში ჩამოვარდნის შედეგად, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს. ვერტმფრენს კამპო ფელიჩეს სათხილამურო კურორტიდან დაშავებული მოთხილამურე აბრუცოს პროვინციაში მდებარე კლინიკაში გადაჰყავდა. როგორ თვითმხილველები აცხადებენ, ვარდნამდე აფეთქების ხმა მოესმათ. ქალაქ ლუკოლის მერის ჯანლუკა მაროჩის თქმით, ვერტმფრენი ძალიან ნელა მიფრინავდა და მოულოდნელად ნისლში გაუჩინარდა.ავიაკატასტროფის ზუსტი მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია. 
წაკითხვა
კოსტავას ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შესახებ თვითმხილველები საუბრობენ
გამოქვეყნებულია: 2017-01-24 11:34:00
თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შესახებ საზოგადოებრივთან თვითმხილველები საუბრობენ. მათი თქმით, შუახნის მამაკაცი მიწისქვეშა გადასასვლელთან ბორდიურზე იჯდა, ის შეუძლოდ გახდა, წაიქცა, რა დროსაც სამარშრუტო მიკროავტობუსს თავი მიარტყა. სასწრაფოს ავტომანქანაში მას გადაუდებელი დახმარება ჩაუტარდა, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა. ავტომობილი შუახნის მამაკაცს ცოტა ხნის წინ დაეჯახა. შემთხვევა სტუ-ს მეორე კორპუსის წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელთან მოხდა.
წაკითხვა
სასწრაფოდ
კოსტავას ქუჩაზე მამაკაცს მანქანა დაეჯახა
გამოქვეყნებულია: 2017-01-24 11:03:00
თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ავტომობილი შუახნის მამაკაცს დაეჯახა.შემთხვევა სტუ-ს მეორე კორპუსის წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელთან მოხდა.შემთხვევის შედეგად დაზარალებული მამაკაცი, მიყენებული დაზიანების გამო გარდაიცვალა.
წაკითხვა
სასწრაფოდ
მატარებლის შეჯახების შედეგად, თბილისში მამაკაცი გარდაიცვალა
გამოქვეყნებულია: 2017-01-24 10:37:00
​თბილისში, დიდუბის ტერიტორიაზე ორსართულიანი სამგზავრო მატარებელი მამაკაცს დაეჯახა.როგორც საზოგადოებრივს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად, მამაკაცი გარდაიცვალა.შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ეხება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წაკითხვა
ფოთში ავარიას 19 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-01-23 20:16:00
ავტოსაგზაო შემთხვევას ფოთში 19 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც „მოამბის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ავარია რამდენიმე წუთის წინ მოხდა. „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა.მძღოლის იდენტიფიცირება ჯერ ვერ მოხერხდა, თუმცა, სავარაუდოდ, გარდაცვლილი 19 წლის მამაკაცია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო, სამედიცინო და სამაშველო სამსახური.მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.
წაკითხვა
რუსთავში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ექვსი ადამიანი მოიწამლა
გამოქვეყნებულია: 2017-01-23 15:03:00
რუსთავში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ექვსი ადამიანი მოიწამლა.საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ინფორმაციით, მოწამლულია ოთხი მცირეწლოვანი და მათი მშობლები.ბავშვები ბავშვთა საავადმყოფოში, ხოლო მათი მშობლები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.მშობლების ვარაუდით, ბუნებრივმა აირმა წყლის გამათბობლიდან გაჟონა.
წაკითხვა
გორში, სოფელ ფლავში ხანძარია
გამოქვეყნებულია: 0000-00-00 00:00:00
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფლავში ხანძარია. როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იმყოფება.მათივე ცნობით, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არის
წაკითხვა