საზოგადოებრივი
104.5 FM
ფეხბურთის ფედერაციასთან, აქციის ათამდე მონაწილე დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 20:25:00
ფეხბურთის ფედერაციასთან მიმდინარე აქციაზე, ფეხბურთის ფედერაციის შენობაში პეტარდების შეყრის გამო, ათამდე პირი დააკავეს.ფეხბურთის ფედერაციასთან აქციას „ქართული მარშის“ წარმომადგენლები მართავენ და ფედერაციის მიერ გურამ კაშიას მხარდაჭერას აპროტესტებენ. ფეხბურთელმა გურამ კაშიამ ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლაურით იასპარეზა, რასაც „ქართული მარში“ აპროტესტებს. აქციის მონაწილეებმა ადგილზე ლგბტ დროშა დაწვეს. 
წაკითხვა
ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, მძღოლების საჯარიმო ქვითრები შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 18:26:00
მძღოლების საჯარიმო ქვითრები, ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯაროდ გამოქვეყნდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაშია საუბარი, რომლითაც ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი დამტკიცდა. მინისტრის ბრძანების თანახმად, სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მიერ ანალიტიკური პროგრამის მეშვეობით ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საჯარიმო ქვითარს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი პირს ფოსტის მეშვეობით რეგისტრაციის ადგილის მიხედვით უგზავნის.თუ პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ვერ ჩაბარდა, საჯარიმო ქვითარი ბრუნდება ფოსტაში და დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა აღნიშნულ პირს განმეორებით იმავე მისამართზე ეგზავნება.საჯარიმო ქვითარი პირისათვის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში ბრუნდება, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, მისი საჯაროდ გამოქვეყნების მიზნით.„პირისათვის საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ფოსტის მიერ მისთვის დაბრუნებულ საჯარიმო ქვითარს დაუყოვნებლივ აქვეყნებს საჯაროდ, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – „www.police.ge“-ზე „საჭირო ინფორმაციის“ ველში.საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება ხდება ავტომატურად, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით. საჯარიმო ქვითარი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი ამ წესით დადგენილი წესით საჯაროდ, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს“, - აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში.ამავე ბრძანების თანახმად,
წაკითხვა
მიხეილ სააკაშვილის როლი სანდრო გირგვლიანის საქმეში - მხარეთა პოზიციები სასამართლოზე
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 18:22:00
რას და როგორ საუბრობდა მიხეილ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე. ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა დღეს ექს-პრეზიდენტისთვის წარდგენილი ბრალის სასამართლო. საქმე გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავდებულთა შეწყალებას ეხება. პროკურატურა აცხადებს რომ მტკიცებულებებში ბრალდებულის პოზიცია კარგად ჩანს. დაცვის მხარე კი კომენტარს არ აკეთებს. გამოძიება საქართველოს ექს-პრეზიდენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წაკითხვა
სულხან მოლაშვილის ოჯახი - სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს და სამართლიანი სასამართლოს იმედი გვაქვს
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 18:07:00
სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს და ჩვენ სამართლიანი სასამართლოს იმედი გვაქვს - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრებმა განაცხადეს.მოლაშვილის ბრალდების საქმის განხილვა 22 ნოემბრამდე გადაიდო. მომდევნო სხდომაზე გახდება ცნობილი, მოითხოვს თუ არა პროკურატურა ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას. ბრალდება მზად იყო, დევნა მოლაშვილის გარდაცვალების მიზეზით შეეწყვიტა, თუმცა ოჯახის მოთხოვნის შემდეგ, დღის წესრიგში უკვე მტკიცებულებების შეფასების საკითხი დადგა. საქმის პროკურორი არ გამორიცხავს, რომ პროცესი საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო შეწყდეს.საუბარია მოლაშვილის წინააღმდეგ 2007 წელს დაწყებულ გამოძიებაზე, სადაც ყოფილ მაღალჩინოსანს ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე თავდასხმას ედავებიან. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, მოლაშვილი ციხის საავადმყოფოს ექიმს კონტროლის პალატის აპარატის ყოფილი უფროსის გაგი ხვედელიძისთვის სამედიცინო დახმარებას სთხოვდა, რა დროსაც ინციდენტი მოხდა.
წაკითხვა
კლინიკა "ლანცეტის" დირექტორი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 17:37:00
კლინიკა "ლანცეტის" დირექტორის ფარმან ჯეირანლის სისხლის სამართლის ბრალდების საქმეზე დღეს დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების გადახედვის შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატები აცხადებდნენ, რომ არ არსებობს ზეწოლის საფრთხე, ვინაიდან მთავარი მოწმეები უკვე დაიკითხნენ პროცესზე. უფლებადამცველებმა ასევე განაცხადეს, რომ არც მიმალვის საფრთხე არსებობს ისინი აპელირებდნენ იმ გარემოებაზე, რომ აზერბაიჯანში  ჯეირანლი პოლიტიკური დევნილია და იქ ვერ დაბრუნდება, შესაბამისად, საქართველოდან გასვლას არ აპირებს.პროკურატურა კი აცხადებდა, რომ მისი ფინანსური მდგომარეობა მყარია და მას საზღვარგარეთ კავშირები აქვს. მოსამართლე მაია ქოქიაშვილმა გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა.სასამართლო პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. ბრალდება წერილობით მტკიცებულებებს იკვლევს.სახელმწიფო ბრალდება ფარმან ჯეირანლის 180-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, თაღლითობას ედავება. 2016 წელს კლინიკა "ლანცეტში" ორი ოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგად გიორგი ჩუბინიძე და კარლო კეკელიძე გარდაიცვალნენ. 2017 წლის 22 მაისს კი, საქართველოს პროკურატურამ პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებისა და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ბრალდებით, კლინიკის დირექტორი დააკავა.
წაკითხვა
კონფერენცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზე
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 16:38:00
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზე იმსჯელეს პროკურატურაში გამართულ კონფერენციაზე. მონაწილეებმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე სხვა  ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკის ანგარიში შეაფასეს. დოკუმენტის მიხედვით, 2016-17 წლებში არასრულწლოვანთა მიმართ დევნის ალტერნატიული მექანიზმის – განრიდების მაჩვენებელი გაიზარდა, შემცირდა არასრულწლოვანთა მიმართ პატიმრობის გამოყენების შემთხვევები. კონფერენციას იუსტიციის მინისტრი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და სასჯელაღსრულებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 
წაკითხვა
გიორგი ონიანის ბრალდების საქმეზე დღეს შესაძლოა, განაჩენი დადგეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 16:34:00
გიორგი ონიანის ბრალდების საქმეზე დღეს შესაძლოა, განაჩენი დადგეს. სასამართლო რეპლიკების ეტაპზეა. როგორც ბრალდებული აცხადებს, პროკურატურას მტკიცებულებათა ერთიანობა არ გააჩნია და საქმის მთავარი მოწმე ზეწოლაზე საუბრობს."წინა პროცესზე დაიკითხა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რომელმაც ისაუბრა საქმის მთავარ მოწმეზე, გამომძიებელზე. გამომძიებელი მივიდა სახალხო დამცველთან და უთხრა, რომ პროკურატურა მას და მის ოჯახს ემუქრებოდა. ეს ყველაფერი მოისმინა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ. მე იმედი მაქვს, რომ სასამართლო ერთადერთ ჭეშმარიტ გადაწყვეტილებას მიიღებს და გამამართლებელი განაჩენი დადგება", -განახადა ონიანმა.მთავარ საგამოძიებო უწყებაში კი აცხადებენ, რომ მთავარ მოწმეზე არავითარი ზეწოლა არ განხორციელებულა და პროკურატურას მტკიცებულებათა ერთობლიობა გააჩნია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.გიორგი ონიანს ბრალი 2013 წელს წაუყენეს მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, უკანონოდ თავისუფლების აღკვეთასა და პოლიტიკური ნიშნით დევნას ედავებიან.საუბარია 2011 წელს მომხდარ ფაქტზე, როდესაც მოქალაქე დავით შათირიშვილი დააკავეს. მას პოლიციამ ნარკოტიკული ნივთიერება აღმოუჩინა, თუმცა დაკავებული აცხადებდა, რომ ნარკოტიკი მისი არ იყო და ის პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდა, ვინაიდან ბერა ივანიშვილის კომპანიას მაისურებს უკერავდა.შათირიშვილის დაკავების ოპერაციაზე ონიანთან ერთად ექვსი თანამშრომელი იმყოფებიდა, რომლებიც ამ დრომდე მუშაობენ პოლიციაში. ყველას წარედგინა ბრალი, თუმცა მოგვიანებით ექვსივე მათგანს ბრალი მოეხსნა.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი ონიანს რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
წაკითხვა
მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 16:28:00
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა.პროკურატურა იმ მასალას გამოიკვლევს, სადაც ექს-პრეზიდენტი სანდრო გირგვლიანის საქმეზე მედიაში საუბრობდა.საქმის პროკურორის ირაკლი ნადარეიშვილის განმარტებით, ეს მტკიცებულებები მნიშვნელოვანია, რადგან მასში ბრალდებულის პოზიციებია დაფიქსირებული.„დადასტურდა ის, რომ 2006 წელს ცალკეული თანამდებობის პირები, მაგალითად, შს მინისტრი და პრეზიდენტი უპირობო ნდობას უცხადებდნენ გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც დაკავებული იყო ოთხი პირი და ვინაიდან ეს ეპიზოდიც შეწყალების პირობას ეხება, ნაჩვენები იქნება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ, სადაც გაჟღერებული იქნა მისი პოზიცია, თითქოს მას არ განუხორციელებია ამ მსჯავრდებულების შეწყალება და ამნისტია შეეხო მათ მაშინ, როდესაც ყველამ იცის, რომ ამნისტია საპალამენტო აქტია“, - განაცხადა პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა. სააკაშვილის ბრალდების ამ ეპუზოდზე კომენტარს არ აკეთებს, მისი ადვოკატი დავით კაკოიშვილი.გამოძიება საქართველოს ექს-პრეზიდენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილის, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5-წლამდე ვადით.
წაკითხვა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 11:22:00
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა და შემოსავლების სამსახურმა ერთობლივად გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის გადაზიდვის 2 ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით სომხეთის 2 მოქალაქე დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულს საბაჟო-გამშვები პუნქტის „ყაზბეგის“ გავლით, წარდგენილი დოკუმენტების თანახმად სომხეთის რესპუბლიკიდან რუსეთის ფედერაციაში დამუშავებული ქვა გადაჰქონდა, თუმცა შემოწმებისას  აღმოჩნდა, რომ სატვირთო  ავტომობილით დიდი ოდენობით -  48 100 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი მიჰქონდა. მეორე შემთხვევაში, საკონტროლო-გამშვები პუნქტის „გუგუთის“ გავლით ბრალდებული, ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანით, სომხეთის რესპუბლიკიდან რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ყვავილების ტრანზიტს ახორციელებდა. ჩატარებული შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ რეალურად ადგილი ჰქონდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 65 450 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტის უკანონო  გადაზიდვას“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებული უაქციზო სიგარეტის საბაზრო ღირებულება ჯამში 353 825 ლარს შეადგენს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.
წაკითხვა
პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმე - ოპოზიცია პარლამენტში შს მინისტრს იბარებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 20:05:00
ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გარშემო უფლებადამცველებს ახალი კითხვები უჩნდებათ. თუ ძალოვანი უწყებების განცხადებებს დავეყრდნობით, 34 წლის პაატა პავლიაშვილის საქმეზე პატრულის თანამშრომლების სამხრე კამერებით გადაღებული ვიდეოჩანაწერის მხოლოდ ნაწილი არსებობს, უშუალოდ დაკავების პროცესი კი ფირზე ასახული არ არის, რაც სახალხო დამცველს და არასამთავრობო ორგანიზაციებს საეჭვო გარემოებად მიაჩნიათ. ახლა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა კამერებზე რაიმე მანიპულაციას ადგილი. მანამდე კი გახმაურებული საქმის მასალებს უკვე გაეცნო გარდაცვლილის ოჯახი, რომელიც მედიასთან ამ დრომდე არ კონტაქტობს. სამართლებრივთან ერთად გრძელდება ფაქტის პოლიტიკური შეფასებებიც. საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის დაბარების მოთხოვნას დღის წესრიგიდან არ ხსნის.  თეონა ხუბულავა თემის დეტალებით.
წაკითხვა
მიკაილ კადიევს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 19:14:00
მიკაილ კადიევს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა. თბილისის სააპელაციო სასამრთლომ დააკმაყოფილა დევნილთა და განსახლების სამინისტროს სარჩელი და გააუქმა პრველი ინსტანციის გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება საბოლოოა და ის გასაჩივრებას არ ექვემდებარება.მიკაილ კადიევმა დევნილის სტატუსის მინიჭება 2-ჯერ მოითხოვა, თუმცა ორივე შემთხვევაში მას უარი ეთქვა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამრთლოში შეიცვალა და სამინისტროს დოკუმენტაციის ხელახლა გადასინჯვა დაევლა, რის შემდეგაც დევნილთა და განსახლების სამინისტრომ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. დაღესტნელი სამოქალაქო აქტივისტი საქართველოში 2011 წლიდან იმყოფება, ის ნასამრთლევია იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით. კადიევი დაკავების დღიდან ითხოვდა ლტოლვილის სტატუსს და აცხადებდა, რომ რუსეთში მისი ექსტრადირების შემთხვევაში აწამებდნენ და მოკლავდნენ. რუსეთში კადიევი მკვლელობისათვის იძებნება. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს დევნილთა სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.
წაკითხვა
პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმე - საია გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 18:05:00
ნუცუბიძის ფერდობზე ადმინისტრაციული დაკავების დროს გარდაცვლილი  პაატა პავლიაშვილის ოჯახის წევრები, ადვოკატთან ერთად დღეს გამოძიების მასალებს  გაეცნენ. საია გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას  ითხოვს. საპარალამენტო უმცირესობა კი მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს. თეონა ხუბულავა დეტალებით.   
წაკითხვა
გიორგი გოგაძე - პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს, რათა ყველა, ვისაც საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი აქვს დანაშაული, მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 16:52:00
ყველა პიროვნება, ვისაც ჩადენილი აქვს დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს პროკურატურა გააკეთებს ყველაფერს, რათა ისინი წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე, - ამის შესახებ პროკურორის პირველმა მოადგილემ გიორგი გოგაძემ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. როგორც გიორგი გოგაძემ აღნიშნა, საქართველოს სააკაშვილის საკითხზე უკრაინას სამჯერ მიმართა. „კომუნიკაციის ბოლო თარიღებზე ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა გეტყვით, რომ ბოლოს ჩვენ მივმართეთ 3-ჯერ უკრაინის შესაბამის ორგანოებს და ველოდებით მათგან ქმედით ნაბიჯებს. საქართველოს პროკურატურა რომ არ იყოს დარწმუნებული შესაბამისი საფუძვლების არსებობაში, რა თქმა უნდა, ამ მოთხოვნას არ გააგზავნიდა", - განაცხადა გოგაძემ. 
წაკითხვა
პროკურატურის ინფორმაციით, ნუცუბიძეზე მომხდარი ფაქტის შედეგად გარდაცვლილის ოჯახის წევრები გამოძიების მასალებს ეცნობიან
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 16:40:00
საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებით, 25 ოქტომბერს, ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარი ფაქტის შედეგად გარდაცვლილის ოჯახის წევრები, მათი ინტერესების დამცველ ადვოკატთან ერთად, გამოძიების მასალებს  ეცნობიან, - ამის შესახებ პირველ არხს პროკურატურაში განუცხადეს. პროკურატურის ინფორმაციით,  მათ მომავალშიც ექნებათ სრული წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებთან და მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას მიმდინარე გამოძიების შესახებ. შეგახსენებთ, თბილისში, ნუცუბიძეზე დაკავების მომენტში ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება და ვიდეომასალა გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცველებს სთხოვდა, გაეთავისუფლებინათ, რადგან ცუდად იყო, თუმცა პოლიციელებმა ეს არ გაითვალისწინეს.
წაკითხვა
ნინო გვენეტაძე საქმეთა გადანაწილების ელექტრონულ წესზე გადასვლას მნიშვნელოვანს უწოდებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 16:25:00
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე საქმეთა გადანაწილების ელექტრონულ წესზე გადასვლას მნიშვნელოვანს უწოდებს. როგორც ნინო გვენეტაძემ განაცხადა, რუსთავის საქალაქო სასამართლო იყო პილოტი სასამართლო, რომელმაც დაიწო ამ პროექტის განხორციელება 31 დეკემბრამდე საერთო სასამართლოების მასშტაბით. "უნდა განხორციელდეს საქმეთა განაწილების ელექტრონული წესი, ამოქმედდეს სრულყოფილად და ამისთვის ჩვენ გვაქვს დღის წესრიგი.ჩვენ კანონის მიღების შემდეგ რუსთავის საპილოტე სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში დავიწყეთ პილოტირება ამ პროგრამის რაც უკავშირდება 31 დეკემბრამდე განსახორციელებელ ღონისძიებებს და მთლიანად საქართველოს მასშტაბით საქმეთა შემთხვევითი პრინციპით ელექტრონული წესით განაწილების ამოქმედებას, ეს ამოქმედდება 31 დეკემბრისთვის. ჩვენ გვაქვს წესი, საქმის ელექტრონული განაწილების, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არის დამტკიცებული. ჩვენ გვაქვს ამ წესში ძირითადი დებულებები, რომელიც ყველა სასამართლოს თავმჯდომარეს შეეხება, მაგრამ სასამართლოების სპეციფიკიდან გამომდინარე სასამართლოში მოღვაწე მოსამართლეების რაოდენობიდან გამომდინარე მოგვიწია, განსაკუთრებული გამონაკლისების გაკეთება. სასამართლოს თავმჯდომარეებისთვის არის წესი გაწერილი, არის შეზღუდული რაოდენობა, მათ მიერ განხილული საქმეებისა . ჩვენ წესში დათქმა გვაქვს გაკეთებული, რომ შემთხვევითობის პრინციპი ამოქმედდეს მაშინ, სადაც იქნება სამზე მეტი მოსამართლეა სასამართლოში", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.  
წაკითხვა
შსს - არანაირი წინააღმდეგობა პროკურატურის განცხადებასა და შს მინისტრის მოადგილის დღევანდელ კომენტარს შორის არ არსებობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 15:30:00
არანაირი წინააღმდეგობა პროკურატურის განცხადებასა და შს მინისტრის მოადგილის დღევანდელ კომენტარს შორის არ არსებობს,- ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ნუცუბიძეზე მომხდარ ინციდენტს ეხება.„ორივე შემთხვევაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მომხდარი ფაქტის ამსახველი სრული ჩანაწერი არ არსებობს, ხოლო ფრაგმენტული ჩანაწერი გამოძიებას მიეწოდა.შალვა ხუციშვილმა განმარტა, რომ შსს-მ მის ხელთ არსებული ყველა ჩანაწერი პროკურატურას გადასცა. მისივე ინფორმაციით, ამ ჩანაწერებზე დაფიქსირებულია პავლე პ.-ს ცუდად გახდომის შემდგომი ეპიზოდი, თუმცა, სამწუხაროდ, მათში არ არის ასახული მისი დაკავების მომენტი. აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ თავის განცხადებაში ზუსტად იგივე შინაარსის ინფორმაცია გაავრცელა.შს სამინისტრო, გამოძიების ფარგლებში, მჭიდროდ თანამშრომლობს პროკურატურასთან. შსს, პირველ რიგში, თავადვეა დაინტერესებული, რომ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება“,- აღნიშნულია განცხადებაში.შეგახსენებთ, თბილისში, ნუცუბიძეზე დაკავების მომენტში ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება და ვიდეომასალა გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცველებს სთხოვდა, გაეთავისუფლებინათ, რადგან ცუდად იყო, თუმცა პოლიციელებმა ეს არ გაითვალისწინეს.
წაკითხვა
საია პროკურატურას მიმართავს, ნუცუბიძეზე გარდაცვლილის მეუღლე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნონ
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 12:37:00
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პროკურატურას მიმართავს. არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნონ ნუცუბიძეზე გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის მეუღლე, რათა ორგანიზაციას საქმის მასალებზე წვდომა ჰქონდეს. საია ასევე ითხოვს მუხლის კვალიფიკაციის შეცვლას. ნუცუბიძეზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.ორგანიზაციაში კი აცხადებენ, რომ მუხლის კვალიფიკაცია უნდა იყოს სამსახურეობრივი გულგრილობა. ამასთან, საია-ს ადვოკატის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება სამხრე კამერებთან დაკავშირებით, პროკურატურის განცხადებას ეწინააღმდეგება. „საია იცავს ოჯახის ინტერესებს. გუშინ პროკურატურამ თქვა, არ არსებობს კადრებიო, დღეს შსს ამბობს არსებობსო. ეს უფრო მეტ კითხვას აჩენს. საკითხი დგას ასე - აქვს თუ არა პროკურატურას ასეთი კადრები. ვიდრე დადგა ფატალური შედეგი, ამის კადრები უნდა არსებობდეს",- განაცხადა ვეფხვაძემ.ნუცუბიძეზე მომხდართან დაკავშირებით გუშინ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, შსს-დან ამოღებული ჩანაწერების დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერას დაფიქსირებული არ აქვს მომხდარი ინციდენტი და დაკავების პროცესი, ჩანაწერში ასახულია
წაკითხვა
პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმე - საია პროკურატურას მიმართავს
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 12:06:00
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ნუცუბიძის ფერდობზე ადმინისტრაციული დაკავების დროს გარდაცვლილ პაატა პავლიაშვილის ოჯახთან შეთანხმებით, საქმის მასალის გასაცნობად, პროკურატურას დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე მიმართავს. ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ საქმეში ბევრი კითხვის ნიშანია. თეონა ხუბულავა განავრცობს თემას.
წაკითხვა
შალვა ხუციშვილი - შსს დაინტერესებულია, რომ ნუცუბიძეზე მომხდარი ფაქტის შესახებ მალე დადგეს ობიექტური ჭეშმარიტება
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 10:35:00
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აცხადებს, რომ შსს დაინტერესებულია, რათა ნუცუბიძეზე მომხდარი ფაქტის შესახებ მალე დადგეს ობიექტური ჭეშმარიტება. როგორც შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, კამერების ჩანაწერები არსებობს და იმის თქმა, რომ კამერების ჩანაწერები არ არსებობს, ტყუილია."რაც შეეხება ჩანაწერების გასაჯაროებას ან სხვა ინფორმაციას, ეს გამოძიების საქმეა და შესაბამისად ყველაფერს დაადგენს გამოძიება. კამერების ჩანაწერები არსებობს და იმის თქმა, რომ კამერების ჩანაწერები არ არსებობს,  ტყუილია. პროკურატურას ვიდეოჩანაწერები მივაწოდეთ", - განაცხადა ხუციშვილმა. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს გამოძიებასთან. "ყველა ჩანაწერი, რაც კი ამ კამერას აქვს დაფიქსირებული, მიეწოდა პროკურატურას. არ მინახავს ჩანაწერი, მაგრამ როგორც ვიცი, იქ არის ცუდად გახდომის მომენტი. თუ რატომ არ ჩანს დაკავების მომენტი, ამას გამოძიება დაადგენს", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა. ნუცუბიძეზე მომხდართან დაკავშირებით გუშინ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა. პროკურატურის ინფორმაციით, შსს-დან ამოღებული ჩანაწერების დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერას დაფიქსირებული არ აქვს მომხდარი ინციდენტი და დაკავების პროცესი, ჩანაწერში ასახულია მხოლოდ გარდაცვლილი პირის ადმინისტრაციულად დაკავების შემდგომი პერიოდი. ამასთან, პროკურატურის ცნობით, მეორე პატრულ-ინსპექტორის განმარტებით, მისი სამსახურებრივი სამხრე კამერა შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს განმუხტული იყო და ინახებოდა დამუხტვის მიზნით ავტომანქანაში, ხსენებულ კამერაზე არ არის ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. შეგახსენებთ, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე დაკავების მომენტში ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება და ვიდეომასალა გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცველებს სთხოვდა, გაეთავისუფლებინათ, რადგან ცუდად იყო, თუმცა პოლიციელებმა ეს არ გაითვალისწინეს.
წაკითხვა
შსს-მ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 10:20:00
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 2014 წლიდან ბაქოს ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, 1990 წელს დაბადებული ი.მ., საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის იმ დროს დააკავეს, როცა მარნეულში, ე.წ. ფარვანის დასახლების მიმართულებით, მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილდებოდა. „პოლიციამ აღნიშნული ავტომობილიდან კალაშნიკოვის სისტემის „აკმ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 50 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ბაქოს ინტერპოლის მიერ, წითელი ცირკულარით, მკვლელობისთვის იძებნებოდა.ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით)“,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წაკითხვა