საზოგადოებრივი
104.5 FM
იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასვლით სხდომას ბორჯომში გამართავს
გამოქვეყნებულია: 2017-10-29 23:05:00
30 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასვლით სხდომას ბორჯომში, მაგისტრატი სასამართლოს ახალ შენობაში გამართავს. საბჭო დღის წესრიგით შვიდ საკითხს განიხილავს, მათ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობასთან დაკავშირებითაც იმსჯელებენ. ასევე, დღის წესრიგში საქმეთა ელექტრონული განაწილების საკითხის განხილვაც არის გათვალისწინებული.სხდომა 13:00 საათზე დაიწყება.
წაკითხვა
მთავარი პროკურატურა ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას იძიებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-29 20:05:00
მთავარი პროკურატურა 25 ოქტომბერს ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას იძიებს. უწყება, 34 წლის პავლე პავლიაშვილის გარდაცვალების დროს ადგილზე მყოფი საპატრულო პოლიციის თანამშრომლების სამხრე კამერების ჩანაწერებს სწავლობს. თუმცა როგორც პროკურატურის ინფორმაციიდან ირკვევა, ჩანაწერი მხოლოდ ერთია და მასზე დაღუპულის დაკავების მომენტი აღბეჭდილი არ არის. ამოღებულია საპატრულო ეკიპაჟის ავტომობილის და შემთხვევის ადგილზე არსებული ერთადერთი კამერის ჩანაწერიც.  ვიდეოფირები ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი, თუმცა რა ინფორმაცია შეიძლება მიიღოს გამოძიებამ, ამ ეტაპზე გაუგებარია. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცის დაკავების მომენტი არც ამ ჩანაწერებში ფიქსირდება. 
წაკითხვა
საია-ს იურისტი - პოლიციის შესახებ კანონით და მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულია, რომ პოლიციელი მოქალაქესთან ურთიერთობის დროს ვალდებულია, სამხრე კამერა ჩართოს
გამოქვეყნებულია: 2017-10-29 17:31:00
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, პოლიციის შესახებ კანონით და მინისტრის ბრძანებით ნათლადაა განსაზღვრული, რომ პოლიციელი მოქალაქესთან ურთიერთობის დროს ვალდებულია ჩართოს სამხრე კამერა.ამის შესახებ ვეფხვაძემ  ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.მისივე თქმით, საეჭვოა ის ფაქტი, რომ ნუცუბიძეზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე პოლიციელებს კამერა ჩართული არ ჰქონდათ. „პოლიციის შესახებ კანონით და მინისტრის ბრძანებით ნათლადაა განსაზღვრული რომ პოლიციელი მოქალაქესთან ურთიერთობის დროს ვალდებულია, მით უფრო როდესაც ადმინისტრაციული დაკავება ხდება, ჩართოს სამხრე კამერა.მეორე საკითხია, რატომ არ იყო სამხრე კამერა ჩართული და ეს გამოძიების დასადგენია. ის, რომ კამერა არ იყო ჩართული უკვე ძალიან ბევრ ეჭვს აჩენს აღნიშნულ საკითხზე. ამიტომ, ჩვენ ხვალ მივმართავთ პროკურატურას, ოჯახთან შეთანხმებით, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე რაც გვჭირდება საქმის მასალების გასაცნობად. ამის შემდეგ შევძლებთ გავარკვიოთ რა საგამოძიებო მოქმედებები აქვს ჩატარებული პროკურატურას და არის თუ არა კანონშესაბამისი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. სამხრე კამერა რომ არ იყო ჩართული
წაკითხვა
სააპელაციო სასამართლომ „ახალი საქართველოს“ სარჩელი არ დააკამყოფილა
გამოქვეყნებულია: 2017-10-29 16:05:00
სააპელაციო სასამართლოსგან უარი მიიღო კიდევ ერთმა საარჩევნო სუბიექტმა. ახალი საქართველოს წარმომადგენლები ხმების გადათვლას და ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების პასუხისგებაში მიცემას ითხოვდნენ. მათი განმარტებით, შემაჯამებელ ოქმში არჩევნების დღეს, პარტიის კანდიდატს რეალურად გაცილებით მეტი ხმა ჰქონდა, ვიდრე შესწორებულ დოკუმენტში აისახა. ისნის საოლქო საარჩევნო კომისიაში კი აცხადებენ, რომ ხმების ხელახალი გადათვლა კანონის ფარგლებში მოხდა. სააპელაციო სასამართლომ, ახალი საქართველოს შემთხვევაშიც, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა. 
წაკითხვა
სააპელაციო სასამართლომ „ლეიბორისტული პარტიის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა
გამოქვეყნებულია: 2017-10-29 16:04:00
სააპელაციო სასამართლომ ლეიბორისტული პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა. შრომის პარტია ისანში, 38-ე უბნიდან მათი წარმომადგენლის გაძევების გამო დავობს. საარჩევნო სუბიექტის წევრები უბანზე ე.წ. კარუსელის მცდელობის შესახებ საუბრობენ. ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს ისნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 
წაკითხვა
ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-29 14:57:00
ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შსს-დან ამოღებული ჩანაწერების დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერას დაფიქსირებული არ აქვს მომხდარი ინციდენტი და დაკავების პროცესი, ჩანაწერში ასახულია მხოლოდ გარდაცვლილი პირის ადმინისტრაციულად დაკავების შემდგომი პერიოდი.ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, მეორე პატრულ-ინსპექტორის განმარტებით, მისი სამსახურებრივი სამხრე კამერა შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს განმუხტული იყო და ინახებოდა დამუხტვის მიზნით ავტომანქანაში, ხსენებულ კამერაზე არ არის ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი.პროკურატურის განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, 25 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ საქართველოს პროკურატურა დამატებით განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოღებული იქნა უშუალოდ ინციდენტის დროს, ადგილზე გამოძახებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის სამხრე კამერებისა და საპატრულო ავტომანქანაზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერები, ასევე დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია, სადაც აღმოჩნდა გარე პერიმეტრის მხოლოდ ერთადერთი ვიდეოკამერა, ამოღებული იქნა შესაბამისი ვიდეოჩანაწერი, თუმცა იგი არ ფარავს პ.პ-ს ადმინისტრაციულად დაკავების ადგილს. შსს-დან ამოღებული ჩანაწერების დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერას დაფიქსირებული არ აქვს მომხდარი ინციდენტი და დაკავების პროცესი, ჩანაწერში ასახულია მხოლოდ გარდაცვლილი პირის ადმინისტრაციულად დაკავების შემდგომი პერიოდი, რაზეც პროკურატურაში გამოკითხვისას პატრულ-ინსპექტორმა განმარტა, რომ ის, სამხრე კამერით უწყვეტად იწერდა კონფლიქტის მონაწილე პირებთან, გ.კ.-სთან და ნ.შ.-სთან გასაუბრებას, რის შემდგომა
წაკითხვა
თბილისის ინტერპოლმა ვისბადენის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა
გამოქვეყნებულია: 2017-10-29 10:45:00
თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო-სამიგრაციო საკონტროლო გამშვები პუნქტი „სარფის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ვისბადენის ინტერპოლის მიერ მიმდინარე წლის იანვრიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი, 1983 წელს დაბადებული ე.ჩ. დააკავეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი ედება ნარკოტიკების შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის მიზნით შენახვას გულისხმობს.უწყების ცნობით, ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
წაკითხვა
პროფკავშირების კულტურის სახლში ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-10-28 16:13:00
 პროფკავშირების კულტურის სახლში დღეს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება გაიმართა. კრება ყოველწლიურია და მის ფარგლებში ასოციაციის ხელმძღვანელები  წევრ ადვოკატებს მიმდინარე წლის ანგარიშს აბარებენ. დღევანდელ შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდნენ ადვოკატთა ასოციაციის ეთიკისა და სარეზერვო კომისიის თავმჯდომარეები. დღევანდელ კრებაზევე 8-წლიანი მოღვაწეობის პერიოდი მიმოიხილა ზაზა ხატიაშვილმა. ზაზა ხატიაშვილს ადვოკატთა ასოციაციის თვმჯდომარეობის ვადა დეკემბერში ეწურება. დეკემბერშივე გაიმართება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის არჩევნებიც.
წაკითხვა
სასამართლომ "დემოკრატიული მოძრაობის" საჩივარი არ დააკმაყოფილა - კახა კუკავას თანაპარტიელი მოსამართლის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-28 16:05:00
გლდანის საარჩევნო ოლქში, ხმების გადათვლასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი სასამართლო პროცესი გაიმართა. "დემოკრატიული მოძრაობის" საჩივარი არც ამჯერად დაკმაყოფილდა. თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატის კახა კუკავას თანაპარტიელი მოსამართლის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. თენგიზ ომანაძის თქმით, გლდანის ორ საარჩევნო უბანზე რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა, კერძოდ გადსწორდა ოქმები და ხმების გადათვლისას "დემოკრატიულ მოძრაობას" ამომრჩეველთა ხმები დააკლდა.
წაკითხვა
გიორგი მღებრიშვილმა სასაზღვრო პოლიციის მფრინავები და თანამშრომლები დააჯილდოვა
გამოქვეყნებულია: 2017-10-28 12:55:00
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის დააჯილდოვა. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის 21 თანამშრომელი სამინისტროს მედლით - „მამაცობისთვის“, ხოლო საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს 4 თანამშრომელი სამინისტროს მედალიონით -„განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ დაჯილდოვდა. დაჯილდოების ცერემონიაზე ნაჩვენები იყო სხვადასხვა რეგიონში გაჩენილი ხანძრის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ განხორციელებული, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ამსახველი ვიდეორგოლი. ღონისძიებას შსს-ს სასაზღვრო პოლიციის დაჯილდოებული თანამშრომლების ოჯახის წევრები დაესწრნენ.
წაკითხვა
“სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი, ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე, შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2017-10-28 12:15:00
“სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა 21 წლის ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის პასუხისმგებლობის საქმეს აყენებს. კუპრავამ, მინისტრის დაკითხვის მოთხოვნით, განცხადება მოამზადა, თუმცა პროკურატურაში უქმე დღის გამო კანცელარია არ მუშაობს და, შესაბამისად, მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა. კუპრავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათამდე მტკიცებულების განადგურების საფრთხე არსებობს, ის განცხადებას მთავარ საგამოძიებო უწყებაში ორშაბათს შეიტანს.  
წაკითხვა
ახალი დეტალები ცენტრ-პოინტის საქმეში - რა განაცხადა „კრწანისი-ვილა-რეზიდენსის“ წარმომადგენელმა „მოამბესთან“ საუბარში
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 20:30:00
,,მოამბისთვის” ცნობილი ხდება რამდენიმე ახალი დეტალი ცენტრ-პოინტის გახმაურებული საქმიდან. ჩვენს ჟურნალისტთან პირველად საუბრობს სამშენებლო კომპანია ,,კრწანისი-ვილა-რეზიდენსის” წარმომადგენელი, რომელიც ცენტრ-პოინტს, მის მიერ ინვესტორად დასახელებულ ,,ემ-კვადრატსა” და ასეულობით დაზარალებულ მოქალაქეს შორის შუამავლის ფუნქციას შეასრულებს. დეველოპერული კომპანია პირობას დებს, რომ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში ყველა დაზარალებულის დაკმაყოფილება მოხდება. თუმცა მრავალწლიან დავაში ახალი შუამავლის გამოჩენა მენაშენეებს შორის კითხვებს და ეჭვებს აჩენს.ამავე თემაზე, იხილეთ ჩართვა „მოამბის“ 18-საათიანი საინფორმაციო გამოშვებიდან.
წაკითხვა
ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმე - ტრაგიკულად დაღუპულის ძმა პატრულის თანამშრომლებს უკანონო ქმედებებში ადანაშაულებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 20:10:00
კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა, სადაც ასევე პატრულის თანამშრომლები ფიგურირებენ. დეპუტატის შვილის, ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე მოწმეების დაკითხვა დაიწყო. დღევანდელ პროცესზე ჩვენება მისცა ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდის ძმამ, რომელმაც პატრულის თანამშრომლები უკანონო ქმედებებში დაადანაშაულა. თავად პატრულის თანამშრომლები ბრალს ამ დრომდე არ აღიარებენ. მათი ადვოკატი რამდენიმე საეჭვო გარემოებაზე საუბრობს და აინტერესებს, იყო თუ არა ბექა ხახუბია ავტოსაგზაო შემთხვევამდე მთაწმინდის საპატრულო პოლიციის მიერ დაკავებული და რა ვითარებაში მოხდა მისი გათავისუფლება. შეგახსენებთ, რომ გორის გვირაბთან ავარია 17 მაისს მოხდა. საგამოძიებო მასალების მიხედვით, ხახუბიას მანქანა იმ ტრაილერს დაეჯახა, რომელიც ახალგაზრდის შესაჩერებლად პატრულის თანამშრომლებმა გვირაბთან ახლოს დააყენეს. პროკურატურა საპატრულო პოლიციის სამ თანამშრომელს გაუფრთხილობლობით სიცოცხლის მოსპობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს. ამავე თემაზე, იხილეთ ჩართვა „მოამბის“ 18-საათიანი საინფორმაციო გამოშვებიდან.
წაკითხვა
რა გახდა პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების მიზეზი - თბილისში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას პროკურატურა, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები სწავლობენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 20:05:00
ამ დრომდე პასუხგაუცემელი რჩება თბილისში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გარშემო დაგროვილი კითხვები. თვენახევარში გახდება ცნობილი, გადაამეტეს თუ არა უფლებამოსილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე 34 წლის მამაკაცის დაკავებას ცდილობდნენ. გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ოჯახი გამოძიების დასრულებამდე დუმს. მმართველი გუნდის ერთ-ერთ წევრზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ შესაძლოა არსებობდეს საქმის მთავარი მტკიცებულება - პატრულის სამხრე კამერების ჩანაწერები. პროკურატურის პარალელურად ტრაგიკულ შემთხვევას სახალხო დამცველი და სამი არასამთავრობო ორგანიზაციაც სწავლობენ.    ამავე თემაზე, იხილეთ ჩართვა „მოამბის“ 18-საათიანი საინფორმაციო გამოშვებიდან.
წაკითხვა
რა გახდა ნუცუბიძეზე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი - ექსპერტიზის დასკვნა, სავარაუდოდ, 45 დღეში გახდება ცნობილი
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 18:22:00
რა გახდა ნუცუბიძის პლატოზე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი. პროკურატურა მიმდინარე გამოძიებაზე კომენტარის გაკეთებას ექსპერტიზის პასუხების მიღებამდე არ აპირებს. საქმე პაატა პავლიაშვილის გარდაცვალებას ეხება. ტრაგიკული შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მოქალაქეს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი აკავებდა.  გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროს რუსთავის განყოფილებაში ჩაუტარდა. რამაც საზოგადოების ნაწილში დამატებითი კითხვის ნიშნები გააჩინა. ხათუნა გაგნიძე თემის დეტალებით.
წაკითხვა
საარჩევნო დავების განხილვა გრძელდება - "ლეიბორისტული პარტიის" სარჩელი მოსამართლემ არ დააკმაყოფილა
განახლებულია: 2017-10-27 18:20:00
ლეიბორისტული პარტიის სარჩელი მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილმა არ დააკმაყოფილა. ადვოკატის განცხადებით გადაწყვეტილება უკანონოა. ლეიბორისტულმა პარტიამ სარჩელი ისნის 5 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე შეიტანა. როგორც პარტიაში აცხადებდნენ, 38 უბნიდან დამკვირვებლის გამოძევება მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ მან ე.წ. კარუსელის ფაქტი დააფიქსირა. პარტია ხელახალ გადათვლას ითხოვდა. მოპასუხე მხარე კი აცხადებდა, რომ არჩევნებზე ხმების გაყალბებას ადგილი არ ჰქონია, მოთხოვნა კი უსაფუძვლოა.
წაკითხვა
ბექა ხახუბიას საქმეში ბრალდებული პოლიციელები ბრალს არ აღიარებენ - დაღუპულის ძმა კი მომხდარში სამართალდამცავებს ადანაშაულებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 18:14:00
დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილის დაღუპვის ფაქტზე მორიგი სასამართლო გაიმართა გორში. პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა. მათ შორის დაღუპულის ძმა, რომელიც მომხდარში სამართალდამცავების ბრალეულობაზე საუბრობს. საპატრულო პოლიციის ბრალდებული ყოფილი თანამშრომლები თავს უდანაშაულოდ აცხადებენ. მათი ადვოკატის განცხადებით, ქალაქ გორის საავტომობილო გვირაბთან მომხდარ ავარიამდე, ხახუბია თბილისში მთაწმინდის რაიონის პოლიციას ჰყავდა დაკავებული. უფლებადამცველს აინტერესებს, რა გარემოებაში მოხდა დაკავებულის გათავისუფლება.  ნინო ფისაძე დეტალებით.
წაკითხვა
მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში რჩება - თამაზ მეჭიაური თიანეთის მერის არჩევნებს ერთი ხმით იგებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 18:12:00
მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში რჩება. თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც თემის მერის არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა, გაუქმებულია. თიანეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ერთი ხმის უპირატესობით თამაზ მეჭიაური იგებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ სააპელაციო ინსტანციამ მიიღო. ნათია ქენქაძე დაესწრო პროცესს.
წაკითხვა
სააპელაციო სასამართლომ თამაზ მეჭიაურთან დაკავშირებით მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა (ვიდეო)
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 16:51:00
თბილისის სააპელაციო სასამართლომ მცხეთის რაიონული  სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის მიხედვითაც თიანეთის ოლქში მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა გაიმარჯვა.მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას თამაზ მეჭიაურის კონკურენტი, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი ასაჩივრებდა.მცხეთის სასამართლომ 25 ოქტომბერს გააუქმა თიანეთის მე-19 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გაბათილებული ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა. შესაბამისად, ძალაში დარჩა პირვანდელი მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც, თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს. ლელა ქიტესაშვილს სააპელაციოში სწორედ ეს გადაწყვეტილება ქონდა გასაჩივრებული.
წაკითხვა
სააპელაციო სასამართლომ ივანე მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 16:40:00
თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად ძალაში დატოვა 2017 წლის 03 მაისის ,,აკურას“ ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტზე ივანე მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს."სასამართლოს მიერ დადასტურებულია, რომ ივანე მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის ორგანიზებით, მოქალაქეებს თეიმურაზ მეგრელიშვილს და ნოდარ მოდებაძეს იძულებით დაათმობინეს თელავში მდებარე ,,აკურას“ ღვინის ქარხანა, კერძოდ: 2004 წლის ივლისში, საქართველოს გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის და საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ივანე მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, ქ.ბათუმში, იმდროინდელი აჭარის ა.რ. უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში შედგა თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ სამართალდამცავი სტრუქტურის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები.თათბირზე, მერაბიშვილი და ადეიშვილი ისმენდნენ თუ როგორ მიმდინარეობდა სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ ლიკვიდაციის პროცესი, მათ მიაჩნდათ, რომ ხსენებული ბანკი და ამ ბანკის აქციონერები  აჭარის წინამორბედი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან იყვნენ დაკავშირებულნი, რის გამოც აუცილებელი იყო  ბანკის  მიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაცემული კრედიტები მოკლე ვადიან პერიოდში უკან დაბრუნებულიყო, რათა სწრაფად მომხდარიყო ბანკის ლიკვიდაცია, ეს თანხები გადარიცხულიყო  მერაბიშვილის და ადეიშვილის მიერ დასახელებულ ანგარიშებზე და მათზე წვდომა არ ჰქონოდათ ბანკის აქციონერებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მსესხებელი ვერ შეძლებდა კრედიტის უკან დაბრუნებას, მაშინ მათგან უნდა მოეთხოვათ სახელმწიფოს სასარგებლოდ იმ უძრავ/მოძრავი ქონების დათმობა, რომლის შესაძენადაც გახარჯული ჰქონდათ ბანკიდან აღებული სესხი.ამ დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, 2004 წლის ზაფხულში, აჭარის ა/რ პროკურორს გივი პაპუაშვილს უშიშროების სამსახურიდან და ეროვნული ბანკიდან მიაწოდეს ცნობები და სია დასაბარებელი კრედიტორების და ჩამოსართმევი ქონებების თაობაზე, რომელთა შორის შედიოდა თელავში მდებარე „აკურას“ ღვინის ქარხანაც.გივი პაპუაშვილმა, აჭარის ა.რ. პროკურატურაში დაიბარა „აკურას“ ღვინის ქარხნის მეპატრონეები, შპს „რთველი XXI“-ს დამფუძნებლები თეიმურაზ მეგრელიშვილი, ნოდარ მოდებაძე და დირექტორი ვახტანგ ჩახვაძე, რომელთაც სს „საქართველოს საზღვაო ბანკი“-დან აღებული ჰქონდათ 2 600 000 ლარამდე ოდენობის სესხი, რითაც შეიძინეს ,,აკურას“ ღვინის ქარხნის აქციების 89.060%, განახორციელეს ღვინის ქარ
წაკითხვა