საზოგადოებრივი
104.5 FM
ტყიბულში დამატებითი სამაშველო ჯგუფები თბილისიდან ჩავლენ
გამოქვეყნებულია: 2017-05-09 19:55:00
ტყიბულში თბილისიდან დამატებითი სამაშველო ჯგუფები გაგზავნეს.ამის შესახებ საზოგადოებრივს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.ადგილზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. სავარაუდოდ, უბედურ შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
წაკითხვა
ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე გამოძიება უკვე დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-05-09 19:53:00
ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.ადგილზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. სავარაუდოდ, უბედურ შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
წაკითხვა
„საქნახშირის“ დირექტორი აცხადებს, რომ ტყიბულის შახტაში უბედური შემთხვევა ბაგირის გაწყვეტამ გამოიწვია
გამოქვეყნებულია: 2017-05-09 19:30:00
„საქნახშირის“ დირექტორი ჯამბულ ჯაყელი აცხადებს, რომ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედური შემთხვევის სავარაუდო მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.როგორც საზოგადოებრივს ჯაყელმა განუცხადა, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ბაგირის გეგმური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.„ავარია მოხდა, ჭაურს არემონტებდნენ, ბაგირის რემონტს აკეთებდნენ, ე.წ. კოსტა ჩავარდა და მუშებიც იქვე იდგნენ. ოთხი ადამიანია ჩავარდნილი. დაღუპულებზე ინფორმაცია არ გვაქვს. ყველა აქ ვართ, დეტალებს ვადგენთ“, - განაცხადა ჯაყელმა.ჯაყელის მსგავსად, დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას არ ფლობს ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე.საზოგადოებრივთან საუბარში გოცირიძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით ინფორმაციას აზუსტებს.„ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავიგე და ახლა ტყიბულისკენ მივდივარ. პირველადი ინფორმაციით, მითხრეს, რომ ვიღაც დაღუპულია. ზუსტად არავინ იცის, მაგრამ ამბობენ, რომ ნახშირი რითაც ამოაქვთ, ბაგირს ცვლიდნენ, გეგმური რემონტი იყო და ის ჩავარდნილა“, - განაცხადა გოცირიძემ.მინდელის შახტა, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. 
წაკითხვა
მინდელის შახტაში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-05-09 19:06:00
ტყიბულში, მინდელის შახტაში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს მომხდარი შემთხვევის შედეგად, სავარაუდოდ, ოთხი მეშახტეა გარდაცვლილი. არსებული ინფორმაციით, შახტაში ბაგირი გაწყდა, რასაც სავარაუდოდ მსხვერპლი მოჰყვა. როგორც საზოგადოებრივს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე მათი ბრიგადებია გასული და სიტუაციას სწავლობენ.  
წაკითხვა
მინდელის შახტაში მომხდარ შემთხვევას სავარაუდოდ მსხვერპლი მოჰყვა
გამოქვეყნებულია: 2017-05-09 19:01:00
მეშახტეების ინფორმაციით, ტყიბულში, მინდელის შახტაში სავარაუდოდ 4 მეშახტე დაიღუპა.ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შახტაში ბაგირი გაწყდა,  რასაც სავარაუდოდ მსხვერპლი მოჰყვა. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.როგორც საზოგადოებრივს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე მათი ბრიგადებია გასული და სიტუაციას სწავლობენ.
წაკითხვა
რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-05-08 01:35:00
რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავდა.როგორც საზოგადოებრივს თვითმხილველმა განუცხადა, „სწრაფად მიმავალი მერსედესის მარკის ავტომანქანა გზის საპირისპირო მხარეს მიმავალ მანქანას შეეჯახა, გზიდან გადავიდა, რის შემდეგაც ავტომანქანას ჯერ ცეცხლი მოეკიდა, შემდეგ კი აფეთქდა“.  ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, სახანძრო, სამაშველო და სასწრაფო დახმარების მანქანები.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.
წაკითხვა
ზუგდიდში თამბაქოს საწყობის აფეთქების შემდეგ, ნანგრევებში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2017-05-08 00:11:00
ზუგდიდში, დგებუაძის ქუჩაზე თამბაქოს საწყობის აფეთქების შემდეგ, ნანგრევებში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.ამის შესახებ „მოამბის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.მისივე ინფორმაციით, საწყობის ტერიტორიაზე სამაშველო სამსახური მუშაობს.აფეთქება თამბაქოს საწყობში დღეს საღამოს მოხდა. „მოამბის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობა მთლიანად დაანგრია.
წაკითხვა
ზუგდიდში თამბაქოს საწყობი აფეთქდა
გამოქვეყნებულია: 2017-05-07 22:53:00
ზუგდიდში, დგებუაძის ქუჩაზე თამბაქოს საწყობი აფეთქდა.როგორც  „მოამბის“ ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური.ჯერ უცნობია, იმყოფებოდა თუ არა ვინმე საწყობში, მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.„მოამბის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობა მთლიანად დაანგრია.ხანძარი შენობაში ლოკალიზებულია.
წაკითხვა
ქუთაისში უბედურ შემთხვევას 6 წლის გოგონა ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-05-04 15:16:00
ქუთაისში, მიღებული დამწვრობისგან 6 წლის გოგონა გარდაიცვალა. დაახლოებით ერთი თვის წინ ბავშვს ცხელი კერძი გადაესხა.გოგონა დამწვრობის ცენტრში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გოგონა გუშინ გარდაიცვალა.როგორც ოჯახის წევრები ყვებიან, გოგონა უმცროს დასთან ერთად თამაშობდა, რა დროსაც მაგიდას დაეჯახა და ქვაბიდან საჭმელი გადაესხა. ბავშვის გარდაცვალების გამო, გოგონას ბებიას გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა.
წაკითხვა
გაგუას კლინიკის წარმომადგენელი - მშობიარის გარდაცვალების ფაქტი არ წარმოადგენს საჯარო განხილვის საგანს
გამოქვეყნებულია: 2017-05-03 13:34:00
გაგუას კლინიკაში მშობიარობის შემდეგ 29 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტზე კომენტარს აკეთებენ და აცხადებენ, რომ ეს საჯარო განხილვის საგანს არ წარმოადგენს. როგორც კლინიკის წარმომადგენელმა გვანცა წყალობიშვილმა საზოგადოებრივს განუცხადა, საქმეს სამხარაულის ექპერტიზის ბიურო სწავლობს. მისივე თქმით, პაციენტს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. „ეს ინფორმაცია არ წარმოადგენს საჯარო განხილვის საგანს. შესაბამისი უწყებები არიან ჩართულნი საქმეში და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ახლა საქმის ძიება მიმდინარეობს და გარდაცვალების მიზეზებს დააზუსტებენ. შემთხვევა მშობიარობის შემდეგ მოხდა და ინფორმაცია რეგულირების სააგენტოს მეორე დღესვე მივაწოდეთ“, - განაცხადა გაგუას კლინიკის წარმომადგენელმა გვანცა წყალობიშვილმა.მისივე განმარტებით, ოჯახის წევრებს მომხდარზე პრეტენზია არ გამოუთქვამთ და არც რომელიმე უწყებისთვის მიუმართავთ საჩივრით.გაგუას კლინიკაში მშობიარობის შემდეგ 29 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.როგორც შსს-ს პრესსამსახურში საზოგადოებრივს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს.მშობიარე კლინიკაში ორი დღის წინ დაიღუპა.
წაკითხვა
შსს გაგუას კლინიკაში მშობიარობისას ქალის გარდაცვალების ფაქტს იძიებს
განახლებულია: 2017-05-03 12:02:00
გაგუას კლინიკაში მშობიარობის შემდეგ 29 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.როგორც შსს-ს პრესსამსახურში საზოგადოებრივს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს.მშობიარე კლინიკაში ორი დღის წინ დაიღუპა.
წაკითხვა
გონიოში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-05-03 09:32:00
გონიოში დღეს, დილით მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ერთის მდგომარეობა კრიტიკულია და გადაყვანილია საავადმყოფოში - იუწყება აჭარის ტელევიზია.სარფი-გონიოს გზატკეცილზე, სასტუმრო "თემოსთან" ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, "ოპელის" მარკის ავტომობილში მჯდარი ორი მგზავრი ადგილზევე გარდაიცვალა. "მერსედესის" მარკის ავტომობილში მყოფი მძღოლი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა კრიტიკულია. თვითმხილველები ამბობენ, რომ "მერსედესის" მარკის ავტომობილი 140 კმ.სთ. სიჩქარით მოდიოდა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და "ოპელს" შეეჯახა.ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური, სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია. მომხდარზე  გამოძიება.
წაკითხვა
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ქვეითად მოსიარულე ქალი ავტოავარიის შედეგად დაიღუპა
გამოქვეყნებულია: 2017-05-02 15:36:00
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი ორ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ინციდენტის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება სსსკ -ის 276-ე მეორე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც  სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წაკითხვა
გურჯაანში ავარიას მამაკაცი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-05-02 11:11:00
გურჯაანის რაიონის სოფელ ყიტაანში მომხდარ ავტოავარიას 29 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილი ავტომანქანის მძღოლია, მის გვერდზე მჯდომი მგზავრი კი, მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. სავარაუდოდ, ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე იქცა.
წაკითხვა
საგარეჯოში დაკარგულ არასრულწლოვანს ეძებენ
გამოქვეყნებულია: 2017-04-29 22:45:00
საგარეჯოში არასრულწლოვანს ეძებენ. ახლობლების თქმით, 15 წლის ბიჭი მეორე დრეა, გაუჩინარდა. ის ფერმაში მწყემსად მუშაობდა, საიდანაც მისი კვალი დაიკარგა.  არსებული ინფორმაციით,   გაუჩინარებიდან მეორე დღეს არასრულწლოვანი  მეზობელ ფერმაში ნახეს, თუმცა ამის შესახებ ოჯახი ინფორმაციას არ ფლობს.   შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  პოლიციამ დაკარგულის ძებნა შეტყობინების შესვლისთანავე დაიწყო.
წაკითხვა
სოფელ ჯიმითში მეოთხე კლასელი გოგონა ავტოავარიას ემსხვერპლა
განახლებულია: 2017-04-27 16:25:00
გურჯაანის სოფელ ჯიმითში სკოლაში მიმავალ მეოთხე კლასელ გოგონას ავტომანქანა დაეჯახა.სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გოგონა გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.როგორც საზოგადოებრივს რეგიონული სასწრაფო დახმარების ცენტრში განუცხადეს, მათი ბრიგადა შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან ოთხ წუთში მივიდა. მათივე ინფორმაციით, ბავშვს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და ის საავადმყოფოში გადაყვანის დროს გარდაიცვალა. 
წაკითხვა
ვაკის პარკთან მომხდარი ავარიისას მოპედის მძღოლი დაშავდა
გამოქვეყნებულია: 2017-04-26 23:17:00
თბილისში, ვაკის პარკთან ავარია მოხდა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს მოპედი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.როგორც ადგილიდან „მოამბის“ ჟურნალისტი იუწყება, დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წაკითხვა
თბილისში, ერისთავის ქუჩაზე ავეჯის მაღაზია დაიწვა
გამოქვეყნებულია: 2017-04-24 18:51:00
თბილისში, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე ავეჯის მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა.როგორც საზოგადოებრივს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, დამწვარია 60 კვადრატული მეტრი.მათივე ცნობით, ადგილზე ხუთი სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით.
წაკითხვა
რუსთავის მე-3 საჯარო სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა
განახლებულია: 2017-04-24 15:59:00
რუსთავის მე-3 საჯარო სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ადგილზე მუშაობა დაასრულეს.„მოამბის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, მასწავლებლები და დირექტორი სკოლაში უკვე შევიდნენ.სამართალდამცველები რუსთავის მე-3 საჯარო სკოლაში ნახევარი საათის განმავლობაში მუშაობდნენ.ამის მიზეზი გახდა შეტყობინება, თითქოს სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობაა. განხორციელდა სასწავლო დაწესებულებიდან მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია.სასწავლო პროცესი სკოლაში ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
წაკითხვა
რუსთავის მე-3 საჯარო სკოლაში გამნაღმველები მუშაობენ
გამოქვეყნებულია: 2017-04-24 13:37:00
რუსთავის მე-3 საჯარო სკოლაში სამართალდამცველები შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ. ამის შესახებ საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.უწყების ცნობით, ადგილზე სამართალდამცველები,  გამნაღმველები იმყოფებიან, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.სკოლიდან მოსწავლეთა და მასწავლებლების ევაკუაცია განხორციელდა.როგორც "მოამბის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამის მიზეზი გახდა შეტყობინება, თითქოს სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობაა.
წაკითხვა