A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

1TV.GE » პირველი არხი
საზოგადოებრივი
104.5 FM

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

ახალციხის გამგებელი - ხანძრის გავრცელების არეალი დიდი არ არის და დასახლებული პუნქტიდან შორსაა
გამოქვეყნებულია: 2017-08-29 09:29:00
სოფელ სვირში ხანძრის გავრცელების არეალი ჯერ არ არის დიდი და ის დასახლებული პუნქტიდან ძალიან შორს არის, - ამის შესახებ პირველ არხს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა მელიქიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა, ასევე სამუშაოებში დილიდან ჩაერთო ვერტმფრენი. „ღამის განმავლობაში მდინარის პირას მოვაწყეთ რეზერვუარი, საიდანაც ვერტმფრენი წყალს იღებს“, - აღნიშნა მელიქიძემ. 
წაკითხვა
ახალციხეში ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო
გამოქვეყნებულია: 2017-08-29 09:04:00
ახალციხეში ხანძრის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ - „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ ახალციხეში, სოფელ სვირის მიმდებარედ, მთის ფერდობზე, წიწვოვანი ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში, ადგილზე უკვე იმყოფებოდა ათეულობით მეხანძრე-მაშველი. შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ხანძრის ქრობის პროცესში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. შსს-ს მეხანძრე-მაშველები და სასაზღვრო პოლიციის მფრინავები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ ხანძრის უმოკლეს დროში ლოკალიზებისთვის. ამ დროისთვის ხანძრის ფართო მასშტაბებზე გავრცელება არ დაფიქსირებულა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 
წაკითხვა
თავდაცვის მინისტრმა ბორჯომის ხეობაში მყოფ სამხედროებს მარიამობა მიულოცა
გამოქვეყნებულია: 2017-08-28 10:51:00
თავდაცვის მინისტრმა ბორჯომის ხეობაში სხვადასხვა ლოკაციაზე მყოფი სამხედროები მოინახულა და მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული მიულოცა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლევან იზორიამ პატრულირებაში მყოფი სამხედროებისგან, ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.თავდაცვის მინისტრი გენშტაბის უფროსთან ერთად სხადასხვა სექტორზე გადანაწილებულ სამხედროებს პირადად ეწვია და ხილი და ტკბილეული მიართვა. სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით 1200 სამხედრო მოსამსახურის ნაცვლად ერთი ასეული რჩება, რომლებიც დამუშავებული ტერიტორიის პატრულირებას და მონიტორინგს ახდენენ.
წაკითხვა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აბიტურიენტებს სტუდენტობას ულოცავს
გამოქვეყნებულია: 2017-08-27 16:24:00
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აბიტურიენტებს სტუდენტობას ულოცავს. ,,ძვირფასო სტუდენტებო, გულითადად გილოცავთ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღწეულ წარმატებას.იწყება ახლის შეცნობისა და ახალი გამოცდილების შეძენის პროცესი, რომელზეც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული თქვენი შესაძლებლობების განვითარება.ღრმად მწამს, რომ სტუდენტობის პერიოდში მიღებულ ცოდნას და შესაძლებლობებს ჩვენი საზოგადოების განვითარების, ქვეყნის კეთილდღეობისა და წინსვლისათვის გამოიყენებთ.წარმატებულ და საინტერესო სასწავლო წელს გისურვებთ!'' - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.
წაკითხვა
ბორჯომის ხეობა ხანძრის შემდეგ - ფოტოამბავი
გამოქვეყნებულია: 2017-08-27 01:20:00
ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა საგანგებო შტაბი ადგილზე მუშაობას კვლავ 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს. ამ დროისთვის სამუშაოებში საავიაცო ტექნიკა აღარ მონაწილეობს. რისკების თავიდან ასაცილებლად, ნიადაგის დამუშავება ცოცხალი ძალით ხორციელდება. 
წაკითხვა
ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით, ოკუპირებულ გალში ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-26 14:37:00
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ თაგილონში რუსმა ოკუპანტებმა, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, ერთი ადამიანი დააკავეს. 1975 წელს დაბადებული წვიშბაია მ.ხ. რუსეთის ფედერალური უშიშროების სასაზღვრო ჯარის წარმომადგენლებმა დააკავეს. ის უკვე გადაყვანილია ოკუპირებული გალის მილიციის იზოლატორში. აფხაზური მედიის ინფორმაციით, წვიშბაია 2015 წელსაც იყო დაკავებული ანალოგიური ე.წ. ბრალდებით. მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
წაკითხვა
გიორგი მღებრიშვილი - საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობის მაღალი ხარისხი
გამოქვეყნებულია: 2017-08-26 10:16:00
საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობის მაღალი ხარისხი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს სტიქიის ზონაში განუცხადა. ამ წუთებში კი გიორგი მღებრიშვილი ტერიტორიას ვერტმფრენით ათვალიერებს. რაც შეეხება არსებულ ვითარებას, შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ხანძრის კერები ლიკვიდირებულია და ახლა ცოცხალი ძალით მცირე კერების დამუშავება ხდება. მისივე თქმით, მიმდინარეობს ზარალის დათვლა, ამის პარალელურად კი აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი და მინისტრის თქმით, ყველა გარემოება იქნება შესწავლილი. „ყველა კერა ამ ეტაპზე ლიკვიდირებულია. პატარა კერების დამუშავება მიმდინარეობს ცოცხალი ძალით. ჩვენ ადგილზე ვრჩებით და კოორდინირებულად, სრული დატვირთვით ვაგრძელებთ მუშაობას. ადგილზე რჩება ავიაცია. ადგილზე რჩება ტექნიკა. დღეს, ძირითადად, ცოცხალი ძალით არის სამუშაო. მინდა ყველა სამსახურს დიდი მადლობა ვუთხრა. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობის მაღალი ხარისხი. მადლობა მინდა ვუთხრა პრემიერ-მინისტრს, რომელიც ბოლო წუთამდე მეტყევეებისა და მეხანძრე-მაშველების გვერდით იდგა. ჩვენ ვაგრძელებთ მონიტორინგს და ყველა ადგილზე ვრჩებით“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. 
წაკითხვა
თეა წულუკიანი - დღევანდელი გასაუბრებისას ვითვალისწინებთ ევროსაბჭოდან მიღებულ წერილს, რომელიც დღეს გასაჯაროვდება
გამოქვეყნებულია: 2017-08-26 09:49:00
დღევანდელი გასაუბრებისას ვითვალისწინებთ 2017 წლის 21 ივლისის წერილს, რომელიც ჩვენმა კომისიამ ევროსაბჭოდან მიიღო, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. თეა წულუკიანის თქმით, დღეს შესარჩევი კანდიდატებიდან ერთი მაინც უნდა იყოს ქალი. „საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე დღეს რიგით მეორე კონკურსს ვატარებთ, რომლის ფარგლებში, ერთი კანდიდატი, ლადო ჭანტურია უკვე დადებითად არის შეფასებული. დღეს მეორე და მესამე კანდიდატი უნდა შევარჩიოთ, საიდანაც ორივე უნდა იყოს ქალი კანდიდატი, ან ერთ-ერთი მაინც. ასეთია მოთხოვნა“, - განაცხადა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრის თქმით, დღეს გასაჯაროვდება ევროსაბჭოდან მიღებული წერილი, რომლითაც კომისია ხელმძღვანელობს და რომელიც კანდიდატის მიმართ გარკვეულ კრიტერიუმებს შეიცავს. „ასევე დღევანდელი გასაუბრებისას ვითვალისწინებთ 2017 წლის 21 ივლისის წერილს, რომელიც ჩვენმა კომისიამ ევროსაბჭოდან მიიღო. ეს წერილი მედიისა და საზოგადოებისთვის დღეს გასაჯაროვდება, სადაც პირდაპირ არის მითითებული საქართველოსთვის ის დამატებითი კრიტერიუმები, რომლითაც დღეს ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ. კერძოდ, მითითებულია, რომ აუცილებელია კანდიდატი იყოს უფრო მეტი ასაკის, ვიდრე 35 წელია. აუცილებელია, რომ თუკი მოსამართლე კანდიდატია, მას ნამუშევარი ჰქონდეს, ან ამჟამად მუშაობდეს უმაღლეს საკონსტიტუციო ინსტანციაში. თუკი ეს სამართალმცოდნეა და არა მოსამართლე კანდიდატი, მას მნიშვნელოვანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს როგორც პედაგოგს, პროფესორს, ან მეცნიერს. ეს ყველაფერი ამ წერილიდან ცალსახად გამოსჭვივის. კომისიის მუშაობის შედეგებს დღის ბოლოს ყველანი ერთად შევაფასებთ და შევაჯერებთ“, - აღნიშნა წულუკიანმა. 
წაკითხვა
Tripadvisor - 10 ადგილი, რომელიც საქართველოში უნდა მოინახულოთ
განახლებულია: 2017-08-25 17:44:00
ცნობილი ტურისტული პორტალი Tripadvisor საკუთარ მკითხველს საქართველოს შესახებ მოუთხრობს. საიტი Top 10 ადგილის ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც საქართველოში ვიზიტისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ჩამონათვალში თბილისთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეც მოხვდა. ადგილებთან ერთად, ჩამონათვალში კონკრეტული აქტივობებიცაა შეყვანილი. პირველ ადგილზე, სტეფანწმინდის გერგეტის ტაძარი მოხვდა, ხოლო ბოლო ადგილზე სვეტიცხოველი. თუმცა, Tripadvisor მკითხველს Top 10 ადგილის გარდა, სხვა საინტერესო ლოკაციებსაც ურჩევს. ჩამონათვალი ასე გამოიყურება:1- გერგეთის ტაძარი, სტეფანწმინდა 2- ძველი თბილისი 3- თბილისის საბაგიროები 4- ყაზბეგის მთა, სტეფანწმინდა 5- ბათუმის ბულვარი 6- დელფინარიუმი, ბათუმი 7- რიწის ტბა, გაგრა 8- ჯვრის მონასტერი, მცხეთა 9- ვარძია, ასპინძა 10- სვეტიცხოველი, მცხეთა
წაკითხვა
სოფელ თვალივში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენია ჩართული (ვიდეო)
გამოქვეყნებულია: 2017-08-24 11:45:00
დუშეთის რაიონში, სოფელ თვალივში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენია ჩართული, - ამის შესახებ პირველ არხს დუშეთის რაიონის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა განუცხადა. როგორც გამგებელმა განაცხადა, ხანძარი დაახლოებით ორ ჰექტრამდე ტერიტორიაზე გავრცელდა. "ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები, ჩართულები არიან რეინჯერები, საგანგებო სიტუაციების სააგენტოს თანამშრომლები. ძალიან დაგვეხმარა ვერტმფრენი. მას შემდეგ, რაც მოხდება ხანძრის კერების ლოკალიზება, სალიკვიდაციო სამუშაოები ჩაერთვება ცოცხალი ძალა", - განაცხადა გამგებელმა. მისივე ინფორმაციით, დღის ბოლოსთვის ხანძარი სრულად ლოკალიზებული იქნება. 
წაკითხვა
ბაკურიანის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსი - დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ დღეების განმავლობაში, დღეს ყველაზე კარგ სიტუაციაში ვიმყოფებით
გამოქვეყნებულია: 2017-08-24 08:37:00
დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ დღეების განმავლობაში, დღეს ყველაზე კარგ სიტუაციაში ვიმყოფებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაკურიანის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა, თამაზ გამცემლიძემ განუცხადა. მისი თქმით, გუშინ ქარის გამო ვითარება გართულდა, თუმცა ამ დროისათვის ადგილზე ცეცხლის ღია კერა თითქმის არ არის და შესაძლოა, ხანძრის ლოკალიზება დღესვე მოხდეს. „პრაქტიკულად ანთებული ცეცხლის არცერთი კერა არ გვაქვს ამ წუთისთვის და თუ ბუნებამ ხელი შეგვიწყო, დღეს ნამდვილად დავასრულებთ ამ ამბავს ისე, რომ საფრთხე აღარ იქნება. რაც შეეხება გუშინდელ ღამეს, საღამოს ამოვარდნილი ძლიერი ქარის გამო, ცეცხლის კერა გადავიდა ე.წ. რუსის ღელეს მიმართულებით, სადაც ძალიან რთული იყო ცეცხლთან ბრძოლა. ამის გამო მოხდა ოთხი ერთეული მძიმე ტექნიკის შეყვანა და ე.წ. უსაფრთხოების დერეფნების მოწყობა, რის შემდეგაც უკვე სახანძრო მანქანები შევიყვანეთ, მთელი ღამის განმავლობაში ხდებოდა ცეცხლის საზღვრის წყლით დამუშავება და გავაჩერეთ ცეცხლი ისე, რომ აღარ გავრცელებულა. ღამემ მშვიდობიანად ჩაიარა. საბოლოო ჯამში, თითქმის ცეცხლის ყველა წერტილში მივიყვანეთ სახანძრო ტექნიკა და წყლით დავამუშავეთ ყველა წერტილი. მაგრამ იმდენად დიდ ტერიტორიაზეა გავრცელებული, რომ ძალიან ძნელია თქმა, სად, რომელ წერტილში გაჩნდება ცეცხლის ახალი კერა“, - აღნიშნა თამაზ გამცემლიძემ. 
წაკითხვა
ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში ვერტმფრენებმა მუშაობა განაახლეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-24 08:07:00
ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში ვერტმფრენებმა მუშაობა დილიდან განაახლეს. ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ორი ქართული, ორი აზერბაიჯანული, ორი თურქული, ერთი ბელარუსული ვერტმფრენი და ერთი თურქული თვითმფრინავია ჩართული. რაც შეეხება ადგილზე არსებულ ვითარებას, ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ხანძრის მასშტაბი არ გაზრდილა. როგორც ალავიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხანძრის კერების სიმრავლის გამო, სამუშაოებს რამდენიმე დღე დასჭირდება, რადგან პერიოდულად სხვადასხვა ადგილზე ჩნდება ხანძრის კერები. მისივე ინფორმაციით, მთის მასივში გზის გაყვანა და ჯანმრთელი ტყისგან ხანძრის კერების გამოცალკევება მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ალავიძის თქმით, ამ დროისათვის 10 კილომეტრამდე გზაა გაყვანილი.
წაკითხვა
ლაგოდეხში ხანძარი ლოკალიზებულია
გამოქვეყნებულია: 2017-08-24 02:03:00
ლაგოდეხში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ხანძრის ლოკალიზება ლაგოდეხისა და ყვარლის სახანძრო სამაშველო სამსახურის ჯგუფებმა თითქმის ორსაათიანი მუშაობის შედეგად მოახერხეს. ხანძრის შედეგად, ხუთი ჰექტარზე ბუჩქნარი დაიწვა, მაგრამ ახლოს მდებარე ვენახებისა და თხილის ბაღების გადარჩენა მოხერხდა. ლაგოდეხის სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ხანძრის კვლავ გაღვივების პრევენციისთვის, მთელი ღამის განმვლობაში ადგილზე სამაშველო სამსახურის ერთი ბრიგადა რჩება. ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.
წაკითხვა
დავით სერგეენკო - ბორჯომის ხეობაში ატმოსფერულ ჰაერში ​დაკვამლიანება შემცირდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 22:48:00
დღის განმავლობაში ბორჯომის ხეობაში ატმოსფერულ ჰაერში, საბედნიეროდ, ჯერადობით შემცირდა დაკვამლიანება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განუცხადა. სერგეენკოს თქმით, მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია და გუშინდელი რეკომენდაციაც მოხსნილია, თუმცა რჩება დაკვამლიანების ერთეული კერები. „გარემოს დაცვის სამინისტრომ დღის განმავლობაში რამდენიმე დასახლებულ პუნქტში აიღო მყარი ნაწილაკების და შესაბამისი პარამეტრების სინჯები, რომლებიც, საბედნიეროდ, ნორმის ფარგლებშია. ეს არის რისკების მნიშვნელოვნად შემცირება, თუმცა ერთეული კერები რჩება. ამიტომ გუშინდელი რეკომენდაცია, რომ მთელი ხეობის მასშტაბით თავი შეეკავებინათ ბავშვებს და ქრონიკული დაავადების მქონე მოზრდილებს, მოხსნილია. რეკომენდაცია რჩება მხოლოდ იმ პუნქტებში, სადაც მოსახლეობა შენიშნავს, რომ კვამლი იგრძნობა. წინასწარ შეუძლებელია ღამის განმავლობაში ქარის მიმართულების განსაზღვრა, ამიტომ ეს საფრთხეები მნიშვნელოვანი ჯერადობითაა შემცირებული და იმოქმედებს მხოლოდ იქ, სადაც მოსახლეობა შეამჩნევს, რომ კვამლი შეიგრძნობა“, - აღნიშნა სერგეენკომ. 
წაკითხვა
წეროვანში ხანძარი ლოკალიზებულია [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 22:12:00
წეროვანში ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი დაახლოებით 8-10 ჰექტარზე ბალახსა და ბუჩქნარს მოედო.  ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახურის სამი ეკიპაჟი და ამჟამად მცირე კერების ჩაქრობა მიმდინარეობს. ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა. ​მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზურაბ აბესაძის განცხადებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ მოსახლეობის დაუდევრობა გახდა.
წაკითხვა
ქვემო ქართლში მამაკაცის წამებისა და გაუპატიურების ბრალდებით ხუთი პირია დაკავებული
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 21:21:00
წამებისა და გაუპატიურების ფაქტი ქვემო ქართლში - არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სოფელში 40 წელს გადაცილებული მამაკაცი ხუთმა პირმა გააუპატიურა. ფაქტი სავარაუდოდ ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. დაზარალებული მამაკაცი საავადმყოფოშია მოთავსებული. ახლობლების განმარტებით, ის უგონო მდგომარეობაშია. როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც წამებას გულისხმობს. უწყების ცნობით, ფაქტზე ხუთი პირია დაკავებული. როგორც დაზარალებულის ახლობლები და თანასოფლელები აცხადებენ, ფაქტში 15-მდე პირი მონაწილეობდა. მამაკაცის ახლობლები ყველა მათგანის დასჯას ითხოვენ.
წაკითხვა
მსოფლიო ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 21:01:00
23 აგვისტოს ტოტალიტარული რეჟიმების - ნაციზმისა და სტალინიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება. თანამედროვე მსოფლიო საკონცენტრაციო ბანაკებში, გულაგებში, შრომით ბანაკებსა და ჰოლოკოსტის თუ ჰოლოდომორის შედეგად დაღუპულ ადამიანებს იგონებს. ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ 23 აგვისტო სიმბოლურად შეირჩა. ეს თარიღი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს უკავშირდება. 1939 წელს მესამე რეიხისა და სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, იოახიმ ფონ რიბენტროპმა და ვიაჩესლავ მოლოტოვმა მოსკოვში თავდაუსხმელობის პაქტს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ორ ტოტალიტარულ სახელმწიფოს შორის ცენტრალური ევროპის დაყოფასა და ტერიტორიების გადანაწილებასაც ითვალისწინებდა. ადოლფ ჰიტლერის ნაცისტური რეჟიმის დროს 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის მილიონ-ნახევარი ბავშვი ჰოლოკოსტის შედეგად. იოსებ სტალინის ტოტალიტარულმა რეჟიმმა კი 23 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
წაკითხვა
ხანძარი სოფელ თვალივში - ცეცხლი ტყის მასივს უკიდია [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 20:11:00
​დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალივში ხანძარია. ცეცხლი ტყის მასივს უკიდია. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ვაჟა ჩოხელის ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით ორ ჰექტარზეა გავრცელებული. მისივე განცხადებით, რთული რელიეფის გამო, ადგილზე მძიმე ტექნიკა ვერ მიდის, შესაბამისად, ხანძარს 40-მდე მეხანძრე და რეინჯერი სპეციალური აღჭურვილობით ებრძვის. მეხანძრეებს ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება. პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით ცეცხლი 2-დან 4 ჰექტრამდე ტერიტორიას უკიდია.
წაკითხვა
გიორგი მღებრიშვილი - ვერ დავადასტურებ, რომ ყველა დამსვენებელს კითხავენ, მაგრამ ვინც ინტერესის ობიექტია, ყველასთან მიდის საგამოძიებო მოქმედებები
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 18:47:00
ვერ დავადასტურებ, რომ ბორჯომში ყველა დამსვენებელს კითხავენ, მაგრამ ყველასთან მიდის საგამოძიებო მოქმედებები, ვინც ინტერესის ობიექტია, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა. შს მინისტრი ბორჯომის ხეობაში დამსვენებლების შემოწმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ვინც გამოძიების ინტერესს წარმოადგენს, მასთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები"ვერ დავადასტურებ ინფორმაციას, რომ ყველა დამსვენებელს კითხავენ, მაგრამ ყველასთან მიდის საგამოძიებო მოქმედება ვინც ინტერესის ობიექტია. ჩვენი საქმე ეჭვიანობაა", - განაცხადა მღებრიშვილმა. 
წაკითხვა
ზურაბ ალავიძემ და ლევან იზორიამ სტიქიის ზონა ვერტმფრენით დაათვალიერეს [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 18:47:00
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასა და გენერალური შტაბის უფროს ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, სტიქიის ზონა ვერტმფრენით დაათვალიერა. მინისტრებმა და გენშტაბის უფროსმა კერების ზუსტი მდებარეობა დააფიქსირეს და სამოქმედო გეგმა დასახეს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო ტექნიკა დაბნელებამდე იმუშავებს და მაქსიმალური ინტენსივობით მოხდება დაფიქსირებულ კერებზე წყლის დაფრქვევა. შეგახსენებთ, სტიქიის ზონაში ცეცხლის გავრცელების არეალი შემცირებულია, თუმცა ქარის გამო, ხანძრის კერა კვლავ გაძლიერდა.
წაკითხვა