A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

1TV.GE » პირველი არხი
საზოგადოებრივი
104.5 FM

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის საერთო სარჩელი არ დააკმაყოფილა - პარტიები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ
განახლებულია: 2017-11-04 20:07:00
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის საერთო სარჩელი არ დააკმაყოფილა. 20 პარტია თბილისში შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას და ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მოსამართლემ არ გაითვალისწინა ობიექტური მტკიცებულებები, რომლებიც ცალკეულ დარღვევებსა და ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს ადასტურებდა. პოლიტიკური პარტიები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ოპოზიცია მას შემდეგ გაასაჩივრებს, რაც მათ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი  გადაეგზავნებათ. ოპოზიცია სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვასაც გეგმავს.
წაკითხვა
თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 18:06:00
თურქეთის პოლიციამ მარმარისში სირიელი ლტოლვილების ევროკავშირში არალეგალურად გადაყვანის მცდელობაში ეჭვმიტანილი ორი მამაკაცი დააკავა. მათგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა, მეორე კი თურქეთის - იუწყება Milliyet. თურქული პრესის ინფორმაციით, დაკავებული 37 წლის მამაკაცის სახელი და გვარი მათთვის უცნობია. თურქული მედიის ცნობით, დაკავებულებს 12 სირიელი ლტოლვილი მიკროავტობუსით დანიშნულების ადგილამდე მიჰყავდათ, საიდანაც საბერძნეთის ტერიტორიაზე, როდოსის კუნძულზე არალეგალურად გადასვლაში უნდა დახმარებოდნენ. ორივე ეჭვმიტანილის საქმეს სასამართლო განიხილავს.
წაკითხვა
ქართველი პარა-ფრენბურთელები ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 16:23:00
ქართველი პარა-ფრენბურთელები ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ. შეხვედრები 4-12 ნოემბერს გაიმართება და მასში 13 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ქართველი მჯდომარე ფრენბურთელები ჯგუფურ ეტაპზე ბოსნიასთან, სერბეთთან და უნგრეთთან ითამაშებენ. საქართველოს ნაკრები პარა-ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატზე პირველად მონაწილეობს. ეროვნული ნაკრები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებული  ქართველი სამხედროებითაა დაკომპლექტებული. სპორტსმენებს გამგზავრების წინ წარმატება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა უსურვა.
წაკითხვა
ენმ ცესკო-ს წინააღმდეგ სარჩელს ერთ საათში შეიტანს
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 16:02:00
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სასამართლოში სარჩელს ერთ საათში შეიტანს. პოლიტიკური გუნდი ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის შედეგების გაუქმებას ითხოვდა, თუმცა ცესკო-მ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. საარჩევნო ადმინისტრაციამ საჩივრების განხილვა უკვე დაასრულა და ახლა პარტია საკუთარი პოზიციის დაცვას სასამართლოში აპირებს. როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, სამართლებრივი ბრძოლა სტრასბურგში გააგრძელონ.
წაკითხვა
ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრში სტაციონარული განყოფილება გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 12:17:00
ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრში სტაციონარული განყოფილება გაიხსნა. დეპარტამენტი 50 საწოლზეა გათვლილი. უახლესი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საოპერაციო ბლოკებში ონკოლოგიური პაციენტების ქირურგიული მკურნალობა იქნება შესაძლებელი. პაციენტებს ზედამხედველობას ამერიკელი, გერმანელი და დანიელი ექიმ-ონკოლოგების გუნდი გაუწევს. ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრში სტაციონარული განყოფილების გახსნით, დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ონკოლოგიური პაციენტები შესაბამისი მკურნალობის სრულ სპექტრს რეგიონიდან გაუსვლელად მიიღებენ.
წაკითხვა
ცესკო-ში საჩივრების განხილვა დასრულდა - ცესკო-ს გადაწყვეტილებას აპროტესტებს ოპოზიციური სპექტრი
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 12:03:00
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაასრულა. საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ძალაში რჩება თიანეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი, რომლითაც 1 ხმით თამაზ მეჭიაური იმარჯვებს. უკმაყოფილოა მმართველი გუნდის კანდიდატი, რომელის საჩივარიც მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ცესკო-ს გადაწყვეტილებას აპროტესტებს ოპოზიციური სპექტრიც. პარტიები შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობასა და ხმების ხელახლა გადათვლას მოითხოვდნენ.
წაკითხვა
ნატოს საზღვაო საბრძოლო ხომალდები საქართველოში
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 20:40:00
ბათუმის ნავსადგუში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ფლოტის ოთხი გემი შემოვიდა. მათ შორისაა მუდმივმოქმედი მეორე ნაღმ-საწინაარდეგო შენაერთის საფლაგმანო ხომალდი.  საქართველოს წყლებში ისინი 6 ნოებრამდე დარჩებიან და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნაში მიიღებენ მონაწილეობას. ბათუმში ნატოს ძალების დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი, სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები, აჭარის მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ოფიციალურ მიღებამდე ნატოს ხომალდების საპორტო ვიზიტი შინაგან საქმეთა მინისტრმა და ნატოს საზღვაო სარდლობის მეთაურის მოადგილემ, ვიცე-ადმირალმა შეაფასეს. 
წაკითხვა
პანკისელი და ზემო აჭარაში მცხოვრები ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა თბილისში
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 20:40:00
პანკისის ხეობაში და ზემო აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდა ფოტოგრაფების ნამუშევრებს მასპინძლობს „ღია საზოგადოება საქართველოს” გალერეა. ექსპოზიციაზე 50-მდე ფოტონამუშევარია წარმოდგენილი. გამოფენა ზემო აჭარასა და პანკისის ხეობაში დაარსებული ფოტო კლუბების ფარგლებში ეწყობა. კლუბების წევრები რამდენიმე თვის განამვლობაში სწავლობდნენ ფოტოგრაფიას, კამერასთან მუშაობას, გადაღებას, თეორიულ თუ ტექნიკურ დეტალებს. თათია ბუხრაშვილის სიუჟეტი
წაკითხვა
ვითარება ქურთისტანში - დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი რეგიონი ახალი გამოწვევების წინაშე
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 20:28:00
ახალი გამოწვევები ერაყის ქურთისტანის დღის წესრიგში. დამოუკიდებლობისთვის მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ, მასუდ ბარზანიმ რეფერენდუმი ჩაატარა, თუმცა ვა-ბანკმა არ გაამართლა. კირკუკში ნავთობის ზონების დაკარგვამ, რომელიც შემოსავალს უზრუნველყოფდა და დამოუკიდებელი ქურთისტანისთვის გადამწყვეტი მნივშნელობა უნდა ჰქონოდა, შიდა კრიტიკის გააქტიურება გამოიწვია. გივი ბარამიძის სიუჯეტი დეტალებით. 
წაკითხვა
რატომ იზრდება საქართველოში სამომხმარებლო ფასები
განახლებულია: 2017-11-03 20:12:00
რატომ იზრდება სამომხმარებლო ფასები. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში მიზნობრივი ინფლაციის დონე 3.5 %-ით არის განსაზღვრული. მიმდინარე წლის ბიუჯეტში ის 4 % იყო თუმცა საქ-სტატის მონაცემებით, ოქტომბრის თვეში წლიურმა ინფლაციამ უკვე 6.4 % შეადგინა. ბიუჯეტისთვის ეს პოზიტიური დინამიკაა, თუმცა უარყოფითად აისახება მოქალაქეების მატერიალურ მდგომარეობაზე. ქვეყანაში გარკვეულ პროდუქტებზე ფასები იზრდება. საქ-სტატის ოფიციალური მონაცემებით, ფასები გაიზარდა საკვები პროდუქტების და ტანსაცმლის ნაწილზე, ასევე მედიკამენტებზე და სატრანსპორტო ჯგუფზე. 
წაკითხვა
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში - მწვავე კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან და ხელისუფლების არგუმენტები
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 20:00:00
როგორ გეგმავს მთავრობა საქართველოს მომავალი წლის ბიუჯეტის განკარგვას. ფინანსთა მინისტრს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პრიორიტეტებზე სასაუბროდ საათი და ათი წუთი დასჭირდა. პარლამენტში გადამუშავებული ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. უმრავლესობის დეპუტატები პროექტს დაბალანსებულს უწოდებენ რაშიც მათ კოლეგა ოპოზიციონერი დეპუტატები არ ეთანხმებიან. უმცირესობის წევრები ხელისუფლებას ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების გამო აკრიტიკებენ, გაზრდილ ბიუროკრატიულ ხარჯზე საუბრობენ და სვამენ კითხვას, თუ რატომ არ იზრდება 2018 წელს პენსია და სხვადასხვა სოციალური ფენისთვის გათვალისწინებული შემწეობა. როგორც დღეს გაირკვა, პენსია 20 ლარით შეიძლება 2019 და 2020 წელს გაიზარდოს. პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის განხილვას შორენა ხვიჩია ესწრებოდა. ამავე თემაზე, იხილეთ ჩართვა „მოამბის“ 18-საათიანი საინფორმაციო გამოშვებიდან.
წაკითხვა
რატომ აღემატება საქართველოში ქრონიკული თავის ტკივილი 2-ჯერ ევროპულ მაჩვენებელს - ნევროლოგ გეგელაშვილის ახალი ნაშრომი
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 18:23:00
თავის ტკივილის შესახებ ახალი წიგნი გამოიცა. ნევროლოგ გიორგი გეგელაშვილის ნაშრომში გაანალიზებულია ის მიზეზები, რის გამოც საქართველოში ქრონიკული თავის ტკივილი 2-ჯერ აღემატება ევროპულ მაჩვენებელს. ერთ-ერთ ფაქტორად მცდარი დიაგნოზი და არასწორი მკურნალობა სახელდება.მარიამ სეთურიძის სიუჟეტი.
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაფინანსების გასაზრდელად დამატებითი თანხების მოძიებაზე ვმუშაობთ
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 18:18:00
პარლამენტში გამოსვლისას პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაოების დაფინანსებაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 2017 წელს 16 მლნ ლარის მობილიზება მოხერხდა ბიუჯეტიდან აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. „მომავალ წელს ბიუჯეტში ჩადებულია 14 მლნ ლარი, თუმცა ვმუშაობთ როგორც შესაბამის კომიტეტთან, ისე სამინისტრისთან, რათა დამატებით მოვიძიოთ თანხები“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2017 წელს ავიაციის მეშვეობით 110 ათას ჰექტრამდე ფართობი და საკარმიდამო ნაკვეთი დამუშავდა. „მომავალ წელს გაგრძელდება მუშაობა, ჩატარდება აქტიური საინფორმაციო კამპანია მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდისთვის. ჩვენ ვმუშაობთ დონორ ორგანიზაციებთან და საგრანტო კომპონენტის მიღების დიდი იმედი გვაქვს“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
წაკითხვა
ეროვნულ ბიბლიოთეკაში კოტე აფხაზის სახელობის სამხედრო ოთახი გახსნა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 18:18:00
ეროვნულ ბიბლიოთეკაში კოტე აფხაზის სახელობის სამხედრო ოთახი გახსნა. სივრცეში  წარმოდგენილია პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ისტორიული მასალები და წიგნები, ასევე ფოტოები და დოკუმენტები, რომლებიც 1918-1921 წლებში მაღალი რანგის სამხედრო პირების გადაწყვეტილებებსა და ბრძანებებს ასახავს. გახსნას თავდაცვის მინისტრიც ესწრებოდა. 
წაკითხვა
ოცამდე ოპოზიციური პარტიის ერთობლივი სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 18:16:00
ოცამდე ოპოზიციური პარტიის ერთობლივი სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ისინი თბილისის მასშტაბით შემაჯამებელი ოქმების გაუქმებას და ხმების ხელახალ გადათვლას ითხოვენ.პარტიების განცხადებით ცესკომ მათი საჩივრები არ განიხილა. სხდომაზე მოპასუხე მხარეს ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმოადგენს.ოპოზიციურმა პარტიებმა სხდომაზე ვიდეო მტკიცებულებები წარადგინეს, სადაც მათი მტკიცებით ამომრჩევლის ნების კონტროლი  კომისიის წევრების მხრიდან ხდება.
წაკითხვა
ფინანსთა მინისტრი პარლამენტში მწვავე კითხვებს პასუხობს - რას იწუნებს ოპოზიცია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 18:09:00
ოპოზიციის კრიტიკა ბიუჯეტის პროექტს. ფინანსთა მინისტრი ოპონენტების მწვავე კითხვების პირისპირ. პარლამენტში ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა გრძელდება. ოპოზიციის წარმომადგენლები ბიუჯეტში გაწერილი ხარჯების არამიზნობრიობის გარდა, აქცენტს ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზეც აკეთებენ. განხილვის დეტალებს შორენა ხვიჩია პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს. 
წაკითხვა
საგარეო უწყების ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კულტურულ ძეგლებზე ვანდალიზმის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციები ინფორმირებულნი არიან
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 17:17:00
საგარეო უწყება ოკუპირებულ აფხაზეთში კულტურულ ძეგლებზე განხორციელებულ ვანდალურ აქტებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია საქმის კურსშია.„კულტურულ ძეგლებთან და ეკლესიებთან დაკავშირებით ჩვენ ხელთ არსებულ ყველა ფორმატს ვიყენებთ. მოგეხსენებათ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ამ მიმართულებით არის აქტუალური, ინფორმირებულია ამის შესახებ, ჩვენ მათ დეტალურად ვაწვდით ინფორმაციას იქ მიმდინარე უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით“ - აღნიშნავს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი.
წაკითხვა
გიორგი მღებრიშვილი ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის წარმომადგენელს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 16:31:00
გიორგი მღებრიშვილი ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის წარმომადგენელს შეხვდა. მხარეებმა ნატო-საქართველოს შორის საზღვაო სფეროში არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მონაწილეობა ნატო-ს ოპერაცია „ზღვის მცველში“, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ხმელთაშუა ზღვასა და მის მიმდებარე საზღვაო სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
წაკითხვა
„ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ - ბორჯომში პირველი არხის ახალი პროექტის მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 15:28:00
პირველი არხის ახალი პროექტის „ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი ბორჯომში მიმდინარეობს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან დაახლოებით 50-მდე ბავშვმა გაიარა რეგისტრაცია. მეექვსე კლასელთა შესარჩევი კონკურსი საქართველოს მასშტაბით იმართება, შემდეგი ქასტინგი კი 7 ნოემბერს, დუშეთში გაიმართება.„ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი" ამერიკული კომპანია „მეტრო გოლდენ მაიერის" პროექტია, რომელიც 55 ქვეყანაში განხორციელდა და ყველგან დიდი პოპულარობა მოიპოვა.
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - 2018 წლის ბიუჯეტი ქმნის მყარ საფუძველს, შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 13:28:00
2018  წლის ბიუჯეტი   ქმნის მყარ საფუძველს, შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. მისი თქმით, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ორიენტირებულია ეკონომიკური ზრდის დაჩქარებასა და ქვეყნის მშენებლობაზე. „ჩვენ თანამიმდევრულად განვაგრძობთ იმ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც საზოგადოებას წარვუდგინეთ 2016 წლის ბოლოს, მიმდინარე - 2017 წლის ბიუჯეტის წარდგენისას. ამ პოლიტიკის მიზანია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
წაკითხვა