საზოგადოებრივი
104.5 FM
ბეჟან გუნავა პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 12:17:00
ბეჟან გუნავა პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის განმარტებით, საუბარი სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების საქმეს შეეხება. გამოკითხვაზე შესვლამდე გუნავამ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
წაკითხვა
„სალვუს დეველოპმენტის“ მფლობელი მასზე შესაძლო ზეწოლაზე საუბრობს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 12:16:00
„სალვუს დეველოპმენტის“ მფლობელი გიორგი სოზაშვილი მასზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლაზე საუბრობს. გიორგი სოზაშვილის ინფორმაციით, მისი ერთ-ერთი კომპანია თაღლითური გზით გადაიფორმეს. მისი თქმით, საგამოძიებო უწყებებს ამ ფაქტზე რეაგირება არ ჰქონიათ.„14 მარტს ერთ-ერთი ჩვენი კომპანია თაღლითურად მიითვისეს და რეაგირება დღემდე არ არის. „სალუ საბურთალოს“ რებრენდინგის შემდეგ, „ტერასა ჯგუფი“ ქვია და მოქმედებენ თაღლითები. საქმე სასამართლოშიც არის და საბუთები გაყალბებულია. ამ ჯგუფის უკან დგას მთავარი სამმართველოს მაღალჩინოსანი სოსო სიგუა. მოხდა ჩემი დაკითხვა და ოფისში ჩხრეკა. ეძებდნენ იარაღს, რომელიც მე არ მქონდა. რთულია, ამ ყველაფერს დავარქვა სახელი დავარქვა. კომპანიის ერთ-ერთი კლიენტის ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება მუქარის მუხლით არის დაწყებული“, - განაცხადა სოზაშვილმა.
წაკითხვა
ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, თვითმხილველი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 12:05:00
25 ოქტომბერს ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, თვითმხილველი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.ნოდარ შანიძის ადვოკატს არ აქვს ინფორმაცია, თუ რატომ გახდა საჭირო შანიძის ხელმეორედ გამოკითხვა და ამჯერად რა შეკითხვები აქვს საგამოძიებო უწყებას.პაატა პავლიაშვილი 25 ოქტომბერს ნუცუბუძის პლატოზე ადმინისტრაციული დაკავებისას შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. შსს საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აქვს აღძრული.შსს მომხდარიდან რამდენიმე საათში ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ნოდარ შანიძე საუბრობს, რომ გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებდა.
წაკითხვა
ქართულმა მხარემ უკრაინას მეგის ქარდავას ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტაცია უკვე გადაუგზავნა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 12:02:00
ქართულმა მხარემ უკრაინას მეგის ქარდავას ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტაცია უკვე გადაუგზავნა. პროცესი შესაძლოა, ერთ წლამდე გაგრძელდეს, - ამის შესახებ პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა განაცხადა.მისივე განმარტებით, ქართული მხარე ელოდება უკრაინის კომპეტენტური სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში წარდგეს მეგის ქარდავა ქართული მართლმსაჯულების წინაშე.10 სისხლის სამართლის საქმეში ფიგურანტი მეგის ქარდავა წითელი ცირკულარით, 2013 წლიდან იძებნება.
წაკითხვა
შვეიცარული მედია - ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი მილიონობით ფრანკის მითვისებაში ბრალდებული ყოფილი ბანკირი პატიმრობაში დატოვეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 04:28:00
შვეიცარულ ბანკ Credit Suisse-ის ყოფილი მენეჯერი, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი მილიონობით ფრანკის მითვისებაში სდებენ ბრალს, სასამართლოს დასრულებამდე ციხეში დარჩება. როგორც შვეიცარული მედია იტყობინება, ფედერალურმა სასამართლომ 54 წლის ფრანგი მამაკაცის აპელაცია არ დააკმაყოფილა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. ყოფილ ბანკირს 30 მილიონი ფრანკის უკანონოდ მითვისებაში ადანაშაულებენ. სულ კი ზარალის ოდენობა 100 მილიონ ფრანკს აღწევს. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა Credit Suisse-ს შარშან უჩივლეს. თაღლითობაში ეჭვმიტანილი 2016 წლის იანვარში დააკავეს. ის ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში რჩება, რადგან სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი მიმალვის რისკი მაღალია.
წაკითხვა
როდის განიხილავს მერაბიშვილის საქმეს დროებით ვადაზე ადრე გათავისუფლების მუდმივმოქმედი საბჭო
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 20:10:00
კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი საპატიმროდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას ელის. როდის განიხილავს ვანო მერაბიშვილის საქმეს დროებით ვადაზე ადრე გათავისუფლების მუდმივმოქმედი საბჭო, ეს ამ დრომდე უცნობია.  როგორც დღეს გაირკვა, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ცნობა ჯერ არ მიუღია, თუმცა ადვოკატი აცხადებს, რომ კომისია ვალდებულია საკითხზე იმსჯელოს, რადგან მერაბიშვილმა სასჯელის ორი მესამედი უკვე მოიხადა და შეუძლია კანონით მინიჭებული უფლებით ისარგებლოს.    მერაბიშვილის თანაგუნდელებს იმედი აქვთ, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი საპატიმროს ვადაზე ადრე დატოვებს, თუმცა საბჭოს მიერ საკითხის განხილვა ავტომატურად მსჯავრდებულის გათავისუფლებას არ ნიშნავს. მარიამ ქურდიანი თემის დეტალებით.  
წაკითხვა
რა ელოდება მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადიციის შემთხვევაში
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 20:05:00
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მეგის ქარდავას ექსტრადირებისთვის სამართლებრივი პროცედურები დაიწყო. თუმცა, როდის მოხდება და მოხდება თუ არა მისი საქართველოსთვის გადმოცემა, ეს უცნობია. ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ქარდავამ უკრაინას  თავშესაფარი სთხოვოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პროცესი გაჭიანურდება. საქართველოში მძიმე ბრალდებებით გასამართლებული და წითელი ცირკულარით ძებნილი სამხედრო, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ახლა უკრაინული მხარის გადაწყვეტილებას ელის. ხათუნა გაგნიძის სიუჟეტი.
წაკითხვა
პროკურორი ნათია სონღულაშვილი ვარაუდობს, რომ მეგის ქარდავას ექსტრადიცია უახლოეს მომავალში მოხდება
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 19:20:00
ქართული მხარე ვარაუდობს, რომ მეგის ქარდავას ექსტრადიცია უახლოეს მომავალში მოხდება, - ამის შესახებ პროკურორმა  ნათია სონღულაშვილმა პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.მისი თქმით, უკრაინული კანონმდებლობით, წინასაექსტრადიციო პატიმრობის მაქსიმალური ვადა ერთი წელია, თუმცა ქართული მხარე ვარაუდობს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის ექსტრადიცია უახლოეს მომავალში მოხდება. როგორც ნათია სონღულაშვილმა აღნიშნა, იმისთვის, რომ ექსტრადიციაზე უკრაინამ თანხმობა განაცხადოს შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე გაგზავნილია. "ამ ეტაპზე მეგის ქარდავას 40 დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული. საექსტრადიციო პატიმრობის მაქსიმალური ვადა უკრაინის შიდა კანონმდებლობით ერთი წელია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სრული ერთი წელი მოგვიწევს მოცდა. ჩვენ სრულად მოვამზადეთ ექსტრადირების დადებითად გადაწყვეტისთვის საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის მიღებული გამამტყუნებელი განაჩენების ასლები. ექსტრადირების შემდეგ, მას მოუწევს უკვე მისჯილი სასჯელის მოხდის დაწყება, ხოლო იმ საქმეებზე, რომლებზეც განხილვა დაწყებული არ არის, მისი მონაწილეობით გაგრძელდება განხილვა. ყურადსაღებია, რომ ამ საქმეების დიდი ნაწილი არის ძალადობრივი და წამებებს შეეხება. ის ჩამოყვანილი იქნება ხუთ საქმეზე, როგორც მსჯავრდებული. რაც შეეხება უკრაინის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრობაში გატარებულ ვადას, ამ ვადას საქართველოში არსებულ პატიმრობის ვადასთან არ აქვს კავშირი. იქ გატარებული საპატიმრო ვადა, იმის მიხედვით თუ რა პერიოდი მოუწევს, აქ ჩამოყვანის შემდგომ ჩაეთვლება სასჯელის მოხდის ერთიან ვადაში", - განმარტა პროკურორმა.
წაკითხვა
ბერძენი სასულიერო პირის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 19:04:00
ბერძენი სასულიერო პირის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე საბერძნეთის ქალაქ კალამატას სასამართლომ გაამართლა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კომპენსაციის სახით საქართველოს მოქალაქეს 6 720 ევროს გადაუხდიან.  26 წლის მამაკაცი მკვლელობის ბრალდებით  448 დღის განმავლობაში იყო დაპატიმრებული. სასამართლოს დადგენილებით,  ციხეში გატარებული თითო დღის სანაცვლოდ მას 15 ევრო უნდა გადაუხადონ. 54 წლის არქიმანდრიტი 2014 წლის თებერვალში მოკლეს. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასულიერო პირი ვალის გამო მოკლეს.
წაკითხვა
ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 18:25:00
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდებული ლუკა ჩ.-ს მიმართ და მას სასჯელის სახედ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს. საუბარია ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე. „საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის 19 ოქტომბერს, ირმა ყ.-მ, ბექა შ.-მ და ნინა ჩ.-მ, განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად მოკლეს ირმა ყ.-ს დედა ლუბა ყ. და დანაშაულის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილის სხეული დაანაწევრეს. აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შესახებ, ინფორმაცია ჰქონდა საქმეზე ბრალდებულ ლუკა ჩ.-ს. რომელმაც მომხდარი ფაქტის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა. სასამართლო, საქმის მასალებში მოხსენიებულ არასრულწლოვან პირთა პირადი მონაცემების დაცვის მიზნით, დახურულ სხდომაზე გაეცნო მოწმეთა ჩვენებებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულის მხრიდან,  განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ჩადენის ფაქტი. სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული თავადაც აძლევდა რჩევებს ზემოხსენებული მკვლელობის საქმეზე უკვე მსჯავრდებულ პირებს ირმა ყ.-ს, ბექა შ.-ს და ნინა ჩ.-ს, დანაშაულის დაფარვისა და გვამის განადგურების საკითხზე. სასჯელის დანიშვნის ეტაპზე, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის ქვეშ, წარსულში განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ამდენად წინა განაჩენით მოუხდელი ნაწილი ნაწილობრივ დაემატა ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს და განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციაში. შეგახსენებთ, ე.წ. კანიბალიზმის საქმეში ბრალდებულ ბექა შენგელიას სასამართლომ 23 ივნისს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ირმა ყოჩიაშვილს 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 3 აგვისტოს კი სასამართლომ ამავე საქმეზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ჩადენაში ბრალდებულები - დ.კ. და ა.ა. ასევე დამნაშავედ ცნო.
წაკითხვა
რა საკითხებზე ესაუბრა ადვოკატი ვანო მერაბიშვილს ე.წ. მატროსოვის ციხეში
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 18:06:00
შეხვედრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. ე.წ. მატროსოვის ციხეში ადვოკატმა ვანო მერაბიშვილი მოინახულა. საუბარი ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს შეეხო. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ადვოკატი აცხადებს, რომ მერაბიშვილმა სასჯელის ორი მესამედი უკვე მოიხადა და შესაბამისად, მასზე ვრცელდება ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმი. თუმცა, მისივე თქმით, მერაბიშვილს შესაბამისი ცნობა ჯერ არ მიუღია. ადვოკატი აცხადებს, რომ შესაბამისი კომისია ვალდებულია მერაბიშვილის საკითხი განიხილოს, მსჯავრდებულის მიმართვის გარეშეც.  კეთდება პოლიტიკური განცხადებებიც. 28 ნოემბერს ელოდება ოთარ კახიძე. საპარლამენტო უმცირესობის წევრის თქმით, 28 ნოემბერს მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს სტრასბურგის სასამართლო და ხელისუფლება ვალდებული იქნება მერაბიშვილი გაათავისუფლოს. სასჯელის ამოწურვამდე მერაბიშვილის გათავისუფლებას გამორიცხავს იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოში მიმდინარე პროცესი მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას ეხება.
წაკითხვა
როდის მოხდება მეგის ქარდავას ექსტრადირება
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 18:03:00
როდის მოხდება მეგის ქარდავას ექსტრადირება. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები უკვე დაიწყო. თავადაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ადვოკატი იმედოვნებს, რომ უკრაინული მხარე მეგის ქარდავას საქართველოს არ გადმოსცემს. არა არის გამორიცხული მან უკრაინაში თავშესაფარიც მოითხოვოს. გახმაურებულ საქმეებზე ბრალდებულ მეგის ქარდავას დაუსწრებლად უკვე აქვს შეფარდებული ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა. ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უკრაინელმა სამართალდამცავებმა დააკავეს. ხათუნა გაგნიძე გვერთვება თემის დეტალებით.
წაკითხვა
ადვოკატი - ველოდებით სტრასბურგის გადაწყვეტილებას, რის შემდეგადაც, ვფიქრობთ, ხელისუფლება იძულებული იქნება მერაბიშვილი გაათავისუფლოს
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 16:35:00
ჩვენ ველოდებით სტრასბურგის გადაწყვეტილებას, რის შემდეგადაც, ვფიქრობთ, ხელისუფლება იძულებული იქნება ვანო მერაბიშვილი გაათავისუფლოს პატიმრობიდან, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ დატოვა ე.წ მატროსოვის ციხე, სადაც მერაბიშვილი მოინახულა. “მისთვის ისედაც ცნობილი იყო, რომ ეს ვადა დგებოდა ნოემბერში, ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა. მისი დაკავება გამომდინარეობდა სუფთა პოლიტიკური მიზნებიდან, შესაბამისად მის გათავისუფლებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება პოლიტიკურ დატვირთვას. ჩვენ ველოდებით სტრასბურგის გადაწყვეტილებას, რის შემდეგადაც ვფიქრობთ, ხელისუფლება იძულებული იქნება მერაბიშვილი გაათავისუფლოს პატიმრობიდან. ეს იქნება უდო, თუ ვადაზე ადრე გათავისუფლება კომისიის მიერ, თუ სხვა ფორმით, ამაზე ახლა გამიჭირდება პასუხის გაცემა. რაც შეეხება პროცედურებს, პროცედურა არ ითვალისწინებს, რომ მიმართოს ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას. ეს არის მათი ვალდებულება და შესაბამისად, კანონის უხეში დარღვევა იქნება, თუ ამას არ გააკეთებენ. ნოემბრის თვეში ეს ვადა მოსულია, ეს იქნება ნოემბრის ბოლოს თუ დეკემბრის დასაწყისში, ჩემთვის ძნელია ახლა ამის თქმა",-განაცხადა ჩივიაშვილმა.შეგახსენებთ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილს, დღეის მდგომარეობით, არ აქვს მოხდილი სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით განსაზღვრული ვადა, შესაბამისად, უწყების ცნობით, მერაბიშვილის საქმეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მოცემულ ეტაპზე ვერ განიხილავს. მანამდე გავრცელდა ინ
წაკითხვა
ვანო მერაბიშვილს ადვოკატი ე.წ მატროსოვის ციხეში ამ წუთებში ხვდება
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 16:07:00
ვანო მერაბიშვილს ადვოკატი ხვდება. ინტერესების დამცველი ე.წ მატროსოვის ციხეში ერთ საათზე მეტია იმყოფება. საუბარი, სავარაუდოდ, მის ვადამდე ადრე გათავისუფლების საკითხს შეეხება, რომელზეც ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციები ვრცელდება. მარიამ ქურდიანი განავრცობს თემას.
წაკითხვა
მეგის ქარდავას ექსტრადირების პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე თვე გაგრძელდეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 16:02:00
მეგის ქარდავას ექსტრადირების პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე თვე გაგრძელდეს. ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატი საუბრობს. პარალელურად, პირველი კომენტარი კეთდება ქარდავას ოჯახის მხრიდან. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მამა, შვილის უდანაშაულობაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ მისი ადგილსამყოფელი ოჯახისთვის ამ დრომდე ცნობილი არ იყო. ხათუნა გაგნიძე თემის დეტალებით.
წაკითხვა
უკრაინულმა მხარემ მეგის ქარდავას საექსტრადიციო პროცედურები დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 15:40:00
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური საქართველოს მოქალაქის მეგის ქარდავას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების ოფიციალურ ვებგვერზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, საერთაშორისო ექსტრემისტული და ტერორისტული ორგანიზაციების წარმომადგენლების უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აღმკვეთი ღონისძიებების დროს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა საქართველოს მოქალაქე მეგის ქარდავა, რომელიც 2012 წლიდან ძალადობრივი ხასიათის დანაშაულებისთვის იძებნებოდა. ინტერპოლის მონაცემებით, დაკავებული 2002 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობებზე და სამინისტროს თანამშრომლების დანაშაულებრივი დაჯგუფების შემადგენლობაში იმყოფებოდა, ის დანაშაულის ჩადენისთვის დაკავებული პირების მიმართ წამების, ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ბრალდებებისთვის იძებნებოდა.უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულს თან აღმოაჩნდა უკრაინის მოქალაქის ორი ყალბი პასპორტი, ასევე ლატვიისა და ბელიზის თითო პასპორტი აღმოაჩნდა. ყველა საბუთი მისი ფოტოთი სხვადასხვა სახელზე იყო გაფორმებული. მას ასევე ჰქონდა მეზღვაურის ყალბი მოწმობა, რომელსაც უკრაინისა და სხვა სახელმწიფოების საზღვრის გადაკვეთისას იყენებდა.ივანო-ფრანკოვსკის ოლქის გალიცის რაიონის სასამართლოს დადგენილებით, დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების სახით 40დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და დაწყებულია მისი სამშობლოში ექსტრადირების პროცედურა.
წაკითხვა
არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულისათვის ბრალდებულს სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 15:20:00
თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 წელს მიუღწეველი პირის გაუპატიურებისათვის (სამი ეპიზოდი) ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს. „საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა გ.ბ.-მ, რომელმაც იცოდა, რომ არასრულწლოვნის დედა საქართველოში არ იმყოფებოდა, გადაწყვიტა მის არასრულწლოვან ვაჟთან დაემყარებინა სქესობრივი კავშირი. 2017 წლის იანვარში, ბრალდებულმა ისარგებლა ხელსაყრელი მომენტით და არასრულწლოვნის ნების საწინააღმდეგოდ, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ხელების გაკავებით, დაძლია მისი წინააღმდეგობა და დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი. აღნიშნულის შემდეგ, გააფრთხილა არავისთვის ეთქვა მომხდარის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრა, რომ მსგავს ქმედებას მისი დის მიმართაც განახორციელებდა. ძალადობის მუქარითა და ძალის გამოყენებით, აღნიშნული ქმედება იანვრის თვის განმავლობაში ბრალდებულმა სამჯერ განახორციელა. ბრალად წარდგენილი ქმედების ხასიათისა და დაზარალებულის ასაკის გათვალისწინებით, სასამართლო განხილვა აღნიშნულ საქმეზე დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ და არ დაეთანხმა წარდგენილ ბრალდებას. სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების: მოწმეთა ჩვენებების, ამოცნობის ოქმის, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა მასალათა ერთობლიობის შეფასების შედეგად, დამნაშავედ ცნო ბრალდებული გ.ბ. და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. საქმის არსებითი განხილვის განმავლობაში, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შესული ცვლილებების გათვალისწინებით, წარდგენილი ბრალდება 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან (მამათმავლობა, ჩადენილი ძალადობის მუქარით, იმ პირის მიმართ, რომელსაც არ შესრულებია 14 წელი), გადაკვალიფიცირდა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე (გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა, სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ჩადენილი წინასწარი შეცნობით, თოთხმეტი
წაკითხვა
ოთარ კახიძის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას 28 ნოემბერს გამოაცხადებს
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 15:02:00
საქართველოს ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას 28 ნოემბერს გამოაცხადებს. ამის შესახებ პირველ არხს ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ განუცხადა. მისივე თქმით, გადაწყვეტილებას დიდი პალატა საჯაროდ 11:30 საათზე გამოაცხადებს და იმავე დღეს აიტვირთება სასამართლოს ვებგვერდზე. "ველოდებით გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვართ, სტრასბურგის სასამართლოს მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაში", - განაცხადა კახიძემ.
წაკითხვა
სოფო კილაძე მეგის ქარდავას დაკავებაზე - მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ადამიანმა აგოს პასუხი ჩადენილ დანაშაულზე
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 12:29:00
მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ადამიანმა აგოს პასუხი დანაშაულზე, რომელიც ჩაიდინა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ მეგის ქარდავას დაკავებასთან დაკავშირებით.კილაძე დარწმუნებულია, რომ ექსტრადიციის პროცედურები მალე დასრულდება და ქარდავა პასუხისგებაში მიეცემა."მეგის ქარდავას მიმართ არის არაერთ საქმესთან დაკავშირებით გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი სასამართლოს მხრიდან. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რეჟიმი, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე ბობოქრობდა, სწორედ ასეთი ადამიანების ხელით ჩადიოდა წამებას, გაუპატიურებასა და სხვა უამრავ საშინელებას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ადამიანმა აგოს პასუხი დანაშაულზე, რომელიც ჩაიდინა. აქედან გამომდინარე, როგორც ვიცით მიმდინარეობს ექსტრადიციის პროცედურები, რომელიც დარწმუნებული ვარ, ბოლომდე მივა და დამნაშავე მიეცემა პასუხისგებაში",- აღნიშნა კილაძემ.თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა კიევში 1-ელ ნოემბერს დააკავეს. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დაადასტურა საქართველოს პროკურატურამ. 
წაკითხვა
გავრცელებული ინფორმაციით, მეგის ქარდავამ, შესაძლოა, უკრაინას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვოს
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 12:03:00
როდის მოხდება მეგის ქარდავას ექსტრადირება უკრაინიდან საქართველოში - პროცედურები დაწყებულია. მთავარი პროკურატურა ცხრა გახმაურებულ, სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულის კიევში დაკავების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მეგის ქარდავამ უკრაინას, შესაძლოა, პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვოს. ხათუნა გაგნიძე თემის დეტალებით.
წაკითხვა