საზოგადოებრივი
104.5 FM
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
გამოქვეყნებულია: 2017-11-06 08:01:00
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხზე იმსჯელებს. მიზეზი მისი სამოსამართლეო საქმიანობის ათწლიანი ვადის ამოწურვაა. ვალერი ცერცვაძე სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა. ჯერჯერობით უცნობია, შეიტანა თუ არა ვალერი ცერცვაძემ უვადოდ გასამწესებლად იუსტიციის საბჭოში განაცხადი. იმ შემთხვევაში, თუ მას არ ექნება უვადოდ გამწესების სურვილი, ჩამოშორდება სამოსამართლეო საქმიანობას. ვალერი ცერცვაძე სააპელაციო სასამართლოში თავმჯდომარის პოსტსაც იკავებდა, თუმცა, მან ეს თანამდებობა მიმდინარე წლის მაისში, საკუთარი სურვილით დატოვა. მიზეზად ცერცვაძემ ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან დავა და ამ დავის გარშემო მისი სახელისა და გვარის ხსენება დაასახელა. ვალერი ცერცვაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ წერილიც გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ არ სურს, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, მისი თანამდებობიდან გამომდინარე, გარკვეული კითხვები გაჩნდეს. ამ საკითხის გარდა, იუსტიციის საბჭო თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის შესახებაც იმსჯელებს. დღის წესრიგით სულ ექვსი საკითხია განსახილველი. საბჭოს სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.
წაკითხვა
ბექა ხახუბიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 21:08:00
ბექა ხახუბიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს.როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2017 წლის 17 მაისს ბექა ხახუბია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დააკავეს.შსს-ს ცნობით, სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის განხილვამდე, ბექა ხახუბია გათავისუფლებული იქნა ხელწერილის საფუძველზე, ხოლო მასალები გადაიგზავნა სასამართლოში. უწყებაში განმარტავენ, რომ 2017 წლის 19 ივლისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის მოსამართლის დადგენილებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება შეწყდა.მათივე ცნობით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ შეიძლება დაიწყოს, ხოლო დაწყებული საქმე უნდა შეწყდეს იმ პირის გარდაცვალების გამო, რომლის მიმართ დაწყებული იყო საქმისწარმოება.„2017 წლის 17 მაისს, დაახლოებით 02:10 საათზე, ქალაქ თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, არასწორი მანევრირების დროს შეაჩერეს ავტომანქანა, რომელსაც ქალბატონი მართავდა. აღნიშნული გააპროტესტა ამავე ავტომობილში მჯდომმა, 1995 წელს დაბადებულმა ბექა ხახუბიამ და იგი დაკავებული იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე, 245-ე და 247-ე მუხლების თანახმად, პირის დაკავების და შესაბამისი ოქმის შედგენის შემდეგ, პოლიცია უფლებამოსილია, დაკავებული მოათავსოს დროებითი მოთავსების იზოლატორში საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის მიზნით ან თუ ამის ობიექტური საჭიროება არ არსებობს (არის საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ დაკავებული ითანამშრომლებს პოლიციასთან და გამოცხადდება სასამართლოში დანიშნულ დროს), გაუშვას დაკავებული. ამ უკანასკნელ შემთხვევაში დაკავების ოქმზე კეთდება სათანადო ჩანაწერი ან/და დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, დგება ცალკე დოკუმენტი, პირი წერს ხელწერილს, რომელშიც მიეთითება, რომ მას განემარტა უფლებები და იგი გამოცხადდება სასამართლოში, რაც თან ერთვის დაკავების ოქმს. სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის განხილვამდე, ბექა ხახუბია გათავისუფლებული იქნა ხელწერილის საფუძველზე, ხოლო მასალები გადაიგზავნა სასამართლოში. ცნობისთვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში, მსგავსი პრაქტიკა დამკვიდრებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოში. მხოლოდ ბოლო 1 თვის მონაცემებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ხე
წაკითხვა
მეგის ქარდავას საექსტრადიციო პროცედურები დაიწყო - რაში ედება ბრალი ყოფილ მაღალჩინოსანს
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 20:03:00
სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი, რომელსაც საქართველოში არაერთ გახმაურებულ საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი და ნაწილზე განაჩენიც არის დამდგარი, უკრაინაში სასამართლოს ელოდება. მეგის ქარდავას საექსტრადიციო პროცედურები დაწყებულია. არ არის გამორიცხული, უკრაინული და ქართული სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციას რამდენიმე თვე დასჭირდეს. ოფიციალური თბილისი ქარდავასთვის წაყენებული ბრალდებებიდან გამომდინარე, ვარაუდობს, რომ მისი ექსტრადირების საკითხი ეჭვგარეშეა. რაში ედება ბრალი თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს. მოამბის არქივი იმ კადრებსაც ინახავს, რომელშიც ერთ-ერთი საქმის მიხედვით, წამების ოთახი იყო მოწყობილი. იმედა დარსალია განავრცობს თემას.
წაკითხვა
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების სარჩელი არ დააკმაყოფილა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 16:04:00
პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უკვე ცნობილია ოპოზიციური პარტიების სარჩელზე. საქალაქო სასამართლომ ცხრა პოლიტიკური გუნდის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. საარჩევნო სუბიექტებს რიგ ოლქებში ოქმების გაუქმება და ხმების გადათვლა სურდათ. ოპოზიციური პარტიები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ. გასაჩივრებისთვის მხარეს 24 საათიანი ვადა აქვს.  
წაკითხვა
საქალაქო სასამართლო ლელა ქიტესაშვილის სარჩელს განიხილავს
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 16:02:00
ამ წუთებში საქალაქო სასამართლო ლელა ქიტესაშვილის სარჩელს განიხილავს. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი თიანეთში ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვს. სახელისუფლებო კანდიდატმა სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა საოლქო-საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი, რომლითაც ერთი ხმით თამაზ მეჭიაური იმარჯვებს. ლელა ქიტესაშვილი ახლა სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. 
წაკითხვა
შსს-მ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 11:08:00
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ნ.ბ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.„გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - 1970 წელს დაბადებულ მ.ს.-ს.გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით)“,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წაკითხვა
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი ფ-ს საქმეში პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დაადასტურა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 20:15:00
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი ფ-ს საქმეზე გამოძიება დაასრულა და პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენა არ დაადასტურა. 2016 წელს გამოძიება სწორედ ამ მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელიც პოლიციელებს მისი დაკავებისას ძალადობაში ადანაშაულებდა. გამოძიებამ საქმეზე განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ 2016 წელს პოლიციელზე თავდასხმისთვის და ასევე განზრახ დანაშაულისთვის ნასამართლევის საქმეზე მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, მათ შორის ექსპერტიზები.  ასევე, უწყების ცნობით, მოქალაქე 2016 წლის 2 დეკემბერს სხვა პირებთან ერთად იმყოფებოდა ნუცუბიძის პლატოზე, პოლიციელთა მისვლის შემდეგ კი ეს პირი გაიქცა და ხევში გადახტა, რის შედეგადაც მიიღო სხეულის დაზიანებები. ამ პირის დაკავება კი რამდენიმე საათში თბილისის ერთ-ერთ უბანში მოხდა და მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. როგორც მან ოქმში ჩაწერა, დაზიანებები დაცემის შედეგად ჰქონდა მიღებული. 
წაკითხვა
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის საერთო სარჩელი არ დააკმაყოფილა - პარტიები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ
განახლებულია: 2017-11-04 20:07:00
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის საერთო სარჩელი არ დააკმაყოფილა. 20 პარტია თბილისში შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას და ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მოსამართლემ არ გაითვალისწინა ობიექტური მტკიცებულებები, რომლებიც ცალკეულ დარღვევებსა და ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს ადასტურებდა. პოლიტიკური პარტიები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ოპოზიცია მას შემდეგ გაასაჩივრებს, რაც მათ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი  გადაეგზავნებათ. ოპოზიცია სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვასაც გეგმავს.
წაკითხვა
მოითხოვს თუ არა მეგის ქარდავა პოლიტიკურ თავშესაფარს უკრაინაში - ბრალდებულის ადვოკატის განცხადება "მოამბეში"
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 20:10:00
მოითხოვს თუ არა საქართველოში მძიმე ბრალდებებით გასამართლებული მეგის ქარდავა პოლიტიკურ თავშესაფარს უკრაინაში - ამ კითხვას პასუხი დღეს ყოფილი მაღალჩინოსნის სახაზინო ადვოკატმა გასცა. მიხაილ ლატოცკის განცხადებით, წითელი ცირკულარით ძებნილი სამხედრო პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს ამ ეტაპზე პრეტენზიები არ აქვს და მასთან არც პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნაზე უსაუბრია. გიორგი კობერიძე განავრცობს თემას.
წაკითხვა
საქართველოს ელჩი საბერძნეთში აცხადებს, რომ ქვეყანაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საქმეზე ფაქტები დამახინჯებულია
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 19:38:00
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში იოსებ ნანობაშვილი მიმართვას ავრცელებს და ბოლო პერიოდში სამართალდამცველების მიერ საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტებს ეხმაურება.როგორც ელჩი აცხადებს, აღნიშნულ დაკავებებთან დაკავშირებით საელჩოს აქვს წინასწარი ინფორმაცია, როგორც ფაქტების დამახინჯების, ასევე, ინფორმაციის გავრცელების კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო სამსახურის მიერ დაშვებული გადაცდომების თაობაზე.„მომავალი კვირისთვის ჩვენ გვექნება კომპეტენტური დასკვნა, რის საფუძველზეც, გარწმუნებთ, ჩვენი რეაგირება ამ შემთხვევაშიც იქნება დროული“, - აცხადებს ელჩი. ის აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული კრიმინალური შემთხვევების არსებობა საქართველოსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობებში არსებულ უმთავრეს პრობლემად რჩება. „ვფიქრობ, ზედმეტია იმის განმარტება, რომ ეს პრობლემა უაღრესად დიდ ზიანს აყენებს, როგორც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერის იმიჯს, ასევე საელჩოს საქმიანობას. მსგავსი ფაქტები მნიშვნელოვნად აფერხებენ საბერძნეთის ხელისუფლებასთან ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მოლაპარაკებას, ასევე საქართველოს მოქალაქეების მიმართ ბერძნულ საზოგადოებაში ქმნიან ძალზე ნეგატიურ ფონს“, - აცხადებს იოსებ ნანობაშვილი. ​მისივე თქმით, საელჩო საბერძნეთის მთავრობის შესაბამისი სტრუქტურების უმაღლეს პირებთან მუდმივ დიალოგშია შემდეგ საკითხებზე: განუხრელად იყოს დაცული საქართველოს მოქალაქეების უფლებები, მიუხედავად იმ დანაშაულის სიმძიმისა, რომელშიც მათ ედებათ ბრალი; არ იყოს დაშვებული მცდარი, ორაზროვანი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება დანაშაულში ბრალდებული ჩვენი თანამემამულეების შესახებ.
წაკითხვა
სახაზინო ადვოკატის განცხადებით, მეგის ქარდავა უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარს არ ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 18:47:00
მეგის ქარდავას პოლიტიკური თავშესაფარი არ მოუთხოვია, ის სახლში აიყვანეს და იარაღი არ არის ამოღებული - ყოფილი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას უკრაინელმა ადვოკატმა ამის შესახებ პირველ არხს განუცხადა. ადვოკატ მიხაილ ლატოცკის განცხადებით, მეგის ქარდავამ მიმალვა ვერ მოასწრო. რაც შეეხება საექსტრადიციო მასალებს, როგორც ცნობილია, პირველი ინსტანციის სასამართლო ქარდავას საქმეს დაკავებიდან 40 დღის ვადაში განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს. ლატოცკის განცხადებით, ქარდავას უკრაინაში დანაშაული არ აქვს ჩადენილი და ის მხოლოდ ქართული მხარის მოთხოვნით და ინტერპოლის ძებნილის სტატუსით დააკავეს. ადვოკატის განმარტებით, დაკავებულს ამ ეტაპზე პრეტენზიები არ აქვს და მასთან არც პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნაზე უსაუბრია. მიხაილ ლატოცკი მეგის ქარდავას სახაზინო ადვოკატია.
წაკითხვა
თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 18:06:00
თურქეთის პოლიციამ მარმარისში სირიელი ლტოლვილების ევროკავშირში არალეგალურად გადაყვანის მცდელობაში ეჭვმიტანილი ორი მამაკაცი დააკავა. მათგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა, მეორე კი თურქეთის - იუწყება Milliyet. თურქული პრესის ინფორმაციით, დაკავებული 37 წლის მამაკაცის სახელი და გვარი მათთვის უცნობია. თურქული მედიის ცნობით, დაკავებულებს 12 სირიელი ლტოლვილი მიკროავტობუსით დანიშნულების ადგილამდე მიჰყავდათ, საიდანაც საბერძნეთის ტერიტორიაზე, როდოსის კუნძულზე არალეგალურად გადასვლაში უნდა დახმარებოდნენ. ორივე ეჭვმიტანილის საქმეს სასამართლო განიხილავს.
წაკითხვა
დაჩი ფელდმანის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 16:18:00
პროკურატურამ დაჩი ფელდმანის მიმართ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაასრულა.დაჩი ფელდმანის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გტავაზობთ. „საქართველოს პროკურატურამ დ. ფ.-ს დაკავებისას პოლიციის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაასრულა, სადაც შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა. 2016 წლის 2 დეკემბერს, პოლიციელზე თავდასხმისთვის მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის დაკავებულმა, წარსულში განზრახი დანაშაულისთვის რამდენჯერმე ნასამართლევმა დ. ფ.-მ გამოძიების ეტაპზე განმარტა, რომ მისი დაკავებისას პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობის გამოყენების ფაქტებს. რის საფუძველზეც ქ. თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება დ. ფ.-ს დაკავებისას პოლიციის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარების მიზნით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ჩატარდა სხვადასხვა სახის ექსპერტიზები დაიკითხნენ მოწმეები. საქმეზე გამოკითხულმა პოლიციელებმა და დ.ფ.-ს თანმხლებმა პირებმა გამოკითხვისას განაცხადეს, რომ ქ. თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე დ.ფ. თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა ავტომანქანაში, რომელიც პოლიციელთა გამოჩენის შემდეგ დატოვა და ტერიტორიიდან გაქცევის მიზნით ახლომდებარე ხევში გადახტა, რის შედეგადაც მიიღო სხეულის დაზიანებები. პოლიციელებმა მისი დაკავების მიზნით დევნა ვეღარ გააგრძელეს, რადგანაც ხევში გადახტომას შესაძლოა მოჰყოლოდა პოლიციელთა სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაზიანება. იმავე დღეს დაახლოებით 21:30 საათზე დ.ფ. ნანახი და დაკავებული იქნა ქ. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე. დაკავებისას მას აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები, რომლებიც მისივე განმარტებით მიღებული ჰქონდა 2016 წლის 2 დეკემბერს დაცემის შედეგად. აღნიშნულ ოქმს ხელმოწერით ადასტურებს თავად დ.ფ. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დ. ფ.-ს დაკავებისას პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც საქართველოს პროკურატურამ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა“, - აცხადებენ პროკურატურაში. 
წაკითხვა
ენმ ცესკო-ს წინააღმდეგ სარჩელს ერთ საათში შეიტანს
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 16:02:00
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სასამართლოში სარჩელს ერთ საათში შეიტანს. პოლიტიკური გუნდი ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის შედეგების გაუქმებას ითხოვდა, თუმცა ცესკო-მ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. საარჩევნო ადმინისტრაციამ საჩივრების განხილვა უკვე დაასრულა და ახლა პარტია საკუთარი პოზიციის დაცვას სასამართლოში აპირებს. როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, სამართლებრივი ბრძოლა სტრასბურგში გააგრძელონ.
წაკითხვა
დავით ებრალიძე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 13:47:00
დავით ებრალიძემ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ საკუთარი კანდიდატურა წარადგინა. ებრალიძე, ადვოკატების მიერ ასოციაციის თავმჯდომარედ მისი არჩევის შემთხვევაში რამდენიმე საკითხის მოგვარების პირობას დებს. მათ შორის, ებრალიძის აზრით, აუცილებელია ადვოკატთა პროფესია სრულყოფილი იყოს და მართლმსაჯულების სისტემაში პრობლემები მოგვარდეს. დავით ებრალიძე მიიჩნევს, რომ საჭიროა კანონით დაცული იყოს და სერთიფიცირებადი იყოს ყველა შესაბამისი პროფესიული იურიდიული მომსახურების უფლება. ასევე, ებრალიძის განცხადებით ადვოკატთა ასოციაციას უნდა შეეცვალოს სახელი და დაერქვას პროფესიონალ იურისტთა ასოციაცია. დავით ებრალიძე 2005 წლიდან ადვოკატთა ასოციაციის წევრია. ის 2015-2016 წლებში თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე მუშაობდა. 2012-2013 წლებში კი, ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ებრალიძეს მუშაობის გამოცდილება აქვს მსოფლიო ბანკის ექსპერტის თანამდებობაზეც და ასევე 2003-2005 წლებში იყო ენერგოომბუდსმენი.
წაკითხვა
ოცამდე ოპოზიციური პარტიის ერთობლივი სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 18:16:00
ოცამდე ოპოზიციური პარტიის ერთობლივი სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ისინი თბილისის მასშტაბით შემაჯამებელი ოქმების გაუქმებას და ხმების ხელახალ გადათვლას ითხოვენ.პარტიების განცხადებით ცესკომ მათი საჩივრები არ განიხილა. სხდომაზე მოპასუხე მხარეს ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმოადგენს.ოპოზიციურმა პარტიებმა სხდომაზე ვიდეო მტკიცებულებები წარადგინეს, სადაც მათი მტკიცებით ამომრჩევლის ნების კონტროლი  კომისიის წევრების მხრიდან ხდება.
წაკითხვა
ბეჟან გუნავა იმედოვნებს, რომ საგამოძიებო უწყება დაზარალებულის სტატუს მიანიჭებს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 16:13:00
ბეჟან გუნავა იმედოვნებს, რომ საგამოძიებო
წაკითხვა
როდის გამოცხადდება გიორგი ონიანის ბრალდების საქმეზე გადაწყვეტილება, ჯერჯერობით უცნობია
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 16:11:00
გიორგი ონიანის ბრალდების საქმეზე, მოსამართლე სათათბიროდ გავიდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოცხადდება გადაწყვეტილება. დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა საბოლოო სიტყვა წარმოთქვა და აღნიშნა, რომ ვერცერთი მოწმე მის დანაშაულს ვერ ადასტურებს. ონიანი 2014 წელს დააკავეს და მას მთავარი საგამოძიებო უწყება უფლებამოსილების გადამეტებას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, განზრახ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და პოლიტიკური ნისშით დევნას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
წაკითხვა
ნუცუბიძეზე მომხდარი ფაქტის თვითმხილველი პროკურატურაში დაკითხეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 16:10:00
ნუცუბიძეზე მომხდარი ფაქტის თვითმხილველი პროკურატურაში კიდევ ერთხელ დაკითხეს. ნოდარ შანიძის განმარტებით, გამოკითხვა შეეხებოდა არა პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების ფაქტს, არამედ მომხდარ კონფლიქტს, რის გამოც პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ, საიდან ჰქონდა მას ინფორმაცია, პავლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ნოდარ შანიძემ განმარტა, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტებზე 25 ოქტომბერს, ინციდენტის დღეს გაიგო, თუმცა მანამდე ჰქონდა ინფორმაცია რომ პავლიაშვილი წამლებს იღებდა.
წაკითხვა
დაკავება საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვების, შენახვისა და რეალიზაციის ფაქტზე
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 12:31:00
დაკავება საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ერთი პირი აიყვანეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თბილისში, მის კუთვნილ საწარმოში ჩამოსხმული ალკოჰოლური სასმელის - ჭაჭის არყის  რეალიზაციას,  შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე ახდენდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია უაქციზო სასმელი, რომლის საბაზრო ღირებულება ჯამში  5 620 ლარს  შეადგენს.სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
წაკითხვა