საზოგადოებრივი
104.5 FM
რუსთავში ბებია და 12 წლის შვილიშვილი ბინაში გარდაცვლილები ნახეს
გამოქვეყნებულია: 2017-03-06 10:18:00
რუსთავში, მე 19 მიკრორაიონში, ბებია და 12 წლის შვილიშვილი ბინაში გარდაცვლილები იპოვეს.„მოამბის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, წუხელ, მაშველებმა ბინის კარი შეამტვრიეს და ბებია და შვილიშვილი გარდაცვლილები ნახეს.წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.სავარაუდოდ ისინი რამდენიმე დღის გარდაცვლილები არიან.როგორც ცნობილია, გარდაცვლილი ქალი 52 წლის იყო, შვილიშვილი კი მასთან იზრდებოდა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
წაკითხვა
რუსთავში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს
განახლებულია: 2017-03-05 16:13:00
რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. „მოამბის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ეროვნების ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად დაიღუპა.გარდაცვლილები საცხოვრებელ სახლში სტუმრად მისულმა ნათესავმა ნახა.როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
წაკითხვა
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გათავისუფლებულ მოქალაქეს სხეულზე ცემის კვალი აღენიშნება
განახლებულია: 2017-02-28 12:14:00
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გათავისუფლებულ ამირან გუგუტიშვილს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს, სხეულზე ცემის კვალი აღენიშნება, ამის შესახებ „მოამბის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა როგორც ექიმები ამბობენ, პაციენტმა მათ ინფორმაცია მიაწოდა, რომ დაკავების შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.ამირან გუგუტიშვილი გორის სამედიცინო ცენტრ „გორმედში" გადაიყვანეს. ექიმების თქმით, პაციენტს ტვინის შერყევა აქვს, სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ოჯახის ინფორმაციით, გუგუტიშვილს დაკავების მომენტში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. 
წაკითხვა
სენაკში რვა წლის ბავშვს ეძებენ
განახლებულია: 2017-02-26 16:03:00
სენაკში რვა წლის ბავშვს ეძებენ.როგორც „მოამბის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, 24 თებერვალს, რვა წლის ნ.გ ეზოში სათამაშოდ ჩავიდა.მამის ერეკლე გაბეჩავას თქმით, ნახევრ საათში ბავშვი ეზოში აღარ დახვდა.ოჯახს მოზარდის  ძებნაში მეზობლები და სამართალდამცავები ხმარებიან, თუმცა ბავშვის კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნეს.როგორც ცნობილია, ოჯახი უკიდურესად გაჭირვებული და ბავშვი ჯართს აბარებდა. მოზარდს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.გავრცელებულ ინფორმაციას ბავშვის ცხედრის აღმოჩენასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს უწყებაში განუცხადეს, სამართალდამცავები სამძებრო სამუშაოებს ამდრომდე ატარებენ.
წაკითხვა
ქობულეთში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2017-02-22 21:36:00
ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილი დაკარგული მონადირეა, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ გაუჩინარდა.უწყების ცნობით, გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა ამოიცნეს.შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წაკითხვა
ბათუმში ღამის კლუბში მომხდარ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
განახლებულია: 2017-02-22 12:26:00
​ბათუმში, ღამის კლუბ „არენაში" მომხდარ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით არის დაწყებული, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ამ დროისათვის, უცნობია. დეტალური ინფორმაცია გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. 
წაკითხვა
საკრებულოს საკვამურში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
განახლებულია: 2017-02-20 12:12:00
თბილისის საკრებულოს საკვამურში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.მათივე ცნობით, ადგილზე ცხრა სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.საკრებულოს შენობაში მყოფი ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა.ხანხრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
წაკითხვა
თბილისის საკრებულოს სახურავის საკვამურში ცეცხლი გაჩნდა - მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება
გამოქვეყნებულია: 2017-02-20 11:29:00
თბილისის საკრებულოს სახურავს ცეცხლი გაუჩნდა.როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი სახურავის საკვამურში გაჩნდა.მათივე ცნობით, საკრებულოში მყოფი ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე ცხრა სამაშველო-სახანძრო ბრიგადა მუშაობს.მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზება.
წაკითხვა
აეროპორტის ტრასაზე რამდენიმე ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა
გამოქვეყნებულია: 2017-02-12 00:01:00
თბილისში, აეროპორტის ტრასაზე რამდენიმე ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. მომხდარ ფაქტს შსს-ს პრესსამსახურში ადასტურებენ.უწყებაში განმარტავენ, რომ ავარიაში მონაწილე 6-7 ავტომობილიდან მნიშვნელოვნად არც ერთი დაზიანებულა.ამასთან, როგორც საზოგადოებრივს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევისას მანქანებში მყოფთაგან არავინ დაშავებულა. შესაბამისად, საპატრულო პოლიციამ მომხდარზე ადმინისტრაციული წესით მოახდინა რეაგირება.
წაკითხვა
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ლიდერი თიბილოვი ავარიაში მოყვა
გამოქვეყნებულია: 2017-02-11 22:22:00
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის კორტეჟი ავტოავარიაში მოყვა. შემთხვევის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს და წერს, რომ ავარია ცხინვალი-ზნაურის გზაზე მოხდა. როგორც თიბილოვის პრესმდივანი განა იანოვსკაია მედიასთან საუბრისას აცხადებს, ავტოავარიის შედეგად, სერიოზულად არავინ დაშავებულა, თავად თიბილოვს კი, სამედიცინო დახმარებაც არ დასჭირდა. იანოვსკაიას თქმით, თიბილოვი უკვე შინაა და თავს კარგად გრძნობს.
წაკითხვა
ქობულეთში აფეთქება მოხდა
განახლებულია: 2017-02-11 12:07:00
ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარი აფეთქებისას არავინ დაშავებულა. ამის შესახებ საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. შსს-ში ასევე აცხადებენ, რომ მომხდარს ნგრევა არ მოჰყოლია. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ითვალისწინებს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.მომხდარი ფაქტის შესახებ დამატებითი დეტალები არ ვრცელდება. 
წაკითხვა
რუსთავში ავტომობილი ამოტრიალდა
გამოქვეყნებულია: 2017-02-08 12:42:00
რუსთავში, თავგორაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა. ავტოავარიის შედეგად, არავინ დაშავებულა.როგორც ავტომანქანის მძღოლი აცხადებს, მას საჭესთან ჩაეძინა და ავარიაც ამის გამო მოხდა.ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების სამსახური. ავარიის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
წაკითხვა
თელავში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს
გამოქვეყნებულია: 2017-02-07 19:06:00
თელავში დაკარგული 57 წლის მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.თელაველ 57 წლის დავით ხოკერაშვილს 13 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ის 25 იანვარს დაკარგული პირუტყვის საძებნელად სახლიდან ცივის მთის მიმართულებით წავიდა და მას შემდეგ, მისი კვალი დაიკარგა.როგორც ხოკერაშვილის ახლობლები აცხადებენ, გარდაცვლილს ძალადობის ან ნადირის მიერ დაგლეჯის კვალი არ აღენიშნება. მიმდინარეობს გამოძიება.
წაკითხვა
ქუთაისში, არხში მამაკაცის ცხედარი ნახეს
გამოქვეყნებულია: 2017-02-07 14:14:00
ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.სავარაუდოდ, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი მდინარე ოღასკურას არხში ადგილობრივებმა დღეს დილით ნახეს.მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ გარდაცვლილის ვინაობა მათთვის უცნობია. მათ დასახმარებლად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დარეკეს. მიცვალებული სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადაყვანილი.
წაკითხვა
ბათუმში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს
გამოქვეყნებულია: 2017-02-07 11:45:00
ბათუმში, კიკვიძის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. 50-წლამდე ასაკის მამაკაცის გარდაცვალების შესახებ პოლიციას მეზობლებმა შეატყობინეს.გარდაცვალების მიზეზის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. „მოამბის“ გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე მუშაობს.
წაკითხვა
ეკატერინბურგი-თბილისის რეისზე მგზავრი გარდაიცვალა
გამოქვეყნებულია: 2017-02-07 11:08:00
ავიარეისის ეკატერინბურგი-თბილისის ​მგზავრი თვითმფრინავის დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა. ამის შესახებ „ურალის ავიახაზების“ პრესსამსახურში აცხადებენ.​„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრის თანმხლებმა განაცხადა, რომ მას პულსი აღარ ესინჯებოდა და არ სუნთქავდა“, - განაცხადეს ავიაკომპანიაში. თბილისში მედიკოსებმა მგზავრის გარდაცვალების ფაქტის კონსტატაცია მოახდინეს.რუსი სამართალდამცველები ფაქტს იძიებენ.
წაკითხვა
ხელვაჩაურში ნანგრევებიდან 19 წლის მამაკაცი ამოიყვანეს
გამოქვეყნებულია: 2017-02-02 12:53:00
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა განთიადში გორგაძეების სახლის ნანგრევებიდან 19 წლის ლადო გორგაძე ამოიყვანეს. მაშველები მას 4 საათის განმავლობაში ეძებდნენ. სახლი დიდთოვლობის გამო დღეს, დილის საათებში დაინგრა. ასევე, ნანგრევებიდან 5-სულიანი ოჯახის 3 წევრი ამოიყვანეს. გადარჩენილებს შორისაა ორსული ქალი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დედათა და ჩვილ ბავშვთა სახლში გადაიყვანა. ოჯახის ერთ-ერთი წევრი, 60 წლის თამაზ გორგაძე კი გარდაცვლილი იპოვეს.
წაკითხვა
ხელვაჩაურში დანგრეულ სახლში ოჯახის ხუთი წევრი მოყვა
განახლებულია: 2017-02-02 12:20:00
მორიგი უბედური შემთხვევა აჭარაში - დიდთოვლობის გამო, ხელვაჩაურში, სოფელ განთიადში დღეს, დილის საათებში სახლი დაინგრა. როგორც საზოგადოებრივის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, სახლში 5 ადამიანი იმყოფებოდა. მომხდარის შედეგად, 60-წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. ასევე, დაშავებულია 3 ადამიანი.ამ დროისთვის, მაშველები ნანგრევებში 19-20 წლის ასაკის ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.უბედური შემთხვევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ფერიაში გუშინაც მოხდა - ქართველიშვილების ოჯახის საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად, 44 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
წაკითხვა
„ბავშვთა სამყაროში“ ცეცხლი კვლავ აალდა
გამოქვეყნებულია: 2017-01-30 18:39:00
„ბავშვთა სამყაროს“ შენობაში ცეცხლი კვლავ აალდა. ამის შესახებ „მოამბის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.ჟურნალისტის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი.ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.ცეცხლი სავაჭრო ცენტრის მარჯვენა შესასვლელში, პირველ სართულზე აალდა.ადგილზე იმყოფებიან ხანძრისგან დაზარალებული მოვაჭრეები, რომელთაც შენობაში შესვლა სურთ, თუმცა სამართალდამცავები მათ შენობასთან მიახლოების უფლებას არ აძლევენ.
წაკითხვა
„ბავშვთა სამყაროში“ ცეცხლის ცალკეული კერების დამუშავება მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-01-30 18:22:00
„ბავშვთა სამყაროს“ შენობაში ცეცხლის ცალკეული კერების დამუშავება მიმდინარეობს.როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.მასშტაბური ხანძარი „ბავშვთა სამყაროში“ გვიან ღამით გაჩნდა. 10 ათასზე მეტი კვადრატული მეტრის ფართობი მთლიანად განადგურდა. ჩამონგრეულია შენობის ნაწილი. ზარალი დიდია, ზიანი1000 -ზე მეტ მეწარმეს მიადგა. დაზარალებულები ტერიტორიაზე შესვლას და საკუთარი ქონების გამოტანას ცდილობდნენ, თუმცა საშიშროების გამო სამაშველო სამასხურმა მათ ამის საშუალება არ მისცა.    ამასთან, სავაჭრო ცენტრის  შენობის იმ ნაწილის დემონტაჟი მოხდება, სადაც სეიფებია მოთავსებული.
წაკითხვა