საზოგადოებრივი
104.5 FM
საგარეჯოში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
განახლებულია: 2017-03-20 16:10:00
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურში გაჩენილ ხანძარს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. „მოამბის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო 11 წლის გოგონამ და 8 წლის ბიჭმა. მსუბუქი დამწვრობა მიიღო ბავშვების დედამაც.მოზარდები თბილისში, დამწვრობის ცენტრში არიან მოთავსებულები, ბავშვების დედა კი საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი.სოფლის გამგებლის წარმომადგენელის სოლომონ გრძელიშვილის ინფორმაციით, ხანძარი სახლის მეპატრონე მამაკაცმა გააჩინა, მაშინ როდესაც ცოლ-ქმარს და ბავშვებს ეძინათ.შუახნის მამაკაცმა, გრძელიშვილის ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.„ცეცხლი ამავე სახლში მცხოვრებმა ასაკიანმა კაცმა ღამის პირველ საათზე მაშინ გააჩინა, როდესაც ოჯახს ეძინა. ნათესავები არ ყოფილან, შვილი დაეღუპა და ეს ოჯახი თავისთან წაიყვანა, მომხედეთ და სახლს დაგიმტკიცებთო.უკვე შვიდი წელია ერთად ცხოვრობენ. ფსიქიკური პრობლემების შესახებ არასდროს შეგვიმჩნევია, გაწონასწორებული კაცი იყო. რა გახდა მისი ასეთი საქციელის მიზეზი, უცნობია. ხანში შესულმა მამაკაცმა მომხდარის შემდეგ ვენახში თივის ზვინს წაუკიდა ცეცხლი და თავადაც თვითმკვლელობა სცადა, ახლა ისიც მძიმე დამწვრობით რეანიმაციაში იმყოფება. ბავშვების სიცოცხლეს, როგორც ვიცი, საფრთხე არ ემუქრება." - განაცხადა სოლომონ გრძელიშვილმა.
წაკითხვა
მატარებლის შეჯახების შედეგად დიდუბეში მამაკაცი გარდაიცვალა
გამოქვეყნებულია: 2017-03-20 12:15:00
მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს.როგორც ცნობილია, მამაკაცი მატარებლის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა.როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 
წაკითხვა
მცირეწლოვანის მდგომარეობა, რომელსაც ხელის თითები დაუზიანდა, დამაკმაყოფილებელია
გამოქვეყნებულია: 2017-03-19 20:32:00
გარდაბნის რაიონის სოფელ ნორიოში მცხოვრები სამი წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ხელის თითები დაუზიანდა, დამაკმაყოფილებელია.გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ბავშვს თითები ტელევიზორის აფეთქების შედეგად დაუზიანდა, არ დასტურდება.„მოამბის“ გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფებოდა, სადაც ოჯახის უფროსმა წევრმა განაცხადა, რომ ზუსტად თავადაც არ იციან რის გამო დაუზიანდა მცირეწლოვანს ხელის თითები, თუმცა ოჯახში აცხადებენ, რომ ამის მიზეზი ტელევიზორის აფეთქება არ ყოფილა.სავარაუდოდ, როგორც მცირეწლოვანის ოჯახის წევრები ამბობენ, ბავშვს თითები დენის გამანაწილებელში ჩაჰყვა.სამი წლის ბავშვს ოპერაცია თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში ჩაუტარდა.მისი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
წაკითხვა
რუსთავში ხანძრის შედეგად 22 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა
განახლებულია: 2017-03-19 12:04:00
რუსთავში ხანძრის შედეგად 22 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.„მოამბის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, ცეცხლი ქვის გადამამუშავებელ საამქროსთან მდგომ დარაჯისთვის განკუთვნილ ვაგონს გაუჩნდა.ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა.ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წაკითხვა
ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 8 ადამიანი დააკავეს - შსს ვიდეომასალას ავრცელებს
განახლებულია: 2017-03-18 12:49:00
ბათუმში 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, კიდევ 8 პირი დააკავეს, ამის შესახებ საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. შსს-ს ინფორმაციით რვავე მათგანი ​სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე პრიმა (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომამდგენლის მიმართ) და 225–ე მუხლებით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) დააკავეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიება გრძელდება, მიმდინარეობს სხვა პირთა იდენტიფიცირება და მტკიცებულებების შეგროვება.
წაკითხვა
ხანძარი თბილისში - სვანეთის უბანში ცეცხლი სახლის სხვენს გაუჩნდა
გამოქვეყნებულია: 2017-03-16 13:36:00
თბილისში, სვანეთის უბანში საცხოვრებელი სახლის სხვენში ხანძარი გაჩნდა.როგოც საზოგადოებრივს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, პეტრე ბაგრატიონის ქუჩაზე შვიდი სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. მათივე ცნობით, ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.
წაკითხვა
უბედური შემთხვევა რუსთავში - მძღოლი საჭესთან გარდაიცვალა
გამოქვეყნებულია: 2017-03-15 12:19:00
უბედური შემთხვევა რუსთავში - მსუბუქი ავტომობილის მძღოლი მანქანის მართვისას, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი 65 წლამდე ასაკისაა.შემთხვევა გიორგი ნიკოლაძის ქუჩაზე მოხდა.ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიცია არის მობილიზებული.
წაკითხვა
თბილისში ისაკაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად ორი მანქანაა დაზიანებული
გამოქვეყნებულია: 2017-03-14 01:37:00
თბილისში, ვეძისის დასახლებაში, ისაკაძის 27 ნომერში მომხდარი ინციდენტის შედეგად ორი მანქანაა დაზიანებული.როგორც „მოამბის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, საცხოვრებელი კორპუსის ავტოფარეხში ორ ავტომანქანას საბურავები აქვს დაშვებული და დაზიანებულია.როგორც ადგილობრივები აცხადებენ, იყო აფეთქების ხმა.ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, ასევე საპატრულო პოლიცია.აფეთქების ფაქტს არ ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.როგორც საზოგადოებრივს უწყებაში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
წაკითხვა
სასწრაფოდ
რუსთავში ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა
გამოქვეყნებულია: 2017-03-11 22:15:00
რუსთავში, ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით 27 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.საზოგადოებრივის კორესპონდენტის ინფორმაციით, სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციის მორიგი ფაქტი თოდრიას ქუჩაზე მოხდა.მომხდარ ფაქტს შსს-შიც ადასტურებენ.მიმდინარე წლის განმავლობაში, რუსთავში ბუნებრივი გაზით ინტოქსიკაციის საგანგაშო სტატისტიკა დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 100-ზე მეტი შემთხვევიდან 8 ფატალურად დასრულდა.
წაკითხვა
ჰერეთისკარში წითელ წიგნში შეტანილი ენდემური ჯიშის მუხის ხეები მოჭრეს (ფოტოები)
გამოქვეყნებულია: 2017-03-11 19:40:00
ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჰერეთისკარის ტყის ჭალაში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, წითელ წიგნში შეტანილი ენდემური ჯიშის მუხის ხეები მოჭრეს. ამის შესახებ „მოამბის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.ასწლოვანი მუხების ჭრის ფაქტი სამონადირეო მეურნეობა ,,ფაუნას“ თანამშრომლებმა გამოავლინეს. არსებული ინფორმაციით, კანონდამრღვევები ჭალის ტყიდან მიიმალნენ, თუმცა მათი ვინაობა ცნობილია.ბუნების დამცველებმა მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინეს. შპს ,,ფაუნას“ დაცვის უფროსის ზურაბ გოგოლაძის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და თუ დადგინდება, რომ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალი 1000 ლარს აღემატება, ტყის უკანონო მომპოვებლების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. გოგოლაძის განმარტებით, სხვა შემთხვევაში, კანონდამრღვევები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდებიან. როგორც „მოამბის“ ჟურნალისტი იუწყება, ბოლო სამი თვის განმავლობაში, ჰერეთისკარის ჭალის ტყეში ასწლოვანი მუხის ჭრის შემთხვევები გახშირდა, მიმდინარე წელს, უკანონო მოპოვების გზით 12 მუხა განადგურდა.
წაკითხვა
კლდიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ხანძრისას სამი მეხანძრე-მაშველი დაშავდა
გამოქვეყნებულია: 2017-03-10 23:24:00
თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ხანძარი ლოკალიზებულია - ამის შესახებ საზოგადოებრივს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს.სააგენტოს ცნობით, ხანძრისას სამი მეხანძრე-მაშველი დაშავდა. რაც შეეხება ადგილობრივებს, ისინი არ დაშავებულან. ხანძარს, რომელიც რამდენიმე საათის წინ გაჩნდა, 20 ერთეული სამაშველო ბრიგადა აქრობდა.მომხდარ ფაქტს შსს იძიებს. 
წაკითხვა
ჭალადიდში საყანე ფართობები დაიწვა
გამოქვეყნებულია: 2017-03-10 23:09:00
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში საყანე ფართობები დაიწვა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის ხობის სამმართველოში განაცხადეს, ცეცხლი სარეველა, გამხმარ ბალახს გაუჩნდა და იმის გამო, რომ ირგვლივ ჭაობია, მანქანებმა იქ შესვლა ვერ შეძლო. ადგილი, სადაც ხანძარი გაჩნდა დასახლებული პუნქტიდან მოშორებულია. ამ დრომდე უცნობია მისი გამომწვევი მიზეზი.
წაკითხვა
ფოთთან ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა
გამოქვეყნებულია: 2017-03-10 22:55:00
ხანძარი ფოთში - ქალაქის გასასვლელში, ტყის მასივის ნაწილს, დაახლოებით 4 ჰექტარ ტერიტორიას ცეცხლი გაუჩნდა.ძლიერი ქარის გამო, ხანძრის ლოკალიზება გართულდა და საათზე მეტი დრო დასჭირდა. დასახლებულ პუნქტზე ცეცხლის გადადების საშიშროება არ დამდგარა. ადგილზე მობილიზებული იყო 4 სახანძრო ბრიგადა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.
წაკითხვა
სენაკში დაკარგული მოზარდის ახლობლები საქმეზე ბრალდებულის შემთხვევის ადგილზე ხელახლა მიყვანას ითხოვენ
განახლებულია: 2017-03-09 16:30:00
სენაკში დაკარგული 8 წლის მოზარდის ოჯახის წევრები ბავშვის გაუჩინარების საქმეზე ბრალდებულის შემთხვევის ადგილზე ხელახლა მიყვანას ითხოვენ.მოზარდის ახლობლები ამ წუთებში მდინარე ტეხურის ხიდზე იმყოფებიან.როგორც ისინი აცხადებენ, დაკავებულმა მათ ზუსტად უნდა აჩვენოს ის ადგილი, სადაც მათი თქმით, მან ბავშვი მოკლა.ოჯახი არ ეთანხმება დაკავებულის მიმართ წაყენებულ ბრალდებას, რომელიც დაუხმარებლობას გულისხმობს. ისინი აცხადებენ, რომ 8 წლის ბავშვი მოკლულია.დაკარგული მოზარდის ახლობლები ასევე ითხოვენ სამძებრო სამუშაოების არეალის გაფართოებასა და მყვინთავების დამატებას.ამასთან, ისინი ბრალდებულის დედის პასუხისმგებლობაზეც საუბრობენ.„თუ მისი შვილი ავადმყოფი იყო, რატომ არ უმკურნალა“,- აცხადებს ბავშვის ოჯახის ერთ-ერთი წევრი.მდინარე ტეხურაში 24 თებერვალს დაკარგულ 8 წლის ბიჭს ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც სამძებრო-სამაშველო სამსახური, ისე სამხარეო პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლება. 
წაკითხვა
ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში - დაშავებულია პოლიციელი
გამოქვეყნებულია: 2017-03-09 16:16:00
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელავში. ქუთაისის ქუჩაზე ერთმანეთს კრიმინალური პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომობილი და „სუზუკის“ მარკის ჯიპი შეეჯახა. „მოამბის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, ჯიპს ქალბატონი მართავდა.შემთხვევის ადგილზე  ექსპერტ-კრიმინალისტები და სასწრაფო დახმარების ექიმები იმყოფებიან. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პოლიციის ერთი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
წაკითხვა
ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
გამოქვეყნებულია: 2017-03-09 15:52:00
ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. როგორც ცნობილია, მამაკაცი რუსთაველის ქუჩაზე მეუღლესთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც ის შუახნის მამაკაცმა დაჭრა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტი პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა და მამაკაცი დააკავა.უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება  სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 
წაკითხვა
მარტვილის რაიონში ყაჩაღობის შედეგად ნაწამები ქალის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა
განახლებულია: 2017-03-09 12:10:00
მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაურში ყაჩაღობის შედეგად ნაწამები ქალის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.როგორც „მოამბეს“ ჩიხლაძეების მეზობლებმა განუცხადეს, ქალს, რომელიც გუშინ საკუთარ სახლში თავდამსხმელებმა აწამეს, თავის არეში აქვს დაზიანებები მიყენებული.დაზარალებულის დის ცხედარი კი ექსპერტიზის შემდეგ სახლში გადაასვენეს.როგორც მეზობლები აცხადებენ, ორი და გუშინ საღამოს დააყაჩაღეს. თავდამსხმელები მათგან თანხას, 200 დოლარის ოდენობით ითხოვდნენ.ოჯახის ახლობლების თქმით, ოთხმა თავდამსხმელმა თანხის წაღება მოახერხა.ყაჩაღობა მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაურში გუშინ მოხდა. უცნობი პირები საცხოვრებელ სახლში მარტო მცხოვრებ ორ მოხუც დას თავს დაესხნენ და ორივე მათგანი აწამეს. ერთი და ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე მარტვილის რაიონის საავადმყოფოში გადაიყვანეს.შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ. როგორც უწყებაში საზოგადოებრივს განუცხადეს, მომხდარზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
წაკითხვა
სასწრაფოდ
რუსთავში, სააბაზანოში ქალის ცხედარი ნახეს
განახლებულია: 2017-03-07 16:32:00
რუსთავში უბედურ შემთხვევას კიდევ ერთი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.როგორც საზოგადოებრივის კორესპონდენტი იტყობინება, 85 წლის ქალი აბაზანაში ნახეს გარდაცვლილი. ამასთან, შეუძლოდაა მისი შვილიც, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პირველადი ინფორმაციით, უბედური შემთხვევის მიზეზად წყლის გამათბობელი იქცა. მიმდინარე წლის განმავლობაში, რუსთავში ბუნებრივი გაზით ინტოქსიკაციის საგანგაშო სტატისტიკა დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 119 შემთხვევიდან 5 ფატალურად დასრულდა.ამავე თემაზე: რუსთავში გაზით ინტოქსიკაციის შემთხვევების გახშირების გამო, ენერგოომბუდსმენი ,,საქორგგაზს“ რეკომენდაციით მიმართავს
წაკითხვა
სასწრაფოდ
თელავში ბუნებრივი აირით სამი თვის ჩვილი მოიწამლა
გამოქვეყნებულია: 2017-03-07 14:02:00
თელავში, რუსთაველის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, სამი თვის ჩვილი მოიწამლა. ბავშვი გვიან ღამით, რაიონის ბავშვთა ჯანდაცვის ცენტრში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოათავსა. როგორც ექიმებმა საზოგადოებრივს განუცხადეს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.„ბავშვს საჭირო სამედიცინო დახმარებას აღმოვუჩინეთ. რამდენიმე საათი ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ იყო და დღეს ის უკვე სახლში გავწერეთ“, - განაცხადეს მედიკოსებმა. არსებული ინფორმაციით, ბუნებრივმა აირმა გაზის გამათბობლიდან გაჟონა.
წაკითხვა
ქუთაისში სკოლის შენობის მეორე სართულიდან ექვსი წლის ბავშვი გადმოხტა
განახლებულია: 2017-03-06 12:24:00
ქუთაისში, ერთ-ერთ სკოლის შენობის მეორე სართულიდან ექვსი წლის ბავშვი გადმოხტა. „მოამბის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, შემთხვევა კერძო სკოლაში მოხდა.პედაგოგები ადასტურებენ, რომ ბავშვი საპირფარეშოდან გადმოხტა, თუმცა უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მოსწავლე საპირფარეშოში ჩაკეტილი იყო.შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. სკოლის ადმინისტრაცია მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას, გაუფრთხილებლობით გულისხმობს.
წაკითხვა