საზოგადოებრივი
104.5 FM
ფოტოები მეტეხის ხიდიდან, სადაც გამნაღმველები მუშაობენ
გამოქვეყნებულია: 2017-04-05 18:04:00
თბილისში, მეტეხის ხიდთან საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს. ადგილზე უკვე მუშაობენ სამართალდამცველები, მათ შორის, გამნაღმველები. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები შესული შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ. მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.
წაკითხვა
სასწრაფოდ
მეტეხის ხიდზე საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს - ადგილზე პოლიცია მუშაობს
გამოქვეყნებულია: 2017-04-05 17:58:00
თბილისში, მეტეხის ხიდთან საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს. საზოგადოებრივის ინფორმაციით, ადგილზე უკვე მუშაობენ სამართალდამცველები, მათ შორის, გამნაღმველები.  შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები შესული შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ.  მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.„მოამბე“ შემთხვევის ადგილზე მუშაობს და დეტალებს უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ.
წაკითხვა
ზუგდიდში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 75 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-04-02 20:08:00
ზუგდიდში, ერევნის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 75 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.„მოამბის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, ხანძრის დროს სახლში უსინათლო ბონდო გობეჩია მარტო იმყოფებოდა, რომელმაც სახლიდან გამოსვლა ვერ შეძლო.მისი ცხედარი ბათუმში, სასამართლო-სამედიცინიო ექსპერტიზაზეა გადასვენებული.გარდაცვლილს ერთი შვილი ჰყავს, რომელიც ხანძრის დროს სახლში არ იმყოფებოდა.ოჯახი სოციალურად დაუცველია და როგორც მეზობლები ამბობენ, თუკი ხელისუფლება მათ სამშენებლო მასალით დაეხმარება, სახლს თავიანთი სახსრებით აუშენებენ.ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.ადგილზე ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
წაკითხვა
ხანძარი ახალციხეში - კოსტავას ქუჩაზე ოთხი სახლია დამწვარი
განახლებულია: 2017-04-02 12:05:00
ხანძარი ახალციხეში - კოსტავას ქუჩაზე ოთხი სახლია დამწვარი.„მოამბის“ ჟურნალისტის  ინფორმაციით, დამწვარია სახლის სახურავები.ადგილზე რვა ერთეული სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ახალციხის სამაშველო სამსახურს ხანძრის ჩაქრობაში ბორჯომის სახანძრო ბრიგადაც ეხმარებოდა.ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
წაკითხვა
საოკუპაციო ხაზთან ხანძარი ლოკალიზებულია
განახლებულია: 2017-03-30 18:15:00
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთისა და ოკუპირებულ სოფელ ქსუისის გასაყართან გაჩნდა. მერეთში ცეცხლის ჩაქრობა ქართველმა მეხანძრეებმა მალევე მოახერხეს. გამგეობის ინფორმაციით, რუსი ე.წ. მესაზღვრეები და ცხინვალის სახანძროს თანამშრომლები ხანძრის ლოკალიზებას სოფელ ქსუისის ტერიტორიაზე ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ცეცხლი ხმელ ბალახს გაუჩნდა, არსებობდა საშიშროება, რომ ხანძარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დასახლებულ პუნქტამდე გავრცელებულიყო.ადგილზე იმყოფებოდა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი. „ჩვენი მხრიდან მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, სამწუხაროდ ამ ორ სოფელს ეს რკინის ღობე ყოფს. ჩვენ მზად ვართ ცეცხლის კერების ჩაქრობაში დავეხმაროთ ოსურ მხარეს", - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა.როგორც აღვნიშნეთ, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ამ დროისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცეცხლის კერების გაღვივების საშიშროება აღარ არსებობს.
წაკითხვა
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-03-29 18:21:00
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე ფეხით მოსიარულე ქალს BMW-ს მარკის ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.თვითმხილველების თქმით, ქალი, ოჯახის წევრებთან ერთად, ფეხით გადაადგილდებოდა.შსს-ს ინფორმაციით, საქმე 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. 
წაკითხვა
ავტოსაგზაო შემთხვევა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე - სატვირთო მანქანა მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა
გამოქვეყნებულია: 2017-03-27 21:18:00
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე (ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ე.წ. ახალი გზა). სატვირთო ავტომანქანა „მერსედესის“ მარკის მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. როგორც „მოამბის“ ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, მომხდარის გამო, გზატკეცილზე მოძრაობა მცირე ხნით შეფერხებული იყო. როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარის გამო არავინ დაშავებულა და შესაბამისად, გამოძიებაც არ დაწყებულა, ავტომანქანის მძღოლი კი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება. 
წაკითხვა
ბოლნისში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 26 წლის ქალი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-03-27 18:43:00
ბოლნისში, წმინდა ნინოს ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 26 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ადგილზე დროულად მივიდა, თუმცა ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.„მოამბის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით  მიმდინარეობს, რაც ნივთის დაუდევრობით დაზიანებას გულისხმობს.ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
წაკითხვა
ყიფშიძის ქუჩაზე მშენებლობაზე მამაკაცი დაიღუპა
გამოქვეყნებულია: 2017-03-27 17:55:00
თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მამაკაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მშენებლობაზე მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რა ვითარებაში გარდაიცვალა მამაკაცი.როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობდნენ.გარდაცვალების მიზეზს, როგორც შსს-ში განმარტეს, გამოძიების ფარგლებში ექსპერტიზა დაადგენს.
წაკითხვა
ხანძარი ბათუმში - ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის სხვენს გაუჩნდა
განახლებულია: 2017-03-27 10:06:00
ბათუმში, ოძელაშვილის 31 ნომერში ხუთ სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სხვენს დილის 06:00 საათზე ხანძარი გაუჩნდა.„მოამბის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, დაახლოებით ათასი კვადრატული მეტრის ფართობის სხვენი სრულად განადგურდა. დაზარალდა რამდენიმე ოჯახიც.შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. იგი დაზარალებულებს შეხვდა.ზურაბ პატარაძის განცხადებით, კომისია ზარალს დაითვლის და დაზარალებულებს დახმარებას ქალაქის მერია გაუწევს.ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები. მიმდინარეობას გამოძიება.ხანძრის ლიკვიდაციას 80-მდე მეხანძრე ამ დრომდე ცდილობს.
წაკითხვა
ვარკეთილში მე-9 სართულიდან გადმოვარდნის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა
გამოქვეყნებულია: 2017-03-26 18:40:00
ვარკეთილში საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოვარდნის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.როგორც ცნობილია, შემთხვევა დღეს მოხდა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წაკითხვა
ბათუმში ავტომანქანის დაჯახების შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
გამოქვეყნებულია: 2017-03-26 15:32:00
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 28 წლის ქალი გარდაიცვალა.არსებული ინფორმაციით, ქალბატონი ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას ავტომანქანა დაეჯახა.იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.უწყების ინფორმაციით, მძღოლი არ მიმალულა.
წაკითხვა
ლოტკინზე გაჩენილი ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა
გამოქვეყნებულია: 2017-03-26 14:41:00
ლოტკინზე, ალექსანდრე სუვოროვის ქუჩაზე ხანძრის გაჩენის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა. როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, დამწვარია 120 კვ.მ ფართი. მათივე ინფორმაციით, ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
წაკითხვა
სასწრაფოდ
სენაკში დაკარგული ბავშვის ცხედარი მდინარეში იპოვეს
განახლებულია: 2017-03-25 16:25:00
ერთთვიანი ძებნის შემდეგ, სენაკში დაკარგული 8 წლის ნიკუშა გაბეჩავას ცხედარი მდინარე ტეხურში იპოვეს.ამის შესახებ, მისი ოჯახის წევრები უკვე ინფორმირებულნი არიან. ამ დროისთვის, ადგილზე მაშველები კვლავ მუშაობენ და ცხედრის ამოსვენების შემდეგ, მას ქუთაისში, ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.   ბავშვი 23 თებერვალს დაიკარგა. არსებული ინფორმაციით, ბიჭი მდინარის პირას ჯართს აგროვებდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა.შსს-განცხადებით, ამ დროს მდინარესთან კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც ამჟამად დაკავებულია. მის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 129-ე მუხლითაა დაწყებული, რაც დაუხმარებლობას გულისხმობს. მოზარდის ოჯახი მკვლელობის ვერსიაზე საუბრობს და დაკავებულისთვის წარდგენილი მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. 
წაკითხვა
თბილისში, მცირეწლოვანი ბავშვი ლიფტის შახტში ჩავარდა და გარდაიცვალა
გამოქვეყნებულია: 2017-03-25 16:02:00
თბილისში, საბურთალოზე მცირეწლოვანი გოგონა ლიფტის შახტში ჩავარდა და გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტს შსს-ს პრესსამსახურში ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა და გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
წაკითხვა
გუდაურის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ფრანგი ტურისტი გადაარჩინეს
გამოქვეყნებულია: 2017-03-24 19:20:00
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ გუდაურის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ფრანგი ტურისტი გადაარჩინეს.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში სასრიალოდ ჩამოსული ფრანგი ტურისტი გუდაურში თვითნებურად გადავიდა სათხილამურო გზიდან აკრძალულ ზონაში 5 კმ-ის მოშორებით, კობის მიმართულებით. „მთიდან ზვავის უეცარმა მოწყვეტამ ტურისტი თოვლში ჩაითრია, მთაზე მყოფმა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა შემთხვევა მაშინვე შეამჩნიეს და ტურისტს დახმარება ოპერატიულად გაუწიეს. მაშველებმა 2-საათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად, ტურისტი ზვავიდან უსაფრთხოდ გამოიყვანეს და ვერტმფრენით „ყაზბეგი ჰელი კოპტერსის“ დახმარებით გუდაურის პირველადი დახმარების ცენტრ „ემერჯენსში“ გადაიყვანეს, სადაც დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. მათივე ცნობით, ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო გაიზარდა ზვავსაშიშროების საფრთხე გაუკვალავ თოვლში. „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ მოთხილამურეებს უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, დაემორჩილონ სათხილამურო კურორტებზე  ადმინისტრაციის წესებს და სათხილამურო გზებზე არსებულ მარკირებულ ნიშნებს. აუცილებელია მაქსიმალური სიფრთხილის დაცვა: ლომისას, კობის, თრუსოს, ყაზბეგის, ჯუთას, უშბის, თეთნულდის, უშგულის, ბაკურიანის, გოდერძის, ბახმაროსა და თუშეთის ტერიტორიებზე გაუკვალავ თოვლში სრიალისას.
წაკითხვა
რუსთავში 21 წლის ახალგაზრდას ეძებენ
განახლებულია: 2017-03-23 10:08:00
უკვე მესამე დღეა, რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცს უშედეგოდ ეძებენ.21 წლის გიორგი ალიევი სახლიდან 20 მარტს, 19:00 საათზე გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა.ოჯახმა დახმარებისთვის უკვე მიმართა სამართალდამცავებს.ახალგაზრდა მამაკაცს ყავისფერი ქურთუკი და ლურჯი შარვალი ეცვა. როგორც დაკარგულის დედა აცხადებს, ის ღამის 23:30-მდე ცდილობდა შვილთან დაკავშირებას და ტელეფონს არ პასუხობდა. შუაღამის შემდეგ კი, დაკარგული გიორგი ალიევის ტელეფონი საერთოდ გაითიშა. დაკარგულის დედა საეჭვო გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სახლიდან გასვლამდე მის შვილს ტელეფონზე დაურეკეს, მან კი ზარის ავტორის ვინაობის გამხელა არ ისურვა. ოჯახი დახმარებას ითხოვს.
წაკითხვა
სააკაძის მოედანზე მომხდარი ავარიისას მოპედის მძღოლი დაშავდა
გამოქვეყნებულია: 2017-03-22 22:42:00
თბილისში, სააკაძის მოედანზე მომხდარი ავარიისას მოპედის მძღოლი დაშავდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.  ავარია რამდენიმე წუთის წინ მოხდა.შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.
წაკითხვა
სააკაძის მოედანზე ავარია მოხდა
გამოქვეყნებულია: 2017-03-22 22:26:00
თბილისში, სააკაძის მოედანზე ავარია მოხდა.ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.მომხდარ ფაქტს შსს-ს პრესსამსახურში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ავარიასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.ამავე თემაზე: სააკაძის მოედანზე მომხდარი ავარიისას მოპედის მძღოლი დაშავდა
წაკითხვა
სამტრედიის ქუჩაზე სახლის სახურავიდან ჩამოცვენილი სამშენებლო მასალა ავტომობილს დაეცა
გამოქვეყნებულია: 2017-03-20 23:25:00
ძლიერი ქარის შედეგად, სამტრედიის ქუჩაზე სახლის სახურავიდან სამშენებლო მასალა ჩამოცვივდა, რომელიც ავტომობილს დაეცა და დააზიანა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები. სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, დღის მეორე ნახევარში, ძლიერი ქარის გამო, გამოძახებებმა იმატა და დედაქალაქის თითქმის ყველა უბნიდან დაფიქსირდა. ამ დროისთვის დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ქალაქში გატარდა პრევენციული ღონისძიებებიც - მოიჭრა რამდენი გამხმარი ხე, რომლის წაქცევის საფრთხეც არსებობდა. შეგახსენებთ, თბილისში ქარის სიმძლავრემ რამდენიმე საათის წინ გრიგალის ნიშნულს მიაღწია, თუმცა სინოპტიკოსების განცხადებით, პიკი გადავლილია. მათივე თქმით, აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი შენარჩუნდება, რომლის სიმძლავრე ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან შესუსტდება.
წაკითხვა