A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

1TV.GE » პირველი არხი
საზოგადოებრივი
104.5 FM

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

სასამართლომ "დემოკრატიული მოძრაობის" საჩივარი არ დააკმაყოფილა - კახა კუკავას თანაპარტიელი მოსამართლის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-28 16:05:00
გლდანის საარჩევნო ოლქში, ხმების გადათვლასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი სასამართლო პროცესი გაიმართა. "დემოკრატიული მოძრაობის" საჩივარი არც ამჯერად დაკმაყოფილდა. თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატის კახა კუკავას თანაპარტიელი მოსამართლის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. თენგიზ ომანაძის თქმით, გლდანის ორ საარჩევნო უბანზე რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა, კერძოდ გადსწორდა ოქმები და ხმების გადათვლისას "დემოკრატიულ მოძრაობას" ამომრჩეველთა ხმები დააკლდა.
წაკითხვა
თელავის თეატრის სცენაზე, სპექტაკლში "საბრალდებო დასკვნა", ტიგრან გულოიანის როლი ტრისტან სარალიძემ შეასრულა
გამოქვეყნებულია: 2017-10-28 15:17:00
პირველად თელავის თეატრის ისტორიაში, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლში, ,,საბრალდებო დასკვნა" ტიგრან გულოიანის როლი, რუსთაველის თეატრის მსახიობმა ტრისტან სარალიძემ შეასრულა, რომელიც ორ თეატრს შორის ურთიერთთანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, სპეციალურად მიიწვიეს. სპექტაკლი თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის მცირე დარბაზში გაიმართა.
წაკითხვა
ტყიბულის შახტში სპეციალური კომისია მუშაობს - რა დეტალები გახდა ცნობილი მომხდართან დაკავშირებით
გამოქვეყნებულია: 2017-10-28 12:05:00
ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში ამ წუთებში სპეციალური კომისია მუშაობს. კომისიის წევრები შემთხვევის ადგილს სწავლობენ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. გარდაცვლილი მეშახტის ოჯახი უსაფრთხოების ნორმების შესაძლო დარღვევაზე მიუთითებს. "მოამბის" ჟურნალისტი ირმა ჭოლაძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში ტყიბულიდან -  რა ახალი დეტალებია ცნობილი მომხდარის შესახებ, რა განცხადებები გაკეთდა ამ დროისთვის.
წაკითხვა
ტყიბულის შახტში გარდაცვლილის ოჯახს მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვს და გამოძიების დასრულებას ელოდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-28 11:15:00
ტყიბულის შახტში გარდაცვლილი დავით ფორჩხიძის ოჯახის წევრები გამოძიების დასრულებას ელოდებიან. მათ ტყიბულის შახტაში მომხდართან დაკავშირებით, ჯერჯერობით, დეტალური ინფორმაცია არ აქვთ.დაღუპულის მეუღლე მაია ფორჩხიძე პირველ არხთან საუბრისას ამბობს, რომ მისი მეუღლე შახტაში წამყვან სპეციალისტად ცხრა წლის განმავლობაში მუშაობდა. ოჯახი უსაფრთხოების ნორმების შესაძლო დარღვევაზე საუბრობს და ამბობს, მწყობრიდან გამოსული ტექნიკის გამო, დაზღვეული არავინ არის.გარდაცვლილის ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ, რადგან დავით ფორჩხიძეს სამი შვილი დარჩა, მეშახტე ოჯახის ძირითადი მარჩენალი იყო.ოჯახს უკვე შეხვდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები.ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში დავით ფორჩხიძე გუშინ დაიღუპა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.კომპანიამ „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი“ გუშინ განცხადება გაავრცელა. კომპანიამ მწუხარება გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით და დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა.
წაკითხვა
აშშ-ში ჯონ კენედის მკვლელობის საქმის დოკუმენტების ნაწილი გასაჯაროვდა - აეხდება თუ არა ფარდა მეოცე საუკუნის ყველაზე იდუმალებით მოცულ ტერაქტს
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 20:40:00
მე-20 საუკუნის ყველაზე იდუმალებით მოცულ მკვლელობას ნელ-ნელა ფარდა ეხდება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ქვეყნის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობის საქმის დოკუმენტების ნაწილს ასაჯაროებს. მკვლევარები ეროვნულ არქივში დაცული 2 800 დოკუმენტის შესწავლას იწყებენ. მასალებიდან ბევრი ახალი გარემოება ხდება ცნობილი - მათ შორის საქმის ფიგურანტზეც. ისევ გასაიდუმლოებულია 300-მდე მასალა, რომელმაც ჯერ გამოძიების ფედერალური ბიუროს და ცენტრალური დაზვერვის სამსახურის კონტროლი უნდა გაიაროს.   
წაკითხვა
ახალი დეტალები ცენტრ-პოინტის საქმეში - რა განაცხადა „კრწანისი-ვილა-რეზიდენსის“ წარმომადგენელმა „მოამბესთან“ საუბარში
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 20:30:00
,,მოამბისთვის” ცნობილი ხდება რამდენიმე ახალი დეტალი ცენტრ-პოინტის გახმაურებული საქმიდან. ჩვენს ჟურნალისტთან პირველად საუბრობს სამშენებლო კომპანია ,,კრწანისი-ვილა-რეზიდენსის” წარმომადგენელი, რომელიც ცენტრ-პოინტს, მის მიერ ინვესტორად დასახელებულ ,,ემ-კვადრატსა” და ასეულობით დაზარალებულ მოქალაქეს შორის შუამავლის ფუნქციას შეასრულებს. დეველოპერული კომპანია პირობას დებს, რომ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში ყველა დაზარალებულის დაკმაყოფილება მოხდება. თუმცა მრავალწლიან დავაში ახალი შუამავლის გამოჩენა მენაშენეებს შორის კითხვებს და ეჭვებს აჩენს.ამავე თემაზე, იხილეთ ჩართვა „მოამბის“ 18-საათიანი საინფორმაციო გამოშვებიდან.
წაკითხვა
დაკავება აფხაზეთში - პროვოკაციული გზავნილი დე-ფაქტო რეჟიმის მხრიდან და მწვავე რეაქცია ოფიციალურ თბილისში
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 20:30:00
აფხაზეთის დე-ფაქტო რეჟიმის მხრიდან მორიგი პროვოკაციული გზავნილი ისმის. ოკუპირებულ რეგიონში არალეგალების ჯგუფია დაკავებული. არაღიარებული ხელისუფლების მტკიცებით, ეგვიპტის, სომალის, სუდანის და იემენის მოქალაქეები თბილისიდან სოხუმის გავლით ევროპის ქვეყნებში შეღწევას ცდილობდნენ. ე.წ. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების განცხადებებს მწვავე რეაქცია მოჰყვა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. ოფიციალური თბილისი დე-ფაქტო რეჟიმს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და იმ გარემოებებზე მიუთითებს, რაც თვითაღიარებული ხელისუფლების ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს. 
წაკითხვა
ესპანეთის სენატის გადაწყვეტილება - რა ზომებს ითვალისწინებს კატალონიისთვის ქვეყნის კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედება
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 20:27:00
მსოფლიო ყურადღების ცენტრში ახლა ესპანეთია. ქვეყნის სენატმა კატალონიის სამთავრობო ინსტიტუტებზე ცენტრალური კონტროლის დაწესებას მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო ორგანომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კატალონიის პარლამენტმა ესპანეთისგან გამოყოფა გამოაცხადა. ესპანეთის სენატის მიერ კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედება ნიშნავს, რომ ოფიციალურ მადრიდს შეუძლია კატალონიის პარლამენტის დაშლა, კატალონიის პრეზიდენტის გადაყენება და რეგიონის საპოლიციო ძალებზე კონტროლის დაწესება. 1975 წელს ფრანსისკო ფრანკოს დიქტატორული რეჟიმის დასრულების შემდეგ ეს პირველი შემთხევაა, როდესაც ცენტრალური ხელისუფლება რეგიონის საქმეებზე პირდაპირ კონტროლს აწესებს. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, მარიანო რახოიმ სენატში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ კატალონიამ ესპანეთის კანონმდებლობა დაარღვია.  
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის პრინციპები და დამოუკიდებლობის საკითხი - მსჯელობა პარლამენტში
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 20:17:00
საზოგადოებრივ მაუწყებელზე მსჯელობდნენ დღეს პარლამენტში. განხილვის საგანი იყო მაუწყებლის მუშაობის პრინციპები და დამოუკიდებლობის საკითხი. დისკუსია მოეწყო მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი იმ ცვლილებების გარშემოც, რომელიც მაუწყებლის ეთერში კომერციული რეკლამის განთავსებას, სპონსორობას და შესყიდვებს ეხება. კანონპროექტის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ინტელექტუალური პროდუქტის შესყიდვის დროს გადამწყვეტი არა ფასი, არამედ ხარისხი უნდა იყოს. ცვლილებების მიმართ ცალსახად დადებითი აქვს ევროპის მაუწყებელთა კავშირს, რომლის წარმომადგენლებიც თბილისში არიან. საკომიტეტო განხილვის დროს დელეგაციის წევრებმა ვრცლად ისაუბრეს, რატომ არის საკანონმდებლო ცვლილებები საჭირო. 
წაკითხვა
ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმე - ტრაგიკულად დაღუპულის ძმა პატრულის თანამშრომლებს უკანონო ქმედებებში ადანაშაულებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 20:10:00
კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა, სადაც ასევე პატრულის თანამშრომლები ფიგურირებენ. დეპუტატის შვილის, ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე მოწმეების დაკითხვა დაიწყო. დღევანდელ პროცესზე ჩვენება მისცა ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდის ძმამ, რომელმაც პატრულის თანამშრომლები უკანონო ქმედებებში დაადანაშაულა. თავად პატრულის თანამშრომლები ბრალს ამ დრომდე არ აღიარებენ. მათი ადვოკატი რამდენიმე საეჭვო გარემოებაზე საუბრობს და აინტერესებს, იყო თუ არა ბექა ხახუბია ავტოსაგზაო შემთხვევამდე მთაწმინდის საპატრულო პოლიციის მიერ დაკავებული და რა ვითარებაში მოხდა მისი გათავისუფლება. შეგახსენებთ, რომ გორის გვირაბთან ავარია 17 მაისს მოხდა. საგამოძიებო მასალების მიხედვით, ხახუბიას მანქანა იმ ტრაილერს დაეჯახა, რომელიც ახალგაზრდის შესაჩერებლად პატრულის თანამშრომლებმა გვირაბთან ახლოს დააყენეს. პროკურატურა საპატრულო პოლიციის სამ თანამშრომელს გაუფრთხილობლობით სიცოცხლის მოსპობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს. ამავე თემაზე, იხილეთ ჩართვა „მოამბის“ 18-საათიანი საინფორმაციო გამოშვებიდან.
წაკითხვა
რა გახდა პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების მიზეზი - თბილისში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას პროკურატურა, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები სწავლობენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 20:05:00
ამ დრომდე პასუხგაუცემელი რჩება თბილისში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გარშემო დაგროვილი კითხვები. თვენახევარში გახდება ცნობილი, გადაამეტეს თუ არა უფლებამოსილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე 34 წლის მამაკაცის დაკავებას ცდილობდნენ. გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ოჯახი გამოძიების დასრულებამდე დუმს. მმართველი გუნდის ერთ-ერთ წევრზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ შესაძლოა არსებობდეს საქმის მთავარი მტკიცებულება - პატრულის სამხრე კამერების ჩანაწერები. პროკურატურის პარალელურად ტრაგიკულ შემთხვევას სახალხო დამცველი და სამი არასამთავრობო ორგანიზაციაც სწავლობენ.    ამავე თემაზე, იხილეთ ჩართვა „მოამბის“ 18-საათიანი საინფორმაციო გამოშვებიდან.
წაკითხვა
საარჩევნო დავების განხილვა გრძელდება - "ლეიბორისტული პარტიის" სარჩელი მოსამართლემ არ დააკმაყოფილა
განახლებულია: 2017-10-27 18:20:00
ლეიბორისტული პარტიის სარჩელი მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილმა არ დააკმაყოფილა. ადვოკატის განცხადებით გადაწყვეტილება უკანონოა. ლეიბორისტულმა პარტიამ სარჩელი ისნის 5 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე შეიტანა. როგორც პარტიაში აცხადებდნენ, 38 უბნიდან დამკვირვებლის გამოძევება მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ მან ე.წ. კარუსელის ფაქტი დააფიქსირა. პარტია ხელახალ გადათვლას ითხოვდა. მოპასუხე მხარე კი აცხადებდა, რომ არჩევნებზე ხმების გაყალბებას ადგილი არ ჰქონია, მოთხოვნა კი უსაფუძვლოა.
წაკითხვა
დავით უსუფაშვილი - არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება ფულმა და ძალაუფლებამ მოიპოვა
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 18:20:00
“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ფულმა და ძალაუფლებამ, დამარცხდა თავისუფლება და თვითმმართველობა,” ასე აფასებს “შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი არჩევნებს. მისი განცხადებით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, წლევანდელ თვითმმართველობის არჩევნებში მოსახლეობის თავისუფლება შეზღუდული იყო. “შენების მოძრაობის" ლიდერი პარტიის შედეგებსაც აფასებს და ამბობს, რომ პარტიისთვის პირველი საარჩევნო შედეგი დამაკმაყოფილებელია.
წაკითხვა
„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 28-29 ოქტომბერს სამეწარმეო მარკეტი გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 17:47:00
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 28-29 ოქტომბერს, 13:00-დან 22:00საათამდე, ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი გაიმართება. ღონისძიების მიზანია ქართველი მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაცია. გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა: სუვენირები, სამოსები, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, სასურსათო პროდუქცია და სხვა. ამასთანავე, ღონისძიებაზე მოეწყობა სხვადასხვა პროდუქციის დეგუსტაცია, სადაც თითოეულ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება ადგილზე გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი და სამომავლო თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი კავშირები დაამყაროს ადგილობრივ მწარმოებლებთან. ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინფორმაციო სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ მეტი სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერად შემოთავაზებული მექანიზმების შესახებ.
წაკითხვა
ევროკავშირი ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 16:11:00
ევროკავშირი ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს. „მშვიდობის პრიზი“ იმ გამარჯვებულ ჟურნალისტსებს გადაეცემათ, რომლებიც სამაუწყებლო, ბეჭდურ, რადიო, ონლაინ ან ფოტო ჟურნალისტიკაში საქმიანობენ და თავიანთი ნამუშევრებით კონფლიქტის რეგიონებში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას უწყობენ ხელს. ნამუშევრების შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი დაბალანსებული და პროფესიული სტანდარტები იქნება. ჟიური აგრეთვე დააკვირდება იმას, თუ რა გავლენა მოახდინა ნამუშევარმა გამოქვეყნების შემდეგ.პროექტის სპეციალური პრიზის მოპოვების შემთხვევაში ერთ გამარჯვებულ ჟურნალისტს საშუალება ექნება ერთთვიანი პროფესიული მივლინებით ლონდონში, „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“ გაემგზავრებოს. საამისოდ ევროკავშირს გამარჯვებულისთვის 5000 ევრო აქვს გამოყოფილი. ნამუშევრების მთავარი დათქმა ისაა, რომ მასალა 2016 წლის 31 ოქტომბრიდან 2017 წლის პირველ ნოემბრამდე უნდა იყოს მომზადებული.„მშვიდობის პრიზი“ ევროკავშირის 7 პრიზიდან ერთ-ერთია, რომელსაც ორგანიზაცია ჟურნალისტებს გადასცემს. ამ შემთხვევაში კონკურსი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფრთის ქვეშ ცხადდება, რომლის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან, ერიკ ჰუგთან „მოამბემ“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.„ჩვენი მიზანი კონფლიქტის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტების წახალისებაა. ეს ინიციატივა ჩვენი მანდატის ნაწილიცაა, რადგან ჩვენ ორიენტირებულები ვართ ნდობის აღდგენაზე. „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან“ (IWPR) ერთად ჩვენ ყოველწლიურად ვთანამშრომლობთ, ვაკვირდებით ჟურნალისტების ინტერესს და ვარჩევთ გამარჯვებულს, რომელიც ერთთვიანი პროგრამით ლონდონში, „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“ გაემგზავრება. ნამუშევრების მიღების ბოლო ვად პირველი ნოემბერია, ასე რომ დაინტერესებულებს ჯერ კიდევ აქვთ დრო. ჩვენ კი საუკეთესო მათგანს შევარჩევთ“,- აღნიშნა EUMM-ის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ერიკ ჰუგმა.EUMM-ის მშვიდობის პრიზი ამ დროისთვის 4 ჟურნალისტს აქვს მოპოვებული. ერიკ ჰუგის თქმით, საშუალოდ კონკურსში 30 ადამიანი მონაწილეობს, ყველაზე დიდი მაჩვენებელი კი 43 დაინტერესებული ჟურნალისტი იყო. ორგანიზატორებისთვის ნამუშევრების მიწოდება ფოსტით, ელ-ფოსტით ან მისიის ოფისში მიტანითაა შესაძლებელი. ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ წლევანდელ კონკურსში მონაწილე ჟურნალისტების რაოდენობა და ნამუშევრების ხარისხი უფრო მეტად გაიზრდება.
წაკითხვა
ენმ და "ევროპული საქართველო", ნუცუბიძეზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შს მინისტრის პარლამენტში მისვლას ითხოვენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 16:10:00
"ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა", ნუცუბიძეზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მისვლას ითხოვს. ოპოზიციის განცხადებით, ბევრი კითხვა დაგროვდა, რომელსაც გიორგი მღებრიშვილმა დეპუტატების წინაშე უნდა უპასუხოს. უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ უმცირესობა აღნიშნულს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს და მინისტრის პარლამენტში დაბარებით შოუს დადგმა სურს.   ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მინისტრი პარლამენტში რეგლამენტით გათვალისწინებულ დროს საკუთარი ანგარიშის წარსადგენად მივა.
წაკითხვა
ფოთის საქალაქო სასამართლომ "ევროპული საქართველოს" სარჩელი 70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 15:58:00
ფოთის საქალაქო სასამართლომ "ევროპული საქართველოს" საქალაქო ორგანიზაციის სარჩელი 70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ოპოზიცია 31-ე უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდა. გარდა ამისა, მეორე მოთხოვნა ამავე უბანთან დაკავშირებით, მათი დამკვირვებლის გრიგოლ სტურუას საჩივრის განხილვაში მიღებას ითვალისწინებდა, რაც სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა."საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ ჩვენი განცხადება-საჩივრის განხილვა მოხდება. განხილვის დროს აუცილებლად დავაყენებთ საკითხს 31-ე უბნის ბათილობაზე , რადგან სახეზეა გაყალბების არაერთი ფაქტი. სამწუხაროა, რომ 31-ე უბნის ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც ჩვენი აზრით, არ არის საფუძვლიანად დასაბუთებული. გავივლით კონსულტაციებს და ვაპირებთ გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში“, - განაცხადა "ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა გვასალიამ. მისი თქმით, ოპოზიცია აქციებს გააგრძელებს მანამ, ვიდრე საოლქო-საარჩევნო კომისია არ დაადასტურებს, რომ 31-ე უბანზე გაყალბება მოხდა.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში კომენტარზე უარს აცხადებენ.
წაკითხვა
სასამართლომ „რუსთავი 2“-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ დავალიანების გადახდა დააკისრა
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 15:04:00
სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ დავალიანების გადახდა დააკისრა. მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის სარჩელი. მოსამართლემ მოპასუხე მხარეს „რუსთავი 2“-ს საზოგადოებრივ მაუწყებელთან სხვადასხვა დროს გაფორმებული ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ძირითადი დავალიანების გადახდა სრულად დააკისრა. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, დააკისრა მისი გადახდა, განაკვეთი შეამცირა და მისი ოდენობა განსაზღვრა 0,07 %-ით. სამოქალაქო სარჩელით საზოგადოებრივი მაუწყებელი ითხოვდა, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს დაეფარა სხვადასხვა ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ძირითადი დავალიანება და დარიცხული პირგასამტეხლო. საუბარია 2004 წლიდან საზოგადოებრივ მაუწყებელსა და „რუსთავი 2“-ს შორის გაფორმებულ სხვადასხვა ხელშეკრულებაზე, მათ შორის, საიჯარო და სატელიტური სიგნალით მომსახურებაზე. ასევე საარქივო მომსახურების ხელშეკრულებასა და სუბლიცენზიებზე.საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნის მიხედვით, სამაუწყებლო კომპანიას საიჯარო და სატელიტური სიგნალით მომსახურების ხელშეკრულებებით მაუწყებლის მიმართ დავალიანება შეადგენს 13 575 ამერიკულ დოლარს, საარქივო მომსახურებისთვის 100 ლარს, სუბლიცენზიისთვის 12 828 ევროსა და 141 087 შვეიცარული ფრანკს. გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ითხოვდა დარიცხული პირგასამტეხლოს დაკისრებას თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
წაკითხვა
"ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი" - ზუგდიდში პირველი არხის ახალი პროექტის მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 15:00:00
ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტში პირველი არხის ახალი პროექტის " ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი" მონაწილეთა შერჩევა მიმდინარეობს. სამეგრელოს ყველა რაიონის 300-ზე მეტმა მეექვსეკლასელმა უკვე გაიარა რეგისტრაცია. შესარჩევი კონკურსი ქუთაისში, ოზურგეთსა და ბათუმში უკვე ჩატარდა. შერჩევა ხვალ მესტიაში გაიმართება."ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი" ამერიკული კომპანია "მეტრო გოლდენ მაიერის" პროექტია, რომელიც 55 ქვეყანაში განხორციელდა და ყველგან დიდი პოპულარობა მოიპოვა.
წაკითხვა
"ლეიბორისტები" ისნის 38-ე უბანზე ხმების გადათვლას და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ
განახლებულია: 2017-10-27 12:16:00
"ლეიბორისტული პარტია" სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. ოპოზიციური პარტია ისნის 38-ე უბანზე ხმების ხელახლა დათვლას და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. იურისტის განცხადებით, არჩევნების დღეს შრომის პარტიის წარმომადგენელმა გაყალბების ფაქტი დააფიქსირა, რის შემდეგაც ის უბნიდან უკანონოდ გააძევეს. მოპასუხე მხარე კი აცხადებს, რომ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია და ხმების გადათვლის საჭიროებას ვერ ხედავს. იმ შემთხვევაში თუ პირველი ინსტანცია "ლეიბორისტების" სარჩელს არ დააკმაყოფილებს, პარტია სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.
წაკითხვა