A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

1TV.GE » პირველი არხი
საზოგადოებრივი
104.5 FM

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

დავით სერგეენკო - ჰაერში ნაცრის მაღალი შემცველობაა, რის გამოც ბავშვები და მოზრდილები, რომლებსაც აქვთ ამა თუ იმ სახის ქრონიკული დაავადება, უნდა მოერიდონ გარეთ ყოფნას
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 16:22:00
ქარი მუდმივად იცვლება, დაკვამლიანების ხარისხი მაღალი არ არის, თუმცა ჰაერში მაღალია ნაცრის შემცველობა, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. დავით სერგეენკო ადგილობრივებს რეკომენდაციებს აძლევს. "ქარი მუდმივად იცვლება, დაკვამლიანების ხარისხი მაღალი არ არის, თუმცა ჰაერში მაღალია ნაცრის შემცველობა, ამიტომ რეკომენდაცია იქნება, რომ ბავშვები, მოზრდილები, რომლებსაც აქვთ ამა თუ იმ სახის ქრონიკული დაავადება, მოერიდონ გარეთ ყოფნას და იყვნენ სახლში. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ მარტივი პირბადე, რადგანაც პოტენციურად ამას შესაძლოა ჰქონდეს რაიმე რისკი", - განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, ხეობაში ქარი სულ არის, რაც ჰაერის დაბინძურების მხრივ კეთილსაიმედო ნიშანია, რადგანაც ნიავდება, მაგრამ ხანძრისთვის ეს არის ცუდი და მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი. "ამისი დოკუმენტური მონიტორინგი რთულია, სიტუაცია იცვლება და ამიტომ რეკომენდაცია მიმართული მაქსიმალური გადაზღვევისკენ", - განაცხადა სერგეენკომ. 
წაკითხვა
ხანძრის ჩაქრობის პროცესში სომხეთის სახანძრო ეკიპაჟებიც ჩაერთვებიან
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 14:27:00
სომხეთმა მიიღო გადაწყვეტილება, მთელი რიგი ეკიპაჟები გზაში არიან და მოდიან დასახმარებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.  როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობს აზერბაიჯანული ვერტმფრენი და დასახმარებლად ასევე მოდიან სახანძრო მანქანები. "თურქეთისგან მივიღეთ დახმარება, ორი ვერტმფრენი უკვე ბათუმშია და ჩაერთვება სახანძრო ოპერაციაში. ჩამოფრინდება სახანძრო თვითმფრინავი თურქეთიდან. მიუხედავად იმისა, რომ მათაც აქვს პრობლემა, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება და დაგვეხმარება. ასევე სომხეთმა მიიღო გადაწყვეტილება, მთელი რიგი ეკიპაჟები გზაშია და მოდიან", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, საკმაოდ დიდი ძალაა მობილიზებული და მოსახლეობისთვის საფრთხე არ არის. "ქარზე და კლიმატურ პირობებზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწრაფად მოხდება ცეცხლის ჩაქრობა. მინდა ვთქვა, რომ ამ ოპერაციაში ჩართულია, როგორც სამაშველო სამსახური, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მებრძოლები, სატყეო დეპარტამენტი. მოხალისეების საჭიროება არ დგას, მძიმე სამუშაოა და ეს ადამიანები თავს ართმევენ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილმა ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 12:27:00
მინდა, მადლობა ვუთხრა მეხანძრეებს, მაშველებს, ყველას, ვინც ეს დღეებია, გმირულად ებრძვის ხანძარს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში მობილიზებულია სახელმწიფო რესურსი, მასში ჩართულია, როგორც ქართული, ასევე მეზობელი სახელმწიფოს რესურსები. "მადლობა მინდა ვუთხრა მათ. მადლობა აზერბაიჯანს და თურქეთს, რომლებიც სტიქიის ლიკვიდაციაში გვეხმარებიან. მაღალი ხარისხის კოორდინაციაა, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები იმყოფებიან და ამ უბედურებასთან გამკვალების პროცესში არიან ჩართულები", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მოხალისეებს და სთხოვა, რომ დამოუკიდებლად არ ჩაერთონ ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებებში. "ვთხოვ მოხალისეებს, არაფრის დიდებით არ ჩაერთნონ დამოუკიდებელად ღონისძიებებში. დახმარება შესთავაზონ შტაბს, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს და ეს იქნება ეფექტური. მადლობა სამოქალაქო ორგანიზებისთვის მოხალისეებს. მინდა ვთქვა, რომ ხანძარი არ  ემუქრება დასახლებულ პუნქტებს. მიმდინარეობს მუშაობა, ამ მომენტში არანაირი პანიკის საფუძველი არ არის. ოპერატიულად მუშაობს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურები, ოპერატიულად მუშაობს მედია და მადლობა მათ ასეთ 24 საათიანი ჩართულობისთვის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 
წაკითხვა
ხანძრის ჩაქრობაში დახმარების თხოვნით საქართველომ მეზობელ და ევროკავშირის ქვეყნებს მიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 11:47:00
ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობაში დახმარების თხოვნით საქართველომ მეზობელ და ევროკავშირის ქვეყნებს მიმართა,  - ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, სტიქიის მასშტაბები გაიზარდა და ექსპერტების რეკომენდაციაა, რომ სტიქიასთან საბრძოლველად დამატებითი ტექნიკის მობილიზება მოხდეს. "ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, გაგზავნილია ინფორმაცია ყველა მეზობელ ქვეყანასთან, ევროკავშირის ქვეყნებთან. უკვე არის წინასწარი თანხმობა. ვფიქრობ, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავძლიერდებით, შემოგვემატება დამატებითი ტექნიკა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები რუსეთთან, სოფლის მეურნეობის მინისტრი პასუხობს, რომ ყველა მეზობელ ქვეყანასთან გაგზავნილია შესაბამისი მოთხოვნა. 
წაკითხვა
გიორგი მღებრიშვილი - მოხალისეების ჩართვა სახიფათოა, საკმარისი ძალა გვაქვს, რომ შევძლოთ ხანძრის ლოკალიზება 
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 11:30:00
მოხალისეების ჩართვა სახიფათოა, საკმარისი ძალა გვაქვს, რომ შევძლოთ ხანძრის ლოკალიზება, - ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ლოკალიზებაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ვერტმფრენი, ასევე მობილიზებულია სპეცტექნიკა. "ხანძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამკილომეტრიანი გზა გაიჭრა, რათა სახანძროებს შეძლებოდათ კერებამდე მისვლა და ლოკალიზება. მაქსიმალური ძალები გვყავს ჩართული. ჯერჯერობით თვითმფრინავთან დაკავშირებით კონკრეტული პოზიცია არ გვაქვს. ორი ვერტმფრენი მოემართება საქართველოსკენ, რამდენიმე საათში გადმოკვეთენ საზღვარს და შეუერთდებიან ჩვენს ავიაციას ხანძრის სალიკვიდაციოდ. იმისთვის, რომ ხანძარი იქნეს ლოკალიზებული, ეს მხოლოდ ადამიანიურ ფაქტორზე არ არის დამოკიდებული. დიდი წილი ბუნებრივ და კლიმატურ პირობებზე მოდის. გუშინ ამ დროისთვის ხანძარი პრაქტიკულად ლიკვიდრებული იყო ხანძარი, მაგრამ ძლიერმა ქარმა 5 დამოუკიდებელი კერა გააჩინა ", - განაცხადა მინისტრმა. რაც შეეხება მოხალისეების ჩართვას, გიორგი მღებრიშვილმა ყველას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მოხალისეებმა ხელი არ უნდა შეუშალონ შსს-ს და სხვა უწყებებს მუშაობაში. "მოხალისეებს ვთხოვდი, რომ ხელს ნუ შეუშლიან შსს-ს და სხვა უწყებებს. საკმარისზე მეტი ძალა გვყავს იმისთვის, რომ ხანძარს გავუმკლავდეთ. მოხალისეების ჩართვამ შეიძლება ცუდი შედეგები მოგვიტანოს, სახიფათოა ხანძრის კერებთან მისვლა.", - განაცხადა მღებრიშვილმა. 
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - ბორჯომის ხეობაში ამ ეტაპზე უკეთესი ვითარებაა, მუშაობს სამი ვერტმფრენი [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 10:11:00
ამ ეტაპზე უკეთესი ვითარებაა, მონიშნულია ჩასაქრობი ზონები, მუშაობს სამი ვერტმფრენი, თუქეთიდან გზაშია კიდევ ორი ვერტმფრენი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დილით ძლიერი ქარის გამო, თურქეთიდან ვერ ჩაფრინდნენ ვერტმფრენები, დაახლოებით ორ საათში ისინიც ჩაერთვებიან სამუშაოებში. "ვფიქრობ, ღამისთვის გაცილებით უკეთესი ვითარება გვექნება. ამ ეტაპზე მუშაობს ცოცხალი ძალა, მეხანძრე-მაშველები, ადგილობრივი მაშველები მთის კურორტების განვითარების კომპანიიდან და რაც საჭიროა, ყველაფერი კეთდება. ყველაზე მძიმე ვითარება გვაქვს ერთ კერაზე, რომელზეც მიმართულია მთელი ძალა, ხდება ტუმბოებით წყლის ატანა, ეკიპაჟები იმუშავებენ ზედა მხრიდან და ვფიქრობთ, ჩავაქრობთ ხანძარს. ხანძრის გავრცელების საფრთხე რა თქმა უნდა, არსებობს თუ ქედი არ ჩავაქრეთ, ქედის ჩაქრობის შემდეგ მწვავე ფაზა გადაივლის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 
წაკითხვა
საგანგებო შტაბი - საავიაციო სამუშაოებში თურქული მხარეც ჩაერთვება - ამ დროისათვის ხანძრის დასახლებულ პუნქტებზე გადასვლის საფრთხე არ არსებობს
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 09:59:00
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში სრული დატვირთვით მიმდინარეობდა, ბოლო ინფორმაციით, დამწვარია რამდენიმე ათეული ჰექტარი ფართობი, ხანძრის კერების ლოკალიზებისა და შემდგომი ლიკვიდაციის მიზნით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება, - ამის შესახებ აღნიშნულია საგანგებო შტაბის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, საგანგებო შტაბი, მთავრობა, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. "გამთენიისას სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო ორი ქართული და ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენი, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა, რომლებმაც ღამით, არჯევანიძის ტყიდან თროთის გზამდე 3 კილომეტრიანი გზა გაჭრეს, რამაც შესაძლებელი გახადა ხანძრის მთავარ კერამდე ტექნიკის შეუფერხებელი გადაადგილება. ქართულ და აზერბაიჯანულ ვერტმფრენებთან ერთად, რამდენიმე საათში, საავიაციო სამუშაოებში ჩაერთვება თურქული მხარეც, რომელიც დამატებით ორი ვერტმფრენს გამოაგზავნის. ამ დროისათვის არ არსებობს ხანძრის დასახლებულ პუნქტებზე გადასვლის საფრთხე. მთელი ღამე შეუჩერებლად მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ადგილზე იმყოფება 300- ზე მეტი მაშველი. 100 - ზე მეტი ტყის მცველი, უსაფრთხოების სამსახურის, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსიტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის და სახანძრო სამსახურების, მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელები და წარმომადგენლები. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ადგილზე რჩება და საგანგებო შტაბის მუშაობას უშუალოდ ხელმძღვანელობს", - აღნიშნულია განცხადებაში. 
წაკითხვა
დავით სერგეენკო - ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლოკალიზებისა და შემდგომი ლიკვიდაციისთვის ყველა შესაძლო ზომა მიღებულია
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 09:47:00
შემიძლია დავარწმუნო საზოგადოება, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლოკალიზებისა და შემდგომი ლიკვიდაციისთვის ყველა შესაძლო ზომა მიღებულია , - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ღამის განმავლობაში რამდენიმე კომპლექსური გეგმა შემუშავდა და ამოქმედდა. "ღამის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა, რომელმაც გზები გაიყვანა, რათა მისაწვდომი გახდეს ადგილი. ჩაერთვება წყლის გადამწოდი სისტემები. ვფიქრობ,რომ გეგმა, რომელის განხორციელებაც დაიწყო ღამის განმავლობაში გვაჩვენებს შედეგს. რთული სათქმელია ჩემთვის, რომ დღეს დასრულდება პროცესი, მაგრამ შემიძლია დავარწმუნო საზოგადოება, რომ ყველა შესაძლო ზომა მიღებულია ხანძრის ლოკალიზებისა და შემდგომი ლიკვიდაციისთვის", - განაცხადა დავით სერგეენკომ. მისი თქმით, განუწყვეტლივ ხდება რისკების შეფასება, არსებობს მზადყოფნა და სამოქმედო გეგმა, რომ საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მოსახლეობის გაყვანა."ამ ეტაპზე ცალსახად ამის საშიშროება არ არსებობს და არავინ აპირებს რისკზე წასვლას, რომ მოსახლეობას საფრთხე შეუქმნა", - განაცხადა სერგეენკომ. 
წაკითხვა
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო - დასახლებულ პუნქტში ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 09:46:00
ბორჯომში, დასახლებულ პუნქტში ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს,- ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.მათივე ინფორმაციით, სოფელ დაბასთან მეხანძრე მაშველები მთელი ღამის განმავლობაში იყვნენ მობილიზებული. „მეხანძრე-მაშველები სოფელ დაბასთან მთელი ღამის განმავლობაში იყვნენ მობილიზებული, იყო საფრთხე რომ დასახლებულ პუნქტში გავრცელებულიყო ხანძარი, თუმცა ეს საფრთხე თავიდან იქნა აცილებული, ამ დროისთვის, არ გვაქვს საშიშროება ცეცხლის მოსახლეობაში გავრცელების. ბორჯომის ხეობაში 400-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ასევე მობილიზებულია რამდენიმე ათეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ხანძრის ჩასაქრობად ამ დროისთვის მუშაობს ორი ქართული და ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენი. დღეს ბორჯომის ხეობაში ორ თურქულ ვერტმფრენსაც ველოდებით.მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი ქარი ქროდა. ამ დროისთვის, ბორჯომში სუსტი ქარია“,- განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი სოფელ დაბაში გაემგზავრა
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 21:30:00
სტიქიის ზონაში, სოფელ დაბაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. გარდა ამისა, გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის მაქსიმალურად მოკლე ვადაში ლიკვიდაციის მიზნით, საგანგებო შტაბი შეიქმნა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შტაბის შემადგენლობაში შედიან შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების და კრიზისების მართვის  საბჭოს აპარატის წარმომადგენლები. საგანგებო შტაბი სტიქიის სალოკვიდაციო სამუშაოებზე 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია რამდენიმე ათეული სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. 
წაკითხვა
ხანძრის კერასთან სახანძრო ტექნიკის შესაყვანად, სამუშაოები სოფელ ყვიბისის მხრიდან მიმდინარეობს - რა ვითარებაა ადგილზე [ფოტო/ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 00:33:00
სოფელ დაბასთან ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ამ წუთებში სოფელ ყვიბისის მხრიდან მძიმე ტექნიკით გზის გაჭრის სამუშაოები მიმდინარეობს, რათა სახანძრო ტექნიკამ ცეცხლის კერამდე მისვლა შეძლოს. ცუდი ხილვადობის გამო, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მუშაობა შეწყვიტა. სამუშაოები დილის 06:00 საათზე განახლდება. ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლების ინფორმაციით, საცხოვრებელ ტერიტორიებზე ცეცხლის გადადების საშიშროება არ არსებობს. შეგახსენებთ, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, წაღვერის თემში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთის ფერდობზე ხანძარი 20 აგვისტოს, 15:00 საათისთვის გაჩნდა. 
წაკითხვა
მეხანძრეები ცეცხლის კერამდე მძიმე ტექნიკით მიღწევას სოფელ ყვიბისის მხრიდან შეეცდებიან
გამოქვეყნებულია: 2017-08-20 22:43:00
სოფელ ყვიბისიდან ცეცხლის კერამდე მისასვლელი ბილიკის გაწმენდა უახლოეს წუთებში დაიწყება, რათა სამაშველო სამსახურის მძიმე ტექნიკამ სტიქიის ადგილამდე მისვლა შეძლოს, - ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა, თორნიკე გვაზავამ მიაწოდა. მისი თქმით, 22:30 საათისთვის ცეცხლის არეალი არ გაფართოებულა და ხანძარი ისევ 1.5 ჰექტარი ფართობის ტყის მასივზეა გავრცელებული. გვაზავას განცხადებით, ამ დროისთვის ქარი ჩადგა და ცეცხლის სწრაფად გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ასევე, მისი თქმით, სტიქიის ზონა საკმაოდ მოშორებითაა დასახლებული პუნქტიდან და ამ ეტაპისთვის დაკვამლიანების საფრთხე არ არსებობს, რადგან ალით გამოწვეული კვამლი ჰაერში სიმაღლეზე იფანტება. ადგილზე მისასვლელი ბილიკის გაწმენდას ნიჩბებით ამ დრომდე ცდილობს 100-მდე მეხანძრე-მაშველი და სატყეო სააგენტოს 70 თანამშრომელი. მძიმე ტექნიკა მიუვალი ადგილების გამო ვერ მუშაობს. გვაზავას განცხადებით, გასაწმენდია 200 მეტრზე მეტი სიგრძის მონაკვეთი, რათა რვა სახანძრო მანქანა, რომლებიც სოფელ ყვიბისთანაა მობილიზებული, ცეცხლის კერას მიუახლოვდეს. გვაზავა ვარაუდობს, რომ გზის გაწმენდას დაახლოებით 3-4 საათი დასჭირდება. „ამ დროისთვის მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს, რადგან, პრევენციის მიზნით, სოფელ დაბასთან გავლებულია თხრილები, რათა ხანძრის კერების დასახლებულ ტერიტორიასთან მიახლოება გამოირ
წაკითხვა
წაღვერის თემში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენი გამოიძახეს [ფოტო/ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-08-20 15:39:00
სოფელ დაბის მიმდებარედ ხანძარი მიუდგომელ ადგილზეა, სადაც სამანქანო გზაც არ მიდის და ამიტომ ვერტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო, - ამის შესახებ პირველ არხს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, თორნიკე გვაზავამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ხანძრის დასახლებულ პუნქტებამდე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. „ხანძრის ფართობი დიდი არ არის, დაახლოებით 300 კვადრატულ მეტრს აქვს ცეცხლი მოდებული, თუმცა ქარია და გავრცელების საფრთხე იქმნება. საკმაოდ მიუდგომელი ადგილია, სამანქანო გზაც არ მიდის და ამიტომ ვერტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო და ველოდებით მას. ხანძარი არის სოფელ დაბასთან, 2008 წლის ნახანძრალი სადაც იყო, იმის თავზე გაჩნდა ხანძარი. მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, რადგან ირგვლივ დასახლებული პუნქტი არ არის, ხანძარი მთის წვერზეა. ადგილზე მობილიზებულია როგორც სატყეო სამსახური, ასევე საპატრულო პოლიცია და სახანძრო სამაშველო ბრიგადები. ველოდებით ვერტმფრენს“, - აღნიშნა გვაზავამ. შეგახსენებთ, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, წაღვერის თემში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთაზე არსებულ ტყის მასივს ცეცხლი 20 აგვისტოს, 15:00 საათისთვის გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ინფორმაციით, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი ბალახს და ჩაჩეხილ ხეებს უკიდია. 
წაკითხვა
საგანგებო სიტუაციების სააგენტო - სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი ბალახს და ჩაჩეხილ ხეებს უკიდია [ფოტო/ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-08-20 15:31:00
წაღვერის თემში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი ბალახს და ჩაჩეხილ ხეებს უკიდია, - ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ნახანძრალ ადგილზე გაჩნდა, რომელიც 2008 წლის ომის დროს დაიწვა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები მუშაობენ. რა ფართობზეა გავრცელებული ხანძარი, ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, წაღვერის თემში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთის ფერდობზე ცეცხლი 20 აგვისტოს, 15:00 საათისთვის გაჩნდა. 
წაკითხვა
წაღვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივი იწვის
გამოქვეყნებულია: 2017-08-20 14:47:00
ხანძარია წაღვერის მიმდებარე ტერიტორიაზე. ცეცხლი მთაზე ტყის მასივს უკიდია. როგორც პირველი არხის კორესპონდენტი იტყობინება, ადგილზე უკვე მივიდნენ სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები. აღნიშნული ტყის მასივი 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროსაც დაიწვა. 9 წლის წინ, 15 აგვისტოს ხანძარი დაბა წაღვერის მიმდებარე ტერიტორიიდან ქალაქ ბორჯომის მიმართულებით, მდინარე გუჯარულას მარჯვენა სანაპიროზე გავრცელდა. ხანძარი 20 დღის განმავლობაში მძვინვარებდა და მისი გავრცელების არეალმა 950 ჰა შეადგინა. განადგურდა 250 ჰა ტყის მასივი. 
წაკითხვა
პროექტის „მობილური ექსტენციის“ ფარგლებში, სპეციალისტებმა სამეგრელოს რეგიონის სოფლებში ადგილობრივებს კონსულტაციები გაუწიეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-19 11:28:00
სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი მასშტაბური პროექტის „მობილური ექსტენციის“ ფარგლებში, სპეციალისტებმა სამეგრელოს რეგიონის სოფლებში ადგილობრივებს კონსულტაციები გაუწიეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა აბაშის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ფერმერების ბაღები და ნაკვეთები დაათვალიერეს და თხილის ბაღის გაშენების, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების, მარცვლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის და დაავდებებთან ბრძოლის მეთოდებზე დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია მიაწოდეს.აზიური ფაროსანას მასობრივი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები, 21-დან 24 აგვისტოს ჩათვლით, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, სენაკის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში ფერმერებს გააცნობენ და ადგილზე კონსულტაციებს გაუწევენ.
წაკითხვა
სამართალდამცავები სემეკ-ის სხდომათა დარბაზიდან გიორგი გუგავას გაყვანას ცდილობენ (ვიდეო)
გამოქვეყნებულია: 2017-08-18 13:29:00
​სემეკ-ის სხდომაზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ამის მიზეზი, "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი გუგავას მიერ სხდომის ჩაშლის მცდელობა გახდა. ​სამართალდამცავები ცდილობენ, გიორგი გუგავა სემეკ-ის სხდომათა დარბაზიდან გაიყვანონ.​სემეკ-ის სხდომაზე "თელასის" სატარიფო განაცხადს განიხილავენ. გიორგი გუგავა ითხოვს, რომ კომისიამ სხდომა არ გამართოს და ამ საკითხის განხილვაზე უარი თქვას.გიორგი გუგავას თქმით, სასამართლოში მიმდინარეობს პროცესი ტარიფებთან დაკავშირებით და გადაწყვეტილების მიღებამდე სემეკ-ს არ აქვს უფლება, ტარიფი შეცვალოს.
წაკითხვა
თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი 24 აგვისტოს გაიხსნება
გამოქვეყნებულია: 2017-08-18 11:15:00
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში რთველი სექტემბრის პირველი რიცხვებიდან დაიწყება. სააგენტოს ცნობით წელს ყურძნის უხვი მოსავალია. დიდი მოთხოვნაა საფერავზე და მისი მისი ფასი 1 ლარიდან დაიწყება. ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კულოგრამ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ.
წაკითხვა
ბარსელონაში ფურგონი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა
გამოქვეყნებულია: 2017-08-17 19:44:00
ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ფურგონი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა.ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. ესპანური გამოცემა El Nacional-ის ინფორმაციით, სამართალდამცველები ამ დროისთვის ფურგონის მძღოლს ეძებენ, რომელმაც შემთხვევის ადგილიდან გაქცევა შეძლო.ინციდენტი ქალაქის ცენტრში, ტურისტებისთვის პოპულარულ რამბლას ქუჩაზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და საგანგებო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ აღნიშნულ ქუჩაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
წაკითხვა
მაშველებმა ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-17 12:07:00
სამაშველოს სამსახურის თანამშრომლებმა ციხისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაცით, მამაკაცი რუსეთში ცხოვრობდა და ეროვნებით სომეხია. იგი აჭარაში დასასვენებლად იყო ჩასული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 
წაკითხვა