საზოგადოებრივი
104.5 FM
„ბავშვთა სამყაროს“ შენობის იმ ნაწილის დემონტაჟი მოხდება, სადაც სეიფებია მოთავსებული
გამოქვეყნებულია: 2017-01-30 18:02:00
თბილისის ვიცე-მერი იმ კომპანიასთან გამართავს მოლაპარაკებებს, რომელიც „ბავშვთა სამყაროს“ შენობის ნაწილის დემონტაჟს განახორციელებს.ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი შენობიდან დაზარალებულთა ნივთების გამოტანა.აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შენობა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებმა დაათვალიერეს. მერიის პრესსამსახურის ცნობით, მოხდება  იმ ნაწილის დემონტაჟი სადაც სეიფებია, რადგან ადგილზე შესვლა უსაფრთხო იყოს.ვიცე-მერის ლაშა აბაშიძის თქმით, დემონტაჟთან დაკავშირებული დეტალები დღის ბოლომდე გაირკვევა.„იყვნენ შესულები ექსპერტები. საცავი გადარჩენილია, საიდანაც უნდა მოხდეს ქონების გამოტანა, ახლა გვაქვს შეხვედრა მეპატრონეებთან“,- განაცხადა აბაშიძემ.მასშტაბური ხანძარი „ბავშვთა სამყაროში“ გვიან ღამით გაჩნდა. 10 ათასზე მეტი კვადრატული მეტრის ფართობი მთლიანად განადგურდა. ჩამონგრეულია შენობის ნაწილი. ზარალი დიდია, ზიანი1000 -ზე მეტ მეწარმეს მიადგა. დაზარალებულები ტერიტორიაზე შესვლას და საკუთარი ქონების გამოტანას ცდილობდნენ, თუმცა საშიშროების გამო სამაშველო სამსახურმა მათ ამის საშუალება არ მისცა.   
წაკითხვა
მერიის პრესსამსახური: „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად სეიფები დაზიანებული არ არის
გამოქვეყნებულია: 2017-01-30 16:24:00
მერიის პრესამსახურის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“  საგანგებო სამსახურისა და ოქროს ბირჟის საცავის წარმომადგენლები შევიდნენ. როგორც თამარ ბოდოკია „ფეისბუქზე“ წერს, სეიფები დაზიანებული არ არის. „ახლა საგანგებო სამსახურისა და ოქროს ბირჟის საცავის წარმომადგენლები შევიდნენ დამწვარ შენობაში. საბედნიეროდ, სეიფები დაზიანებული არ არის“,- წერს ბოდოკია.მასშტაბური ხანძარი „ბავშვთა სამყაროში“ გვიან ღამით გაჩნდა. 10 ათასზე მეტი კვადრატული მეტრის ფართობი მთლიანად განადგურდა. ჩამონგრეულია შენობის ნაწილი. ზარალი დიდია, ზიანი1000 -ზე მეტ მეწარმეს მიადგა. დაზარალებულები ტერიტორიაზე შესვლას და საკუთარი ქონების გამოტანას ცდილობდნენ, თუმცა საშიშროების გამო სამაშველო სამახურმა მათ ამის საშუალება არ მისცა.    
წაკითხვა
ხანძარი „ბავშვთა სამყაროს" შენობაში - ზიანი1000 -ზე მეტ მეწარმეს მიადგა
განახლებულია: 2017-01-30 16:07:00
რამდენიმე წუთის წინ, „ბავშვთა სამყაროს“ შენობის მცირე ნაწილი ჩამოიშალა.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ამ წუთებშიც ცდილობს წყლის ჭავლით ხანძრის შედეგად გაჩენილი კერების ჩაქრობას.მასშტაბური ხანძარი „ბავშვთა სამყაროში“ გვიან ღამით გაჩნდა. 10 ათასი კვადრატული მეტრის ფართობი მთლიანად განადგურდა. ჩამონგრეულია შენობის ნაწილი. ზარალი დიდია, ზიანი1000 -ზე მეტ მეწარმეს მიადგა. დაზარალებულები ტერიტორიაზე შესვლას და საკუთარი ქონების გამოტანას ცდილობდნენ, თუმცა საშიშროების გამო სამაშველო სამახურმა მათ ამის საშუალება არ მისცა.    
წაკითხვა
ალიბეგაშვილი: ეს ადამიანები მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფოს მხრიდან თანადგომას იგრძნობენ
გამოქვეყნებულია: 2017-01-30 12:23:00
ამ წუთებში სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის კერების ჩაქრობითი სამუშაოები გრძელდება.ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან მოვაჭრეები, რომლებიც გადარჩენილი საქონლის გატანის უფლებას ითხოვენ, თუმცა ამის საშუალებას მათ საპატრულო პოლიცია უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე არ აძლევს.ტერიტორიაზე ამ წუთებში იმყოფება საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ასევე ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე. სამწუხარო უწოდა ალიბეგაშვილმა მომხდარ შემთხვევას. მან თანაგრძნობა გამოხატა იმ მოვაჭრეების მიმართ, ვინც ამ ტერიტორიაზე ვაჭრობდა.როგორც ალიბეგაშვილმა აღნიშნა, ეს ადამიანები მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფოს მხრიდან თანადგომას იგრძნობენ.მიუხედავად იმისა, რომ დავით ნარმანიამ მომხდარზე პასუხისმგებლობა ბაზრობის ადმინისტრაციას დააკისრა, ალიბეგაშვილი გამოძიების დასრულებამდე დასკვნების გამოტანისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ხალხის მეტად გაღიზიანებას გამოიწვევს მისი მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთება.ირაკლი აბესაძე დაზარალებულების დახმარების ვალდებულებას ხელისუფლებას აკისრებს.მისი თქმით, ხელისუფლებამ დროულად უნდა გამოუყოს ალტერნატიული სავაჭრო ფართები დაზარალებულებს, უნდა მოხდეს მინიმალური კომპენსაციების გაცემა და ბანკებთან ურთიერთობებში დახმარების აღმოჩენა.
წაკითხვა
შსს-მ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
განახლებულია: 2017-01-30 12:00:00
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.„ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად, სრულადაა დამწვარი სავაჭრო ცენტრი და მიმდებარე საწყობები. ადგილზე ათეულობით სახანძრო ბრიგადა ცეცხლს რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდა. ადგილზე შეკრებილები არიან დაზარალებული მოვაჭრეები, რომელთა ნაწილი გადარჩენილი ნივთების მოძიებას ცდილობს. ისინი პრეტენზიას გამოთქვამენ, რომ ხანძრის ჩაქრობა რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ მოხერხდა. ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვდა თბილისის მერი. დავით ნარმანია დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდა. 
წაკითხვა
დავით გელაშვილი: „ბავშვთა სამყაროს“ შენობა ამჟამად ავარიულია
გამოქვეყნებულია: 2017-01-30 11:16:00
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილის დავით გელაშვილის ინფორმაციით, ამჟამად „ბავშვთა სამყაროს“ შენობა ავარიულია.როგორც გელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხანძრის შედეგად მოხდა მეორე, მესამე და მეოთხე სართულებს შორის გადახურვის ჩამონგრევა.მისივე თქმით, შენობაში მუშაობა ამ მომენტისთვის საფრთხეს წარმოადგენს.„04:10 წუთზე შემოვიდა შეტყობინება. დაახლოებით, სამ წუთში მოვიდა პირველი დანაყოფი, 3000კვ.მ-ზე იყო ხანძარი. გამოძახებაზე სულ მოვიდა 31 სახანძრო-სამაშველო დანაყოფი. ხანძრის ქრობიდან ხუთ წუთში ცეცხლი გავრცელდა „ბავშვთა სამყაროს“ მთლიან შენობაზე, რომლის ფართობი შეადგენს დაახლოებით 10 000 კვ.მ-ს, მოსვლიდან 10-15 წუთში უკვე 13 000 კვ.მ ზე იყო ღია ცეცხლი გაჩენილი.ამ მომენტისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს ცალკეული კერების ჩაქრობითი სამუშაოები.მაღალი ტემპერატურის შედეგად, შენობის გარკვეულმა ფრაგმენტებმა მიიღო დაზიანება, მოხდა მეორე, მესამე და მეოთხე სართულებს შორის გადახურვის ჩამონგრევა. ამ მომენტისთვის შენობა, შეიძლება ითქვას, რომ ავარიულია.შიგნით მუშაობა დიდ საფრთხეს წარმოადგენს“,- განაცხადა გელაშვილმა.მისივე თქმით, იყო საშიშროება ხანძარი ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე მიწისქვეშა გადასასვლელიდან მეტროს ჩასასვლელისკენ გავრცელებულიყო. გელაშვილის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ეს საფრთხე მოხსნილია.როგორც გელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მსუბუქად დაშავდა ერთი მეხანძრე-მაშველი.
წაკითხვა
„ბავშვთა სამყარო“ ხანძრის შემდეგ - ფოტორეპორტაჟი
გამოქვეყნებულია: 2017-01-30 10:42:00
„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად, სავაჭრო ცენტრი და მიმდებარე საწყობები სრულად დაიწვა. ადგილზე ათეულობით სახანძრო ბრიგადა ცეცხლს რამდენიმე საათი აქრობდა. სავაჭრო ცენტრთან შეკრებილები არიან დაზარალებული მოვაჭრეები. ვითარებას გაეცნო და დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვდა თბილისის მერი. დავით ნარმანია დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდა. ხანძრის გაჩენის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.ფოტოები შემთხვევის ადგილიდან
წაკითხვა
ხანძრის შედეგად „ბავშვთა სამყაროს“ შენობის ზედა ნაწილი ჩამოიშალა
განახლებულია: 2017-01-30 10:06:00
„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად სავაჭრო ცენტრის შენობის ზედა ნაწილი ჩამოიშალა.ამის შესახებ ადგილიდან „მოამბის„ კორესპონდენტი იუწყება.მისივე ინფორმაციით, ნანგრევებში ერთი მეხანძრე მოყვა, თუმცა არ დაზარალებულა, მან საკუთარი ფეხით შეძლო ნანგრევებიდან გამოსვლა.დაზარალებულებმა სავაჭრო ცენტრიდან საკუთარი ნივთების გამოტანა ცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება სახანძრო-სამაშველო სამსახურმა შენობის ნაწილის ჩამოშლის შემდეგ არ მისცეს.ხანძარი სრულად ლოკალიზებული ამ დრომდე არ არის.„ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად, სრულადაა დამწვარი სავაჭრო ცენტრი და მიმდებარე საწყობები. ადგილზე ათეულობით სახანძრო ბრიგადა ცეცხლს უკვე რამდენიმე საათია ებრძვის. ადგილზე შეკრებილები არიან დაზარალებული მოვაჭრეები. ისინი პრეტენზიას გამოთქვამენ, რომ ხანძრის ჩაქრობა რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ მოხერხდა. ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და დაზარალებულ მოვაჭრეებს
წაკითხვა
ბათუმში ხანძრის შედეგად დაზარალებულები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან
განახლებულია: 2017-01-29 16:16:00
ხანძარი იყო დღეს ბათუმში. თამარის დასახლებაში ბარაკული ტიპის სახლები დაიწვა.„მოამბის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ღია ცის ქვეშ 12 ოჯახი, სულ 70-მდე ადამიანი დარჩა.ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  ერთ-ერთ ვერსიად ელექტროგაყვანილობის გაუმართაობა სახელდება.დაზარალებულები მოითხოვენ ბათუმის მერიისა და აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას. ისინი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.თუ დროული რეაგირება არ იქნება, ხანძრისგან დაზარალებულები პროტესტის ნიშნად დღევანდელ ღამეს ღია ცის ქვეშ გაათენებენ.
წაკითხვა
ვიდეო: რუსეთის ერთ-ერთ აეროპორტში თვითმფრინავი მოცურდა
გამოქვეყნებულია: 2017-01-27 15:49:00
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ მოცურდა ყინულზე ნოვოსიბირსკის აეროპორტში თვითმფრინავი. რუსული მედიის ინფორმაციით, Airbus A320, რომელსაც ინციდენტი შეემთხვა, ასრულებდა რეისს პეკინი-ნოვოსიბირსკი. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. 
წაკითხვა
სასწრაფოდ
რუსთაველზე მომხდარი ავარიის შესახებ, შსს განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-01-27 13:56:00
თბილისში, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე დღის წინ მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კანონის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალეული პირის გამოკვეთა და მისთვის ბრალის წარდგენა მხოლოდ შესაბამისი ექსპერტიზების დასრულების შემდეგაა შესაძლებელი.შსს-ს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სამივე მძღოლი პოლიციის მიერ მოწმის სახით გამოიკითხა.„მიმდინარე წლის 24 იანვარს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.გამოძიების ფარგლებში, დაინიშნა ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები, რომელთა დასკვნების საფუძველზე, საგამოძიებო ორგანოს ექნება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რათა ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე პირის მიმართ განხორციელდეს კანონის შესაბამისი ღონისძიებები.რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სამივე მძღოლს, მომხდართან დაკავშირებით ისინი პოლიციის მიერ მოწმის სახით გამოიკითხნენ.საზოგადოების ინფორმირებისთვის კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ, კანონის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალეული პირის გამოკვეთა და მისთვის ბრალის წარდგენა მხოლოდ შესაბამისი ექსპერტიზების დასრულების შემდეგაა შესაძლებელი.შს სამინისტრო მიმართავს მაქსიმალურ ძალისხმევას, რომ აღნიშნული საქმე დროულად იქნას გამოძიებული და დამნაშავე წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
წაკითხვა
სასწრაფოდ
ავარია კახეთში - დაშავებულია ორი ადამიანი
გამოქვეყნებულია: 2017-01-27 12:15:00
გურჯაანის რაიონის სოფელ კახიფართან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.როგორც საზოგადოებრივის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, სავარაუდოდ, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად, სავარაუდოდ, ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წაკითხვა
კოსტავას ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შესახებ თვითმხილველები საუბრობენ
გამოქვეყნებულია: 2017-01-24 11:34:00
თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შესახებ საზოგადოებრივთან თვითმხილველები საუბრობენ. მათი თქმით, შუახნის მამაკაცი მიწისქვეშა გადასასვლელთან ბორდიურზე იჯდა, ის შეუძლოდ გახდა, წაიქცა, რა დროსაც სამარშრუტო მიკროავტობუსს თავი მიარტყა. სასწრაფოს ავტომანქანაში მას გადაუდებელი დახმარება ჩაუტარდა, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა. ავტომობილი შუახნის მამაკაცს ცოტა ხნის წინ დაეჯახა. შემთხვევა სტუ-ს მეორე კორპუსის წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელთან მოხდა.
წაკითხვა
სასწრაფოდ
კოსტავას ქუჩაზე მამაკაცს მანქანა დაეჯახა
გამოქვეყნებულია: 2017-01-24 11:03:00
თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ავტომობილი შუახნის მამაკაცს დაეჯახა.შემთხვევა სტუ-ს მეორე კორპუსის წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელთან მოხდა.შემთხვევის შედეგად დაზარალებული მამაკაცი, მიყენებული დაზიანების გამო გარდაიცვალა.
წაკითხვა
სასწრაფოდ
მატარებლის შეჯახების შედეგად, თბილისში მამაკაცი გარდაიცვალა
გამოქვეყნებულია: 2017-01-24 10:37:00
​თბილისში, დიდუბის ტერიტორიაზე ორსართულიანი სამგზავრო მატარებელი მამაკაცს დაეჯახა.როგორც საზოგადოებრივს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად, მამაკაცი გარდაიცვალა.შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ეხება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წაკითხვა
ფოთში ავარიას 19 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-01-23 20:16:00
ავტოსაგზაო შემთხვევას ფოთში 19 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც „მოამბის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ავარია რამდენიმე წუთის წინ მოხდა. „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა.მძღოლის იდენტიფიცირება ჯერ ვერ მოხერხდა, თუმცა, სავარაუდოდ, გარდაცვლილი 19 წლის მამაკაცია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო, სამედიცინო და სამაშველო სამსახური.მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.
წაკითხვა
რუსთავში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ექვსი ადამიანი მოიწამლა
გამოქვეყნებულია: 2017-01-23 15:03:00
რუსთავში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ექვსი ადამიანი მოიწამლა.საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ინფორმაციით, მოწამლულია ოთხი მცირეწლოვანი და მათი მშობლები.ბავშვები ბავშვთა საავადმყოფოში, ხოლო მათი მშობლები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.მშობლების ვარაუდით, ბუნებრივმა აირმა წყლის გამათბობლიდან გაჟონა.
წაკითხვა