A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

1TV.GE » პირველი არხი
საზოგადოებრივი
104.5 FM

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

სპეცოპერაცია ვარკეთილში - ფოტო/ვიდეო
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 18:21:00
ვარკეთილში სპეცოპერაციის შედეგად, ორი პირია დაკავებული. გამოძიება მათ გამოძალვას ედავება. სპეცოპერაცია ვარკეთილში მდებარე კაფე „თეისთში“ ჩატარდა. როგორც პირველ არხს ადგილზე მყოფმა სამართალდამცველმა განუცხადა, დაკავებულები კვების ობიექტში ისხდნენ და სადილობდნენ, რა დროსაც მათი დაკავება მოხდა. 
წაკითხვა
ჰოლივუდი დუმილს არღვევს - ვარსკვლავები სექსუალურ შევიწროებაზე ალაპარაკდნენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-13 12:46:00
წაკითხვა
ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში კაძუო იშიგურომ მიიღო
გამოქვეყნებულია: 2017-10-05 15:32:00
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია იაპონური წარმოშობის ბრიტანელმა მწერალმა, კაძუო იშიგურომ მიიღო. შვედეთის ნობელის აკადემიის განცხადებაში ნათქვამია, რომ იშიგუროს რომანები ფლობს დიდ ემოციურ ძალას და ადამიანების სამყაროსთან კავშირის უფსკრულს ხსნის. კაძუო იშიგუროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია „დღის ნარჩენები“, რომლისთვისაც მან ბუკერის პრემია მიიღო. აღნიშნული რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმში ენტონი ჰოპკინსი და ემა ტომპსონი თამაშობენ. კინოსურათი ოსკარის რვა ნომინაციაზე იყო წარდგენილი. მის კალამს ასევე ეკუთვნის ასევე რომანები „მთების მკრთალი ხედი“, „როდესაც ობლები ვიყავით“, „დაუშოშმინებელი“ და სხვები. მწერლის ბოლო ნამუშევარია - „ნურასდროს გამიშვებ“. ნობელის პრემიაზე წარდგენილ კანდიდატებს შორის იყვნენ კენიელი მწერალი ნგუგი ვა თჰიონგო, იაპონელი ჰარუკი მურაკამი, ასევე კანადელი მარგარეტ ეთვუდი. ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში 1901 წლიდან გაიცემა. გასულ წელს საპატიო ჯილდოს მფლობელი ამერიკელი პოეტი და მუსიკოსი ბობ დილანი გახდა. 2005 წელს კი პრემია ბელარუსმა მწერალმა, სვეტლანა ალექსიევიჩმა მიიღო.
წაკითხვა
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თუშეთში ვერტმფრენი მიმდინარე წლის ზამთრის სეზონზე რეგულარულად იფრენს
გამოქვეყნებულია: 2017-10-05 15:05:00
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია უამინდობის გამო თუშეთში შექმნილ ვითარებას ეხმაურება. ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონში მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს. ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი წარმომადგენლები. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ომალოში მყოფი ტურისტები უსაფრთხოდ იმყოფებიან და ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან. ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ერთი მამაკაცი, რომლის სიცოცხლეს, ადგილობრივი ექიმის ინფორმაციით, საფრთხე არ ემუქრება, მაშველების დახმარებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას კლინიკაში გადაჰყავს. მათივე თქმით, თუშეთში საგანგებო რეჟიმში მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური, რათა ნებისმიერი სახის შესაძლო შეფერხება თავიდან იყოს აცილებული. „აგრეთვე გაცნობებთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად, ასევე - უცხოელი ვიზიტორების მზარდი რიცხვის ფონზე, თუშეთში კომფორტული და უსაფრთხო მოგზაურობის მიზნით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, გასული წლის სეზონის მსგავსად, წლევანდელი ზამთრის მანძილზე, ყოველკვირეულად, რეგულარულად იფრენს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში. 
წაკითხვა
10 საოცნებო სამუშაო ადგილი მსოფლიოში
გამოქვეყნებულია: 2017-10-01 23:29:00
წაკითხვა
რუსეთში შესაძლოა Google, Facebook, WhatsApp, Viber, და Telegram დაიბლოკოს
გამოქვეყნებულია: 2017-09-29 14:48:00
რუსეთში შესაძლოა ცნობილი სოციალური ქსელები: WhatsApp, Viber, Google, Facebook და Telegram დაიბლოკოს. ამის მიზეზი რუსეთში მოქმედი კანონმდებლობაა, რომლის თანახმადაც, ვებ-გვერდები რომლებიც რუსეთის მოქალაქეებზე პერსონალურ ინფორმაციას ფლობენ, რუსულ სერვერებზე უნდა განათავსონ.რუსეთის კომუნიკაციების მინისტრის ნიკოლაი ნიკიფოროვის განცხადებით, ის ინტერნეტ საიტები, რომლებიც რუსულ კანონმდებლობას არ დაემორჩილებიან, რუსეთის ტერიტორიაზე ვერ იმუშავებენ.​მისი თქმით, კანონი თანაბრად შეეხება ყველა სოციალურ ქსელს, რა თქმა უნდა, თუ ისინი საკუთარ მონაცემებს რუსულ სერვერებზე არ გადმოიტანენ. ნიკიფოროვის განცხადებით, ის ხვდება რომ ფეისბუქსა და სხვა სოციალურ ქსელებს რუსეთში მომხმარებელთა დიდი რაოდენობა იყენებს, თუმცა ამ შემთხვევაში კანონზე მაღლა ეს მონაცემები ვერ დადგება. 
წაკითხვა
„საქართველოს გაუმარჯოს“ - პრინც ჰარის გამამხნევებელი შეძახილი ქართველ სამხედროებთან ერთად [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-09-28 11:32:00
დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარი კანადაში, „ძლიერთა თამაშებში“ გამარჯვებული ქართველი სამხედროების გამამხნევებელ შეძახილს შეუერთდა. ვიდეოს პრინცი ჰარი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს. Invictus Games-ში გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები პრინცმა ჰარიმ პირადად გადასცა. შეგახსენებთ, კანადაში მიმდინარე საერთაშორისო პარაოლიმპიური ტიპის სპორტული თამაშების Invictus Games-ში დაჭრილმა ქართველმა სამხედროებმა მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს. დაძაბულ, ფინალურ შეხვედრაში ქართველი სამხედროების ნაკრები გაერთიანებული სამეფოს ნაკრებს დაუპირისპირდა და გამარჯვება მოიპოვა. 
წაკითხვა
ქობულეთის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა
გამოქვეყნებულია: 2017-09-28 11:00:00
ძლიერი წვიმის შედეგად, ქობულეთის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა. წყავროკასა და ლეღვაში მეწყერმა პრობლემები საცხოვრებელ სახლებსაც შეუქმნა. მიწის მასა სამ სახლთან ახლოს ჩამოწვა, რის გამოც ერთმა ოჯახმა თავი ნათესავს შეაფარა. მეწყერი ხუთი სოფლის ცენტრალურ და შიდა სასოფლო გზებზე განვითარდა. დაახლოებით ნახევარი საათით ჩაკეტილი იყო ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალიც. სტიქიის კერებთან მძიმე ტექნიკა მუშაობს.
წაკითხვა
ბათუმის 23-ე საჯარო სკოლას აზიური ფაროსანა შეესია, რის გამოც შენობის ნაწილში სასწავლო პროცესი შეწყდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-25 14:59:00
ბათუმის 23-ე საჯარო სკოლას, რომელიც მახვილაურის დასახლებაში მდებარეობს, აზიური ფაროსანა შეესია, რის გამოც ორ საკლასო ოთახში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა და ბავშვები სხვა ოთახებში გადაიყვანეს. აზიური ფაროსანა შენობაში დღეს შენიშნეს. ადგილზე იმყოფება ბათუმის რესურსცენტრის უფროსი გოჩა დავითაძე. „შემოსევას ვერ დავარქმევდი, მაგრამ ორ საკლასო ოთახში გამოჩნდა მწერების გარკვეული რაოდენობა. ბუნებრივია, არ იყო მიზანშეწონილი იქ გაკვეთილის ჩატარება და ბავშვები სხვა კლასებში გადაიყვანეს. ველოდებით გამწვანების სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც შესაბამის ზომებს მიიღებენ. ასევე, ვაცნობეთ სურსათის უვნებლობის სამსახურსაც. ფართი შესაბამისად დაიწამლება, რათა ამ კლასების გამოყენება ჩვეულებრივად გაგრძელდეს“, - განაცხადა პირველ არხთან გოჩა დავითაძემ. აზიური ფაროსანას გამოჩენა სკოლაში, ადგილობრივების განცხადებით, შენობასთან არსებულმა თხილის პლანტაციებმა განაპირობა. მავნებელი ბათუმის 28-ე და 31-ე საჯარო სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზეც დაფიქსირდა.
წაკითხვა
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი - თურქმა მებაჟეებმა წამართვეს ტელეფონი და პირადობა, ფიზიკურად შეგვეხნენ მე და ჩემს ოპერატორს
გამოქვეყნებულია: 2017-09-25 13:11:00
სარფის საბაჟოზე პრობლემა შეექმნა აჭარის ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს. ისინი არსებული სიტუაციის გადაღებას ცდილობდნენ, რა დროსაც მათ თურქი მებაჟეები დაუპირისპირდნენ. ჟურნალისტი ჯენი კვანტალიანი ამბობს, რომ ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი, როგორც ოპერატორის, ასევე მისი მისამართით.„ნეიტრალურ ზონაში ვიმყოფებოდით, გასასვლელში ატყდა ჩოჩქოლი, თურქ მებაჟეებს ეგონათ, რომ ხმაურიანი ადამიანების უკან ჩვენ ვიდექით, რის შემდეგაც აგრესიით წამოვიდნენ ჩვენსკენ. მე Facebook Live-ის ჩართვა მოვახერხე, მებაჟეებმა წამართვეს ტელეფონი და პირადობა, ფიზიკურად შეეხნენ ჩემს ოპერატორსაც და მეც, თუმცა ხალხის დახმარებით მოვახერხე ნივთებისა და საბუთების უკან დაბრუნება“, - ამბობს ჯენი კვანტალიანი. შემთხვევის ადგილზე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძეც იმყოფება. იგი საქართველოში თურქეთის საკონსულოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, შეისწავლონ, ჰქონდა თუ არა ადგილი მებაჟეების მხრიდან გადაცდომას.
წაკითხვა
ნიკა სირაძე - წაღვერში ხანძრის სამი კერა რჩება, რომლის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ
გამოქვეყნებულია: 2017-09-25 09:17:00
წაღვერში ხანძრის სამი კერა რჩება, რომლის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ, - ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა. ნიკა სირაძის თქმით, დილიდან მუშაობა განაახლეს ქართულმა და აზერბაიჯანულმა ვერტმფრენებმა. „რამდენიმე წუთში სავარაუდოდ შემოგვიერთდება ორი თურქული ვერტმფრენი, რომელიც მუშაობაში ჩაერთვება. დილიდან მუშაობა განაახლა ქართულმა და აზერბაიჯანულმა ვერტმფრენებმა. მთელი ღამის განმავლობაში ეპიცენტრში 550 მეხანძრე და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მუშაობდნენ“, - განაცხადა ნიკა სირაძემ. საგანგებო შტაბში ცოტა ხანში კიდევ ერთი თათბირი გაიმართება, სადაც დღის გეგმას გაწერენ.
წაკითხვა
სოფელ შალაურში სამი მამაკაცი სავარაუდოდ თანასოფლელმა დაჭრა
გამოქვეყნებულია: 2017-09-24 19:30:00
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში სამი მამაკაცი სავარაუდოდ თანასოფლელმა დაჭრა. თვითმხილველების განცხადებით, ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა და ახალგაზრდა მამაკაცმა სამ თანასოფლელს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. მათ ამ წუთებში გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდებათ. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
წაკითხვა
რას ნიშნავს მაღლა აწეული მუშტი მიწისძვრის შემდეგ მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს
გამოქვეყნებულია: 2017-09-24 17:28:00
მეხიკოში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, სამაშველო სამუშაოების ამსახველ ფოტოებში ხშირად ჩანდნენ ადამიანები, რომელთაც მაღლა აწეული ხელები მუშტად ჰქონდათ შეკრული. „ბი-ბი-სის“ განმარტებით, ეს მაშველების სასიგნალო ნიშანია და სიჩუმეს ნიშნავს. როცა ადამიანები ნანგრევებში არიან მოყოლილი და მათი პოვნა მხოლოდ ხმითაა შესაძლებელი, მაშველები ხელებს მაღლა წევენ და მუშტად კრავენ. ამ „სიგნალს“ გარშემომყოფებიც უერთდებიან და გარშემო სრული სიჩუმე წამიერად დგება. ასეთი საშუალებით მაშველები დაზარალებულის ხმის მიხედვით ცდილობენ მისი ადგილმდებარეობის გამოცნობას და შველას. არსებობს კიდევ ორი სასიგნალო ნიშანი: მაღლა აწეული ხელი გაშლილი მტევნით, რომელიც ნიშნავს - არავინ გაინძრეს ადგილიდან. ეს მნიშვნელოვანი ჟესტია მაშველებისთვის - როცა ისინი სახიფათო მონაკვეთზე მუშაობენ. მეორე კი მაღლა აწეული საჩვენებელი თითია, რაც ნიშნავს - მუშაობას დავუბრუნდეთ. ამ „სიგნალს“ მაშველები იყენებენ, როცა ნანგრევებში მოქცეული გადარჩენილის ადგილსამყოფელი დაზუსტდება ან საბოლოოდ დარწმუნდებიან, რომ ნანგრევებიდან არავის ხმა არ ისმის. 
წაკითხვა
ოზურგეთის საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-09-24 14:16:00
ოზურგეთის საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ამის შესახებ პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს. ინციდენტი ოზურგეთის #6 საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში წუხელ მოხდა. ცესკო-ს ცნობით, ​შემტვრეულია შენობის კარი, დაზიანებულია ინვენტარი და ჩამოხეულია  ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია (კედლის სია). 
წაკითხვა
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-09-24 12:32:00
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სიმონ ჯანაშიას სახელმწიფო მუზეუმიდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. წმინდა ნაწილებს ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დახვდა და თაყვანი სცა.  მრევლს მთელი დღის განმავლობაში შეეძლება წმინდა ნაწილების მოლოცვა. ხვალ კი, ქეთევანობის დღესასწაულთან დაკავშირებით, წმინდა ნაწილები კახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძარში გადაბრძანდება, სადაც მსურველებს მისი მოლოცვა შეეძლებათ. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოს ყველა ეპარქიას მოივლის. როგორც პირველ არხთან საქართველოს ელჩმა ინდოეთში, არჩილ ძულიაშვილმა განაცხადა, წმინდა ნაწილები საქართველოში ექვსი თვის განმავლობაში დარჩება, თუმცა მისი მთლიანად გადმოცემის საკითხი ჯერ არ განიხილება.
წაკითხვა
შავ ზღვაზე ოთხბალიანი შტორმია
გამოქვეყნებულია: 2017-09-24 10:59:00
შავი ზღვის აჭარის აკვატორიაში მეორე დღეა საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამ დროისთვის ღელვის სიმძლავრე ოთხ ბალს აღწევს. სინოპტიკოსების პროგნოზით, საშტორმო მდგომარეობა დღის ბოლომდე შენარჩუნდება. დროგამოშვებით მოსალოდნელია ძლიერი წვიმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საგუშაგოებზე წითელი ალმებია აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაზე ბანაობა აკრძალულია.
წაკითხვა
ქობულეთში, მეწყრული პროცესების გამო, ექვსი ოჯახი საკუთარი სახლებიდან ევაკუირებულია
გამოქვეყნებულია: 2017-09-24 10:56:00
ქობულეთში გვიან ღამით მოსული ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, ექვსი ოჯახი საკუთარი საცხოვრებლებიდან ევაკუირებულია. ეროზიულმა პროცესმა პრობლემა 11 ოჯახს შეუქმნა. მიწის მასა რამდენიმე საცხოვრებელ სახლში შევიდა. მეწყერში მოყვა ერთი მსუბუქი ავტომანქანაც, საიდანაც მაშველებმა ორი მცირეწლოვანი ბავშვი გამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციათა შტაბში სულ 60-მდე გამოძახება დაფიქსირდა, რომლებზეც შემთხვევის ადგილებზე გასულმა სამაშველო ბრიგადებმა მოახდინეს რეაგირება. სტიქიის შედეგად, დაზიანდა შიდა და ცენტრალური სასოფლო გზები სოფელ ქობულეთში, ზედა სამებაში, წყავროკაში, ზენითსა და კონდიდში. ამ დრომდე 1500-ზე მეტ აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. უკვე შეიქმნა სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი. მიმდინარეობს მონაცემთა ბაზის შეგროვება-დამუშავება. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დილიდან განახლდა. დღის განმავლობაში ჩახერგილი გზების გასაწმენდად შვიდი ერთეული მძიმე ტექნიკა იმუშავებს, ასევე მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა.
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ ვაშენებთ ყველაზე ეფექტიან მულტიმოდალურ სატრანზიტო ინფრასტრუქტურას, რაც განამტკიცებს ურთიერთობებს სახელმწიფოებსა და მოქალაქეებს შორის ევროპიდან აზიამდე
გამოქვეყნებულია: 2017-09-22 04:47:00
ჩვენ ვაშენებთ ყველაზე ეფექტიან მულტიმოდალურ სატრანზიტო ინფრასტრუქტურას და ეს ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს შესაბამის კავშირებსა და პროცესებს, აგრეთვე განამტკიცებს ურთიერთობებს სახელმწიფოებსა და მოქალაქეებს შორის ევროპიდან აზიამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და შეეხო საკონსტიტუციო ცვლილებებსაც. „ეს არ გახლავთ კოსმეტიკური ცვლილებები. ჩვენ დავპირდით ჩვენს ხალხს, რომ შემოვიღებდით საპარლამენტო სისტემას და გავაუმჯობესებდით ჩვენს კონსტიტუციას საუკეთესო ევროპული სტანდარტების შესაბამისად. გარდა იმისა, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტში აღმოფხვრილია მოქმედ კონსტიტუციაში არსებული ბევრი შეუსაბამობა, მასში ასევე ასახულია ისეთი ახალი, პროგრესული ინიციატივა, როგორიცაა ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უფლება, გარემოს დაცვა და ბევრი სხვა, რაც პასუხობს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ამ გადაწყვეტილებებში ასახულია ქართველთა მისწრაფებები ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრობისკენ.  ყოველივე ამას ქართველები ისტორიულ კანონზომიერებად აღიქვამენ, რადგანაც საქართველო უკვე დიდი ხანია ევროპის ფართო კულტურული და ისტორიული სურათის განუყოფელი ნაწილია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. საქართველოს პრემიერმა მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაზე, განათლების რეფორმასა და ნოვაციების ხელშეწყობაზე გაამახვილა ყურადღება. „საკონსტიტუციო რეფორმის პარალელურად, ჩვენ, სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის მიზნით, დავიწყეთ ჩვენი ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის განხორციელება.ჩვენ წამოვიწყეთ განათლების სფეროს ამბიციური რეფორმა, რათა ერთმანეთს დავუკავშიროთ განათლების სისტემა და ინდუსტრია, რათა განვავითაროთ მოთხოვნაზე დაფუძნებული უმაღლესი და პროფესიული განათლება და გავაუმჯობესოთ ჩვენი სამუშაო ძა
წაკითხვა
ადიგენში, დერცელის მთაზე ხანძარია
გამოქვეყნებულია: 2017-09-21 21:49:00
ადიგენის რაიონში, დერცელის მთაზე ხანძარია. ადგილობრივებმა დაკვამლიანება საღამოს შენიშნეს. მათივე ინფორმაციით, ხანძრის კერა დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 8-10 კილომეტრშია.პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, რომ ადგილზე რამდენიმე სახანძრო ჯგუფია გასული და დამატებითი ინფორმაცია სპეციალისტების ხანძრის კერასთან მისვლის შემდეგ გახდება ცნობილი. 
წაკითხვა
საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება, ფასი კი 5-დან 25 ლარამდე იქნება
გამოქვეყნებულია: 2017-09-19 12:14:00
საქველმოქმედო მატჩის „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ ბილეთების ფასი 5-დან 25 ლარამდე იქნება. მატჩი 29 სექტემბერს, დინამო არენაზე გაიმართება.საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით, 29 სექტემბერს თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან, მათ შორის: ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, ენრიკო ანონი, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი,  ჯუზეპე ფავალი, მაურო ტასოტი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა და პიეტრო ვერხოვოდი.29 სექტემბერს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე, „მსოფლიოს XI” მატჩის მასპინძელ „GFF –XI“-ს დაუპირისპირდება. საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა, მიმდინარე წლის ზაფხულში ხანძრის შედეგად დაზარალებული ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში, საიტზე www.tkt.ge - ზე დღეს, 19 სექტემბერს 15:00-ზე დაიწყება და მისი ძირითადი ნაწილის ფასი 5 ლარი იქნება, ასევე გაყიდვაშია 10,15 და 25 ლარიანი ბილეთები.
წაკითხვა