საზოგადოებრივი
104.5 FM
6 ნოემბრიდან „მოამბე“ ახალი დროითა და ფორმატით გავა ეთერში
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 14:37:00
პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“ 6 ნოემბრიდან ახალი დროითა და ფორმატით გავა ეთერში.„მოამბის“ ნახვა მაყურებელს პირდაპირ ეთერში ყოველდღე, დღეში ხუთჯერ - 09:00, 12:00, 15:00, 18:00-სა და 21:00 საათზე შეუძლია.„მოამბის“ გუნდი 15 და 30-წუთიან გამოშვებებში შემოგთავაზებთ სტანდარტის შესაბამისად გადამოწმებულ, სანდო და მრავალფეროვან ინფორმაციას.საღამოს მთავარი გამოშვება „მოამბე 21:00 საათზე“ საღამოს საინფორმაციო ტელეჟურნალია, სადაც მიმდინარე ახალ ამბებთან ერთად, რამდენიმე მნიშვნელოვან, აქტუალურ, კარგად დამუშავებულ და ყველა შესაძლო კონტექსტიდან დანახულ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.
წაკითხვა
„ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ - ბორჯომში პირველი არხის ახალი პროექტის მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 15:28:00
პირველი არხის ახალი პროექტის „ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი ბორჯომში მიმდინარეობს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან დაახლოებით 50-მდე ბავშვმა გაიარა რეგისტრაცია. მეექვსე კლასელთა შესარჩევი კონკურსი საქართველოს მასშტაბით იმართება, შემდეგი ქასტინგი კი 7 ნოემბერს, დუშეთში გაიმართება.„ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი" ამერიკული კომპანია „მეტრო გოლდენ მაიერის" პროექტია, რომელიც 55 ქვეყანაში განხორციელდა და ყველგან დიდი პოპულარობა მოიპოვა.
წაკითხვა
პროფესიულ სტანდარტებთან შეუსაბამო მასალის გავრცელებისთვის რადიო „თავისუფლება“ პირველ არხს ბოდიშს უხდის
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 12:42:00
მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს, რადიო „თავისუფლების“ აზერბაიჯანულმა სამსახურმა, შემდეგ კი, რამდენიმე აზერბაიჯანულმა მედიასაშუალებამ, გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს 26 ოქტომბერს გარდაბანში მოხდა დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობას, კერძოდ სვანებსა და აზერბაიჯანელებს შორის. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ადგილზე ჩავიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.ინფორმაციის წყაროდ რადიო „თავისუფლების“ აზერბაიჯანულ სამსახურს მითითებული ჰქონდა პირველი არხი, კერძოდ „მოამბის“ სიუჟეტი, სადაც 2014 წლის მაისში მომხდარ ფაქტზეა საუბარი. პირველი არხის ხელმძღვანელობა დაუკავშირდა რადიო “თავისუფლების“ აზერბაიჯანულ სამსახურს, აზერბაიჯანულ მედიასაშუალებებს და განუმარტა, რომ პირველ არხს 2017 წლის 26 ოქტომბერს მსგავსი ინფორმაცია არ გაუვრცელებია და "მოამბის" სიუჟეტი, რომელიც ინფორმაციის წყაროდ არის მითითებული, 2014 წლის მაისშია მომზადებული. მიმართვის შემდეგ, აზერბაიჯანულმა მედიასაშუალებებმა, მათ შორის რადიო “თავისუფლებამ", ინფორმაცია საიტებიდან მოხსნეს და შესაბამისი განმარტებებიც გააკეთეს. ამასთან, ერთ-ერთმა აზერბაიჯანულმა მედიასაშუალებამ, რომელმაც ასევე გაავრცელა რადიო „თავისუფლების“ მასალა, ინფორმაციის საიტიდან აღების შემდეგ ხაზი გაუსვა, რომ გარდაბნის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტს დაემთხვა.  რადიო „თავისუფლების“ აზერბაიჯანული სამსახურის ვებგვერდზე განთავსდა შესაბამისი განმარტება, რომელშიც აღნიშნულია, რომ რადიო „თავისუფლება“ აღიარებს შეცდომას, არასწორი ინტერპრეტაციისთვის მომხმარებლებსა და პარტნიორებს ბოდიშს უხდის და გადადგამს საჭირო ნაბიჯებს, რათა მსგავსი შეცდომა მომავალში არ განმეორდეს.„30 ოქტომბერს რადიო „თავისუფლების“ ს
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის პრინციპები და დამოუკიდებლობის საკითხი - მსჯელობა პარლამენტში
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 20:17:00
საზოგადოებრივ მაუწყებელზე მსჯელობდნენ დღეს პარლამენტში. განხილვის საგანი იყო მაუწყებლის მუშაობის პრინციპები და დამოუკიდებლობის საკითხი. დისკუსია მოეწყო მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი იმ ცვლილებების გარშემოც, რომელიც მაუწყებლის ეთერში კომერციული რეკლამის განთავსებას, სპონსორობას და შესყიდვებს ეხება. კანონპროექტის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ინტელექტუალური პროდუქტის შესყიდვის დროს გადამწყვეტი არა ფასი, არამედ ხარისხი უნდა იყოს. ცვლილებების მიმართ ცალსახად დადებითი აქვს ევროპის მაუწყებელთა კავშირს, რომლის წარმომადგენლებიც თბილისში არიან. საკომიტეტო განხილვის დროს დელეგაციის წევრებმა ვრცლად ისაუბრეს, რატომ არის საკანონმდებლო ცვლილებები საჭირო. 
წაკითხვა
ბორის ბერგანტი - საზოგადოებრივ მაუწყებელს მცირე რაოდენობის კომერციული რეკლამის უფლებას თუ მივცემთ, ეს არავის დააზარალებს, არამედ უფრო ძლიერს გახდის მაუწყებელს
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 19:24:00
საქართველოს პარლამენტში ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ მაუწყებლობის შესახებ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, ხაზი გავუსვით, რომ ყველა ცვლილება საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის გაზრდისა და ფინანსური მდგრადობისკენ არის მიმართული, - ამის შესახებ ევროპის მაუწყებელთა კავშირის კონსულტანტმა და ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ბორის ბერგანტმა პირველ არხს განუცხადა. მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებით საზოგადოებრივ მაუწყებელს ექნება საკმაოდ კარგი შესაძლებლობა, რომ უფრო მეტად წავიდეს წინ და ხელი შეუწყოს დემოკრატიის განვითარებას. „ეს ცოცხალი პროცესია და არ დასრულდება ერთი ან რამდენიმე ცვლილებით. ვფიქრობ, გარკვეულ შეთანხმებამდე მივედით და ამ ცვლილებებით საზოგადოებრივ მაუწყებელს ექნება საკმაოდ კარგი შესაძლებლობა, რომ უფრო მეტად წავიდეს წინ და ხელი შეუწყოს დემოკრატიის განვითარებას. საზოგადოებრივი მაუწყებელი კონტენტს აწარმოებს, ეს კრეატიული, შემოქმედებითი საქმიანობაა, სხვა დანარჩენი დამხმარე პროცესია. ეს არის ინტელექტუალური კრეატიულობა და არ შეიძლება, ფულით გაიზომოს. საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, რომ პროფესიულად გადაწყვიტოს, რომელი კონტენტი და ნამუშევარი იყიდოს. ვფიქრობ, ფინანსური სტაბილურობიდან გამომდინარე, აუცილებელია, მაუწყებელს ჰქონდეს კომერციული რეკლამის უფლება. საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ კომერციული რეკლამა მაუწყებლისთვის აუცილებელია. უნდა გამოინახოს სხვადასხვა გზა, რომ შემოსავლების კომბინირება მოხდეს არა მარტო ბიუჯეტიდან, არამედ სხვა საშუალებებიდან. საზოგადოებრივ მაუწყებელს მცირე რაოდენობის კომერციული რეკლამის უფლებას თუ მივცემთ, ეს არავის დააზარალებს, არამედ უფრო ძლიერს გახდის მაუწყებელს და არავითარ შემთხვევაში არ დააზიანებს სარეკლამო ბაზარს. პირიქით, მცირე კომერციული რეკლამა საზოგადოებაში მაუწყებლის სახელს გაზრდის - აუცილებლად მოიძებნება ისეთი კომპანიები, რომლებიც დაინტერესდებიან და კომერციულ რეკლამას არა კომერციულ ტელევიზიაში, არამედ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიიტანენ. ეს კი იქნება იმის საზომი, რამდენად პოპულარული და ღირებულია საზოგადოებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ამიტომ კომერციული რეკლამა საზიანო კი არა, პირიქით, უპირატესობაა“, - განაცხადა ბორის ბერგანტმა.საქართველოში ევროპის მაუწყებელთა კავშ
წაკითხვა
კონკურსში „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“ პირველი არხისა და „რადიო 1“-ის ჟურნალისტებმა ეკატერინე კოპალიანმა, ნათია არველაძემ და მანანა დევაძემ გაიმარჯვეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 19:03:00
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს კონკურსის „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე" გამარჯვებული ჟურნალისტები დააჯილდოვა, რომლებმაც 2017 წელს საკონსტიტუციო საკითხებზე მასალები მოამზადეს. საუკეთესო სატელევიზიო ნაშრომის კატეგორიაში პირველ ადგილზე პირველი არხის ჟურნალისტი ეკატერინე კოპალიანი გავიდა, ხოლო მეორე ადგილი „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა სოფო ზურაბიანმა დაიკავა.საუკეთესო რადიოსიუჟეტის კატეგორიაში, პირველი ადგილი „რადიო 1“-ის ჟურნალისტმა ნათია არველაძემ დაიკავა, ხოლო მეორე ადგილზე ასევე „რადიო 1“-ის ჟურნალისტი მანანა დევაძე გავიდა.საუკეთესო ელექტრონული ნაშრომის კატეგორიაში პირველ ადგილზე რუსუდან მაჩაიძე, ხოლო მეორეზე მანანა ვარდიაშვილი გავიდა. რაც შეეხება საუკეთესო საგაზეთო ნაშრომებს, პირველი ადგილი ლელა დუმბაძემ, ხოლო მეორე ადგილი თიკო ოსმანოვამ დაიკავა.ხუთწევრიანმა ჟიურიმ ჟურნალისტების საუკეთესო ნაშრომები სატელევიზიო, რადიო, ბეჭდური და ელექტრონული მედიის პლატფორმიდან შეარჩია. მათი ნაწილი ფულადი პრიზებით, ნაწილი კი სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდა. ჟიურიმ შემდეგი კრიტერიუმებით იხელმძღვანელა - საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხის სიღრმისეულად გაშუქება; საკითხის ობიექტურად გაშუქება, გადმოცემის სიმარტივე, საკითხზე ჟურნალისტის კომპეტენტურობა. მონაწილეები კი შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ: საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი, საუკეთესო რადიო სიუჟეტი, საუკეთ
წაკითხვა
რადკა ბეთჩევა - საზოგადოებრივი მაუწყებლის საკანონმდებლო ინიციატივა მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და თავად მაუწყებლისთვის
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 17:17:00
საქართველოში ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) დელეგაცია იმყოფება, რომელმაც საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებში შეხვედრები გამართა. ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლებმა პარლამენტის წევრებს გააცნეს ის საერთაშორისო გამოცდილება, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებლები ხელმძღვანელობენ. როგორც ევროპის მაუწყებელთა კავშირის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა რადკა ბეთჩევამ განაცხადა, პარლამენტის წევრებთან შეხვედრებზე ისაუბრეს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, ორგანიზაციის მართვის წესზე, შესყიდვების პროცედურებსა და რეკლამაზე. „პარლამენტში საკმაოდ ცოცხალი დისკუსიები გაიმართა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობასთან დაკავშირებით. საერთაშორისო გამოცდილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლებისთვის კომერციული რეკლამისთვის 12 წუთია დაშვებული, მაშინ როცა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ სამ წუთს ითხოვს და ისიც - არა პრაიმტაიმში.აღსანიშნავია, რომ აუცილებელი არ არის, ინტელექტუალური საკუთრების შესყიდვა მოხდეს კონკურსის საფუძველზე, თუმცა მატერიალური ქონების შეძენისას ეს აუცილებელია. ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ არჩევანი გააკეთოს არა ფასის, არამედ შინაარსისა და ხარისხის გათვალისწინებით. ინტელექტუალური საკუთრების შესყიდვის გაკონტროლებაც უნდა მოხდეს და შესაძლებელიც არის, ვინაიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვიურად აქვეყნებს ანგარიშს, რომელშიც თითოეული თეთრის ხარჯვა არის დასაბუთებული. გარდა ამისა, ინტელექტუალური საკუთრების შესყიდვა კონტროლდება შიდა და გარე აუდიტის მეშვეობით. საზოგადოებრივი მაუწყებელი სახალხო ფულით ფინანსდება და ის ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე. მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ირჩევს და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. აქედან გამომდინარე, სამეურვეო საბჭოს მეშვეობით კონტროლდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური მდგომარეობა. საერ
წაკითხვა
ევროკავშირი ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 16:11:00
ევროკავშირი ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს. „მშვიდობის პრიზი“ იმ გამარჯვებულ ჟურნალისტსებს გადაეცემათ, რომლებიც სამაუწყებლო, ბეჭდურ, რადიო, ონლაინ ან ფოტო ჟურნალისტიკაში საქმიანობენ და თავიანთი ნამუშევრებით კონფლიქტის რეგიონებში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას უწყობენ ხელს. ნამუშევრების შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი დაბალანსებული და პროფესიული სტანდარტები იქნება. ჟიური აგრეთვე დააკვირდება იმას, თუ რა გავლენა მოახდინა ნამუშევარმა გამოქვეყნების შემდეგ.პროექტის სპეციალური პრიზის მოპოვების შემთხვევაში ერთ გამარჯვებულ ჟურნალისტს საშუალება ექნება ერთთვიანი პროფესიული მივლინებით ლონდონში, „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“ გაემგზავრებოს. საამისოდ ევროკავშირს გამარჯვებულისთვის 5000 ევრო აქვს გამოყოფილი. ნამუშევრების მთავარი დათქმა ისაა, რომ მასალა 2016 წლის 31 ოქტომბრიდან 2017 წლის პირველ ნოემბრამდე უნდა იყოს მომზადებული.„მშვიდობის პრიზი“ ევროკავშირის 7 პრიზიდან ერთ-ერთია, რომელსაც ორგანიზაცია ჟურნალისტებს გადასცემს. ამ შემთხვევაში კონკურსი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფრთის ქვეშ ცხადდება, რომლის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან, ერიკ ჰუგთან „მოამბემ“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.„ჩვენი მიზანი კონფლიქტის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტების წახალისებაა. ეს ინიციატივა ჩვენი მანდატის ნაწილიცაა, რადგან ჩვენ ორიენტირებულები ვართ ნდობის აღდგენაზე. „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან“ (IWPR) ერთად ჩვენ ყოველწლიურად ვთანამშრომლობთ, ვაკვირდებით ჟურნალისტების ინტერესს და ვარჩევთ გამარჯვებულს, რომელიც ერთთვიანი პროგრამით ლონდონში, „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“ გაემგზავრება. ნამუშევრების მიღების ბოლო ვად პირველი ნოემბერია, ასე რომ დაინტერესებულებს ჯერ კიდევ აქვთ დრო. ჩვენ კი საუკეთესო მათგანს შევარჩევთ“,- აღნიშნა EUMM-ის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ერიკ ჰუგმა.EUMM-ის მშვიდობის პრიზი ამ დროისთვის 4 ჟურნალისტს აქვს მოპოვებული. ერიკ ჰუგის თქმით, საშუალოდ კონკურსში 30 ადამიანი მონაწილეობს, ყველაზე დიდი მაჩვენებელი კი 43 დაინტერესებული ჟურნალისტი იყო. ორგანიზატორებისთვის ნამუშევრების მიწოდება ფოსტით, ელ-ფოსტით ან მისიის ოფისში მიტანითაა შესაძლებელი. ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ წლევანდელ კონკურსში მონაწილე ჟურნალისტების რაოდენობა და ნამუშევრების ხარისხი უფრო მეტად გაიზრდება.
წაკითხვა
სასამართლომ „რუსთავი 2“-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ დავალიანების გადახდა დააკისრა
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 15:04:00
სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ დავალიანების გადახდა დააკისრა. მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის სარჩელი. მოსამართლემ მოპასუხე მხარეს „რუსთავი 2“-ს საზოგადოებრივ მაუწყებელთან სხვადასხვა დროს გაფორმებული ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ძირითადი დავალიანების გადახდა სრულად დააკისრა. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, დააკისრა მისი გადახდა, განაკვეთი შეამცირა და მისი ოდენობა განსაზღვრა 0,07 %-ით. სამოქალაქო სარჩელით საზოგადოებრივი მაუწყებელი ითხოვდა, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს დაეფარა სხვადასხვა ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ძირითადი დავალიანება და დარიცხული პირგასამტეხლო. საუბარია 2004 წლიდან საზოგადოებრივ მაუწყებელსა და „რუსთავი 2“-ს შორის გაფორმებულ სხვადასხვა ხელშეკრულებაზე, მათ შორის, საიჯარო და სატელიტური სიგნალით მომსახურებაზე. ასევე საარქივო მომსახურების ხელშეკრულებასა და სუბლიცენზიებზე.საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნის მიხედვით, სამაუწყებლო კომპანიას საიჯარო და სატელიტური სიგნალით მომსახურების ხელშეკრულებებით მაუწყებლის მიმართ დავალიანება შეადგენს 13 575 ამერიკულ დოლარს, საარქივო მომსახურებისთვის 100 ლარს, სუბლიცენზიისთვის 12 828 ევროსა და 141 087 შვეიცარული ფრანკს. გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ითხოვდა დარიცხული პირგასამტეხლოს დაკისრებას თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
წაკითხვა
"ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი" - ზუგდიდში პირველი არხის ახალი პროექტის მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 15:00:00
ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტში პირველი არხის ახალი პროექტის " ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი" მონაწილეთა შერჩევა მიმდინარეობს. სამეგრელოს ყველა რაიონის 300-ზე მეტმა მეექვსეკლასელმა უკვე გაიარა რეგისტრაცია. შესარჩევი კონკურსი ქუთაისში, ოზურგეთსა და ბათუმში უკვე ჩატარდა. შერჩევა ხვალ მესტიაში გაიმართება."ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი" ამერიკული კომპანია "მეტრო გოლდენ მაიერის" პროექტია, რომელიც 55 ქვეყანაში განხორციელდა და ყველგან დიდი პოპულარობა მოიპოვა.
წაკითხვა
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები პირველი არხის ხელმძღვანელებს შეხვდნენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 19:27:00
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში პირველი არხის ხელმძღვანელობასა და სტუდენტებს შორის შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას სხვადასხვა კურსისა და ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ და  სტრატეგიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ია ანთაძემ სტუდენტებთან ისაუბრეს, როგორ აპირებს ტელევიზია გადაცემების განახლებას და რა პროდუქტით წარსდგება სამაუწყებლო ბაზარზე უახლოეს პერიოდში.შეხვედრის მონაწილე სტუდენტებმა პირველი არხის მენეჯმენტისგან ტელევიზიაში მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებზე მიიღეს ინფორმაცია. კერძოდ, ნოემბრიდან საინფორმაციო გამოშვება ,,მოამბე’’ მაყურებლის წინაშე უკვე განახლებული ფორმატით წარსდგება.  შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტელევიზიის ახალი შენობის თემასაც.
წაკითხვა
გრიგოლ გოგელია - 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების უფლებას გაცილებით იაფად და კარგი პირობებით ვყიდულობთ
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 13:27:00
2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების უფლებას გაცილებით იაფად და კარგი პირობებით ვყიდულობთ - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ გოგელიამ განაცხადა.„პირველი არხი საზოგადოებას რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს შესთავაზებს, სადაც ჩვენი ნაკრებიც მონაწილეობს. 2015 წელს იძულებული ვიყავით, ჩვენების უფლება შუამავალი ორგანიზაციიდან შეგვეძინა, რადგან  უფლება მას ჩვენგან დამოუკიდებლად ჰქონდა ნაყიდი. შესაბამისად, დღევანდელი გადაწყვეტილება მეტყველებს, რომ ეფექტურად ვიმუშავეთ იმისთვის, რომ შუამავალი რგოლი ამოგვეგდო. შესაბამისად, ეს ფასზეც აისახება. გაცილებით იაფად და კარგი პირობებით ვყიდულობთ და ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. თან, მით უმეტეს, დიდი ინტერესისა და ფასეულობის მქონე პროდუქციაა“, - განაცხადა გრიგოლ გოგელიამ.კონტრაქტს „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და კომპანია RUGBY WORLD CUP LIMITED-ს შორის ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება. პირველი არხის მენეჯმენტს მიღწეული ჰქონდა შეთანხმება მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირების შესახებ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, პირველი არხი შეისყიდდა თუ არა ტრანსლირების უფლებას, სამეურვეო საბჭოს უნდა მიეღო. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 2019 წლის 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე იაპონიაში გაიმართება.
წაკითხვა
ვასილ მაღლაფერიძე - ქართველ გულშემატკივრებს ვულოცავთ, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 13:16:00
ყველა ქართველ გულშემატკივარს ვულოცავთ დღეს გადაწყდა, რომ კონტრაქტი გაფორმდა და 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ სამეურვეო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.ვასილ მაღლაფერიძის შეფასებით, სამეურვეო საბჭომ ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დაადასტურა.„ყველა ქართველ გულშემატკივარს ვულოცავთ. არ მეგულება საქართველოს მოქალაქე, რომელიც რაგბის არ გულშემატკივრობს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის რაგბი ეროვნული სპორტის სახეობაა. დღეს გადაწყდა, რომ კონტრაქტი გაფორმდა და 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიაში იმართება და მე ვფიქრობ, რომ ეს დიდი დღესასწაული იქნება, მით უმეტეს, როგორც ყოველთვის, ქართველი მორაგბეები გაგვახარებენ. ვფიქრობ, რომ სამეურვეო საბჭომ ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დაადასტურა. ამ კონტრაქტის წარმატებით დასრულებისთვის ბევრი ვიმუშავეთ და დღეს ჩვენს გადაწყვეტილებას ბეჭედი დაესვა“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.კონტრაქტს „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და კომპანია RUGBY WORLD CUP LIMITED-ს შორის ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება. პირველი არხის მენეჯმენტს მიღწეული ჰქონდა შეთანხმება მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირების შესახებ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, პირველი არხი შეისყიდდა თუ არა ტრანსლირების უფლებას, სამეურვეო საბჭოს უნდა მიეღო. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 2019 წლის 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე იაპონიაში გაიმართება.
წაკითხვა
პირველი არხი რაგბიში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირების უფლებას შეიძენს
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 12:35:00
პირველი არხი რაგბიში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირების ლიცენზიას შეიძენს - აღნიშნულ საკითხზე დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ იმსჯელა და პირველი არხის მენეჯმენტს ლიცენზიის შეძენაზე თანხმობა მისცა.შესაბამის კონტრაქტს „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და კომპანია RUGBY WORLD CUP LIMITED-ს შორის ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება. პირველი არხის მენეჯმენტს მიღწეული ჰქონდა შეთანხმება მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირების შესახებ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, პირველი არხი შეისყიდდა თუ არა ტრანსლირების უფლებას, სამეურვეო საბჭოს უნდა მიეღო. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 2019 წლის 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე იაპონიაში გაიმართება. მსოფლიო ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს.
წაკითხვა
რაგბიში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი არხით ტრანსლირების საკითხზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დღეს იმსჯელებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 10:41:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დღეს იმსჯელებს, გადაიცეს თუ არა პირველი არხის ეთერში  2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში.საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა უკვე მიაღწია შეთანხმებას მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირების შესახებ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, შეისყიდოს თუ არა პირველმა არხმა ტრანსლირების უფლება, სამეურვეო საბჭომ უნდა მიიღოს.საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა დღეს 12:00 საათზე დაიწყება. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 2019 წლის 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე იაპონიაში გაიმართება.
წაკითხვა
საბერძნეთში მედიის წარმომადგენლები გაიფიცნენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 13:04:00
საბერძნეთში მედიის წარმომადგენლები გაიფიცნენ. ქვეყნის წამყვანი პროფკავშირების განცხადებით, გაფიცვა 48 საათს გაგრძელდება. მასში მონაწილეობას იღებენ როგორც ბეჭდური, ყოველდღიური გამოცემების, ასევე პერიოდული ელექტრონული გამოცემების წარმომადგენლები. მედიის წარმომადგენლები დამატებითი სოციალური დაზღვევისა და დახმარების პროგრამის შენარჩუნებას მოითხოვენ. ორდღიანი გაფიცვის განმავლობაში ტელე და რადიო მაუწყებლობებში საინფორმაციო გამოშვება არ გავა. ასევე მუშაობას შეაჩერებენ საინფორმაციო ვებგვერდები. ეს მედია წარმომადგნელების უკვე რიგით მესამე გაფიცვაა მიმდინარე თვეს საბერძნეთში. 
წაკითხვა
La Repubblica - კახა კალაძის მატჩი საქართველოს დედაქალაქის პირველი მოქალაქეობისთვის, რომელსაც დამატებითი დრო არ დასჭირდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 11:51:00
თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძის გამარჯვებას უცხოური მედია ეხმაურება. „კახა კალაძე თბილისის ახალი მერია“, -ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას ცნობილი იტალიური გამოცემა La Repubblica. „მატჩი, რომელსაც დამატებითი დრო არ დასჭირდა - კახა კალაძემ საქართველოს დედაქალაქის პირველი მოქალაქეობისთვის ითამაშა. ყოფილმა ფეხბურთელმა ხმების 51,13 პროცენტი დააგროვა, რაც საკმარისი იყო გამარჯვებისთვის და უკვე ოფიციალურად თბილისის ახალი მერია“, - წერს იტალიური გამოცემა. La Repubblica-ს სტატიაში აღნიშნულია, რომ კახა კალაძე საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო. „ყოფილი ფეხბურთელი პერსონიფიცირებული ქართული ოცნებაა“, - ნათქვამია სტატიაში. საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ფრანგული მედიაც წერს. „მილანის“ ყოფილი ვარსკვლავი კახა კალაძე თბილისის მერად აირჩიეს“, -წერს ფრანგული გამოცემა Liberation. გამოცემა აღნიშნავს, რომ კახა კალაძემ საფეხბურთო კარიერა 2012 წელს დაასრულა და საკუთარი საქმიანობა პოლიტიკას მიუძღვნა, რა დროსაც ის მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში ჩაერთო. როგორც ფრანგული გაზეთი წერს, 2001 წელს კალაძემ პირადი ტრაგედია განიცადა, როდესაც მისი ძმა გაიტაცეს და მოკლეს. საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებზე წერს „რადიო თავისუფლების“ ევროპული ბიურო. „ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს ბევრი „ქართული ოცნებისთვის“ მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მნიშვნელოვან გამოცდად განიხილავს“, - ნათქვამია სტატიაში.
წაკითხვა
„თვითმმართველობა 2017“ მაყურებელს თბილისის მერობის კანდიდატების დებატებს სთავაზობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-19 18:22:00
დედაქალაქის მერობის ყველა კვალიფიციური და დამოუკიდებელი კანდიდატი საზოგადოების მთავარ პრობლემურ საკითხებზე. დღეს, საღამოს 9 საათზე პირველ არხზე, პირველი არხის მასშტაბური საარჩევნო პროექტი თვითმმართველობა 2017 მაყურებელს თბილისის მერობის კანდიდატების დებატებს სთავაზობს.როგორ პასუხობენ მერობის კანდიდატები მოქალაქეების შეკითხვებს. როგორია მათი პროგრამების მთავარი მიმართულებები. დღევანდელი მე-15 პირდაპირი ეთერით, თვითმმართველობა 2017 საარჩევნო გადაცემების ციკლს ასრულებს. პირველი არხის მასშტაბურმა პროექტმა მაყურებელს უკვე შესთავაზა 11 გადაცემა რეგიონებიდან. დედაქალაქის მერობის კანდიდატების დებატები, რომელიც დღეს, 9 საათზე დაიწყება, თბილისის მერიასა და საკრებულოში მოხვედრის მსურველი პოლიტიკური სუბიექტებისთვის გათვალისწინებული რიგით მეოთხე გადაცემა იქნება.  
წაკითხვა
„ხარ თუ არა მეექვსეკლასელზე ჭკვიანი“ - მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი ბათუმში მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-18 18:28:00
პირველი არხი ახალ პროექტს იწყებს. ხარ თუ არა მეექვსეკლასელზე ჭკვიანი მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი ბათუმში მიმდინარეობს. შემდეგი შესარჩევი ტური 27 ოქტომბერს ზუგდიდში შედგება. ხარ თუ არა მეექვსეკლასელზე ჭკვიანი ამერიკული კომპანია მეტრო გოლდენ მაიერის პროექტია, რომელიც 55 ქვეყანაში განხორციელდა და ყველგან დიდი პოპულარობა მოიპოვა.
წაკითხვა
პირველმა არხმა და შსს-ს აკადემიამ მემორანდუმი გააფორმეს
განახლებულია: 2017-10-18 16:16:00
პირველ არხსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთშეთანმხება მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლას, გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობას ითვალისწინებს. ხელმოწერილ დოკუმენტში გაწერილია ორივე მხარის უფლება-მოვალეობები, რომლის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მაუწყებელს გადასცემს არქივში დაცული უახლესი ისტორიის მასალებზე წვდომის უფლებას, ხოლო მაუწყებელი მასალების გამოყენებით მომზადებული ტელე, რადიო ან ონლაინ პროდუქციის დამზადებისას ვალდებულია მიუთითოს მასალების მოპოვების წყაროდ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი. აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ  მაუწყებელის გენერალურ დირექტორს ვასილ მაღლაფერიძეს თანმხლებ პირებთან ერთად არქივის საცავი დაათვალიერებინა. სტუმრები ასევე აკადემიის ინფრასტრუქტურასაც გაეცნენ.
წაკითხვა