A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

1TV.GE » პირველი არხი
საზოგადოებრივი
104.5 FM

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

პარლამენტთან გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-26 20:53:00
პარლამენტის შენობასთან აქცია ერთ-ერთი დემონსტრანტის, მიხეილ კაჭკაჭიშვილის დაკავებით დასრულდა. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სცადეს, რა დროსაც საპატრულო ეკიპაჟმა მიხეილ კაჭკაჭიშვილი დააკავა.  აქციის მონაწილეები ადგილზე რჩებიან და ცდილობენ, გაარკვიონ, სად არის დაკავებული გადაყვანილი. „უფლებადამცველთა ასოციაციის“ ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე აქცია ნუცუბიძის ფერდობზე გუშინ მომხდარი შემთხვევის გამო გამართეს. აქციის მონაწილეები საქმის ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ და მიიჩნევენ, რომ საპატრულო ეკიპაჟმა უფლებამოსილებას გადაამეტა. შეგახსენებთ, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე დაკავების მომენტში ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება და ვიდეომასალა გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით
წაკითხვა
იანოშ ჰერმანი - ექვს თვეში უვიზო მიმოსვლით საქართველოს 90 000-მა მოქალაქემ ისარგებლა და შენგენის ზონაში შესვლაზე უარი 230-მდე ადამიანს ეთქვა
გამოქვეყნებულია: 2017-10-26 17:02:00
ექვსი თვის განმავლობაში უვიზო მიმოსვლით საქართველოს 90 000-მა მოქალაქემ ისარგებლა და შენგენის ზონაში შესვლაზე უარი 230-მდე ადამიანს ეთქვა, - ეს განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელზეც ვიზალიბერალიზაციის ექვსი თვის მონაცემები შეაჯამა. „უვიზო რეჟიმი ნამდვილად წარმატებულია. პირველი ექვსი თვის განმავლობაში დიდი წარმატებაა და უვიზო რეჟიმით 90 000-მა ადამიანმა ისარგებლა. ეს სრული მონაცემები არ არის და ეს ძირითადად საჰაერო მგზავრობას მოიცავს. სერიოზულ ზრდას აქვს ადგილი. პირველმა მონაცემებმა გვაჩვენა, რომ ქვეყნებს შორის მეტი მობილურობა და მოძრაობაა. ექვსი თვის შემდეგ შეიძლება თამამად ითქვას, რომ ვიზალიბერალიზაცია წარმატებული პროგრამაა. საქართველოს მთავრობამ ეფექტური საინფორმაციო კამპანია აწარმოა. უვიზო რეჟიმის შესახებ ინფორმირების მაღალი დონეა. შენგენის ზონაში შესვლაზე და საზღვრის გადაკვეთაზე ძალიან მცირე რაოდენობას, 230-მდე ადამიანს ეთქვა უარი“, - აღნიშნა ჰერმანმა. 
წაკითხვა
ექიმის ინფორმაციით, სოფელ მუჟავაში დაღუპულ ჯარისკაცს ყბის არეში, ნიკაპთან ერთი ჭრილობა აღენიშნებოდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-26 16:32:00
წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავადან გადმოყვანილ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცს ყბის არეში, ნიკაპთან ერთი ჭრილობა აღენიშნებოდა, - ამის შესახებ ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა, მაია ესებუამ განაცხადა. მისივე თქმით, საავადმყოფოში შეყვანისას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო და მას სასიცოცხლო მაჩვენებლები არ აღენიშნებოდა. „როდესაც შემოასვენეს, სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობა. აღენიშნებოდა ერთი ჭრილობა ყბის არეში, ნიკაპთან“, - აღნიშნა მაია ესებუამ. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, დაღუპული ჯარისკაცი ქუთაისში ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს. შეგახსენებთ, წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცი დაიღუპა. 
წაკითხვა
სოფელ მუჟავაში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცი დაიღუპა
გამოქვეყნებულია: 2017-10-26 15:48:00
წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცი დაიღუპა. პირველი არხის ინფორმაციით, ერთ-ერთ ჯარისკაცს იარაღი გაუვარდა და მიღებული ჭრილობის შედეგად, მეორე ჯარისკაცი დაიღუპა. ჯარისკაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფოში შეყვანის მომენტში ის უკვე გარდაცვლილი იყო. მომხდარი ფაქტი პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 
წაკითხვა
ფოთის საოლქო საარჩევნო კომისია სექსუალური შევიწროების შესახებ საჩივარს განიხილავს
გამოქვეყნებულია: 2017-10-26 15:11:00
ფოთში „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ დამკვირვებლის, მ.ა-ს მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალური შევიწროების ფაქტს, - ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში შევიდა და რომლის ავტორი „სამართლიანი არჩევნებია“. „უახლოესი ორი დღის განმავლობაში ეს წერილი არ განიხილება, ჯერ უნდა დასრულდეს საარჩევნო დავებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა და ამის შემდგომ საოლქო საარჩევნო კომისია იმსჯელებს აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით“, - აცხადებს 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სალომე როდონაია.
წაკითხვა
დაკავების დროს გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახი აცხადებს, რომ გამოძიების შედეგებს ელოდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-26 14:29:00
დაკავების დროს გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ოჯახი გამოძიების შედეგებს ელოდება. ისინი თბილისის პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებიან. ისინი კომენტარისგან თავს იკავებენ. გარდაცვლილის მეუღლემ პირად საუბარში ჟურნალისტებს სთხოვა, გაეხმოვანებინათ ოჯახის პოზიცია, რომლის მიხედვითაც, ახლობლები გამოძიების შედეგებს ელოდებიან. ამ დროისთვის გარდაცვლილის დედას კითხავენ, რის შემდეგაც ჩვენება ოჯახის დანარჩენმა წევრებმა და თვითმხილველმა მეზობლებმა უნდა მისცენ. შეგახსენებთ, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე დაკავების მომენტში ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება და ვიდეომასალა გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ერთ-ერთი თვითმხილველის 
წაკითხვა
დაკავების დროს გარდაცვლილი მამაკაცის დედა და მეზობლები დაკითხვაზე დაიბარეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-26 13:58:00
ნუცუბიძის პლატოზე, დაკავების დროს გარდაცვლილი 34 წლის მამაკაცის დედა და მეზობლები დაკითხვაზე დაიბარეს. როგორც ერთ-ერთმა მეზობელმა, თამარ ნატბელაძემ პროკურატურაში წასვლამდე განაცხდა, ის მომხდარით შეშფოთებულია. „პაატა პავლიაშვილს ორი წლის წინ ძმა გარდაეცვალა. ის ძალიან ნერვიულობდა და სვამდა, მაგრამ არანაირი ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონია და არც ფსიქოტროპულ მედიკამენტებს სვამდა“, - განაცხადა თამარ ნატბელაძემ, რომელიც თბილისის პროკურატურაში ფაქტის თვითმხილველ სხვა მეზობლებთან ერთად წავიდა. როგორც ცნობილია, გარდაცვლილის დედა დაკითხვაზე უკვე მიიყვანეს. შეგახსენებთ, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე დაკავების მომენტში ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება და ვიდეომასალა 
წაკითხვა
სარფის გამშვებ პუნქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც ჩანთით 14 წლის ბავშვის გადმოყვანას ცდილობდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-26 13:16:00
თურქეთ-საქართველოს საზღვარზე, სარფის გამშვებ პუნქტზე მებაჟეებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც საზღვარზე ჩანთით 14 წლის ბავშვის გადმოყვანას ცდილობდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული სააგენტო Milliyet ავრცელებს. თურქული მედიასაშუალების ცნობით, ბავშვი საქართველოში მშობლების სანახავად უნდა ჩაეყვანათ.
წაკითხვა
ნუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილი მამაკაცის მეზობლის განცხადებით, შსს-ს ინტერვიუ საკუთარი ნებით მისცა
გამოქვეყნებულია: 2017-10-26 12:20:00
ნუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილი მამაკაცის მეზობელი აცხადებს, რომ შსს-ს ინტერვიუ საკუთარი ნებით მისცა. ნოდარ შანიძემ, რომელმაც სამინისტროსთვის მიცემულ ვიდეოინტერვიუში აღნიშნა, რომ 34 წლის მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მედიკამენტებს იღებდა, დღეს ჟურნალისტებთანაც იგივე გაიმეორა. მისი თქმით, შსს-ს გადამღები ჯგუფი სადარბაზოსთან დახვდა და საკუთარი ნებით მიაწოდა ინფორმაცია გარდაცვლილი მამაკაცის შესახებ. რაც შეეხება შეკითხვას, საიდან ჰქონდა ინფორმაცია, რომ მამაკაცი ფსიქიკურად იყო დაავადებული, მან აღნიშნა, რომ გარდაცვლილის ოჯახი მისი კარის მეზობელია. შეგახსენებთ, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე დაკავების მომენტში ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება და ვიდეომასალა გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცველებს სთხოვდა, გაეთავისუფლებინათ, რადგან ცუდად იყო, თუმცა პოლიციელებმა ეს არ გაითვალისწინეს.
წაკითხვა
„ლეიბორისტული პარტია“ ქუთაისში, არჩევნებზე დაწერილი საჩივრის დაკმაყოფილებას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2017-10-26 12:18:00
ხმაურის ფონზე მიმდინარეობს საჩივრების განხილვა ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. ლეიბორისტული პარტიის მერობის ყოფილი კანდიდატი მისი წარმომადგენლის მიერ დაწერილი საჩივრის დაკმაყოფილებას ითხოვს. სამსონ გუგავას თქმით, 87-ე უბანზე კომისიის ერთ-ერთმა წევრმა პროპორციული სიის ორი ზედმეტი ბიულეტენი გასცა, შესწორების ოქმი კი მეორე დღეს დაიწერა. ლეიბორისტული პარტია უბნის შედეგების ბათილად გამოცხადებას ითხოვს. კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ფაქტზე ახსნა-განმარტება მომხდარიდან რამდენიმე წუთში დაიწერა და შესწორების ოქმის მეორე დღეს შედგენა დარღვევა არ არის. კომისიამ საჩივარი არ დააკმაყოფილა. სულ 40 საჩივარი შევიდა საოლქოში, ბოლო სხდომაზე კომისიამ 18 საჩივარი განიხილა.
წაკითხვა
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აფეთქება მოხდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-26 11:03:00
​აფეთქება გაბრიელ სალოსის ქუჩაზე - არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ბინაში აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, აფეთქება სათავსოში დაგროვილმა ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. უწყების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. მათივე თქმით, აფეთქებას ნგრევა არ გამოუწვევია. 
წაკითხვა
თვითმხილველი - ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცველებს სთხოვდა, გაეთავისუფლებინათ, რადგან ცუდად იყო, თუმცა პოლიციელებმა ეს არ გაითვალისწინეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-26 09:51:00
თვითმხილველის განცხადებით, ნუცუბიძის პლატოზე ახალგაზრდა მამაკაცის დაკავებისას, რა დროსაც მამაკაცი გარდაიცვალა, სამართალდამცველებმა ძალას გადაამეტეს. ამის შესახებ შემთხვევის თვითმხილველმა, ქეთევან თოდრიამ პირველ არხს განუცხადა. მისი თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა უმისამართოდ შეიგინა, სამართალდამცველებმა კი მისი დაკავება სცადეს. თვითმხილველის თქმით, მამაკაცი და მისი თანმხლები პირები, ასევე მეზობლები პოლიციელებს სთხოვდნენ, მამაკაცი გაეთავისუფლებინათ, რადგან ცუდად იყო, თუმცა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა აღნიშნული არ გაითვალისწინა. თვითმხილველის განცხადებით, გარდაცვლილი მამაკაცი მათ სამეზობლოში მომხდარ კონფლიქტთან კავშირში არ ყოფილა, ის უბრალოდ ფაქტს შეესწრო. „მეზობლებს შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა მიზეზი, მაგის თვითმხილველი საერთოდ არ ვარ, მეზობლებს შორის დაპირისპირება ყოფილიყო. მე შევესწარი იმ ფაქტს, რომ პატრული ეჯაჯგურებოდა ხელზე, გადაუგრიხეს ხელები. ერთი ამ საცოდავმა თქვა, დამანებეთ თავი, ცუდად ვარო და ვინც გვერდზე ახლდა ბიჭები, ისინიც სთხოვდნენ - დაანებეთ თავი, ცუდად არის კაცი, ხომ ხედავთო. ცოტა ზედმეტი მოუვიდათ, ძალის გადამეტება იყო. ცოტა კი არა, კარგად. ფაქტი სახეზეა. ამ ძიძგილაობაში ბორკილების დადება უნდოდათ. ამ კაცმა ზოგადად შეიგინა, არ მიუყენებია შეურაცხყოფა არც პატრულისთვის და არც არავისთვის. იყო ნასვამი. არადა ამ დროს უკეთილშობილესი და უკარგესი პიროვნება იყო. 34 წლის იყო. ამ ჭიდაობაში და ჩვენ ზემოდან ვუყვიროდით, დაანებეთ თავი, ხომ ხედავთ, ცუდად არის, სად მიათრევთ, სასწრაფო გამოიძახეთ უმჯობესიაო და სასწრაფო მერე ჩვენ გამოვიძახეთ. ამ ძიძგილაობისას ეტყობა მაშინვე გახდა ცუდად ან ალბათ შიშის შოკით არის, გული გაუსკდა ალბათ. ერთი თმობდა, პატრულის ერთმა თანამშრომელმა გამოიყვანა აქეთ ეს ბიჭი, აი წაიყვანეთო, მაგრამ მეორემ არ დათმო, ის ადებდა ბორკილებს. სად გ
წაკითხვა
ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკა - აშშ-ში 11 ქვეყნიდან მიგრანტების შემოწმების კრიტერიუმები მკაცრდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 20:36:00
აშშ ლტოლვილების მიღების შეჩერებულ პროგრამას ანახლებს. თუმცა პარალელურად ძალაში შედის ახალი შეზღუდვა - 11 ქვეყნიდან მიგრანტების შემოწმების კრიტერიუმები მკაცრდება. დონალდ ტრამპის განკარგულება თეთრი სახლის ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა. შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო გზავნილის რეალობად ქცევით, თავის დროზე პრობლემა არაერთ მიგრანტს შეექმნა. 
წაკითხვა
დეკანოზი გიორგი მამალაძე მეუფე დიმიტრიმ მოინახულა - რაზე ამახვილებს ყურადღებას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 20:30:00
დაკავების შემდეგ გიორგი მამალაძეს დღეს პირველად შეხვდა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, რომელსაც ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურის მიმართ დღემდე არაერთი კითხვა აქვს. სწორედ მეუფე დიმიტრის ეპარქიაში მსახურობდა წლების განმავლობაში დაკავებული დეკანოზი. მეუფის თქმით, შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში მსჯავრდებული თავს ცუდად გრძნობს და მიიჩნევს, რომ რეზონანსული საქმე საპატრიარქოს და მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ იყო მიმართული. მიტროპოლიტის თქმით, დღევანდელი შეხვედრის შესახებ პატრიარქი ინფორმირებულია. როგორც მეუფე ამბობს, ილია მეორე გიორგი მამალაძის საქმეზე გაორებულ მდგომარეობაშია.  
წაკითხვა
თიანეთში საარჩევნო დავა გრძელდება - თემის მერის არჩევნებს თამაზ მეჭიაური იგებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 20:05:00
თიანეთში საარჩევნო სურათი შეიცვალა. მცხეთის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, თვითმმართველი თემის მერის არჩევნებს ერთი ხმით ისევ თამაზ მეჭიაური იგებს. ანუ გაუქმდა საოლქო კომისიის ის განკარგულებები, რომლითაც გაბათილებული ხუთი ბიულეტენი ,,ქართული ოცნების” კანდიდატის სასარგებლოდ მიიჩნიეს. მეჭიაური გამარჯვებას უკვე ზეიმობს, მისი კონკურენტი კი სამართლებრივი დავის გასაგრძელებლად ემზადება. მოსამართლის გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებს თიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი და საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილიც. ყოფილ თანაგუნდელებს შორის დაპირისპირება პიკს აღწევს.
წაკითხვა
ფოთის 70- ე საოლქო- საარჩევნო კომისიამ „სამართლიანი არჩევნების“ საჩივარი არ დააკმაყოფილა
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 18:47:00
ფოთის 70- ე საოლქო- საარჩევნო კომისიამ „სამართლიანი არჩევნების“ საჩივარი არ დააკმაყოფილა.  საჩივარი 31-ე უბანზე კენჭისყრის შედეგების გადახედვას ეხებოდა. „საჩივარში დაფიქსირებულმა დარღვევის არსმა არ მოგვცა საშუალება და საფუძველი იმისა, რომ არსებული მოთხოვნა დაგვეკმაყოფილებინა,“ - განაცხადა 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, სალომე როდონაიამ. ხვალ, 26 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისია „ევროპული საქართველოს“ საჩივარს განიხილავს, რომელიც 31-ე უბნის სამაგიდო სიის ხელმოწერების გადათვლასა და გაურკვეველი ბიულეტენების შემოწმებას ეხება. 
წაკითხვა
ნინო ბურჯანაძე არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 18:28:00
ნინო ბურჯანაძე, საქართველოს მასშტაბით, არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ხელისუფლებას საარჩევნო უბნების გახსნისკენ მოუწოდებს. ბურჯანაძის თქმით, მთაწმინდის საარჩევნო უბანზე მომხდარი შემთხვევა გაყალბებას ადასტურებს, პარტიას მხარი 15-მა ადამიანმა დაუჭირა, თუმცა, ოქმის მიხედვით, მათ კანდიდატს და პარტიას გრაფაში ნული ხმა ჩაუწერეს.
წაკითხვა
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და შიმშილობას და აქციების გამართვას გეგმავს
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 18:20:00
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი შიმშილობას და მჯდომარე აქციების გამართვას გეგმავს. ინაშვილი ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, არჩევნებში პარტიამ გაიმარჯვა, რადგან  “პატრიოტთა ალიანსის” საპროტესტო აქციებში 5-ჯერ მეტი მხარდამჭერი მონაწილეობდა, ვიდრე ყველა დანარჩენ პარტიას ჰყავს. ინაშვილის განცხადებით,  “პატრიოტთა ალიანსი” ყველა შემაჯამებელ ოქმს გაასაჩივრებს.
წაკითხვა
სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება - 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციას პირველი არხი უზრუნველყოფს
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 16:10:00
2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციას პირველი არხი უზრუნველყოფს. ჩვენების უფლებასთან დაკავშირებული ლიცენზიის შეძენას არხის ბორდმა მხარი დღეს დაუჭირა, რის შემდეგაც ხელშეკრულება გაფორმდება კომპანია RUGBY WORLD CUP LIMITED-თან. მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ნაკრები იქნება, რაც კიდევ უფრო ზრდის საზოგადოების მხრიდან ამ სპორტული მოვლენისადმი ინტერესს. ბორდმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიაში გაიმართება.
წაკითხვა
დაძაბული ვითარება მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში - ადგილზე პოლიციაა მობილიზებული
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 16:10:00
დილიდან დაძაბული ვითარებაა მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც ამ დრომდე სხდომის განახლება ვერ ხერხდება. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.  „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები მთაწმინდის მე-13 უბნის შედეგების გადათვლას ითხოვენ და დარბაზს არ ტოვებენ. როგორც ისინი აცხადებენ, საარჩევნო ბლოკს ამ უბანზე პროპორციულ არჩევნებში ნული ხმა დაუწერეს, მაშინ, როცა 15 ადამიანი აცხადებს, რომ უბანზე მისვლისას ხმა „დემოკრატიულ მოძრაობა - თავისუფალ საქართველოს“ მისცა.  ადგილზე იმყოფებოდა ნინო ბურჯანაძეც. საოლქო საარჩევნო კომისიამ ბლოკის საჩივრის განხილვაზე უარი განაცხადა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ზირაქიშვილის განცხადებით, აღნიშნული საჩივარი უბანზე უნდა დაწერილიყო.
წაკითხვა