საზოგადოებრივი
104.5 FM
ვაზისუბანში საცხოვრებელი სახლის სახურავიდან მოზარდი გადმოვარდა - 13 წლის გოგონა ადგილზე დაიღუპა
გამოქვეყნებულია: 2017-04-23 18:00:00
უბედური შემთხვევა თბილისში - ვაზისუბანში საცხოვრებელი სახლის სახურავიდან 13 წლის გოგონა გადმოვარდა. მოზარდი ადგილზე დაიღუპა.როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
წაკითხვა
თბილისში მოზარდი ფანჯრიდან გადავარდა და თოკებზე დაეცა - 13 წლის ბიჭი მაშველებმა გადაარჩინეს [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-04-23 17:16:00
თბილისში, თემქის დასახლებაში 13 წლის მოზარდი ფანჯრიდან გადავარდა. „მოამბის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, ბავშვი მეექვსე სართულიდან გადავარდა და მესამე სართულზე, თოკებზე დაეცა.როგორც საზოგადოებრივს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მაშველებმა მოზარდის ჩამოყვანა უვნებლად შეძლეს.ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი და სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული.თბილისის სასწრაფო დახმარების პრესსამსახურის ცნობით,  პირველადი დათვალიერების შედეგად ბავშვს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა.მათივე ინფორმაციით, მოზარდი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.
წაკითხვა
ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა
განახლებულია: 2017-04-23 16:10:00
ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა.„მოამბის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, ორი მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შემდეგ ავტომობილებს ტრაილერმა გადაუარა. გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი შვიდი თვის ორსული ქალბატონია.უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წაკითხვა
უმრავლესობის დეპუტატი - ჩემი ავტომანქანის დაწვა ახალგაზრდა მამაკაცმა ცადა
გამოქვეყნებულია: 2017-04-23 16:00:00
ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, სამველ მანუკიანის განცხადებით, მისი ავტომანქანის დაწვა ახალგაზრდა მამაკაცმა ცადა.როგორც საზოგადოებრივს უმრავლესობის დეპუტატმა განუცხადა, მისი კუთვნილი ავტომანქანის დაწვას გუშინ, გვიან ღამით შეეცადნენ.„ავტომანქანა სახლთან იდგა. გვიან ღამით, მეზობლებმა დამიძახეს, კვამლი შენიშნეს. როდესაც გამოვიხედე, დავინახე ახალგაზრდა მამაკაცი გარბოდა. სახანძროში დავრეკეთ, თუმცა სახანძროს მოსვლამდე ცეცხლი საკუთარი ძალებით ჩავაქრეთ“,- განუცხადა მანუკიანმა საზოგადოებრივს სატელეფონო საუბრისას.დეპუტატის თქმით, მას წინასწარ უჭირს საუბარი იმაზე, თუ ვის შეეძლო მისი ავტომანქანის დაწვა.„ეჭვები მაქვს, თუმცა საჯაროდ ამაზე ვერ ვისაუბრებ. ვიმედოვნებ, რომ სამართალდამცველები ფაქტს გამოიძიებენ“,- აცხადებს დეპუტატი.შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.როგორც საზოგადოებრივს შსს-ში განუცხადეს, ავტომანქანის დაზიანების შესახებ შსს-ს ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა შეტყობინების მიღებისთანავე საგამოძიებო მოქმედებები დაიწყეს.მათივე ცნობით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
წაკითხვა
უბედური შემთხვევა თბილისში - შარტავას ქუჩაზე მშენებლობაზე მუშა დაიღუპა
განახლებულია: 2017-04-23 12:00:00
თბილისში, შარტავას ქუჩაზე მშენებლობაზე მუშა დაიღუპა.როგორც „მოამბის“ კორესპონდენტთან საუბარში თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი სააკაძის მოედანზე სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდა.ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ბრიგადები მუშაობენ.მშენებლობას შარტავას ქუჩაზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, სამშენებლო კომპანია „x2 დეველოპმენტი“ ახორციელებს.როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო.მისივე თქმით, მომხდარის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წაკითხვა
მერილენდში სამხედრო შვეულმფრენი გოლფის მოედანს დაეცა - გარდაცვლილია ეკიპაჟის წევრი
გამოქვეყნებულია: 2017-04-18 01:36:00
ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა მერილენდის შტატის ქალაქ ლეონარდთაუნში სამხედრო შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად. სამივე მათგანი ეკიპაჟის წევრი იყო. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. UH-60 ტიპის „შავი ქორი“, რომელიც, სტანდარტული წვრთნის ფარგლებში, მანევრს ასრულებდა, გოლფის მოედანს დაეცა. მომხდარის მიზეზების დასადგენად, მიმდინარეობს გამოძიება. წყარო: CNN, Fox News
წაკითხვა
„ჯორჯიან ეარვეისი“ - ვნუკოვოს აეროპორტში მომხდარი ინციდენტი მგზავრებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა
განახლებულია: 2017-04-17 20:06:00
მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.მათი ცნობით, გუშინ მომხდარი ინციდენტი მგზავრებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.„გუშინ, თბილისი-მოსკოვის რეისზე, მოსკოვში ჩაფრენის შემდეგ,თვითმფრინავი მიემართებოდა სავალი ბილიკიდან სადგომისკენ, სვლის დროს მოსახვევში მარჯვენა ბორბლით გადავიდა სავალი ბილიკიდან გრუნტზე და გაჩერდა.მგზავრების გადაყვანის მიზნით, იმავე ადგილზე მიადგეს ტრაპი და ავტობუსების მეშვეობით მგზავრები გადაიყვანეს ჩამოფრენილი მგზავრების ტერმინალში. არავითარ საფრთხეს ეს ინციდენტი მგზავრებისათვის არ წარმოადგენდა. ამის შემდეგ თვითმფრინავი გადაიყვანეს სადგომზე.უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ამ წუთამდე მიმდინარეობს შემოწმება, თუ რატომ მოხდა აღნიშნული ინციდენტი. მოსკოვიდან მომავალი მგზავრებისთვის თბილისიდან გუშინვე გაიგზავნა თვითმფრინავი და აღნიშნული მგზავრები თბილისში გუშინ გვიან ღამით დაბრუნდნენ“,- აღნიშნულია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ თვითმფრინავი, რომელიც თბილისი-მოსკოვის რეისს ასრულებდა, მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაჯდომისას, სამიმოსვლო ბილიკიდან გადავიდა და მიწის მასაში ნაწილობრივ ჩაეფლო.ბორტზე 107 ადამიანი იმყოფებოდა და მათგან არავინ დაშავებულა.  
წაკითხვა
თელავში ყოფილი პარლამენტარი საკუთარი სახლის ეზოში დაჭრეს
გამოქვეყნებულია: 2017-04-17 15:35:00
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ასევე თელავის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ვასილ დავითაშვილი საკუთარი სახლის ეზოში დაჭრეს.„მოამბის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, დავითაშვილი სასაფლაოდან სახლში ბრუნდებოდა, ეზოში შესვლისას კი მას თავდამსხმელმა მაკაროვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.დავითაშვილს ჭრილობები ფეხის არეში აქვს მიყენებული. ის თელავის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.როგორც „მოამბისთვის“ გახდა ცნობილი,  თავდამსხმელი ოჯახის წევრებმა იცნეს, მას ნიღაბი არ ეკეთა.შესაძლოა, დაჭრის ფაქტი  მის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს უკავშირდებოდეს. არსებული ინფორმაციით, მას წლების წინ სავარაუდო ეჭვმიტანილთან კონფლიქტი ჰქონდა.თავდამსხმელმა მიმალვა შეძლო.„მოამბის“ ინფორმაციით, ვასილ დავითაშვილის ოჯახის წევრები დაკითხვაზე იმყოფებიან.როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმ
წაკითხვა
„ჯორჯიან ეარვეისში“ განმარტავენ, რომ ვნუკოვოს აეროპორტში მომხდარი ინციდენტი მფრინავის შეცდომამ გამოიწვია
განახლებულია: 2017-04-17 12:18:00
მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტში მომხდარი ინციდენტი მფრინავის მხრიდან დაშვებულ შეცდომას უკავშირდება,- ამის შესახებ საზოგადოებრივს ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“  პრესსამსახურში განუცხადეს.მათი ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც რეისს თბილისიდან - მოსკოვის მიმართულებით ასრულებდა, სამიმოსვლო ბილიკიდან გადავიდა.ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ ეს არ ყოფილა ავარიული დაშვება და შემთხვევა პილოტის გაუფრთხილებლობის გამო მოხდა.„ჯორჯიან ეარვეისი“ ინციდენტის შემდეგ შესაბამისი ზომების მიღებას აპირებს.„ეს არ იყო ავარიული სიტუაცია, პილოტის მხრიდან იყო დაშვებული შეცდომა, შემთხვევა მისი გაუფრთხილებლობის ბრალი იყო. კომპანია შესაბამის ზომებს მიიღებს.სამიმოსვლო ბილიკიდან გადავიდა თვითმფრინავი და არა ასაფრენ-დასაფრენი ბილიკიდან. პილოტს ბოინგი მოუსრიალდა და ბორბალი ტალახში ჩაეფლო. მგზავრების ევაკუაცია დროულად მოხდა. თვითმფრინავის ბორბალი ტექნიკურ შემოწმებაზე გადაიტანეს“,- განაცხადეს ავიაკომპანიაში.რაც შეეხება მოსკოვი-თბილისის რეისს, რომელიც ამავე თვითმფრინავს უნდა შეესრულებინა, „ჯორჯიან ეარვეისის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული რეისი სხვა ბოინგმა შეასრულა, რომელიც ინციდენტის შემდეგ თბილისიდან შვიდი საათის დაგვიანებით გამოფრინდა.ავიაკ
წაკითხვა
წყალტუბოს რაიონის სოფელ ჩუნეში ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-04-16 19:12:00
წყალტუბოს რაიონის სოფელ ჩუნეში ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივს განუცხადეს, ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან.ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარება, ასევე სამაშველო ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.შსს-ს ცნობით, ავტოავარიაში ორი მანქანა ფიგურირებს.უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპულატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
წაკითხვა
ჭიათურაში სამთო გამამდიდრებელი კომბინატის მუშა დაიღუპა
გამოქვეყნებულია: 2017-04-12 10:01:00
ჭიათურაში უბედური შემთხვევა მოხდა - სამთო გამამდიდრებელ კომბინატში მუშა კიბიდან ჩამოვარდა და დაიღუპა. მომხდარ ფაქტს შსს-ს პრესსამსახურში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ითვალისწინებს. 
წაკითხვა
კოტე აფხაზის ქუჩაზე მოტეხილმა ხემ რამდენიმე ავტომობილი დააზიანა [ფოტო]
გამოქვეყნებულია: 2017-04-12 09:06:00
თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე ხის  მოტეხვის გამო, რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა.კრაწანისის რაიონის გამგეობის ინფორმაციით,  აღნიშნულმა შემთხვევამ ქუცაძე რამდენიმე ხნით მოძრაობის შეფერხება გამოიწივია. "მოტეხილი ხის დამუშავება და ტერიტორიიდან გატანა სამაშველო სამსახურისა და „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მძიმე ტექნიკის გამოყენებით უზრუნველყვეს. ადგილზე იმყოფებოდა კრწანისის გამგებელი, გიორგი კოპალეიშვილი",-ნათქვამია გამგეობის ინფორმაციაში.  
წაკითხვა
ავარია თბილისის შემოვლით გზაზე - ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა
გამოქვეყნებულია: 2017-04-11 15:01:00
რუსთავი-ლილოს ავტომაგისტრალზე ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. როგორც საზოგადოებრივის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, თბილისის შემოვლით გზაზე, 43-ე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა. ისინი რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.ერთმანეთს 6 ავტომობილი შეეჯახა. თეთრი ფერის „ჰონდას“ მარკის ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავიდა, რაც რამდენიმე ავტომობილის შეჯახების მიზეზად იქცა. 
წაკითხვა
თბილისში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
გამოქვეყნებულია: 2017-04-10 23:19:00
თბილისში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივს განუცხადეს, დანაშაული გახსნილია.შსს-ს ცნობით, ფაქტზე ერთი პირია დაკავებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.კონკრეტულად რომელი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, უწყებაში არ აკონკრეტებენ.შსს-ს ცნობით, დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
წაკითხვა
ხანძარი ბუდაპეშტის ქუჩაზე - გარდაცვლილია 70 წელს გადაცილებული მამაკაცი
გამოქვეყნებულია: 2017-04-09 21:37:00
თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში საზოგადოებრივს განუცხადეს, ადგილზე მისულ სამაშველო ბრიგადას ბინაში 70 წელს გადაცილებული მამაკაცის ცხედარი დახვდა.საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, 112-ში შეტყობინება დაკვამლიანების თაობაზე შევიდა.მათივე ინფორმაციით, ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ადგილზე დროულად მივიდა. „სახანძრო-სამაშველო ბრიგადა გამოძახების ადგილზე დროულად მივიდა. ხანძარი მაშველებს 8 კვ.მ-ზე დახვდათ. ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხდა, რის შემდეგაც  სამაშველო ბრიგადამ ბინაში 70 წელს გადაცილებული მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინა“,- განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.
წაკითხვა
ბათუმში სახლის სახურავი დაიწვა
გამოქვეყნებულია: 2017-04-07 22:00:00
ბათუმში, მამია კომახიძის ქუჩაზე ხანძარი იყო.ცეცხლი კერძო სახლის სახურავს მოედო და საყოფაცხოვრებო ნივთები დააზიანა.შემთხვევის დროს, სახლში არავინ იმყოფებოდა.  ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ მოკლე ჩართვამ გამოიწვია, რასაც „ენერგოპროს“ წარმომადგენელი გამორიცხავს.როგორც საზოგადოებრივს საგანგებო სიტუაციების მართვის პრესსამსახურში განუცხადეს, ცეცხლი 130 კვ.მ. ფართობზე გაჩნდა. ადგილზე მუშაობდა 7 ერთეული სახანძრო მანქანა და შემთხვევის დროს, არავინ დაშავებულა.
წაკითხვა
წერეთლის გამზირზე სამარშრუტო მიკროავტობუსმა მამაკაცი გაიტანა
გამოქვეყნებულია: 2017-04-07 21:37:00
თბილისში, წერეთლის გამზირზე მომხდარი ავტოავარიისას, მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაცია საზოგადოებრივს შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.როგორც ცნობილია, შუახნის მამაკაცი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც, სამარშრუტო მიკროავტობუსი დაეჯახა.შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ს მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 
წაკითხვა
თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
განახლებულია: 2017-04-06 12:00:00
თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს.ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
წაკითხვა
„მოამბეს“ მიაწოდეს ჩანთის ფოტო, რომლის გამოც მეტეხის ხიდი გადაიკეტა
გამოქვეყნებულია: 2017-04-05 19:00:00
„მოამბეს“ თვითმხილველმა მიაწოდა იმ ჩანთის ფოტო, რომლის აღმოჩენის გამოც, პოლიციაში შეტყობინება შევიდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა, მეტეხის ხიდი გადაკეტეს და შესაბამისი ღონისძიებები განახორციელეს. ადგილზე გამნაღმველების ნახევარსაათიანი მუშაობის შემდეგ გაირკვა, რომ ჩანთაში მხოლოდ ტანსაცმელი იყო. ამ დროისთვის, ძველ თბილისში მოძრაობა ყველა მიმართულებით აღდგენილია.
წაკითხვა
რეპორტაჟი მეტეხის ხიდიდან - რას ყვებიან თვითმხილველები [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-04-05 18:30:00
ამ დროისთვის, ცნობილია, რომ მეტეხის ხიდთან ნაპოვნ საეჭვო ჩანთაში ტანსაცმელი აღმოჩნდა. თუმცა, რამდენიმე წუთის განმავლობაში, ადგილზე შეკრებილ თვითმხილველებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, რატომ იყო გადაკეტილი მეტეხის ხიდი. ადგილზე მუშაობდნენ სამართალდამცველები, მათ შორის, გამნაღმველები.  შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები შესული შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ.  
წაკითხვა