საზოგადოებრივი
104.5 FM
თეა წულუკიანი - როგორიც არ უნდა იყოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე, ეს ვერ იქნება მისი გათავისუფლების მიზეზი
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 11:49:00
როგორიც არ უნდა იყოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე, ეს ვერ იქნება მისი გათავისუფლების მიზეზი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა. იუსტიციის მინისტრის განმარტებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი სარჩელი ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის ეპიზოდს ეხება, ამჟამად კი ვანო მერაბიშვილი წინასწარ პატიმრობაში აღარ იმყოფება. „ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი არის განხილვის საკითხი და არის პროცედურები. სპეკულაციები არ შეიძლება. სასჯელაღსრულების სამინისტრომაც ნათელი განცხადება გაავრცელა. მე არ მგონია, რომ პოლიტიკოსებმა განცხადებები უნდა აკეთონ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში ჩვენც ვართ, თუმცა როგორიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება, ეს ვერ იქნება გათავისუფლების მიზეზი. სტრასბურგში საქმე ეხება პატიმრობის ეპიზოდს და ვანო მერაბიშვილი ამჟამად აღარ არის პატიმრობაში“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილს, დღეის მდგომარეობით, არ აქვს მოხდილი სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით განსაზღვრული ვადა, შესაბამისად, უწყების ცნობით, მერაბიშვილის საქმეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მოცემულ ეტაპზე ვერ განიხილავს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი შესაძლოა, ვადაზე ადრე გათავისუფლდეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მერაბიშვილს რამდენიმე დღის წინ საკანში ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ უწყება მიუტანეს და განუმარტეს, რომ მას ამ მექანიზმით სარგებლობის უფლება გააჩნია.
წაკითხვა
თეა წულუკიანი - პროკურატურა აგრძელებს სამართლებრივ ნაბიჯებს, რომ მეგის ქარდავას ექსტრადირება წარმატებით განხორციელდეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 11:28:00
მთავარი პროკურატურა აგრძელებს სამართლებრივ ნაბიჯებს, რომ მეგის ქარდავას ექსტრადირება წარმატებით განხორციელდეს, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მეგის ქარდავას საქმეზე უკრაინულ მხარესთან კარგი თანამშრომლობა შედგა. "კარგი თანამშრომლობა შედგა , მთავარი პროკურატურა აგრძელებს სამართლებრივ ნაბიჯებს, რომ წარმატებით მოხდეს ექსტრადირება", - განაცხადა თეა წულუკიანმა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა კიევში 1-ელ ნოემბერს დააკავეს. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დაადასტურა საქართველოს პროკურატურამ. საქართველოს მთავრი პროკურატურის ინფორმაციით მეგის ქარდავა იძებნებოდა საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი არაერთი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე. კერძოდ:მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები და მისჯილი აქვს  3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.  მსჯავრდებულია პატიმართა წამების საქმეზე (ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე),  სსკ-ს 1441 მუხლის მეორე ნაწილით.  მისჯილი აქვს  7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.მსჯავრდებულია ე.წ „კასრების“ საქმეზე,  საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ზ“და „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე  ნაწ
წაკითხვა
გიორგი გოგაძე - მეგის ქარდავას ექსტრადირების საკითხზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 10:58:00
მთავარი პროკურორის მოადგილის თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნის, მეგის ქარდავას ექსტრადირების საკითხზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. გიორგი გოგაძის განცხადებით, ვადებზე საუბარი რთულია, თუმცა შესაბამისი მოთხოვნა უკვე არსებობს. „მეგის ქარდავა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზეა დაკავებული. ცნობილია დამნაშავედ მძიმე დანაშაულებების ჩადენაში. ექსტრადაციის ვადებზე შეუძლებელია წინასწარ გათვლა, თუ როდის მოხდება მისი ექსტრადირება. დაველოდებით და აქტიურად ვითანამშრომლებთ უკრიანულ მხარესთან, რომ არამხოლოდ მეგის ქარდავა, არამედ ყველა წარდგეს ქართული მართლსამჯულების წინაშე“, - განაცხადა გიორგი გოგაძემ. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა კიევში 1-ელ ნოემბერს დააკავეს. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დაადასტურა საქართველოს პროკურატურამ. საქართველოს მთავრი პროკურატურის ინფორმაციით მეგის ქარდავა იძებნებოდა საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი არაერთი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე. კერძოდ:მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები და მისჯილი აქვს  3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.  მსჯავრდებულია პატიმართა წამების საქმეზე (ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე),  სსკ-ს 1441 მუხლის მეორე ნაწილით.  მისჯილი აქვს  7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.მსჯავრდებულია ე.წ „კასრების“ საქმეზე,  საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე
წაკითხვა
მეგის ქარდავას დაკავება ოფიციალურად დადასტურდა - უკრაინელმა სამართალდამცველებმა ძებნილი ქარდავა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 10:27:00
საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ 1 ნოემბერს დაკავებული იქნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილი, ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის  ქარდავა, რომელიც 2013 წლის 13 თებერვლიდან  საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. "უკრაინის კომპეტენტური სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მეგის ქარდავა მიმართ გამოყენებულია საექსტრადიციო პატიმრობა და მისი საქართველოში ექსტრადიციის საკითხი გადაწყდება უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად.მეგის ქარდავა იძებნებოდა საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი არაერთი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე. კერძოდ: მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები და მისჯილი აქვს  3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.   მსჯავრდებულია პატიმართა წამების საქმეზე (ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე),  სსკ-ს 1441 მუხლის მეორე ნაწილით.  მისჯილი აქვს  7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.მსჯავრდებულია ე.წ „კასრების“ საქმეზე,  საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ზ“და „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე  ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებული ბ.რ.-ს წამების საქმეზე, საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 -ე მუხლის მეორე ნაწილის  „ა“ „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტით და მისჯილი აქვს  3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.მსჯავრდებულია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“,  ,,ზ“ ქვეპუნტებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.ამჟამად საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დაუსწრებლად იხილება მ.ქარდავას  ბრალდების ხუთი სისხლის სამართლის საქმე: სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმე, საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
წაკითხვა
ცხრა საქმეში ბრალდებული მეგის ქარდავა დაკავებულია
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 20:03:00
ცხრა საქმეში ბრალდებული მეგის ქარდავა დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას მოამბეს საქართველოს და უკრაინაში სხვადასხვა წყაროები უდასტურებენ. გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების ფიგურანტი, რომლიც წინა ხელისუფლების დროს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო, კიევში აიყვანეს. პირველი არხის ინფორმაციით, ქარდავა უკრაინაში თურქეთიდან მიემგზავრებოდა. მეგის ქარდავა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ქართული მხარის მოთხოვნით იძებნებოდა. გიორგი კობერიძე განავრცობს თემას.
წაკითხვა
მეგის ქარდავას ნათესავის ინფორმაციით, ქარდავას დაკავების შესახებ ოჯახისთვის ცნობილი არ არის
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 19:06:00
მეგის ქარდავას დაკავების შესახებ ოჯახისთვის ცნობილი არ არის, - ამის შესახებ პირველ არხს მეგის ქარდავას ნათესავმა, ლევან კვარაცხელიამ განუცხადა. „გავრცელებულ ინფორმაციას მეგის ქარდავასთან დაკავშირებით, ვერ დაგიდასტურებთ. ამის შესახებ ოჯახისთვის ცნობილი არ არის. ყველამ იცის, რომ ის არის პოლიტიკური დევნილი. ის იდევნება როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის ხელისუფლების მიერ. სხვა ინფორმაცია არ გაგვაჩნია“, - განაცხადა კვარაცხელიამ. შეგახსენებთ, პირველი არხის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა კიევში დააკავეს. 
წაკითხვა
ფეხბურთის ფედერაციასთან აქციაზე დაკავებულების სასამართლო სხდომა 30 ნოემბრამდე გადაიდო
განახლებულია: 2017-11-01 18:22:00
ფეხბურთის ფედერაციასთან აქციაზე დაკავებულების სასამართლო სხდომა 30 ნოემბრამდე გადაიდო. პროცესზე ორივე მხარემ დრო ითხოვა, რათა მათ გუშინდელი აქციის ამსახველი ჩანაწერები წარმოედგინათ. სულ სხდომაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 7 პირი იმყოფებოდა. შვიდივე მათგანი ქართული მარშის წევრია. ისინი ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ერთ-ერთი დაკავებული გიორგი ჭელიძე პროცესზე არ იმყოფებოდა. ადვოკატის ინფორმაციით, მას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. საქალაქო სასამართლოში ასევე იყო ქართული მარშის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლადო სადღობელაშვილი, რომელიც გუშინ ასევე დააკავეს, თუმცა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, რომ ქართული მარშის წევრებმა აქცია გუშინ ფეხბურთის ფედერაციასთან გამართეს, სადაც ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის გადადგომას ითხოვდნენ. 
წაკითხვა
ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეზე გორის სასამართლოში ტრაილერის მძღოლი იკითხება
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 18:16:00
პარლამენტის დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილის, ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეში ბრალდებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა გრძელდება. იკითხება ტრაილერის მძღოლი გიორგი ღლონტი. მოწმემ მოყვა, როგორ გადაკეტა გზა და ვისი მოთხოვნით, ასევე სად გაჩერდა ევაკუატორი და სად იდგა ამ დროს საპატრულო პოლიციის ავტომანქანა. გიორგი ღლონტმა ასევე ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რომელიც, მისი თქმით, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მას ემუქრებოდა. ბრალდების მხარეს აინტერესებდა, დარჩენილი იყო თუ არა გასასვლელი ტრაილერით გზის გადაკეტვის შემდეგ და დაინახავდა თუ არა მას გარდაცვლილი. როგორც მოწმემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ევაკუატორი ისე ეყენა, რომ გასასვლელი არ ჩანდა. მოწმის დაკითხვის დაწყებამდე, დაცვის მხარემ სასამართლოს სპეციალური განცხადება გააცნო და ბექა და გიორგი ხახუბიების დაჯარიმების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. 27ოქტომბერს გამართულ პროცესზე უფლებამონაცვლის სახით დაკითხული გიორგი ხახუბიამ დაკითხვისას განაცხადა, რომ მისი ძმის გარდაცვალებამდე მათი დაჯარიმება სისტემატურად ხდებოდა. საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომლებს, ნუკრი ხაბელაშვილს, გიორგი სადაღაშვილს
წაკითხვა
უზენაესმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 18:13:00
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე მსჯავრდებული, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის ადვოკატის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო  და ძალაში  დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2017 წლის 23 თებერვალს ივანე მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს."სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის 29 ივნისს, გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი წევრის ვალერი გელაშვილის სტატია სათაურით „ვალერი გელაშვილი თავის სახლს სააკაშვილს დაუთმობს“. აღნიშნულ სტატიაში ვალერი გელაშვილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას მოქმედი პრეზიდენტის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. ამავე სტატიაში მან შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, პირადი შურისძიების მოტივით, საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა მოეხდინა ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, რაზეც ირაკლი ოქრუაშვილისგან მიიღო უარი. ამის გამო, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელ მინისტრს ივანე მერაბიშვილს.დავალების მიღების შემდეგ ივანე მერაბიშვილმა მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის ერეკლე კოდუას ორგანიზებით უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის დავალების ზედმიწევნით შესრულება, რომელიც განხორციელდა 2005 წლის 15 ივლისს. სოდ-ის ოპერატიულმა თანამშრომლებმა და შეიარაღებული სპეციალური რაზმის მებრძოლებმა, ქ.თბილისში, მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას,  მოახდინეს ვალერი გელაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ბლოკირება,  რის შემდეგაც  თავს დაესხნენ ვალერი გელაშვილს და მის თანმხლებ პირებს. ერეკლე კოდუას დავალებითა და სოდ-ის სამმართველოს უფროსის გიორგი სირაძის ხელმძღვანელობით, მოქმედმა სპეციალური რაზმის მებრძოლებმა ძალის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ავტომანქანიდან თანმხლებ პირებთან ერთად გადმოიყვანეს ვალერი გელაშვილი, იარაღის კონდახებით  სასტიკად სცემეს და გაიტაცეს ვალერი გელაშვილის კანონიერ მფლობელობაში არსებული „Heckler Koch“-ის მარკის ცეცხლსასროლი იარაღი, ფულადი თანხა - 10 000 აშშ დოლარი და 50 000 ლარად ღირებული ბეჭედი. ცემის შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება.შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმისთვის თბილისის სააპელაციო სასამართლომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლი
წაკითხვა
სასჯელაღსრულების სამინისტრო - ივანე მერაბიშვილს, დღეის მდგომარეობით, არ აქვს მოხდილი პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით განსაზღვრული ვადა
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 17:53:00
მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილს, დღეის მდგომარეობით, არ აქვს მოხდილი სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით განსაზღვრული ვადა. შესაბამისად, ივანე მერაბიშვილის საქმეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მოცემულ ეტაპზე ვერ განიხილავს, - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში ვადამდე გათავისუფლების შესახებ უწყება მიუტანეს. „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განმარტავს, რომ მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნული ვადა დამოკიდებულია პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის კატეგორიაზე, კერძოდ: ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, მსჯავრდებულმა უნდა მოიხადოს მოსახდელი სასჯელის არანაკლებ ნახევარი, მძიმე დანაშაულის შემთხვევაში - არანაკლებ ორი მესამედი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში - არანაკლებ სამი მეოთხედი. აღნიშნული ვადის მოხდის შემდეგ, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდე
წაკითხვა
არსებული ინფორმაციით, კიევში მეგის ქარდავა დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 17:41:00
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა კიევში დააკავეს. პირველ არხის ინფორმაციით, ქარდავა უკრაინაში თურქეთიდან მიემგზავრებოდა და კიევში შესვლისას დააკავეს. მეგის ქარდავა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ქართული მხარის მოთხოვნით იძებნებოდა. მას დაუსწრებლად ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული. 
წაკითხვა
თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესი 10 ნოემბრამდე გადაიდო
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 12:23:00
თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესი 10 ნოემბრამდე გადაიდო. სასამართლომ სხდომის გადადების მიზეზად საქმეში ახალი ადვოკატის, ნანა ფილაურის ჩართვა დაასახელა, თუმცა უფლებადამცველები პროცესის გადადებას მის დაწყებამდეც ითხოვდნენ, იმ მოტივით, რომ ბრალდბული პროცესს არ ესწრებოდა.სხდომაზე მოსამართლემ საბადრაგო სამსახურის დოკუმენტი წარადგინა, რომელშიც აბესაძე აცხადებდა, რომ ფსიქოლოგიური პრობლემების გამო დღევანდელ სხდომას ვერ დაესწრებოდა, თუმცა არ იყო წარმოდგენილი ექიმის მიერ გაცემული ცნობა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე.სხდომის გადადებას არ დაეთანხმა პროკურორი. სახელმწიფო ბრალდებას დღეს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი უნდა დაეკითხა, რომელიც აბესაძის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდა, თუმცა მოსამართლე დაეთანხა დაცვის მხარეს და პროცესი გადაიდო.შემდეგ პროცესზე დაცვის მხარემ შესაძლოა, აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარადგინოს და აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობა წარმოადგინოს.
წაკითხვა
ფეხბურთის ფედერაციასთან დაკავებულების სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება
განახლებულია: 2017-11-01 12:19:00
ფეხბურთის ფედერაციასთან დაკავებული შვიდი პირი დიღმის მთავარ სამმართველოში გვიან ღამით გადაიყვანეს. დაკავებიდან თითქმის ხუთი საათის შემდეგ, ისინი ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა მოინახულა. მისი განცხადებით, დაკავებულთა უმეტესობა ნაცემია. უფლებადამცველის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის გაუგებარია თუ რატომ იმყოფებიან იზოლატორში, ვინაიდან მათი დაკავების მუხლის შესაბამისი დანაშაული არ ჩაუდენიათ. საუბარია პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობაზე. დაკავებულები ქართველთა მარშის მიერ გუშინ გამართული აქციის მონაწილეები არიან, რომლებიც ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვდნენ. ამის მიზეზად კი ფედერაციის მხრიდან ფეხბურთელ გურამ კაშიასადმი გამოცხადებულ მხარდაჭერას ასახელებდნენ. კაშიამ ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთ ტურში ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლაურით იასპარეზა. აქციის მონაწილეებმა ფედერაციასთან პროტესტის ნიშნად ლგბტ დროშა დაწვეს, მოგვიანებით კი შენობაში მაშხალები შეყარეს, რასაც სამართალდამცველთა მხრიდან ადმინისტრაციული წესით რამდენიმე აქტივისტის დაკავება მოჰყვა. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. პროცესზე ქართველთა მარშის წარმომადგენლები დაკავებულთა უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ. 
წაკითხვა
ცხრა თვის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამამართლებლით, მხოლოდ ერთ საქმეზე შეცვალა
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 11:43:00
მიმდინარე წლის ცხრა თვის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამამართლებლით, მხოლოდ ერთ საქმეზე შეცვალა. უზენაესი სასამართლოს მონაცემების მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში ჯამში, მიმდინარე წელს 1247 საჩივარი შევიდა, საიდანაც მეორე ინსტანციის სასამართლომ 1129 საჩივარი განიხილა. განხილული საჩივრების შედეგად, სასჯელის შემსუბუქების გადაწყვეტილება 146 საქმეზე172 პირის მიმართ მოხდა. სასჯელი პირობითი მსჯავრით კი, ორ საქმეზე, ორ პირს შეეცვალა. უზენაესი სასამართლოს მონაცემების მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენების გამამართლებლით შეცვლის მაჩვენებელი გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, შემცირებულია. 2016 წლის ცხრა თვის განმავლობაში, სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამამართლებლით, 1336 განხილული საქმიდან შვიდ საქმეზე შეცვალა. 
წაკითხვა
მიმდინარე წლის ცხრა თვის განმავლობაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილული საქმეებიდან გამამართლებელი განაჩენი 123 საქმეზე დადგა
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 11:42:00
მიმდინარე წლის ცხრა თვის განმავლობაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში, 3014 არსებითად განხილული საქმიდან, გამამართლებელი განაჩენი 123 საქმეზე დადგა (154 პირი გამართლდა). უზენაესი სასმართლოს მონაცემების მიხედვით, არსებითი განხილვის ეტაპზე, წარმოება შეწყდა 3014-დან 102 საქმეზე. მიმდინარე წლის ცხრა თვის განმავლობაში გამამართლებელი განაჩენების რიცხვმა გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ორით მოიმატა (2016 წელს, 9 თვეში დადგა 121 გამამართლებელი განაჩენი 167 პირის მიმართ). უზენაესი სასამართლოს მონაცემების მიხედვით, ჯამში, სასამართლოს პირველ ინსტანციაში, მიმდინარე წლის ცხრა თვის განმავლობაში, 8323 საქმე შევიდა. გაფორმდა 6963 საპროცესო შეთანხმება. დამატებით ძიებაში დაბრუნდა 163 საქმე.
წაკითხვა
ე.წ. პიჯაკების საქმეზე წერილობით მტკიცებულებებს გამოიკვლევენ
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 11:33:00
მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე (ე.წ. პიჯაკების საქმე), სადაც პროკურატურა ექს-პრეზიდენტს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავება, წერილობით მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.120 გვერდიან სარევიზიო აქტ-მტკიცებულებას პროკურატურა რამდნიმე სხდომის განმავლობაში გამოიკვლევს.საქმის პროკურორის მტკიცებით, დოკუმენტით დასტურდება, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, სააკაშვილმა 2009-2013 წლებში ცხრა მილიონამდე ლარი საკუთარი მიზნებისთვის მოიხმარა. გიორგი მუჯირის განმარტებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საიდუმლო ანგარიშზე ირიცხებოდა.დაცვის მხარე კი საპირისპიროს ამტკიცების. დავით კაკოიშვილის განმარტებით, პრეზიდენტს აქვს უფლება, რომ სარეზერვო ფონდიდან თანხა საკუთარი შეხედულებით დახარჯოს. ადვოკატის თქმით, სააკაშვილი თანხებს ოფიციალური ვიზიტებისა და სხვადასხვა ოფიციალური ღონისძიებებისათვის ხარჯავდა.საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს გამოძიება 182-მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს - საბიუჯეტი სახსრების დიდი ოდენობით გაფლანგვას ედავება. საქმეში ბრალდებულის სტატუსი აქვს სააკაშვილის დაცვის ყოფილ უფროსს თეიმურაზ ჯანაშიას, პროკურატურა მასაც თანხების გაფლანგვას ედავება.სასამართლო სხდომა საქმეზე 2014 წლიდან მიმდინარეობს.
წაკითხვა
ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით, შსს ინფორმაციას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 10:30:00
2017 წლის 1-ლი ნოემბრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ძალაში შევიდა. ასევე, ამოქმედდა ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომელთა საშუალებით, შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში დანერგილი ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით, სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაფიქსირება ავტომატურ რეჟიმში მოხდება. ამასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. „დამრღვევი მძღოლი ვიდეოჯარიმით შემდეგ ფაქტებზე დაჯარიმდება:• შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა;• ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა;• სიჩქარის გადაჭარბება;• მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება;• მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა.ახალი რეგულაციის თანახმად, სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან აპლიკაციის საშუალებით ეცნობება.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის მიხედვით:• საგზაო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების (sms) საშუალებით მიღების შემდეგ, ჯარიმის ათი კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით;• თუ პირი მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში ვიდეოჯარიმას არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება;• ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება;• საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge;• საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა;• ვიდეო ან ფო
წაკითხვა
დღეიდან ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდება - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის [ვიდეო]
განახლებულია: 2017-11-01 08:28:00
მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი შედის ძალაში.როგორც შსს-ში აცხადებენ, 2017 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით 3000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერა მონტაჟდება. შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში დანერგილი ვიდეოანალიტიკური პროგრამებით მოხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ავტომატურ რეჟიმში დაფიქსირება.დამრღვევი მძღოლი კი შემდეგ ფაქტებზე დაჯარიმდება:•​ შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა;•​ ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა;•​ სიჩქარის გადაჭარბება;•​ მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება;• ​მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა.ახალი რეგულაციის თანახმად, სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან აპლიკაციის საშუალებით ეცნობება.
წაკითხვა
იტალიაში, ფალსიფიცირებული დოკუმენტების ფლობის ბრალდებით, ქართველი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 07:10:00
იტალიელმა სამართალდამცავებმა, ფალსიფიცირებული დოკუმენტების ფლობის ბრალდებით, ქართველი დააკავეს. საფრანგეთის საზღვარზე მდებარე ქალაქ ვენტიმიგლიას პოლიციამ 38 წლის გ.ი -ს საბუთები 31 ოქტომბერს ტურინი-მადრიდის ავტობუსში შეუმოწმა.როგორც იტალიური მედია, სამართალდამცავებზე დაყრდნობით წერს, მამაკაცს ლიტვური პასპორტი და მართვის მოწმობა აღმოაჩნდა. ის, რომ დოკუმენტები გაყალბებულია, მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცხადი, რაც პოლიციამ პასპორტი სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებით შეამოწმა. პიროვნების მონაცემების გადამოწმების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ტურინის სასამართლომ გ.ი.-ს დაკავების განკარგულება ჯერ კიდევ აგვისტოში გასცა. მას ბრალად ქურდობა ედება. პოლიციამ მამაკაცი დააკავა და ამჟამად ის იმპერიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.
წაკითხვა
შსს - ფეხბურთის ფედერაციასთან ექვსი პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 20:35:00
ფეხბურთის ფედერაციასთან მიმდინარე აქციაზე ექვსი პირი დააკავეს - ამის შესახებ პირველ არხს შსს-ში განუცხადეს. უწყებაში განმარტავენ, რომ ექვსივე პირი ადმინისტრაციული წესითაა აყვანილი. პირველი არხის კორესპონდენტის ინფორმაციით, რამდენიმე პირი ფეხბურთის ფედერაციის შენობაში პეტარდების შეყრის გამო დააკავეს.ფეხბურთის ფედერაციასთან აქციას „ქართული მარშის“ წარმომადგენლები მართავენ და ფედერაციის მიერ გურამ კაშიას მხარდაჭერას აპროტესტებენ. ფეხბურთელმა გურამ კაშიამ ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლაურით იასპარეზა, რასაც „ქართული მარში“ აპროტესტებს. აქციის მონაწილეებმა ადგილზე ლგბტ დროშა დაწვეს. 
წაკითხვა