საზოგადოებრივი
104.5 FM
ქობულეთში ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონე გარდაცვლილი ნახეს
გამოქვეყნებულია: 2017-05-29 11:53:00
ქობულეთში, გარდაცვლილი იპოვეს ერთ-ერთი ცნობილი სასტუმროს მეპატრონე, სადაც რამდენიმე წლის წინ ტრაგიკული ფაქტი მოხდა. როგორც საზოგადოებრივის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, 50 წლამდე ასაკის მამაკაცმა სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო.შსს-ს პრესსამსახური მომხდარ ფაქტს ადასტურებს, თუმცა გარდაცვლილის ვინაობას არ აკონკრეტებს. უწყების პრესსამსახურის ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 
წაკითხვა
„თბილსრესში“ ავარიის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა
გამოქვეყნებულია: 2017-05-25 12:39:00
„თბილსრესში“ მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ სხეულის 80 პროცენტიანი დამწვრობა მიიღეს და მძიმე მდგომარეობაში გარდაბნის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალში“ არიან მოთავსებულები. ამ წუთებში ადგილზე რეანომობილებს ელოდებიან, რათა დაზარალებულები თბილისში გადაიყვანონ. "თბილსრესში" ამ დროისთვის ავარიის შესახებ კომენტარი არ გაკეთებულა. რამდენიმე წუთის წინ ტერიტორიაზე კრიმინალური პოლიცია შევიდა.
წაკითხვა
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-05-25 11:02:00
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მეშვიდე ნაწილებით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ასევე ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
წაკითხვა
ყაზახეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2017-05-22 13:13:00
ყაზახეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, გარდაცვლილის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.25 წლის არჩილ დავითაძე ასტანაში 18 მაისს დაიკარგა.დავითაძის გარდაცვალების ფაქტი საზოგადოებრივს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.როგორც უწყებაში განაცხადეს, საქართველოს საკონსულო დავითაძის დაკარგვის პირველივე დღიდან, კონტაქტზე იყო ოჯახთან. მათივე ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ოჯახი ინფორმირებულია.გარდაცვალების მიზეზი ჯერ უცნობია.არჩილ დავითაძე ყაზახეთის მოქალაქეზე იყო დაქორწინებული და ქვეყანაში ცხოვრების უფლებით სარგებლობდა.
წაკითხვა
სეფსისის ცენტრთან მომხდარი ინციდენტის შესახებ, შსს განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-05-20 20:02:00
შსს გვიან ღამით, სეფსისის ცენტრთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. შსს-მ უკვე დაადგინა იმ პირის ვინაობა, რომელმაც ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა.„შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაადგინეს იმ პირის ვინაობა, რომელმაც 19 მაისს, თბილისში, ალ. ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა. სროლის შედეგად კლინიკის მე-3 სართულზე არსებული პალატის ფანჯარა დაზიანდა.სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, დაუყოვნებლივ ჩაატარეს აღნიშნული პირის ბინის ჩხრეკა, საიდანაც რეგისტრირებული ცეცხლსასროლი რევოლვერი და ამავე რევოლვერისთვის განკუთვნილი „გეკოს“ ვაზნები ამოიღეს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება გრძელდება ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით)“, - აცხადებენ შსს-ში. 
წაკითხვა
კახეთში მომხდარი ავარიისას ოთხი ახალგაზრდა დაშავდა
გამოქვეყნებულია: 2017-05-20 15:43:00
გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებიც ბოლო ზარის აღსანიშნავად ყვარლის ტბაზე მიდიოდნენ, ავარიაში მოყვნენ. როგორც საზოგადოებრივის კორესპონდენტი იტყობინება, მათი მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. დაშავდა ოთხი ახალგაზრდა, რომელთაგან ორს მოტეხილობები აღენიშნება. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
წაკითხვა
ელიავას ბაზრობასთან ხის საამქროში ხანძარია
გამოქვეყნებულია: 2017-05-20 15:09:00
ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც საზოგადოებრივს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, ხანძარი ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ შენობაში არსებულ ხის საამქროში გაჩნდა. ადგილზე რვა სახანძრო მანქანაა გასული. ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია. 
წაკითხვა
ინფექციურ საავადმყოფოსთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირი სავარაუდოდ, დადგენილია
გამოქვეყნებულია: 2017-05-20 10:34:00
პირის ვინაობა, რომელმაც ინფექციური საავადმყოფოს ფანჯრებს იარაღიდან ესროლა, სავარაუდოდ, დადგენილია. როგორც კლინიკაში მყოფმა ერთ-ერთმა პაციენტმა საზოგადოებრივს განუცხადა, ადგილზე სამართალდამცველები დილამდე მუშაობდნენ და სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით, იმის დადგენა შეძლეს, საიდან მოხდა გასროლა. მისივე ცნობით, გასროლა განხორციელდა საავადმყოფოსთან მდებარე კორპუსიდან და სავარაუდო დამნაშავე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.„ჯერ გავიგე 4 გასროლის ხმა, ცოტა ხანში, პალატაში ფანჯრის შუშა გასკდა და უკვე მეორეჯერ რომ გასკდა შუშა, პალატაში მყოფები იატაკზე დავწექით. მე დავრეკე 112-ში და ხოხვით გავედი კორიდორში“ - განუცხადა ფაქტის თვითმხილველმა საზოგადოებრივს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არ ამბობენ, დადგენილი და დაკავებულია თუ არა ინციდენტში მონაწილე პირი. გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
წაკითხვა
გმირთა მოედანზე არსებულ გვირაბში მსუბუქი ავტომობილი ამობრუნდა
გამოქვეყნებულია: 2017-05-19 11:31:00
თბილისში, გმირთა მოედანზე არსებულ გვირაბში, მსუბუქი ავტომობილი ამობრუნდა.შემთხვევის შედეგად, სამი ახალგაზრდა მამაკაცი მსუბუქად დაშავდა. ისინი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო, სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები. 
წაკითხვა
სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-05-17 23:03:00
სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. როგორც „მოამბის“ ჟურნალისტს თვითმხილველებმა განუცხადეს, შუახნის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის დროს, „ნისანის“ მარკის მსუბუქ ავტომობილში სამი მგზავრი იმყოფებოდა.  დაშავებული ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი სამტრედიის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველების თქმით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წაკითხვა
სოფელ ძეგვში 29 წლის მამაკაცს ეძებენ
გამოქვეყნებულია: 2017-05-16 11:41:00
სოფელ ძეგვში 29 წლის მამაკაცს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები მდინარე მტკვარზე მიმდინარეობს.ოჯახის წევრებისა და ახლობლების ინფორმაციით, ილია რთველიაშვილი ოთხი დღის წინ, შვილთან ერთად სათევზაოდ წავიდა. მოგვიანებით ბავშვი სახლში აიყვანა და ისევ უკნა გაბრუნდა, რის შემდეგაც აღარ გამოჩენილა.ბადე და დაჭერილი თევზები მდინარიდან რამდენიმე მეტრში იპოვნეს, თუმცა ილია რთველიაშვილის კვალს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს.მამაკაცის ახლობლები აცხადებენ, რომ რთველიაშვილმა ცურვა კარგად იცოდა. მათივე ინფორმაციით, მას არც უთანხმოება ჰქონია ვინმესთან.ოჯახის წევრები სამძებრო სამუშაოების გაგრძელებას ითხოვენ.
წაკითხვა
თბილისში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა
გამოქვეყნებულია: 2017-05-16 09:13:00
გვიან ღამით, თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე 3 ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანა. შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
წაკითხვა
ხანძარი ვაჟა-ფშაველას გამზირზე
გამოქვეყნებულია: 2017-05-15 01:42:00
ხანძარი ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ასათიანის ქუჩის კვეთაზე - როგორც „მოამბის“ ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, გვიან ღამით ვაჟა-ფშაველას # 34-ში მდებარე საცხობს ცეცხლი გაუჩნდა. კვების ობიექტთან ბუნებრივი აირის მილები გადის, რის გამოც სამართალდამცველებმა მიმდებარე ტერიტორიის ნაწილი გადაკეტეს. როგორც საზოგადოებრივს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დამწვარია საცხობის სახურავი, 10 კვ.მ. ფართობი. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. ადგილზე სამი სახანძრო ბრიგადა სამართალდამცველებთან ერთად მუშაობს.
წაკითხვა
ჩხოროწყუს რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-05-14 23:03:00
ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. როგორც საზოგადოებრივს რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ ბრიგადას ერთი გარდაცვლილი და ოთხი დაშავებული დახვდა. ოთხივე მამაკაცი ჩხოროწყუს რაიონულ კლინიკაშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 
წაკითხვა
პავლე კუბლაშვილი - ქვეყნაში დაუსჯელობის სინდრომი დამკვიდრდა, ობიექტური გამოძიების იმედი არ მაქვს
გამოქვეყნებულია: 2017-05-14 14:28:00
„ქვეყნაში დაუსჯელობის სინდრომი დამკვიდრდა, უმაღლესი თანამდებობის პირებს, შესაძლოა, თავს დაესხან და დამნაშავეები არ დაისაჯონ. ობიექტური გამოძიების იმედი არ მაქვს, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, პავლე კუბლაშვილმა ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განაცხადა, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას მოსანახულებლად მივიდა. კუბლაშვილის განცხადებით, ის საქმეზე მხოლოდ იმ ინფორმაციას ფლობს, რასაც თავად დაზარალებული ავრცელებს. „მე იმ ინფორმაციას ვფლობ საქმესთან დაკავშირებით, რაზეც დაზარალებული საუბრობს, თუმცა ფაქტია, რომ ქვეყნაში დაუსჯელობის სინდრომი დამკვიდრდა - უმაღლესი თანამდებობის პირებს, შესაძლოა, თავს დაესხნენ და დამნაშავეები არ დაისაჯონ“, - განაცხადა კუბლაშვილმა. კუბლაშვილის განცხადებით, როგორც მისთვის არის ცნობილი, ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს არ იცნობდა და მომხდარი, მისი აზრით, თორდიას საქმიანობას უკავშირდება. მისივე განცხადებით, საქმის ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს. ამ წუთებში ლაშა თორდიას გამოკითხვა შეჩერებულია. საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს პროცესის შეწყვეტა დაზარალებულის მდგომარეობის გაუარესების გამო მოუხდათ. ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრესსამსახურში დაუდასტურეს. თუმცა, როგორც „მოამბის“ ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები კლინიკიდან ჯერ არ გამოსულან. შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ფიზიკური შეურაცხყოფა 12 მაისს მიაყენეს. შემთხვევა თბილისში, შარდენის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. ლაშა თორდია ამ დრომდე კლინიკაში რჩება. თორდიას განცხადებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი დაესხა თავს. 
წაკითხვა
ლაშა თორდიასთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ოთარ ფარცხალაძეს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია
გამოქვეყნებულია: 2017-05-14 12:44:00
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიაზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. „მოამბის“ ჟურნალისტი მას ჯანაშიას ქუჩაზე საცხოვრებელ სახლთან ელოდებოდა. ოთარ ფარცხალაძემ სახლი ცოტა ხნის წინ ავტომობილით დატოვა, თუმცა მასთან კომენტარის ჩასაწერად მისვლა ვერ მოხერხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძე, შესაძლოა, ლაშა თორდიაზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე საგამოძიებო უწყებაში დაიბარონ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლები ამ საკითხზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს 12 მაისს თავს დაესხნენ. შემთხვევა თბილისში, შარდენის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. ლაშა თორდია ამ დრომდე კლინიკაში რჩება. თორდიას განცხადებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი დაესხა თავს. 
წაკითხვა
მაშველებმა სახურავიდან ჩამოიყვანეს მამაკაცი, რომელიც რუსთაველის თეატრის სახურავიდან გადმოხტომით იმუქრებოდა
გამოქვეყნებულია: 2017-05-10 12:08:00
მაშველებმა სახურავიდან ჩამოიყვანეს მამაკაცი, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაში, რუსთაველის თეატრის სახურავიდან გადმოხტომით იმუქრებოდა. როგორც საზოგადოებრივის ჟურნალისტს ადგილზე შეკრებილმა მოსახლეობამ განუცხადა, 40 წლამდე მამაკაცი ახლომდებარე კორპუსში ცხოვრობს.ადგილზე კვლავ რჩებიან სამაშველო ბრიგადები.
წაკითხვა
რუსთაველის თეატრის სახურავიდან მამაკაცი გადმოხტომით იმუქრება
გამოქვეყნებულია: 2017-05-10 11:18:00
რუსთაველის გამზირზე, რუსთაველის თეატრის სახურავიდან მამაკაცი გადმოხტომით იმუქრება.როგორც საზოგადოებრივს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, რუსთაველის თეატრთან სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული. სავარაუდოდ, მამაკაცი ნასვამია. 
წაკითხვა
მეტროსადგურ „წერეთლიდან“ მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა
გამოქვეყნებულია: 2017-05-10 10:32:00
თბილისის მეტროპოლიტენის ინფორმაციით,​ მეტროსადგური „წერეთელი“ მგზავრებს არ ღებულობს. როგორც საზოგადოებრივს მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს, ესკალატორს ტექნიკური პრობლემა შეექმნა. ადგილზე მეტროპოლიტენის ტექნიკური ჯგუფი მუშაობს.ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში საზოგადოებრივს განუცხადეს, რომ მეტროსადგურში მაღალი ძაბვის ელექტროსადენს გაუჩნდა ცეცხლი. ძლიერი დაკვამლიანების გამო, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია.
წაკითხვა
ტყიბულის მაჟორიტარის თქმით, სამი მეშახტის დაღუპვა დასტურდება
გამოქვეყნებულია: 2017-05-09 20:41:00
ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის ინფორმაციით, მას მინდელის შახტაში მომხდარი შემთხვევის შედეგად, სამი დაღუპულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.როგორც საზოგადოებრივს გოცირიძემ განუცხადა, ტყიბულში, შახტის მიმდებარე ტერიტორიაზე მედიკოსების რეანიმაციული ბრიგადა იმყოფება.„სამი დაღუპულის შესახებ ინფორმაცია დადასტურებულია. სხვა დეტალები უცნობია. ადგილზე ჩასვლას მაშველები ცდილობენ და წვალობენ, რადგან 300 მეტრზე ქვემოთაა“, - განაცხადა გოცირიძემ.ტყიბულში თბილისიდან დამატებითი სამაშველო ჯგუფები გაგზავნეს.ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.
წაკითხვა