საზოგადოებრივი
104.5 FM
ინციდენტი გალის რაიონში
გამოქვეყნებულია: 2009-01-03 12:53:36
ინციდენტი მოხდა გალის რაიონში. სოფელ ნაბაკევის ტერიტორიაზე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლულია 40 წლის ემზარ ჭკადუა, რომელიც 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომში იბრძოდა და ამის გამო არა ერთი აფხაზური ჯილდოს მფლობელი იყო. ინციდენტი შვერმიკის უბანში, ამ სოფელში დისლოცირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებს შორის მოხდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ სამხედროებს შორის დაწყებული შელაპარაკება მოგვიანებით სროლაში გადაიზარდა. მოკლული ჭკადუას გარდა, დაჭრილია კიდევ რამდენიმე აფხაზი ჯარისკაცი. ამ ფაქტის მიჩქმალვას ცდილობდა სეპარატისტული რეჟიმი, თუმცა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ბედიაში, საიდანაც ჭკადუა იყო, მოსახლეობამ ამ ფაქტის შესახებ სწორედ სამხედრო მოსამსახურეებისგან შეიტყო.
წაკითხვა
"სახალხო ბანკის" ფილიალის დაყაჩაღება სცადეს
გამოქვეყნებულია: 2008-12-31 12:33:46
"სახალხო ბანკის" დაყაჩაღების მცდელობა ეჭვმიტანილებისთვის წარუმატებლად დასრულდა. ორი ნიღბიანი დაახლოებით 10:00 საათისთვის ბანკში შეიჭრა, თუმცა დაცვის სამსახურმა საპატრულო პოლიციის გამოძახება მოასწრო. სამართალდამცავების მისვლის შემდეგ ეჭვმიტანილები მიიმალენ. ადგილზე რამდენიმე გასროლაც მოხდა, თუმცა ინციდენტი მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ეჭვმიტანილებმა ფულის წაღება ვერ მოახერხეს. ისინი ძებნაში არიან. კომენტარები გამოძიების დასრულებამდე არ კეთდება.
წაკითხვა
”ახალი მემარჯვენეები” ხელისუფლებას ადანაშაულებენ
გამოქვეყნებულია: 2008-12-30 17:02:55
პოლიტიკური გაერთიანება ”ახალი მემარჯვენეები” ხელისუფლებას კერძო მეწარმეების მიმართ ტერორსა და რეპრესიებში ადანაშაულებენ. ამასთან დაკავშირებით პარტიის წევრმა მანანა ნაჭყებიამ პრესკონფერენცია გამართა. მან მაგალითად ”ორთაჭალჰესი” მოიყვანა. კომპანია მეპატრონეს 1994 წლიდან 25– წლიანი იჯარით ჰქონდა შესყიდული და მას ვადა 2019 წელს გასდის. კომპანია ხელისუფლებამ მესაკუთრის დაუკითხავად 25 მილიონ დოლარად გაყიდა. ”ორთაჭალჰესის” ყოფილი მეპატრონის სასამართლოში ჩივილი უშედეგოდ დამთავრდა.
წაკითხვა
გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში ავტომანქანებსა და სამგზავრო ავტობუსებს ძარცვავენ
გამოქვეყნებულია: 2008-12-30 16:32:45
გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში – ნაბაკევში, გაგიდაში, ფიჩორსა და ბარღებში ავტომანქანებსა და სამგზავრო ავტობუსებს ძარცვავენ. დაზარალებულები, რომლებმაც ზუგდიდის ტერიტორიაზე გადმოსვლა შეძლეს, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებიან. ისინი აცხადებენ, რომ მათ შეიარაღებულმა ბანდიტებმა წაართვეს როგორც თანხა და ძვირფასეულობა, ასევე საახალწლოდ შეძენილი და გასაყიდი პროდუქტები. რამდენიმე მანქანა დაცხრილულია. ბოლო კვირის განმავლობაში გალის რაიონში ქართული მოსახლეობის დაყაჩაღების უკვე 15 ფაქტია დაფიქსირებული.
წაკითხვა
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა გარემოს დაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი დააკავა
გამოქვეყნებულია: 2008-12-29 16:50:47
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა გარემოს დაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი შოთა გვენცაძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. იგი ერთ–ერთი ხე–ტყის გადამამუშავებელი საწარმოს დირექტორს დარეჯან გვიჭიანს საწარმოში რევიზია–ინვენტარიზაციაში დახმარებისათვის ქრთამის სახით 50 000 ლარს სძალავდა.
წაკითხვა
ქურდული სამყაროს წევრობისთვის ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2008-12-26 16:41:26
ქურდული სამყაროს წევრობისთვის, ორგანიზებული ჯგუფის 4 წევრს, ძმებს ბექა და ბერდია ბალახაძეებს, მევლუდ შუშიაშვილსა და შალვა კუხიანიძეს, სავარაუდოდ, უახლოესი 8 წლის გატარება ციხეში მოუწევთ. კრიმინალურმა პოლიციამ ორგანიზებული ჯგუფის წევრები ეგრეთ წოდებული ქურდული "საერთოს" შეგროვების გამო დააკავა. პირადი ჩხრეკისას მათ ”კობრა მაგნიუმის” ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა და საბრძოლო ვაზნები აღმოაჩნდათ. დაკავებულებს ბრალი იარაღის უკანონო შენახვა–ტარებისთვის და ქურდული სამყაროს წევრობისთვის წაუყენეს. საქმეს კრიმინალური პოლიცია იძიებს, დაკავებულები ბრალს აღიარებენ.
წაკითხვა
ყაჩაღობა ნაბაკევში
გამოქვეყნებულია: 2008-12-24 12:41:34
ყაჩაღობა მოხდა გვიან ღამით გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ოთხი ნიღბიანი პირი თავს დაესხა ვახტანგ ლაცუზბაიას, რომელიც ზუგდიდის მიმართულებით ავტომანქანით მოძრაობდა. მას ცეცხლი გაუხსნეს და აიძულეს მანქანა გაეჩერებინა. ვახტანგ ლაცუზბაიას თან ჰქონდა დაახლოებით 3 000 ლარი, რომელიც თავდამსხმელებმა წაართვეს, შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ და მიიმალნენ. დაზარალებულს მარცხენა ხელში ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მიღებული, მისი მაქნანა კი განადგურებულია. ლაცუზბაია ზუგდიდის საავადმყოფოშია მოთავსებული.
წაკითხვა
დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში ეჭვმიტანილები დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2008-12-23 16:55:29
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში ეჭვმიტანილები დააკავეს. შოთა მაცაბერიძე, გელა გიგაშვილი და კირილე თორაძე 23 ნოემბერს ქალთა და არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან შეწყალებით გათავისუფლებულ სოფიო ასათიანს ჯერ 15000, ხოლო შემდეგ 10000 დოლარს სძალავდნენ. გამოძალვაში ასევე ეჭვმიტანილია შეწყალების კომისიის წევრი ოთარ ხურციძე, რომელიც ამჟამად გამოძიებას ემალება.
წაკითხვა
ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2008-12-23 16:52:51
შიდა ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა ტაქსის მძღოლის, 48 წლის ელიზბარ შეჩერბიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს. ალექსანდრე კაციაშვილმა და გულვერდი ყორბესაშვილმა დანაშაული აღიარეს. მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ბრალდებულებს ოც წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
წაკითხვა
ხუთი დღის წინ დაკარგული ედუარდ შჩერბინის ცხედარი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2008-12-22 17:27:56
კასპში ხუთი დღის წინ დაკარგული 61 წლის ედუარდ შჩერბინი სამართალდამცავებმა გომის ხიდთან მდინარე მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს. შჩერბინი ტაქსის მძღოლი იყო და მას 17 დეკემბერს ორმა უცხო პირმა გომში წაყვანა სთხოვა, საიდანაც მისი კვალი დაიკარგა. სამართალდამცავებმა გარდაცვლილის ავტომანქანა სოფელ კავთისხევში იპოვეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი სამართალდამცავებმა დააკავეს. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, მკვლელობის მიზეზი შესაძლოა ფულის გამოძალვა ყოფილიყო, თუმცა როგორც ირკვევა, ედუარდ შჩერბინს თან მხოლოდ 7 ლარი ჰქონდა.
წაკითხვა
ბანკომატების ძარცვაში ეჭვმიტანილები დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2008-12-22 16:38:37
სამართალდამცავებმა "თი-ბი-სი ბანკის" ბანკომატების ძარცვაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა ათიათასობით ლარი გაიტაცეს. გთავაზობთ ვიდეომასალას.
წაკითხვა
მკვლელობა ახალსოფელში
გამოქვეყნებულია: 2008-12-19 17:22:25
მკვლელობა ოთხი ძროხის გამო. ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში დავით იარაგოვი აწამეს და მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. 34 წლის თენგიზ ცოკიაშვილმა იარაგოვი საქონლის მოპარვაში დაადანაშაულა, რასაც ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა. ინციდენტი მკვლელობით დასრულდა. დაკავებული დანაშაულს აღიარებს, მის წინააღმდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი მას 20 წლით ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
წაკითხვა
"სახალხო ბანკის" ჩუღურეთის ფილიალს თავს დაესხნენ
გამოქვეყნებულია: 2008-12-17 16:35:41
ამ დრომდე გაუხსნელია "სახალხო ბანკის" ჩუღურეთის ფილიალზე თავდასხმა. ბანკში ორი შეიარაღებული პირი დღეს დილით დაახლოებით 07:30 საათზე შეიჭრა. ამ დროისთვის ინკასაციის სამსახურს ბანკში თანხა უკვე შეტანილი ჰქონდა. თვითმხილველების განცხადებით, შენობაში ექვსი თანამშრომელი იმყოფებოდა. ნიღბიანმა მძარცველებმა იარაღის მუქარით 65 000 ლარზე მეტი თანხა გაიტაცეს. სამართალდამცავებმა უკვე ამოიღეს უსაფრთხოების კამერით დაფიქსირებული მასალა და დაკითხეს ბანკის თანამშრომლები. ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები ჩაატარეს კრიმინალისტებმაც. ამ დროისთვის "სახალხო ბანკის" ჩუღურეთის ფილიალი დალუქულია. საქმეს კრიმინალური პოლიცია იძიებს. მათი განცხადებით, გამოძიებას უკვე ჰყავს სავარაუდო ეჭვმიტანილები.
წაკითხვა
ისანი-სამგორის პოლიციის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2008-12-16 12:48:27
გენერალური ინსპექციისა და ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს მიერ ერთობლივად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ნარკოტიკული საშუალება "ჰერიონის" უკანონოდ შეძენა, შენახვა, რეალიზაციის ფაქტზე ისანი-სამგორის პოლიციის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გივი ბობოხიძე დააკავეს. მას პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება "ჰეროინი". ბობოხიძესთან ერთად დაკავებულია რეალიზატორი ივანე გურაშვილი, ეჭვმიტანილმა ბრალი აღიარა. გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია.
წაკითხვა
კავსაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტი გახსნილია
გამოქვეყნებულია: 2008-12-06 13:49:28
კავსაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტი გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი გიორგი შხვაცაბაია დააკავეს. აფთიაქის დაყაჩაღების მცდელობას რამდენიმე დღის წინ შემთხვევითი მსხვერპლი მოჰყვა. კავსაძის ქუჩაზე პოლიციასა და ეჭვიმატანილ გიორგი შხვაცაბაიას შორის ორმხრივ სროლას ქუჩაში გამვლელი ირაკლი ბერულავა ემსხვერპლა. დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.
წაკითხვა
გალის რაიონის სოფელ სიდაში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2008-12-05 13:01:00
გალის რაიონის სოფელ სიდაში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გარდაცვლილი ხონის საპყრობილედან გაქცეული პატიმარია. სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელ პაატა შამუგიას განცხადებით, დიმიტრი გამისონია ქართულ-აფხაზური ყაჩაღური დაჯგუფების წევრი იყო და ერთ-ერთი გარჩევისას მოკლეს.
წაკითხვა
კავსაძის ქუჩაზე აფთიაქის დაყაჩაღების მცდელობა მსხვერპლით დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2008-12-04 16:39:13
კავსაძის ქუჩაზე აფთიაქის დაყაჩაღების მცდელობა შემთხვევითი მსხვერპლით დასრულდა. ირაკლი ბერულავა კავსაძის ქუჩაზე, კაფე „დელ მარში“ მუშაობდა. სამსახურიდან გამოსვლისას ის ორმხრივ სროლაში მოყვა. ჯერჯერობით უცნობი პირი აფთიაქიდან ფულის გამოძალვას ცდილობდა, თუმცა მან თანხის წაღება ვერ მოახერხა. აფთიაქის თანამშრომლებმა სამართალდამცავი ორგანოები გამოიძახეს, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ეჭვმიტანილი ამ დრომდე დაკავებული არ არის. დაღუპულ ირაკლი ბერულავას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
წაკითხვა
ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2008-12-04 12:52:52
განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა-შეძენა-რეალიზაციის ფაქტზე გენერალურმა ინსპექციამ ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომელი, მაიორი გოჩა ბულაშვილი დააკავა. დაკავებულს ჩხრეკისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი". მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
წაკითხვა
სოფელ ოფშკვითში 35 წლის მამაკაცი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს
გამოქვეყნებულია: 2008-11-27 15:53:58
წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში 35 წლის მამაკაცი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. იური გაბუნიას გვამი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. წინასწარი მონაცემებით, იგი თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმის შედეგადაა მოკლული. ოჯახის წევრების თქმით, ოჯახის უფროსი მწვანილის გასაყიდად 21 ნოემბერს წავიდა და სახლში მას შემდეგ არ დაბრუნებულა. ერთ-ერთი ვერსიით, მას ბოროტმოქმედები ბაზრიდან გამოყვნენ და ნავაჭრი თანხა წაართვეს. თუმცა ოჯახის წევრები ძარცვის მიზნით მკვლელობას გამორიცხავენ, რადგან ამბობენ, რომ მწვანილი, რომელიც იური გაბუნიამ გასაყიდად წაიღო, სულ 22 ლარის იყო.
წაკითხვა
ყალბი მონეტების დამზადება–რეალიზაციის ფაქტზე ჩინეთის მოქალაქე დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2008-11-27 15:46:36
ყალბი ლითონის მონეტების დამზადება–რეალიზაციის ფაქტზე ჩინეთის მოქალაქე დააკავეს. 29 წლის ვან ძიე ჭუ ყალბი ლარიანების გასაღების ბრალდებით თბილისში საკუთარ ჩინურ მაღაზიაში აიყვანეს. ავტომანქანის, მაღაზიისა და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ამოღებულია ყალბი ერთლარიანი ლითონის მონეტები 12 000 ლარის ოდენობით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჩინეთის მოქალაქეს 7-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ვან ძიე ჭუ საქართველოს კანონმდებლობით გასამართლდება.
წაკითხვა