საზოგადოებრივი
104.5 FM
ჩხოროწყუში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-10-12 22:35:00
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ჩხოროწყუში.ჩხოროწყუ-მუხურის გზაზე, ლეგახარიეს მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილი მოსრიალდა, ბორდიურს შეეჯახა და ხრამში გადავარდა.მანქანაში იმყოფებოდნენ ძმები სოფელ ხაბუმედან. შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ერთი ძმა, ხოლო მეორე ჩხოროწყუს საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების განმარტებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წაკითხვა
უჯარმაში ავტოავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-12 15:31:00
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში საპირისპირო მიმართულებით მოძრავი „ოპელისა“ და „ლადას“ მარკის ავტომობილების შეჯახების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საგარეჯოს საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. საავადმყოფოს ექიმის განცხადებით, ოთხი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შესაძლოა, სახლში გაწერონ. შედარებით მძიმეა ერთი დაშავებულის მდგომარეობა, რომელსაც სავარაუდოდ, ქვედა კიდურზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება.შსს-ის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წაკითხვა
წყნეთის გზატკეცილზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-12 02:43:00
თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.პირველი არხის ინფორმაციით, სამართალდამცველები ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტთან არიან მობილიზებული.სხვა დეტალები ჯერ უცნობია. პირველი არხი უახლეს ინფორმაციას შემთხვევის ადგილიდან მოგაწვდით.
წაკითხვა
მკვლელობა ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურში
გამოქვეყნებულია: 2017-10-11 19:32:00
მკვლელობა ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურში - თვითმხილველების განცხადებით, 42 წლის მამაკაცის მკვლელობის მიზეზი სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება გახდა. მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით გულმკერდის არეში მიაყენეს. ექიმების განცხადებით, საავადმყოფოში შეყვანისას ის უკვე გარდაცვლილი იყო. „ჩვენ მის დახმარებას ვერ შევძლებდით, რადგან მამაკაცი საავდმყოფოში გადმოყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო“, - აცხადებს ოზურგეთის სამედიცინო ცენტრ „მედალფას“ დირექტორი დავით მდინარაძე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
წაკითხვა
აკურის საჯარო სკოლის რეაბილიტაციისას იატაკის ჩანგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-11 17:15:00
სოფელ აკურის საჯარო სკოლის რეაბილიტაციისას იატაკის ჩანგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ცოტახნის წინ მოხდა.დაშავებული ხერხემლის დაზიანებით, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
წაკითხვა
საგარეჯოში, ავტოვარიის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა
გამოქვეყნებულია: 2017-10-11 11:01:00
საგარეჯოში, „მიცუბიშისა“ და „ფორდის“  მარკის ავტომანქანების შეჯახების შედეგად, ადგილზე ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, რომელიც „მიცუბიშის“ მარკის ავტომობილს მართავდა. შემთხვევის შედეგად ორი მგზავრი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები სხეულის სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანა.წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წაკითხვა
ნუცუბიძის ქუჩაზე ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა [ფოტოები]
გამოქვეყნებულია: 2017-10-11 09:21:00
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რამდენიმე წუთის წინ ნუცუბიძის ქუჩაზე. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გარე განათების ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც ბოძი წაიქცა და როგორც ავტომობილი, ასევე სამარშრუტო მიკროავტობუსი დააზიანა. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ ნუცუბიძის ქუჩაზე მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტომობილის მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება. 
წაკითხვა
ლანჩხუთში მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამობრუნდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-10 18:45:00
ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამობრუნდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. „მოამბის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, ავტომობილში ოთხი ახალგაზრდა ისხდა. ექიმების განცხადებით, ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ისინი ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ჯერჯერობით უცნობია ავარიის ზუსტი მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება.
წაკითხვა
თელავში, ერთ-ერთ კაფეში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-10 10:22:00
თელავში, ერეკლე მეორეს ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფეში 27 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც პირველ არხს თვითმხილველებმა განუცხადეს, მამაკაცს აღნიშნული კაფე დაქირავებული ჰქონდა. ისინი ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მომხდარის სხვა დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.„მოამბის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და კრიმინალისტთა ჯგუფი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წაკითხვა
დედოფლისწყაროში მიკროავტობუსი სატვირთოს შეეჯახა - გარდაცვლილია ორი მგზავრი
გამოქვეყნებულია: 2017-10-09 22:05:00
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა დედოფლისწყაროში. თბილისი-დედოფლისწყაროს საავტომობილო მაგისტრალზე მდგომ სატვირთო ავტომობილს „ფორდ ტრანზიტის“ მარკის სამარშუტო ტაქსი შეეჯახა. ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსში მყოფი ორი მგზავრი, მძღოლი კი საავადმყოფოშია მოთავსებული. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და კრიმინალისტები. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. 
წაკითხვა
პირი, რომელმაც გონიოში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრა, დაკავებულია
გამოქვეყნებულია: 2017-10-09 20:13:00
პირი, რომელმაც გუშინ გონიოში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრა, დაკავებულია. იგი 40 წლამდე მამაკაცია.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე გადაკვალიფიცირდა და გამოძიება 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა. უწყებაში მოტივებზე არ საუბრობენ.გონიოში ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ, დაახლოებით 20:00 საათზე ღამის კლუბ „დენიზში“ დაჭრეს. ჭრილობა მას გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია გუშინვე ჩაუტარდა და სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში ამჟამადაც რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
წაკითხვა
აღმაშენებლის ხეივანში მსუბუქი ავტომანქანა აფეთქდა [ფოტო/ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-10-09 19:40:00
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მსუბუქი ავტომანქანა აფეთქდა.როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.მათივე ცნობით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადის ერთი ჯგუფი გავიდა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირველადი ვერსიით, ცეცხლი ავტომანქანის ელექტროობას წაეკიდა.უწყების ინფორმაციით, მძღოლს არავისთან აქვს პრეტენზიები და შესაბამისად, როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება არ დაწყებულა. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. 
წაკითხვა
გონიოში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-09 17:14:00
გონიოში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ ღამით კლუბ „დენიზში“ მოხდა. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც წუხელვე მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.„გუშინ, დაახლოებით 20:30 საათზე შემოიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალგაზრდა მამაკაცი, გულ-მკერდის არეში ჭრილობა სამჯერ ჰქონდა მიყენებული. მდგომარეობა მიღებისთანავე შეფასდა, როგორც მძიმე, გაუკეთდა სასწრაფო ოპერაცია. დღესდღეობით იგი რეანიმაციაშია და მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“,-განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე გიორგი კიკაბიძემ.შემთხვევას ხელვაჩაურის პოლიცია იძიებს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის შესაბამისად აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ასევე დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
წაკითხვა
თელავის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე სავაჭრო ცენტრის ნაწილი ჩამოინგრა
გამოქვეყნებულია: 2017-10-09 14:07:00
თელავის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე სავაჭრო ცენტრის ნაწილი ჩამოინგრა. პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო ბრიგადები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
წაკითხვა
ახმეტაში 86 წლის ქალს მესამე დღეა, ოჯახი და პოლიცია ეძებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-07 23:59:00
ახმეტაში 86 წლის ოლია კაცელაშვილს მესამე დღეა, ოჯახი და პოლიცია ეძებს. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ქალი სახლიდან შეუმჩნევლად გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. „მოამბის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, ოჯახმა დაკარგული ოლია კაცელაშვილის პოვნა საკუთარი ძალებით სცადა, ხოლო მოგივნებით პოლიციას მიმართა. როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ამ ეტაპზე ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება რომელი მუხლით დაიწყება, ცნობილი არ არის. უწყების ცნობით, თუ ქალი ხუთი დღის ვადაში არ გამოჩნდება, იგი უგზოუკვლოდ დაკარგულად გამოცხადდება.
წაკითხვა
ხობში სამარშრუტო ტაქსი ველოსიპედით მოსიარულეს დაეჯახა
გამოქვეყნებულია: 2017-10-07 23:29:00
თბილისი-ზუგდიდის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში, სამარშრუტო ტაქსი ველოსიპედით მოსიარულეს დაეჯახა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაზარალებული ხამისკურის მკვიდრია.დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. „ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის გიორგი ნიორაძის თქმით, პაციენტს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. ამ დროისთვის დაშავებულს გამოკვლევები უტარდება.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა​ს.ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შს სამინისტროს ცნობით, ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
წაკითხვა
რუსთავში, ქვეითთა გადასასვლელზე ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა
გამოქვეყნებულია: 2017-10-06 22:58:00
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როდესაც ქვეითთა გადასასვლელზე გადადიოდა.როგორც „მოამბის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. 
წაკითხვა
„კიდობანთან“ მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-10-06 17:12:00
თბილისში, სავაჭრო ცენტრ „კიდობნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამარშრუტო მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა.ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების ავტომანქანები მალევე მივიდნენ. დაახლოებით, 15 წუთში ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.ხანძრის ამსახველი ვიდეომასალა პირველ არხს თვითმხილველმა მიაწოდა. 
წაკითხვა
ბათუმის ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან თხევადი გაზის ბალონი აალდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-06 11:24:00
ბათუმში მე-14 საბავშვო ბაღთან თხევადი გაზის ბალონი აალდა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორი ნატალია ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ბალონი მაშინ აალდა, როდესაც მას ანაცვლებდნენ. მისივე თქმით, შემთხვევა საბავშვო ბაღის ტერიტორიის გარეთ მოხდა .„საბავშვო ბაღთან თხევადი გაზის ბალონის ჩანაცვლება მიმდინარეობდა, რა დროსაც, იგი აალდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ჩვენმა თანამშრომლებმა დროულად იმოქმედეს და ხანძარი ჩააქრეს“, - განაცხადა ნატალია ზაქარეიშვილმა.საბავშვო ბაღში ბუნებრივი აირი შეყვანილი არ არის, სკოლამდელი დაწესებულება თხევადი აირით მარაგდება.
წაკითხვა
გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში ქართველი სტუდენტი გარდაცვლილი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-05 13:40:00
გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში ქართველი სტუდენტი გარდაცვლილი იპოვეს. ბ.ი.-ს გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად ამ დრომდე არ ვრცელდება. პირველი არხი დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, სადაც განაცხადეს, რომ საქართველოს საკონსულო ჩართულია სტუდენტის გადმოსვენების პროცესში.ქართველი ახალგაზრდა გერმანიაში სწავლობდა, ხოლო გამგზავრებამდე ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. 
წაკითხვა