A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

1TV.GE » პირველი არხი
საზოგადოებრივი
104.5 FM

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

"ნაცმოძრაობა" 15 ნოემბრის აქციისთვის ემზადება
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 16:57:00
"ნაციონალური მოძრაობა" 15 ნოემბრის აქციისთვის ემზადება. დილიდან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციები მიმდინარეობს. აღნიშნული ორგანიზაციები საქართველოს ოკუპაციის გასაპროტესტებლად დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას გეგმავენ.
წაკითხვა
რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მეკავშირეობის შეთანხმება - ევროსაბჭოს მომხსენებლების შეფასება
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 16:42:00
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ რუსეთსა და აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას შორის "მეკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის" შეთანხმების საკითხზე. მიქაელ ასტრუპ იენსენი და ბორის სილევიჩი, რომლებიც საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას მონიტორინგს უწევენ, ევროპის საბჭოს წინაშე აცხადებენ, რომ აღნიშნული შეთანხმება საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს და რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონის, აფხაზეთის ანექსიის კიდევ ერთ მაგალითს წარმოადგენს. მომხსენებლები საქართველოს, მიმდინარე მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში, თბილისს 3 დეკემბერს ეწვევიან.
წაკითხვა
თურქი ბიზნესმენების ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 16:38:00
ოკუპირებულ აფხაზეთში თურქი ტუროპერატორების შემდეგ ბიზნესმენები ჩადიან. 20 -კაციანი დელეგაცია თურქეთის სხვადასხვა რეგიონიდან სოხუმში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მათ საკუთარი ინტერესები გამოხატეს, ოკუპირებულ რეგიონში ახალი სავაჭრო ობიექტების მშენებლობის, სწრაფი კვების ქსელის შექმნის და ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნების მიმართულებით. ინფორმაცია ამის შესახებ ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, სოხუმის ერთ-ერთი სტუმარი თურქეთის ერთ-ერთი ქალაქის პოლიციის უფროსია. აღნიშნულ საკითზე საქართველოს საგარეო უწყების პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, მაისში ტუროპერატორების ვიზიტს ოფიციალური ანკარის მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ხელისუფლებამ შესაბამისი გაფრთხილებაც კი მისცა მოქალაქეებს, რომ თავი აარიდონ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არაკანონიერი გზით შესვლას.
წაკითხვა
აქცია სოფელ გამარჯვებაში
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 16:36:00
აქცია სოფელ გამარჯვებაში. ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას სოფლის რწმუნებულმა გოჩა მებურიშვილმა მიმართა და გარდაბნის გამგებელი გარსევან ნიორაძე რაიონის წინააღმდეგ მიმართულ საბოტაჟში დაადანაშაულა. მებურიშვილის განცხადებით, გამგებელი თანამდებობიდან ათავისუფლებს "ქართული ოცნების" წევრებს და "ზონდერბრიგადას" ქმნის. მისივე განმარტებით, ნიორაძე გამგეობაში საკუთარი ოჯახის ბიზნესინტერესებს ლობირებს და რაიონისთვის საჭირბოროტო პროექტების განხორციელებას ხელს უშლის.დღესვე გამარჯვების რწმუნებულმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. რაც შეეხება გარდაბნის გამგებელ გარსევან ნიორაძეს, მისი ნდობით აღჭურვილი პირი, ადმინსტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ ყველა ეს ბრალდება ცილისწამებაა და გარსევან ნიორაძე ამ ცილისწამებისთვის საჩივარს შეიტანს. ადგილობრივები რაიონის გამგებლის გადადგომას ითხოვენ.
წაკითხვა
საპროტესტო აქცია ქუთაისის ციხეში
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 16:32:00
საპროტესტო აქცია ქუთაისის ციხეში. სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულების წინ პატიმარ რუსლან პერტაიას ოჯახის წევრები არიან შეკრებილი. ისინი პერტაიას საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ და ციხის ადმინისტრაციას არაკომპეტენტურობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა და ხელი დაიჭედა. პერტაიას შვილმა, ციხესთან ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. ამ წუთებში ციხეში სახალხო დამცველის რწმუნებული იმყოფება, რომელიც მსჯავრდებულის მდგომარეობას ადგილზე ეცნობა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსლან პერტაია ექიმის დახმარებაზე უარს აცხადებს.
წაკითხვა
"ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 16:24:00
პარლამენტის თანხმობა პრეზიდენტს - მიღებულ კანონს "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" გიორგი მარგველაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. განცხადება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. "ოტოს" სამსახურს ერთი თვით, 2014 წლის პირველ დეკემბრამდე გაუხანგრძლივდა პერსონალურ მონაცემებზე წვდომის ტექნიკური საშუალებების - ე.წ. "გასაღების" ქონისა და მაიდენტიფიცირებელი საკომუნიკაციო მონაცემების შენახვის უფლება. პირველ დეკემბრამდე დარჩენილ დროში კი, პარლამენტმა კანონპროექტი უნდა დაამტკიცოს, რომლის მიხედვით, "გასაღების" ადგილსამყოფელი განისაზღვრება. ასეთია პრეზიდენტის ის საკანონმდებლო წინადადება, რომელსაც პარლამენტმა გუშინდელ პლენარულ სხდომაზე, ვეტოდადებული პროექტის ნაცვლად, მხარი დაუჭირა.
წაკითხვა
თავდაცვის სამინისტროს 5 დაკავებული მაღალჩინოსნის დამცველები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 16:12:00
თავდაცვის სამინისტროს 5 დაკავებული მაღალჩინოსნის დამცველები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, 2- თვიანი პატიმრობის შესახებ, უკანონოდ მიიჩნევენ და სააპელაციოში მის გაუქმებას მოითხოვენ.
წაკითხვა
ირაკლი ალასანია - ქვეყნის უსაფრთხოებას სერიოზული ზიანი მიადგა
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 16:04:00
ქვეყნის უსაფრთხოებას სერიოზული ზიანი მიადგა, – აცხადებს თავდაცვის მინისტრი. ირაკლი ალასანია სამხედრო მაღალჩინოსნების უდანაშაულობაში დარწმუნებულია. თავდაცვის მინისტრის პირველი კომენტარი გაფლანგულ მილიონებზე უკვე ცნობილია. უწყების პირველმა პირმა განცხადება გამთენიისას სამშობლოში დაბრუნებისთანავე გააკეთა. მინისტრი ამბობს, რომ საკითხზე უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე უნდა დაიწყოს მსჯელობა და საქმეზე საიდუმლო გრიფის მოხსნას ითხოვს. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები პროკურატურამ 28 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ბიუჯეტის კუთვნილი 4 მილიონ 102 ათას 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.ირაკლი ალასანიას განცხადებებს უკვე მოჰყვა შეფასებები კანონმდებელთა მხრიდან. ისინი დარწმუნებული არიან რომ გამოძიება გამჭვირვალედ წარიმართება, რაშიც თავდაცვის უწყებაც უნდა ჩაერთოს. მათ ასევე საქმეზე საიდუმლო გრიფის მოხსნაზეც გაამახვილეს ყურადღება. გიორგი ფუტკარაძე დეტალებით.
წაკითხვა
ქუთაისში პატიმრის შვილმა თავის დაწვა სცადა
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 15:12:00
ქუთაისში, სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებასთან პატიმარ რუსლან პერტაიას შვილმა თავის დაწვა სცადა. მან ბენზინი გადაისხა, თუმცა ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა თავის დაწვის საშუალება არ მისცეს. მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იმყოფებიან სახანძროს, სასწრაფოსა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. როგორც რუსლან პერტაიას შვილი აცხადებს, თუკი პატიმრის საქმე დროულად არ განიხილება, ციხესთან თავს დაიწვავს. ციხეში პატიმარ რუსლან პერტაიასთან იმყოფებიან სახალხო დამცველის წარმომადგენლები, რომელთა განცხადებით, პატიმარს ციხის იატაკზე ხელი აქვს დაჭედებული და სხეულზე რამდენიმე თვითდაზიანება აქვს მიყენებული. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.წყარო: "ინტერპრესნიუსი"
წაკითხვა
ხანძარი „რადიო საფრანგეთში“
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 14:01:00
„რადიო საფრანგეთის“ პარიზის ბიუროს შენობის ზედა სართულებზე გუშინ საღამოს ხანძარი გაჩნდა. თანამშრომელთა ევაკუაცია დროულად მოხერხდა. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რადიოსადგურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს მარინ ბილიოურის თქმით, ხანძარი შენობის იმ სექციაში გაჩნდა, რომლის სამშენებლო სამუშაოები ჯერ დასრულებული არ იყო. ხანძრის ამსახველი ფოტოები საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესმა“ გაავრცელა. კვამლის დანახვა პარიზის სხვადასხვა უბნიდან იყო შესაძლებელი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. წყარო: CNN
წაკითხვა
გამოფენა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მონაწილეობით
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 13:44:00
გამოფენა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მონაწილეობით. პროფესიონალი მხატვრები და მთავრობის წარმომადგენლები ეროვნული მუზეუმის გალერეაში შემოქმედებით საღამოზე შეიკრიბნენ. მოზარდებმა ღონისძიებაზე, უფროსების ზედამხედველობით, სხვადასხვა შინაარსის ნახატები შექმნეს.
წაკითხვა
აშშ-ში კოსმოსურმა ხომალდმა კატასტროფა განიცადა
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 13:21:00
კოსმოსურმა ხომალდმა "ვირჯინ გალაქტიკმა" შეერთებულ შტატებში კატასტროფა განიცადა. დაღუპულია ერთ-ერთი პილოტი, ხოლო მეორემ კატაპულტირების შედეგად სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საცდელი ფრენის დროს ხომალდზე ცეცხლი გაჩნდა. "ვირჯინ გალაქტიკი" კოსმოსური ტურიზმის განვითარებითაა დაკავებული და ამ ეტაპზე ტესტირებას გადიოდა. "ვირჯინ გალაქტიკს" ამ დროისთვის კოსმოსში გასაფრენად 800–ზე მეტი ბილეთი აქვს გაყიდული, რომელთა ფასიც 200 ათას დოლარს აღემატება.
წაკითხვა
ერაყელი ქურთების სამხედრო დაჯგუფება, თურქეთის გავლით, სირიაში შევიდა
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 13:15:00
ერაყელი ქურთების სამხედრო დაჯგუფება, თურქეთის გავლით, სირიაში შევიდა. "პეშმერგას" სამხედრო ფორმირების ავტოკოლონა ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების წინააღმდეგ საომრად ქობანში შევიდა. ქურთმა მებრძოლებმა თურქეთ-სირიის საზღვარი ჯავშანტექნიკისა და მძიმე არტილერიის თანხლებით გადაკვეთეს. მათი მთავარი მიზანი ქობანის გარშემო პოზიციების გამაგრებაა, რომელსაც ამ დროისთვის სირიელი ქურთები იცავენ. თურქეთის ხელისუფლება ამ დრომდე ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ქურთი მებრძოლების ჩართვას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა საბოლოოდ შეიარაღებული კოლონის საზღვარზე გატარება გადაწყვიტა.
წაკითხვა
ინციდენტი ტელეკომპანია "თრიალეთის" ოფისში
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 12:52:00
ინციდენტი ტელეკომპანია "თრიალეთის" ოფისში. დაპირისპირება მოჰყვა ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც ნაჩვენები იყო - როგორ სცემდა ბავშვებს გორის რაიონის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგი ირინა ტურაშვილი. ტელევიზიის თანამშრომლების განცხადებით, პედაგოგის მეუღლე თამაზ კოჭლაშვილი ჟურნალისტ გიორგი ახალკაცს მოკვლით დაემუქრა. კოჭლაშვილი დაცვამ შენობაში არ შეუშვა. ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.
წაკითხვა
თავდაცვის მინისტრი დაკავებული თანამშრომლების უდანაშაულობაში დარწმუნებულია
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 12:13:00
თავდაცვის მინისტრი დაკავებული თანამშრომლების უდანაშაულობაში დარწმუნებულია. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ თბილისში დაბრუნებისას პირველი კომენტარი გააკეთა. ის გერმანიასა და საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. მინისტრმა განმარტა, რომ შესყიდვების პროცესს თვალს თავად ადევნებდა და მის კანონიერებაში ეჭვი არ ეპარება. ირაკლი ალასანია ამბობს, რომ უწყების მაღალჩინოსანთა დაკავებით ქვეყნის უსაფრთხოებას უკვე მიადგა სერიოზული ზიანი და ჭეშმარიტების დასადგენად საქმეზე საიდუმლო გრიფის მოხსნას ითხოვს. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები პროკურატურამ 28 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ბიუჯეტის კუთვნილი 4 მილიონ 102 ათას 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.
წაკითხვა
მერიაში ზამთრის სეზონთან დაკავშირებით სხდომა მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 12:09:00
მერიაში ზამთრის სეზონთან დაკავშირებით სხდომა მიმდინარეობს. დავით ნარმანიამ თბილისის რაიონების გამგებლებს, ასევე "თელასისა" და "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლებს მოუსმინა. მათ საკუთარ სისტემაში არსებულ პრობლემებზე თბილისის მერს ინფორმაცია მიაწოდეს. დავით ნარმანიამ სხდომაზე განაცხადა, რომ დედაქალაქის მერია, მოსახლეობისთვის ზამთრის სეზონისთვის აუცილებელი პირობების შექმნის გარდა, სოციალური შემწეობების პროგრამებზეც მუშაობს.
წაკითხვა
დავით უსუფაშვილი - მოიძებნა გამოსავალი, რომელიც შექმნილ ვითარებაში ერთადერთი აღმოჩნდა
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 10:21:00
მოიძებნა გამოსავალი, რომელიც შექმნილ ვითარებაში ერთადერთი აღმოჩნდა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კენჭისყრის დასრულებისას პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. "ამ ერთ თვეში ჩვენ უნდა გავიაროთ გზა, რომელზეც შევჯერდით და შევთანხმდით – მთელი იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რაც ამ პროცესში შევიძინეთ ყველამ", - მიმართა კოლეგებს დავით უსუფაშვილმა. "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებს და მის საკანონმდებლო შეთავაზებას მხარი დაუჭირა. პრეზიდენტის პროექტს ხმა 96-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი ერთი დეპუტატი წავიდა. პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინებით და პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით, ფარული მოსმენებისას პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მექანიზმებთან – ე.წ. "გასაღებთან" დაკავშირებით საკანონმდებლო ნორმის მომზადების და დამტკიცების მიზნით პარლამენტს ერთთვიანი ვადა მიეცა – ბოლო თარიღი მიმდინარე წლის 1 დეკემბერია. ამავე ვადით უხანგრძლივდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ ტექნიკურ დეპარტამენტს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, სერვერებიდან, ბაზებიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან, კავშირგაბმულობის სხვა საშუალებებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებობების გამოყენების, სათანადო აპარატურის და ტექნიკური მოწყობილობების განთავსება-მონტაჟის კანონიერი უფლება.კანონპროექტს ხელი პრეზიდენტმა გუშინვე მოაწერა. წყარო: "ინტერპრესნიუსი"
წაკითხვა
ირაკლი ღარიბაშვილი - საპარლამენტო უმრავლესობამ სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება მიიღო
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 10:15:00
ჩვენ შეგვიძლია ვეტოს დაძლევა ნებისმიერ დროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, რითაც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ე.წ. გასაღების საკითხის გადავადებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნების გაზიარებას გამოეხმაურა. პრემიერის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობამ სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება მიიღო."ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და მე სრულად გავიზიარე მათი ეს მიდგომა. რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ კანონის ამოქმედებამდე დარჩენილი იყო სულ რაღაც რამდენიმე საათი, არ შეიძლებოდა რისკის აღება და ვაკუუმის შექმნა. გონივრული, სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება მიიღო საპარლამენტო უმრავლესობამ და მინდა მას მადლობა გადავუხადო. ეს იყო ერთადერთი სწორი გამოსავალი ამ სიტუაციაში. რა თქმა უნდა, ვეტოს დაძლევა ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს, მაგრამ ჩვენ ეს არ გავაკეთეთ, რადგან ეს ამ შემთხვევაში გაუმართლებელი იყო", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.წყარო:"ინტერპრესნიუსი"
წაკითხვა
ირაკლი ალასანია - ჩემი თანამშრომლების სრულ უდანაშაულობაში დარწმუნებული ვარ
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 10:08:00
ჩემი თანამშრომლების სრულ უდანაშაულობაში დარწმუნებული ვარ, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს მისი უწყების მაღალჩინოსნების დაკავების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. მინისტრის განმარტებით, შესყიდვების პროცესს აკვირდებოდა და იცის, რომ ყველაფერი კანონთან სრულ შესაბამისობაში კეთდებოდა."მთავარი, რაზეც კონცენტრირებული უნდა ვიყოთ, არის ის, რომ ყველა შეკითხვას გაეცეს პასუხი. ამას სჭირდება გამჭვირვალე გამოძიება. მე დარწმუნებული ვარ ჩემი თანამებრძოლების, ჩემი თანამშრომლების სრულ უდანაშაულობაში, იმიტომ, რომ მე ვაკვირდებოდი შესყიდვების პროცესს და ვიცი, რომ ყველაფერი კანონთან სრულ შესაბამისობაში კეთდებოდა, თუმცა რადგან შეკითხვები გაუჩნდა ვიღაცას, ამას უნდა გაეცეს პასუხი", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ მისი უწყების მაღალჩინოსნების დაკავებით ქვეყნის უსაფრთხოებამ დიდი დარტყმა მიიღო.როგორც ალასანიამ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ვინაიდან ქვეყნის უსაფრთხოებას ზიანი უკვე მიადგა, აუცილებელია, ჭეშმარიტების დასადგენად, საქმეს გრიფით "საიდუმლო" მოეხსნას.მინისტრის თქმით, მთელი უწყება მოწადინებულია, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან და საზოგადოებამდე მივიდეს სრული ჭეშმარიტება.მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე 3 ნოემბერს მთავარ პროკურატურაში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი მოწმის სტატუსით დაიკითხება. ირაკლი ალასანია მიმდინარე კვირის განმავლობაში საფრანგეთსა და გერმანიაში იმყოფებოდა. მინისტრი ბერლინიდან დღეს, გამთენიისას დაბრუნდა.წყარო: "ინტერპრესნიუსი"
წაკითხვა
სკანდალური პრეზენტაცია - მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანოს ბოდიში გულშემატკივრებს
გამოქვეყნებულია: 2014-10-31 20:49:00
მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანო გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის.ფიფა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ საპრეზენტაციო ვიდეოში, რომელიც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ახალი ლოგოს წარდგენას ეხებოდა, ყირიმი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში იყო აღნიშნული. ამ ფაქტის გამო ფიფა-მ ვიდეო "იუთუბის" საკუთარი არხიდან წაშალა, მოგვიანებით კი ახალი რგოლი განათავსა. ფიფას საქციელის გამო საკუთარი უკმაყოფილება უკრაინელებმა სხვადასხვა სოციალურ ქსელში გამოხატეს.
წაკითხვა